ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 20 мая 2012 г.

ლოცვა. ნ. ლერმონტოვი. თარგმნა _შ. ნიშნიაძე.

ლოცვა.

დედაო ღვთისაო, მუხლზე დაცემული
შენი ხატების წინ ვიჩენ მოკრძალებას.
შველას როდი ვითხოვ ომში მიმავალი,
ანდა როდი ვითხოვ ღვთიურ მოწყალებას.
დედავ, როდი  მინდა ვიყო კადნიერი,
ჩემი  შეგავედრო სული ცარიელი,
დედავ, უსათნოეს ქალწულს შეგავედრებ,
მისი მწყალობელი იყავ ამიერით.
სული ღირსეული ჰყავი ბედნიერი.
მიეც ცხოვრებაში სათნო თანამგზავრი.
კალთით დაიფარე სული ლმობიერი
და მის მოხუცობას ღმერთო, მომასწარი.
და თუ განსვენების ჟამი მოახლოვდა,
დილა იქნება თუ ღამე სავსე ლოცვით.
დედავ, მწყალობელო  სულთა უმანკოთა
მის სულს მოუვლინე სათნო ანგელოსი.