აქცია "შეაჩერე ანექსია" დღეს თბილისის, რუსთავის, თელავის, გორის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებზე ერთდროულად დაიწყო.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, საქართველოში ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებსა და მიმდევრებს ძალიან მკაფიო და ცალსახა პოზიცია აქვთ რუსეთის ოკუპაციასთან და მცოცავ ანექსიასთან დაკავშირებით.
სტუდენტების მიერ ორგანიზებული აქციის ფარგლებში ცოცხალი ჯაჭვი ახალგაზრდებმა 15 წუთის განმავლობაში შეკრეს.
"ჩვენი მიზანია, საერთაშორისო საზოგადოებას დავანახოთ, რომ პოლიტიკური და იდეოლოგიური განსხვავებების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა არ ეგუება და ერთიანი ძალებით იბრძვის მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ", - ამბობენ ორგანიზატორები.
http://news.ge/ge/news/story/66613-saqartvelos-did-qalaqebshi-okupatsiis-tsinaaghmdeg-aqtsia-gaimarta

Комментариев нет:
Отправить комментарий