ღმერთი

ღმერთი

понедельник, 28 октября 2013 г.

როცა მადლი მოდის, ადამიანი სულიერი ხდება

და ეჩვენება, რომ ყველაფერი კარგი და მშვენიერია. მაშინ მას ყველა უყვარს, ლმობიერება აქვსცრემლები, სულის სითბო. მაგრამ როცა მადლი სცილდება, რათა ადამიანი გამოიცადოს, მაშინ ყველაფერი ხორციელი ხდება და სული ეცემა. მაგრამ შენ გულმოდგინებას ნუ დაკარგავ, არამედ განუწყვეტლივ წარმოთქვი ლოცვა იძულებით, ძლიერად, დიდი ტკივილით: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე".
  და კვლავ, და მრავალგზის იგივე, განუწყვეტლივ. და თითქოს გონებით ქრისტეს უმზერდე, უთხარი მას: "გმადლობ, ქრისტე ჩემო, იმ სიკეთისათვის, რაც მიბოძე და იმ ბოროტებისთვის, რომლისგანაც ვიტანჯები. დიდება შენდა, დიდება შენდა, ღმერთო ჩემო". და როცა დაითმენ, ისევ მოვა მადლი, ისევ - სიხარული. მაგრამ მასთან ერთად ისევ განსაცდელიცა და მწუხარებაც, შფოთიცა და ნერვებიც. და ისევ ბრძოლა, გამარჯვება, მადლიერება. და ეს ხდება მანამ, სანამ ნელ-ნელა არ განიწმინდები ვნებათაგან და არ გახდები სულიერი. და დროთა განმავლობაში უვნებობას აღწევ.




იოსებ ათონელი(ისიხასტი)







Комментариев нет:

Отправить комментарий