ვინ არის ბაბილონი?
დაბადება
თავი მეთერთმეტე
1. ერთპირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი.
2. როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, ჰპოვეს ველი შინყარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრდნენ.
3. უთხრეს ერთმანეთს: მოდი, მოვზილოთ თიხა და გამოვწვათ. ქვის მაგივრად აგური ჰქონდათ, კირის მაგივრად ფისი.
4. თქვეს: აბა, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. აღვმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე.
5. ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ადამიანები აშენებდნენ.
6. თქვა უფალმა: აჰა, ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას; რაკი ეს საქმე წამოუწყიათ, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ.
7. აბა, ჩავალ და ენას ავურევ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს.
8. გაფანტა ისინი უფალმა იქიდან მთელს დედამიწის ზურგზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქისა და გოდლის შენება.
9. ამიტომაც ეწოდა სახელად ბაბილონი, რადგან სწორედ აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე.
http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/dabadeba/dabadeba-11.htm
ბაბილონი — ანტიკური იმპერიის, მესოპოტამიის დედაქალაქი, რომლის ნანგრევები დღესაც არის შემორჩენილი ერაყში, ქალაქ ჰილის მახლობლად, ბაღდადიდან სამხრეთით, 85 კილომეტრში. ერთადერთი, რაც დღეს ამ ქალაქს გვახსენებს, ეს არის ტიგრსა და ევფრატს შორის მესოპოტამიის ნოყიერ მიწაზე მდგარი ტალახის აგურებით ნაშენი შენობების ნანგრევები. ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ ბაბილონი, დაარსებული ძვ. წ-ით მე-3 ათასწლეულის დასაწყისში, თავიდან პატარა ქალაქი იყო, რომელიც აყვავდა პირველი დინასტიის აღზევების დროს. ძვ. წ-ით 2300 წელს ის ხდება წმინდა ქალაქი, ძვ. წ-ით 612 წელს კი სატახტო ქალაქი. ბაბილონის კიდული ბაღები შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთია. ქალაქის სახელი ბაბილონი არის ბერძნული ვარიანტი აქადური ბაბილუსი, რაც ნიშნავს „ღმერთების კარიბჭეს“.
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98
ბაბილონის გოდოლი, ძველი ებრაული მითის თანახმად, მსოფლიო წარღვნის შემდეგ ადამიანებმა განიზრახეს სენაარის მიწაზე (მესოპოტამია) ქალაქისა და ისეთი კოშკის აშენება, რომელიც ცას მისწვდებოდა. ადამიანის თავხედობით განრისხებულმა ღმერთმა აურია მათ ენა და გაფანტა მთელ დედამიწაზე. დაუმთავრებელ ქალაქს ეწოდა ბაბილონი (სახელწოდებას ლეგენდა უკავშირებს ძველ ებრაულ სიტყვას ბალალ — არევას). მითში თავისებურად აისახა ბაბილონის ზიქურათების (სატაძრო-რელიგიური დანიშნულების გიგანტური შენობები) მშენებლობა და მასში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის მონაწილეობა. გადატანით — უწესრიგოდ მოფუსფუსე ბრბო, აურზაური, არეულობა.
***
თავი მეჩვიდმეტე
7. მაშინ ანგელოზმა მითხრა: რად გიკვირს? მე გეტყვი საიდუმლოს ქალისას და მისი მტვირთველი მხეცისას, რომელსაც აქვს შვიდი თავი და ათი რქა.
8. მხეცი, რომელიც იხილე, იყო და აღარ არის, მაგრამ ამოვა უფსკრულიდან და წარსაწყმედლად წავა, და დედამიწის მკვიდრნი, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან, განცვიფრდებიან, როდესაც იხილავენ მხეცს, რომელიც იყო და აღარ არის, მაგრამ კვლავ მოვა.
9. აქ საჭიროა გონება, რომელსაც აქვს სიბრძნე: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომლებზედაც ზის ქალი, - და შვიდი მეფე,
10. რომელთაგანაც ხუთი დაემხო, ერთი არის, სხვა კი ჯერაც არ მოსულა, მაგრამ როდესაც მოვა, დიდხანს ვერ გაძლებს.
11. ხოლო მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა შვიდთაგან, და წარსაწყმედლად მიდის.
12. ათი რქა, შენ რომ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ, როგროც მეფენი, მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, ერთი საათით.
13. ერთი აზრი აქვთ და თავიანთ ძალას და ხელმწიფებას მისცემენ მხეცს.
14. ერთადვე შეებრძოლებიან კრავს, მაგრამ კრავი იმძლავრებს მათზე, რადგანაც ის არის უფლებათა უფალი და მეუფეთა მეუფე, ხოლო მასთან მყოფნი ხმობილნი, რჩეულნი და სარწმუნონი არიან.
15. კვლავ მითხრა მე: წყალნი, რომელნიც იხილე, სადაც ზის დიდი მეძავი, ხალხები არიან და ბრბონი, ერები და ენანი.
16. ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი მოიძულებენ, გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს, შეჭამენ მის ხორცს და ცეცხლს მისცემენ მას.
17. რადგანაც ღმერთმა ჩაუდო გულში, აღასრულონ მისი ნება, ყონ ერთი ნება და მისცენ თავიანთი მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვა.
18. ხოლო ქალი, შენ რომ იხილე, დიდი ქალაქია, რომლის მეუფებასაც ჰმორჩილებს ქვეყნის ყოველი მეფე.
1. მოვიდა ერთი ანგელოზი იმ შვიდთაგან, რომელთაც ჰქონდათ შვიდი თასი, და მითხრა: მოდი და გიჩვენებ სამსჯავროს დიდი მეძავისას, რომელიც ზედ აზის მრავალ წყალს;
2. რომელთანაც ისიძვეს ქვეყნიერების მეფეებმა და ქვეყნის ყოველი მკვიდრი დაითრო ღვინით მისი სიძვისა.
3. და წამიყვანა უდაბნოში სულით, და ვიხილე ქალი, ზურგზე რომ აჯდა წითელ მხეცს, რომელსაც, გმობის სახელებით სავსეს, შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა.
4. ხოლო ქალს ემოსა პორფირი და ძოწეული, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკული, და ხელთ ეპყრა სიბილწითა და მისი სიძვის უწმინდურებით სავსე ოქროს ბარძიმი.
5. და ეწერა შუბლზე საიდუმლო სახელი: დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა.
6. და ვიხილე, რომ მთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწამეთა სისხლით, და მიკვირდა, მის მხილველს, ესოდენ დიდი საკვირველება.
იოანეს გამოცხადება
თავი მეთვრამეტე
4. და მომესმა მეორე ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: გამოდი, მაგისგან, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიაროთ მის ცოდვებს და არ მოიწყლათ მისი წყლულებით.
5. რადგანაც უწიეს მისმა ცოდვებმა ზეცას, და გაიხსენა ღმერთმა უსამართლობა მისი.
20. ხარობდეთ მასზე, ცაო, წმიდაო მოციქულნო და წინასწარმეტყველნო, რადგანაც ღმერთმა თქვენი სამართალი მოჰკითხა მას.
24. და პოვნილ იქნა შენში წინასწარმეტყველთა, წმიდათა და ამ ქვეყნად ყველა მოკლულის სისხლი.
6. მიაგეთ მას, როგორც მან მოგაგოთ და, მისი საქმისამებრ, ორმაგადაც მიაგეთ; სასმისით, რომლითაც გასმევდათ, ორმაგად ასვით მას.
7. რამდენადაც მოჰქონდა თავი დიდებით და ფუფუნებით, იმდენადვე მიაგეთ ტანჯვა-ვაება; რადგანაც გულში ამბობს: დედოფლად ვზივარ, ქვრივი როდი ვარ, და არ ვიხილავ გლოვას.
8. ამიტომაც მოვლენ ერთ დღეს მისი წყლულებანი, სიკვდილი, გლოვა და შიმშილი, და დაიწვის ცეცხლით, რადგანაც ძლიერია უფალი ღმერთი, რომელიც განიკითხავს მას.
9. იტირებენ და ივაგლახებენ მის გამო ქვეყნის მეფენი, რომელნიც სიძვით და ფუფუნებით ცხოვრობდნენ მასთან, როდესაც იხილავენ მისი ხანძრის კვამლს.
რადგან ძველი ბაბილონი დიდიხანია დანგრეულია, ახალი ბაბილონი სხვაგან უნდა იყოს. მაგრამ, ისმის კითხვა, ახალ ბაბილონში როგორ იქნება პოვნილი დედამიწაზე ყველა მოკლულთა სისხლი?
ბაბილონი შეიძლება არ არის ერთი კონკრეტული ადგილი , მაგ; როგორც მას ადარებენ _ ვატიკანი, ან მოსკოვი მისი მავზოლეუმით, ან ამერიკის რომელიმე ქალაქი,ან ევროპაში მდგარი ევროკავშირის შენობა და სხვა , არამედ ის არის ცხოვრების ისეთი წესი როგორიც უძველესი ბაბილონის დროს იყო: საკუთარი თავის გაღმერთება-გაკერპება, მსხვერპლთშეწირვა, მკითხაობა, მაგია, ბნელ ძალებთან კავშირი, გარყვნილება და სხვა. ?
პირველი მოკლული დედამიწაზე აბელი იყო, რომლის სისხლი არც რუსეთში იქნება და არც ევროპაში, არც ამერიკაში...
ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა მოკვლა-ჩაქოლვა ცნობილია.
იესო მიმართავს იერუსალიმს_იერუსალმო,იერუსალიმო, დამხოცავო წინსაწარმეტყველთა და ჩამქოლავო შენთან წარმოგზავნილთა!
ქრისტემდე ქვეყნების წარმართული ცხოვრების წესიც ცნობილია. ისინი თითქმის ყველა კუთხეში იყვნენ.
ქრისტეს შემდგომ ქრისტიანობა გავრცელდა , მაგრამ ქრისტიანთა პირველი მკვლელი რომის იმპერიის შემდგომ ქრისტიანთა მკვლელები იყვნენ: მუსულმანური სახელმწიფოები, ათეისტური სსრკ და ცნობილია, რომ ქრისტიანთა მოკვლა ხდებოდა -ხდება ინდოეთში,ჩინეთში, აფრიკაში.ეს ნიშნავს რომ ბაბილონი თითქმის ყველგან არის.
რატომ უნდა მოკლას-დაანგრიოს მეძავი-ქალაქი , ქრისტიანთა მკვლელი ბაბილონი მერვე მხეცმა.? მერვე მხეციც ხომ ღვთისმგმობელი სახელმწიფოა, ბაბილონიც ღვთისმგმობელია. მისი დანგრევა რათქმა უნდა უფლის ნებით მოხდება , მაგრამ მხეცი რა მოტივით დაანგრევს მას?
ქრისტეს მოსვლამდე ანტიქრისტე (ანტი ნიშნავს როგორც მოწინააღმდეგეს ასევე მაგიერს_ ესეიგი ქრისტეს მოწინააღმდეგე , ქრისტეს მაგიერი) უნდა მოვიდეს. ის არ იქნება არცერთი სარწმუნოების მიმდევარი.მაგრამ ის მართლმადიდებელი ქვეყნის(ტერიტორიის) წარმომადგენელი იქნება. სწორედ ქრისტიანულ ქვეყანაში მოვა ანტიქრისტე ესეიგი _მართლმადიდებელ ქვეყანაში.ან საბერძნეთიდან იქნება ან განმეორებული ავაზის- რუსეთის ტერიტორიიდან. ბევრი ამბობს, რომ ანტიქრისტე უკვე იყო ლენინის სახით. მაგრამ რუსეთი არ იყო მსოფლიო მმართველი. დღესდღეობით მსოფლიოში სხვადასხვა რელიგია არსებობს, ხდება ქრისტიანთა დევნა, ხდება ომები, ეკლესიების გარყვნა, გარყვნილების დაკანონება , რაც უფლის 1000 წლოვან გამეფების პერიოდს არაფრით ჰგავს. პირიქით , ეს ჰგავს ანტიქრისტეს ტახტისთვის მსოფლიოს მომზადებას..
გაქრისტიანებული რომის იმპერიის მემკვიდრეები
კათოლიკური(უპირატესად) პროტესტანტული და მართლმადიდებელი სამყაროს ქვეყნები. ამ ქვეყნებში ვხედავთ ურწმუნოების(ათეიზმი) , ფარისეველი, ვითომმორწმუნეობის, მცირედ მორწმუნეობის გაძლიერებას.(და ალბათ დამკვიდრებასაც) .
ბოლჟამისთვის ჭეშმარიტად მორწმუნეების რიცხვი იქნება ძალიან მცირე.
ლუკას სახარება
თავი მეთვრამეტე
6. თქვა უფალმა: გესმით, რას ამბობს უსამართლო მსაჯული?
7. განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, დღედაღამ რომ შეჰღაღადებენ, და დიდსულოვანი არ იქნება მათ მიმართ?
8. გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად?
რატომ ვაქცევ მე ყურადღებას ........
რატომ ვაქცევ მე ყურადღებას ევრაზიის კავშირისა და ოსმალეთის იმპერიის მოსალოდნელ შექმნას , (რაზეც ბევრს საუბრობენ რუსულ საიტებზე.) იმიტომ, რომ ორივე კავშირი ჰგავს აპოკალიფსის მერვე მხეცს.
მაგრამ თუ ეს ორივე გაერთიანდება მაშინ ზუსტად მერვე მხეცს მივიღებთ.
რადგან, არა მგონია ევრაზიის კავშირმა პირველობა დაუთმოს ცალკე ოსმალეთის იმპერიას, ან ოსმალეთის იმპერიამ მის გარეშე პირველობა დაუთმოს ევრაზიის კავშირს.
ბოლო იმპერია იოანეს რომ ეხილა ასე; სამი მხეცი ერთად დგას და ისე განაგებს მსოფლიოს , მაშინ ვიფიქრებდი, რომ სამი დამოუკიდებელი იმპერიის კავშირი მართავს მსოფლიოს, მაგრამ იოანეს ხილული მხეცს აქვს ერთი სხეული სამი მხეცის ნიშნით.
?
როგორ უნდა მოხდეს ასეთი განსხვავებული მხარეების შესისხორცებული, ერთ სხეულად გაერთიანება?
ცალკე ოსმალეთის იმპერია რომ შეიქმნას მასში(საბერძნეთი რომც მოექცეს) ავაზას არ ექნება გავლენიანი პოზიცია. თუ, მაგ. რუსეთის სახელმწიფო სანახევროდ გამუსულმანდება და თავად კი ათეიზმს გამოაცხადებს(ათეიზმის გამოცხადება იქნება ნიშნის მიღება, ხოლო მუსულმანური მხარისთვის ნიშნის მიღებას ალბათ ისეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება)მას პირველობას(მსოფლიო პირველობას ვამბობ) მუსულმანური(აზიური ქვეყნები) მხარე არ დაუთმობს.
ბოლო იმპერიაში ავაზა ძალიან გავლენიანი მხარე იქნება (ჩემი აზრით) რადგან სწორედ ის იქნება მხარე ამ კავშირში რომელიც ისევე გასწირავს ქრისტიანებს როგორც სსრკმ ანუ ისევ ქრისტიანული ქვეყანა გადაიქცა ქრისტიანებისთვის მუსულმანებზე უარეს მტრად.
მაგრამ ვთქვათ ისიც, მე მომავალში ათეისტური სსრკს მსგავსი იმპერიის შექმნის უფრო მჯერა, ვიდრე როდესმე ისლამური სამყარო ღვთისმგომელ იმპერიას შექმნის.
ისლამური ქვეყნები როგორ გახდებიან ღვთისმგმობელები.
ანუ, მოსალოდნელია თუ არა რომ ტერიტორიული მდებარეობა ბოლო იმპერიას აბსოლუტურად სხვაგან ჰქონდეს? რადგან პირველმა ლომმა და დათვმა ტერიტორიები გაიფართოვეს( ყოფილი მუსულმანური იმპერიების ტერიტორიებს ვგულისხმობ)და ყოფილი ავაზა მოვიდა სსრკს სახით ანუ სულ სხვა ტერიტორიაზე. (მე რათქმაუნდა ჩემეულ მოსაზრებას ვწერ). მერვე მხეცის ტერიტორიული ადგილმდებარეობაც განსხვავებული იქნება?, მაგრამ, მაინც მგონია რომ ის აზიის გარეშე არ იქნება. სადაც ისტორია დაიწყო იქ დასრულდება. სადაც თავია ბოლოც იქ არის. სადაც პირია კუდიც იქ იქნება.
უბრალოდ ვარაუდები......
ჯერ ბაბილონი არ დანგრეულა , ესეიგი ჯერ არც მერვე მხეცი მოსულა.
ბაბილონი რომ დანგრეულად მივიჩნიოთ, მაშინ მსოფლიოში ცალცალკე ძლიერი
სახელმწიფოები,რელიგიები-სხვადასხვა ხატები არ უნდა არსებობდნენ. ანუ, ბევრი ძლიერი არ უნდა არსებობდეს, ბაბილონი ზის სათავეში , ის ბატონობს ყველა ერსა და ენაზე, ხალხსა და ტომზე...ის მეუფებს მსოფლიოს მეფეებს(იმპერიებს- შვიდ მთავარ იმპერიაზეა მითითება).არიან ბევრნი და ბაბილონი მეძაობს ყველასთან,ყველა მასთან...
მასთან ვაჭრობ(და)ს მსოფლიოს ვაჭრები..
რა იყო ბაბილონის ცოდვა ? ცამდე დიდების მსურველები იყვნენ ბაბილონის მშენებლები. მომავალი იმპერიები სწორედ ამ სურვილით შედგნენ,და ამ იმპერიებში მცხოვრები ადამიანები აგურები იყვნენ ამ იმპერიის მშენებლობაში , რაც ნიშნავს რომ არათუ მეფენი და ვაჭარნი, უბრალო ხალხიც ეზიარა ბაბილონის ცოდვებს.
2. რომელთანაც ისიძვეს ქვეყნიერების მეფეებმა და ქვეყნის ყოველი მკვიდრი დაითრო ღვინით მისი სიძვისა.
წერია,რომ ბაბილონი აზის მრავალ წყალს, ანუ მრავალ ერზე , ენაზე, ხალხსა და ტომზე ბატონობს ...
1. მოვიდა ერთი ანგელოზი იმ შვიდთაგან, რომელთაც ჰქონდათ შვიდი თასი, და მითხრა: მოდი და გიჩვენებ სამსჯავროს დიდი მეძავისას, რომელიც ზედ აზის მრავალ წყალს;
15. კვლავ მითხრა მე: წყალნი, რომელნიც იხილე, სადაც ზის დიდი მეძავი, ხალხები არიან და ბრბონი, ერები და ენანი.
მეთვრამეტე თავში წერია რომ მასთან ვაჭრობს ყველა....
ესეიგი , ბაბილონი არის ყველა ერზე მებატონე, მასთან ვაჭრობს მსოფლიო, და რაც მთავარია, არის წმიდათა და იესოს მორწმუნეთა მკვლელი.
ხოლო,
როცა მერვე მხეცი მოდის
7. და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას.
და
17. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი.
16. ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი მოიძულებენ, გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს, შეჭამენ მის ხორცს და ცეცხლს მისცემენ მას.
17. რადგანაც ღმერთმა ჩაუდო გულში, აღასრულონ მისი ნება, ყონ ერთი ნება და მისცენ თავიანთი მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვა.
ესეიგი,
ბაბილონს რომელიც მორწმუნეთა მკვლელია, მსოფლიო ვაჭარია, რომელიც ბატონობს ყველა ერსა და ენაზე, (შესაბამისად ბატონობს იმპერიებზე _შვიდი არის მითითებული), შვიდთაგანი(მერვე) ანადგურებს მას. რადგან ეს მერვე უნდა გახდეს ყველა ერზე მბრძანებელი, ვერავინ იყიდის და გაყიდის,ანუ, ვაჭრობასაც ის მართავს მომავალში.
მსოფლიოში ერთი ხატება უნდა დარჩეს და ეს არის მერვე მხეცის ხატება , ერთადერთი ,,რელიგია’’(?).
არიან ძლიერი სახელმწიფოები, საკუთარი რელიგიით, საკუთარი სავაჭრო სისტემით, უნდა მოვიდეს, ერთადერთი მსოფლიო მებატონე ,ერთადერთი ,,რელიგიით’’(მხეცის ხატება) და ერთადერთი სავაჭრო სისტემით(ერთიანი ნიშანი).
უფალი მეძავს ეძახის მას, ვინც მასთან არ არის, არ აღიარებს-უარყოფს ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს.
ეს მეძავი ხელს უშლის იმასაც, რომ სხვამ იწამოს ერთადერთი ღმერთი, ის აცთუნებს ხალხს.. და ვინც მისი ცთუნება გაიზიარა იმეძავა(მანაც უარყო ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი) მასთან.
მსოფლიო ცთუნებულია ამ მეძავისაგან....
მეძავ ბაბილონს ვერ ვხედავთ როგორც მსოფლიო ვაჭარს, ვერ ვხედავთ როგორც მსოფლიოს ხალხებზე მებატონოს,(თითქოს საიდუმლო მმართველია) მაგრამ რაც აშკარად ხილულია, არის ის, რომ ეს მეძავი სწორედ იმ იმპერიებს აზის მხარზე რომლებიც ერთადერთი ღმერთის და იესოს მცნებათა დამცველების მკვლელები არიან(იყვნენ), ხოლო რომელი იმპერიები იყვნენ ესენი, გამოსაცნობი არ არის.
ბაბილონი გახდა სხვადასხვა (ყველა) ერის და ენის სათავე,რადგან აქ აურია უფალმა ერთადერთი ენა( ანბანი) შედეგად გაჩნდნენ მრავალი ენანი და ერები, ამიტომ ის ზის მრავალ ერსა და ენაზე...ის არის მრავალკერპთა,რელიგიათა,არაჭეშმარიტი სარწმუნოებების დედა. ამიტომ არის ის მკვლელი და მკვლელების დედაც. ჭეშმარიტ მორწმუნეთა მკვლელია.
რატომ არ არის ამერიკა ბაბილონი...
1. მოვიდა ერთი ანგელოზი იმ შვიდთაგან, რომელთაც ჰქონდათ შვიდი თასი, და მითხრა: მოდი და გიჩვენებ სამსჯავროს დიდი მეძავისას, რომელიც ზედ აზის მრავალ წყალს;
2. რომელთანაც ისიძვეს ქვეყნიერების მეფეებმა და ქვეყნის ყოველი მკვიდრი დაითრო ღვინით მისი სიძვისა.
3. და წამიყვანა უდაბნოში სულით, და ვიხილე ქალი, ზურგზე რომ აჯდა წითელ მხეცს, რომელსაც, გმობის სახელებით სავსეს, შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა.
4. ხოლო ქალს ემოსა პორფირი და ძოწეული, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკული, და ხელთ ეპყრა სიბილწითა და მისი სიძვის უწმინდურებით სავსე ოქროს ბარძიმი.
5. და ეწერა შუბლზე საიდუმლო სახელი: დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა.
6. და ვიხილე, რომ მთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწამეთა სისხლით, და მიკვირდა, მის მხილველს, ესოდენ დიდი საკვირველება.
3. რადგანაც მისი სიძვის მძვინვარე ღვინით დაითრო ყველა ხალხი, ქვეყნის მეფეებმა ისიძვეს მასთან და ქვეყნის ვაჭარნი დამდიდრდნენ მისი ფუფუნების სიუხვით.
24. და პოვნილ იქნა შენში წინასწარმეტყველთა, წმიდათა და ამ ქვეყნად ყველა მოკლულის სისხლი.
ბაბილონი, რომელიც მსოფლიოს შვიდ გამორჩეულ იმპერიას (მოცემულს ერთიანობაში )აზის მხარზე, ამერიკა ვერ იქნება.
მხეცი, რომელიც მოცემულია, გვიჩვენებს შვიდ ყოფილ უღვთო იმპერიას და ასევე მერვე ბოლო იმპერიის შემადგენლობას, ერთდროულად წარსული და აწმყო ..
ქალ-ბაბილონი თითოეულ მხეცთან მეძაობდა, ამიტომ ბოლო მერვე ერთად გვიჩვენებს ქალის მეუფებას ყოფილ შვიდზე, მაგრამ , როცა მერვე ძალაში უნდა შევიდეს ის მოიშორებს ბაბილონს.
ბაბილონი რომელიც მთვრალია წმიდათა და იესოს მოწამეთა სისხლით ასევე ვერ იქნება ამერიკა..რადგან იგულისხმება ყველა დროში მოკლული მორწმუნეები..
ამერიკა ვერ იქნება მსოფლიოს სიბილწეთა დედა..არ აქვს ასეთი დიდი ისტორია...
ასე თუ ისე, სათავე ისტორიული ბაბილონია, ხოლო თანამედროვე ბაბილონი ყველგან შეიძლება ვიპოვოთ, ზოგან ნაკლები და ზოგან მეტი დოზით, მაგრამ ეს ქალი -ბაბილონი თითქოს ფარულად მოქმედებს, რადგან ზუსტად არ ვიცით ვინ არის ის და რადგან წერია , პოვნილ იქნა შენში წინასწარმეტყველთა, წმიდათა და ამ ქვეყნად ყველა მოკლულის სისხლი, ესეიგი მივხვდებით, უფლის მოსვლის დრო მიგვახვედრებს ვინ არის ვინ. თუმცა ადამიანებმა იციან ვინ ვინ არის, მაგრამ ეს მსოფლიო დამნაშავე ზუსტად ვინ(რა) არის არ იციან.
ვინც უნდა იყოს ბაბილონი, მერვე მხეცის მოსვლამდე ანუ ბაბილონის დასჯამდე, ადამიანები უფლის ნებით მიხვდებიან ვინ არის ბაბილონი, რადგან უნდა გამოვიდეთ ბაბილონისგან , სანამ გამოვალთ უნდა ვიცოდეთ ვისგან და რატომ გამოვიდეთ მისგან.
გაფრთხილება დასჯამდე.
4. და მომესმა მეორე ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: გამოდი, მაგისგან, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიაროთ მის ცოდვებს და არ მოიწყლათ მისი წყლულებით.
თითქოს ერთიანი ორგანიზმის ნაწილები ვართ , ამიტომ ამ ორგანიზმის დაჭრამდე, მოკვლამდე ჩვენვე არ შეგვეხოს მასზე მოქნეული მახვილი, ჩვენ კავშირში ვართ ბაბილონის ცოდვილ ორგანიზმთან ,მისი ცოდვებში ვდგავართ და სანამ ნამდვილი დამნაშავე დაისჯებოდეს უნებლიე დამნაშავეებმა უნდა დატოვონ ეს გამხრწნელი ადგილი, სხეული (რათა ზიარში არ ვიყოთ მის ცოდვებთან).
ბაბილონის განადგურება თვით ბაბილონისთვის მოულოდნელი იქნება და მცირე დროში მოხდება ,მაგრამ არ იქნება მოულოდნელი მორწმუნეებისათვის.
მხეცი გაძარცვავს, გააშიშვლებს და შეჭამს მას, ეს პროცესი ბაბილონის მსოფლიო ცოდვებს ამხელს. (საოცარი პროცესია, რადგან უღვთოთათვის ანტიპროცესია).
მხეცი მას ანადგურებს იმისთვის, რომ მას უნდა პირველობა მსოფლიოში, ხოლო მორწმუნეები მასზე შურს იძიებენ წარსული ცოდვების გამო. ორივე მხარე უფლის ნებით იმოქმედებს.
ბაბილონი არის ის ვინც ცოდვებს აზიარა ადამიანები...
9. და როცა ახსნა მეხუთე ბეჭედი, საკურთხევლის ქვეშ ვიხილე მათი სულები, ვინც მოკლულ იქნენ ღვთის სიტყვისა და მოწმობისთვის, რომელიც ჰქონდათ.
10. ხმამაღლა შეღაღადეს და თქვეს: როდემდის, მეფეო, წმიდაო და ჭეშმარიტო, არ განსჯი და შურს არ იძიებ ჩვენი სისხლისთვის მიწის მკვიდრთაგან?
11. და მიეცა მათ სპეტაკი სამოსი და ითქვა მათ მიმართ, ცოტა ხანს კიდევ დამცხრალიყვნენ, ვიდრე არ გასრულდებოდა მათ თანა-მონათა და ძმათა რიცხვი, რომელნიც მათსავით მოკლულ უნდა იქმნენ.
ზოგი ფიქრობს ასე.
ყველა გზა ბაბილონში მიდის.
როგორ მოახერხეს ბაბილონელებმა მსოფლიოში ანტიღვთიური სწავლებების გავრცელება. ბაბილონელთა გუნდი მოგზაურობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და გადასცემდნენ მათ სწავლებას? ჰქონდათ მათ გადაადგილების საშუალება -რაიმე ტექნიკა, თუ მოგზაურობდნენ ცხენით , აქლემით, სპილოთი.
როგორ ახერხებდა ბაბილონი რომ მსოფლიოში გაფანტულ ხალხის მაცოცხლებელი წყარო -კერპი ყოფილიყო სხვა ბატონი- სხვა სარწმუნოება.? (ეს ბატონი,ეს სარწმუნოება იყო და იქნება უფლის მოწინააღმდეგე.)
რელიგიური კერპები , რიტუალები , მსხვერპლთშეწირვა მოთხრობილია სხვადასხვა ხალხების მითებში. .მითოლოგიებში არის მსგავსება.ყველა უძველესი რელიგია პალნეტების,სტიქიების ღმერთების ისტორიებით მსგავსია.
ბაბილონის რუკა . პირველი საკერპო ქალაქი და ამ ქალაქის კერპთა ტაძრები.
თუ ბაბილონის (პირველი) გუნდი ავრცელებდა რელიგიებს უკვე სხვადასხვა ხალხებში, რომლებსაც სხვადასხვა ენა ჰქონდათ, მაშინ ბაბილონელები მოგზაურობდნენ, ან უკვე დაფანტული ხალხი(პირველანბანაღრეული ხალხი, უკვე სხვადასხვა ენებზე მოლაპარაკე)მოდიოდა პირველ კერასთან და შემდეგ ავრცელებდნენ ბაბილონელთა ურჯულო ცოდნას.ბიბლიის მიხედვით წარღვნისშემდგომი ადამიანის სიცოცხლის წლები საკამოდ დიდი იყო; ნოეს შვილმა იცოცხლა 502 წელი(წარღვნის შემდეგ), შვილიშვილმა და შვილთაშვილმა ოთხასზე მეტი წელი. ბაბილონის ამგები ნებროთიც(ნოეს შვილთაშვილი) ალბათ დიდხანს ცოცხლობდა. ანუ ,წარღვნის შემდგომი ადამიანები დიდხანს ინარჩუნებდნენ ახალგაზრდობას.მათ მოახერხეს (ადამიანთა ერთმა ჯგუფმა) დედამიწის სხვადასხვა კუთხეში გაემყარებინათ ურჯულო რელიგიები.? თუ ბაბილონელები ურჯულოებას ავრცელებდნენ, მათ ურჯულობის გავრცელების ურჯულო წყარო უნდა ჰყოლოდათ -ჰქონოდათ. დაცემული ანგელოზი -სატანა. ბაბილონელები ამ წყაროსთან მუდმივ კავშირში იყვნენ და მას ეთაყვანებოდნენ. სატანა რადგან ზეციური იყო ინფორმაციის გადაცემა-გავრცელება ხდებოდა თუ არა უფრო სწრაფად, ვიდრე ამას მოახერხებდა ჩვეულებრივი ადამიანი.? იმის თქმა მინდა რომ სატანა სწრაფია, ფიზიკის მასწ. მახსენდება იტყოდა; დედამიწას რომ ელსადენი შემოავლო და ნათურა და ჩამრთველი ერთ ადგილზე იყოს , როგორც კი ჩართავ ნათურა აინთებაო. უფრო სწრაფი არც არაფერია. სატანაც იქვეა სადაც მას აანთებ.))
თუმცა , ბიბლია არაფერს ამბობს იმაზე, რომ ბაბილონელები სატანამ აცდუნა. სამოთხეში ღმერთმა დასაჯა გველი ადამიანთა ცდუნებისთვის, ბაბილონის აგების გამო კი, რაც ღმერთს ძალიან არ მოეწონა, მან მხოლოდ ადამიანები დასაჯა; დაფანტა, ენა აურია, რომ ვერ გაეგოთ ერთმანეთისთვის და ერთიანი ძალით კვლავ არ ეშენებინათ ბაბილონის გოდოლი. სატანა აქ არ ჩანს. მაგრამ, ბიბლიაში უფალი ბაბილონელებს კერპთაყვანისმცემლებს ,ურჯულოებს უწოდებს, რადგან ისინი ეთაყვანებიან კერპს -ხარს, მოლოქს, ბაალს, ვიღაც სხვა ბატონს..სწორედ ამ კერპს სწირავდნენ ბაბილონელები ჩვილებს. წარმოიდგინეთ, ადამიანები რომლებიც საკუთარ შვილებს ასე გასწირავდნენ სხვის შვილებს რას უზამდნენ.?
ღმერთმა ადამიანს სული ჩაჰბერა, ესეიგი ადამიანების არსებობის წყარო ღმერთია. უფალს შეუძლია გამორთოს ეს წყარო და ადამიანი კვდება.სულის ამორთმევა ჰქვია ამას.
რა უნდათ ბაბილონელებს? მათ სურთ რომ ადამიანების არსებობის წყარო, ადამიანის მაცოცხლებელი იყოს თვითნაკეთი კერპები. ისინი ცდილობენ-დნენ ადამიანები ურჯულოებაში ჩაეთრიათ. მათ შეითავსეს გველის მისია, თითქოს მათ აცდუნეს ადამიანები ასე; ამ კერპს თუ ეთაყვანებით იქნებით ღმერთივით, ან ღმერთისთვის მისაღები.
იქნებ მშობლები წინააღმდეგნიც იყვნენ შეეწირათ შვილები კერპისთვის, მაგრამ მათ ბაბილონელები კლავდნენ?.თანამედროვე ენით რომ ვთქვათ ატერორებდნენ.
ბაბილონელები არიან მსოფლიოს მაცდუნებელი გველები .
(არის თუ არა ბაბილონი რვაფეხა?))) თავისი რვა ყველაზე ურჯულო იმპერიით.?)
ბოლო იმპერიაშიც არა მგონია ფიზიკურად სატანა ვიხილოთ, მაგრამ ბოლო იმპერიას ძალას სატანა აძლევს, ესეიგი ეს იმპერია ისეთივე სწრაფი იქნება ადამიანთა სულების(არსებობის) კონტროლში როგორი სისწრაფეც გააჩნია ელექტროდენს.ყველა ჩართული იქნება ერთ წყაროში და ეს იქნება ელწყარო.
ბოლო იმპერიის ადამიანის სულზე კონტროლის წყარო არის ელდენი. შეიძლება მათ პრეტენზია სწორედ იმაზე აქვთ(ექნებათ.რადგან იმპერია სატანურია.ბაბილონის გუნდის უკანასკნელი ნამუშევარი იქნება ეს მოწესრიგებული მაკონტროლებელი ტექნიკა) რომ გამორთავენ ამ წყაროს და ადამიანიც მოკვდება(მას არ ექნება არსებობის წყარო-საკვები). როგორც ღმერთს შეუძლია ამოართვას სული ადამიანს. პირდაპირი შეჯიბრება ღმერთთან. წყარო რომ ადამიანისათვის მაცოცხლებელი იყოს, ანუ არსებობის წყარო იყოს, ადამიანი პირდაპირ დამოკიდებული უნდა იყოს მასზე. ადამიანი კი ღვთის მაცოცხლებელი სულის მატარებელია და ის ეშმაკის წყაროზე არ არის დამოკიდებული. ეს დამოკიდებულება სჭირდებათ ბაბილონელებს, რომ უკანასკნელად საბოლაოდ ჩაითრიონ მსოფლიო ურჯულოებაში_ათაყვანონ სხვა ბატონს. ის მსოფლიოს ბატონი იქ და მსოფლიოს ხატი იქნება, რომელიც გადაწყვეტს ვინ იყოს ცოცხალი.მსოფლიოს მებატონის ხატი მერვე მხეცის ხატია. ის მოკლავს როგორც წერია იმათ ვინც არ ეთაყვანება მხეცის ხატს, ხოლო ვინც ეთაყვანება (იძულებული იქნება ეთაყვანოს) მათ დაედებათ ნომერი, მხეცის სახელი ან მისი სახელის როცხვი 666 შუბლსა ან მარჯვენა ხელზე.ბოლო სატანური იმპერია პირდაპირ კავშირშია ელდენთან, ეს იქნება ადამიანისათვის მაცოცხლებელი წყარო რადგან მასზე იქნება კვება(არსებობა) დამოკიდებული. ელექტროდენი კვების(არსებობის) წყარო იქნება ბოლო იმპერიაში. რას გამოაპარებენ ადამიანები იმათ ვისთანაც ელდენით არიან კავშირში ? ვერაფერს. ასევე ეს ნიშნავს, რომ ისინი მომაკვდინებელ წყაროზე იქნებიან მიერთებული. ალბათ ბევრი კომფორტისთვის ჩაერთვება ამ წყაროში , მაგრამ მათი სულები უკვე არ იქნება ღვთიური.ბოროტების თესლები უნდა ჩათესონ ადამიანებში ბოროტმა ბაბილონელებმა, ეს გადააგვარებს ადამიანებს სულიერად.
ელექტრონული კვება ნიშნავს რომ ადამიანის არსებობა დამოკიდებული იქნება ელექტრონულ ვაჭრობაზე. ამისთვის კი როგორც წერია უკანასკნელი იმპერიის სახელი ან მისი სახელის რიცხვი უნდა ატარონ ადამიანებმა , რადგან ამ ნიშნის გარეშე ვერ იყიდიან და ვერ გაყიდიან ვერაფერს, ანუ ვერ იარსებებენ.
რადგან აპოკალიფსი ყველაზე მთავარ დამნაშავედ (სატანის შემდეგ ) ბაბილონს მოიხსენებს, მაშინ ყველა დანაშაული ბაბილონის ჩადენილია და ესეიგი ყველა კვალი ბაბილონში წავა.
ბრუნდება თუ არა ხარის კერპი მსოფლიო მებატონედ?
მაგრამ, ამ ხარს, ქალი -ბაბილონი, თუ არ აკონტროლებს, მაშინ, ის ცოტა დაბნეული იქნება. (ჩემი აზრით).
როგორც ათეიზმა მოსპო ყველა რელიგია სსრკს ტერიტორიაზე, ასევე ბოლო იმპერია , რომლის მთავარი მხარე ავაზაა მოსპობს ყველა რელიგიას მის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე. ეს მოხდება ძალადობით თუ ახალი მსოფლიო ხატის მომხიბვლელობით (ანუ ,,ძველმოდური’’ რელიგიები შეიძლება ჩაანაცვლოს თანამედროვე, უფრო კომფორტულმა რელიგიამ, რაც თავისთავად გამოდევნის ყველა ძველ რელიგიას), მომავალი აჩვენებს. ეს იმპერიაც დიდხანს ვერ გაძლებს.მაგრამ როგორც წერია იქნება ისეთი საშინელება როგორიც არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება . ეს არის ბოლო.
ბუნებრივი რესურსი რომელიც ღმერთმა ადამიანებს უსასყიდლოდ მისცა ვაჭრობისა და პირადი მოგებისთვის გამოიყენეს ადამიანებმა. ვაჭრობა და მათემატიკა , ვაჭრობა და რიცხვები არის ბოლო იმპერიის სალაპარაკო ენა, ყველაფერი გაყიდვაში იქნება, ადამიანიც კი(მისი ხორცი და სული),ისე, როგორც ეს ბაბილონს ჩვევია.
რიცხვები ღვთის სიტყვის წინააღმდეგ.
ბოლო ხატი ელექტრონული ხატია, რომელიც იქნება მსოფლიო ფულის მაკონტროლებელი.
ისლამური სამყარო+რუსეთი+ნაწილობრივ ყოფილი რომის იმპერიის მხარე =მერვე მხეცი
და
რომის იმპერიის დასავლეთი მხარე+ამერიკა=კრავისრქიანი მხეცი.
რა უნდა მოხდეს ?
ევროპულ-ამერიკული ქრისტიანობა უკვე კანონით სამარება,რადგან პრეზიდენტებმა დააკანონეს ერთსქესიანთა ქორწინება და მათ ჯვრისწერის უფლება ეკლესიაშიც ეძლევათ,ასეთი ეკლესიები კი უფლისთვის მიუღებელია.
ჯერჯერობით ვატიკანი ერთსქესიანთა ქორწინების თანახმა არ არის, მაგრამ არც საიმედო პირი უჩანს. გაუქმდება თუ არა ვატიკანში საეკლესიო მსახურება?ან, გააგრძელებს მოღვაწეობას მერვე იმპერიის სათაყვანებლად და მსოფლიოს ხალხთა საცთუნებლად. ორსახოვნებას შეინარჩუნებს. ?
ხოლო რაც შეეხება მართლმადიდებელ ქვეყნებს თუ აქაც მოხდება პრეზიდენტების თანხმობა მაშინ ეს იგივეა რომ ეკლესიების ნგრევაზე გადავიდნენ. ესეიგი ამ ქვეყნებში მეტი ძალადობა(ტერორი) უნდა მოხდეს ურჯულოების დასაკანონებლად.წერია რომ მერვე მხეცი წმინდათა წინააღმდეგ იბრძოლებს და ძლევს მათ. წმინდებში იგულისხმება ჭეშმარიტი ქრისტიანები. რადგან მერვე მხეცი მსოფლიო მებატონეა ჭეშმარიტ ქრისტიანებს საშიშროება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ელოდებათ.
ეს არის იმპერია რომელმაც თავისი თავი სატანს(ასევე ელექტროდენს. დენი თავისთავად სატანა არ არის , მისი გამოყენება მოხდება ეშმაკობისთვის) მიანდო ,რომლის შემადგენლობაში არსებული ყოფილი მხეცების შვიდი თავი ერთმანეთთან აწმყოში ელდენით იქნებიან კავშირში, რომელსაც უფალი სარეველასავით მოთხრის მას შემდეგ როდესაც ეს მხეცი ყველაზე შხამიან სარეველას-ბაბილონს ძირფესვიანად გაანადგურებს.
დიდი მსოფლიო ზღაპარია თითქოს, მაგრამ პროცესები, განსაკუთრებით დასარულის იქნება ძალიან მძაფრსიუჟეტიანი.მთავარია რწმენა რომელიც სიცოცხლეზე მეტია და ყველაფერი კარგად იქნება.
ბაბილონის ძალა მისი იმპერიებია, ანუ ამ ქალის ძალა და გავლენა არის კაცები, ვისთანაც ის მეძაოს და ვინც მასთან მეძაობს. ეს არის ცრუ-ანტიღვთიური ინმფორმაცია-ქმედება რომლის გავლენის ქვეშ არიან კაცები და მოქმედებენ სრულიან ბაბილონის გავლენის ქვეშ.ეს არის ქალისა და კაცების ანტიღვთიური კავშირი-ქმედება რაც უდრის კავშირს გველთან-სატანასთან. ეს ხლართი-კავშირი უნდა გაიხსნას, ამ კავშირს უნდა ჩამოშორდეს ბაბილონი-ქალი. რადგან უფლის ნებით მერვე მხეცი (უფალმა გულში ჩაუდო ეს აზრი მხეცს) ანადგურებს ბაბილონს ეს ნიშნავს რომ ბოლო კავშირი არის კაცებისა და სატანის.ეს ბოლო კვანძია. სამთა კავშირის _ბაბილონი-ქალი, კაცები-იმპერიები და სატანა-გველი_რღვევა აუცილებლად სერიოზულ პროცესებსა და შედეგებს გამოიწვევს დედამიწაზე............ასევე ადამიანები გაიგებენ, ვინ არის მთავარი დამნაშავე და იხილავენ მის დასჯას, (როგორც წერია ამ ქალაქის კვამლი შეძრავს მსოფლიოს ესეიგი ყველა გაიგებს მის დანაშაულს.) და პარალელურად ადამიანები აღმოჩნდებიან სატანისა და კაცების(ეს კაცები ან ყველანი ჰომოები_კაცებთან და სატანასთან მეძაობენ_ არიან ან უსქესოები-ფუნქციადაკარგული, რადგან თვითონ ბაბილონი არის გაუკუღმართებული ფიზიკური კავშირების-სექსის დედა_სიბილწეთა დედა.) კავშირით შეკრულ ნავში.ასე ვქვათ ელექტრონულ ნავში რომელიც დასაღუპავად მიექანება. როგორც წერია, ვისაც ყური აქვს ისმინოს;გამოდით ბაბილონიდან!
ნეტა გასაგებია რასაც ვწერ, თუ უბრალოდ ვინმეს ჰგონია რომ ეს ფანტასტიკის სფეროა. ?
სხვათაშორის ფანტასტიკის სფერო ბაბილონელებს უყვართ , სასწაულებით მოხიბვლა მათი ხერხია ადამიანთა საცთუნებლად; გოლიათებიდან ელექტრონულ-რობოტებამდე .
კრავისრქიანი მხეციც სწორედ სასწაულებს ჩაიდენს ადამიანთა საცდუნებლად. იქნებ ვინმემ იფიქროს რომ ეს მეცნიერთა მიღწევები იქნება და მიესალმება მას, მაგრამ ყველაფერი გამოყენებული იქ საცდუნებლად.
ბაბილონი უკვე თავს ვერ დამალავს ის ღიად და ბილწად იმასხრებს(მასხარა-სატანა)და რადგან მას მორალი არ გააჩნია, უზნეო, უსინდისო და ურჯულოა, არც იმის სირცხვილი გააჩნია რასაც სჩადის, ეს იქნება გამაოგნებელი სიბილწის თავხედობა. ადამიანები ამას შეამჩნევენ. ვინც გამოვა ბაბილონიდან კარგია, თუმცა წინ მერვე მხეცის დაუნდობლობა გველოდება.აქაც სიმტკიცეა საჭირო. დაწერილია, რომ ,,არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით’’
ელექტრონული კვება თუ ღვთის სიტყვით ცხოვრება ? არჩევანი ჩვენზეა.
და მთავარი ცდუნება ალბათ ის იქნება, რომ ეშმაკი დაგვაჯერებს, რომ ეშმაკი არ არის.
ვინ არის ბაბილონი . გაგრძელება შემდეგ თავში.
Комментариев нет:
Отправить комментарий