ღმერთი

ღმერთი

пятница, 11 декабря 2020 г.

რომელი ნიშნებისთვის იქნება ყველაზე წარმატებული 2021 წელი - პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

რომელი ნიშნებისთვის იქნება ყველაზე წარმატებული 2021 წელი - პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის
2021 წელს თეთრი ხარის წელი იქნება. თეთრი ხარი მიზანსწრაფულობის, შედეგებზე ორიენტირებულობისა და შრომისმოყვარეობის სიმბოლოა. თუმცა, ჰოროსკოპი კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ: იმისათვის, რომ საქმე ცუდად არ წავიდეს, ზედმეტად ნუ დაემორჩილებით თქვენს ემოციებს.

მეტალის თხა

ასტროლოგიაში არსებობს განსაზღვრება "თხის რქის საზღვარი", რომელიც 2019 დან 2021 წლამდე პერიოდს მოიცავს. ამ პერიოდის დასასრულს "დიდ მუტაციას" უწოდებენ. საუბარია ვირთხის ტრანსფორმაციაზე, რომელმაც ახალი შესაძლებლობები მოგცათ კარიერაში, სიყვარულსა თუ თავგადასავლებში. ეს ტრანსფორმაცია ხარზე აისახება. ხარი კი შრომისმოყვარეობით გამოირჩევა და მომხდარ ამბებზე მკვეთრად რეაგირებს. ეს მისი სისუსტეა, ამიტომ, 2021 წელს ზედმეტი ემოციებისგან უნდა გათავისუფლეთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც დაგეგმილი გაქვთ, შედეგს არ მოიტანს.

2021 წელი კომფორტული წელია ბიზნესისთვის, განსაკუთრებით ამ სფეროში დამწყები ადამიანებისათვის. მარტოხელა ადამიანები ბოლოს და ბოლოს შეხვდებიან იმას, ვისაც ელიან და ეტყვიან, რომ უყვართ. ხოლო ისინი, ვისაც უკვე ჰყავთ პარტნიორი, უფრო მარტივად შეძლებენ საერთო ენის გამონახვას. მთავარია გახსოვდეთ, რომ დათმობასა და დიალოგზე წასვლა ზოგჯერ აუცილებელია. სხვა შემთხვევაში, თქვენი ურთიერთობა დასრულდება.

ასტროლოგები დარწმუნებულები არიან, რომ 2021 წლის დასაწყისი, იანვარი და თებერვალი, საუკეთესო შესაძლებლობაა ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან დასაახლოებლად. 2021 წელი ბევრ საქმეს გპირდებათ. წლის პირველ ნახევარში უფრო მეტად პროდუქტიულები იქნებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ წლის მეორე ნახევარში დასვენება მოასწროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტრესი და დაღლილობა
იჩენს თავს.
ასტროლოგები ამბობენ, რომ 2021 წელი ცვლილებების წელია, თუმცა მხოლოდ ერთ ადგილზე ჯდომა და სასწაულის მოლოდინი არ გაამართლებს. გულმოდგინება და მონდომება კი ამ წლის მთავარი სიმბოლოა.

ოჯახი და ჯანმრთელობა

2021 წელს ყველაზე მეტი დრო ბავშვებთან ურთოერთობას დაუთმეთ, ხოლო ოჯახის გაფართოების გეგმა ცოტახნით გადადეთ. ოჯახის წევრები თქვენს თითოეულ სიურპრიზსა თუ ინიციატივას დააფასებენ.
2021 წელს თქვენი ჯანმრთელობა თქვენსავე ხელში იქნება, ამიტომ ყურადღებით უნდა დააკვირდეთ თითოეულ დეტალს. განსაკუთრებული ყურადღება კი მორალურ ჯანმრთელობას უნდა დაუთმოთ, რადგან სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული თქვენი კეთილდღეობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2021 წელი მენტალური ჯანმრთელობის გაჯანსაღებისთვის უნდა გამოიყენოთ. შესაძლებელია დაკავდეთ იოგით ან მედიტაციით. ეს სტრესის დონეს შეამცირებს.

კარანტინი და კორონავირუსი

ასტროლოგი ელენა ბატირი დარწმუნებულია, რომ კორონავირუსი 2,5 წელი ისევ აქტიური იქნება. 2021 წლის გაზაფხულზე შესაძლებელია სიტუაცია გაუმჯობესდეს, მაგრამ ეს კაცობრიობის ადაპტაციის უნარით აიხსნება.
"კარანტინი და კორონავირუსი მინიმუმ 2,5 წელი გაგრძელდება. გაზაფხული შედარებით მარტივი იქნება. ჩვენ ნელ-ნელა ვეჩვევით ამ ვირუსს. ხოლო სიახლეები სექტემბრიდან დაიწყება. შესაძლებელია სამედიცინო სფეროში გარკვეული მიღწევები იყოს, ამ მიმართულებით. კორონავირუსის წინააღმდეგ სამკურნალო პრეპარატი არა, მაგრამ მნიშვნელოვანი სიახლეები იქნება, რაც აქამდე არ ვიცოდით",- თქვა ბატირმა.

ვერძი - 2021 წლის ჰოროსკოპი

mshoblebi

2021 წელი ვერძებისთვის პოზიტიური სიახლეებით დაიწყება და წარმატება მთელი 12 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ჰოროსკოპის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მეგობრული და სასიყვარულო ურთიერთობები უკეთესობისკენ შეიცვლება. 2021 წლის შუა პერიოდში ახალი გამოწვევები გაჩნდება კარიერაში. გამკლავება უარყოფითი ემოციების კონტროლით შეგიძლიათ, თუმცა, ეს ყოველთვის ეფექტური ვერ იქნება.
შემოდგომიდან გარკვეული სირთულეები იქნება და წლის ბოლოსკენ ვერძები საკუთარ თავს იპოვნიან.

კურო - 2021 წლის ჰოროსკოპი

mshoblebi

ვარსკვლავები გვპირდებიან, რომ 2021 წელი კუროს პროფესიული გეგმების შესრულებაში დაეხმარება. ზოდიაქოში ნათქვამია, რომ ამ წელს კუროებს პირადი და კარიერული წარმატება ექნებათ. შემოქმედებითი გზით შეუძლიათ გარკვეული სირთულეების დაძლევა და ამით თავადაც კმაყოფილები იქნებიან.
2021 წელს კუროსთვის ისევ გამოწვევად რჩება საკუთარი თავის პოვნა, რაც მათ ძალიან ტანჯავს. ამიტომ, წლის განმავლობაში ზოგჯერ გაურკვევლობის განცდა გექნებათ.

ტყუპები - 2021 წლის ჰოროსკოპი

mshoblebi

ტყუპებისთვის 2021 წელი განსაკუთრებული პერიოდია. წარმოუდგენელი წარმატება და მხოლოდ უმნიშვნელო პრობლემები იქნება მათ ცხოვრებაში. 2021 წელი დიდხანს ნანატრი დროა ამ ნიშნისთვის, რადგამ ის ბოლოს მოუღებს ყველა პრობლემას და საშუალებას მოგცემთ, ბევრი რამ თავიდან დაიწყოთ.
ტყუპებისთვის გაიხსნება წინასწარმეტყველების არხი, თუმცა პირად ცხოვრებაში ფრთხილად უნდა იყვნენ. უმჯობესია, თუ საყვარელი ადამიანების მიმართ უფრო მეტ ზრუნვას გამოიჩენთ.

კირჩხიბი - 2021 წლის ჰოროსკოპი

mshoblebi

როგორც ასტროლოგები ამბობენ, კირჩხბებისთვის 2021 წელი უხალისოდ დაიწყება. სატურნის შესვლა თხის რქის ნიშანში შესაძლებლობას არ მოგცემთ, რომ მოდუნდეთ და მოვლენებს ასე გაჰყვეთ. აუცილებლად მოგიწევთ გარკვეული ძალისხმევის გაღება წარმატებისთვის. ასევე, სატურნი სიმტკიცისა და უარის თქმის უნარით დაგაჯილდოვებთ. 2021 წელი გარკვეული სირთულეებით დაიწყება, თუმცა თქვენი ადამიანური თვისებები ყველა პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

ლომი - 2021 წლის ჰოროსკოპი

mshoblebi

ლომებისთვის 2021 წელს მნიშვნელოვანია, რომ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ ნდობა გამოიჩინონ. ეს სიმტკიცე ბევრ საკითხზე მოახდენს გავლენას. შეუპოვრობა რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ, რაც დადებითად აისახება თქვენს ცხოვრებაზე. ჰოროსკოპის მიხედვით, 2021 წელს ლომებს გაუმართლებთ, რადგან ღრმა ემოციურ კავშირს იგრნობენ მათგან, ვინც უყვართ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ნერვებს გაუფრთხილდეთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რადგან 2021 წელი მარტივი არ იქნება.

ქალწული - 2021 წლის ჰოროსკოპი

mshoblebi

ქალწულებისთვის 2021 წელი მოულოდნელობებითა და პოზიტიური სიახლეებით იქნება სავსე. კრეატიულობა და ენთუზიაზმი ყველა საქმეში თან გდევთ. ქალწულებს 2021 წელს ცხოვრებისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაუმძაფრდებათ, განსაკუთრებით კი ეს ხელოვანი ქალწულებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ეს წელი ახალი იდეების დაბადების წელია თქვენს ცხოვრებაში.
"ქალწულებს ყველაფერი კარგად აქვთ. ერთადერთი, საცხოვრებლის თემა შეუქმნით გარკვეულ სირთულეს"- ამბობენ ასტროლოგები.

სასწორი - 2021 წლის ჰოროსკოპი

mshoblebi

ჰოროსკოპის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სასწორისთვის მომავალი წელი ყველაზე წარმატებული იქნება. სატურნისა და იუპიტერის გადასვლა ორმაგ ენერგიას მიანიჭებს და ხელს შეუწყობს კეთილგანწყობის მოპოვებასა და იგრვლივ მყოფთათვის ურთიერთობა უფრო სასიამოვნი იქნება. ზოგჯერ მოგიწევთ, რომ გარკვეული ნიღაბი მოირგოთ, მაგარამ ეს ყოველთვის ცუდი არ არის. შედეგი არ დაგაღალატებთ. თუმცა, შესაძლოა დაუდევრობამ გარკვეული პრობლემები შეგიქმნათ. თავიდან მიღებული გადაწყვეტილებები უფრო გაამართლებს.

მორიელი - 2021 წლის ჰოროსკოპი

mshoblebi

ჰოროსკოპის მიხედვით, 2021 წელს მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი ზოგ შემთხვევაში ბუნდოვანი იქნება. ამასთანავე, მორიელები ენერგიულები, მამაცები და გადაწყვეტილებების მარტივად მიმღებნი იქნებიან. ამ ნიშანს შეუძლია დადგეს მტკიცედ მაშინ, როცა იცის, რომ ძალისხმევა შედეგს გამოიღებს. ეს დამოკიდებულება გავლენას მოახდეს როგორც ფინანსურ, ასევე პირად ურთიერთობებზე. შესაძლოა ბევრი მოგზაურობა იყოს თქვენს ცხოვრებაში, რაც სტრესსა და ზედმეტ დაძაბულობას აგარიდებთ. ამავე დროს, როგორც ასტროლოგები ამბობენ, უმჯობესია მორიელები პოზიტივის მიმართ ცოტა უფრო ფრთხილად იყვნენ.
"მორიელებისთვის ძალიან დიდი სიხარული და გართობა შესაძლოა კარგად არ დასრულდეს, ამიტომ, ფრთხილად იყავით, თუ სადმე დასასვენებლად დაგეგმავთ წასვლას."- ამბობენ ასტროლოგები.

მშვილდოსანი - 2021 წლის ჰოროსკოპი

mshoblebi

ასტროლოგები მშვილდოსნებს 2021 წელს ბევრ სიურპრიზს უწინასწარმეტყველებენ. წარმატებასთან ერთად იღბალიც თანმდევი იქნება. დადებითი ცვლილებები განსაკუთრებით განათლებაზე იმოქმედებს და სასწავლო პროცესს უფრო ეფექტურსა და შედეგიანს გახდის. ასტროლოგები ამბობენ, რომ მშვილდოსნები 2021 წელს მოახერხებენ და ყველა საქმეს გაუმკლავდებიან. ნეგატიურ ემოციებს დაძლევენ და შეძლებენ, უკეთესად მართონ თავიანთი ცხოვრება.

თხის რქა - 2021 წლის ჰოროსკოპი

mshoblebi

თხის რქებს დაუვიწყარი და ღირებული გამოცდილებები ელით 2021 წელს. მთელი 12 თვე პროდუქტიული იქნება. ცვლილებები დადებით გავლენას მოახდენს მათ მომავალზე. მყისიერი გადაწყვეტილებები კი პოზიტიურ შედეგს მოუტანს თითოეულ მათგანს. ასტროლოგები ამბობენ, რომ წლის დასაწყისი თხის რქებისთვის შედარებით რთული იქნება. ეს განსაკუთრებით ფინანსურ სფეროს ეხება, თუმცა დანარჩენ თვეებში სიტუაცია უფრო მარტივი იქნება.

მერწყული - 2021 წლის ჰოროსკოპი

mshoblebi

მერწყულებს გაუმართლებთ და 2021 წელს ძალიან მნიშვნელოვან ახალ გამოცდილებას შეიძენენ. თავდაპირველად, შესაძლოა რთული და სტრესული სიტუაცია გქონდეთ და არ გიმართლებდეთ. ამიტომ, მოგიწევთ, რომ ბევრი ცვლილება დაგეგმოთ, თუმცა ეს ცვლილებები არ უნდა იყოს სპონტანური. ხარს სიჩქარე არ უყვარს. ჯობს კარგად დაფიქრდეთ, ცოტა დაელოდოთ და ნელ-ნელა გაიუმჯობესოთ თქვენი ცხოვრება.
"მთელი წელი კარგი წელი იქნება მერწყულებისათვის. ფული, ჯანმრთელობა და მოგზაურობა დადებით გავლენას მოახდენს."- ამბობენ ასტროლოგები.

თევზები - 2021 წლის ჰოროსკოპი

mshoblebi

თევზებისთვის მომავალი წელი არაერთგვაროვანი იქნება. ჰოროსკოპის მიხედვით, მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი ორაზროვანი იქნება. მკვეთრი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ სტაბილური პროგრესი შეინიშნება. თევზებს უბრალოდ დალოდება მოუწევთ. 2020 წელს მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინეს, 2021 წელს კი ეს უნარები ახალი ნაცნობების გაჩენასთან, მოგზაურობასა და სხვა სასიამოვნო მოულოდნელობასთან იქნება დაკავშირებული. მაგრამ, რთულ მომენტებს ვერ გაექცევით. ასტროლოგები ამბობენ, რომ თევზებისთვის 2021 წელი რთული იქნება იმ თვალსაზრისით, რომ საქმიანი ურთიერთობების გადაწყვეტას ვერ შეძლებენ. ამიტომ, კარგად დაფიქრება მოგიწევთ, რას გააკეთებთ და სად წახვალთ. თითოეული ნაბიჯი უნდა გაიაზროთ.

ასტროლოგების წინასწარმეტყველების მიუხედავად, ნუ დაგავიწყდებათ ინდივიდუალური, ადამიანური ურთიერთობები. ყველა ადამიანი არ ჰგავს ზოდიაქოს ნიშანს, ამიტომ ხშირად ისინი სულ სხვანაირად იქცევიან და შესაძლოა, მათი ქცევა საერთოდაც არ შეესაბამებოდეს ვარსკვლავების წინასწარმეტყველებას.
mshoblebi.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий