– „იწინასწარმეტყველე ისრაელის მწყემსებზე, იწინასწარმეტყველე და უთხარი მათ, მწყემსებს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი, ისრაელის მწყემსებს, რომლებიც საკუთარ თავს მწყემსავენ! განა ცხვარს არ უნდა მწყემსავდნენ მწყემსები? ქონს ჭამთ, მატყლით იმოსებით, ნასუქალს ხოცავთ, ცხვარს კი არ მწყემსავთ! დაუძლურებულთ არ აძლიერებთ, დასნეულებულთ არ განკურნავთ, ჭრილობებს არ შეუხვევთ, გატაცებულს უკან არ აბრუნებთ, დაკარგულს არ ეძებთ, მძლავრობით და სისასტიკით ბატონობთ მათზე. გაიფანტნენ უმწყემსოდ დარჩენილნი, მინდვრის მხეცების კერძნი გახდნენ, გაიფანტნენ! დაეხეტება ჩემი ცხვარი და არავინაა მათი მომკითხავი, არც მძებნელი. ამიტომ ისმინეთ უფლის სიტყვა, მწყემსებო! ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი! რაკი მიტაცებულია ჩემი ცხვარი და მიწის მხეცების კერძი გამხდარა უმწყემსოდ დარჩენილი ჩემი ცხვარი, რაკი არ მოუკითხავთ ჩემს მწყემსებს ჩემი ცხვარი, რაკი საკუთარ თავს მწყემსავენ მწყემსები, ჩემს ცხვარს კი არ მწყემსავენ, ამიტომ ისმინეთ უფლის სიტყვა, მწყემსებო! ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ისევ მწყემსებს მოვკითხავ ჩემს ცხვარს და გადავაყენებ მათ ცხვრის მწყემსობისგან, რომ კვლავ აღარასოდეს მწყემსავდნენ მათ. პირიდან გამოვგლეჯ მათ ჩემ ცხვარს, რომ მათი კერძი აღარ იყოს“ (ეზეკ. 34, 2-10).''
„მე თავად დავმწყემსავ ჩემს ცხვარს და მე თავად დავაბინავებ, ამბობს უფალი ღმერთი. დაკარგულს მოვიძიებ, გატაცებულს დავაბრუნებ, დაჭრილს ჭრილობებს შევუხვევ, დაუძლურებულს მოვაძლიერებ, მსუქანს და ძლიერს მოვუვლი; სამართლიანად დავმწყემსავ მათ“ (ეზეკ. 14, 15-16).
martlmadidebloba.ge
„მე თავად დავმწყემსავ ჩემს ცხვარს და მე თავად დავაბინავებ, ამბობს უფალი ღმერთი. დაკარგულს მოვიძიებ, გატაცებულს დავაბრუნებ, დაჭრილს ჭრილობებს შევუხვევ, დაუძლურებულს მოვაძლიერებ, მსუქანს და ძლიერს მოვუვლი; სამართლიანად დავმწყემსავ მათ“ (ეზეკ. 14, 15-16).
martlmadidebloba.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий