ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 13 октября 2013 г.

ცოდვაა არა ბუნებითად ნამოქმედარი, არამედ

- არჩევანისეული უკეთურება. არათუ ჭამაა ცოდვა (რომ ამ გზით, ყოველგვარი უკეთური ზრახვის გარეშე, სხეული ნარჩუნდებოდეს სიცოცხლეში), არამედ - უმადურებით, უშვერად და უზომოდ ჭამა. არცთუ სიწმინდით ხედვაა ცოდვა, არამედ შურით, ამპარტავნებით და განუძღომელად ხედვა; ასევე ცოდვაა არა სიმშვიდით სმენა, არამედ - მრისხანებით, არა მოუზღუდველობა ენისა მადლობისა და ლოცვისათვის, არამედ - მოუზღუდველობა ენისა ავსიტყვაობისთვის; არა - ხელგარჯილობა ქველმოქმედებისთვის, არამედ - მკვლელობისა და ტაცებისათვის. ამგვარადვე, ყოველი ასო მაშინ სცოდავს, როდესაც იგი, ღვთის ნების საწინააღმდეგოდ, სიკეთეთა ნაცვლად თვითარჩევითად მოქმედებს ბოროტს.


წმ. ანტონი დიდი



Комментариев нет:

Отправить комментарий