ღმერთი

ღმერთი

понедельник, 14 октября 2013 г.

წმიდანები დავით და კონსტანტინე მხეიძეები (+740)

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ახალი სტილით 15 ოქტომბერს წმიდა მოწამეების, დავით და კონსტანტინე მხეიძეების ხსენების დღეს აღნიშნავს, ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება.

\ეს დღე განსაკუთრებით აღინიშნება მოწამეთას წმ. დავით და კონსტანტინეს სახელობის მამათა მონასტერში, სადაც წმიდანთა წმინდა ნაწილები განისვენებს.

არგვეთის მთავარნი დავით და კონსტანტინე 740 წელს არაბების შემოსევისას მურმან ყრუს ბრძანებით აწამეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, ქედზე ლოდები გამოაბეს და მდინარეში გადააგდეს. ღამით წმიდანთა სხეულებს ნათელი დაადგათ და წყლის ზედაპირზე ამოტივტივდნენ. მოწამეთა ცხედრები წყალწითელას ხეობაში კლდის აკლდამაში გადაასვენეს. შემოგარენს კი მოწამეთა ეწოდა.

საბჭოთა პერიოდში, 1923 წელს, ახალგაზრდა კომუნისტებმა დაარბიეს, გაძარცვეს მონასტერი, წმიდანთა წმინდა ნაწილებს კი ქუთაისში ქუჩა-ქუჩა დაათრევდნენ. მათ სურდათ წმინდანთა ნაწილები რიონში ჩაეყარათ, თუმცა აპრილის მზიან დღეს მოულოდნელად წვიმა და სეტყვა წამოვიდა და ქარიშხალი მძვინვარებდა. პროცესიამ რიონამდე მისვლა ვეღარ მოახერხა. ამით ისარგებლა საზოგადო მოღვაწემ, ქუთაისის საისტორიო საზოგადოებისა და მუზეუმის დამაარსებელმა, პირველმა დირექტორმა, პუბლიცისტმა ტრიფონ ჯაფარიძემ (მისი მამა-პაპანი სამღვდელონი იყვნენ) და სასწრაფოდ წმინდანთა წმინდა ნაწილების მუზეუმში გადაბრძანება ითხოვა.

1954 წლამდე დავითისა და კონსტანტინეს წმიდა ნაწილები ქუთაისის მუზეუმში იყო დაცული. მაგრამ მორწმუნე ერი მაინც ახერხებდა სანთლით ხელში მიახლებოდა მათ წმიდა ნაწილებს და ელოცა მათ წინაშე. 1954 წელს მოწამეთას ეკლესია მოქმედი გახდა და დავითისა და კონსტანტინეს წმინდა ნეშტები კვლავ პირვანდელ წმინდა სამყოფელს დაუბრუნდა.


ტროპარი: მოწამეთა შენთა, უფალო, დავით კონსტანტინეს თანა ღუაწლთა შინა თჳსსა გჳრგჳნი მოიგეს უხრწნელებისა, შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენმიერი ძალი და მძლავრი დაამჴუეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი: ვარდნო შუენიერნო ზეცისა მტილისანო, რომელნი ფშჳთ სულნნელებასა ყოველთა კიდეთა, და კურნებასა აღმოუდინებთ სურვილით მედღესასწაულეთა თქუენთა, დავით უძლეველობითა გჳრგჳნოსანო, და კონსტანტინე ჭურო სიმჴნისაო, მაქებელთა თქუენთა სამმღელვარენი განსაცდელნი გარე-წარხადენით, და ოხითა თქუენითა მომადლეთ მშჳდობაჲ სულთა ჩუენთა.


http://www.ambioni.ge/wmidanebi-davit-da-konstantine-mxeizeebi

1 комментарий: