ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 13 октября 2013 г.

ქართული სიბრძნის საგანძურიდან.

შუმერული ქართულს ჰგავს ძლიერ. ჩვენ გვგონია, რომ ერთ უძველეს ენათა შტოს ეკუთვნის სუმერულიც და ქართულიც… ასეთი ნათესაობის საბუთი ანთროპოლოგიურიც არსებობს და ლინგვისტურიც… როცა ქართველები ჩვენს დიად წარსულზე ვლაპარაკობთ, ეს ტრაბახი და უბრალო ბაქი-ბუქი კი არ არის. დიადი იყო ჩვენი წარსული ცხოვრების ისტორიული ხანისა.

მიხაკო წერეთელი, „გვირგვინი“, 1912

* * *

ქართული ხელოვნება თავისი განვითარების მთელ გზაზე მუდამ ინარჩუნებდა მხატვრული ფორმის გააზრებისა და გადმოცემის საკუთარ სახეს.

პროფ. შალვა ამირანაშვილი

* * *

ერთი უდანაშაულო ადამიანის წამებას ათი სახელმწიფოს ბედნიერებითაც ვერ გამოვისყიდით. ინკვიზიცია ყოველ ეპოქაში იყო, აზრი ვერასოდეს ჩაკლა.

კიტა მეგრელიძე (1900 – 1944) ფილოსოფოსი,
აზროვნების სოციოლოგიის მკვლევარი.


* * *

დღეები ბედნიერად და უბედურად მეჩვენებიან იმის მიხედვით, მეწვევიან თუ არა მშვენიერი აზრები.

* * *

მთავარი მოტივი ფიროსმანისა არის ქართული მიწა. მე არ შემიძლია მეორე სახელი დავასახელო, გარდა ვაჟა-ფშაველასი, რომელსაც ასეთი სიძლიერით ეგრძნოს მიწის დედობა. დღეობა, ღრეობა, ყურძნის კრეფა, ქათმები, ბავშვები, ცხოველები, კალო – აქ არის მხატვარი ფიროსმანი, აქ არის მოცემული ნამდვილი ქართული ტემპერამენტი, ხალასი, მზით დაფერილი. აქ თქვენ ძვირად ნახავთ მელანქოლიას. ფიროსმანი ქართული ყოფის ეპიური თვალია.

გრიგოლ რობაქიძე, 1926 წ.

* * *

აი, რა გვინდა, ძმებო: უსათუოდ საჭიროა ავაშენოთ დიდი ხის სახლი სადმე ქალაქის შუაგულში, რომ შევიყარნეთ ხოლმე, ვიყიდოთ დიდი სტოლი და სამოვარი, ვსვათ ჩაი და ვილაპარაკოთ ხელოვნებაზე… თქვენ ეს არ გინდათ, თქვენ სულ სხვა რამეებს ლაპარაკობთ.

ფიროსმანი, ლ. გუდიაშვილის მოგონება

* * *

ყოველ ფრინველს თავისი ბუდე უყვარს, მხოლოდ ბაყაყისათვის სულ ერთია, რომელ ჭაობში მოხვდება.

ნიკო ლორთქიფანიძე

* * *

მშრომელი მასა ნიჭით მდიდარია. ხალხში მრავალი შესანიშნავი ნიჭი იბადება. ხშირად იგი სიღარიბის გამო მოკლებულია სწავლა-განათლებას… ასეთი მასობრივი ნიჭი გასაქანს პოულობს ზეპირი ხელოვნების სხვადასხვა დარგში – სიმღერაში, პოეზიაში, ქანდაკებაში… ნიკო მარიც გაოცებული იყო სვანური ფოლკლორის სიმდიდრით და იმით, რომ „სუფევს სვანური განკერძოებული სამწერლობო ან სალიტერატურო ენა“, სუფევს ჩაუწერლად.

პროფ. მიხეილ ჩიქოვანი

* * *

იქ სიმართლეს რა უნდა, სადაც ბევრი ფულია!

იეთიმ გურჯი (დაბღიშვილი, 1875 – 1940)
* * *

მხატვრის ტილოს აღქმა უნდა. არიან ადამიანები, რომელნიც ხედავენ და ვერ აღიქვამენ. პოეტს, მწერალს, მუსიკოსს უკეთ შეუძლია აღიქვას და მაშასადამე აღწეროს, გაიგოს და სხვასაც გააგებინოს სურათი.

* * *

დღეს ყველა ცდილობს შექმნას რაიმე უჩვეულო, და საუკეთესოს ნაცვლად გამოსდის უხეირო. ძირითადად ასეთები მოწყვეტილნი არიან კლასიკური ხელოვნების ისტორიას, მის სიღრმეს და მრავალფეროვანებას. ვისაც სურს ახალი სიტყვა თქვას, მან აუცილებლად უნდა შეისწავლოს ძველი.

* * *

მხატვრის სიდიადეს განაპირობებენ მისი ფიქრის უნარი და გადმოცემის სტილი. ოსტატობა ორივეს აერთიანებს.

მიხეილ ჯანაშვილი (1929 – 1988) ცნობილი მხატვარი

* * *

ბევრი შვილის პატრონსა ღმერთი ულეწს კალოსა.

* * *

რაც მტრობას დაუქცევია, სიყვარულს უშენებია.

* * *

ქართლის მეფემ ააშენა ეკლესია მთაზედაო; საქართველო სხვას დაუთმო,
თვითონ დარჩა მშრალზედაო (გიორგი მეცამეტეზე).

* * *

ისპაანს დავდე ბეგარა, სტამბოლს ხარაჯა ავიღე; ამდენი საქმის მომქმედმა ცხრა ადლი ტილო წავიღე (თამარ მეფეზე).

* * *

ბრიყვი ცხენზე შეჯდება – ღმერთი დაავიწყდება; დაბლა ჩამოვა – ცხენი დაავიწყდება.

* * *

ერთხელ შევედი ტაძარში და მაშინაც თვალი გამოვითხარეო. – იმიტომაც გამოითხარე, რომ ერთხელ შეხვედიო!

ხალხური თქმები

* * *

დიდება ღმერთსა! საქართველოს ეკლესიამ ასი წლის მონობის შემდეგ დაიბრუნა დამოუკიდებლობა. ამიერიდან არღა ვართ მონა.

კირიონ II (გიორგი საძაგლიშვილი, კათალიკოს-პატრიარქი
მოკლეს მარტყოფში 26. VI. 1918).
* * *

უმადურობა მამულის დიდებული შვილისადმი მომაკვდინებელი ცოდვაა.

კიტა აბაშიძე
* * *

სამშობლო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე დალხინება და დღესასწაული.

ნოდარ დუმბაძე

* * *

კარგი წიგნის დაწერა ბრძოლის მოგებაზე იოლი როდია. მე დავწერე ისე, როგორც შემეძლო. მსურდა მრავალი შეუდრეკელი წყალქვეშელის, უფრო ქართველთა, სახელი გამომეგლიჯა დავიწყებისათვის. ბევრი ცხელი დღე მახსოვს, მათთან ერთად და სამშობლოდან დაშორებით, ზღვაში, ზღვაზე თუ ხმელეთზე გატარებული. ყველგან საქართველო მაგონდებოდა. ვიცოდი, ჩემს სიღრმეში იყო სვანეთის მთების სიმაღლე. ძალას მმატებდა ჩვენი თეთნულდი, მულახის საგვარეულო კოშკი… მერე ტორპედოებმა მოისვენეს, სამაგიეროდ კალამს დაადგა მეტი ჯაფა.

* * *

მრავალს აკლია ტაქტი და ზრდილობა. მოდიან საქმეზე და ყვირიან. ღიმილით უნდა უპასუხოთ. საერთო საქმე მოაგვარეთ. დავა მტერთან უნდა. დავა და ბუტიობა – ეს ხომ საქმე არაა!

იაროსლავ იოსელიანი (1912 – 1978)

საბჭოთა კავშირის გმირი, ლეგენდარული წყალქვეშელი, რომლის წყალქვეშა ნავმა გერმანიის 44 000 ოფიცერი და ჯარისკაცი ჩაძირა, კავკასიის დასაპყრობად მომავად დიდ სამხედრო გემებთან ერთად (ერთი მათგანის წონა 35 000 ტონა იყო). აქვს საზღვაო მოთხრობების რამდენიმე წიგნი.

* * *

მიჯობს ირანში გურჯი მიწოდონ, ვიდრე საქართველოში თათარი.

რეზა ხუციშვილი, ფერეიდნელი ქართველი.

* * *

სიმართლის სიტყვას ძალა მაშინ აქვს, როცა მას მართალი, სპეტაკი ადამიანი ლაპარაკობს (ილია ჭავჭავაძეზე).
* * *

ჩვენ უპირველეს ყოვლისა უნდა ვიზრუნოთ პიროვნების შინაგან განახლებაზე, მის განწმენდასა და სულიერ ფერისცვალებაზე, რადგან მხოლოდ სულიერად ამაღლებული ადამიანის შრომის ნაყოფია კეთილი. გარდაქმნის პროცესი უნდა გავაღრმავოთ.

* * *

ჩვენს ახალგაზრდებში ვხედავთ სევდას, რაც ჭმუნვაა სულისა, შედეგი ოცნების წვდომისაკენ მისწრაფებისა. ახალგაზრდობა ეძებს ცოდნას, სიმართლეს. გულისტკივილით უნდა ვთქვა, რომ ეს ცოდნა ხშირად ვიწროა ან ზედაპირული. ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის გონების ვარჯიში, აბსტრაქტული და ფილოსოფიური აზროვნება როგორღაც უცხო გახდა. მათ აღარ სურთ და არც შეუძლიათ ყურადღება გაამახვილონ ერთ საგანზე, სულ ახალ-ახალ შთაბეჭდილებებს ეძებენ, გაურბიან დიდტანიან წიგნებს, აკმაყოფილებთ და აინტერესებთ უმალ სანახაობანი… მთავარია არ დავკარგოთ თვითონ პიროვნება, არ დავუკარგოთ თვისებები, რომლებიც ნაბოძები აქვს ადამიანს.

* * *


საქართველომ იტვირთა ტვირთი მოწამისა და ამით იხსნა სხვა ერები.

* * *

…ქართველთ გატეხეს მომხვდურნი ძლიერი დარტყმით სწორითა,
წითლად შეღებეს ველები, სისხლის ტბით დანატბორითა,
გაშმაგებული ცხენები გზას იკაფავენ ტორითა,
გადაშავჭრელდა მიდამო გაჟლეტილ მტერთა მძორითა,
გარბიან, იპარებიან ტყითა, მთითა და გორითა.

მსოფლიო შემოიარა ხმამ, დაუღლელმა ქებითა,
დიდგორის ველზე ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებითა,
ლათინურ-სომხურ-არაბულ-სპარსული ლეგენდებითა,
მესიის მახვილს – დიდ დავითს აქებდნენ დაკვირვებითა,
მუსულმანთ უძლეველობის მითი დაემხო რქებითა.

ნოშრევან გალაშვილი, სანტა-როზა,
ამერიკა (პოემიდან „დავით აღმაშენებელი“)


* * *

…ვერც შენ გტოვებ, მეგობარო, მე ცოდვილი…
ისრაელი ჩემი დედა-სამშობლოა,
საქართველო – სულზე ტკბილი დედობილი!
მე ივერთა ჭირ-ვარამი ჩემად მიჩანს,
ჩვენი ძმობა ფიც-ვერცხლშია მოჭიქული…
სიონის და სინაგოგის მრევლთა შორის
მშვიდობა და შალომია მოციქული.
ორი ენა მომცა მამაზეციერმა,
ორთავ ღვთიურ საიდუმლოდ შერაცხული:
სასიმღეროდ უტკბილესი ქართული მაქვს,
სალოცავად – სათაყვანო ებრაული.

„ქართველი ებრაელის სიმღერა“ (ამირან კალაძე)

* * *

ებრაელობა თავის სამშობლოს – საქართველოს კი არ გაქცევია, ის თავის სამშობლოში – ისრაელში წავიდა, თან კი წაიყოლია საქართველოს უზომო სიყვარული და მადლიერება. ეს იმ ტრადიციით აიხსნება, რაც ქართველთა და ებრაელთა 2600 წლოვანი მშვიდობიანი თანაარსებობით ჩამოყალიბდა და დღისდღეობით თანამოძმეობის იდეალური მაგალითია საერთაშორისო მასშტაბით.

აბრაჰიმ ნირი (ნანიკაშვილი), ისრაელი
დეპარტამენტის პრეზიდენტი.


* * *

ერებს შორის ურთიერთობა ერთი შეხედვით ისევ ნორმალურ კალაპოტში უნდა ჩამდგარიყო მას შემდეგ, რაც თითქოს ბოდიში მოახდევინეს ანტიქართული „ლიგის“ ჩემპიონს, ჟურნალისტ-იუდას. მისი თავხედური გამოხდომა თითქოს აღარ უნდა განმეორებულიყო, მაგრამ შოვინიზმით გაჟღენთილ ზოგიერთ „ინტერნაციონალისტს“, ჩანს, სხვა ჩანაფიქრი ჰქონია გულში. ერთა შორის კონფლიქტის გამღვივებელნი ამჯერად უკვე მსოფლიო ლიტერატურის შედევრის, „ვეფხისტყაოსნის“ ავტორისა და მისი სამშობლო ერის შეურაცხმყოფელის როლში მოგვევლინენ. დემოკრატიისა და საჯაროობის იდეით შენიღბულმა მავნე ცინიკოსებმა ქართველი ერის სიძულვილი (სხვა სიტყვას ვერ უწოდებ ამ მოქმედებას) ამჯერად კინოხელოვნებაშიც გამოხატეს და თანაც ისეთი კაცთმოძულეობის ბარბაროსული სიშმაგით, რომ ლამის მიწისძვრითა და ზვავ-მეწყერთა მოძალებით თავს დატეხილ უბედურებაც დაგვავიწყეს: რომელიღაც კინოსურათის ხორცმეტის სულში რაღა მაინცა და მაინც შოთა რუსთაველის მოგვარე უნდა ამოეკითხათ?! ვისი ხელი ურევია ამ ბინძურ საქმეში?! თუ საკადრისი პასუხი არ გავეცით, მალე შეიძლება დავით აღმაშენებელი და ილია ჭავჭავაძეც „ნაციონალისტებად“ გამოაცხადონ და მათი წმინდა ცხედრები საფლავშიც არ მოასვენონ. ვაი სირცხვილო! გაიძვერა მოყვარე დუშმანის ენით გვლანძღავს და ერს აქუცმაცებს ვინმე ზეიმალი!

„სოფლის ცხოვრება“, 22. II. 89.

* * *

„ნინოს ცხოვრების“ მიხედვით „მოვიდა ალექსანდრე, მეფე ყოვლისა ქვეყანისა, და დალეწა სამნი ესე ქალაქნი… და თანა ჰყვანდა მეფესა აზოი, ძეი არიან ქართლისა მეფისაი, და მიუბოძა მცხეთა საჯდომად… და იყო პირველი მეფე მცხეთასა შინა“… ამ ცნობების სისწორეში ივ. ჯავახიშვილს ეჭვი ეპარება: ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობა კავკასიაში უტყუარ ამბავად მიაჩნია… თხრობა აზოს შესახებ ხელოვნურ ისტორიულ გარემოსა და ჩარჩოშია ჩასმული, მაგრამ ცნობა შეიცავს ისეთ ელემენტებს, რომლებიც გარკვეულ ნდობას აღძრავენ… მაგალითად, „არიან“ სიტყვა, აზოს პირველი მეფობა ქართლში და ცნობა კერპების შესახებ… „ნინოს ცხოვრების“ მიხედვით აზო იყო „პირველი მეფექართველთა“ და მისი შთამომავალი იყო პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი… ინდოევროპული სკოლის ცნობილი წარმომადგენელი ბედრიხ ჰროზნი „არიანს“ უკავშირებს ხურიტებს, რასაც კითხულობდნენ, როგორც „ხარი“ და უკავშირდება „არიელებს“…

აკად. სიმონ ჯანაშია



s-s.tagiweb.com





Комментариев нет:

Отправить комментарий