ღმერთი

ღმერთი

понедельник, 1 января 2018 г.

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ლოცვა.

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ლოცვა, რომელიც მან ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში დაწერა:

,,ღმერთო, ყოველი დღის ძალას გთხოვ და არა სასწაულებსა და მირაჟებს. პატარა ნაბიჯების ხელოვნება მასწავლე.

გამხადე დაკვირვებული და საზრიანი, რათა ყოველდღიურობის პალიტრაში, იმ აღმოჩენებზე გავამახვილო ყურადღება, რომლებმაც ჩემი აღფრთოვანება შეძლეს.

მასწავლე, ჩემი ცხოვრებისეული დროის სწორად გადანაწილება. მომანიჭე უნარი, რათა მნიშვნელოვანის მეორეხარისხოვანისგან გარჩევა შევძლო.

თავშეკავებასა და ზომიერების შეგრძნებას გთხოვ, რათა ცხოვრების გზაზე კი არ დავფრინავდე და დავფარფატებდე, არამედ გონივრულად გავთვალო ყოველი დღე, ვხედავდე მწვერვალებსა და ჰორიზონტებს და ზოგჯერ მაინც გამოვნახო დრო ხელოვნებით ტკბობისთვის.

დამეხმარე, გავიგო, რომ არც წარსულზე, არც მომავალზე ოცნება არ შეიძლება იყოს სასიკეთო. დამეხმარე, ვიყო აქ და ახლა და აღვიქვა ეს წუთი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი.

დამიფარე იმ გულუბრყვილო რწმენისგან, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მარტივად უნდა იყოს. მაჩუქე ნათელი გონება, რათა შევიგნო, რომ სირთულეები, დაცემები და წარუმატებლობები მხოლოდ ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ ვიზრდებით და ვყალიბდებით.

შემახსენე ხოლმე, რომ გული და გონება ხშირად ებრძვიან ერთმანეთს.

საჭირო დროს ისეთი ადამიანი გამომიგზავნე ხოლმე, რომელსაც სიმამაცე ეყოფა, სიმართლე მითხრას, მაგრამ ეს სიყვარულით გააკეთოს!

ვიცი, რომ ბევრი პრობლემები თავისით გვარდება, ამიტომ, მოთმინების უნარი მომეცი.

შენ იცი რამდენად გვჭირდება ჩვენ მეგობრობა. მომეცი საშუალება,  ვიყო ღირსი ბედის ამ ყველაზე მშვენიერი და კეთილი საჩუქრის.

მომეცი მდიდარი ფანტაზია, რათა საჭირო დროს, ადამიანებს საჭირო სითბო მივცე.
ისეთი ადამიანი გამხადე, რომელიც შეძლებს იმათ გულამდე ჩააღწიოს, რომლებიც ყველაზე “ქვემოთ” იმყოფებიან.
დამიფარე შიშისგან, რომ ცხოვრებაში რაღაცას ვტოვებ.

მომეცი ის კი არა, რაც მე მსურს, არამედ რაც ნამდვილად მესაჭიროება.

პატარა ნაბიჯების ხელოვნება მასწავლე.”

jesus.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий