ღმერთი

ღმერთი

вторник, 31 декабря 2019 г.

ნაძვის ხე და ჩიჩილაკი.

ქეთევან სიხარულიძე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი): “საახალწლო მორთულობებში წამყვანი ადგილი ნაძვის ხემ დაიკავა. საიდან მოვიდა ეს ტრადიცია? გერმანული მოდგმის ხალხებში უძველესი დროიდან არსებობდა რწმენა, რომ მარადმწვანე მცენარეები სასიკეთო გავლენას ახდენენ მოსავლიანობაზე. ამიტომ ტოტები, ან მთელი ხეც მოჰქონდათ სახლში. ეკლესია ებრძოდა ამ წარმართულ ჩვეულებას, მაგრამ მერე დააკანონა და შობას დაუკავშირა. უჭკნობ სიმწვანეს აღიქვამდნენ, როგორც მარადიულ სიცოცხლეს. ნაძვის სამკუთხა კონტური წმინდა სამებას გამოხატავდა. ნაძვს რთავდნენ ვაშლებით, რითაც ის სამოთხის ხეს განასახიერებდა. ასევე, მასზე კიდებდნენ ვაფლის ნაჭერს, რომელიც ზიარების პურის სიმბოლო იყო. ნაძვის წვერს კი რთავდნენ “ბეთლემის ვარსკვლავით”.

რუსეთში ნაძვის მორთვა დაიწყეს XIX საუკუნეების შუა ხანებიდან. თავდაპირველად ამას აკეთებდნენ გერმანულ ოჯახებში, რომლებიც მრავლად იყო როგორც პეტერბურგში, ისე – მოსკოვში. შემდეგ ეს ახალი ჩვეულება გავრცელდა რუსებს შორისაც. სავარაუდოა, რომ საქართველოში ნაძვის ხის მორთვა საახალწლოდ რუსეთიდან შემოვიდა.

 საქართველოში ახალ წელს ახლდა მისი აუცილებელი ატრიბუტი – ჩიჩილაკი, რომელსაც “ბასილას წვერებსაც” ეძახდნენ. იგი წმინდა ბასილის სახელს უკავშირდება და, რასაკვირველია, ქრისტიანობის ხანაში უნდა დამკვიდრებულიყო. თუმცა მორთული ხის სიმბოლიკაც ძალიან ძველია და ნაყოფიერებას უკავშირდება. ფიქრობენ, რომ ჩიჩილაკი თავისი ბურბუშელებით მზის სხივებსაც განასახიერებდა. მის თავზე ჯვრის გამოსახულებას აკეთებდნენ და ჩირით, ხილით, სუროს ფოთლებით რთავდნენ. მას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა საახალწლო ხონჩაზე. ნათლისღების წინა დღეს კი ბასილას წვერებს წვავდნენ და მის ფერფლს ატანდნენ გასული წლის უსიამოვნებებს. ზეპირგადმოცემით, თითქოს პირველი ჩიჩილაკი ღვთისმშობლის მეუღლემ, მართალმა იოსებმა (იგი ხომ ხურო იყო) გაუკეთა პატარა იესოს გასართობად. დღეს ქართულ ოჯახებში ისევ მკვიდრდება ჩიჩილაკი და ადგილს ნაძვის ხის გვერდით იკავებს.”

თეონა ნოზაძე

გილოცავთ ახალ წელს!






 





















                                  სურვილების ასრულების წელი ყოფილიყოს!

                                    

понедельник, 23 декабря 2019 г.

დამდეგ ახალ წელს გილოცავთ!














დაესწარით მრავალს. ბედნიერება, სითბო და სიყვარული, გამრავლება და სიკეთე დაგვებედოს! საქართველოს აღმავლობის, წარმატების და გამრავლების წელი ყოფილიყოს!