ღმერთი

ღმერთი

пятница, 31 мая 2013 г.

DIDO NANA.



ნიაზ დიასამიძე - სიყვარულისთვის.


თამარ ივერი- ვწუხვარ თუ ჩემი სტატია უმცირესობის სიძულვილად შერაცხეს.

მსოფლიოში ცნობილი ქართველი სოპრანო, თამარ ივერი საკუთარ ბლოგზე ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. 

“ქართველ ხალხს ხშირად მოვლენებისადმი ძალიან მშრალად და შავთეთრად განსჯა სჩვევია და უსაზღვროდ ვწუხვარ თუ ჩემი სტატია ასევე შავთეთრად, უმცირესობისადმი სიძულვილად შერაცხეს. მართლა გულით ვწუხვარ ოპონენტების ასეთ ცალსახა, პრიმიტიულ შეფასებებზე.ჩემი კარიერის პირველივე დღიდან ასეთი ადამიანების გვერდით ვარ, მათთან ვთანამშრომლობ, ერთად ვმღერივართ, ერთად ვიცინით, ერთად ვჭამთ, ჩემთან მსტუმრობენ, უფრო მეტიც, ძალიან ახლო ნათესავებიც მყავს უმცირესობათა რიცხვიდან რომლებიც ძალიან მიყვარს და მათ ეს იციან. ასე რომ სპეკულირება იმ თემაზე რომ არიქა თამარი ვერ იტანს მათ და მსოფლიოში ყველა მის გეი გულშემატკივარამდე მივიტანოთ ეს ამბავი….უსუსურად სასაცილოდ მეჩვენება რადგან მათ ყველამ გენიალურად იციან ჩემი მათდამი 15 წლიანი განწყობის და ურთიერთობის შესახებ. უფრო მეტიც, რამდენჯერმე მათ ქორწილშიც კი ვყოფილვარ და კარიერაშიც დავხმარებივარ მათ და ა.შ ასე რომ ამ თემით სპეკულირება სასაცილოა მათი მხრიდან და საერთოდ, ეს რომ ასე ყოფილიყო 15 წლის მანძილზე ეს გაჟონავდა და ვინმე იტყოდა ამას ჩემს შესახებ. ასე რომ ეს თემა ვწუხვარ ძალიან მცდარად იქნა ზოგიერთთაგან გაგებული.

მე ჩემს სტატიაში სულ სხვა პრობლემას შევეხე და კერძოდ იმას რომ ამ ევროპული ქვეყნების შვილებს სადაც ტერიტორიულად ისინი გენიალურ ადგილას გრძნობენ თავს, გარშემო პრობლემა არ აქვთ, სოციალურად, სამსახურეობრივად ყველანაირად «მაძღარნი»და დაცულნი არიან, სადაც რელიგია ძალიან «ლაითი» მცნებაა, სადაც არავინ არაფერში არ გედავება, როცა ყველანაირად თავი ქუდში გაქვს…ისღა დაგრჩენია რომ გაერთო და რაც გსურს და რაც მეტ სიამოვნებას მოგიტანს….ყველაფერი სცადო და გამოსცადო პირადიდან დაწყებული აღლუმით დამთავრებული.

ჩემს სამშობლოს კი ამ მხრივ რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია აქვს. ჩამორთმეული, სადაო ტერიტორიები, რომლებიც ადრე თუ გვიან მაგრამ ისევ ჩვენი დასაბრუნებელია, მუდმივი პროვოკაციები, მუდმივი შუღლი დაპირისპირებები, შიდა ომები. საქართველო მუდამ დენთის კასრზე ზის, სულ საომარ, დაპირისირებულ და თავის მართლების სიტუაციაშია. როგორც ცხოველი ცხოველს ჩასცქერის თვალებში და თუ მის თვალებში შიში ამოიკითხა….წამსვე შეუტევს და «ნადავლს» წაართმევს. სულ ასეთ სიტუაციაშია ეს ბედკრული ქვეყანა. ცოტა სისუსტე თუ შეგვატყვეს თვალებში….შეიძლება აჭარაც გამოგგვლიჯონ ხელიდან, ახალქალაქიც და კიდევ ქვეყნის სხვა ნაწილები. ტერიტორიულადაც მუდამ ასე მგელივით «თვალებშიშემომყურე» სახელმწიფოების მეზობლად ვართ ვინც ელოდება ჩვენს თვალებში შიშის ჩადგომას რომ მომენტით ისარგებლოს და კიდევ რაღაც «წაგვძიძგნოს» და სწორედ ამ დროს ვაპიარებთ თემას რომლითაც წლების მერე ჩვენს ძირითად ღერძს «ძლიერი და სამშობლოს დამცველი ქართველი მამაკაცის» სტატუსს ნიადაგს გამოაცლის და შეარყევს. ჩემი სტატიაც უშუალოდ აქციის წინაარმდეგ იყო მიმართული და არა თავად «იდენტური» ადამიანების მიმართ რომელნიც ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიანი წევრები და ხშირად ბევრზე მეტად გონებრივად ნიჭიერნი არიან. ნურავინ იტყვის რომ ეს რაღაც «უწყინარი აქცია» 2 დან 4 საათამდე გასტანს და უკვალოდ ჩაივლის. სამწუხაროდ, ყოველი აქცია ადამიანების მენტალიტეტში ბევრად უფრო გვიან მთავრდება ვიდრე ის რეალურად დამთავრდა. ამ ყოველივეს შემდგომ იწყება ამ თემის ტელევიზიით განხილვა, ინტერვიუები, გამოსვლების ჩანაწერების გაშვება, აგიტაცია, პროპაგანდა, ყოველ შემდგომ წელს აქციის უფრო მასშტაბურობა და ამ ყოველივეს ტელევიზიით ის ახალგაზრდა თაობა ისმენს ვინც ხვალ და ზეგ უნდა მართოს ქვეყანა, წავიდეს ჯარში, დაიბრუნოს თავისი სამშობლოს ტერიორიები, გაუმკლავდეს მეზობელი ქვეყნების შემოტევებს და ერთი სიტყვით,…უზრუნველყოს თავისი ქვეყნის ის «ცხოველური ძლიერი ძალა მის თვალებში» რაც არაკეთილგანწყობილ მეზობელს თუ მტერს უკან დაახევინებს. ასევე ეს ბავშვები იზრდებიან ისეთ მართლმადიდებლური სულისკვეთებით გაჟღენთილ ქვეყანაში სადაც, ხალხს სჯერა და უნდათ რომ სჯეროდეთ რომ არსებობს რაღაც დიადი ძალა მათ ზემოთ რაც მათ სუფთა ცხოვრებისკენ უბიძგებთ, რაც მარადიულია, რაც მათ სულს სიმშვიდეს მოუტანს, რაც მათ ცოდვის ჩადენისას «დასჯის» მაგრამ აძლევს მონანიების საშუალებას. სადაც ხალხი გულით მარხულობს, სადაც აღდგომას და შობას ადამიანები მართლაც ეკლესიაში ზეიმობენ და არა მხოლოდ შოკოლადის კურდღლებს და პასკებს ყიდულობენ. ვფიქრობ რომ საქართველო რადიკალურად განსხვავებული ტრადიციების და ბევრად უფრო დიდტვირთაკიდებული ქვეყანა ვიდრე ჰოლანდია, საფრანგეთი თუ სხვა რომელიმე დასავლეთის ქვეყანა და ამ მხრივ ხალხში და უპირველეს ყოვლისა მოზარდ თაობაში პირიქით უფრო მეტი კაცური და ვაჯკაცური უნდა ვნერგოთ და არა პირიქით. თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია და თავს არავის არ ვახვევ.

რაც შეეხება თავად იმ აქციის «არადემოკრატიული დარბევის» თემით მუსირებას. ძალიან მაინტერესებს, 7 ნოემბრის თუ 26 მაისის აქციებზე საუკუთარი ხალხის «არადემოკრატიული დარბევა» დარბევა არ იყო?? თუ «დედიკო როცა გირტყამს მისი ძუძუები გლოცავენ?????» მაშინ რატომღაც არ გასმულა შეძახილები….მოგვეჭრა თავი ევროპის წინაშეო. მესმის რომ არ უნდა მომხდარიყო 17 მაისს ასეთი შეხლა შემოხლა მაგრამ ასე ცალსახად გამოყვანა რომ ეს იყო სამარცხვინო ფაქტი და მაშინდელი დარბევა ნორმალური მოვლენა, ვფიქრობ რომ ასე არ არის. თუ დარბევაა მაშინ ნებისმიერი სახის დარბევა «არადემოკრატიულია» და შესაბამისი შეფასებები უნდა მიეცეს და არა მიკერძოებული.

ამ «დარბევებზე» კი ვიტყოდი რომ ასეთი რამ,თავად ევროპაში ვცხოვრობ და იქაც ძალიან ხშირად ხდება. ქვეყანა და სახელმწიფო ერთი დიდი ორგანიზმია და მისი ყოველი აჯანყება თუ დემონსტრაციაც ისეთივე ბუნებრივი მოვლენაა როგორც ორგანიზმისთვის «დიარეა». მე არ დამავიწყდება თუ რა მოლოტოვის კოქტეილების და დემონსტაციის სასტიკი დარბევის ფონზე მომიწია პარიზის ოპერამდე მისვლა, არ დამავიწყდება ასევე აქციის არნახული დარბევა და მონაწილეთა დასისხლიანება ლონდონში და ასევე გერმანიაში,სადაც სასწრაფო დახმარების მანქანები ვეღარ აუდიოდნენ დასისხლიანებულ დემოსტრანტთა ტრანსპორტირებას მაგრამ არც ერთ ამ ქვეყნების ხელმძღვანელს თავი არ შეუწუხებიათ რომ ეთქვათ…ვაი სირცხვილო, ირანს ვემსგავსებით და არადემოკრატიულები გავხდითო. ისინი ამ ყოველივეს იღებენ საკმაოდ «ლაითად». ზედმეტად აყვირდი? -ჰოდა ჩაგარტყეს! პრინციპით.

ასე რომ იმის ძახილი რომ საქართველოს დემოკრატიული მომავალის მზე 17 მაისს ჩაესვენა და ხალხის დაზაფრვა რომ ფსკერზე ვეშვებით ძალიან გადამეტებულია. ვფიქრობ, 17 მაისს საქართველოს «მამრმა» საზოგადოებამ თავისი ქვეყნის და შვილების მომავალი დაიცვა რომ ისინი უფრო სასახელოდ გამოადგნენ ჩვენს ბედკრულ სამშობლოს.

მაპატიეთ რომ მომღერალ ქალს ასე გამიგრძელდა ჩემი «არასამუსიკო» სათქმელი და საერთოდ ასეთ თემებზე ვმსჯელობ მაგრამ ვთვლი რომ ჩვენ ყველა, ჯერ ჩვენი ქვეყნის საზოგადო მოღვაწეები ვართ და მხოლოდ შემდეგ მუსიკოსები. მხოლოდ «იქ ვიმღერე-აქ ვიმღერე» ინტერვიუები ქვეყნის რთულ სიტუაციებში ძალიან შავთეთრად წარმოგვაჩენს.მართალია ამ პროცესში მავანთ თავსაც ვალანძღინებ მაგრამ, ჩემი ქვეყნის ცოტა უკეთესი მომავლისთვისაც კი ყველანაირ შეურაცყოფას ავიტან.“

თქვენი თამარი.
*************
*************



"ბატონო ელჩო– მიმიფურთხებია თქვენი ნატოსთვის, ვინც მაიძულებს ამ ყოველივეს შევეგუო "

http://www.for.ge/view.php?for_id=23676&cat=9

ქართველი ერი და ღვაწლი წმინდა ნინოსი.

ილია ჭავჭავაძე – ქართველი ერი და ღვაწლი წმინდა ნინოსი.
  14 იანვარი ყოვლად-სადიდებელი დღეა ყოველის ქართველისათვის. ამ დღესა უქმობს, ამ დღესა დღესასწაულობს საქართველოს ერი და ეს დღეა დღე მიცვალებისა ჩვენის განმანათლებლის მოციქულთა სწორის წმინდა ნინოსი. ამ ჩვენს ღვთისმშობლის წილხვდომილს ქვეყანას ღვთისმშობლისავე ლოცვით და კურთხევით მოევლინა ზეგარდამო შთაგონებული წმინდა ქალწული, გადმოლახა თავის უძლურის ფეხითა მთანი და კლდენი, მოვიდა იქ, „სადაცა ღმერთნი ღმერთობდნენ და მეფენი მეფობდნენ“, პირქვე დაამხო სალოცავნი კერპთმსახურებისანი და მათს ადგილას აღმართა ჯვარი ქრისტესი, ჯვარი პატიოსანი.

საქართველოს ერმა გადაიხსნა გული, შიგ განიბნივა იგი ჯვარი პატიოსანი და თვითონაც ჯვარს ეცვა და არავის კი არ შეარყევინა არც თავისი გული და არც გულში ღრმად და მკვიდრად გაბნეული ჯვარი. მას აქეთ თხუთმეტი საუკუნე გულში ჯვრით და ხელში ხმლით იბრძოდა, ღვწოდა, სისხლსა ჰღვრიდა ქართველი კაცი და ნათელი ბნელზედ ვერავინ შეაცვლევინა.

ჩვენი ისტორიის სახელი და დიდება, ჩვენთა დიდებულთა წინაპართა სასწაულმოქმედი მხნეობა, თავგანწირვა, თავდადება, ვაჟკაცობა სულ იმ ნათლით არის გასხივოსნებული, იმ შარავანდედით არის მოსილი, რომელიც „ძელმა ჭეშმარიტებისამ“, წმინდა ნინოს მადლით და ღვაწლით აღმართულმა, მოჰფინა მთელს ჩვენს ქვეყანასა. ამ ძელზე სხივოსანის ასოებით, ქრისტეს წმინდა სისხლით დაწერილი იყო და არის იგი მცნება, რომელიც უდიდესია ყოველს მცნებაზედ: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.

ამ მცნების მოძღვარს ეთაყვანა ჩვენი ქვეყანა, იგი აღიარა ღმერთად და იმას აუნთო თავისი გული წმინდა სანთლად, რომელიც დღეს აქამომდე არ გამქრალა და არც გაჰქრება, მინამ არ გაჰქრება თვითონ ქართველიცა. ამ კაცთმოყვარე ღმერთისათვის იწამა ჩვენი ქვეყანა, ამას ანაცვალა, მას შესწირა ყოველივე, რაც კი ადამიანს საბედნიეროდ აქვს მონიჭებული, ეკლის გვირგვინი დაიდგა თავზედ, თხუთმეტი საუკუნე გულგაუდრეკლად ატარა თავ-პირდასისხლიანებულმა ჩვენს დრომდე შეუმწიკვლელად მოიტანა და ტანჯულმა და წამებულმა ჩვენ, შვილებს, გადმოგვცა, – ეხლა თქვენ იცითო.

ეკლის გვირგვინია, მაგრამ თვალმარგალიტით მორთულს გვირგვინს რითი ჩამორჩება? გვირგვინი წამებისა ჭეშმარიტებისათვის, კაცთმოყვარებისათვის, გვირგვინი წამებისა მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა ნუგეშისათვის, გვირგვინი წამებისა ერთმანეთის ძმურად და სიყვარულით განკითხვისათვის. მშიერთა, მწყურვალთა, სნეულთა, საპყართა და პატიმართა შველისა და ხსნისათვის, ობოლთა, ქვრივთა, უპატრონოთა შეწყნარებისათვის, ნუთუ ყოველივე ეს იგივ თვალ-მარგალიტები და უკეთესნიც არ არიან?

დიდი წამება დიდბუნოვნების ნიშანია, როგორც დიდი ძლევამოსილება. დიდი წამება იგივ დიდი გამარჯვებაა, რომელიც წილად ჯხვდება ხოლმე დიდბუნოვანს კაცსა, ხოლო გამარჯვებული ბედნიერია იმიტომ, რომ თვითონაც სტკბება მით, რაც გამარჯვებას მოაქვს, და წამებული კი თვით იწვის სანთელსავით და სხვას კი გზას უნათებს.

ამიტომაც ეკლიანი გვირგვინი წამებულისა უფრო უანგაროა, უფრო მიმზიდველია, უფრო საგულმტკივნეულოა და, მაშასადამე, უფრო მშვენიერი, სასახელო და სადიდებელი. მარტო ამ წამებულთა ჰლოცულობს კაცობრიობა, მარტო ამ წამებულთა აღიარებს იგი წმინდანებად და თაყვანს სცემს ლოცვითა და კურთხევითა.

ეკლიანი გვირგვინი, ჩვენს დღემდე მოტანილი ჩვენთა წინაპართაგან, ამ მშვენიერებითა ჰშვენის, ამ სახელითა სახელოვნობს, ამ დიდებით ჰდიდებულობს. თუ ვისმე სამართლიანად ეთქმის, რომ თვით დაიწვნენ და სხვას კი გზა გაუნათესო, ეს ჩვენს მამა-პაპას ეთქმის და მადლობელნი შვილნი ლმობიერებით პირქვე უნდა დავემხოთ მათ საფლავთა წინაშე და ვუგალობოთ დიდება დიდებულთა და ქება ქებულთა.

ამ სამართლიან ქება-დიდებისათვის სხვა უკეთესს დღეს ვერ ამოირჩევს ქართველი, თუ არ დღეს, ჩვენის განმანათლების სახსოვრად დაწესებულს. მოგვევლინა წმინდა ნინო, გვამცნო და გვასწავლა ქრისტეს რჯული და ახალმა მშვენიერმა აღთქმამ განაახლა ჩვენი ქვეყანა ახალის ცხოვრებისათვის. ქართველმა არ რჯულს, ამ ახალს აღთქმას, შეუერთა ძველისაგან ყოველივე ის, რაც-კი რამ ძვირფასია ადამიანისათვის და რაც თავის-დღეში არ დაძველდება, მინამ ადამიანი არსებობს: შეუერთა მამული და ეროვნება. ეს სამი ერთმანეთის ღირსი საგანი ისე ჩაიწნენ, ისე ჩაქსოვდნენ ერთმანეთში, რომ რჯულის დაცვა საქართველოს მიწა-წყლის დაცვად გარდაიქმნა და მიწა-წყლის დაცვა – რჯულის დაცვად. რჯული ჩვენი მამულის, ჩვენი ეროვნების ხმლად იქცა ზედმისევისათვის და ფარად ზედმოსეულთათვის.

ქრისტიანობა, ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში ჰნიშნავდა მთელის საქართველოს მიწა-წყალს, ჰნიშნავდა ქართველობას. დღესაც, მთელს ამიერკავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთისა და იმავეს მნიშვნელობის სიტყვები არიან. გაქრისტიანების მაგიერ გეტყვიან: გაქართველდაო. ჩვენმა სამღვდელოებამ კარგად იცოდა, რომ მამული და ეროვნება, რჯულთან ერთად შეერთებული, რჯულთან შეხორც-შეთვისებული, უძლეველი ხმალია და შეულეწელი ფარია მტრისა წინაშე. სიტყვას ქადაგებისას, სწავლას, მოძღვრებას იგი სულ იმაზედ მოაქცევდა ხოლმე, რომ მამული და ეროვნება რჯულამდე გააპატიოსნოს, სარწმუნოებამდე აღამაღლოს, ასწიოს და ყოველივე ამ სამს წმინდას და უდიდეს საგანს, ერთად შეერთებულს, თავდადებით ამსახუროს, თავგანწირვით ამოქმედოს.

აი, სად და რაში ჰპოულობდა ჩვენი უწინდელი სამღვდელოება თავის სულიერს და ხორციელს ღონეს, თავის ძლიერებას, პატივისცემას! აი, როგორ გაიმაგრა სამღვდელოებამ სარწმუნოება ქრისტეში ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც გარშემო ვეშაპი მტრები ეხვივნენ და ჰლამობდნენ, ქრისტიანობა ძირიანად ამოეგდოთ. აი, რამ მოაგერიენებინა ამ პატარა ქვეყანას აუარებელი მტერი! მამული და ეროვნება მოაშველა სამღვდელოებამ რჯულს, რჯული – მამულსა და ეროვნებას, და ეგრეთ მოძღვრებულმა ერმა ეს სამება წაინძღვარა წინ, ათასხუთასი წელიწადი ომითა და სისხლისღვრითა გამოიარა და ქართველს ბინაც შეუნახა და ქართველობაცა.

ამ სამთა უწმინდესთა საგანთა შეერთებამ ასწია ჩვენი სამღვდელოება და დააყენა ის მაღალ ხარისხზედ, სადაც ყოველი ნიჯი ღვაწლია და სამსახური ქვეყნის წინაშე. მოღვაწეს და მოსამსახურეს ყოველთვის დიდი პატივი და სახელი აქვს და ამიტომაც უწინ სასულიერო წოდებაში შესვლა და ყოფნა დიდ პატივად და დიდ ღირსებად მიაჩნდათ. დიდნი გვარიშვილნი, მეფეთა ოჯახისანი და ძენიც კი ბედნიერად ჰრაცხდნენ თავიანთ თავს, თუკი ეღირესებოდნენ სასულიერო წოდების კაცად გახდომას, სასულიეროში შესვლას და სამსახურსა. ყველამ იცოდა, რა მძიმეა ჯვარი ქრისტესი, ჯვარი მამულისა და ეროვნებისა, და სახელიც მოღვაწისა ამ სიმძიმეში იყო. ეს სიმძიმე აპატიოსნებდა ღვაწლსა, ეს ტვირთი ასხივოსნებდა სამსახურსა და ამ პატიოსნებასა და სხივოსნობაში იყო თავმოწონებაც და ჯილდოც მოღვაწისა.

ამ სახით, წმინდა ნინოს მოციქულობით მოფენილმა და დამკვიდრებულმა ქრისტიანობამ გვიხსნა ჩვენ არამცთუ სულიერად, არამედ ხორციელადაც. იმა უდიდესმა მოძღვრებამ, რომელიც ქრისტე ღმერთმა მოუვლინა ქვეყანას ხსნად და ცხონებად, თავისი ძლევამოსილი კალთა გადააფარა ჩვენში ჩვენს მამულს, ჩვენს ეროვნებას, ვითა ობოლნი შეიკედლა, თავისის ღვთაებურის ძალ-ღონით გამოჰზარდა, შეჰმოსა, შთაუდგა გული რკინისა, გაუმძღვარა ჯვარი პატიოსანი და ძელი ჭეშმარიტებისა. და, აი, ათასხუთასი წელიწადია, ამ ძალ-ღონით ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენ ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნობა.

ქრისტიანობის მოფენა და დამკვიდრება თითონ ცალკედ, თავსითავად დიდი ღვაწლია, და რომ ქრისტიანობამ ქვითკირსავით შეგვკრა და გაგვამაგრა, რომ ქრისტიანობა გაგვიძღვა მამულისა და ეროვნების შერჩენისა და ხსნისათვის, ღვაწლი იგი გვიორკეცდება, გვიდიდდება, გვიძლიერდება. ეგ გაორკეცებული, ეგ განდიდებული ღვაწლი დაგვდო ჩვენ ჩვენმა განმანათლებელმა წმინდა ნინომ. აი რით არის მართლა სადიდებელი, მართლა სადიდ-დღესასაწაულო იგი დღე, როდესაც ჩვენი ეკლესია დიდებით იხსენიებს ამ მოციქულთა-სწორს ქალწულსა. ამა ღვთაებურის მადლით მოსილმა მოციქულმა დაგვაწაფა დაუშრობელს წყაროს ღვთაებურის ჭეშმარიტებისას და მოგვივლინა იგი მოძღვრება, რომელმაც იშვილა ჩვენი მამული, ჩვენი ეროვნება, და ერთსაც და მეორესაც უპატრონა დღემდე.

კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის! დიდება შენდა, დიდება!..

[1888 წ. 13 იანვარი]

გაზეთი „ივერია“ № 9, 1888 წ. (224)

"იმედის" გადაცემა "მთავარი ფაქტორის" წინააღმდეგ საჩივარი მზადდება

ტელეწამყვანის მიერ ჰომოფობიური გამონათქვამის გამო ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “მთავარი ფაქტორის” წინააღმდეგ საჩივარი მზადდება.


საჩივარი ეხება 2013 წლის 27 მაისის გადაცემაში ერთ–ერთი თანაწამყვანის, რამაზ საყვარელიძის მიერ გამოთქმულ ფრაზას, რომელიც საჩივრის ავტორების თქმით "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონითა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსით დადგენილ ნორმებს ეწინააღმდეგება:


“რამაზ საყვარელიძემ წარმოთქვა შემდეგი ფრაზა: "კარგი რა, არავის არ უნდა ჰომიკი სახლში." გადაცემის სტუმარმა თამარ გურჩიანმა რამაზ საყვარელიძე გააფრთხილა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის შესაძლო დარღვევის შესახებ, ხოლო არაფორმალურმა მთავარმა წამყვანმა, რევაზ საყევარიშვილმა კი განაცხადა, რომ ასეთ განცხადებებს შეეძლო დარტყმის ქვეშ დაეყენებინა ტელევიზია, თუმცა არცერთ სხვა თანაწამყვანს რამაზ საყვარელიძის შეურაცხმყოფელი ფრაზა არ დაუგმია", – ნათქვამია განცხადებაში

საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ რამაზ საყვარელიძის გამონათქვამი ეწინააღმდეგება მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს, რომელთა თანახმად:

2. იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის.

3. იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას

საჩივარში ასევე განმარტებულია, რომ რამაზ საყვარელიძის გამონათქვამი ეწინააღმდეგება მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც ტელეკომპანიამ უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი სამაუწყებლო პრინციპით:

“სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინება განურჩევლად მათი პოლიტიკური, კულტურული, ეთნიკური, რელიგიური, რეგიონული, ენობრივი, ასაკობრივი თუ გენდერული კუთვნილებისა.”

საჩივრის ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ 17 მაისის მოვლენების შემდეგ ლგბტ პირთა დევნამ განსაკუთრებით იმატა და ამ ფონიდან გამომდინარე მედიას განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებს. მათი მოთხოვნა შემდეგია:

1. "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14, აგრეთვე 59-ე პრიმა მუხლის თანახმად, განიხილოთ წინამდებარე საჩივარი და მასზე დროული და დასაბუთებული რეაგირება მოახდინოთ

2. დაადგინოთ ზემოაღნიშნული გამონათქვამის შეუსაბამობა ეთიკურ სტანდარტებთან და მიღებული გადაწყვეტილება შეუსაბამობის შესახებ გამოაქვეყნოთ იმავე გადაცემაში.

საჩივარს ხელს ათი ადამიანი აწერს, მათ შორის იურისტი თამარ გურჩიანი, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" ხელმძღვანელი ეკატერინე აღდგომელაშვილი, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” წარმომადგენელი, იურისტი ვახუშტი მენაბდე, არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა.

ავტორები საჩივრით "იმედის" თვითრეგულირების ორგანოს 6 ივნისს მიმართავენ, მანამდე კი საჩივარზე ელექტრონულად ხელმოწერა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც მის შინაარსს ეთანხმება.

მხოლოდ შენი იმედი მაქვს, ღმერთო, ამ ქვეყანაზე.

თემურ წიკლაური - იყიდება საქართველო.

http://www.myvideo.ge/?video_id=785532








კაბუ - საქართველო.


ერი და ისტორია.

 ილია ჭავჭავაძე  
ერი და ისტორია
(ნაწყვეტი)

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავისს ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისის ყოფილის ცხოვრებისა, დავიწყება ისტორიისა, თავისის წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან -მომასწავლებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წაწყმედისაცა. წარსული -მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო -მომავლისა. ეს სამი სხვადასხვა ხანა, სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანეთზედ გადაბმული, რომ ერ-თი უმეოროდ წარმოუდგენელი, გაუგებარი და გამოუცნობია. ამიტომაც არის ნათქვამი ერთის ბრძნისგან, რომ აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მერმისისაო. ეს სამთა ჟამთა ერ-თმანეთზედ დამოკიდებულება კანონია ისეთივე შეურყეველი და გარდუვალი, როგორც ყოველივე ბუნებური კანონი.
ბევრს ერს ქვეყანაზედ სულაც არა ჰქონია წარსული, სულაც არა ჰქონია ისტორია, ესე იგი, იმის-თანა ცნობიერი ცხოვრება, რომელიც გამოსახავს ხოლმე სულიერს და ხორციელს ვინაობას ერთიანის კრებულისას, მის მიზიდულებას, მის აზრს და საგანს არსებობისას, მის წმიდათა-წმიდას, და რომელიცა მკის თავის დროებისათვის და ამას-თანავე სთესს მერმისისათვის. ამის-თანა ხალხნი დღესაც ბევრნი არიან ქვეყანაზედ. ამისთანა ხალხი უბინაო კაცსა ჰგავს, რომელმაც არ იცის -ვინ არის, რისთვის არის, საიდამ მოდის და სად მიდის. ამიტომაც ესეთი ხალხი ბევრით არ გამოირჩევა პირუტყვთაგან და იქნება ბევრში უკანაც ჩამოურჩება. ულმობელი კანონი ისტორიისა ამისთანა ხალხს ვერ დაინდობს ეხლანდელს დროში, და სხვა უფრო ძლიერის ისტორიის მქონე ერი დაეძგერება თუ არა, თანაც გაიტანს და შეიწირავს ხოლმე ამისთანა ხალხსა.
...შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა, რომ იქიდამ დაიწყოს ცხოვრების უღელის წევა. შვილს უნდა გამორკვეული ჰქონდეს, რაში იყო მართალი და კარგი მისი მამა, რაში იყო შემცდარი, რა ავი მიიჩნია კეთილად, და რა კეთილი -ავად, რა უმარ-თავდა ხელს, რა აბრკოლებდა,
რისთვის ირჯებოდა და მხნეობდა, და რისთვის და რაში უქმობდა. უამისოდ თითონ შვილი, რაც გინდა მხნე და გამრჯელი იყოს, უხორთუმო სპილოს ეგვანება, დავით გურამიშვილისა არ იყოს, და ამ წუ-თისოფელში ვერას გახდება.
ჩვენ ერს ორი ათასი წელიწადი უცხოვრია ისტორიულის ცხოვრებით. ბევრი მაგარი და ბევრიც უვარგისი ქვა ჩაუდგია იმ საძირკველში, რომელზედაც დღეს ჩვენი აწმყოა დამყარებული მერმისის ამოსაგებად. რომ მართლა ესეა, ამისი საბუთი თვალწინ გვაქვს. რა შეგვინახავდა ამ ერთ მუჭა ხალხს ამ ორიათას წელიწადს ამოდენა დაუძინებელ მტრებს შორის, რათ და როგორ შეგვარ-ჩენდა ხარბობა უცხო თემთა ამ მშვენივრად შემკულს წალკოტსა, რომელსაც საქართველოს ეძახიან, თუ ჩვენს წარსულს ჩვენის ცხოვრების საძირკველში მაგარი ქვა არ ჩაედგა. ეს ერთის მხრით, მე-ორეს მხრით -რა ჩამოგვარჩენდა ასე უწყალოდ სხვა ქვეყნებსა ან განათლებასა, ან გამდიდრება-ში, თუ ამისთანა ქვეყნის პატრონთა ცხოვრების საძირკველში მაგარ ქვასთან ერთად უვარგისი და ფხვნილი ქვაც არ ჩაეყოლებინა ჩვენს ისტორიას.
რომელია სიმაგრე ჩვენის ცხოვრებისა და რომელი სიფუყე და სისუსტე, ამას ხსნის და გვითარგმნის ხოლმე მარტო ისტორია, და თუ იგი დავივიწყეთ, მაშ დაგვივიწყნია ჩვენის ცხოვრების სა-თავეც, ჩვენის ცხოვრების ფესვი, ჩვენის ცხოვრების საძირკველი, და თუ ასეა -რაღაზედ უნდა დავამყაროთ ჩვენი აწმყო, ჩვენი მერმისი? არ არის არც ერთი მხარე ჩვენის ცხოვრებისა, როგორც სხვისაც, რომ რაიმე წარსულის ნაშთი ზედ არ შერჩენოდეს, ხოლო ამ ნაშთისა დღეს ჩვენ აღარა გაგვეგება რა, ვიმეორებთ, იმიტომ, რომ დავიწყებული გვაქვს მისი ამხსნელი და განმმარტებელი ისტორია. ამიტომაც ჩვენ ბევრში უთავბოლობა გვეტყობა, არაფერი საქმე არ გვიხერხდება, აქეთ და იქით ვასკდებით თავს-ბრუ-დახვეულ კაცივით და ვერა გამოგვიტანია რა. ეს უქმად წარმავალი გარჯა ჩვენი, უქმად წარხდომილი მხნეობა და ცდა, ქანცს უწყვეტავს გამრჯელს და მის მაყურებელს ერს სასოება და იმედი ეკარგება, და აქედამ განა დიდი მანძილიღაა სრულად განადგურებამდე!
გარდა ყოველ ამისა, ბევრჯერ გვითქვამს და ეხლაც განვიმეორებთ, რომ ისტორია იგი დიდებული ტაძარია, საცა უწირავს ერ-თიან სულსა ერისას და საცა აღუმართავს ერს თავის დიდებული და დიდ-ბუნებოვან კაცთა უწმინდესნი ხატნი და ზედ წარუწერია დიდთა საქმეთა მოთხრობა, ვითა საშვილიშვილო ანდერძი. ერი, რომელსაც ახსოვს ეგ თავისის ერთიანის სულის წირვა, ეგ თავის დიდბუნებოვანნი კაცნი და დიდთა საქმეთა ამბავი, კეთდება, მხნევდება, ჰგულოვანდება და თავმოწონებულია ყველგან, ჭირია თუ ლხინი. ამ ღირსებათა პატრონი ერი არ დაუვარდება, არ დაუძაბუნდება არავითარს ზედმოსულს უბედურებასა და განსაცდელსა. იგი გულგაუტეხელად იბრძვის, იღწვის, გამხნევებული თავის მამა-პაპის მაგალითითა და ანდერძითა, და მარ-ტო გულგაუტეხელი მებრძოლი დაინარჩუნებს ხოლმე ბურთსა და მოედანს ამ წუთისოფელში.
1888 წელი
                    

თენგიზ არჩვაძე - რუსებს ორას მეტრს კი არ უნდა ვედავოთ, უნდა ვუთხრათ საერთოდ წაეთრენ!

  რუსეთის მიერ ადმინისტრაციული საზღვრის "გადმოჩოჩებას" პოლიტიკოსების გარდა, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც ეხმაურებიან. "კვირის პალიტრასთან" ამ საკითხზე საუბრისას ღვაწლმოსილი ქართველი მსახიობი, თენგიზ არჩვაძე აღშფოთებას ვერ მალავდა...


თენგიზ არჩვაძე:

- საზღვარი კი არ გადმოწიეს, სამაჩაბლოს ერთი გოჯი მიწა არ ეკუთვნის არავის, საქართველოს გარდა, ბატონო. რომ ამბობთ, საზღვარი გადმოწიესო - მაგათი იყო ოდესმე, დაკანონებულია ვინმესგან, თუ რას გულისხმობთ, რას ნიშნავს - გადმოწიეს?! ახლა მთელი სამაჩაბლოს ნაცვლად, ას მეტრს ედავებიან? - ოკუპანტების ფეხი სამაჩაბლოში საერთოდ არ უნდა იყოს, იმ სახით, როგორც ახლა ისინი იქ ბრძანდებიან. ახლა მოიწევენ და სულ ასე თანდათან ახლოს მოჩოჩდებიან, თუ თავშივე არ იქნა აღკვეთილი მაგათი უმსგავსობა. ასი მეტრი გადმოწიესო და ახლა უნდა გვქონდეს ხომ მძაფრი რეაქცია და ვაი-უშველებელი?! - ასი მეტრის იქეთ რაც არის, იმის ფლობის უფლება როდის მერე აქვთ, მაგათი მამა-პაპის მემკვიდრეობაა თუ რა?!...

- რაც ხდება სამაჩაბლოში ზოგი წინა ხელისუფლებას აბრალებს, ზოგი დღევანდელს... თქვენ რას იტყოდით?

- მე არცერთი ხელისუფლება არ მწამს, ვინც საერთოდ ასეთი რამ დაუშვა. წინა ხელისუფლებამ აფხაზეთიც და სამაჩაბლოც ფეშქაშად მიართვა(წაგვართვეს ბ.თენგიზ, წაგვართვეს.e.s) რუსეთს. იმ სახელმწიფოს, რომელსაც დღეს ას მეტრს ედავებიან და უკიჟინებენ.

- ხშირად ახსენებთ ას მეტრს... არ უნდა ვედავოთ ას მეტრს?

- რუსებს ას მეტრს კი არ უნდა ვედავოთ, უნდა ვუთხრათ, საერთოდ წაეთრენ. ხელშეკრულება ხომ ჰქონდათ სარკოზისთან დადებული, რატომ არ იცავენ!?

- რუსეთში ქართველი ხელოვანები ჩავიდნენ, კონცერტები გამართეს და იმედი ჰქონდათ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დათბებოდა... თუმცა ჯერ შედეგი არ ჩანს...

- რუსეთთან არ შეიძლება სრულიად ლაპარაკის შეწყვეტა, მაგრამ არც გულხელდაკრეფილი ჯდომა და თავის დაქნევა შეიძლება მათ თავხედობაზე. უნდა გამოძებნონ რაღაც გზა. ხელისუფლების წარმომადგენლებს ამისთვის აქვთ ათმაგი ხელფასი. მათი პროფესიული მოვალეობაა, გამოძებნონ რამე საშუალება, რომ შეწყდეს ეს უმსგავსობა. არ შეიძლება ეგ! - ვის მიწას აძლევენ?! მე ვიცნობ სამაჩაბლოს, ეს ჩემი მიწა-წყალია, სულ ფეხით მაქვს მოვლილი. ახლა წყალი გადაუკეტეს და სარწყავი და სასმელი წყალი აღარ აქვს ხალხს.

- თქვენ ამბობთ რომ რუსები უნდა გავყაროთ და ამავდროულად გსურთ ეს ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდეს. ეს როგორ წარმოგიდგენიათ?

- ომი არაფრით შეიძლება! ახალგაზრდები აღარ უნდა შეეწირონ ომს! დღევანდელ ხელისუფლებას გონიერება არ აკლია, სხვა უნდა მოიფიქრონ რამე. მე პოლიტიკოსი არ გახლავართ, არც მრჩეველი, მაგრამ მე, როგორც ქართველ კაცს, მინდა, ჩემი სამშობლო - ჩემი სამშობლო იყოს.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)
kvirispalitra.ge

მღვდლების ვინაობა.

(ნაწყვეტი)
გაიძროთ ანაფორები, შეიკრიჭოთ თმები და გამოეწყოთ "პინჯაკებში", მაშინ სულ სხვა მნიშვნელობას მივცემთ თქვენს რევოლუციონერობას. მომავალი ცხოვრება თქვენ პროგრესიულ ელემენტად ვერ ჩაგსთვლით. დიაღ, ვერ ჩაგსთვლით, ვიდრე სამღვთო წერილის მცნებათა თავისებურად გამოყენებაზე ხელს არ აიღებთ და არ მოიშლით მეჭურჭლის ხელობას, რომელიც ქოთანს საითაც ჰნებავს, ყურს იქ გამოაბამს... ვსტყუი?

მღვდლებო-პოლიტიკოსებო! სოციალისტებო! ჩემში თქვენის მოღვაწეობის წყალობით აღძრული გრძნობა ეს არის, იქნება თქვენც გეწყინოსთ. მე პირადად მწყინს, როცა ჰმღვდლობთ, ანაფორები გაცვიათ და ჰრევოლუციონერობთ... გაიხადეთ ეს ანაფორები და სთქვით სამოქალაქო აზრები, როგორც მოქალაქეთა, ან არა და გეცვათ ანაფორა და სთქვით შეუბღალავად, გაურყვნელად ის, რაც გიანდერძათ თქვენმა მამამთავარმა იესო ნაზარეველმა, არც არაფერი იმით დაშავდება...
თქვენი გავლენა ხალხზე გეუბნებით გამოცხადებით, აშკარად, საბოლოოდ მავნებელი გამოდგება. არ არი მოსაწონი თქვენი გავლენა, ვინაიდან იგი სასარგებლო ნაყოფს არ გამოიღებს და
მხოლოდ მონებს აღუზრდის ქვეყანას და არა ნამდვილს მამულიშვილებს და მოქალაქეებს...
რომელ პარტიას უნდა ეკუთვნოდენ ეს მღვდლები, ვგონებ ჩემთან ერთად თქვენც იტყვით, რომ "სულიერი მამები" არიან "მიიღე ჯამაგირის" პარტიისა.
უეჭველია, რომ საქართველოს ისტორია არ დაივიწყებს თქვენს ღვაწლს, როგორც მსოფლიოს ისტორიამ არ დაივიწყა ღვაწლი გეროსტრატისა, რომელმაც დაწვა მშვენიერი დიანის ტაძარი.
(ჰეროსტრატეს სახელი ამოიშალა ყველა "დოკუმენტიდან", ამ ამბის მოყოლა ან მისი სახელის ხსენება ეკრძალებოდა ყველას, მათ შორის ყველა სახის მემატიანეს. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, მისი სახელის ხსენება სიკვდილით ისჯებოდა).

1906 წელი

თუ მორჩილად მივიღებთ თავსმოხვეულ «ღირებულებებს», დავიღუპებით!

ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ალექსანდრე ჭაჭია.




_ ბატონო ალექსანდრე, ჩვენს გაზეთში თებერვალში გამოქვეყნებულმა თქვენმა ინტერვიუმ დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია. მხოლოდ გაზეთის საიტზე იგი 75 ათასზე მეტმა ადამიანმა წაიკითხა და კიდევ 30 ათასმა _ საიტის რუსულენოვან ვერსიაზე. ეს რეკორდული რაოდენობაა. რედაქციას დღემდე მიმართავენ მკითხველები თხოვნით, რომ გაგრძელდეს ინტერვიუთა ციკლი თქვენთან. ბევრს სურს, გაიგოს თქვენი აზრი რიგი პრობლემების შესახებ, რომლებიც მათ აწუხებთ. მე ავარჩიე რამდენიმე, ძირითადად, საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბოლოს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული შეკითხვები.


როგორ აფასებთ 17 მაისის თბილისის მოვლენებს, რამაც ქართულ საზოგადოებაში განხეთქილება გამოიწვია? არსებობს თუ არა სერიოზული საზოგადოებრივი დაპირისპირების ალბათობა ამ ნიადაგზე?


_ მე არ დავარქმევდი მომხდარს განხეთქილებას საზოგადოებაში. განხეთქილება ვარაუდობს საზოგადოების გაყოფას ორ ან რამდენიმე დაახლოებით ტოლ ნაწილად, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებიან. განხეთქილებაა პარიზში, ლონდონში, სადაც ჰომოსექსუალთა და მათი თანამგრძნობი მოქალაქეების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ქალაქის მერად ღია პედერასტს ირჩევენ. განხეთქილებაა ამერიკაში, სადაც ზანგმაც კი შეძლო გამხდარიყო პრეზიდენტი, როდესაც გეითანამეგობრობის მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობა დადო, ანუ თეთრკანიანი ამერიკელების გენეტიკურმა რასიზმმა პედერასტიის მომხრეთა შეტევის წინაშე უკან დაიხია. ჩვენთან, მადლობა ღმერთს, ამ მოვლენის ჯერჯერობით ამდენად სერიოზულად გავრცელება არ მოხდა. არიან ახალგაზრდები, რომლებიც განიმსჭვალნენ გეიიდეოლოგიით დასავლურ უნივერსიტეტებში სწავლისას ან აქ, საქართველოში უცხოელებთან ურთიერთობისას, და არის ხალხი, რომელიც დასავლეთისგან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრია და ფულისთვის ასრულებს გარკვეულ მითითებას.


აქვს თუ არა პერსპექტივა მათ საქმიანობას? დიახ, აქვს. თუ ხელისუფლება და ქართული საზოგადოება ჯიუტად გააგრძელებენ ე.წ. ევროპული ღირებულებების მიმართ ერთგულების დეკლარირებას, ანუ გააგრძელებენ შევარდნაძე-სააკაშვილის გეზით სვლას, მაშინ უნდა გაითვალისწინონ, რომ პედერასტია თანამედროვე «ევროპული ღირებულებების» განუყოფელი ნაწილია, მეტიც, ეს ამა თუ იმ სახელმწიფოს «ევროპულობის» მთავარი მაჩვენებელია. მსოფლიოში იგი მზარდი ტემპით ვითარდება, რასაც ხელს უწყობს ათასობით სხვადასხვა სახის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, მედია, კინოინდუსტრია. თუ 15-20 წლის წინ პედერასტია ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენციისა და ცივილიზაციის სიმდიდრით გამძღარი მდიდრებისა და მათი შვილების გარემოში მხოლოდ «მოდა» იყო, დღეს ეს დასავლური ქვეყნების საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელი ატრიბუტია. ეს მოხდა ძალიან მოკლე ისტორიული პერიოდის მანძილზე.


გავიხსენოთ ისტორია. ჰომოსექსუალიზმი არსებობდა ყოველთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, ჰომოსექსუალური კავშირების თავისუფლებას საზოგადოებისთვის იმდენად დიდი ზიანი მოჰქონდა, რომ მონოთეისტური რელიგიების დამფუძნებლები იძულებულნი გახდნენ, რომ მომაკვდინებელ ცოდვად გამოეცხადებინათ იგი. ქრისტიანიზირებულ ევროპაში ჰომოსექსუალიზმი იატაკქვეშ გადავიდა და მისი მასშტაბებიც მკვეთრად შემცირდა. პერიოდულად იყო აღზევებებიც, მაგალითად, შუასაუკუნეებში კათოლიკე ბერების გარემოში და, სავარაუდოდ, სწორედ ამ მოვლენასთან საბრძოლველად შეიქმნა თავიდან ინკვიზიცია. მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ევროპაშიც და აშშ-შიც პედერასტიასთან დამოკიდებულება იყო ძალიან უარყოფითი. გაიხსენეთ ოსკარ უაილდი, რომელიც 1895 წელს ამერიკაში ციხეში ჩასვეს, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ში ჰომოსექსუალების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების ფორმირება დაიწყო. ამას ხელი შეუწყო ამერიკული ჯარის სამხედრო მოსამსახურეთა გარემოში პედერასტთა საზოგადოების წარმოქმნამ საკუთარი ცნობიერებით. ზუსტად მამათმავალმა სამხედროებმა მისცეს აშშ-ში ჰომოსექსუალიზმის რეაბილიტაციასა და ლეგალიზაციას ბიძგი. მას შემდეგ აშშ სექსუალური უმცირესობების უფლებებისთვის მებრძოლი მოძრაობის ლიდერია მთელ მსოფლიოში. ყველა ქვეყანა, რომელიც აშშ-ის გავლენის ქვეშაა, იძულებულია, ერთსქესიანი კავშირების ლეგალიზება მოახდინოს და წაახალისოს. თავად აშშ-ში კონგრესის დაახლოებით 70 წევრი ოფიციალური პედერასტია, ჯარში 65 ათასი ოფიციალური გეი და ლესბოსელი მსახურობს. ამ დღეებში აშშ-ში ჯარში ერთსქესიანი ქორწინებები, სოციალური შეღავათების თვალსაზრისით, გაუთანაბრეს ჩვეულებრივ ქორწინებებს, მაგალითად, ჯარისკაცის დაღუპვის შემთხვევაში მისი ქორწინების პარტნიორი (არ ვიცი, სხვანაირად როგორ დავარქვა) მიიღებს ფულად კომპენსაციას და აქვს უფლება, გარდაცვალების შემდეგ დაიკრძალოს მასთან ერთად სამხედრო სასაფლაოზე.


_ იმედი მაქვს, საქართველოში საქმე აქამდე არ მივა...


_ ტყუილად გაქვთ იმედი. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. დიახ, 17 მაისმა დაგვანახა, რომ ქართულ საზოგადოებაში ეროვნული ღირსების გრძნობამ გაიღვიძა ან შესაძლოა, თვითგადარჩენის ინსტინქტი ამუშავდა. ჩვენი ხალხის ღირსებას, უკვე 20 წელზე მეტია, ფეხქვეშ თელავენ და ბევრ დამკვირვებელს გაუჩნდა შთაბეჭდილება, რომ ღირსების გრძნობა ჩვენს საზოგადოებაში მოკვდა. დიაგნოზი, მე მგონი, ნაადრევია, მაგრამ უნდა ნათლად გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ შევეჯახეთ არა ერთ მუჭა გეებსა და მათ თანამგრძნობ ქართველ «ევროპელებს», არამედ მძლავრ საერთაშორისო ძალას, რომლის უკანაც შეერთებული შტატები _ საქართველოს ფაქტობრივი პატრონი, და მთელი ევროპა დგანან. ძალიან არათანაბარი ძალებია.


_ რა უნდა მოიმოქმედოს ქართულმა საზოგადოებამ ამ სიტუაციაში?


_ პირველ რიგში უნდა შეეცადოს, გახდეს, ოდნავ მაინც, მინიმალურად დამოუკიდებელი სახელმწიფო. უკვე 20 წელია, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოიხატება 26 მაისს ზეიმის ჩატარებაში. ეს ცოტა ხომ არაა საიმისოდ, რომ თავი სახელმწიფოდ ჩავთვალოთ? შევარდნაძე და სააკაშვილი გვარწმუნებდნენ, რომ რუსეთის «უმცროს ძმად» ყოფნა უღირსობაა, ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენ შეერთებული შტატების «უმცროსი პარტნიორები» ვართ და ეს, მისი თქმით, დიდი მიღწევაა. სრულიად შესაძლებელია, რომ ვინმეს პარტნიორობა უფრო მოსწონს, ვიდრე ძმობა, მაგრამ პარტნიორს, თუნდაც უმცროსს, შესაძლოა, ჰქონდეს საკუთარი ინტერესები, სხვა შემთხვევაში იგი პარტნიორი არაა _ იგი ლაქიაა, მონა. საქართველოს დღეს ერთი მთავარი ეროვნული ინტერესი აქვს _ ქართველი ერის, როგორც კულტურულ-ისტორიული ფენომენის, შენარჩუნება.


უნდა ავუხსნათ «უფროს პარტნიორს», რომ, როდესაც საქართველო იყო «უმცროსი ძმა», საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად მატულობდა, თითქმის ყველა ქართველი ცხოვრობდა საქართველოში და ცუდ სიზმარშიც კი ვერ ხედავდა საკუთარ თავს ემიგრანტის ამპლუაში, ქვეყანაში მუშაობდა ასობით ქარხანა, ფაბრიკა, სასოფლო-სამეურნეო საწარმო და ჩვენ არ ვიცოდით, რა იყო უმუშევრობა, მიწას ამუშავებდნენ და მოსავალს იღებდნენ ადგილობრივი გლეხები, ხოლო «პედერასტი» სალანძღავი სიტყვა იყო.


როდესაც ჩვენ გავხდით აშშ-ის «უმცროსი პარტნიორი», შობადობის მაჩვენებელი კატასტროფულად დაეცა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი კატასტროფულად გაიზარდა, ქარხნები და ფაბრიკები ჯართში ჩააბარეს, ქართველი ერის მესამედი ემიგრაციაში წავიდა და სხვა ქვეყნებში მომსახურე პერსონალი გახდა, ყოველი მეორე, ვინც სამშობლოში დარჩა, უმუშევარია, ტერიტორიების 20 პროცენტი დაკარგულია, დარჩენილი მიწები ინდოელებს, ჩინელებს, პაკისტანელებსა და კიდევ ვიღაცას მიჰყიდეს, ხოლო პედერასტები ინგლისურენოვანი პლაკატებით ხელში დედა ენის ძეგლთან იკრიბებიან და ერთსქესიანი სიყვარულისთვის თავიანთი უფლებების დაკანონებას ითხოვენ. ასეთი «პარტნიორობის» კიდევ 10 წელი და ქართველი ერი, როგორც კულტურული სათემო, უბრალოდ, აღარ იარსებებს.


მეორე, ქართულმა საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს ეროვნული ღირებულებებისა და პრიორიტეტების სისტემა. 15 წლის წინ მე შევიმუშავე და გამოვაქვეყნე «საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების სტრატეგია», რომელშიც ჩამოვაყალიბე ქვეყნის ეროვნული ინტერესები, მიზნები და ამოცანები განვითარების გარდამავალ პერიოდსა და პერსპექტივაში. მთავარ მიზნად მე ქართველი ერის ფიზიკური განადგურებისგან და ზნეობრივი დეგრადაციისგან დაცვა მივიჩნიე. მაშინვე დავასახელე ლოზუნგი პატრიოტული ძალებისთვის _ «ქართველობის გადასარჩენად!» სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» გაზეთმა «ილორმა» ეს სიტყვები თავის ლოზუნგად აქცია. ამის იქით საქმე არ წასულა. შევარდნაძემ და მისმა კარის ინტელიგენციამ, შემდგომში კი სააკაშვილმა და მისმა გუნდმა მე «ნაციონალისტი» და «კრემლის რუპორი» მიწოდეს, პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც თავის თავს «ოპოზიციას» ეძახდნენ, მკვეთრად დაგმეს ჩემი «ანტიამერიკანიზმი» და «ანტიევროპეიზმი». დღეს ის ჩემი ლოზუნგი კიდევ უფრო აქტუალურია, თუმცა, შესაძლოა, უკვე გვიანიცაა... თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი აგრძელებს ზურაბ ჟვანიას ბოდვითი განცხადებით ხელმძღვანელობას: «მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი!». სააკაშვილი და მისი ცხვირმოუხოცავი თანამზრახველები 10 წელი უდებდნენ ხალხს თავში, რომ საქართველო «ბრუნდება» ევროპაში, რომ ჩვენ ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი ვართ და ა.შ. ამისთვის ჩამოჰყავდათ აქ ვიღაც ევროპელი მასხარები – მესამეხარისხოვანი ქვეყნების პრეზიდენტები, ევროპარლამენტარები, მოედნებზე სამარცხვინო შოუებს დგამდნენ. სხვათა შორის, საქართველოში არც ერთი ძირითადი ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი ან პრემიერი არ ჩამოსულა (სარკოზი გამონაკლისი შემთხვევისა და მიზეზის გამო ჩამოვიდა), რითაც მათ საქართველოს «ევროპულ იდენტობასთან» საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს.


საქართველო არასოდეს ყოფილა ევროპის ნაწილი და ევროპა არასოდეს თვლიდა საქართველოს თავის ნაწილად. ევროპულმა კულტურამ, ევროპულმა ღირებულებებმა საქართველოში მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში შემოაღწია რუსეთიდან. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში «თერგდალეულთა», დიდი ქართველი განმანათლებლების დამსახურებით ეს პროცესი გაძლიერდა. მაგრამ მაშინ ევროპა სწრაფად ვითარდებოდა, ევროპული ღირებულებები იყო ჭეშმარიტი პროგრესული ღირებულებები განათლებაშიც, მეცნიერებაშიც, ხელოვნებაშიც, ტექნიკაშიც, წარმოების ორგანიზებაშიც და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. დღეს ევროპა მძლავრად დეგრადირებს. ევროპული სახელმწიფოები აღარ არიან დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოები თავისი ეროვნული ტრადიციებით, წეს-ჩვეულებებით, ზნეობრივი ნორმებით. ევროპელი ერები ცდილობენ, ხელისუფლებაზე დემოკრატიული მეთოდებით ზეწოლით შეეწინააღმდეგონ დამანგრეველ ტენდენციებს, მაგრამ ამას აზრი არ აქვს.


დასავლური დემოკრატია, როგორც დასავლური ეკონომიკური მოდელი, ჩიხში შევიდა, მოსახლეობის ეროვნული ინტერესების დაცვის საშუალება აღარაა. უმრავლესობის ნება _ დემოკრატიის საფუძველი _ აღარაფერს აღარ წყვეტს. იგი შეცვალა საგარეო პოლიტიკაში აშშ-ის და საერთაშორისო კაპიტალის ნებამ, საშინაოში _ «უმცირესობათა» მოთხოვნებმა. გაიხსენეთ: დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 80 პროცენტი ეწინააღმდეგებოდა მათი ქვეყნის ერაყთან ომში მონაწილეობას, მაგრამ ინგლისის ხელისუფლებამ მიაფურთხა საკუთარი ხალხის სურვილს. აშშ-ში ომის დაწყების წინააღმდეგ მრავალმილიონიანი დემონსტრაციები იმართებოდა, მაგრამ ხელისუფლებამ ომი მაინც დაიწყო. ფრანგთა უმრავლესობა ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ გამოდის, მაგრამ პრეზიდენტმა და პარლამენტმა უმრავლესობის ნების იგნორირება მოახდინეს.


მულტიკულტურალიზმის პოლიტიკამ და მცდელობებმა, მომხდარიყო მილიონობით მიგრანტის ინტეგრაცია, კრახი განიცადა. კომფორტით განებივრებული ევროპელები, რომლებიც ორიენტირებულები არიან მოხმარებაზე, რომლებმაც დაივიწყეს ქრისტიანული პოსტულატები და მიეჩვივნენ «უმცირესობათა უფლებების» დაცვას, დაუცველები აღმოჩნდნენ ეროვნულად და რელიგიურად ერთსულოვანი მიგრანტების სათემოების უხეში ზეწოლის წინაშე, რომლებიც დაჟინებით და აგრესიულად ახვევენ თავს ევროპას საკუთარ ნორმებსა და ქცევის წესებს. ორ მილიონ მუსლიმანს შეშინებული ჰყავს მრავალმილიონიანი ინგლისი. საქმე აბსურდამდე მივიდა: ინგლისელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის რეკომენდებულია, არ იარონ ლონდონის ქუჩებში სამხედრო ფორმით, რათა არ მოახდინონ ძალადობის პროვოცირება მუსლიმანი ექსტრემისტების მხრიდან! წყნარ შვედეთში ყოველ ღამე იწვის ავტომანქანები, ორი წლის წინ იგივე ხდებოდა პარიზში. ევროპელ ერებს, თუ მათ გადარჩენა სურთ, არ აქვთ სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დაუბრუნდნენ ეროვნულ სახელმწიფოებს და რადიკალურად შეცვალონ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ საკუთარი მოსაზრებები. ეს პროცესი ძალიან მძიმე და, ალბათ, სისხლიანი იქნება, ფაშისტური უკიდურესობებითურთ, როგორც ეს ევროპას ისტორიულად სჩვევია, მაგრამ ის გარდაუვალია. ევროპის ერებს ჯერ კიდევ აქვთ პოტენციალი, რომელიც საკმარისია აღზევებისთვის. საქართველოს კი ასეთი პოტენციალი არ აქვს. თუ ჩვენ მორჩილად მივიღებთ თავსმოხვეულ «ღირებულებებს», დავიღუპებით.


_ როგორ შევაჩეროთ გეიკულტურის აგრესიული შეტევა, თუ ამ თემაზე ასობით კინოფილმს იღებენ, ათასობით მხატვრული ნაწარმოები ქვეყნდება, მსოფლიო შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები თავიანთი ორიენტაციის დემონსტრირებას ახდენენ?..


_ რა თქმა უნდა, წიგნების გამომცემლების, ტელეარხების, კინოგაქირავების სინდისსა და ეროვნული გრძნობების იმედად ყოფნა უაზრობაა, რადგანაც ამის უკან დიდი ფული დგას. საჭიროა ცენზურა, რომელიც მხოლოდ სახელმწიფომ შეიძლება დააწესოს. სახელმწიფო ვალდებულია, ერის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე იზრუნოს, ვალდებულია, დაიცვას ახალგაზრდა თაობა ეროვნული მსოფლმხედველობისთვის უცხო ტენდენციებისა და გავლენებისგან, თუნდაც ისინი თანამედროვე ევროპული და ამერიკული კულტურის ნაწილი იყოს. ბუნებრივია, საუბარია არაა ჰომოსექსუალთა მიერ შექმნილ ნაწარმოებთა აკრძალვაზე. ჩვენ _ ყველას წაგვიკითხავს მარსელ პრუსტის, სომერსეტ მოემის, ვირჯინია ვულფის რომანები, რემბოსა და ვერლენის ლექსები, მოგვისმენია ელტონ ჯონისა და ფრედი მერკურისთვის, მაგრამ მგონია, მცირე ნაწილი თუ დაფიქრებულა მათ სექსუალურ ორიენტაციაზე. სამაგიეროდ ამერიკელი ვიდალ გორი ასევე ნიჭიერი მწერალია, მაგრამ მისი რომანები პედერასტიის ღია პროპაგანდაა. ასეთი ნაწარმოებები არ უნდა ხვდებოდეს წიგნის ბაზარზე.


_ არა მგონია, ჩვენი ხელისუფლება მზად იყოს, საკუთარ თავზე აიღოს ეს ფუნქცია. აი, მაგალითიც: 17 მაისს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც დაგმეს საზოგადოების რეაქცია, მოუწოდეს მას ტოლერანტობის, მოთმინებისა და სექსუალურ უმცირესობათა უფლებების პატივისცემისკენ.


_ ეს ბუნებრივია, თქვენ ხომ ნახეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს, თითქმის მთელი დიპლომატიური კორპუსის რეაქცია. ამიტომაც ვამბობ, რომ პედერასტიის გავრცელების საწინააღმდეგოდ მოქმედება არაა მარტივი საქმე, მით უფრო, როდესაც ეს ამერიკაზე დამოკიდებულ სახელმწიფოებს შეეხება. საჭიროა საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია. არ ვიცი, ჩვენს საზოგადოებას შესწევს თუ არა მსგავსი კონსოლიდაციის უნარი, მაგრამ მხოლოდ ასეა შესაძლებელი, ერთის მხრივ, აიძულო ხელისუფლება, დაიცვას ერი გახრწნისგან; მეორე მხრივ კი, ხელისუფლებას მისცეს კოზირი ამერიკელ პატრონებთან ურთიერთობისთვის: რაკი ხალხი ერთსულოვნად წინააღმდეგია, მის მოსამზადებლად დრო მოგვეცითო. ამან შეიძლება იმუშაოს.


ბიძინა ივანიშვილმა «ნაციონალთა» მმართველობისგან გვიხსნა და ხალხი ამისათვის მისი მადლიერია. ხალხი მას ენდობა და ბუნებრივია, რომ მოთმინებით ეკიდება მის გაუგებარ პოლიტიკურ სიმპათიებსა თუ სრულიად მიუღებელ საკადრო დანიშვნებს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ხალხს ხელისუფლების შეცვლა იმისთვის უნდოდა, რათა საქართველოში არ ჩატარებულიყო გეიაღლუმები, ტელევიზიებს არ გაერყვნა ახალგაზრდობა, სახელისუფლო სტრუქტურებს დაეცვა ტრადიციული სულიერი ღირებულებები, მორალური ნორმები, მხარი დაეჭირათ ქართველი ხალხის სოციოკულტურული თვითმყოფადობისთვის, მისი სპეციფიკური თავისებურებებისთვის და სწორედ ამით იქნებოდა უზრუნველყოფილი ერის შენარჩუნება. «ქართული ოცნება» ამას დაგვპირდა, ისევე, როგორც დაგვპირდა აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის აღდგენას, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. ჯერჯერობით ხალხი მოლოდინისა და იმედის რეჟიმშია.


ესაუბრა
ირაკლი თოდუა


გაგრძელება იქნება.

geworld.ge

ესპანური, დაუჯერებელი ისტორია ტყუპებზე.

  ესპანეთში ერთ-ერთ მყუდრო დაბაში, ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. პატარა, ლამაზი სახლი ჰქონდათ, თავისი მწვანე ბაღით. მათ
სიმშვიდეს მარტო ტყუპი გოგონების ჟრიამული არღვევდა, რომლებიც არასდროს იღლებოდნენ თამაშით. ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და ერთი წამითაც ვერ ძლებდნენ უერთმანეთოდ.
ერთ დღეს, დედამ მაღაზიაში წასვლა გადაწყვიტა. გოგონებს ლამაზად ჩააცვა და თან წაიყვანა. მაღაზიაში მისასვლელად, დიდი გზატკეცილი უნდა გადაეჭრათ. როდესაც გზას მიუახლოვდნენ, გოგონებმა დედას ხელი გაუშვეს და გზატკეცილი გადაირბინეს. შემოსახვევიდან გამოვარდნილმა დიდმა სატვირთო მანქანამ გაჩერება ვეღარ მოასწრო და...
დედის კივილმა იქაურობა შესძრა. ასფალტზე სისხლის გუბე იდგა.
დედა საშინელ დეპრესიაში ჩავარდა. წლების განმავლობაში იმეორებდა, რომ ეს მისი ბრალი იყო, ქმარი ცდილობდა მის დამშვიდებას, მაგრამ ამაოდ, მას არაფრის გაგონება არ სურდა. გავიდა დრო. ქალი კვლავ დაორსულდა. ცხრა თვის შემდეგ მათ ტყუპი გოგონები შეეძინათ.
ცოლ-ქმარს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდათ, ისინი გარდაცვლილ გოგონებს აღარ ახსენებდნენ. არ სურდათ წარსულის გახსენება, მათ ისევ ორი მშვენიერი ტყუპი გოგონა ჰყავდათ. ეს ხომ ღმერთის საჩუქარი იყო.
ერთ დღეს დედამ კვლავ გადაწყვიტა მაღაზიაში წასვლა და გოგონებიც თან წაიყვანა. როცა იმ ავადსახსენებელ გადასასვლელს მიუახლოვდნენ, დედამ მაგრად ჩასჭიდა გოგონებს ხელი, რომ არ გასხლტომოდნენ, მათ კი გაიცინეს და ერთხმად უთხრეს:

- ” დედა, არ არის საჭირო ჩვენი დაჭერა, არ ვაპირებთ რომ კიდევ ერთხელ მოვკვდეთ”

news.mcvane.ge

უდიდესი საფრთხე, რაც კი აქამდე ადამის მოდგმას დამუქრებია.

  ლგბტ _ ეს ცოდვისშვილების აბრევიატურაა, ლესბოსელების, გეების (იგივე პედერასტების), ბისექსუალების (მოპედერასტო ტიპების) და ტრანსსექსუალების (სექსშეცვლილების) აღმნიშვნელი. ყველაზე მრავალრიცხოვან პირველ ორ ჯგუფს კრებით სახელს – ჰომოსექსუალებს უწოდებენ. ქართული ენისთვის აბრევიატურები უცხოა, ამიტომ ლგბტ-ს ნაცვლად ტექსტში ჰომოსექსუალებს, პედერასტებს ან მამათმავლებს გამოვიყენებ. ამ კატეგორიაში შემავალმა პირებმა, დაახლოებით 50-60-მა ან, შესაძლოა, 100 ადამიანმა და მათმა მხარდამჭერებმა გადაწყვიტეს, აქციით აღენიშნათ «ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე» 2013 წლის 17 მაისს თბილისის ცენტრალურ მოედანზე. ამ მცირერიცხოვან ჯგუფს, რაც არ უნდა გაუკვირდეთ დასავლეთში, დაუპირისპირდა 50-60 თუ 100 ათასი(!) თბილისელი ასამდე სასულიერო პირის წინამძღოლობით!

ერთი შეხედვით, ჰომოსექსუალებს სავსებით კანონიერი უფლება გააჩნდათ, შეკრებილიყვნენ იქ, სადაც სურდათ. იგივე განაცხადა სახალხო დამცველმა ნანუაშვილმაც: «ყველა მოქალაქეს, მიუხედავად განსხვავებული პოზიციისა, აქვს თანაბარი უფლებები, მათ შორის ლგბტ თემის წარმომადგენლებს და მათი უფლებების შეზღუდვას საქართველოს კანონმდებლობა ვერ დაუშვებს», რომ არ შეიძლება ადამიანებს შეეზღუდოთ ე. წ. გამოხატვის თავისუფლება.


ამაზე არც არავინ დავობს. ზოგადად ასეა, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება ყველაფრის გამოხატვის თავისუფლებას არ ნიშნავს. ვინაიდან ჰომოსექსუალების მოთხოვნები, პრეტენზიები, დიდი ხანია, ცნობილია, იმიტომაც აღსდგა ერი და ბერი მათ წინააღმდეგ. მნიშვნელობა არა აქვს, დღეს 50 კაცი თხოულობს, რასაც თხოულობს, თუ _ 100, ყველამ ვიცით დასავლეთის მაგალითზე, რომ ხვალ ათასები გახდებიან, ზეგ _ მილიონები და დაემშვიდობე მერე ოჯახს, ერს და ადამის მოდგმასაც საერთოდ!


და მაინც, რა სურთ კონკრეტულად ჰომოსექსუალებს, რა შიშების (ფობიების) წინააღმდეგ უნდა ებრძოლათ მათ 17 მაისს? არავითარ შიშთან ბრძოლას არავინ აპირებს, აქციებითა და აღლუმებით ისინი პროპაგანდას უწევენ ჰომოსექსუალობას და იბრძვიან თავიანთი მოთხოვნების დასაკანონებლად – ერთსქესიანთა ქორწინების, ბავშვების შვილად აყვანის და იმ შეღავათების (დეკრეტული შვებულების ჩათვლით!) მოსაპოვებლად, რომლებიც ნორმალურ, ქალისა და მამაკაცისგან შექმნილ ოჯახებს აქვთ მინიჭებული სახელმწიფოსგან. ამ მიზანს ჰომოსექსუალებმა უკვე დასავლეთის 14 სახელმწიფოში მიაღწიეს. ამიერიდან «დედა და მამა» სხვა სიტყვებით შეიცვლება _ «მშობელი #1» და მშობელი #2», ოღონდ ვის მიენიჭება #1 მშობლის საპატიო ადგილი, აქტიურ პედერასტს თუ პასიურს, უცნობია!


ამ პედერასტების მხარდამჭერი უფასო თუ კარგად დაფინანსებული ადვოკატები სიტყვას არ ძრავენ მამათმავლობაზე, როგორც საშიშ და სამარცხვინო, ქართველი ერის ტრადიციებისა და რწმენის შეურაცხმყოფელ მოვლენაზე, ყველა ლაპარაკობს, მხოლოდ 17 მაისს გამოჩენილ აგრესიაზე, ძალადობაზე, ჩაშლილ აქციაზე _ რომ პოლიციამ ვერ უზრუნველყო აქციის ჩატარება და, მიუხედავად იმისა, რომ არცერთი(!) ლესბოსელი და პედერასტი არ დაშავებულა, მაინც მოითხოვენ პოლიციელების, სასულიერო პირების და სხვათა მკაცრ დასჯას. ეს «ჰომოდამცველები» პედერასტებზე უარესები არიან!


ისინი მხოლოდ უცხოეთის გამოხმაურებაზე წუხან («ეს რა სირცხვილი ვჭამეთ, ხომ გაგვიტყდა სახელი ცივილიზებულ მსოფლიოში» და ა. შ.) და 17 მაისთან დაკავშირებით იმათ გამონათქვამებს იშველიებენ (უცხოელი დიპლომატებიდან დაწყებული სახელმწიფო დეპარტამენტით დამთავრებული), ვისაც ქართველი ხალხისთვის შენიშვნების მოცემის არავითარი მორალური უფლება არ აქვთ, ვისაც ხმა არ ამოუღია სააკაშვილის 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის დანაშაულობებზე, ვისთვისაც პედერასტების ერთი ადგილი და ჩიორა თაქთაქიშვილის ცხვირი უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ქართველი კაცის ღირსება, რწმენა და ტრადიციები! უცხოეთზე მიჩერებული ეს პოლიტიკურად გაპედერასტებული ბედოვლათები საკუთარ ერს უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავენ _ 50 თუ 100 ათასამდე პროტესტანტს საზოგადოების ველურ ნაწილს უწოდებენ, მართლმადიდებელ ხალხს _ მართლმადი-დებილებს.


ძალიან მიკვირს, ზოგიერთებს _ პოეტებად და მწერლებად, პუბლიცისტებად და უფლებადამცველებად, პოლიტიკოსებად და ექსპერტებად წოდებულებს, ენა როგორ უტრიალდებათ პირში ქართველი ერის შეურაცხყოფისთვის, როცა მათ მშვენივრად მოეხსენებათ ქართველი ერის შემწყნარებლური ხასიათის შესახებ. ცოტა ვინმე თუ დაიკვეხნის მსოფლიოში იმ ტოლერანტული თვისებებით, რომლებიც ოდითგან ჩაგვინერგეს ჩვენმა გამჭრიახმა მეფეებმა. მხოლოდ უახლესი ორი მოვლენის გახსენება კმარა ამის დასადასტურებლად – 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ რუსეთზე გამწარებულ ქართველ კაცს ხელი არ დაუკარებია საქართველოში მცხოვრები რუსი ეროვნების ადამიანისთვის, ხოლო 2007-12 წლებში ლამის პერმანენტულად მიმდინარე მასშტაბურ აქციებზე (ათეულობით და ასეულობით ათასი ადამიანის მონაწილეობით!) კი ერთი მინა არ ჩაუმსხვრევია უკვე საკუთარ ხელისუფლებაზე გამწარებულ «ველურ» ქართველს! შეგიძლია უმკაცრესად გააკრიტიკო შენი ერი და ამის არაერთი მაგალითი ვიცით ჯერ კიდევ IX საუკუნიდან, მაგრამ პრობლემის, მისი გამომწვევი მიზეზების(!) სერიოზული განხილვის გარეშე მოდგე და ლანძღო იგი, და მას ე.წ. გამოხატვის თავისუფლებაზე ჭკუისდამრიგებლური ტონით ქედმაღლურად ელაპარაკო (ზოგიერთების საამებლად თუ თავის გამოსაჩენად), ყოვლად გაუმართლებელია და უზნეო!


სანამ მთავარ სათქმელზე გადავიდოდე, მანამდე ჰომოდამცველების იმ არგუმენტებზე შევჩერდები, რითაც ისინი მათი დაცვის ქვეშ მყოფი მამათმავლების გამართლებას ცდილობენ. ესთეტიკურ ბრალდებებზე ისინი გვპასუხობენ, რომ ესთეტიკური მხარე გემოვნების საქმეა, ვის მოსწონს და ვის _ არა; რაც გარყვნილება გგონიათ, ის სექსის ნაირსახეობაა; ჰომოსექსუალობის ცოდვად მიჩნევაზე აცხადებენ, რომ ეს დრომოჭმული შეხედულებაა, ზოგიერთი ეკლესია აღარ თვლის მამათმავლობას ცოდვად და ჯვარსაც კი სწერსო, ამავე დროს აბსოლუტური უმრავლესობა ათეისტია და რელიგიური შეხედულებების გაზიარებას არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობა არ ითვალისწინებსო; რაც შეეხება ამ მოვლენის ფსიქიკურ დაავადებად განხილვას, ეს ხომ რახანია უარყოფილია მეცნიერების მიერ და ამიტომ გიჩივლებთ კიდეც, თუ ავადმყოფებს დაუძახებთ ჰომოსექსუალებსო! აი, ასე მარტივად აბათილებენ ისინი, თავისი ჭკუით, ჩვენს არგუმენტებს.


პედერასტების და მათი დამცველების გასაგონად და პოლიტიკურ მოვლენებში ნაკლებად ჩახედული მკითხველისთვისაც განვმარტავ, რომ ჰომოსექსუალობის ამოღება ფსიქიკურ დაავადებათა ნუსხიდან მოხდა არა მეცნიერულ საფუძველზე ან ხალხის მოთხოვნით (როდის ეკითხებოდნენ ხალხს რამეს სადმე?!), არამედ პოლიტიკური ნებით, პოლიტიკური ზეწოლით, რასაც თითქმის 20 წელი ეწინააღმდეგებოდა ევროპის სამედიცინო საზოგადოება.
გადაწყვეტილებები და კანონები პოლიტიკური ნებით რომ იცვლება, ამის საუკეთესო მაგალითია გაეროს გენერალური ასამბლეის 1975 წლის რეზოლუცია – «სიონიზმი _ რასიზმისა და რასობრივი დისკრიმინაციის ფორმაა», რომელიც 1991 წელს თავადვე გააუქმა. ცხადია, არც სიონიზმი შეცვლილა 16 წელიწადში და არც _ რასიზმის ცნება! ეს მხოლოდ და მხოლოდ განსაზღვრული ძალების პოლიტიკური ნება იყო და სხვა არაფერი; ასევეა მეცნიერებაშიც, სამართალშიც (რისი მოწმენიც ყველანი ვართ დღეს, 1 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგაც!) და ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში. ბევრი იფაფხურა ხალხმა მშვიდობიანად საფრანგეთში, 800 ათასზე(!) მეტი ადამიანიც გამოვიდა პარიზის ქუჩებში იანვარში, მაგრამ, მიუხედავად ყოველდღიური მიტინგებისა, მიუხედავად იმისა, რომ ერთსქესიანთა ქორწინების მოწინააღმდეგენი რვაჯერ(!) აღემატებოდნენ ჰომოქორწინების მომხრეებს, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაინც მოაწერა ერთსქესიანთა ქორწინების და ჰომოსექსუალური წყვილების მიერ ბავშვების შვილად აყვანის კანონს ხელი მაისში! ამის საპასუხოდ, პროტესტის ნიშნად, ცნობილმა ფრანგმა მწერალმა, მრავალი ლიტერატურული პრემიის ლაურეატმა, 78 წლის დომინიკ ვენერმა თავი მოიკლა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში 21 მაისს, ორი საათით ადრე, ვიდრე ბასტილიის მოედანზე ერთსქესიანი ქორწინების მომხრეთა «გამარჯვების» აღსანიშნავი კონცერტი დაიწყებოდა. სამწუხაროდ, ჰომოსექსუალების მფარველ ხელისუფლებებს შიმშილობითა და თვითმკვლელობით ვერაფერს შეასმენ. და მე არ მინდა ასეთი დღე გაგვითენდეს საქართველოში!


უნებაში აბსოლუტურად ყველა მოვლენას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, ყველას, ჰომოსექსუალების გარდა. მას მხოლოდ უარყოფითი გააჩნია (რამე დადებითი რომ ჰქონდეს, ხომ თავს წაგვჭამდნენ აქამდე)! მაგრამ მხოლოდ ცოდვა, გარყვნილება და სიმახინჯე არაა ჰომოსექსუალობა, იგი უდიდესი საფრთხეა ადამის მოდგმისთვის! მთავარი საფრთხე, რომელიც ჰომოსექსუალებიდან მოდის, ეს არის დემოგრაფიული კატასტროფის საფრთხე, რის წინაშეც, ჩვენ ისედაც ვდგავართ დღეს! დიდი ანგარიში არ სჭირდება იმას, რომ გაპედერასტების არნახულ მზარდ ტენდენციას, პედერასტებისა და ლესბოსელების მომრავლებას, გადაგვარება-გადაჯიშებასთან ერთად, საბოლოო ჯამში ჩვენი (და სხვა პატარა ერებისაც, ცხადია!) ფიზიკური გადაშენება მოყვება! ამიტომ სრული უფლება გვაქვს, დავასკვნათ და შესაბამისი კანონიც(!) მივიღოთ იმის თაობაზე, რომ ვინც თავისი ე. წ. «სქესობრივი ორიენტაციით» ადამის მოდგმის, კერძოდ კი საკუთარი ერის, გადაშენებას უწყობს ხელს და, თან მოწოდებებით («გაფერადდით» და ა.შ.) სხვების აყოლიებას ცდილობს, ის მკაცრად უნდა დაისაჯოს. უნდა დაისაჯოს არა თავისი გაუკუღმართებული სექსუალური ცხოვრებისთვის, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ შეეცდება საჯაროდ ყურადღების მიპყრობას და თავისი იდეების სხვებისთვის თავს მოხვევას. ვიმეორებ, უფლებების შეზღუდვა უნდა მოხდეს არა იმიტომ, რომ პედერასტები ვინმესთვის მოსაწონი არ არიან, არამედ იმისთვის, რომ ისინი თავიანთი მისწრაფებებით უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანთა მოდგმისთვის!


ჰომოსექსუალების წახალისება (ერთსქესიანთა ქორწინების და ბავშვის შვილად აყვანის დაკანონებით), როგორც ეს შეგნებულად(!) ხდება ამერიკა-ევროპაში, არც მეტი, არც ნაკლები, არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე! ეს წახალისება არის ადამიანის მიერ პირადი ნებით თვითგამრავლებაზე უარის თქმის ანუ, ფაქტობრივად, თვითმკვლელობის წახალისება.


პრობლემის მორალური, რელიგიური და სამედიცინო ასპექტები უმნიშვნელოვანესია, მაგრამ მათზე დაყრდნობით რაიმე ამკრძალავი (შემზღუდველი) კანონის მიღება დღეს ნებისმიერ ხელისუფლებას გაუჭირდება. ერთადერთი და უდავო მიზეზი, რაც ყველა ნორმალურ ხელისუფლებას შესაბამისი კანონის შემოღების თავისუფლებას მისცემს, ეს არის ის უდიდესი დემოგრაფიული საფრთხე, რომელიც პროპორციულად თან სდევს ჰომოსექსუალობას, რაც იმთავითვე ჩადებულია მის არსში. ვერც ერთი მეგობარი თუ «სტრატეგიული პარტნიორი» ქვეყნის ხელისუფლება ვერ იტყვის, რომ ჩვენ, როგორც ერს, არაფერი გვემუქრება, ვერც იმას გვეტყვიან, რომ ამ მოტივით დამცავი მექანიზმების ამოქმედების უფლება არ გვაქვს, რომ ადამის მოდგმის გადარჩენის მიზნით მიღებული სათანადო კანონი ანტიჰუმანური იქნება.


მამათმავლობა უხსოვარი დროიდან იყო ცნობილი მსოფლიოს ხალხებისთვის, მაგრამ ყველგან დიდ იშვიათობას წარმოადგენდა ყველა ეპოქაში, ასე შავი ჭირის პანდემიასავით იგი არასოდეს მოსდებია დედამიწას, გადაშენებით არასოდეს დამუქრებია ხალხებს. მისგან მომდინარე საფრთხე იმდენად ცხადია, რომ დანაშაულის ტოლფასია, გულხელდაკრეფილებმა ვუყუროთ ჩვენს მესაფლავეებს. ადამიანის უფლებები უსაზღვრო არ არის, ყველას უფლებას იქ და მაშინ ედება ზღვარი, როცა ეს უფლებები ადამიანთა საზოგადოებას დაემუქრება. ჰომოსექსუალობა, რომელიც ადამის მოდგმას ორგვარად _ გადაგვარებით და გადაშენებით ემუქრება, უნდა განეიტრალდეს ყველანაირი საშუალებით, პირველ რიგში კი _ კანონის ძალით!


იაკობ ლეჟავა


(იბეჭდება შემოკლებით)

geworld.ge

четверг, 30 мая 2013 г.

დედიკო კიმი.

  სამხრეთაფრიკელი ცოლ-ქმარი ჰეინი და კიმი ორ ბავშვსა და ორ ავაზას ზრდიან. "ხვადი ვაკუ და ძუ შაილა ჯერ კიდევ კნუტობაში ვიშვილეთ, ჩვენი ვაჟი მალანი და გოგონა კაილი კი, 2 და 1 წლისანი არიან. პატარები ერთად გაიზარდნენ და განუყრელი მეგობრები გახდნენ. მეტიც, ერთმანეთს და-ძმებად მიიჩნევენ. ბავშვები გეპარდებს თავის სათამაშოებსაც უპრობლემოდ უთმობენ...

"გეპარდებისგან საშიშროება არასოდეს გვიგრძნია. საჭმელს ოთხივე "ბავშვს" ერთად ვუმზადებ, ვაკუ და შაილა ისე მიყვარს, არასდროს მიფიქრია "შინაურ კატებად" გამეზარდა. ისინი კი უკვე იმხელები გახდნენ, ტყეში სავარჯიშოდ დამყავს. ჩემი გეპარდები მალე დაუბრუნდებიან მშობლიურ გარემოს, ნადირობა რომ ისწავლონ!" - აცხადებს დედიკო კიმი.

kvirispalitra.ge

თამაში უსქესო თოჯინებით.

  შვედური ზღაპარი ორი უშვილო მამალი ჟირაფისა...

შვედეთში, სტოკჰოლმის ყველაზე ლიბერალურ უბანში, სოდერმალმეში, 2010 წლიდან არსებობს საბავშვო ბაღი "ეგალია" (თანასწორობა), რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. ბაღში 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს ასწავლიან ტოლერანტულ დამოკიდებულებას საზოგადოების ყველა წევრის მიმართ, განურჩევლად სქესისა.

აქ აღმზრდელები მიმართვისას მხოლოდ "გენდერულად ნეიტრალურ" ფრაზებს იყენებენ, ბავშვები კი უსქესო თოჯინებით თამაშობენ. თანამშრომლები, თავიდან რომ აიცილონ მდედრობითი ან მამრობითი სქესის გამომხატველი ნაცვალსახელის ხმარება, იყენებენ ლიტერატურულ ენაში არარსებულ საშუალო სქესის აღმნიშვნელ ჟარგონს, რომელიც ჰომოსექსუალებისა და ფემინისტებისთვისაა დამახასიათებელი.

პატარებს არ უკითხავენ ზღაპრებს "ფიფქიას", "მძინარე მზეთუნახავისა" და "ქალთევზას" შესახებ. ნაცვლად ამისა, უკითხავენ ლიტერატურას, სადაც არ არის დომინირებული რომელიმე ერთი სქესი. მაგალითად, ზღაპარს ორ მამალ ჟირაფზე, რომლებიც მანამდე წუხდნენ უშვილობის გამო, სანამ მიტოვებული ნიანგის კვერცხი არ იპოვეს...(?!)
საბავშვო ბაღის გამგის თქმით, მისი ამოცანაა, შექმნას ისეთი გარემო, რომელიც შემწყნარებელი იქნება ლესბოსელების, ჰომოსექსუალისტების, ბისექსუალებისა და ტრანსსექსუალების (ლგბტ) მიმართ. ამიტომ აქაური "საბავშვო ამბებიც" მხოლოდ ერთსქესიანი წყვილების გარშემო ტრიალებს. "ეგალიაში" გოგონები და ბიჭები არ არიან, არიან მხოლოდ "მეგობრები".

"როცა საბოლოოდ გამოვუტყდი თავს, რომ გეი ვარ, მეტად თავდაჯერებული გავხდი და დასრულდა ჩემი, როგორც მარტოსული ადამიანის, ცხოვრება", - ეს არის ციტატა წიგნიდან "გეი-ბავშვები". წიგნი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ცნობილი ადამიანების ბავშვობაზე მოგვითხრობს. ავტორებს სურთ, გამოცემა სკოლის პროგრამაში შეიტანონ, რასაც ასე განმარტავენ: "ჩვენ გვსურს, რომ ამ წიგნის მეშვეობით პოტენციურმა გეი-ბავშვებმა გააცნობიერონ, რომ ისინი განსხვავებული ორიენტაციისანი, მაგრამ თანასწორუფლებიანი და სრულფასოვანი საზოგადოების წევრები არიან. შესაბამისად, ნაკლებ ფსიქოლოგიურ პრობლემებს წააწყდებიან ცხოვრებაში".
ქვეყანაში უკვე 20 ათასამდე ერთსქესიანი წყვილი ზრდის შვილებს. მოსახლეობის 2/3 კი მომხრეა შვილად აყვანის პრაქტიკისა... მიუხედავად ამისა, საბავშვო ბაღებში აღზრდის მსგავსი მეთოდები შვედეთში ბევრისთვის მიუღებელია.

kvirispalitra.ge

გარყვნილების ქადაგება კანონით უნდა აიკრძალოს.


ვინ და რატომ მოითხოვს სასულიერო პირების დასჯას, ვის ინტერესებში იყო 17 მაისს განვითარებული მოვლენები და როგორი უნდა იყოს მორწმუნე ქრისტიანის რეაქცია ამ ყველაფერზე, წმინდა მარინეს ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი (ისაკაძე) გვესაუბრება.

_ მამაო დავით, თქვენს ერთ-ერთ ბოლო ქადაგებაში ბრძანეთ, რომ 17 მაისს განვითარებული მოვლენები პროვოცირებული იყო გარკვეული ძალების მიერ, ვის გულისხმობდით, ვის ინტერესებში იყო ის, რაც მოხდა?


http://geworld.ge/View.php?ArtId=4936&lang=ge&Title=%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90+%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98+(%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94):+%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90+%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%97+%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%90%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1#.UaXtjWGGeDk.facebook



რატომ სცემა ირაკლი კაკაბაძემ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს (ვიდეო)

http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=4031&lang=ge&Title=%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B+%E1%83%A1%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90+%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%9B+%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98+%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1+%28%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9D%29#.UaepVi5lkeA.facebook



გარყვნილების ანგელოზები ანუ საკუთარი დედის გინებიდან საკუთარი დედის გაუპატიურებამდე...
http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=4030&lang=ge&Title=%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94...#.UaepV5I4Au0.facebook




ნატოს ბაირაღები.
http://geworld.net/View.php?ArtId=4761&lang=ge&Title=natos+bairaRebi




"იესო დურგალი იყო და სკამებს თლიდა, რომ ჩამომჯდარიყო, შენ კი, მამაო..."
http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=4027&lang=ge&Title=%22%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D+%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%9D+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1+%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90,+%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B+%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%AF%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%9D,+%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C+%E1%83%99%E1%83%98,+%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9D...%22#.UaepXFlsXPk.facebook

ფერადი ბაირაღები: შენდობა თუ ტაბურეტი?

«ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი ტრადიციების, ჩვენი ადათ-წესების, მაგრამ ახლის შეთვისება და შექმნაც ქართული ტრადიციის განუყრელი ნაწილია. ჩვენ ღირსეული უნდა ვიყოთ არამარტო ჩვენი ტრადიციების ერთგულებაში, არამედ სხვათა წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების პატივისცემაში. ჩვენ ყოველთვის კრიტიკულად უნდა მივუდგეთ როგორც ფსევდოტრადიციულობაში ჩაკეტილ ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ მსოფლმხედველობას, ისე ყოველივე უცხოურის, ყოველივე ახლის დაუფიქრებელ, გაუაზრებელ მიმბაძველობას», _ ამ მონაკვეთმა პრემიერ-მინისტრის 26 მაისის მიმართვიდან კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც საზოგადოების წინაშე დგას: ორი უკიდურესობა, როგორც სცილა და ქარიბდა, გზას უღობავს ხომალდს და სწორი კურსის არჩევა ძალზე რთულია. ოდისევსმა, თავის დროზე, «ნაკლები ბოროტების» პრინციპით იხელმძღვანელა და სამშვიდობოს ექვსი თანამგზავრის გაწირვის ფასად გააღწია. საინტერესოა, როგორ მოვიქცევით ჩვენ.

გზააბნეული თაგვის კვალდაკვალ


თუ ჩვენ ჩამოვთვლით ლოზუნგებს, რომლებიც ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა, ვნახავთ, რომ მათ ღერძს ოპონენტების იდეების ან გამოხატვის ფორმის უარყოფა წამოადგენს _ «არა _ ჰომოფობიას!», «არა _ გეიაღლუმს!», «არა ძალადობას!”, «არა ჰომოსექსულიაზმის პროპაგანდას!”, არა _ თეოკრატიას!», «არა _ ლგბტ-ს!». თანაც ერთი უარყოფა წარმოშობდა მეორეს, მეორე _ მესამეს და ა. შ. ამასთანავე, მათ უკან მოწინააღმდეგის დემონიზაციის, მისი გაჩუმების, მარგინალიზაციისა და, საბოლოოდ, რეალობიდან ამოშანთვის ძალიან ცუდად შენიღბული სურვილი იდგა, ანუ დომინირებდა ის მიდგომა, რომელსაც ოპონეტებთან ურთიერთობაში სააკაშვილის რეჟიმი ეყრდნობოდა.


რადიკალურ კრიტიკაში და საკუთარი პოზიციონირების პრობლემების გადაწყვეტაში სხვების ნეგატიური თვისებების გამოკვეთის ხარჯზე ახალი და უჩვეულო არაფერია, მაგრამ დღევანდელ საქართველოში ყოველივე ამან ავადმყოფურად ჰიპერტროფირებული ფორმები მიიღო. ძალიან კარგად ჩანს, თუ რას უცხადებს პროტესტს ესა თუ ის ჯგუფი, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, აბსოლუტურად გაუგებარია, რა დადებითი მიზნების მიღწევისკენ მოუწოდებს ის საზოგადოებას, რომელსაც ყოველი მხრიდან, 99% შემთხვევაში, «არა!» და «კმარა!» ესმის. ის შეგვიძლია შევადაროთ თაგვს, რომელიც დენზე მიერთებულ გალიაში მოათავსეს (არაფერი შეურაცხმყოფელი ამ მეტაფორაში არ არის; მას, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, ხშირად იყენებენ); ყოველი «არა» და «კმარა» დენის დარტყმაა, არა მომაკვდინებელი, მაგრამ საგრძნობი. თაგვი, ბუნებრივია, ცდილობს, მაქსიმალურად დაშორდეს იმ ადგილს, რომელზეც დენმა პირველად დაარტყა, მაგრამ უსაფრთხო ადგილი არ არსებობს, გალიის ნებისმიერ წერტილში მას დენის მორიგი დარტყმა ელოდება. ის სულ უფრო მეტად ღიზიანდება, არ ესმის, რა ხდება, სურს, რომ სიტუაცია რაც შეიძლება მალე შეიცვალოს და ბოლოს, როდესაც გალიის კარს უღებენ, უკანმოუხედავად მირბის იმ მიმართულებით, რომელიც ექსპერიმენტატორმა განუსაზღვრა. ამ დროს თაგვი არ ფიქრობს იმაზე, სად მირბის, მისთვის მთავარია, გალიას დაშორდეს. კრიტიკული აზროვნება და ანალიზის უნარი ამ დროს «გამორთულია», მანიპულაციის ობიექტი თითქოს ბრმავდება და არ ფიქრობს იმაზე, რომ გზის ბოლოს შეიძლება გაცილებით ცუდი რამ დახვდეს (თაგვს _ სათაგური, ხოლო საზოგადოებას _ ფაშისტური რეჟიმი, ან, თუ საუბარი ტაქტიკური მიზნების მიღწევას ეხება, _ უბრალოდ, მასშტაბური პროვოკაცია). როდესაც წლების შემდეგ შთამომავლები ეკითხებიან, _ «როგორ დაუშვით ჰიტლერის თუ მუსოლინის (ფუხიმორის თუ სააკაშვილის) რეჟიმის ჩამოყალიბება?», მათ, ვინც უკანმოუხედავად გარბოდა დენზე მიერთებული გალიიდან, გამართული პასუხის გაცემა, როგორც წესი, არ ძალუძთ.


ეს ძალზე ზოგადი, სქემატური აღწერაა; არსებობს მთელი რიგი პოლიტტექნოლოგიური ნიუანსები, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარია სხვა რამ _ უარყოფის შემცველი რადიკალური ლოზუნგების არაპროპორციული მომრავლება ერთ-ერთი ყველაზე სარწმუნო სიგნალია იმისა, რომ მანიპულაცია დაწყებულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კონსტრუქციულ პროგრამას, უსიამოვნო სიტუაციიდან გამოსვლის რეალისტურ გეგმას არავინ აჟღერებს.


საინტერესოა უარყოფის მნიშვნელობის გააზრება კონკრეტულ თემებთან მიმართებაში; მაგალითად, დღევანდელი «პროდასავლურობის» ფუნდამენტს რუსეთთან, ხოლო «პრორუსულობის» დასავლეთთან დაკავშირებული ნეგატივის უარყოფა, მისგან მაქსიმალური დისტანცირების სურვილი წარმოადგენს. სად მირბოდა წარმოსახვითი თაგვი სააკაშვილის მმართველობის წლებში? ნუთუ იმ დასავლეთისკენ, რომელიც დემოკრატიაზე და კანონის უზენაესობის პრინციპზე დგას? თუ ბანალური დიქტატურისკენ, რომელიც თავს «პროდასავლურ დემოკრატიად» ასაღებდა? დღეს კი საპირისპირო რამ ხდება _ საზოგადოების დიდი ნაწილი უკანმოუხედავად გაურბის იმას, რასაც სააკაშვილი თვალთმაქცურად «დასავლეთს» და «დასავლურ ღირებულებებს» უწოდებდა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის მართლმადიდებლური იდეალების, რუსული ტიპის «სუვერენული დემოკრატიის» ან ქართველი ნაციონალისტ-ტრადიციონალისტების საოცნებო მოდელის მიმართულებით გადაადგილდება, მიმართულება შეიძლება ამ შემთხვევაშიც სულ სხვა იყოს.


ყოველთვის აუცილებელია იმის დადგენა, მირბის თუ არა პირობითი თაგვი კონკრეტული მიზნისკენ თუ რაღაცას გაურბის; ამას პოლიტიკური პროცესების ანალიზის დროს არსებითი მნიშვნელობა აქვს. რასთან გვაქვს საქმე _ ნორმალურ პოლიტიკასთან თუ დესტრუქციულ მანიპულაციებთან?


მანიპულაციის პროცესში უარყოფის ძლიერი, ლამის ალერგიული, რეაქციის გამოწვევისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება წინა პლანზე ისეთი გამაღიზიანებელი ფაქტორის (ჯგუფის, მოვლენის და ა. შ.) წამოწევაა, რომელიც უმრავლესობისთვის უცხოა და მის ტრადიციებს ეწინააღმდეგება. ჰომოსექსუალებს და მათი უფლების თემას ამ კონტექსტში ამ როლის შესრულება ნამდვილად შეეძლო. მათ წინააღმდეგ განწყობილია საზოგადოების დიდი ნაწილი არამხოლოდ საქართველოში, არამედ იმ ქვეყნებშიც, რომლებიც დემოკრატიული განვითარების გზას დიდი ხანია დაადგნენ და ამის საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითის მოყვანა შეიძლება.


ტრადიციები და ამბიციები


ამა წლის 1 მარტს პოლონური «ტვნ 24»-ის ეთერში სექსუალური უმცირესობებზე საუბრისას პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, აღმოსავლეთ ევროპაში დასავლური ღირებულებების დამკვიდრების ლეგენდარულმა მედროშემ _ ლეხ ვალენსამ თავისი მოსაზრება დააფიქსირა.


«ვალენსა: _ არ შეიძლება უმცირესობა უმრავლესობას თავზე დააჯდეს. რაც შეეხება დემონსტრაციებს, მე არ მსურს, რომ უმცირესობა, რომელსაც არ ვეთანხმები (მიუხედავად იმისა, რომ ვუშვებ მის არსებობას, მესმის მისი და მასთან პრეტენზიები არ მაქვს) ქუჩაში გამოდიოდეს და ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ტვინს ურევდეს. ან პატივი სცენ უმრავლესობას, პატივი სცენ დემოკრატიას, ან კიდევ შეეცადონ, უმრავლესობა გახდნენ. უმრავლესობამ ააშენა ყველაფერი ეს, ეს მას ეკუთვნის, ხოლო მათ მე ვუთმობ სწორედ იმდენს, რამდენიც არიან.


ჟურნალისტი: _ მაგრამ დემოკრატიის საზომი ასევე უმცირესობის მიმართ დამოკიდებულებაა. ეს დემოკრატიის სიმწიფის საზომია.


ვალენსა: _ მაგრამ ჩვენ იქამდე მივედით, რომ უმცირესობა უმრავლესობას თავზე აჯდება.


ჟურნალისტი: _ ჰომოსექსუალი, რომელიც თავის ორიენტაციას არ მალავს, პარლამენტში აირჩიეს. თვლით თუ არა, რომ ის ბოლო და არა წინა რიგებში უნდა იჯდეს და მიტინგებიც პერიფერიაზე გამართოს?


ვალენსა: _ რა თქმა უნდა, ასეა. სამართლიანობა სამართლიანობაა.


ჟურნალისტი: _ ეს დისკრიმინაციაა და არა სამართლიანობა.


ვალენსა: _ და უმრავლესობის უფლებების შეზღუდვას რა სახელს მოუძებნით?


ჟურნალისტი: _ მაგრამ ვინ ვის ზღუდავს? რა მნიშვნელობა აქვს, ვინაა ჰომოსექსუალი და ვინ არა, როდესაც საუბარია ადგილზე სხდომათა დარბაზში? როგორც ვხედავ, თქვენ სერიოზულად მიიჩნევთ, რომ ჰომოსექსუალების წარმომადგენელი ბოლო რიგებში უნდა იჯდეს.


ვალენსა: _ კი და უკეთესი იქნება, თუ კედლის მეორე მხარეს იჯდება. იმდენად, რამდენადაც ის თავის ამომრჩევლებს წარმოადგენს».


სხვათა შორის, ლეხ კაჩინსკიმ, რომელსაც საქართველოში ხშირად პროდასავლური ორიენტაციის სიმბოლოდ აღიქვამენ, ვარშავის მერად მუშაობის პერიოდში გეიაღლუმის გამართვა აკრძალა. ამას ბრიუსელის უმწვავესი რეაქცია მოჰყვა, მაგრამ კაჩინსკიმ, ამის მიუხედავად, კიდევ ერთი აღლუმის გამართვა აკრძალა.


პოლონეთში ტრადიციებისა და რელიგიის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებაა. ათწლეულები დასჭირდა იმას, რომ იქ სექსუალური უმცირესობების მიმართ მეტ-ნაკლებად მშვიდი დამოკიდებულება ჩამოყალიბებულიყო და ახლახან პარლამენტში ერთი ჰომოსექსუალიც კი აირჩიეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების დიდი ნაწილი თავს შეურაცხყოფილად ჩათვლის (მაგალითად, თუ ლგბტ-აქტივისტების ჯგუფი გაშიშვლდება და ჩენსტოხოვოს იასნა გურას მონასტრის გარშემო დაიწყებს სირბილს შეძახილებით «არა _ თეოკრატიას!»), პოლონეთში, მისი ევროპული არჩევანის მიუხედავად, 99%-იანი ალბათობით, მოხდება ისეთი მასშტაბის აჯანყება და დარბევა, რომელიც მის მდიდარ ისტორიას არ ახსოვს. პოლონელი პოლიტიკოსები კარგად აცნობიერებენ, რომ არსებობს ზღვარი, რომლის გადალახვა არ შეიძლება და იმას, რომ დამოკიდებულება ლგბტ-ს მიმართ ვარშავაშიც ისეთივე გახდეს, როგორიც ამსტერდამშია (თუ ეს საერთოდ შესაძლებელია), ათწლეულები დასჭირდება და, ევროსტრუქტურებიდან კრიტიკის მიუხედავად, სიტუაციის შესაბამისად მოქმედებენ.


საერთოდ, სექსუალური უმცირესობების უფლებების მიმართ განსაკუთრებული მოწიწების პირდაპირი მიბმა იმაზე, რასაც საქართველოში «დასავლურ» ან «ევროპულ» არჩევანს უწოდებენ, ზოგიერთ შემთხვევაში არამართებულია. კონკრეტული მაგალითი: გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომელიც ერთი შეხედვით, სავსებით დემოკრატიული და დასავლური იყო, ჰომოსექსუალების წინააღმდეგ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნაცისტური სისხლის სამართლის კოდექსიდან გადმოღებული ნორმა გამოიყენებოდა. გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში კი, რომელიც კომუნიზმს აშენებდა და დასავლურ დემოკრატიასთან საერთო არაფერი ჰქონდა, იგივე 175-ე პარაგრაფი კოდექსში შედარებით რბილი და ბუნდოვანი, კაიზერის გერმანიისა და ვაიმარის რესპუბლიკის დროინდელი რედაქციით შეიტანეს. ჰომოსექსუალების მიმართ მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულების (ალბათ, მაინც ნაწილობრივ) დაძლევას, რომელიც გერმანიაში ტრადიციულად ძლიერი იყო, ათწლეულები, თუ არა მთელი საუკუნე, დასჭირდა, თუ ათვლის წერტილად 1897-ში მაგნუს ჰირშფელდის მიერ, კაცობრიობის ისტორიაში პირველი ჰომოსექსუალების უფლებების დამცველი ორგანიზაციის, «სამეცნიერო-ჰუმანიტარული კომიტეტის» დაფუძნებას განვიხილავთ.


დიდ ბრიტანეთში 1988 წელს სააკაშვილის მომხრეებისთვის სათაყვანებელი მარგარეტ ტეტჩერის მმართველობის წლებში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის 28-ე მუხლში შეიტანეს ცვლილება, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებებს უკრძალავდა: «ა) ჰომოსექსუალიზმის შეგნებულ მხარდაჭერას ან ჰომოსექსუალიზმის მხარდაჭერის მიზნით მასალების გამოქვეყნებას; ბ) ნებისმიერ სკოლაში იმის სწავლების მხარდაჭერას, რომ ჰომოსექსუალიზმი მისაღებია, როგორც მოჩვენებითი საოჯახო ურთიერთობა». ამ ნორმის გაუქმებას 15 წელიწადი დასჭირდა, რადგან ზე დასავლური და ზე დემოკრატიული ბრიტანული საზოგადოების დიდი ნაწილი და მისი ნების გამომხატველი პარლამენტარები ამას ეწინააღმდეგებოდნენ.


2006 წელს ნიდერლანდების ელჩმა ესტონეთში, ჰანს გლაუბიცმა, თავის შავკანიან ბოიფრენდთან ერთად ქვეყანა დატოვა, რადგან მშვიდი, თავისებურად ფლეგმატური და, ჩვენი გადასახედიდან, სავსებით ევროპული ესტონური საზოგადოება, გლაუბიცის თქმით, «მზად არ აღმოჩნდა, მიეღო ორი მამაკაცის კავშირი, მითუმეტეს, როდესაც ერთ-ერთი მათგანი შავკანიანია». ადგილობრივი სპეციფიკის არგათვალისწინებამ აქაც კონფლიქტური სიტუაცია წარმოქმნა.


დრამატული ამბები განვითარდა 2005 წელს ისრაელში, როდესაც იერუსალიმის მერმა გეიაღლუმის აკრძალვა სცადა, თუმცა სასამართლომ ჩათვალა, რომ მისი არგუმენტები უსაფუძვლოა. აღლუმი გაიმართა, მაგრამ ორთოდოქსული იუდაიზმის მიმდევრები მის მონაწილეებს შარდითა და ფეკალიებით სავსე პარკებს ესროდნენ.


ბულგარეთში გეიაღლუმის მარშრუტი მკაცრად გასაიდუმლოებულია, მას უამრავი პოლიციელი იცავს, მაგრამ ნაციონალისტები და სკინჰედები თავს მაინც ესხმიან. მათი ჯგუფები, აგრეთვე, აწარმოებენ თავისებურ «პატრულირებას» ქალაქებში და ჰომოსექსუალებს (ან, მათი აზრით, შესაბამისი გარეგნობის პირებს) უსწორდებიან. 2008-ში მათ ერთი ახალგაზრდა ცემით მოკლეს. ბულგარეთი ევროკავშირისა და ნატოს წევრია, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი გეების მიმართ უკიდურესად ნეგატიურადაა განწყობილი და ამ ვითარების შეცვლისთვის ევროსტრუქტურებს, ადგილობრივ მთავრობას და უფლებადამცველებს, ალბათ, ასევე ათწლეულები დასჭირდება.


ზებუნებრივი ტოლერანტულობით, პრინციპში, არც ამერიკული საზოგადოება გამოირჩევა. იქაური გეებისა და ლესბოსელების 90% აღნიშნავს, რომ მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ემუქრებოდნენ, ხოლო 30% ამბობს, რომ მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ. დიდ ქალაქებში გეიაღლუმები, ასე თუ ისე, უპრობლემოდ იმართება, თუმცა ძნელი სათქმელია, რით შეიძლება დასრულდეს მათი გამართვის მცდელობა სადმე, ამერიკული პროვინციის შუაგულში და, საერთოდ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პოლიცია თვალს თუნდაც ერთი წამით დახუჭავს, მიუხედავად იმისა, რომ ტოლერანტულ დამოკიდებულებას ჰომოსექსულების მიმართ აშშ-ში ათწლეულების განმავლობაში ნერგავენ.


ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი არ იყო მზად იმისთვის, რომ რუსთაველზე არა მხოლოდ გეიაღლუმი, არამედ ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციაც კი ეხილა. ამ ადამიანების სავარაუდო რეაქცია ძალიან იოლი გამოსათვლელი იყო და, გამორიცხული არაა, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა, ის თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა, მაგალითად, იმისთვის, რომ ივანიშვილის მთავრობისთვის მანევრის შესაძლებლობა წაერთმია, მოექცია ის შეზღუდულ სივრცეში ორ უკიდურესობას, ასე ვთქვათ, სცილასა და ქარიბდას შორის, გამოეწვია მისი დაპირისპირება საპატრიარქოსთან ან დესტაბილიზაცია და მსხვერპლი, რომელსაც ხელისუფლების რეიტინგის დაცემა მოჰყვებოდა. მოკლედ, ესარგებლა იმ შესაძლებლობებით, რომელთაც ზემოთაღწერილი, ელექტროგალიაში გამოკეტილი თაგვის სახელობის ალგორითმი იძლევა.


ჯობს, პარლამენტში გავაგრძელოთ


პრობლემების დიდი ნაწილი ქართული დემოკრატიის არასრულყოფილებიდან, დღეისთვის შექმნილი არაჯანსაღი ვითარებიდან მოდის. სავსებით ნორმალურია სიტუაცია, როდესაც მოქალაქეები, რომლებიც ამა თუ იმ იდეებს იზიარებენ, ირჩევენ ანალოგიური შეხედულებების მქონე დეპუტატებს (კონსერვატორებს, ლიბერალებს და ა. შ.) პარლამენტში და მათი მეშვეობით სასურველი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას და შესაბამისი პოლიტიკის გატარებას ცდილობენ (მაგალითად, ჰომოსექსულიზმის პროპაგანდის აკრძალვას ან, პირიქით, ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას).


მაგრამ საქართველოში ასე არ არის _ დღევანდელი პარლამენტი მოქალაქეებზე ხელისუფლების უპრეცედენტო ზეწოლის პირობებში აირჩიეს და მათი უმრავლესობა განიხილავდა არჩევნებს, როგორც ბრძოლის აქტს სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არ იყო ხმების ჩვეულებრივი განაწილება სხვადასხვა ჯგუფის იდეოლოგიური სიმპათიების მიხედვით და მათი რაოდენობის პროპორციულად. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა (არსებითად, დემოკრატიული რევოლუცია) იყო, აღწერილი ვითარება, როდესაც საზოგადოებისა და დეპუტატების დიდ ნაწილს დღეს ერთმანეთთან მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის უარყოფა აკავშირებს, არანორმალურია და მისი შენარჩუნება რამდენადმე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ანტიდემოკრატიულ ტენდენციებს გააძლიერებს. იდეალური გამოსავალი, ალბათ, ახალი, სამართლიანი არჩევნების გამართვაა, თუმცა პოლიტიკოსების დიდ ნაწილში ეს იდეა პოპულარობით არ სარგებლობს. შესაძლოა, საუბარი ამ თემაზე ოდნავ ნაადრევია; ბევრი ამომრჩეველი დღესაც განიხილავს საპრეზიდენტო და მომავალ ადგილობრივ არჩევნებს, როგორც ბოლო ლურსმანს «ნაცმოძრაობის» კუბოსთვის (და ერთიანდება «არა _ ნაციონალებს!» ლოზუნგის გარშემო), მაგრამ 1,5-2 წლის შემდეგ პრობლემა, სავარაუდოდ, მეტად აქტუალური გახდება.


ძველი ყაიდის ნაციონალისტებსა (სააკაშვილისეულ «ახალ ნაციონალიზმს» ამ შემთხვევაში არ განვიხილავთ) და კონსერვატორებს, აგრეთვე, ნეიტრალიტეტსა და რუსეთთან კავშირზე ორიენტირებულ მოქალაქეებს არ ჰყავთ მათი რაოდენობის პროპორციული წარმომადგენლობა პარლამენტში და ზოგადად ხელისუფლებაში, და თუ ისინი მას არ მიიღებენ, მთელი სისტემისთვის დესტრუქციულ ფაქტორად გადაიქცევიან. სააკაშვილი ებრძოდა ნებისმიერ განსხვავებულ აზრს, მაგრამ ჩამოთვლილი ჯგუფების მიმართ განსაკუთებით სასტიკი იყო, მათ სრულ მარგინალიზებას და, საბოლოო ჯამში, განადგურებას ცდილობდა, როგორც საზოგადოებაში, ისე ეკლესიაში, სადაც მათ საკმაოდ სერიოზული პოზიციები დაიკავეს. საბოლოოდ ის დამარცხდა და მისი რეჟიმის დამხობაში ჩამოთვლილ ძალებს არცთუ უმნიშვნელო როლი მიუძღვით. სწორედ მათ მოახდინეს რეჟიმის პოზიციონირება, როგორც «ანტიქართულის და უღმერთოს», არ წყვეტდნენ წინააღმდეგობას ყველაზე მძიმე წლებშიც კი და მნიშვნელოვანწილად არჩევნების ბედი გადაწყვიტეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი ახლა მშვიდად დაჯდებიან, რათა შეხედონ, თუ როგორ ისარგებლებენ მათი ათწლიანი ბრძოლის ნაყოფით ალასანია-»რესპუბლიკელები». იმ შემთხვევში, თუ არ მოხდება მათი სრულფასოვანი ინტეგრირება პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ანუ იმ პოლიტიკის ქმედითი უარყოფა, რომელსაც მათ მიმართ სააკაშვილი ატარებდა, ისინი არსად გაქრებიან და: ა) გადაიქცევიან რესურსად ივანიშვილის მომავალი მოწინააღმდეგეებისთვის; ბ) ეტაპობრივ რადიკალიზაციას განიცდიან და ფიქრს «თეირანი-1979»-ის ტიპის სცენარებზე დაიწყებენ (სიმპტომები უკვე შეინიშნება).


ამის თავისებური წინასახე ჩვენ ბოლო ორ კვირაში ვიხილეთ. მართალია, იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, ცდილობდნენ, გამოეყენებინათ ამ ადამიანების ემოციები საკუთარი მიზნებისთვის, საწადელს მხოლოდ ნაწილობრივ მიაღწიეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პროვოკაციაზე დაფუძნებულ კიდევ ერთ მცდელობას ადგილი მომავალშიც არ ექნება და ადრე თუ გვიან ეროვნული უსაფრთხოებისთვის სავსებით რეალური პრობლემები არ შეიქმნება.


კაცმა რომ თქვას, მნიშვნელობა არ აქვს, ვისზე ვისაუბრებთ ამ კონტექსტში _ კონსერვატორებზე, ლიბერალებზე, სოციალისტებზე, პრორუსებზე, პროამერიკელებზე თუ პროჩინელებზე. ნებისმიერი საკმარისად ძლიერი (იდეოლოგიური თვალსაზრისით, სიცოხლისუნარიანი) ჯგუფის ძალისმიერი გარიყვის, პოლიტიკური და საინფორმაციო იზოლირების მცდელობა კარგს არაფერს მოიტანს და ადრე თუ გვიან დესტაბილიზაციით დასრულდება.


ამასთანავე, ეს «უარყოფის ელექტროგალიაში» გამოკეტილი, უზარმაზარი (საქართველოს მასშტაბით) მასა სულ უფრო ნევროტიზებული ხდება და კრიტიკულ მომენტში ნამდვილად შეიძლება ფუნდამენტალიზმის, პოლიტიკური და კულტურული იზოლაციონიზმის მიმართულებით გაქანდეს. ერთიც და მეორეც საქართველოს მთელ ისტორიულ გამოცდილებას ეწინააღმდეგება და, სავარაუდოდ, მძიმე შედეგებით დასრულდება. ამ ადამიანებს დღეს ძალიან სჭირდებათ ადეკვატური ლიდერები, რომლებიც პოზიტიურ მიზნებს დაუსახავენ უფრო ადრე, ვიდრე სხვები დესტრუქციისკენ უბიძგებენ.


ცნობისთვის: გეიაღლუმები ტრადიციულად ივნისში იმართება და გამორიცხული არაა, ვინმემ ეს გარემოება ახალი პროვოკაციისთვის გამოიყენოს.


დიმიტრი მონიავა


http://geworld.ge/View.php?ArtId=4933&Title=feradi+bairaRebi:+Sendoba+Tu+tabureti?&lang=ge

საფრანგეთის ტახტის პრეტენდენტი ლუი ალფონსი ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგია

როგორც ცნობილია საფრანგეთის ახალი მთავრობა აპირებს ოფიციალურად დააკანონოს ერთსქესიანი ქორწინება და მისცეს ერთი და იგივე სქესის დაქორწინებულებს ბავშვთა შვილად აღზრდის უფლება. ამან დიდი ვნებათარელვა გამოიწვია ქვეყანაში ამ კანონის მიღების წინააღმდეგ საფრანგეთში უამრავი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა.

ერთსქესიანი ქორწინებისა და ამგვარი წყვილებისათვის ბავშვის აღზრდის უფლების დაკანონების წინააღმდეგ გამოვიდა საფრანგეთის სამეფო ტახტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრეტენდენტი ლუი ალფონს დე ბურბონ კაპეტინგი. მას უწოდებენ ანჟუს ჰერცოგს (მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში ტიტულები ოფიციალურად არ არსებობს (ისევე, როგორც ევროპის აბსოლუტურად უმრავლეს ქვეყანაში (გარდა ბრიტანეთისა), ზოგიერთ მონარქისტულ ქვეყანაში კი ტიტული ოფიციალურად მხოლოდ მეფის ოჯახის წევრებს აქვთ. ასევე ლუი-ალფონსოს მომხრეები, რომელთაც ლეგიტიმისტებს უწოდებენ, მას ლუდოვიკო ХХ-დ მოიხსენიებენ, დე იურე მეფედ (ასეთი რამ საქართველოში არასდროს ყოფილა, საფრანგეთშიც არ ეთანხმება ბევრი, ვინაიდან იგი მეფედ ნაკურთხი არ არის ეკლესიის მიერ).

ლუი ალფონსმა გამოაქვეყნა მანიფესტი, სადაც ჰერცოგი გამოთქვამს შეშფოთებას რომ პოლიტიკურმა სამყარომ ეჭვის ქვეშ დააყენა უნივერსალური და მარადიული ორგანიზაცია - ოჯახი.

ჰერცოგის აზრით, საფრანგეთისა და მთელი ცივილიზებული მსოფლიოს ისტორია დაფუძნებულია მხოლოდ ოჯახურ ფუნდამენტზე, როცა ქორწინდებოდნენ მამაკაცი და ქალი, რათა აღეზარდათ ბავშვები. კაცობრიობა მხოლოდ ამგვარად არსებობდა.

„წარმოვიდგინოთ რა მოხდებოდა ჩვენს მშობლებს, ჩვენს წინაპრებს რომ უარი ეთქვათ ამ ერთადერთ ბუნებრივ და ქრისტიანულ პრინციპზე?“ - აღნიშნავს საფრანგეთის ტახტის პრეტენდენტი თავის მანიფესტში.

ჰერცოგი თავის მოვალეობად თვლის დაიცვას ქორწინების ტრადიციული გაგება და ბავშვთა უფლებები. მისი თქმით, ყველას აქვს უფლებები, მაგრამ ბავშვთა უფლებების დაცვა აუცილებელია.

მისი განცხადებით: „ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ამ საკითხის მომხრე პოლიტიკოსები, რომ ამ საკითხების ასე ხელაღებით გადაწყვეტა შეიცავს მრავალ რისკს... მამაკაცისა და ქალის ქორწინების ინსტიტუტის დაცვა არის ცივილიზაციის დაცვისა და გადარჩენის საკითხი, რასაც საფრანგეთი დიდი დაფიქრებით უნდა მიუდგეს... ჩემი წინაპრების, დიდი მეფეების - ჰუგო კაპეტის, ჰენრიხ IV-ისა და ლუდოვიკო XIV-ის მართველობა მიმართული იყო ფრანგ ერის სამსახურისაკენ, რომელიც ემყარებოდა არა კერძო ინტერესებს, რომლებიც ანგრევენ ფუნდამეტურ ღირებულებებს, არამედ მთელი ერისას. სწორედ ამიტომ მიაღწია საფრანგეთმა დიდებასა და წარმეტებას საუკუნეების მანძილზე!“

georoyal.ge

ცოდვას ცოდვა უნდა ვუწოდოთ და შევეწინააღმდეგოთ ამ ცოდვის გავრცელებას.

მამა ვსევოლოდი (ჩაპლინი): ცოდვას ცოდვა უნდა ვუწოდოთ და შევეწინააღმდეგოთ ამ ცოდვის გავრცელებას

თითქმის XX საუკუნემდე, ქრისტიანული სახელმწიფოების კანონმდებლობით, ჰომოსექსუალიზმისთვის დასჯის მკაცრი ზომები იყო გათვალისწინებული. ინგლისში მეფე ედუარდ I-მა სოდომიტების კოცონზე დაწვა ბრძანა, XV-XVI საუკუნეების გერმანიაში მამათმავლებს ასევე კოცონზე წვავდნენ ან მხეცებს უგდებდნენ საჯიჯგნად. «იციან ღვთის სამართალი, რომ ამნაირ საქმეთა ჩამდენნი სიკვდილის ღირსნი არიან, მაგრამ არამცთუ თვითონ სჩადიან, არამედ ჩამდენთაც თანაუგრძნობენ» (რომ. 1:32). რაოდენ აქტუალურია დღეს 2000 წლის წინ თქმული ეს სიტყვები!!! რამდენია ახლა ასეთი, რომლებიც არა მხოლოდ თანაუგრძობენ, არამედ გააფთრებით იცავენ მამათმავლებს. ჭეშმარიტი და ცრუ სულიერი ფასეულობების შესახებ «საქართველო და მსოფლიო» მოსკოვის საპატრიარქოს საზოგადოებისა და ეკლესიის ურთიერთობების სინოდალური განყოფილების თავმჯდომარეს, დეკანოზ ვსევოლოდ ჩაპლინს ესაუბრება.

_ 17 მაისის მოვლენებმა ქართულ საზოგადოებაში ერთგვარი «ლაკმუსის ქაღალდის» როლი შეასრულეს. საქართველომ «ცისფერ რევოლუციას» მტკიცე უარი განუცხადა. და ახლა მართლმადიდებლებს, რომლებიც საქართველოში უმრავლესობას წარმოადგენენ, ადანაშაულებენ, რომ ამ საქციელით მათ სექსუალური უმცირესობების უფლებები დაარღვიეს. ხოლო იმის შესახებ, რომ ამავე დროს მართლმადიდებლების უფლებები ილახება, ხმასაც არ იღებენ. რა მოვუხერხოთ სექსუმცირესობების დამპყრობლურ პოლიტიკას?


_ ამ სიტუაციას გააჩნია როგორც იურიდიული ასპექტები, ასევე ზნეობრივი. ერთის მხრივ, ძალზე მნიშვნელოვანია, ისეთი არაფერი გაკეთდეს, რაც კანონის ზღვარს გადასცდება. მეორე მხრივ კი, ხალხს საკუთარ ზნეობრივ პოზიციაზე გააჩნია უფლება. მათ სრული უფლება აქვთ, ჰომოსექსუალიზმს ცოდვა უწოდონ, თქვან მისი პროპაგანდის უზნეობის შესახებ, განსაკუთრებით არასრულწლოვანებს შორის. თუ კანონებისა და ეთიკური ნორმების ფარგლებში იმოქმედებენ, მაშინ საკუთარი აზრის, საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვა ადამიანებს შეუძლიათ და ვალდებულნიც არიან, ასე მოიქცნენ. ჩვენ უნდა დავიცვათ საკუთარი თავისუფლება, ვთქვათ ის, რაც საჭიროდ მიგვაჩნია: ცოდვას ცოდვა ვუწოდოთ, შევეწინააღმდეგოთ ამ ცოდვის გავრცელებას, ვილაპარაკოთ ასეთი პროპაგანდის მანკიერებაზე. მიჭირს, დაწვრილებით ვისაუბრო ამ სიტუაციის შესახებ, რადგან ჩემთვის უცნობია მომხდარი ფაქტის დეტალები. არ ვიცი, დაარღვიეს თუ არა მღვდელმსახურებმა და საერო პირებმა კანონები, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველთვის კანონის ფარგლებში უნდა ვიმოქმედოთ და ამასთანავე უნდა მოვნახოთ მშვიდობიანი და კანონიერი მეთოდები, ვთქვათ ის, რაც სწორად მიგვაჩნია. და თუ ჩვენ კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ, თუ ჩვენ ვიყენებთ მის ფარგლებში მოქცეულ შესაძლებლობებს, უნდა გავიმეოროთ ის, რასაც ქრისტე გვასწავლიდა სახარებაში.


_ სახარებას თუ დავეყრდნობით, ქრისტემ ხომ გამოყარა ვაჭრები ტაძრიდან იმის გამო, რომ სიწმინდე იბილწებოდა. დღეს კი, 20 საუკუნის შემდეგ, სიწმინდე სხვაგვარად იბილწება...


_ დიახ, ქრისტე გაბედულად ამხელდა ცოდვას, ეწინააღმდეგებოდა მას, თქვენ ამის ნათელი მაგალითი გაიხსენეთ. ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ, მაგრამ, ისევ ვიმეორებ, ყოველთვის კანონის ფარგლებში უნდა ვიმოქმედოთ.


_ მაგრამ ჩვენს დარწმუნებას ცდილობენ იმაში, რომ შავი თეთრია და პირიქით. ეს ეხება როგორც ჰომოსექსუალიზმს, ასევე ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზაციას და ბევრ სხვა რამეს, ანუ ცდილობენ, სამყარო თავდაყირა დააყენონ. რატომ ხდება ასე – მამათმავლად ყოფნა სასირცხვილო არაა, მხილება კი სირცხვილია? როგორ ვებრძოლოთ ფასეულობების გაყალბებას?


_ ისტორიაში ასე მრავალჯერ მომხდარა. პრინციპში, ქრისტიანობამ ამ რთულ დისკუსიაში დაამარცხა წარმართული სამყარო, რომელსაც ჩვევად ჰქონდა ცოდვის ნორმად გამოცხადება და ყოველთვის მიაჩნდა, რომ ჭეშმარიტება ბევრია ამ ქვეყანაზე. დღეს ეს წარმართობა, მიუხედავად იმისა, რომ ასე პირდაპირ არავინ უწოდებს მას, ისტორიული რევანშის აღებას ცდილობს; ცდილობს, უთხრას კაცობრიობას, მათ შორის პოლიტიკისა და სამართლის დონეზე, რომ ცოდვასა და სათნოებას შორის, ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის, კარგსა და ცუდს შორის «განსხვავება არ არსებობს». ჩვენ კი ვალდებულნი ვართ, არ დავეთანხმოთ ამას, მუდამ განვაცხადოთ ყველა დონეზე, თუ რა მიგვაჩნია თეთრად და რა _ შავად, რა _ ჭეშმარიტებად და რა _ სიცრუედ.


_ შევეხები მართლმადიდებლობის კიდევ ერთ «თავის ტკივილს» _ სექტებს. მტერი უფრო და უფრო მოხერხებულად მოქმედებს _ სექტანტური მიმდინარეობები (ძველიც და ახლებიც) სხვადასხვაგვარად ინიღბებიან. ასე რომ, უცებ ვერც გაერკვევი, თუ ვისთან გაქვს საქმე. როგორ ავარიდოთ თავი «ცხვრის ქურქში გახვეულ მგლებს»?


_ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ძალუძთ რაღაც პარაეკლესიური დაჯგუფებების შექმნა, ზოგჯერ კი საერთოდ განხეთქილებისა და სექტების წარმოქმნა ან, უბრალოდ, სექტაში გადასვლა. ასეთი სიტუაციიდან მხოლოდ ერთი გამოსავალია – ეკლესიური სწავლების ფარგლებში უნდა ვამხილოთ ცრუეკლესიური მიმდინარეობები. ეკლესიის ისტორიაში ასე ყოველთვის ხდებოდა, ამიტომ, პრინციპში, აქ ახალი არაფერია. ჩვენ უნდა გავიხსენოთ, როგორ მოქმედებდნენ ასეთ შემთხვევებში წმიდა მამები, რა გადაწყვეტილებებს იღებდნენ ძველი საეკლესიო კრებები და ვეცადოთ, ასევე მოვიქცეთ.


_ უღმერთობის მრავალი წლის შემდეგ ეკლესიამ ჩვეული თავისუფლება დაიბრუნა, აღადგინა შელახული ავტორიტეტი, ხალხიც უბრუნდება ნელ-ნელა რწმენას. მაგრამ... წარმოიქმნა თავისებური მოდა რელიგიურობაზე, მოდა წმიდა ადგილების მონახულებაზე, ასე ვთქვათ, გარკვეული გარეგნული მოჩვენებითობა. როგორ მოვიშოროთ ეს ჭირი?


_ ამ მდგომარეობიდან მხოლოდ ერთი გამოსავალია _ განათლება. ეს განათლება უნდა ხორციელდებოდეს საეკლესიო ქადაგების, სამოძღვრო ღვაწლის, წიგნებისა და მასმედიის საშუალებით. სინამდვილეში, ასეთი შრომის ნაყოფი სახეზეა _ «ნახევრადმორწმუნე» ადამიანების რიცხვი, რომელზეც თქვენ ბრძანეთ, რეალურად მცირდება არა მხოლოდ რუსეთში, არამედ, ვფიქრობ, საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც.


_ სასკოლო რელიგიურ განათლებაზე უნდა მეკითხა. თავის დროზე საქართველოში შეეცადნენ, საერთოდ გაეუქმებინათ რელიგიის გაკვეთილები, შემდეგ კი ძალიან შეკვეცეს პროგრამა. რამდენად საჭიროა სასულიერო განათლება სკოლაში და ვინ უნდა ასწავლიდეს ამ საგანს ბავშვებს?


_ რა თქმა უნდა, საჭიროა! ნებისმიერი არაეკლესიური ადამიანიც კი იტყვის, რომ საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა. რაც ნიშნავს იმას, რომ მის ერს სრული უფლება გააჩნია იმაზე, რომ მისი სულიერი ტრადიცია საგანმანათლებლო სისტემაში იყოს წარმოდგენილი. პედაგოგების შერჩევა ყველგან თავისებურად წყდება _ სადღაც სასულიერო პირები ასწავლიან რელიგიას, სადღაც _ საერო მასწავლებლები. ნებისმიერ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ მათ გარკვეული პედაგოგიური კვალიფიკაცია უნდა გააჩნდეთ, და, რა თქმა უნდა, იცოდნენ ის საგანი, რომელსაც ბავშვებს ასწავლიან. უცნაური იქნებოდა, ალბათ, რომ ამ სფეროში გაუნათლებელ ადამიანს მოეკიდა ხელი მასწავლებლობისთვის.


_ მსოფლიო პატრიარქი მერვე მსოფლიო კრების ჩატარების ინიციატივით გამოდის, რომლის საფრთხის შესახებ ჯერ კიდევ წმ. მამები გვაუწყებდნენ მართლმადიდებლებს. მომავალი კრების ზოგიერთი დებულება მართლაც რომ აბრკოლებს მორწმუნეებს (კალენდრის რეფორმა და ა. შ.). როგორია რუსული მართლმადებლური ეკლესიის პოზიცია ამ საკითხში?


_ ყოვლადმართლმადიდებლური კრებისადმი მომზდება უკვე რამდენიმე ათწლეული მიმდინარეობს. სხვათა შორის, მას ტრადიციულად მსოფლიოს უკვე აღარც უწოდებენ და ვფიქრობ, საამისოდ ყოვლადმართლმადიდებლური კონსესუსიც არსებობს. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, სულიწმიდა, რომელიც მართავს ჩვენს ეკლესიას, ამ კრებაზეც დაივანებს, და რომ სულიწმიდის მორჩილი იერარქია თუ მიიღებს მასში მონაწილეობას, ასევე ეკლესიის მსახურნი და მრევლიც წმიდა მართლმადიდებლობის ერთგულების საქმეს არ გადაუხვევენ. ძალიან ბევრი საკითხი არის, რომლებიც ყოვლადმართლმადიდებლურ დონეზე არ არის გადაწყვეტილი. მათი გადაუწყვეტლობა კი უფრო და უფრო მეტ სირთულეს წარმოქმნის როგორც ეკლესიათაშორის ურთიერთობებში, ასევე მრავალი ადგილობრივი ეკლესიის ცხოვრებაში.


_ და მაინც, ისევ ჰომოსექსუალიზმის ცოდვაზე ჩაგეკითხებით...


_ ნებისმიერი ცოდვა კლავს ადამიანის სულს და ანგრევს მის ცხოვრებას. ეს ცოდვა კი ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა, რადგან ადამიანის ფსიქიკას ცვლის, შეუძლებელს ხდის ნორმალური ოჯახის შექმნას, რყვნის ახალგაზრდა თაობას. სხვათა შორის, შემთხვევითი არაა ის ფაქტი, რომ უშუალოდ ყმაწვილებზე, ზოგჯერ კი ბავშვებზეც, არის მიამრთული ამ ცოდვის პროპაგანდა. ეს ცოდვა ადამიანს საუკუნო ნეტარებას ართმევს _ ამის შესახებ საკმაოდ მკაფიოდ არის ნათქვამი სამოციქულო ეპისტოლეში.


ესაუბრა


ასმათ ჯაღმაიძე.

geworld.ge