ღმერთი

ღმერთი

четверг, 10 октября 2013 г.

მხილება.

ადამიანი ისე უნდა ამხილო, რომ გული სიყვარულით გქონდეს სავსე.

ადამიანს ერთხელ უთხარი, ორჯერ, სამჯერ და თუ ვერ გაიგო, დაანებე თავი.

ნუ იჩქარებ მოყვასის მხილებას, არამედ ამისთვის შესაფერისი დრო ეძიე.

პირდაპირობა სიტყვაში და საქმეში ხშირად მეგობრებსაც მტრებად აქცევს.

ვისაც მოყვასი სინანულით მწუხარებისკენ მიჰყავს, ის მას ზიანს არ აყენებს (2 კორ. 7, 9).

სხვაა ბოღმითა და შურისძიების წყურვილით მხილება, სხვაა - ღვთის შიშითა და ჭეშმარიტებით.

ჩუმად მამხილებელი მეგობარი გონიერი ექიმია, ხოლო მრავალთა თვალწინ მკურნალი - მაგინებელია.

უმჯობესია ღვთისმოშიშებით ვლოცულობდეთ მოყვასისათვის, ვიდრე ვამხილებდეთ მას მისი ყოველი ცოდვის გამო.


თუ შენი მეგობარი სერიოზულ შეცდომებს უშვებს, ნუ მოგერიდება მისი მხილება - ეს მეგობრის უპირველესი მოვალეობაა.

თუ მეგობრის ნაკლოვანებების მიმართ გულგრილი ხარ და მის გამოსასწორებლად ზომებს არ იღებ, ნათლად ამჟღავნებ, რომ შენი პატიოსნება საეჭვოა.


ნუღარ ამხელ მას, ვინც თავი დაანება ცოდვას და შეინანა. თუ ამბობ, რომ ღმერთის სახელით ამხილებ, მაშინ თავდაპირველად საკუთარი ცოდვები აღიარე.


ნუ შეეცდები მხილებით არგო სათნოებებით მოამპარტავნეს, რადგან შეუძლებელია, რომ ერთი და იგივე ადამიანი თავმომწონეც იყოს და ჭეშმარიტების მოყვარულიც.


ეცადე, რომ არ მიეჩვიო სხვების მხილებასა და გამოსწორებას, ხოლო შენი თავი დაგრჩეს უმხილებელი და გამოუსწორებელი.


კაცსა, მარადის სხვისა მამხილებელსა, ფარულად აქვს დიდად თავის მოწონება და ამპარტავნება.


ძალიან ხშირად ჩვენი მტრები კარგ სამსახურს გვიწევენ: მათ გაკიცხვას სიკეთე მოაქვს, მათი მხილება მაცხოვნებელია, თუკი ისინი ხორციელად გვნებენ, გვეხმარებიან, რომ ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს და სული მოვიძიოთ.


გულდამჯდარად, აუჩქარებლად, მართებულად, გულმტკივნეულად და გულწრფელად ნათქვამი სიტყვა, თუნდაც წუნისა, უფრო მჭრელია, უფრო შემძლებელი, ვიდრე ნიშნმოგებული, გაწიწმატებული და გაბოროტებული ავყიობითა და წიწლაკიანობითა.


ვინც ღვთის შიშით შეაგონებს ან განსწავლის ცოდვილს, თავის თავს მოუპოვებს ცთომილების მოპირისპირე სათნოებას, ხოლო ვინც ავმეხსიერია და ბოროტგანზრახულად კიცხავს ვისმე, სულიერი რჯულის თანახმად იმავე ვნებაში შთაეკვეთება.


კეთილი და ღვთისმოყვარე კაცები უკეთურებაში მაშინ ამხილებენ ადამიანებს, როდესაც ისინი მათთან პირისპირ არიან, მაგრამ თუ არ არიან მათთან, არ კიცხავენ, ამასთან არც სხვებს აძლევენ იმის ნებას, რომ შეეცადონ მათზე რაიმეს თქმას.


ისინი, რომლებიც უგუნურად ამხელენ სხვებს, სულიერ სიბნელეში და სიძულვილში არიან. ადამიანები მათ კუნძებად წარმოუდგენიათ და ულმობლად თლიან, ამუშავებენ და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ამისგან იტანჯება, მათ ის კვადრატები ახარებთ, რომლებსაც მათგან ამზადებენ (კუბისტების სტილში)!


ისინი, რომლებიც მრისხანების ვნებით არიან შეპყრობილნი, ან აღშფოთებას მოუცავთ და წუთისოფელს ამხელენ თითქოს იმისთვის, რომ ქვეყნად სიკეთე და სულიერი სიმყუდროვე მოიტანონ, ძლიერ ქარს ემსგავსებიან, რომელსაც სურს ზღვა დააწყნაროს, ემუქრება მას და ანთხევს მასზე მისგანვე ამოზიდულ აქაფებულ ტალღებს, ძირავს გემებს ღია ზღვაში და ყურეში.


კაცმა რომ კაცს უთხრას, შენ საქმე არ იციო, არა მგონია ეს უზრდელობაში ჩამოართვას ვინმემ. ასეც კი უნდა ითქვას სხვათა შორის, რომ მართლმსჯელობას გახურებულის რკინის თვისება აქვს. იგი სწვავს, როცა სუსტს მხარეს შეეხება ხოლმე და მაგ თვისებას ვერავინ ვერ ჩამოართმევს მართლმსჯელობასა ზრდილობის სახელითა. ყველას ემწვავება ხოლმე, როცა ვარაყით მოოქროვებულს კაკალს დაჰხარის, შიგ კაი გული დევსო, და თქვენ-კი გაუტეხთ და შიგ გულის მაგიერ ჭიის საბუდარს დაანახვებთ.


sibrdzne.ge





Комментариев нет:

Отправить комментарий