ღმერთი

ღმერთი

среда, 29 мая 2013 г.

23.რომს მივალ, რათა კვლავ ჯვარს ვეცვა!

იმ დროს ნერონი დიდების ზენიტში იმყოფებოდა, მას ჰყავდა მრავალი ხარჭა, რომელთა შორის გამოირჩეოდა ორი, თავისი მშვენიერებით და გონიერებით. მათ მიიღეს პეტრე მოციქულის სიტყვები და მოინათლნენ, ჩაიკეტნენ და დაიწყეს ღირსეული ცხოვრება. ნერონმა გაიგო რა ამის შესახებ დაიწყო დევნა ქრისტიენების, მათ შორის პეტრე მოციქულს სდევნიდა განსაკუთრებით. წმინდა პეტრე მოციქულს მისმა გარემოცვამ ურჩია რომ გასცლოდა რომს რათა არიდებოდა ნერონის მრისხანება რაზეც იგი მტკიცედ უარობდა თუმცა ბოლოს სრულიად ეკლესიის თხოვნით მოუწია რომის დატოვება. ღამით მაშინ როცა ქალაქის გალავანს მიუახლოვდა და უნდა გასულიყო კარიბჭეში შეეგება მაცხოვარი. მოციქული ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა:

„- ვიდრე ხვალ, უფალო?
- რომს მივალ, რათა კვლავ ჯვარს ვეცვა!
- მიუგო უფალმა და უხილავი შეიქმნა.“


ამ შეხვედრამ კარდინალურად შეცვალა პეტრე მოციქულის აზრები და ქრისტესთვის საწამებლად კვლავ შებრუნდა ქალაქში, სადაც ის შეიპყრეს. მის გვერდით ასევე აღმოჩნდენ კლიმენტი, იროდიონი, ოლიმპი და სხვა მარავალნი. რომაელმა მსაჯულმა კლიმენტი - გაათავისუფლა როგორც ხელმწიფის ნათესავი, წმინდა პეტრეს, როგორც არარომაელს, ჯვარზე სიკვდილი მიესაჯა, ხოლო ყველა დანარჩენს კი მახვილით თავისმოკვეთა. პეტრე მოციქულმა ღირსად არ მიიჩნია თავი, რომ უფლის მსგავსად ჯვარცმულიყო და ითხოვა თავდაყირა გაეკრათ. მოწამეობრივად აღსრულებული პეტრე მოციქულის ცხედარი ეპისკოპოსმა კლიმენტიმ გამოსთხოვა რომაელ მეომრებს, ჯვრიდან გარდამოხსნა და სხვა წამებულ ქრისტიანებთან ერთად დიდი პატივით მიაბარა მიწას.

ასე აღესრულა ქრისტეს მოციქულთა თავი წმინდა პეტრე, †67 წლის 29 ივნისს.

http://ka.wikipedia.org/wiki/წმინდა_პეტრე





რის თქმა მინდა.




იოანეს გამოცხადებაში წერია _


3. მივცემ ჩემს ორ მოწაფეს და ათას ორას სამოცი დღე იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი.

4. ესენია ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე, რომლებიც დგანან დედამიწის უფლის წინაშე.

5. თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შეჭამს მათ მტრებს; თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, მოკლულ უნდა იქნეს.

6. მათ აქვთ ხელმწიფება ზეცის დახშვისა, რათა არ იწვიმოს მათი წინასწარმეტყველების დღეებში, და აქვთ ხელმწიფება წყალთა მიმართ, რათა სისხლად აქციონ და ათასგვარი წყლულით მოწყლან ქვეყანა, როცა ინებებენ.

7. ხოლო როდესაც აღასრულებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება, შემუსრავს და მოაკვდინებს მათ.

8. მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის მოედანზე, რომელსაც
სულიერად ჰქვია სიდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს აცვეს მათი უფალიც.

9. სხვადასხვა ტომისა და მოდგმის, ენისა და ერის ხალხი სამნახევარ დღეს უყურებს მათ გვამებს და არავის დართავ მათი დამარხვის ნებას.

10.
დედამიწის მკვიდრნი იხარებენ და ილხენენ მათ გამო და ძღვენს უძღვნიან ერთმანეთს, რადგანაც ამ ორმა წინასწარმეტყველმა აწამა დედამიწის მკვიდრნი.

11. მაგრამ სამნახევარი დღის შემდეგ სიცოცხლის სული შევიდა მათში ღვთისაგან, და ფეხზე დადგნენ, რამაც თავზარი დასცა ყველას, ვინც კი ხედავდა მათ.

12. და მოესმათ მგრგვინავი ხმა ზეცით, რომელმაც უთხრა მათ, აქ ამოდითო, და ისინიც, თავიანთი მტრების თვალწინ, ღრუბლით ავიდნენ ზეცას.

13. იმავე საათს საშინელი მიწისძვრა მოხდა, ქალაქის მეათედი დაიქცა და მიწისძვრისას შვიდი ათასი კაცი ამოწყდა, სხვები კი შეძრწუნდნენ და დიდება მიაგეს ცის ღმერთს.


http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-11.htm



რა ხდება დღეს მსოფლიოში ყველანი ვხედავთ, განსაკუთრებით ქრისტიანულ ქვეყნებში , სადაც უკვე ქრისტიანობა ფორმალურობასაც ვერ ინარჩუნებს , უკვე ღიად გამოჩნდა არაქრისტიანული , ანტიქრისტიანული სახე .

არც რომის პაპი გამოსულა რაიმე მნიშვნელოვანი სიტყვით მორწმუნეთა მხარდასაჭერად  და არც ,,მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობა, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა - ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი_ბართლომე I .’’

არადა მსოფლიოში კანონდება ერთსქესიანთა ქორწინება. სახელმწიფო მმართველები მორწმუნეთა წინააღმდეგობის მიუხედავად გადაწყვეტილებებს არ ცვლიან. 


შეიძლება თუ არა  ,, დიდი ქალაქის მოედანზე, რომელსაც სულიერად ჰქვია სიდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს აცვეს მათი უფალიც.’’    იყოს რომი?, რადგან , (თუმცა ჩვენ ვიცით რომ ქრისტე აწამეს არა რომში, არამედ ისრაელში)უფალი ეუბნება პეტრეს ,, - რომს მივალ, რათა კვლავ ჯვარს ვეცვა! ’’( ამ სიტყვებით მან პეტრე გაამხნევა, მაგრამ )


და ორი მოწაფეც დიდი ქალაქის მოედანზე დაუპირისპირდეს მხეცს. ???

გამორიცხული არ არის.



ამბობენ ,ორი წინასწარმეტყველი  იქნებიან ელია და ენოქ წინასწარმეტყველები.

ბერი გაბრიელი ამბობს, რომ მათ დაპირისპირებას ანტიქრისტესთან ტელევიზიით აჩვენებენ.


რატომღაც საქართველოში განვითარებული მოვლენები მცირე სცენას მაგონებს მომავალი დიდი სცენის წინ, ანუ ჩვენი ორი მორწმუნე პირის (17 მაისი აქციაზე)რადიკალური გამოსვლა მიმდინარე პროცესების წინააღმდეგ შეიძლება იყოს წინასახე დიდი წინასწარმეტყველების დაპირისპირებისა მხეცთან.

აქ ბევრმა დასცინა, გააკრიტიკა, საეკლესიო პირები. გაიხარეს კიდეც რომ მათი დაკავების ამბავი გავრცელდა.


ხოლო როცა დიდი წინასწარმეტყველების, რომელთაც კლავს ანტიქრისტე, ამბავს გაიგებს ხალხი,, დედამიწის მკვიდრნი იხარებენ და ილხენენ მათ გამო და ძღვენს უძღვნიან ერთმანეთს, რადგანაც ამ ორმა წინასწარმეტყველმა აწამა დედამიწის მკვიდრნი.’’


ვიყოთ ყურადღებით.





არ მომწონს ქრისტიანობის მსოფლიო ავტორიტეტების სიჩუმე.


,,დიდი ქალაქის მოედანზე, რომელსაც სულიერად ჰქვია სიდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს აცვეს მათი უფალიც.’’


რომელსაც სულიერად ჰქვია სიდომი და ეგვიპტე


სულიერად.........


ანუ?



ეკლესია ინარჩუნებს ფორმალურად ქრისტიანობას, სულიერად კი არის სოდომი და ეგვიპტე.(ამპარტავანი)

???????.



ვნახოთ დრო აჩვენებს. დიდი ეჭვი მაქვს რომ ეს იქნება მოკლე ხანებში.

 


ჩემი აზრით.

.....................

ძმები წმინდა ანდრია(პირველწოდებული) და წმინდა პეტრე.

http://elasevenia.blogspot.com/2013/05/blog-post_2694.html

Комментариев нет:

Отправить комментарий