ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 29 октября 2017 г.

ისრაელი.

ისრაელი — ქვეყანა სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ კიდეზე. ესაზღვრება ლიბანი ჩრდილოეთით, სირია ჩრდილო-აღმოსავლეთით, იორდანია აღმოსავლეთით და ეგვიპტე სამხრეთ-დასავლეთით, და მოიცავს გეოგრაფიულად მრავალფეროვან რეგიონებს მის შედარებით მცირე ტერიტორიაზე ასევე ესაზღვრება დასავლეთი სანაპირო აღმოსავლეთით და ღაზას სექტორი სამხრეთ-დასავლეთით. 7,86 მილიონი მოსახლეობით, რომელთა უმრავლესობა ებრაელია, ისრაელი მსოფლიოს ერთადერთი ებრაული სახელმწიფოა. ისრაელი სამშობლოდ ითვლება სხვა ეთნიკური ჯგუფებისთვისაც, მათ შორის უმრავლესობას არაბები და მრავალრიცხოვანი რელიგიური ჯგუფები (მაჰმადიანები, ქრისტიანები, დრუზები, სამარიტელები და სხვ.) წარმოადგენენ.


ისრაელის თანამედროვე სახელმწიფო საფუძვლებს იყრის ისრაელის მიწაზე (Eretz Yisrael), კონცეფცია, რომელიც უძველესი დროიდან იუდაიზმის ცენტრალური იდეა იყო, და უძველესი იუდეის სამეფოს გულში, საიდანაც თანამედროვე ებრაელები უნდა იყვნენ წარმოშობით. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ერთა ლიგამ დაამტკიცა პალესტინაზე ბრიტანეთის მანდატი, რომლის მიზანი „ებრაელი ხალხისთვის ეროვნული სახლის“ შექმნა იყო. 1947 წელს გაერომ დაამტკიცა პალესტინის დაყოფა ორ სახელმწიფოდ, ებრაულ და არაბულ ნაწილებად. 1948 წლის 14 მაისს ისრაელმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც მეზობელ არაბულ ქვეყნებთან ომის დაწყება მოჰყვა, ვინაიდან მათ უარი განაცხადეს ისრაელის ცნობაზე. ისრაელი ამ ომების სერიაში გამარჯვებული გამოვიდა და შეძლო საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვა. ამ ომებით მან საკუთარი საზღვრები გაეროს დაყოფის გეგმით ფარგლებს გარეთ გადაწია. მას შემდეგ ისრაელი კონფლიქტშია მრავალ მეზობელ არაბულ ქვეყანასთან, რის გამოც პერიოდული ომები და კონფლიქტები რეგიონში დღემდე გრძელდება. დაფუძნების შემდეგ ისრაელის საზღვრები და სახელმწიფოს არსებობის უფლება მუდმივი დისპუტის საგანი იყო, განსაკუთრებით მის არაბ მეზობლებთან და მათ პალესტინელ ლტოლვილებთან. ისრაელს სამშვიდობო ხელშეკრულება აქვს მოწერილი ეგვიპტესთან და იორდანიასთან, თუმცა ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა პალესტინელებთან დღემდე შეუძლებელი გახდა.

ისრაელი წარმომადგენლობითი დემოკრატიაა საპარლამენტო სისტემითა და საყოველთაო საარჩევნო უფლებით. პრემიერ-მინისტრი მთავრობის ხელმძღვანელის, ხოლო ქნესეთი ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს დანიშნულებას ასრულებს. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკა სიდიდით 44-ეა მსოფლიოში. ჰუმანური განვითარებით, პრესის თავისუფლებითა და ეკონომიკური კონკურენტულობით ისრაელი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში რანგით პირველია. იერუსალიმი ქვეყნის პოლიტიკური დედაქალაქია და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ხოლო თელ-ავივი — ეკონომიკური ცენტრი.


სახელწოდება


მერნეპტაჰას სტელა, კაიროს მუზეუმი

1948 წელს, ახლადჩამოყალიბებულ ებრაულ სახელმწიფოს ოფიციალურად ისრაელის სახელმწიფო ეწოდა, თუმცა არსებობდა სახელწოდების კიდევ რამდენიმე ვერსია: „ისრაელის მიწა“, „სიონი“, „იუდეა“. ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეს კი ეწოდა „ისრაელი“.

ისტორიულად, სიტყვა „ისრაელი“ გამოიყენებოდა ისრაელის სამეფოსა და, ზოგადად, ებრაელი ერის აღსანიშნავად. ბიბლიის თანახმად, „ისრაელი“ გამოყენებულ იქნა იაკობთან მიმართებაში („ისრაელი“ ძველებრაულად „ღმერთთან შეჭიდებულს“ ნიშნავს), მას შემდეგ რაც ის ღმერთს შეებრძოლა:


„უთხრა ამიერიდან აღარ ითქვას შენს სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე.“
(დაბ.: 32,28)

პირველი არქეოლოგიური არტეფაქტი, სადაც სიტყვა „ისრაელია“ მოხსენიებული, მერნეპტაჰას სტელაა, რომელიც ძველ ეგვიპტეშია შესრულებული და ძვ. წ. XIII საუკუნითაა დათარიღებული.


ისტორიული ფესვები

ისრაელის სახელმწიფო ისრაელის მიწაზე (პალესტინაში) მდებარეობს. თორის მიხედვით, ეს ღმერთის მიერ აღთქმული მიწაა ეგვიპტის მონობისაგან გათავისუფლებული ებრაელებისათვის. ანტიკურ ხანაში, ამ ტერიტორიაზე მდებარეობდა ისრაელის გაერთიანებული სამეფო (XI საუკუნის მიწურულიდან X საუკუნის უკანასკნელ მეოთხედამდე - ჩვენს წელთაღრიცხვამდე); შემდეგ ეს სამეფო ორად გაიყო: ქვეყნის ჩრდილოეთში ისრაელის სამეფო ჩამოყალიბდა, რომელმაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 722 წლამდე იარსება, სამხრეთში კი იუდეის სამეფო. ეს უკანასკნელი საბოლოოდ ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში განადგურდა, თუმცა მანამდეც რამდენიმეჯერ შეწყვიტა არსებობა.


მასადა მდებარეობს იუდეის უდაბნოში. ისრაელის ეროვნული სიმბოლო

უკვე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 63 წელს, პომპეუსის მიერ იერუსალიმის აღების შედეგად, იუდეის სამეფო რომის იმპერიას დაექვემდებარა. ჩვენი წელთაღრიცხვით 66 წელს იუდეველები აჯანყდნენ. 70 წელს რომაელებმა ხელახლა დაიპყრეს იერუსალიმი, მეორე ტაძარი გადაწვეს და ქალაქი ააოხრეს; ამით ბოლო მოეღო ანტიკური ხანის ებრაულ სახელმწიფოებრიობას. აჯანყებულები საბოლოოდ 73 წელს დამარცხდნენ.

132 წელს ბარ-კოხვას მეთაურობით ახალი ამბოხება დაიწყო და 136 წლამდე გაგრძელდა. ეს ამბოხება რომაელებმა დიდი სისასტიკით ჩაახშვეს, რასაც ასიათასობით ებრაელი ემსხვერპლა; ამის შედეგად ებრაელი ერი უმცირესობად იქცა ისრაელის მიწაზე. IX საუკუნემდე ქვეყანაში მაინც არსებობდა რამდენიმე ებრაული ქალაქი და სოფელი, შემდეგ კი ძალზე მცირერიცხოვანი თემებიღა შემორჩა.

IV საუკუნიდან XX საუკუნემდე ისრაელის მიწა, რომელიც უფრო პალესტინის სახელითაა ცნობილი, მრავალ სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების დამპყრობელს ჩაუვარდა ხელთ. შუა საუკუნეების მიწურულიდან ებრაელები შეძლებისდაგვარად ჩამოდიოდნენ აქ დიასპორიდან და მათი რიცხვი ქვეყანაში ნელ-ნელა მატულობდა. XIX საუკუნიდან, სიონისტური მოძრაობის დაარსების მიჯნაზე, ამ იმიგრაციამ მასობრივი ხასიათის მიღება დაიწყო, რის შედეგადაც ებრაელები თანდათან ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილად იქცნენ.


სიონისტური მოძრაობა და გზა ახალი სახელმწიფოებრიობისაკენ


XIX საუკუნეში სიონისტური მოძრაობა დაარსდა; მან მიზნად დაისახა „ისრაელის მიწაზე ებრაელი ერისათვის ერთა ოჯახში სამშობლოს ჩამოყალიბება“, როგორც 1897 წელს ბაზელში გამართულ პირველ მსოფლიო სიონისტურ კონგრესზე იყო დეკლარირებული. ამ სწრაფვას მალე „ბაზელის გეგმა“ ეწოდა.

თეოდორ ჰერცლი, სიონიზმის დამაარსებელი. 1901

სიონისტური მოძრაობის დამაარსებელი ბინიამინ ზეევ ჰერცლი იყო. ის ამ მოძრაობას უძღვებოდა 1897 წლის კონგრესიდან მის გარდაცვალებამდე, 1904 წელს. სიონისტური მოძრაობის დაარსებამდეც მოღვაწეობდნენ ისეთი მნიშვნელოვანი სიონისტი მოაზროვნეები, როგორც მოშე ჰესი, იეჰუდა ლევ პინსკერი და „ახად ჰა'ამი“, მაგრამ ჰერცლმა პირველმა გააერთიანა ერთ ორგანიზაციაში სიონისტური იდეის მომხრე სხვადასხვა ქვეყნის ებრაელები. ის აგრეთვე პირველი სიონისტი მოღვაწე იყო, რომელიც სიონისტური იდეის განსახორციელებლად დიპლომატიურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში მოქმედებდა, თანაც საჯაროდ.

ჰერცლის გარდაცვალების შემდეგ სიონისტური მოძრაობის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მისი ცნობილი თანამოღვაწე ხაიმ ვაიცმანი იქცა. ვაიცმანის ძალისხმევის შედეგად 1917 წელს გამოქვეყნდა „ბალფურის დეკლარაცია“, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთის იმპერია მხარს უჭერდა ისრაელის მიწაზე (პალესტინაში) „ებრაელი ხალხისათვის ეროვნული სახლის“ ჩამოყალიბებას. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაციაში ებრაული სახელმწიფოს დაარსება არ იგულისხმებოდა, ის ასახავდა ბრიტანეთის მხარდაჭერას ისრაელის მიწაზე ებრაელთა დასახლებაში, თანაც სიონისტური მოძრაობის აღიარებას ამ საქმის ხელმძღვანელად და ებრაელი ხალხის წარმომადგენლად. ეს სიონისტური მოძრაობის პირველი საერთაშორისო მიღწევა იყო. დიპლომატიური მოღვაწეობის პარალელურად პრაქტიკულ სიონისტურ ღონისძიებებსაც ჰქონდა ადგილი, რაც ძირითადად მზარდ ებრაულ ემიგრაციაში, ისრაელის მიწაზე/პალესტინაში მიწების შესყიდვაში და ახალი ებრაული დასახლებების შექმნაში გამოიხატებოდა.

1917 წელს, პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას, ბრიტანელებმა ისრაელის მიწიდან/პალესტინიდან თავიანთი მტერი ოსმალო-თურქები განდევნეს; ამით დასრულდა ოსმალეთის იმპერიის ოთხსაუკუნოვანი ბატონობა ამ ქვეყანაში. 1920 წლამდე ქვეყანას ბრიტანული სამხედრო ხელისუფლება განაგებდა. 1920 წელს ისრაელის მიწა/პალესტინა (დღევანდელი იორდანიის ტერიტორიის ჩათვლით) თანხმობის სახელმწიფოთა კავშირის საბჭომ (ეს ერთა ლიგის წინამორბედი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო) ოფიციალურად გადასცა ბრიტანეთის იმპერიას დროებითი მმართველობის მანდატით; 1948 წლამდე ქვეყანას ბრიტანული სამოქალაქო ადმინისტრაცია მართავდა საგანგებოდ დანიშნული უზენაესი კომისრის ხელმძღვანელობით.

თანხმობის სახელმწიფოთა კავშირის საბჭოსავე გადაწყვეტილების თანახმად 1920 წელს ისრაელის მიწის ებრაული სააგენტო დაარსდა, როგორც ქვეყნის ახალი ბრიტანული სამოქალაქო ხელისუფლების მრჩეველი ორგანო ებრაელებთან ურთიერთობაში. იმავე წელს ისრაელის მიწის/პალესტინის ებრაელთა ინიციატივით სხვა ადგილობრივი ებრაული ორგანიზაციაც ჩამოყალიბდა - ისრაელის ქნესეთი. ამ ორგანიზაციის უზენაეს ორგანოდ არჩეულთა კრება შეიქმნა. კრების დეპუტატთა არჩევნები 1920, 1925, 1931 და 1944 წლებში გაიმართა ისრაელის მიწის ებრაელთა შორის. არჩეულთა კრება აღმასრულებელ კომიტეტს ირჩევდა, რომელსაც ეროვნული კომიტეტი ეწოდებოდა. ეს კომიტეტი ისრაელის მიწის ებრაელთა საშინაო საქმეების გამგებლობას და ებრაელთა ბრიტანული ხელისუფლების წინაშე წარმომადგენლობას კისრულობდა, მაგრამ წლების განმავლობაში ის ებრაულ სააგენტოსთან შედარებით სუსტი ორგანო აღმოჩნდა. ბრიტანელებმა მხოლოდ 1928 წელს სცნეს ისრაელის ქნესეთი, არჩეულთა კრება და ეროვნული კომიტეტი.

ქნესეთი შენობა


1921 წელს ბრიტანელებმა ისრაელის მიწას/პალესტინას ტრანს-იორდანია მოსწყვიტეს და იქ ახალი არაბული საამირო ჩამოაყალიბეს, რომელიც 1944 წლამდე (დამოუკიდებლობამდე) ამიერიორდანიის მსგავსად ბრიტანელი უზენაესი კომისრის ხელისუფლებას ექვემდებარებოდა.

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იმიგრაციული ტალღების შედეგად დაარსებულ ებრაულ დასახლებებსა და უბნებს ზრდა-განვითარებისა და აყვავების ხანა დაუდგა. 1919-1929 წლებში, იმიგრაციის მასშტაბების ზრდამ შესაბამისი ზომების მიღება მოითხოვა. 1929 წელს, მე-16 მსოფლიო სიონისტურმა კონგრესმა ებრაულ დასახლებათა განვითარების დაჩქარება გადაწყვიტა. ამ დავალების შესრულებაში ებრაული სააგენტო ეროვნულ კომიტეტზე უფრო ეფექტური აღმოჩნდა. ებრაულმა სააგენტომ გადაწყვიტა სააგენტოში გაწევრიანების საშუალებით მოეზიდა არა-სიონისტი საზღვარგარეთელი ებრაელი ფილანთროპები, რომლებიც წვლილს შეიტანდნენ ებრაული დასახლების დაფინანსებაში. ამის კვალდაკვალ მრჩეველმა ებრაულმა სააგენტომ რეორგანიზაცია გაიარა; იგი გაფართოვდა და საერთაშორისო ებრაულ ორგანიზაციად იქცა, რომელმაც მისი ძალისხმევის შედეგად დაფინანსებული სიონისტური ღონისძიებების ხელმძღვანელობაც იკისრა. ამგვარად, ებრაული სააგენტო ამ ღონისძიებათა დამგეგმავი მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის წარმომადგენელი გახდა ისრაელის მიწაზე, თან მასზე სუსტ ეროვნულ კომიტეტთან ერთად ამ ქვეყნის ებრაელთა მთავრობად ფუნქციონერებდა სახელმწიფოს დაარსებამდე.

ისრაელის მიწაზე/პალესტინაში ებრაულ დასახლებას ადგილობრივი არაბული მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა და ზოგჯერ ტერორის საშუალებით ებრძოდა. ამ წინააღმდეგობას ებრაელები ძირითადად თავდაცვითი ზომების მიღებით პასუხობდნენ, მაგრამ რამდენიმე პატარა ებრაული იატაკქვეშური ორგანიზაციის მეომრები ხანდახან არამებრძოლ არაბებსაც ესხმოდნენ თავს. არაბთა დასამშვიდებლად ბრიტანელები ცდილობდნენ რამდენადმე შეემცირებინათ ებრაული იმიგრაციის მასშტაბები, მაგრამ მათ ძალისხმევას მნიშვნელოვანი შედეგები არ მოჰყოლია; მხოლოდ არაბთა 1936 -1939 წლების ამბოხების კვალდაკვალ, ბრიტანელებმა 1939 წლიდან დიდად შეზღუდეს ებრაული იმიგრაცია. ებრაელები მაინც ახერხებდნენ არალეგალურად იმიგრირებას, ზოგჯერ თავიანთი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით.

1935-1938 წლებში, ებრაული სააგენტოს თავმჯდომარის პოსტი დავიდ ბენ-გურიონს ეკავა, რომელიც აგრეთვე ლეიბორისტული მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. ბენ-გურიონი მტკიცედ მოითხოვდა ისრაელის მიწაზე/პალესტინაში ებრაული სახელმწიფოს დაარსებას, ქვეყნის ორად გაყოფის ფასადაც კი (ებრაელთა და ადგილობრივ არაბთა შორის). 1942 წელს, ბოლტიმორის კონფერენციაზე, მსოფლიო სიონისტურმა ორგანიზაციამ დაამტკიცა ბენ-გურიონის პოლიტიკური გეგმა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტების მიერ დევნილი ებრაელები არც ერთმა დასავლურმა სახელმწიფომ არ შეიფარა, ხოლო ისრაელის მიწაზე/პალესტინაში ჩასვლას მათ ბრიტანელები უკრძალავდნენ; ჰოლოკოსტის ფართო მასშტაბი ნაწილობრივ ებრაელთა ამ მიუსაფრობამ განაპირობა. ომის შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოებამ საკმარისი ინფორმაცია მიიღო ჰოლოკოსტზე; მან ისიც შეიცნო, რომ მსხვერპლთა დიდი ნაწილი მისი გულგრილობის გამო დაიღუპა და ისრაელის მიწა/პალესტინა მრავალ ლტოლვილ ევროპელ ებრაელს შეიკედლებდა ებრაული სუვერენიტეტის შემთხვევაში. ყოველივე ამან საერთაშორისო საზოგადოება დაარწმუნა, რომ საჭიროა ისრაელის მიწის/პალესტინის ნაწილი ებრაული სახელმწიფოსათვის გამოიყოს (ქვეყანაში ბრიტანული მმართველობის დასრულებისთანავე).

1947 წლის 29 ნოემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო რეზოლუცია 181, რომლის მიხედვითაც ისრაელის მიწაზე/პალესტინაში უნდა დაარსებულიყო ორი სახელმწიფო: ერთი ებრაელთათვის და მეორე ადგილობრივი არაბებისათვის.

ებრაული სახელმწიფოს ფარგლებში უნდა მოქცეულიყო ჩრდილო მთაგორიანი რეგიონის, გალილის, აღმოსავლეთი მხარე, ჩრდილოეთის ხეობები, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლის უმეტესი ნაწილი, შუა და სამხრეთ ნეგევის უდაბნოები და აგრეთვე, ნეგევის აღმოსავლეთით მდებარე სტეპი - არავა. ადგილობრივ არაბებს უნდა რგებოდათ გალილის დასავლეთი მხარე, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლის სამხრეთი ნაწილი და უკიდურესი ჩრდილო მონაკვეთი, მდინარე იორდანის ხეობა და დასავლეთ ნაპირი (ძველებრაული იუდეა და სამარია), ჩრდილოეთ ნეგევი და ნეგევის უკიდურესი დასავლეთი. იერუსალიმისა და ბეთლემის ურთიერთმოსაზღვრე რაიონებს (ქალაქების ჩათვლით) უნდა შეედგინა გაეროს მფარველობის ქვეშ მყოფი ნეიტრალური ზონა.

ებრაული სააგენტო, რომელიც ისრაელის მიწის/პალესტინის ებრაელთა მთავრობად ფუნქციონერებდა, დასთანხმდა ქვეყნის გაყოფის გეგმას, ადგილობრივმა არაბებმა კი გადაწყვიტეს არ დამორჩილებდნენ გაეროს რეზოლუციას და არ დაეშვათ ებრაული სახელმწიფოს შექმნა. ადგილბრივ არაბთა უკმაყოფილება მალე მათი შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ ებრაულ დასახლებებზე თავდასხმებში გადაიზარდა; დაიწყო 1947-1949 წლების ებრაულ-არაბული ომი.


მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია

1948 — ისრაელის სახელმწიფოს გამოცხადება;
1948-49 — ომი დამოუკიდებლობისათვის, დასავლეთ იერუსალიმის შეერთება;
1948-52 — ხაიმ ვაიცმანი, ისრაელის პირველი პრეზიდენტი;
1949-53 — დავიდ ბენ-გურიონი, ისრაელის პირველი პრემიერი;
1949 — ისრაელის მიღება გაეროში;
1956 — სინაის კამპანია და ლიბანის კრიზისი;
1967 — ექვსდღიანი ომი, აღმოსავლეთ იერუსალიმისა და სხვა ტერიტორიების ოკუპაცია;
1968-71 - ახალი ებრაულ-არაბული კონფლიქტი;
1973 — ომი სირია-ეგვიპტესთან;
1978 — კემპ-დევიდის შეთანხმება, ეგვიპტესთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა;
1982 — ოპერაცია „შლომ- ა-გალილ“, პალესტინელთა სამხედრო ბაზების განადგურება ლიბანის სამხრეთში;
1994 — პალესტინელ არაბთა ავტონომიის შექმნა ღაზასა და იერიქონში.


სახელმწიფო

სახელმწიფო სიმბოლოები: ისრაელის დროშა — წარმოადგენს თეთრ ტილოს, რომელსაც ზედა და ქვედა მხარეს ორი ლურჯი ზოლი გასდევს. დროშის ცენტრში გამოსახულია დავითის ექვსქიმიანი ვარსკვლავი. ისრაელის გერბი — წარმოადგენს „ფრანგული“ ფორმის ფარს, რომლის ცენტრში გამოსახულია მენორა - შვიდსანთლიანი შანდალი.
სახელმწიფო სისტემა - დემოკრატიული რესპუბლიკა.
სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი შიმონ პერესი (2007).
მთავრობის მეთაური - პრემიერ–მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ (2009).
საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (ქნესეთი, 120 წევრი).





wikipedia.org

Комментариев нет:

Отправить комментарий