ღმერთი

ღმერთი

понедельник, 1 мая 2017 г.

შეთანხმება თანამედროვე მონობის წინააღმდეგ

  1. ჩვენ, ბართლომე, ახალი რომის-კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, და იუსტინე, კენტერბერიის არქიეპისკოპოსი და სრულიად ინგლისის პრიმატი, ერთად ვუკეთებთ ორგანიზებას ინტერნაციონალურ ფორუმს თანამედროვე მონობაზე სახელად „ცოდვა ჩვენს თვალწინ“, რომელიც 2017 წლის 6-7 თებერვალს იმართება ქალაქ ფანარაში. ფორუმის გამართვის იდეა თავდაპირველად 2015 წელს, ლამბეტის სასახლეში მსოფლიო პატრიარქის ვიზიტისას გაჩნდა, სადაც მსოფლიოს გამოჩენილ მეცნიერებს, პრაქტიკოსებს და გავლენიან პოლიტიკოსებს მოეყარათ თავი. ისინი შეიკრიბნენ, რათა განეხილათ ადამიანის ექსპლუატაციის პრობლემა დღევანდელ მსოფლიოში. ფორუმი 2017 წლის კონტექსტში ჩაჯდება: ბავშვთა ხელშეუხებლობის წელი, როგორც მსოფლიო პატრიარქმა განაცხადა.
  2. მსოფლიოს რელიგიური და ადამიანთა უფლებების დაცვის გლობალური გაერთიანებებისათვის ადამიანის ღირსების და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ეკლესიის როლი კი მსოფლიოში „ გაჭირვებულთათვის ხარება, გულგატეხილთა ნუგეში, ტყვეთათვის განთავისუფლების უწყება და ტანჯულთათვის თავისუფლების ბოძებაა“ (ესაია 61.1; ლუკა 4.18). აღნიშნული დებულება ნათლად წმინდა და დიდი კრების ფინალურ ენციკლიკაში იქნა ფორმულირებული (2016 ივნისი, კრეტა): ეკლესია საკუთარი თავისთვის არ ცოცოხლობს. ის თავს მთელს კაცობრიობას უძღვნის რათა მსოფლიო ახალ სამოთხედ და ახალ ქვეყანად გარდაიქცეს და შეიცვალოს“.
  3. ჩვენ გვჯერა, რომ ღვთის შემოქმედების მოფრთხილებასა და ყოველ ადამიანურ ქმნილებაში ღვთის ხატების დაცვას შორის საკმაოდ მჭიდრო და დაურღვევლი კავშირი არსებობს. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა საქმე ადამიანთა ექსპლუატაციას ეხება და ეს ქმედება თანამედროვე მონობის ცოდვას ააქტიურებს. ზუსტად მედიდურობა და სიძუნწეა დამნაშავე უდანაშაულო ადამიანთა ექსპლუატაციაში, რომელის მხვერპლიც ხშირ შემთხვევაში ბავშვები და ქალები არიან – ტრეფიკინგი, ადამიანთა კონტრაბანდა, პროსტიტუცია,ადამიანთა ორგანოებით ვაჭრობა, სახელშეკრულებო სამუშაო განაკვეთი და თანამედროვე მონობის კიდევ სხვა ბევრი სფერო. დღესდღეობით ყველა ადამიანისთვის უტყუარი რეალობაა, რომ ჩვენს ეპოქაში იმდენი ადამიანია ტყვეობაში, რამდენიც მსოფლიო ისტორიას არც ერთ სხვა პერიოდში არ ახსოვს.
  4. მსოფლიო პატრიარქი საკუთარი მიმართვის ტექსტში შენიშნავს: „ მართლმადიდებელ ეკლესიას ხშირად ბრალი ედება იმაში, რომ თითქოს ის მსოფლიოსთან მიმართებაში ლიტურგიკული თაყვანისცემითა  და სულიერი ცხოვრებით საკუთარ უფლებებს აჭარბებს, უპირველესად ცდილობს  ამა სოფლის ღვთის სამეფოდ გადაქცევას და იგნორირებას უკეთებს თანამედროვეობის  გამოწვევებს. ფაქტიურად, მიუხედავად ამისა, რასაც ეკლესია ამბობს  და აკეთებს, ყველაფერს ღვთის სახელით  და ადამინის ღირსებისა და კაცობრიობის მარადიული მომავლისთვის სასარგებლოდ ანხორციელებს. ეკლესია ბოროტებას თვალს ვერ დაუხუჭავს, ის ვერ იქნება ინდეფერენტული გაჭირვების, დაუცველობის და ექსპლუატაციის მიმართ. ძალადობასთან განუწყვეტელი ბრძოლისათვის ჭეშმარიტი რწმენაა საჭირო“.

არქიეპისკოპოსმა ველბიმ საკუთარ სიტყვაში აღნიშნა: „ მონობა ჩვენს გარშემოა, მაგრამ ჩვენ იმდენად ვართ დაბრმავებულები, რომ მას ვერ ვხედავთ. ის ჩვენს ხელშია, მაგრამ ჩვენ მას ვერ ვეხებით, რადგან გრძნობისგან ვართ დაცლილნი. ჩვენ ყოველდღიურად ქუჩა ვაწყდებით მონურ მოპრყრობას, თუმცა ჩვენი გულცივობა საშუალებას გვაძლევს მათ გვერდით ჩავუაროთ. ის წარსული ისტორიის ნაწილი არ არის. ის ჩვენი დღევანდელი ყოველდღიურობაა. ეს ის რეალობაა, რომელსაც მე თავად ვხვდები  ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში. ეს არ ხდება იმიტომ, რომ ჩვენ მას მისაღებად მივიჩნევთ. უბარლოდ ჩვენს ცოდვას სიბრმავესა  და გულცივობაში აქვს ფესვი გადგმული“.
5. შესაბამისად
  1. ჩვენ ვგმობთ ადამინის ექსპლუატაციის ნებისმიერ გამოვლინებას, როგორც ყველაზე საშინელ ცოდვას. რადგან ის არღვევს ადამიანის პიროვნულ ნებასა და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას, რომელიც ყველა ღვთის ხატად შექმნილს მიეცა ღვთისგან.
  2.  ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ინტერნაციონალურ გაერთიანებას და ვამოწმებთ გაერთიანებულ ნაციათა პროტოკოლს, რათა აღმოიფხვრას, აღიკვეთოს და დაისაჯოს პიროვნების მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ყველა ფაქტი, განსაკუთრებით ბავშვებისა და ქალების შემთხვევაში.
  3.  ჩვენ ვლოცულობთ, რათა თანამედროვე მონობის მსხვერპლნი განთავისუფლებულ იქნან ტყვეობისაგან, შეძლონ საკუთარი ცხოვრების მოწყობა და დამნაშავეები მიეცენ პასუხისგებაში.
  4. ჩვენ ვინანიებთ თანამედროვე მონობის გავრცელების საწინააღმდეგოდ საკუთარ არადროულ რეაგირებას. ვაღიარებთ, რომ ჩვენი მხრიდან გამოვლენილი იგნორი და ინდეფერენტულობა ტოლერანტობისა და თანამონაწილეობის უსაშინლესი ფორმაა. ჩვენ ყოველდღიურად განვისჯებით იმის გამო, რომ უარი ვთქვით დაგვენახა და აღმოგვეფხვრა ჩვენს შორის არსებულ ყველა სენსიტიური პრობლემა.
  5. ჩვენ მივმართავთ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო ხელისუფლებას, რათა თანამედროვე მონობის წინააღმდეგ მკაცრი საკანონმდებლო წესი გატარდეს. ამასთან ერთად ხელი შეწყოს ორგანიზაციებს, რომლებიც იკვლევენ თანამედროვე მონობის განვითარებას და ასევე განაწილდეს რესურსები ეკსპლუატაციის მსხვრეპლთათვის და მათთვის, ვინც ამგვარი უსამართლობით ევნო.
  6. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს ხელისუფალთ, რომ მოიძებნოს შესაბამისი და ეფექტური გზა ადამიანათა ტრეფიკინგში ბრალდებულთა სამართლებლივად დასჯისათვის, რათა აღმოიფხვრას თანამედროვე მონობის ყველა ფორმა, დაცულ იქნენ დაზარალებულები და მიეწოდოს იმედი მათ ვინც კი ამჟამად ძალადობის მსხვერპლია.
  7. ჩვენ მოვუწოდებთ მორწმუნეებს და გაერთიანებებს – მართლმადიდებელი ეკლესიისა და ინგლისის ეკლესიის წევრებს – ასევე ყველა ადამიანს რათა ინფორმირდნენ, აიმაღლონ შეგნება, მეტად უკეთ შეაფასონ თანამედროვე მონობის ტრაგედია და საკუთარი თავი ქმედებითა და ლოცვით მიუძღვნან კაცობრიობის წინააღმდეგ მომართული ამ სენის აღმოფხვრას.
  8. ჩვენ თანახმანი ვართ რათა თანამედროვე მონობასთან საბრძოლველად შეიქმნას სამუშაო ჯგუფები, რათა თანადროულად გაიცეს რეკომენდაციები, თუ როგორ შეუძლით მართლმადიდებელ და ინგლისის ეკლესიებს შეთანხმებულად ამ ბოროტ ექსპლუატაციასთან დაპირისპირება.


ფანარა, 2017, 7 თებერვალი.
წყარო: www.ecupatria.org/2017/02/09/modern-slavery-a-joint-declaration/
თავისუფალი თარგმანი მოამზადა მიხეილ ნებიერიძემ
orthodoxtheology.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий