ღმერთი

ღმერთი

четверг, 2 ноября 2017 г.

წყრთა.

უძველესი ქართული სიგრძის საზომი. პირველად მოიხსენიება დაბადების ქართულ თარგმანში. შინაარსობრივად წყრთა გამოხატავდა მანძილს იდაყვიდან შუა თითის წვერამდე. რაჭა-ლეჩხუმში წყრთა//მცხლა, როგორც საზომი ეთნოგრაფიულ ყოფაში დღემდე დასტურდება. 

სულხან-საბას განმარტებით, წყრთა ნახევარადლი იყო, ე.ი. საშუალოდ 50,6 სმ. ამ ზომის წყრთა XVI ს-დან არის სავარაუდო. განსხვავება უძველეს და შედარებით გვიანდელი ხანის (XVI ს.) წყრთებს შორის მხოლოდ 14 მმ-ა. ქართულ საზომთა სისტემაში მტკაველს სიდიდით მოსდევდა წყრთა, წყრთას კი ადლი. 
საქართველოში ადრეულ ხანაში ნაგებობათა მშენებლობის დროს (ბაგინეთი, უფლისციხე, გორისციხე) მშენებლები იყენებდნენ განზომილების განსაზღვრულ ერთეულს, რომელიც უტოლდება 52 სმ-ს. ირ. ციციშვილმა გამოარკვია, რომ ეს ერთეული არის წყრთა. 

ლიტ.: გ. ჯაფარიძე, ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1973.

..

ადლი


სიგრძის საზომი ერთეული. წერილობითი წყაროების მიხედვით ადლი თავდაპირველად დასავლეთ საქართველოში (1513 წ. გელათის შეწირულობის წიგნი) იხსენიება, XVII ს-დან კი აღმოსავლეთ საქართველოს წერილობით ძეგლებშიც არის დადასტურებული. ადლის წარმომავლობის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში სხვადასხვა აზრი არსებობს. იოანე ბაგრატიონი ადლს აზიელებისგან შეთვისებულ საზომად მიიჩნევდა, არაბულ ტერმინად თვლიდნენ ივ. ჯავახიშვილი და დ. ჩუბინაშვილი. რაც შეეხება ადლის სიდიდეს, სულხან-საბა ორბელიანი ადლის ორ წყრთას უტოლებდა. გიულდენშტედტის ცნობით, ადლი 3 ინგლისურ ფუტსა და 4 დიუმს, ანუ 101,6 სმ-ს შეადგენდა. მეტრულ სისტემაში ადლის ზომა სა- შუალოდ 101,5 სმ-ით არის განსაზღვრული. ადლის საშუალებით ძირითადად იზომებოდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, ვენახები. XVIII ს-დან ვრცელდება ადლის დაყოფა მტკაველებად, გოჯეულებად, ციდებად, ჩარექებად. კახეთში ადლი 4 მტკაველს უდრიდა. 


www.nplg.gov.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий