რელიგიასთან და კონკრეტულად კი მართლმადიდებლობასთან ბრძოლა ბოლშევიკებმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყეს.

დაპირისპირება არამარტო იდეოლოგიურ, არამედ აშკარა პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა. კომუნისტების მთავარი მიზანი, საზოგადოებაში ეკლესიის ავტორიტეტის მოსპობა და მის ნაცვლად ათეისტური იდეოლოგიის დამკვიდრება იყო.
ფართო მასების მისამხრობად, ბოლშევიკებმა ღვთისმსახურები მჩაგვრელთა კასტას მიაკუთვნეს. კომუნისტები ყველა გზით ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ეკლესია მუდამ ექსპლუატატორების მხარეს იყო და ბურჟუაზიას მშრომელთა დამონებაში ეხმარებოდა.
ბოლშევიკების მიერ რევოლუციის შემდეგ გამოცემულ ერთ-ერთ პირველივე დეკრეტში, ნათელი გახდა, რომ ახალი ხელისუფლება ეკლესიას უუფლებო მდგომარეობაში აყენებდა. 1917 წლის 26 ოქტომბრის მიწის დეკრეტით მთელი სამონასტრო და საეკლესიო მიწა (800 ათასი ჰა-ზე მეტი) ნაციონალიზებულ იქნა. ეკლესია-მონასტრებს ჩამოერთვათ მათი კუთვნილი ქარხნები, საავადმყოფოები, სარძეო და საფუტკრე მეურნეობები, 7 მილიონზე მეტი ფულადი კაპიტალი. უკვე ორი თვის შემდეგ, 1917 წლის 11 დეკემბერს კომუნისტებმა ახალი დეკრეტი გამოსცეს, რომლის ძალითაც ეკლესიას ახალგაზრდობის აღზრდისა და განთლების საქმეში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვა. 1918 წლის 1 იანვრიდან სკოლებში გაუქმდა ყველა რწმენის საღვთო რჯულის მასწავლებლის თანამდებობა. ანუ მმართველობის პირველივე თვეებში ბოლშევიკებმა ეკლესიას ფინანსური ბაზა გამოაცალეს, ხოლო სკოლებში საღვთო სჯულის გაუქმებით, მომავალი თაობის ათეისტურ პრინციპებზე აღზრდას ჩაუყარეს საფუძველი.
საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ, აქაც იგივე პროცესები განვითარდა. გასაბჭოებიდან ორი თვის შემდეგ 1921 წლის 15 აპრილს საქართველოს რევკომის მიერ გამოცემული სპეციალური დეკრეტით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ფაქტობრივად კანონგარეშედ გამოცხადდა. დეკრეტის მიხედვით: "არცერთ საეკლესიო და სარწმუნოებრივ საზოგადოებას არა აქვს უფლება იქონიოს საკუთრება. მათ არა აქვთ იურიდიული პიროვნების უფლება, საქართველოში არსებული საეკლესიო და სარწმუნოებრივ საზოგადოებათა მთელი ქონება გამოცხადებულია სახალხო კუთვნილებათ."
ზოგადი დეკრეტების შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლება სულ მალე კონკრეტულ საქმეზეც გადავიდა. 1922 წლის 23 თებერვალს რუსეთის მთავრობამ გამოსცა დეკრეტი საეკლესიო განძეულობის ამოღების შესახებ. საქართველოში მსგავსი დეკრეტი 10 აპრილს გამოვიდა. დეკრეტის გამოცემის ოფიციალურ მიზეზად დამშეული ვოლგისპირეთის დახმარება იყო. ამ დეკრეტის ძალით, საქართველოში განძეულობა ამოიღეს 600-მდე ეკლესიიდან, ანუ საქართველოში არსებული ეკლესიის თითქმის მესამედიდან. 1923 წლის 23 ნოემბერს საქართველოს სახალხო კომისართა საბჭომ ამოღებული საეკლესიო განძეულობის გამოყენების წესის შესახებ სპეციალური დადგენილება მიიღო. ამ დადგენილების თანახმად, დახურული ეკლესიების ქონებიდან ის საეკლესიო განძეულობა, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა გადაეცა სამუზეუმო დაწესებულებებს, დანარჩენი საეკლესიო განძეულობა კი (ოქრო ვერცხლი, ძვირფასი თვლები) გადაეცა ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დასახმარებლად და აგრეთვე კულტურულ-საგანმანათლებლო საქმისათვის გამოსაყენებლად.
ტაძრების ძარცვა პირდაპირ ლენინის დირექტივის საფუძველზე ხორციელდებოდა: "დავიწყოთ საეკლესიო განძეულობის ამოღება ყველაზე გააფთრებული და დაუნდობელი ენერგიით, უკან არ დავიხიოთ ნებისმიერი წინააღმდეგობის ჩასახშობად, განძეულობათა ამოღება ყველაზე მდიდარი ლავრებიდან, მონასტრებიდან და ეკლესიებიდან ჩატარდეს დაუნდობელი მოქმედებით. ასე რომ არაფერს მოვერიდოთ და ავასრულოთ კიდევ უმოკლეს ვადაში. ამ საბაბით რაც უფრო მეტ ბურჟუაზიისა და რეაქციული სამღვდელოების წარმომადგენელს დავხვრეტთ, მით უკეთესი."
მოგვიანებით, 30-იან წლებში, პირწმინდად გაძარცვული ეკლესიებიდან ჯართისთვის ზარების ჩამოხსნა დაიწყეს. თითოეულ რაიონს საქართველოში ზარების ჩაბარების სპეციალური გეგმა დაუწესეს: 1936 წლის საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს N985-ე დადგენილება კლესიებიდან ზარების ჩამოხსნის კამპანიის შესახებ:
საქართველოს სახალხო კომისართა საბჭო ადგენს:
1 საეკლესიო ზარებისგან ჯართის დამზადების გეგმა დაწესდეს 15 ტონის ოდენობით:
2 "ფერადლითონჯართს" მიეცეს ზარების ჩამოხსნის ნება შემდეგი რაიონების უმოქმედო ეკლესიებიდან:
1. მახარაძე - 2 ტონა; 2. ზესტაფონი - 1 ტონა; 3. ლანჩხუთი - 1 ტონა; 4. ქუთაისი - 4 ტონა; 5. აბაშა - 2 ტონა; 6. კასპი - 2 ტონა; 7. წულუკიძე - 3 ტონა.
სულ - 15 ტონა.
ეკლესიის წინააღმდეგ შეტევამ საქართველოში საშინელი ხასიათი მიიღო. არც ერთ საბჭოთა რესპუბლიკაში ამ ბრძოლას არ ჰქონია ისეთი დამანგრეველი შედეგი როგორც ამას საქართველოში ჰქონდა. ქართველი კომუნისტები ანტირელიგიურ ფრონტზე რადიკალიზმს იჩენდნენ და სამღვდელოებას დაუნდობლად უსწორდებოდნენ.
მორწმუნეების თვალწინ იარაღს ესროდნენ ეკლესიის გუმბათზე აღმართულ ჯვრებს, მირონით იწმენდნენ ჩექმებს, ამტვრევდნენ ხატებს. ლეჩხუმში, აღდგომის ღამეს მორწმუნეთათვის ხელის შეშლის მიზნით კომუნისტმა აქტივისტებმა ლაილაშის ეკლესია დაწვეს. ჭიათურის რაიონის სოფელ ჩხიროულში, პარტკომის ინსტრუქტორმა შუკაკიძემ რელიგიის უძლურების დასამტკიცებლად, ხალხის თვალწინ ეკლესიის ეზოში მაუზერით დახვრიტა ხატები.
მასობრივი ხასიათი მიიღო სასულიერო პირების დევნამ. მღვდლებს აშინებდნენ, სცემდნენ, ძალით კრეჭდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. გასაბჭოებამდე საქართველოში 1600-მდე სასულიერო პირი მოღვაწეობდა. 1923 წლის აპრილში მათი რიცხვი 500-მდე შემცირდა.
ზესტაფონში წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის ეკლესიის დეკანოზს გიორგი ფერაძეს კომკავშირელი აქტივისტები სახლში შეუვარდნენ და მრევლის წინაშე ღვთის მგმობელი სიტყვით გამოსვლა მოსთხოვეს. დეკანოზი დათანხმდა. როდესაც აქტივისტებმა მრევლი მოიყვანეს, გიორგი ფერაძემ ქრისტეს მოძღვრების ქადაგება დაიწყო. ამის საპასუხოდ კომუნისტებმა დეკანოზი ხიშტების კვრით მდინარე ყვირილაში ჩააგდეს და თოფებით ჩაცხრილეს.
ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმსახურს, ერმალო ჩიმაკაძეს კომუნისტებმა ძალით გაპარსვა დაუპირეს. როდესაც მაკრატელი მიადეს, სასულიერო პირს გული გაუსკდა და გარდაიცვალა.
ხობში კომუნისტებმა მამათა მონასტერში შეკრებილ ხალხს მოსთხოვეს დაეჩოქათ და პარტიის ერთგულებაზე დაეფიცათ. მონასტრის წინამძღოლმა არქიმანდრიტმა შიომ მრევლს მიმართა არ შეესრულებინათ ათეისტების მოთხოვნა. ამის გამო, კომკავშირლებმა იგი ხალხის თვალწინ ძალდატანებით გაკრიჭეს
მასობრივი ხასიათი მიიღო მართლმადიდებლური ტაძრების დაკეტვამ. ეკლესიების დახურვაში, მაზრებს შორის, სოციალისტური შეჯიბრებები ეწყობოდა. გასაბჭოებამდე საქართველოში 1450 ეკლესია და მონასტერი არსებობდა. ანტირელიგიური კამპანიის დაწყებისთანავე, 1923 წლის გაზაფხულზე კომუნისტებმა სულ რამდენიმე თვეში 1212 ეკლესია დახურეს. გურიაში და სამეგრელოში არც ერთი ტაძარი აღარ მოქმედებდა. ეკლესიების დახურვის მხრივ ყველა რეკორდი მოხსნეს ქუთაისის მაზრაში, სადაც ორი თვის განმავლობაში 160 ეკლესია გაუქმდა. 148 ტაძარი დაიკეტა შორაპნის და სენაკის მაზრაში, 130 - ოზურგეთის მაზრაში, 117 -რაჭაში, 78 -გორის მაზრაში, 75 - ზუგდიდის მაზრაში, 50 - თელავის მაზრაში, 48 - თბილისში. დაიკეტა გელათი. დაანგრიეს ქუთაისის საკათედრო ტაძარი. საქართველოს კომპარტიის ქუთაისის სამაზრო კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილება: "დაირღვეს საკათედრო ტაძარი (სობორო), მასალა გამოყენებულ იქნას ძმათა სასაფლაოს შემოსაღობად, იმ ადგილას კი გაფართოვდეს მოედანი და ტაძრის ადგილას დაიდგას ამხანაგ ლენინის ძეგლი."
ეკლესიის დასახურად სოფელში საერთო კრება ტარდებოდა, სადაც გლეხები პარტაქტივის მიერ გამოთქმულ წინადადებას ეკლესიის დახურვისა და რელიგიური წეს-ჩვეულებების მოსპობის შესახებ უსიტყვოდ ეთანხმებოდნენ. კრების მიერ შესაბამისი რეზოლუციის მიღების შემდეგ, სოფელში ეკლესიას ან ანგრევდნენ, ან კეტავდნენ. ტაძრის გაუქმების რეზოლუცია სტანდარტული იყო. მაგალითად ამბროლაურის მაზრის სოფელ სადმელში ასეთი რეზოლუცია 1923 წლის 19 იანვარს მიიღეს:
"სოფელ სადმელის მცხოვრებთა კრება აღიარებს, რომ ეკლესია და სარწმუნეოება დღემდე ემსახურებოდა კაპიტალისტებისა და მემამულეების ბატონობის განმტკიცების საქმეს, ახშობდა მშრომელთა მასების გონებას, რათა უკეთ დაემონავებინათ იგინი ძალა მქონეთათვის ამა ქვეყნისა.
ეკლესია და სარწმუნებობა ეს კერა იყო სიბნელისა და გაუნათლებლობისა. სიამოვნებით ვეგებებით მომხსენებლის მოწოდებას, ვებრძოლოდ სარწმუნეობრივ გაიძვერობას, მოვსპოთ საყდარი და ავაგოთ ტაძარი სინათლისა და ცოდნისა. მზად ვართ პირველ მოთხოვნილებისამებრ გამოვიყენოთ ტაძრის შენობა სკოლისთვის, კლუბისთვის, სამკითხველოსთვის და სხვ. ძირს სარწმუნოებრივი გაიძვერობა, გაუმარჯოს განვითარებისაკენ წინსვლას, გაუმარჯოს კომუნიზმს."
ეკლესიების დახურვასთან ერთად, კომუნისტები მთელი ქვეყნის მასშტაბით რელიგიის საჯარო გასამართლების პროცესებს აწყობდნენ. პროცესზე განსასჯელის სკამი ცარიელი იყო. ასამართლებდნენ არა რომელიმე კონკრეტულ სასულიერო პირს, ან ღვთიმსახურთა ჯგუფს, არამედ რელიგიას და კერძოდ მართლმადიდებლობას მთლიანად. ღია სასამართლო პროცესები, საერთო პროპაგანდის ნაწილს წარმოადგენდა, სადაც მოსახლეობის ფართო მასებისთვის რელიგიის "თვალთმაქცი" სახე უნდა ეჩვენებინათ. მაგალითად, ონში მსგავსი სასამართლო პროცესი 1923 წლის 9 თებერვალს გაიმართა:
"საზოგადოებრივმა სასამართომ შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარეები: კ. გობეჯიშვილი, ს. შერაზადაშვილი, გ. კვიტაშვილი წევრები: მ. ჭიჭინაძე, გ. მეტრეველი. თავის ღია სხდომაზედ განიხილა რა მოქალაქეთა ჯგუფის მიერ აღძრული ქვემდებარე საქმე დაადგინა:
1. სარწმუნეობა და ეკლესია, როგორც იარაღი გაბატონებული კლასების ხელში მშრომელთა ხალხის თვალყურის დასაბრმავებლად და გონების დასაჩლუნგებლად დაგმობილ და უარყოფილ იქნეს საბოლოვოდ.
2. სამღვდელოებას, როგორც ცრუ მორწმუნეობის გამავრცელებელს - მიესაჯოს გაკრეჭა, ხოლო ისეთებს, რომელნიც არ მოისურვებენ გაკრეჭას, ჩათვლილ იქნენ მუშურ-გლეხური სახელმწიფოს უღირს წევრად.
3. სარწმუნოების ნაშთები, როგორიც არის ხატები, ჯვრები და სხვა, რომელთაც არა აქვთ რაიმე ღირებულება ხელოვნების ან მატერიალური მხრივ მოსპობილ იქმნეს, ხოლო ისეთები, რომლებსაც აქვს რაიმე ღირებულება გამოყენებულ იქნეს ხალხის სასარგებლოდ. საყდრები და სხვა სამლოცველო ადგილები მოხმარებულ იქნეს კულტურულ-განმანათლებელ საქმისათვის."
განსაკუთრებულ აგრესიას კომუნისტები წმინდანთა ნეშტების მიმართ იჩენდნენ. ბოლშევიკები ლენინის მითითებას ასრულებდნენ, რომელიც საძვალეების გახსნას და მათ საჯარო გამოფენას მოითხოვდა: "ვაჩვენოთ თუ რით იყო გატენილი მღვდლების მიერ ეს ფიტულები, ვაჩვენოთ თუ რა განისვენებდა, რანაირი წმინდანები იყო ამ მდიდარ სანაწილეებში, რასაც ასე მრავალი საუკუნე მოწიწებით ეთაყვანებოდა ხალხი და რისთვისაც ატყავებდნენ უბრალო ხალხს ეკლესიის მსახურნი. მარტო ეს იქნება საკმარისი იმისთვის, რომ რელიგიას ჩამოვაშოროთ მრავალი ათასი ადამიანი. (ვ. ლენინი)"
მთელი თავისი ცხოვრება სილიბისტრო ბოლშევიკურ მოძრაობაში იყო. აქტიურად იბრძოდა საქართველოდ დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ. ხელმძღავნელობდა ბოლშევიკების ბეჭვდითი ორგანოს გამოცემას და არალეგალური სტამბის მუშაობას. ამის გამო, იგი რამდენჯერმე დააპატიმრეს. რუსეთ-საქართველოს შორის 1920 წ. 6 მაისს ხელმოწერილი საზავო ხელშეკრულების შემდეგ, იგი ციხიდან გაათავისუფლეს და აზერბაიჯანში გაასახლეს. სხვა ქართველ კომუნისტებთან ერთად სილიბისტრო საქართველოში XI არმიასთან ერთად დაბრუნდა.
სანამ მებრძოლ უღმერთოთა ჟურნალს ჩაუდგებოდა სათავეში, სილიბისტრო სხვადასხვა თანამდებობეზე მუშაობდა: იყო სოციალური უზრუნველყოფის სახალხო კომისარი, მიწათმოქმედების სახალხო კომისარი, იგი აირჩიეს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პასუხისმგებელ მდივნად. თუმცა სილიბისტრო თვლიდა, რომ მისი მოწოდება მწერლობა და პუბლიცისტიკა იყო. წლების განმავლობაში იგი საბჭოთა მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო და სატირულ ჟურნალ "ნიანგს" რედაქტორობდა.
როდესაც საქართველოში მებრძოლ უღმერთოთა კავშირი (მუკი) შეიქმნა ძველმა ბოლშევიკმა მისი ბეჭვდითი ორგანოს ხელმძღვანელობა ითავა. იგი არამხოლოდ ჟურნალს ხელმძღვანელობდა - მას საქართველოში ათეისტური ხასიათის ლიტერატურის შექმნა, პოპულარიზაცია და გავრცელება ევალებოდა. ჟურნალში ანტირელიგიურ თემაზე პასკვილების წერის გარდა, სილიბისტრო ანტირელიგიურ თემაზე პოემებსაც თხზავდა. ერთ-ერთ მის "შედევრს" "დაბადება ანუ ბიბლია" ერქვა. წიგნის წინასიტყვეობაში სილიბისტრო თოდრია მკითხველს ბიბლიის შესახებ საკუთარ მოსაზრებას ღიად უზიარებდა: "...ამ ძველ აღთქმაში კი რა გინდა სულო და გულო, რომ არ შეხვდები, - დაწყებული პორნოგრაფიიდან და გათავებული ყოველგვარი სისაძაგლით!... ღმერთი რომელიც გამოყვანილია ყოვლის გამჩენად, ყოვლის შემძლეთ, იმავე დროს, შიგა და შიგ, პირდაპირ პამპულას როლს თამაშობს: ლაყბობს, სცრუობს, იჩენს სულმდაბლობას, სიმკაცრეს, მედიდურობას, უვიცობას და სხვა ისეთ ღირსებებს, რომელიც არ შეფერის უბრალო ფარისეველ მოხუცსაც კი."
სილიბისტრო თოდრიას დაწერილი 78 გვერდიანი წიგნი, საქართველოში 1931 წელს 5000 ტირაჟით გამოვიდა და 50 კაპიკად იყიდებოდა.
ქვეყანაში უღმერთოთა იდეების აქტიური დანერგა დაიწყო. საქართველოს ცეკასთან არსებულმა აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილებამ მოსახლეობის ფართო მასებში ანტირელიგიური კამპანიის წარმოების გეგმა შეიმუშავა. 1923 წლის 23 თებერვალს საქართველოში გამომავალმა ყველა გაზეთის რედაქტორმა საქართველოს კომპარტიის მდივნის მიხეილ კახიანის ხელმოწერით მიიღო საიდუმლო ცირკულარი, სადაც ეწერა, რომ პარტია ავალებს გაზეთებს გამოყონ სპეციალური რუბრიკა, სადაც სისტემატიურად დაიბეჭდება ანტრირელიგიური მასალები და კარიკატურები.
მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა ანტირელიგიურ ლექციებს, რომელსაც წინასწარ მომზადებული ლექტორები კითხულობდნენ. მსგავსი ლექციები ტარდებოდა ყველა დაწესებულებაში: ქარხნებში, ფაბრიკებში, კოლმეურნეობებში, ფერმებში. შესვენების დროს, მუშა-მოსამსახურეები და გლეხები აგიტატორების ათეისტურ პროპაგანდას ისმენდნენ. ლექციის თემა ყველგან სტანდარტული იყო და იგი მხოლოდ ლექტორის იმპროვიზაციით იცვლებოდა. მთავარი აპელირება იმაზე მიდიოდა, რომ ღმერთი არ არსებობს: "...ადამიანს როგორც ეგოისტს ვერ წარმოუდგენია, რომ ის მოკვდება და დაიკარგება, როგორც უბრალო, უტყვი ცხოველი. ამიტომ მან გამოიგონა, რომ სიკვდილის შემდეგ, მისი სული კი არ იკარგება, არამედ წავა და გადასახლდება სადღაც სხვაგან, თავის პირველ წარმომშობთან - ღმერთთან. თავისი ფანტაზიით ადამიანმა ღმერთი ზეკაციური თვისებებით აღჭურვა და დაასახლა სადღაც ზეცას, რომელსაც აქვს კარგი და ცუდი სამყოფები ანუ ჯოჯოხეთი და სამოთხე. და აი ამ წარმოდგენის მიხედვით, იგი ამ თავისივე გამოგონილ არსებას სწირავს სხვადასხვა მსხვერპლს და უშენებს სახლებს..."
ლექციების ჩასატარებლად, უღმერთოთა კავშირი თავდაპირველად წითელ პროფესურას იყენებდა. დროთა განმავლობაში ათეისტ ლექტორთა რიცხვი გაიზარდა - 1930 წელს თბილისში ანტირელიგიური უნივერსიტეტი დაარსდა, რომელიც მარქსისტული მსოფლმხედველობის ათეისტ მუშაკებს ამზადებდა. უნივერსიტეტი 3 წლიანი იყო და მასში სასწავლებლად 18-30 წლის ახალგაზრდებს იღებდნენ.
ანტირელიგიურმა პროპაგანდამ ქვეყანაში ტოტალური ხასიათი მიიღო. ხალხის დამუშავება მატარებელშიც კი ხდებოდა. ამისთვის უღმერთოთა კავშირში აგიტატორის ცალკე შტატი არსებობდა, რომლის მოვალეობასაც ვაგონებში მგზავრებს შორის ანტირელიგიური საუბრების გამართვა და ათეისტური ლიტერატურის გავრცელება შეადგენდა.
აგიტატორებისთვის და უღმერთო ორგანიზაციების წევრებისთვის სახელმწიფო სპეციალურ ბროშურებს ბეჭდავდა, სადაც დეტალურად იყო აღწერილი, თუ როგორ უნდა მომხდარიყო უღმერთოების რიგებში მოქალაქის გაწევრიანება. ყველაზე წარმატებულ მეთოდად, ოჯახურ გარემოში, ინდივიდუალური საუბრები იყო მიჩნეული. უღმერთოებს პირდაპირ ავალებდნენ თანამშრომლებისა და ნაცნობის ოჯახებში სიარულს და მასპინძელთან ათეიზმზე საუბარს.
ქალაქებში გახსნილი იყო ანტირელიგიური მუზეუმები, ხოლო დაწესებულებებში მოქმედებდა უღმერთოთა უჯრედი, რომელიც მშრომელებს შორის ანტირელიგიურ აგიტაციას უზრუნველყოფდა. უჯრედთან იხსნებოდა ანტირელიგიური სწავლების კურსები, სადაც დამწყებ უღმერთოებს რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს აცნობდნენ. თვალსაჩინო ადგილას ეწყობოდა უღმერთოთა კუთხე. ამ კუთხის მეშვეობით, უღმერთო პროპაგანდისტი, მუშა-მოსამსახურეებს შორის ახსნა-განმარტებით მუშაობას ეწეოდა და უღმერთოების რიგებში შესვლას სთავაზობდა.
მოქმედებდა ათეისტური თეატრი, რომელიც სპექტაკლებს მთელი საქართველოს მასშტაბით ატარებდა. პირველი ასეთი წარმოდგენა ხაშურის რაიონის სოფელ მოხისში მოეწყო, სადაც მაყურებელს სპექტაკლი "ჯორდანო ბრუნო" უჩვენეს. თეატრთან ერთად, აგიტაციისთვის კინოსაც იყენებდნენ. 1931-1932 წელს ანტისაშობაო კამპანიის დღეებში სოფლად 153 მოძრავი კინოდანადგარი გაიგზავნა ათეისტური კინოსურათებით. ხალხი რომ მოეზიდათ, თბილისის კინოთეატრებში უფასოდ უჩვენებდნენ ანტირელიგიურ ფილმებს. საქკინმრეწვს პირდაპირი დირექტივა ჰქონდა, რომ ხალხში სახელის გასატეხად, მხატვრულ ფილმებში დამახინჯებულად წარმოედგინათ სამღვდელოება და სხვადასხვა რელიგიური რიტუალი.
ყველაზე დიდ ყურადღებას ბოლშევიკები მომავალი თაობის ანტირელიგიურ აღზრდას უთმობდნენ. კომუნისტების გეგმით, მომავალი თაობა ისე უნდა აღზრდილიყო, რომ მათ აზროვნებაში ეკლესიის ადგილი არ დარჩენილიყო. სკოლებში ნორჩ უღმერთოთა უჯრედების ჩამოყალიბება დაიწყო, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა შორის ათეისტური პროპაგანდა და ნორჩი აგიტატორების მომზადება. იგულისხმებოდა, რომ ნორჩი უღმერთო ოჯახშიც გასწევდა ანტირელიგიურ მუშაობას, რითაც ხელს შეუწყობდა მშობლების უღმერთოთა რიგებში გაწევრიანებას.
სპეციალური ინსტრუქტაჟი უტარდებოდათ სკოლის მასწავლებლებსაც. საქართველოს პედაგოგთა დასახმარებლად რუსეთიდან სპეციალური ჯგუფები ჩამოდიოდნენ, რომლებიც ადგილზე უხსნიდნენ მოძმე უღმერთოებს ბავშვთა დამუშავების მეთოდებს. ჟურნალ "მებრძოლ უღმერთოს" 1932 წლის N5 ნომერში, მთელი სტატია იყო მიძღვნილი ლენინგრადიდან ჩამოსულ უღმერთო პედაგოგებზე: "ქალაქ ლენინგრადიდან ჩამოსულმა უღმერთო პედაგოგთა ბრიგადამ თავისი მუშაობა დაასრულა. ბრიგადის წევრებმა (ამხ. სალდატოვი, ჟიბარევი, კუზნეცოვი, მაკალათია) საქართველოს უღმერთო პედაგოგთა აქტივს, როგორც ტფილისში, ასევე ავტონომიურ რესპუბლიკებში დიდი მეთოდური დახმარება გაუწია... ჩატარებული მუშაობის და საქართველოში ანტირელიგიური ფრონტის მდგომარეობის შესახებ ბრიგადა მოხსენებას გააკეთებს მოსკოვში - მუკ-ის საკავშირო ცენტრალურ საბჭოში..."
ქართველ უღმერთოთა ცენტრალური ორგანო მოზარდებში ანტირელიგიური მუშაობის ანგარიშს რაიონული ფილიალებიდან სისტემატიურად იღებდა. ეს არ იყო უბრალოდ მშრალი პატაკი, მოხსენებებში რეალური ვითარება იხატებოდა. ამის მაგალითად 1931 წლის ქუთაისის ორგანიზაციის მოხსენებითი ბარათი შეიძლება გამოდგეს: "ქუთაისის მუკის რაისაბჭომ ა.წ. 20 ივნისს მოაწყო ნორჩ მებრძოლ უღმერთოთა კონფერენცია. კონფერენციაზე საანგარიშო მოხსენებით გამოვიდა მუკის რაისაბჭოს პასუხისმგებელი მდივანი ამხანაგი ანთაძე. მოხსენებიდან გაირკვა, რომ ქუთაისის რაიონში ქალაქად და სოფლად ნორჩ უღმერთოთა შორის მუშაობა გასული 1931 წლის სექტემბრიდან წარმოებულა და ამ ხნის განმავლობაში ჩამოყალიბდა 70 ნორჩ უღმერთოთა ჯგუფი 4 802 წევრით."
30-იანი წლების დასაწყისში, ბოლშევიკებმა ანტირელიგიური ხუთწლედი გამოაცხადეს. ამ გეგმის მიხედვით, 1937 წლისთვის საბჭოთა კავშირი მთლიანად უღმერთო ქვეყნად უნდა გადაქცეულიყო. 1933 წელს იკეტებოდა ყველა ეკლესია, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედებდა; 1934 წელს უნდა აღმოფხვრილიყო ყველა რელიგიური ტრადიციები; 1935 წელს ანტირელიგიურ პროპაგანდას უნდა მოეცვა ყველა და ყველაფერი; 1936 წელს ქვეყანაში არ უნდა დარჩენილიყო არც ერთი სასულიერო პირი; 1937 წელს კი საბჭოთა კავშირს რელიგიაზე გამარჯვება უნდა ეზეიმა.
რელიგიასთან ბრძოლა ხანდახან აბსურდამდეც კი მიდიოდა. ზღაპრებიდან იღებდნენ იმ დასაწყისებს, რომელიც ასე იწყებოდა: "იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა", რადგან საბჭოთა ზღაპარში ღმერთს ადგილი არ შეიძლებოდა ჰქონოდა. უღმერთოები იქამდე მივიდნენ, რომ სერიოზულად განიხილავდნენ საბჭოთა კავშირში ახალი წელთაღრიცხვის დაწესებას. მათი ლოგიკა მარტივი იყო: მსოფლიოში წელთაღრიცხვა ქრისტეს დაბადებიდან იწყებოდა, რაც უღმერთოებისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. უღმერთოთა ხელმძღვანელის ისააკ გუბელმანის აზრით, წელთაღრიცხვა 1917 წლიდან, ანუ რევოლუციიდან უნდა მომხდარიყო. "ჩვენ უკვე დღეიდან უნდა დავიწყოთ საკუთარი წელთაღრიცხვის გამოყენება. ასე რომ ამჟამად 1929 წელი კი არ არის როგორც ბევრს ჰგონია, არამედ ახალი ერის 12 წელია. მე ვხმარობ ტერმინს "ახალი ერა" იმისთვის, რომ არ ვახსენო ქრისტიანთა ერა".
1929 წლიდან სამუშაო კალენდარიდან ამოიღეს კვირადღე. საბჭოთა კავშირში სამუშაო კვირა 5 დღიანი იყო, მეექვსე დღეს მშრომელები ისვენებდნენ, შემდეგ კი ისევ 5 დღიანი კვირა იწყებოდა. ასეთი მეთოდით კომუნისტებმა კვირა მოსპეს, რომელიც მორწმუნეებისთვის დასვენების დღედ ითვლებოდა. ასეთი სისტემა 1940 წლის ივნისამდე მოქმედებდა.
იდევნებოდა ეკლესიაში ჯვრის წერა, დაბადების რეგისტრაცია და მიცვალებულის წესის აგება. სენაკის რაიონის სოფელ სალხინოში ერთ-ერთმა ბოლშევიკმა ქრისტიანული წესით დაკრძალული საკუთარი მამა ამოასვენა და წითელი დროშებითა და სასულე ორკესტრის თანხლებით, კომუნისტურად დამარხა. ქრისტიანული ნათლობის ნაცვლად, ბოლშევიკებმა კომუნისტური ნათლობა შემოიღეს: "კვირას 25 მაისს კარლ-მარქსის სახელობის კლუბში შესდგა ნათლობა მუშკოპის პურის საცხობის მუშების შვილების. მოინათლა შვიდი ბავშვი ქალ-ვაჟები, რომლებსაც ხმის გადაწყვეტილებით შემდეგი სახელები დაარქვეს: როზა ლუქსემბურგი, ლენინგრადი, კამო. ერთმა ბავშვმა დიდი შთაბეჭდილება დასტოვა იქ დამსწრეებზე. მან თავის სახელად თვითონ ამოირჩია "ლენინი". ნათლიებად ამხანაგი მუშები იყვნენ. მონათლულები დაასაჩუქრეს ფართლეულობით." გაზეთი "კომუნისტი" 1924 წელი 28 მაისი
შობის ბრწყინვალე დღეებს კომუნისტები "კომკავშირულ შობას" უპირისპირებდნენ. თბილისში პირველი ასეთი "კომკავშირული შობა" 1923 წლის იანვარში გაიმართა. იმავე წლის გაზაფხულზე, მსგავსი ღონისძიება აღდგომის დღეებშიც ჩატარდა.
შობის და აღდგომის დღეებში, სამოქმედო გეგმა დღეების მიხედვით იყო გაწერილი. ანტირელიგიური პროგრამა დიდ ხუთშაბათს იწყებოდა. იმართებოდა, მიტინგები, სხდომები, თეატრალიზებული წარმოდგენები. აღდგომის დღეს კი კომკავშირული და პარტიული აქტივი ქუჩაში ანტირელიგიურ მსვლელობა-კარნავალებს აწყობდა.
როგორც რელიგიური მავნე ჩვევების გადმონაშთი აიკრძალა საშობაო ნაძვის ხე. ხალხის მტრად გამოცხადდა თოვლის ბაბუა. დღესასწაულის დღეებში, რადიო და გაზეთები, რელიგიური ბაცილისგან მოსახლეობის ტვინის აქტიურ რეცხვას აწარმოებდნენ. შობა და აღდგომა სამუშაო დღეებად გამოცხადდა. შემოიღეს განუწყვეტელი საწარმოო კვირა, რომლის დროსაც სამსახურის გაცდენა მკაცრად ისჯებოდა. ამ დღეებში გამომუშავებული ხელფასი ინდუსტრიალიზაციის ფონდში ირიცხებოდა. "სახარების ცრუ ზღაპრებს არარსებული ისეო ქრისტეს დაბადების შესახებ ფართოდ იყენებენ კლასობრივი მშვიდობიანობის ქადაგებისათვის. ეს ზღაპარი ხელს უწყობს კაპიტალისტებს მოატყუონ და დასჩაგრონ მუშები. წინააღმდეგ შობისა, წინააღმდეგ რელიგიისა და ხუცების ბოდვისა, გავშალოთ სოციალისტური მშენებლობა... ლითონზე დარტყმულ ჩაქუჩებისა და დაზგების ხმაურმა უნდა ჩაახშოს ხუცების ზარების გუგუნი და რელიგიური გალობანი. ამით ჩვენ გამანადგურებელ ლახვარს ვცემთ რელიგიურ ჩვეულებებს, ძველ ყოფა-ცხოვრებას. ეკლესიის მსახურების იერიშს, ერთსულოვანი პასუხი უნდა გასცენ უღმერთოებმა, თითოეულმა შეგნებულმა მუშამ." გაზეთი "კომუნისტი": 1929 წელი 23 დეკემბერი
ასეთმა აქტიურმა პროპაგანდამ თავისი შედეგები გამოიღო. 1931 წელს საქართველოს მასშტაბით უღმერთოების რიცხვმა 75 ათასს გადააჭარბა.
1937 წელს საბჭოთა კავშირში ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები ბოლშევიკებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. გამოკითხვის ანკეტაში სტალინის უშუალო მითითებით ჩასვეს გრაფა, სადაც რესპოდენტს უნდა ეპასუხა სწამს თუ არა მას ღმერთის. წერა-კითხვის უცოდინართა შორის გამოკითხული 30 მილიონი მოქალაქიდან 84 პროცენტი მორწმუნე აღმოჩნდა, ხოლო 68,5 მილიონ განათლებულ მოქალაქეში ღმერთის არსებობის 45 პროცენტს სჯეროდა.
ამის შემდეგ, რელიგიის წინააღმდეგ კამპანია კიდევ უფრო გაძლიერდა. სწორედ 1937 წლის შემდეგ დაიწყო მებრძოლ უღმერთოთა კავშირის ზრდა. ტოტალური რეპრესიების პერიოდში, მორწმუნეთა და სასულიერო პირთა დაპატიმრებებმა საყოველთაო ხასიათი მიიღო. ხალხი ისე იყო დაშინებული, რომ 1938 წლის აღდგომის ღამეს სიონის ტაძარში მლოცველთა რაოდენობა 100 კაცს არ აღემატებოდა.
ასეთ დროს მებრძოლ უღმერთოთა კავშირის მანდატი მოსახლეობის ნაწილისთვის თავის გადარჩენის საშუალებათ იქცა. 1938 წელს საქართველოში უღმერთოთა რიცხვი 150 ათასამდე გაიზარდა. ყველაზე დიდი რაოდენობა კი 1940 წელს დაფიქსირდა. ამ წელს საქართველოში თითქმის ყოველი მე-20 ადამიანი უღმერთო იყო. უღმერთოების მანდატს 202 ათას 011 ადამიანი ატარებდა.
ხელისუფლების ძალდატანებას მოსახლეობა პროტესტით ხვდებოდა. საჩხერის რაიონში დააპატიმრეს 15-16 წლის 6 ქალიშვილი იმის გამო, რომ მათ ეკლესიაზე გამოკიდებული წითელი ალამი ჩამოგლიჯეს. სოფელ აღაიანში კომკავშირელმა გიორგი თინიკაშვილმა სკოლის შენობას ჩამოხსნა ზარი და ეკლესიის სამრეკლოზე დაჰკიდა. ონის რაიონში ეკლესიის დაკეტვამ მოსახლეობის ისეთი აღშფოთება გამოიწვია, რომ ხელისუფლებას მათი წყლის ჭავლით დაშლა მოუხდა. აკრძალვის მიუხედავად მღვდლები ბავშვების მონათვლას ჩუმად მაინც ახერხებდნენ. 1936 წელს კომუნისტებმა დახვრიტეს მღვდელი პავლე დაშნიანი, რომელმაც ლეჩხუმში ერთი თვის განმავლობაში 112 ბავშვი მონათლა.
ბოლშევიკებმა რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლაში მარცხი განიცადეს. სახელმწიფოს უდიდესი მხარდაჭერის მიუხედავად, უღმერთოთა კავშირი მაინც ხელოვნურად შექმნილ ორგანიზაცია იყო. ფართო მასებში კომუნისტების ათეისტურმა იდეებმა ფეხი ვერ მოიკიდა. უღმერთოთა კავშირში გაწევრიანებული მოქალაქეებიდან ნახევარზე მეტი მხოლოდ ქაღალდზე ირიცხებოდა. უღმერთოთა საქმიანობას საბოლოო წერტილი მეორე მსოფლიო ომმა დაუსვა. როდესაც საბჭოთა კავშირი ომში ჩაერთო ანტირელიგიური კამპანია შეჩერდა. მებრძოლ უღმერთოთა კავშირი ოფიციალურად არ გაუქმებულა, მაგრამ მისი არსებობა უკვე ფორმალურ ხასიათს ატარებდა. შეწყდა უღმერთოების ბეჭვდითი ორგანოების გამოცემა, დაიშალა რაიონული ორგანიზაციების ფუნქციონირება.
ომის დროს, ბოლშევიკებს ღმერთი დასჭირდათ. კომუნისტები მიხვდნენ, რომ მოსახლეობის დასარაზმად რელიგია ყველა კომუნისტურ ლოზუნგებზე ქმედითი იქნებოდა. სტალინის ბრძანებით, რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა საერთოდ შეწყდა. უფრო მეტიც, მებრძოლ უღმერთოთა კავშირის ხელმძღვანელმა გუბელმანმა, ბელადის მითითებით ომის პირველ თვეებში სტატიების ციკლიც კი დაწერა სათაურით: "რატომ არიან რელიგიური ადამიანები ჰიტლერის წინააღმდეგ".
1943 წლის 5 სექტემბერს გაზეთ "პრავდაში" პირველად მრავალი წლის განმავლობაში გამოქვეყნდა მოკლე ცნობა იმის თაობაზე, რომ სტალინთან რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის არჩევისათვის ეპისკოპოსთა საბჭოს სხდომის მოწვევაზე იმსჯელეს და ამ იდეას მხარი ბელადმა დაუჭირა. ამ ცნობის შემდეგ ნათელი გახდა, რომ მებრძოლ უღმერთოთა ორგანიზაცია აღარ იარსებებდა.
1943 წელს მოკვდა უღმერთოთა ლიდერი გუბელმანი. გაზეთში გამოქვეყნებულ ნეკროლოგში გუბელმანის ყველა თანამდებობა და საქმიანობა იყო ჩამოთვლილი ანტირელიგიურის გარდა. გუბელმანი მოსკოვის კრემლის კედელთან დამარხეს. რაც შეეხება საქართველოს უღმერთოთა იდეურ წინამძღოლს სილიბისტრო თოდრიას, იგი გაცილებით ადრე - 1936 წელს მოკვდა. ადამიანი რომელიც რელიგიის თემაზე პასკვილებს წერდა და ეკლესიების დანგრევას ამართლებდა, კომუნისტებმა მთაწმინდის პანთეონში, მამა-დავითის ეკლესიის ეზოში დაასაფლავეს.
თავად მებრძოლ უღმერთოთა კავშირმა კი არსებობა ოფიციალურად 1947 წელს შეწყვიტა. ლიკვიდაციის დროს ქართველ უღმერთოებში 75 ათას 401 წევრი ირიცხებოდა. ორგანიზაციის გაუქმება საკავშირო მინისტრთა საბჭოს 1947 წლის 29 აპრილის დადგენილების საფუძველზე მოხდა, მას შემდეგ რაც დაარსდა პოლიტიკური და მეცნიერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელსაც გადაეცა მუკის ფუნქცია მატერიალური და მეცნიერული პროპაგანდის საქმეში.
მიხეილ ბასილაძე

1923 წლის 23 იანვარს ქუთაისში რელიგიის მორიგი გასამართლება შედგა, სადაც დაადგინეს, რომ გაეხსნათ მოწამეთას მონასტერში დაცული წმინდანების: კონსტანტინესა და დავითის წმინდა ნაწილები. ეს გადაწყვეტილება ბოლშევიკებმა 18 თებერვალს აასრულეს. წმინდა კონსტანტინესა და დავითის ნეშტები კომკავშირლებმა მონასტრიდან გამოიტანეს და ეზოში შეკრებილი ხალხის თვალწინ მათ დემონსტრირებას შეუდგნენ. ამ მოვლენას გაზეთმა "კომუნისტმა" 1923 წლის 23 და 27 თებერვალს ორი წერილი მიუძღვნა, სადაც დეტალურად გააცნო მკითხველს მოწამეთას საძვალეს გახსნა: "...ყველას შეუძლია დაინახოს ის "უხრწნელი" გვამები, რომლითაც გარყვნილი სამღვდელოება საუკუნოების განმავლობაში ჩვენს მამა-პაპათ შეუბრალებლად ატყუებდა და სცარცვავდა ხალხს. რას ვხედავთ "უხრწნელი" ნეშთის მაგივრად. ცარიელი ძვლები, რომელსაც ხორცის ნატამალიც არა აქვს."
წმინდანთა ნეშთი კომუნისტებმა მოწამეთას მონასტრიდან ქუთაისში ჩამოიტანეს და ქალაქის ქუჩებში ორი კვირის განმავლობაში ურმით დაატარებდნენ. იგივე მოხდა ნიკორწმინდაში, სადაც ნიკორწმინდის თემის კრებაზე ტაძრიდან წმინდა ნიკოლოზის მკლავი გამოიტანეს და საჯაროდ დაწვეს.
ამონაწერი ნიკორწმინდას თემის საერთო კრების რეზოლუციიდან: "ნიკორწმინდაში შედგა ნიკორწმინდის თემის მცხოვრებთა კრება. კრებამ აირჩია თავმჯდომარედ გაბო კაციტაძე, მდივნად შალიკო გურგენიძე. დღიურ წესრიგში იყო საკითხად ანტირელიგიური მოხსენება. მოხსენება წაიკითხა ამხ. ალექსანდრე ჭელიძემ. მან თქვა, რომ ქრისტიანულ სარწმუნოებას არავითარი კეთილი არ შეუძლია რომ მოუტანოს ხალხს, დაასურათა მღვდლებისა და ბერების სპეკულაცია ხალხის წინაშე. ამავე დროს გამოიტანა ნიკორწმინდის ეკლესიიდან წმინდა ნიკოლოზის მკლავი და ექიმების შემოწმებით ნათლად დაანახა ხალხს, რომ ის იყო არამცთუ წმინდა ნიკოლოზის მკლავი, ჩასვენებული, არამედ უბრალო ძვალი გარშემო სანთლით შემოზღუდული ღრუბლით და ბინძური ბაწრით და მეტი არაფერი. ამის შემდეგ კრებამ დაადგინა: ძირს ქრისტეს სახელით მოვაჭრენი მცარცველ-მგლეჯელი მუქთახორა მღვდლები და მათი მოგონილი აბდა-უბდა ნაშთები. გაუმარჯოს კულტურულ და შემეცნებით კაცობრიობას."
წმინდა ნაწილები გაიხსნა სიღნაღის მაზრის სოფელ ბოდბისხევში, ხარაგაულის მაზრის სოფელ მელისკარში და კახორაში, ზუგდიდის მაზრის სოფელ ყულისკარში.
1923 წელს საქართველოს სახალხო კომისართა საბჭომ დაკეტილი ეკლესიების საყოფაცხოვებო ობიექტებად გადაკეთებისათვის 5 მილიარდი მანეთი გამოყო. ყველაზე ხშირად ტაძარს კლუბად, საწყობად და თეატრად იყენებდნენ. თბილისში ნაძალადევის რაიონის ეკლესია აბანოდ მოაწყეს, დაბა წყნეთში პურის საცხობი გახსნეს. აფხაზეთში ახალი ათონის მონასტერი არასრულწლოვანთა კოლონიად გადააკეთეს. დიღმის ეკლესიაში კი სასაკლაო გახსნეს, სადაც პირუტყვს პირდაპირ საკურთხეველთან ატყავებდნენ.
20-იანი წლების დასაწყისში რელიგიას და კერძოდ კი მართლმადიდებლობას, როგორც ქვეყნის ძირითად რელიგიურ კონფესიას, ბოლშევიკები ქაოსურად ებრძოდნენ. თუმცა ლენინის პარტია მალე მიხვდა, რომ თუ საზოგადოების ცნობიერებიდან რელიგიის ამოძირკვა სურდათ, მის წინააღმდეგ მიზანმიმართული პოლიტიკა უნდა განეხორციელებინა, რომელიც ქვეყნის ყველა ფენას მოიცავდა. კომუნისტებისთვის ნათელი გახდა, რომ მხოლოდ უხეში ძალის გამოყენებით ეკლესიასთან ბრძოლა შედეგს არ გამოიღებდა. საბჭოთა კავშირში მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი მორწმუნე იყო და ხელისუფლების ანტირელიგიურ პოლიტიკას მხარს არ უჭერდა. საჭირო იყო ახალი ტაქტიკის შემუშავება, რომელიც ძალისმიერ მეთოდებთან ერთად, პროპაგანდის გააქტიურებას გულისხმობდა. აგიტაციის მეშვეობით, კომუნისტები ხალხის ცნობიერებაში ეკლესიური ფასეულობების სრულ ლიკვიდაციას და ქვეყანაში ათეისტური აზროვნების დანერგვას ცდილობდნენ. ამ მიზნის მისაღწევად, 1925 წელს მოსკოვში მებრძოლ უღმერთოთა კავშირი შეიქმნა, რომელსაც ძველი ბოლშევიკი მინეი ისრაელის-ძე გუბელმანი (იაროსლავსკი) ხელმძღვანელობდა.
უღმერთოების წესდებაში ორგანიზაციის მიზნები ნათლად და გასაგებად იყო ჩამოყალიბებული: უღმერთოები თავის მიზნად ისახავენ რელიგიის სრულ მოსპობას, მშრომელების განთავისუფლებას რელიგიური ბორკილებისაგან. იბრძვიან რა რელიგიური ცრუმორწმუნეობის მოსპობისათვის, სოფლისა და ქალაქის სოციალისტური გარდაქმნისათვის, უღმერთოები გზას კაფავენ ახალი უღმერთო საზოგადოების აშენებისათვის."
საქართველო რუსეთს სულ ორი წლით ჩამორჩა. 1927 წლის 5 იანვარს საქართველოს კომპარტიის ცეკას სპეციალური დადგენილებით, თბილისში მებრძოლი უღმერთოების ორგანიზაცია დაარსდა. 1929 წლისთვის ქვეყანაში უკვე 19 ათასი უღმერთო იყო. მარტო თბილისში უღმერთოთა 106 ჯგუფი მოქმედებდა. 1929 წლის 1 ივნისს საქართველოში უღმერთოთა I ყრილობა გაიხსნა, სადაც ქართველი უღმერთოები ოფიციალურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდნენ.
მებრძოლ უღმერთოთა კავშირის წევრობა 15 წლის ასაკიდან ნებისმიერ მოქალაქეს შეძლო. უღმერთოთა წევრობა სპეციალური მოწმობით დასტურდებოდა, რომლის მფლობელიც, საწევროს სახით, ყოველკვარტალურად 15 კაპიკს იხდიდა. 1930 წელს მუკმა საქართველოში თავისი პერიოდული ორგანოს გამოცემა დაიწყო. ჟურნალს "მებრძოლი უღმერთო" ერქვა და იგი ყოველ კვირას გამოდიოდა. ჟურნალის რედაქცია ჯერ პეროვსკაიას ქუჩაზე მდებარეობდა, შემდეგ კი იგი განათლების სახალხო კომისარიატის შენობაში რუსთაველის გამზირის N 31 გადავიდა. ჟურნალის პასუხისმგებელი რედაქტორი სილიბისტრო თოდრია იყო.

მართლაც რა საშინელება ჩაიდინეს.
ОтветитьУдалить