ღმერთი

ღმერთი

понедельник, 6 ноября 2017 г.

„ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია“

სარწმუნოების სიმბოლოში ჩვენ ვაღიარებთ, რომ გვწამს „ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია“. განვმარტოთ ეს წინადადება მთლიანად. ერთი ნიშნავს ერთ, ანუ ერთიან ეკლესიას, ანუ იმას, რომ ჭეშმარიტი ეკლესია არის ერთადერთი მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის წიაღშიც შეურყვნელადაა დაცული ქრისტეს მაცხონებელი სჯული. როდესაც ჩვენ ვამბობთ წმიდა ეკლესია, ვგულისხმობთ ეკლესიის უცდომელობას, ანუ სიწმიდეს ვიდრე მეორედ მოსვლამდე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. რაც შეეხება  სამოციქულოს, ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ იგი ნიშნავს მოციქულთა მიერ დაარსებულს, ხოლო კათოლიკე – საყოველთაოს.

წმიდეს ვიდრე მეორედ მოსვლამდე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. რაც შეეხება

ისმის კითხვა: თუ ეკლესია ერთიანია, მაშინ როგორღა აიხსნება ავტოკეფალური ეკლესიების არსებობა? ეს შემდეგნაირად აიხსნება: ეკლესია არის ერთიანი სარწმუნოებრივი, ანუ დოგმატური თვალსაზრისით, ვინაიდან მასში ერთიდაიგივე მოძღვრება არსებობს, შეიწირება ერთიდაიგივე „-უსისხლო მსხვერპლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, „ერთ არს ნათლისღებაჲ“ და ა.შ., მაგრამ ადგილობრივ საქმეთა უკეთ გადასაწყვეტად და მრევლის კეთილად დამწყსვისათვის ადგილობრივ ეკლესიებს ენიჭებათ ავტოკეფალია. ავტოკეფალია ბერძნული სიტყვაა (̠υοκλι) და მისი ზუსტი შესატყვისია „თვითმწყემსობა“, ე.ი. თვითმწყემსობა, და არა დამოუკიდებლობა.
ავტოკეფალურ ეკლესიებს ასევე არ შეიძლება ვუწოდოთ ეროვნული ეკლესიები, ვინაიდან ეკლესიებს ავტოკეფალია ენიჭებათ არა ეროვნული, არამედ ტერიტორიული ნიშნით. მაგ.: საქართველოს, რუსეთის, საბერძნეთის ეკლესიები და არა ქართველთა, რუსთა, ბერძნეთა და ა.შ.

როგორც აღვნიშნეთ, ადგილობრივი ეკლესიები არიან არა დამოუკიდებლები, არამედ მათ აქვთ თვითმწყემსობის უფლება. ეს უფლება შეგვიძლია გავიგოთ ორნაირად: ერთი, როგორც საკუთარი თავის დამწყემსვის, ანუ მართვის უფლება და მეორე, როგორც მწყემსის ანუ წინამძღვრის არჩევის უფლება. დამოუკიდებლობა კი ისე აღიქმება, თითქოს ეკლესიებს ცოცხალი და ევქარისტიული კავშირი არ ჰქონდეთ ერთმანეთთან და ისინი ცალ-ცალკე იყვნენ, რაც არასწორია. ამგვარად, ეკლესია ერთიანია სარწმუნოებრივი თვალსაზრისით, მაგრამ ადგილობრივ ეკლესიებს აქვთ თვითმწყემსობის (ე.ი. ავტოკეფალიის) უფლება.

მსოფლიოში ამჟამად არსებობს 15 ავტოკეფალური ეკლესია.


ავტოკეფალური ეკლესიები და მათი მეთაურები


 1. კონსტანტინეპოლის ეკლესია

ეკლესიათა დიპტიქში პირველ ადგილზე არის კონსტანტინოპოლის ეკლესია. იგი დაარსებულია მოციქულების – ანდრია პირველწოდებულის, პავლესა და იოანე ღმრთისმეტყველის მიერ. კონსტანტინოპოლის ეკლესია იყო ბიზანტიის იმპერიის – მაშინდელი მსოფლიოს უძლიერესი მართლმადიდებლური სახელმწიფოს ეკლესია. სწორედ ამან განაპირობა მისი პირველი ადგილი ეკლესიათა შორის. მოგვიანებით კონსტანტინოპოლის ეკლესია იღებს მსოფლიო საპატრიარქოს სახელს, თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამით იგი კანონიკურად მოექცა მართლმადიდებელ ეკლესიათა სათავეში. უბრალოდ, ეს ტიტული გამომდინარეობს კონსტანტინოპოლის ეკლესიის ფუნქციებიდან და მისი მასშტაბიდან. ასევე საყურადღებოა ერთი გარემოებაც: კონსტანტინოპოლის ეკლესიას ხშირად უწოდებენ ეკუმენიკურ საპატრიარქოს, რაც მსოფლიო საპატრიარქოს ბერძნული შესატყვისია (οικουμ̠νίκος – მსოფლიო). აუცილებლად უნდა განვასხვავოთ ეკუმენიკური ეკუმენურისაგან. როგორც აღვნიშნეთ, ეკუმენიკური ნიშნავს მსოფლიოს და კავშირიში არ არის ეკუმენურ მოძრაობასთან.

მსოფლიო საპატრიარქოს ცენტრი არის სტამბოლი (კონსტანტინოპოლი), მისი იურისდიქცია კი ვრცელდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მრევლის ოდენობა დაახლოებით 2,5 მლნ-ია, აქედან 20 ათასამდე თავად თურქეთის რესპუბლიკიდან. მსოფლიო საპატრიარქოს ასევე კანონიკურად ექვემდებარება კუნძული კრეტა (საბერძნეთის რესპუბლიკა). მსოფლიო საპატრიარქოს ექვემდებარება ფინეთის ავტონომიური ეკლესია. კონსტანტინეპოლის ეკლესიაში მოქმედებს ახალი, ე.წ. შესწორებული იულიუსის კალენდარი.

1991 წლის 22 ოქტომბერიდან კონსტანტინეპოლის ეკლესიას მწყემსმთავრობსბართლომეოსი  ყოვლადუწმიდესი ბართლომე.


2. ალექსანდრიის ეკლესია

ეკლესია აფრიკის ერთ-ერთი უძველესი ქალაქისა. იგი დაარსებულია მოციქულ მარკოზის მიერ. ამიტომაცაა, რომ ალექსანდრიის საეკლესიო გერბზე გამოსახულია ლომი, სიმბოლო მარკოზის სახარებისა. ალესანდრიის ეკლესია ბერძნულენოვანია, თუმცა, ცხადია, ჰყავს არაბერძენი სამღვდელოებაც და მრევლიც მთელი აფრიკის მასშტაბით. სულ ალექსანდრიის ეკლესიის მრევლი დაახლოებით 500 ათასამდეა, აქედან ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაზე მოდის დაახლოებით 40 ათასი ადამიანი. წმ. სინოდში შედის 22 მღვდელმთავარი.მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის კანონებით ალექსანდრიის ეკლესიის მეთაურს პირდაპირ ენიჭება ეგვიპტის მოქალაქეობა, რაც უადვილებს მას საქმიანობას. ალექსანდრიის ეკლესიაში მოქმედებს ახალი, ე.წ. შესწორებული იულიუსის კალენდარი.

2004 წლის 9 ოქტომბერიდან ალექსანდრიის ეკლესიას მწყემსმთავრობს   უნეტარესი თეოდორე II, პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა.



3. ანტიოქიის ეკლესია

ანტიოქიის ეკლესია დაარსებულია მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს მიერ. ანტიოქიის ეკლესიის ცენტრი ისტორიულად იყო ქ. ანტიოქია (ამჟამად – ანთაქია, თურქეთის რესპუბლიკა). ოსმალთა მიერ ანტიოქიის დაპყრობის შემდეგ ეკლესიის ცენტრი გადატანილ იქნა დამასკოში და დღემდე იქაა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საქართველოს ეკლესია V საუკუნემდე, ე.ი. ავტოკეფალიის მიღებამდე ექვემდებარებოდა ანტიოქიის ეკლესიას. ამ ეკლესიის მეთაური დღემდე ინარჩუნებს ივერიის მღვდელმთავრის ტიტულს. ეკლესიის იურისდიქცია გარდა სირიის რესპუბლიკისა ვრცელდება ლიბანზე, ერაყზე, ქუვეითზე, ახლო აღმოსავლეთის, ევროპის, ამერიკისა და ავსტრალიის არაერთ ქვეყანაზე. მრევლის რაოდენობა დაახლოებით 2 მლნ-ია. ანტიოქიის ეკლესიაში მოქმედებს ახალი, ე.წ. შესწორებული იულიუსის კალენდარი.

2012 წლის 17 დეკემბერიდან ანტიოქიის ეკლესიას მწყემსმთავრობს – უნეტარესი იოანე X, პატრიარქი ღმრთის ქალაქისა დიდისა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთისა.



4. იერუსალიმის ეკლესია

იერუსალიმის ეკლესია დაარსებულია მოციქულ იაკობის (უფლის ხორციელ ძმად წოდებული) მიერ (მართალ იოსებ დამწინდველის ვაჟი პირველი ქორწინებიდან). იერუსალიმის ეკლესია ძირითადად ბერძნულენოვანია, თუმცა ჰყავს ებრაელი და არაბი ეროვნების მრევლი. იერუსალიმის ეკლესიას ექვემდებარება მრავალი წმიდა ადგილი და ტაძარი, რომელიც უკავშირდება როგორც ახალი, ისე ძველი აღთქმის წმიდანებს. ახალი სტილით 5 ნოემბერს იერუსალიმის პირველი მღვდელმთავრის იაკობ მოციქულის ხსენების დღეს, იერუსალიმში აღევლინება იაკობ მოციქულის წირვა, წირვა, რომელიც არსებობდა ქრისტეს ეკლესიაში I-III სს. და რომლის საფუძველზე შეიქმნა დღეს არსებული – იოანე ოქროპირისა, ბასილი დიდისა და გრიგოლი დიოლოღოსისა, ე.წ. პირველშეწირულის ლიტურგიის განწესებანი. იერუსალიმის საპატრიარქოს იურისდიქცია ვრცელდება პალესტინის ტერიტორიაზე და ითვლის 100 ათასზე მეტ მრევლს. იერუსალიმის ეკლესიას ექვემდებარება სინაის მთის ავტონომიური ეკლესია. იერუსალიმის ეკლესიაში მოქმედებს ძველი, ე.წ.  იულიანური კალენდარი.
2005 წლის 22 აგვისტოდან იერუსალიმის ეკლესიას მწყემსმთავრობს – უნეტარესი თეოფილე III, პატრიარქი წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა.



5. რუსეთის ეკლესია

რუსეთის ეკლესია. იგი დაარსებულია წმ. მოციქულის ანდრია პირველწოდებულის მიერ. რუსეთში ქრისტიანობა გავრცელდა და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა მოციქულთა სწორის, კიევის დიდი მთავრის წმ. ვლადიმერის დროს X ს.-ში. თავდაპირველად რუსეთის ეკლესიას მეთაურობდა კიევის მღვდელმთავარი, შემდგომ კი მოსკოვის მიტროპოლიტი. ისინი კანონიკურად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ექვემდებარებოდნენ. 1589 წელს რუსეთის ეკლესიას მიენიჭა ავტოკეფალია და აქედან გამომდინარე მოსკოვის მიტროპოლიტმა მიიღო პატრიარქის ტიტული.

1721 წ. უწმიდესი ადრიანეს გარდაცვალების შემდეგ საეკლესიო სამართლის უხეში დარღვევით, იმპერატორ პეტრე I ბრძანებით რუსეთის ეკლესიაში გაუქმდა პატრიარქის თანამდებობა და რუსეთის ეკლესია დაექვემდებარა იმპერატორს ობერპროკურორის სახით. ეკლესიის უმაღლეს ორგანოდ გამოცხადდა უწმიდესი და უმმართებელესი სინოდი, რომელსაც წირვა-ლოცვის დროს პატრიარქის ნაცვლად მოიხსენიებდნენ. რუსეთში პატრიარქობა აღდგა 1917 წელს იმპერიის დაშლის შემდეგ. ამავე წლის 4 დეკემბერს (ახ. სტ.) ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე შესრულდა მოსკოვისა და კოლომენის მიტროპოლიტ ტიხონის აღსაყდრება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქო ტახტზე. 1925 წლიდან (მას შემდეგ, რაც დახვრიტეს პატრიარქი ტიხონი) 1943 წლამდე რუსეთის საპატრიარქო ტახტი დაქვრივებული იყო.

რუსეთის ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება რუსეთის ფედერაციაზე, უკრაინასა და ბელორუსიის რესპუბლიკაზე, ასევე დსთ-ის ყველა სახელმწიფოზე, გარდა საქართველოსა, სომხეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ზაქათალის, ბელაქანისა და კახის რაიონებისა (ჰერეთი-საინგილო), ბალტიისპირეთის რესპუბლიკებზე. რუსეთის ეკლესიას ექვემდებარება იაპონიისა ავტონომიური ეკლესია. სულ მრევლის რაოდენობა დაახლოებით 100 მლნ-ია. აუცილებელია აღინიშნოს, რომ არსებობს ე.წ. რუსეთის ემიგრანტული ეკლესია, რომელთანაც მოსკოვის საპატრიარქოს 2007 წლამდე გაწყვეტილი ქონდა ევქარისტიული კავშირი. 2007 წლის 17 მაისს აღადგა ლოცვით-ევქარისტიული კავშირი. რუსეთის ეკლესიაში მოქმედებს ძველი, ე.წ.  იულიანური კალენდარი.

2009 წლის 1 თებერვალიდან რუსეთის ეკლესიას მწყემსმთავრობს – უწმიდესი კირილე, პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა.



6. საქართველოს ეკლესია

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია — ერთ-ერთი უძველესი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც შეიქმნა ქართლში (იბერიაში) ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიღებისთანავე (დაახლოებით 330-იანი წლები) მცხეთის საეპისკოპოსოს სახით. რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა (306—337) ქართლის მეფის მირიანის თხოვნით აქ მოავლინა ეპისკოპოსი იოანე, ორი მღვდელი და სამი დიაკვანი, რომლებმაც აკურთხეს მცხეთაში აშენებული ეკლესია და ხალხისათვის შეასრულეს ნათლისღების საიდუმლო. მცხეთის ეპისკოპოსი V საუკუნემდე „მთავარეპისკოპოსის“ („მთავარი“), „ეპისკოპოსის“ ტიტულს ატარებდა, იერარქიულად საბერთნეთის ეკლესიას ექვემდებარებოდა. მცხეთის საეპისკოპოსოს მრევლი მცირერიცხოვანი იყო, რადგან კარგახნის მანძილზე მოსახლეობაში ჯერ კიდევ ვერ აღმოიფხვრა ძველი რელიგიები – წარმართობა (კერპთაყვანისმცემლობა) და ირანიდან შემოსული ცეცხლთაყვანისმცემლობა. საქმეს ართულებდა პოლიტიკური მომენტიც: ცეცხლთაყვანისმცემლობის მიმდევარი, დამპყრობელი ირანი ბიზანტიის გავლენის მოსასპობად ამიერკავკასიაში ირანულ რელიგიებს და ირანული ელფერის ქრისტიანულ ერესებს მფარველობდა. ასეთ ერესებს ქართლის ეპისკოპოსთა რიგებშიც კი გამოჩენია მომხრეები; IV-V საუკუნეებში ქართლში 12-13 მღვდელთმთავართაგან 4-5 ყოფილა „შემშლელი წესთა“, მათ შორის ცნობილია ეპისკოპოსიმობიდანი, რომელიც ირანიზირებული ქრისტიანობის ფარული მიმდევარი იყო. ქართლის ცენტრალური ხელისუფლება ენერგიულად ებრძოდა როგორც ცეცხლთაყვანისმცემლობას, ისე ერესებს, უზრუნველყოფდა ქართლის აღმსარებლობით ერთიანობას ქვეყნის შიგნით და ერთობას ბიზანტიის საიმპერიო ეკლესიასთან, ნიკეა-კონსტანტინოპოლის და ქალკედონის მსოფლიო კრებების (325, 381, 451) დოგმატთადმი ერთგულებას. ამ მხრივ ცნობილია ეპისკოპოს მიქაელის დიდი ღვაწლიც.
ისტორიული წყაროები გვაუწყებს რომ ანდრია პირველწოდებული რომელიც საქართველოში ქრისტიანობის პირველ მქადაგებლად მოიხსენიება, თავისი მისიონერული მოგზაურობებისას სამჯერ იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც ლეონტი მროველი „ქართლის ცხოვრების“ I ტომ­ში გვამცნობს,
„ხოლო კვალად განამტკიცნა წმიდამან ან­დრია მეგრელნი და აფხაზნი და წარვიდა სკვითად“

საეკლესიო გადმოცემით, ანდრია მოციქულმა ღვთისმშობლის ”აწყურის” ხელთუქმნელი ხატი საქართველოში ჩამოაბრძანა. თავდაპირველად, წმინდა ანდრია ტრაპიზონში შემოვიდა, შემდეგ გადავიდა „ქვეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარაეწოდების“. ანდრია მოციქულმა ქართლში მღვდელნი და დიაკონნი დაადგინა, ხოლო პირველი ეკლესია ღვთისმშობლის სახელზე ააგო.

IV საუკუნის დამდეგს, 317 წელს, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინო კაპადოკიელის ძალისხმევით ქრისტიანობა გამოცხადდა იბერიის სამეფოს (აღმოსავლეთ საქართველო) სახელმწიფო რელიგიად. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალურია (დამოუკიდებელია) 484 წლიდან, მანამდე შედიოდა ანტიოქიის პატრიარქის დაქვემდებარებაში. სხვა მართლმადიდებლური ეკლესიებისაგან განსხვავებით, მას აქვს ზოგიერთი განსხვავება ლიტურგიულ წესებში.

V საუკუნის 60-70-იან წლებში მეფე ვახტანგ გორგასლის დროს და მისი თხოვნით, ბიზანტიის იმპერატორისა დაკონსტანტინეპოლის პატრიარქის შუამდგომლობით, ანტიოქიის საპატრიარქომ ქართლის ეკლესიას თვითმართველობა (ავტოკეფალია) მიანიჭა. , ხოლო მცხეთის ეპისკოპოსი აყვანილ იქნა კათალიკოსის პატივში.

კოლხეთის ტერიტორია ისტორიულ წარსულში დროის შესა­ბამისად სხვადასხვა საკათალიკოსო თუ საეპისკოპოსოს წარმოადგენდა. VII საუკუნის 30-იან წლებში ჰერაკლე კეისარმა ზღვის­პირა ტერიტორიები მიიტაცა.

„მაშინ კუალად წარიღეს ბერძენთა საზღვარი ქართლისა; სპერი და ბოლო კლარჯეთისა, ზღვისპირი.“

ქალკედონის კრებაზე მიღებული კანონების თანახმად, წართმეული ტერიტორიები კონსტან­ტინეოპოლის ეკლესიის იურისდიქციაში შევიდა. VI-VIII საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი 3 საეკ­ლესიო ოლქი (გუდაყვის (გუდავის), საისინის (ცაიშის) და როდოპოლი­სის (ვარდციხის)). IX საუკუნეში დასავლეთი საქართველოს ეკლესია კონსტანტინოპოლის ეკლესიას საბოლოოდ გამოეყო და აქაც საკათალიკოსო მმართველობა იქნა შემოღებული. XI საუკუნის დასაწყისში (1010) საქართველოს ერთიანი მონარქიის შექმნის პროცესში მცხეთის (ქართლის) კათოლიკოსი აყვანილ იქნა პატრიარქის ხარისხში. ამ დროიდან მოყოლებული საქართველოს ეკლესიის უმაღლესი იერარქი ატარებდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეში თავიდან იდგა არქიეპისკოპოსი, V საუკუნიდან – კათოლიკოსი, XI საუკუნიდან –კათოლიკოს-პატრიარქი, რომლის რეზიდენცია მცხეთაში იყო. დასავლეთ საქართველოს ჰყავდა თავისი კათოლიკოსი. მისი რეზიდენცია ბიჭვინთაში იყო, მაგრამ XV საუკუნემდე ემორჩილებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.

იერუსალიმელი პატრიარქი დოსითეოსი, რომელიც XVII საუკუნეში მოღვაწეობდა წერს:
„იბერიაში ორი ავტოკეფალური არქიეპისკოპოსია, რომელთაც ქართველე­ბი უწოდებენ კათალიკოსებს. ქვემო იბერიას, რომელსაც ძველად კოლხეთსა და ლაზიკას უწოდებდნენ აქვს ეპარქიები იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში აფხა­ზეთში, სვანეთსა და მესხეთის ნაწილში. ერეკლეს (610-641) შემდეგ ლევ ისავროსამდე (717-741) ქვემო იბერია უკვე იყო ავტოკეფალური სა­არქიეპისკოპოსო. ქვემო იბერიის კათალიკოსი პატივით უფრო მეტია ზემო იბერიის კათალიკოსზე, რადგანაც ლევ ისავროსის დროს, ის უკვე კათა­ლიკოსი იყო ქვემო იბერიისა.“

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დიდ ეკონომიკური ძალაუფლება ჰქონდა, იგი ფლობდა დიდ მიწებს და ბევრ ყმა-გლეხებს. მისი ქონება იზრდებოდა მეფეებისა და ფეოდალებისაგან შემოწირულობების ხარჯზე. ქართულმა ეკლესიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში: აშენდა ბევრი ეკლესია-მონასტერი როგორც საქართველოში (ალავერდი, ვარძია, გელათი, იყალთო, შატბერდი და სხვა), ასევე მის ფარგლებს გარეთ (პალესტინა, სირია, საბერძნეთი, ბულგარეთი), სადაც ფართო სამეცნიერო, ლიტერატურული და კულტურული მოღვაწეობა მიმდინარეობდა.

1811 წელს რუსეთის საიმპერატორო კარმა უკანონოდ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, მოსპო საპატრიარქო მმართველობა და საქართველოს ეკლესია საეგზარქოსოს უფლებით დაუქვემდებარა რუსეთის ეკლესიის სინოდს. 1917 წლის მარტში საქართველოს სამღვდელოებამ აღადგინა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და კვლავ შემოიღო საპატრიარქო მმართველობა.

ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ პირველ კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ცნობილი საეკლესიო მოღვაწე ეპისკოპოსი კირიონი. 1989 წელს V საუკუნიდან არსებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ოდითგანვე არსებული საპატრიარქო პატივი საქართველოს კათოლიკოსისა დაადასტურა მსოფლიო საპატრიარქომ.

საერთო წესის მიხედვით, ეკლესიებს დიპტიქში რიგითი ადგილი ენიჭებათ ავტოკეფალიის მიღების მიხედვით. იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენი ეკლესია ავტოკეფალურია V ს.-დან, ე.ი. რუსეთის ეკლესიაზე 11 საუკუნით ადრე, იგი მაინც მეექვსე ადგილზე დგას მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის. ჩვენი ეკლესიის ადგილი დიპტიქში ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა.

1977 წლის 23 დეკემრიდან საქართველოს ეკლესიას მწემსმთავრობს – უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა.



7. სერბეთის ეკლესია 

სერბეთის ეკლესია. იგი დაარსებულია მოციქულ ტიტეს მიერ. მსახურების ენა არის საეკლესიო სლავური. სერბეთის ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება სერბეთისა და ჩერნოგორიის ფედერალურ რესპუბლიკა იუგოსლავიაზე, ყოფილ იუგოსლავურ რესპუბლიკა მაკედონიაზე, ხორვატიისა და სლოვენიის რესპუბლიკებზე, ასევე მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოში მყოფ ეპარქიებზე. მრევლის რაოდენობა დაახლოებით 11 მლნ-ია. სერბეთის ეკლესიაში მოქმედებს ძველი, ე.წ.  იულიანური კალენდარი.

2010 წლის 22 იანვარიდან სერბეთის ეკლესიას მწყემსმთავრობს – უწმიდესი ირინეოსი, მთავარეპისკოპოსი პეჩისა, მიტროპოლიტი ბელგრადისა და კარლოვაცისა და პატრიარქი სრულიად სერბეთისა



8. რუმინეთის ეკლესია

რუმინეთის ეკლესია დაარსებულია წმ. მოციქულ ანდრია პირველწოდებულის მიერ პავლე მოციქულის მოწაფეებთან ერთად. რუმინეთის ეკლესია ისტორიულად ექვემდებარებოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს. რუმინეთის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების, წმიდა წერილისა და მსახურებათა წიგნების რუმინულ ენაზე თარგმნის და ბეჭდვის საქმეში დიდი წვლილი აქვს შეტანილი წარმოშობით ქართველს წმ. ანთიმოზ ივერიელს.

რუმინეთის ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება რუმინეთის და უნგრეთის რესპუბილკებზე, ასევე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაზე. მრევლის რაოდენობა დაახლოებით 17 მლნ-ია. რუმინეთის ეკლესიაში მოქმედებს ახალი ე.წ. შესწორებული  იულიანური კალენდარი.

2007 წლის 30 სექტემბერიდან რუმინეთის ეკლესიას მწყემსმთავრობს – უნეტარესი დანიელი, პატრიარქი სრულიად რუმინეთისა.


9. ბულგარეთის ეკლესია

ბულგარეთის ეკლესია დაარსებულია პავლე მოციქულის მოწაფის ეპისკოპოს ამპლიოსის მიერ. ბულგარეთის ეკლესიის უპირველესი წმიდანები არიან მოციქულთა სწორნი კირილე და მეთოდე, სლოვენთა განმანთლებლები. მათ სახელებთანაა დაკავშირებული სლავური ანბანის შექმნა და წმიდა წერილის სლავურ ენაზე თარგმნა.

ბულგარეთის ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება ბულგარეთის რესპუბლიკაზე. მას ეკუთვნის, აგრეთვე, არაერთი ეპარქია ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. მრევლის რაოდენობა 6 მლნ-მდეა. ბულგარეთის ეკლესიაში მოქმედებს ახალი, ე.წ. შესწორებული  იულიანური კალენდარი.

2013 წლის 24 თებერვალიდან ბულგარეთის ეკლესიას მწყემსმთავრობს – უწმიდესი ნეოფიტე, პატრიარქი სრულიად ბულგარეთისა.



10. კვიპროსის ეკლესია

კვიპროსის ეკლესია დაარსებულია მოციქულთა პავლეს, ბარნაბასა და მარკოზის მიერ.

კვიპროსის ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება კუნძულ კვიპროსზე. მრევლის რაოდენობა 500 ათასს აჭარბებს.

კვიპროსის ეკლესიაში მოქმედებს ახალი, ე.წ. შესწორებული  იულიანური კალენდარი.

2006 წლის 12 ნოემბერიდან კვიპროსის ეკლესიას მწყემსმთავრობს – უნეტარესი ქრიზოსტომოს II, მთავარეპისკოპოსი ახლისა იუსტინიანესი და სრულიად კვიპროსისა.



11. ელადის ეკლესია

ელადის, ანუ საბერძნეთის ეკლესია. იგი დაარსებულია მოციქულ პავლეს მიერ. მსოფლიო საპატრიარქომ ელადის ეკლესიას ავტოკეფალია საბერძნეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ (XIX ს.) მიანიჭა. ელადის ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება საბერძნეთის რესპუბლიკაზე კ. კრეტის გამოკლებით. მსოფლიოს ბერძნული ეკლესიები ძირითადად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ექვემდებარებიან. მრევლის რაოდენობა 10 მლნ-მდეა.

ელადის ეკლესიაში მოქმედებს ახალი, ე.წ. შესწორებული  იულიანური კალენდარი.

ირინეოს II 2008 წლის 16 თებერვალიდან ელადის ეკლესიას მწყემსმთავრობს – უნეტარესი იერონიმე II,




ზემოთ განხილული ეკლესიები მიეკუთვნებიან ისტორიულ და ტრადიციულ ეკლესიებს. თუმცა, მათ გარდა არსებობენ ისეთი ავტოკეფალური ეკლესიებიც, რომლებიც ან ახლადჩამოყალიბებული არიან, ან საუკუნეების მანძილზე შედიოდნენ სხვა ეკლესიების იურისდიქციაში და შემდგომ მიენიჭათ ავტოკეფალია ან ავტონომია. ასეთი ეკლესიების სულიერი შვილები, როგორც წესი, ქვეყნის მოსახლეობის უმცირესობაში არიან.



12. ალბანეთის ეკლესია

პირველი ასეთი ეკლესია არის ალბანეთის ეკლესია, რომელიც რიგით მეთორმეტეა მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიქში. ალბანეთის რესპუბლიკის მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია, რომლებიც ავიწროვებენ ქრისტიან მოსახლეობას. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ ალბანეთში ცოტა ხნის წინ არსებობდა სოციალისტური რეჟიმი, რაც კიდევ ერთი უარყოფითი მომენტი იყო მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. წლების მანძილზე ალბანეთის ეკლესიის სამეთაურო ტახტი დაქვრივებული იყო. ალბანეთის ეკლესიის მრევლის რაოდენობა რამდენიმე ასეულ ათასს შეადგენს.

ალბანეთის ეკლესიაში მოქმედებს ახალი, ე.წ. შესწორებული  იულიანური კალენდარი.


1992 წლის 24 ივნისიდან ალბანეთის ეკლესიას მწყემსმთავრობს – უნეტარესი ანასტასი, მიტროპოლიტი ტირანისა და მთავარეპისკოპოსი სრულიად ალბანეთისა.



13. პოლონეთის ეკლესია

პოლონეთის ეკლესია წარმოადგენდა რუსეთის ეკლესიის ნაწილს XX ს. 40-იან წლებამდე. მრევლის რაოდენობის გაზრდის გამო მოსკოვის საპატრიარქომ მას მიანიჭა ავტოკეფალია. პოლონეთის ეკლესიაში განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ ოსვენციმის ტყვეთა ბანაკში მოწამეობრივად აღსრულებულ ჩვენს თანამემამულეს, წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძეს.

პოლონეთის ეკლესიის მრევლის რაოდენობა 10 მლნ-მდეა. იურისდიქცია ვრცელდება როგორც პოლონეთის რესპუბლიკაზე, ასევე პორტუგალიასა და ბრაზილიის ფედერალურ რესპუბლიკაზე.

პოლონეთის ეკლესიაში მოქმედებს ახალი, ე.წ. შესწორებული  იულიანური კალენდარი.

1998 წლის 31 მაისიდან პოლონეთის ეკლესიას მწყემსმთავრობს – უნეტარესი საბა, მიტროპოლიტი ვარშავისა და სრულიად პოლონეთის.



14. ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის ეკლესია

ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესია დაარსებულია სლოვენთა განმანათლებლების, მოციქულთასწორი ძმების კირილესა და მეთოდეს მიერ. თავდაპირველად ეკლესიას ჩეხოსლოვაკიის ეკლესია ერქვა, მაგრამ ამ სახელმწიფოს ორად გაყოფის შემდეგ ეწოდება ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესია. ავტოკეფალია მოიპოვა 1951 წელს. ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება ამ ორ რესპუბლიკაზე. მრევლის რაოდენობა 300 ათასამდეა. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა ევროპის სახელმწიფოთა შორის გამოირჩევა მორწმუნეთა სიმცირით ნებისმიერი კონფესიის მიხედვით.

ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიაში მოქმედებს ახალი, ე.წ. შესწორებული  იულიანური კალენდარი.

როტისლავი2014 წლის 9 თებერვალიდან ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიას მწყემსმთავრობს – უნეტარესი როსტისლავი, მიტროპოლიტი პრაღისა და სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკიისა.



15. ამერიკისა და კანადის ეკლესი

ამერიკისა და კანადის ეკლესიას 1975 წლის 10 აპრილს ავტოკეფალია მიანიჭა რუსეთის ეკლესიამ, არ სცნობს კონსტანტინეპოლის პატრიარქი. დაარსებულია მღვდელმონაზონ იუბენალის, ბერ გერმანე ალიასკელისა და მიტროპოლიტ ინოკენტი ვენიამინოვის მიერ. მსახურებანი ძირითადად ინგლისურ ენაზე აღესრულება. ამრიკის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საქმეში დიდი წვლილი შეიტანა, პროტოპრესვიტერმა ალექსანდრე შმემანმა. ასევე უნდა აღინიშნოს ამერიკის მოციქულად შეარცხილ, იოსებ ისიხასტის მოწაფის ეფრემ ფილოთეველის (არიზონელის) მოციქულერბივი ღვაწლი, რომლის მოღვაწეობითაც ამერიკაში 19 უზარმაზარი მონასტერი დაარსდა.
ამერიკის ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაზე, ასევე ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის არაერთ ქვეყანაზე. მრევლის რაოდენობა მილიონს აჭარბებს.

ამერიკის ეკლესიაში მოქმედებს ახალი, ე.წ. შესწორებული  იულიანური კალენდარი.

2013 წლის 27 იანვარიდან ამერიკის ეკლესიას მწყემსმთავრობს-მაღლადყოვლადუსამღვდელოესი ტიხონი, მთავარეპისკოპოსი ვაშინგტონისა, მიტროპოლიტი სრულიად ამერიკისა და კანადისა.



patriarchate.ge






Комментариев нет:

Отправить комментарий