ღმერთი

ღმერთი

четверг, 10 октября 2013 г.

მადლი.(I)

სადაც მეტი მადლია, საჩუქარიც მეტი იქნება.


ლოცვა არის გაშლილი ხელი ღვთის მადლის მისაღებად.

დიდია ცოდვის ძალა, მაგრამ ასმაგად მეტია ღვთის მადლი.

ხილულ მწუხარებაში ყოველთვის უხილავი მადლი იმალება.

მადლის ნაკადი მდინარის დინებასავით ვაკეზე გროვდება.

მადლი - ესაა ღმერთი, შეგრძნებადი და ხილული, გულში და გულით.

უფალი უხვად გვანიჭებს მადლს, მაგრამ ამაოდ არ ფანტავს მას.

მდუმარების გარეშე მადლი არ ჩერდება. მადლის გარეშე კი ადამიანი არარაა

მადლი არ განაქარვებს სიძნელეებს, არამედ - გვეხმარება მათ გადალახვაში.

ღვთის მადლი მხოლოდ მათ აცხოვნებს, ვისაც სურს და არა - მათ, ვისაც ეს არ სურს.

ქრისტიანისთვის ყოველი დრო დღესასწაულია - მისთვის მონიჭებული მადლის გამო.

როგორც ცეცხლი ითხოვს შეშას, ასევე მადლიც - ჩვენს გულმოდგინებას, რათა აგიზგიზდეს.

მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისათვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს.

ღვთის მადლი თავისთავად მაცხოვნებელია, მაგრამ ის არ გვაცხოვნებს ჩვენი მცდელობის გარეშე.

მიწიერი მადლიც კი არ მოიპოვება შრომის გარეშე; მაშ, რატომ გავურბივართ ზეციურ მადლს შრომის მიზეზით?

თუმცა სულიწმიდა ერთია, მისი ძღვენი თანაბარი არაა, ვინაიდან სულიწმიდის მიმღებნი თანაბარნი არ არიან.

მადლს, თუკი სურს, შეუძლია მოძღვრები - წინასწარმეტყველთა, მეთევზეები კი - მოციქულთა ხარისხში აიყვანოს.

დიდ სიწმინდეს მუდამ ახლავს დიდი მადლი, რომელსაც გარშემო აკრავს დიდი წრე. ამ წრეს ბოროტება ვერ ეკარება

ქრისტიანობა - ესაა რელიგია სრულყოფილი სიყვარულისა, მარადიული სიხარულისა და უხვი ღვთაებრივი ენერგიისა.


რა ზომის სარწმუნოებითაც აღვასრულებთ ღვთის მცნებებს,სულიწმიდა თავის ნაყოფს იმდენად აღმოაცენებს ჩვენში.

განა მოწყალების გაცემით შენი სიმდიდრე ამოიწურება? იგი არათუ არ ამოიწურება, არამედ - ზეციური მადლიც მიემატება.

უფლისადმი მადლიერება მისგან მონიჭებული ძღვენის გამო არის ჭურჭელი, რომელშიც ღვთის მადლი ახალ ძღვენს დაავანებს

სულიწმიდის ნიჭთა სხვადასხვაობა დამოკიდებულია მის მიმღებ პირთა გონებრივი და ზნეობრივი ძალების განსხვავებაზე

მადლი არის უფლის ტალანტი, რომელიც ერთგულ და გულმოდგინე მონას ამდიდრებს, ორგულ და ზარმაცს კი დასჯის და განეშორება.

ქრისტიანობაში ყველაფერი მადლითაა და არაფერია მადლის გარეშე. დაე, ყოველი ჩვენგანი ზრუნავდეს, რომ მოიხვეჭოს მადლი.

მზე თავისი სინათლით არ აღწევს ყვავილში, თუ მისი ბუტკო დახშულია; ასევე მადლიც ვერ განანათლებს სულს, თუკი იგი არ გაიხსნა ლოცვაში.

თითოეული ჩვენგანი ღვთივქმნილი მშვენიერი ჭურჭელია, რომელიც უფლის მადლით უნდა იყოს სავსე და წარმოადგენდეს ტაძარს სულისა წმიდისა.

ნაკლოვანებათა დედად სიზარმაცე ჩათვალე, რადგან იტაცებს მადლს, რომელიც გაქვს, და რაც არ გაქვს, იმის მოპოვების საშუალებას არ გაძლევს.

ის, ვინც ერთდროულად არის სიბრძნე, სიმართლე და მადლი, თავის მადლიან მზერას არიდებს მათ, ვინც უსამართლო და უმოწყალო სიბრძნით ამაყობს.

გაფრთხილდი, არ განიკითხო. რადგან ამის გამო ღმერთი უშვებს და მადლი მიდის და გტოვებს უფალი, რომ დაეცე, დამდაბლდე, დაინახო საკუთარი შეცდომები

ღვთაებრივი მადლი და ადამიანის ძალისხმევა ერთად უნდა მოქმედებდეს. მიწას მხოლოდ მაშინ გამოაქვს ნაყოფი, როცა უფალი აკურთხებს, ჩვენ კი ვშრომობთ.

მაშინვე, როგორც კი ადამიანი ჭეშმარიტად მოინანიებს, მას მადლი უახლოვდება და მოშურნეობით მრავლდება. გამოცდილება კი მრავალწლიან ღვაწლს საჭიროებს

როგორც ღვთის საზომის მიხედვით იზომება ჩვენი ცხოვრების საზომი - ასევე, ცხოვრების საზომის მიხედვით იზომება ღვთის საზომიც (მადლის ნიჭების მიხედვით).

რაც ხომალდისთვისაა გამოცდილი ბოცმანი, იგივეა სულიწმიდა ადამიანებისათვის - სულიერი ცხოვრების ოკეანეში მოგზაურობისას, რომელიც ხიფათითაა აღსავსე.

სხეულს სიცოცხლეს სული ანიჭებს, სულს კი - ღმერთი. შესაბამისად, ჭეშმარიტად ცოცხლობს მხოლოდ ის სული, რომელშიც მადლის მეშვეობით სულიერად უფალი დაივანებს.

ყველაფერი, რაც სულიერ ცხოვრებაში გაგვაჩნია, ღვთის მადლის საჩუქარია. ნეტარი ავგუსტინეს თქმით, ჩვენი საკუთარი მხოლოდ არარაობაა, და რაც ამაზე უარესია - ცოდვა.

ეს უძირო კოკა ზურგზემოგდებული რატომ დაგაქვთ?
ყველამ შეხედოს, უსიყვარულო ადამიანი აი, ამ ძირგავარდნილ კოკას ჰგავს, შიგ მადლი არ გროვდება.

წმ. მამები ამბობენ, რომ მადლი მადლობის შეწირვისას, მადლიერებით აღვსებისას, თავმდაბლობის, მსხვერპლის გაღების, მოთმინებისა და სიმშვიდის გამოვლენისას გვეძლევა.

ღატაკ და გაჭირვებულ ადამიანს ღმერთი მიაწვდის, რადგან იგი არავის ტოვებს; მაგრამ შენ უპოვარის გაძევებით განეშორე ღვთის მიერ ბოძებულ პატივს, ამით კი ღვთის მადლი განიშორე.

ქრისტემ ღმრთის მადლი შეადარა ცოცხალ წყალს, რომელიც საუკუნო ცხოვრებაში გაედინება. ვინც სულიწმიდის მადლი მოიხვეჭა, თვითონ იქცევა ცხოველმყოფელი ძალის წყაროდ სხვებისთვის.

შინაგანი სიყვარული ყოველთვის გამოსჭვივის, რადგან იგი ადამიანის გარეგნულ იერსაც კი ატკბობს და ამშვენებს მას საღმრთო მადლით, რომლის ბრწყინვალების დაფარვაც შეუძლებელია.

sibrdzne.ge




Комментариев нет:

Отправить комментарий