ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 13 октября 2013 г.

დიდი მოურავი, სიტყვა მარტყოფის ველზე.

(ანდრეას გრიფიუსი „ქეთევან ქართველი“)



თქვენ, ვინც აქ ჩემგან იავარქმნილ ქვეყანას ხედავთ,
გული გელევათ, შიშით იგლოვთ დაღუპულ მხედართ,
…გწამდეთ, ეგ თქვენი ტანჯვა გულში მესობა ისრად;
უღელი, თქვენ რომ ეზიდებით, მეც მაწევს კისრად.
შოლტით რომ გცემენ, მეც მეხვევა სიმწრის ღვედებად,
და რაც თქვენს გულებს სერავს, მეც ის ცეცხლად მედება.
მტრად მიმიჩნიეთ! გაქვთ უფლება მიწოდოთ მტერი!
მე ვანთებ იმ ცეცხლს, რითაც უნდა იწვოდეს ერი!
მე ხომ ტირანი პატივსა მცემს, სპარსულად ვიცვამ,
მაგრამ გულით კვლავ ქართველი ვარ, ქრისტესა ვფიცავ!
მე აქ ვშობილვარ, აქ დაირწა ჩემი აკვანი,
ამ მიწაზეა ახლაც ჩემი ტანჯვის საკანი,
მასვე ჩაბარდეს, თქვენდა შვებად და გასახარად,
მონის კი არა, თავისუფალ კაცის ჭაღარა!
…თავისუფლება ან სიკვდილი! ვიხსნათ ძლეული!
რას ქვიან შიში? ის საათი იყოს წყეული,
როცა მტარვალმა ბრძანა, შევკრა ქალი და ბავშვი,
მთლად საქართველო გავირეკო შავ ისპაჰანში!
…ნუღარ გაქვთ შიში ამ ფარ-ხმალში ჩამჯდართა რიცხვის!
უზენაესმა, ვინც მოკვდავთა თავზე თმას ითვლის,
თქვენს სუსტ მოურავს დასცეს მეხი წყრომის და რისხვის,
თუ თავის მამულს და თქვენ, ძმებო, მოგექცეთ ასე,
თუ თქვენთვის ცეცხლი არ დაინთოს ჭაღარა თავზე!




Комментариев нет:

Отправить комментарий