ღმერთი

ღმერთი

среда, 14 марта 2012 г.

1.იოანეს აპოკალიფსის შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცი.

იოანეს აპოკალიფსის შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცი.

8. მხეცი, რომელიც იხილე, იყო და აღარ არის, მაგრამ ამოვა უფსკრულიდან და წარსაწყმედლად წავა, და დედამიწის მკვიდრნი, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან, განცვიფრდებიან, როდესაც იხილავენ მხეცს, რომელიც იყო და აღარ არის, მაგრამ კვლავ მოვა.

9. აქ საჭიროა გონება, რომელსაც აქვს სიბრძნე: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომლებზედაც ზის ქალი, - და შვიდი მეფე,

10. რომელთაგანაც ხუთი დაემხო, ერთი არის, სხვა კი ჯერაც არ მოსულა, მაგრამ როდესაც მოვა, დიდხანს ვერ გაძლებს.

11. ხოლო მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა შვიდთაგან, და წარსაწყმედლად მიდის.

12. ათი რქა, შენ რომ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ, როგროც მეფენი, მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, ერთი საათით.

13. ერთი აზრი აქვთ და თავიანთ ძალას და ხელმწიფებას მისცემენ მხეცს.http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-17.htm


შვიდი თავი შვიდი მთაა და შვიდი მეფე,რომელთაგანაც
ხუთი დაემხო,
ერთი არის,(ესეიგი მეექვსე)
სხვა კი ჯერაც არ მოსულა,(ესეიგი მეშვიდე) მაგრამ როდესაც მოვა, დიდხანს ვერ გაძლებს. 
ხოლო მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის,მერვეა შვიდთაგან.

ეხლა გავარჩიოთ.

ხუთი რომელიც დაემხო.

პირველი _ბაბილონის სამეფო.
მეორე_ მიდიასპარსეთის იმპერია.
მესამე_ საბერძნეთის იმპერია.
მეოთხე_ რომის იმპერია.
მეხუთე და მეექვსე ჩემი აზრით არის მუსულმანური იმპერიები;სასანიდების იმპერია და ოსმალეთის იმპერია.

მეხუთე_ აქიმენიდების იმპერია ანუ იგივე სასანიდების იმპერია აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ.რადგან მეშვიდე საუკუნის დამდეგს ამ იმპერიის ეპოქაში დაარსდა რელიგია ისლამი. მისი დამაარსებელი იყო არაბი მუჰამედი. რელიგია რომელმაც ქრისტეს სამშობლოზე იბატონა მრავალი საუკუნეების მანძილზე.სასანიდების იმპერია მეშვიდე საუკუნეში დაიშალა.
ხოლო მეექვსე_ ოსმალეთის იმპერია  პირველი მსოფლიო ომის შედეგად დაიშალა.
უნდა ვთქვათ  რომ ისრაელის მიწა სრულად არ არის განთავისუფლებული მუსულმანების ზეგავლენისაგან ანუ, მუსულმანები ინარჩუნებენ იუდეველების მიერ მრავალი საუკუნის წინ აშენებულ ღვთის ტაძრის ტერიტორიას.

ცოტა რამ ტაძრის შესახებ.
ღვთის სადიდებელი ტაძარი აშენდა ისრაელის მეფის სოლომონ ბრძენის მიერ. მოგვიანებით იუდეველებს ბაბილონელები შემოესივნენ რის შედეგადაც დანგრეულ იქნა ტაძარი.ბაბილონელებმა იუდეველები ტყვედ წაასხეს და ტაძრის საგანძურიც თან წაიღეს. მალე ბაბილონის სამეფო დაიპყრო სპარსეთის მეფემ.სპარსეთის მეფემ იუდეველი ტყვეები გაანთავისუფლა, საგანძური დაუბრუნა და ტაძრის აღდგენაშიც დაეხმარა.იუდეველებმა აღადგინეს დანგრეული ტაძარი. მეორედ ტაძარი დანგრეულ იქნა რომის იმპერატორის მიერ პირველი საუკუნის 70 წლებში და ის დღესაც დანგრეულია. ტაძარს შემორჩენილი აქვს ერთი კედლის ნაწილი, რომელსაც იუდეველები გლოვის კედელ უწოდებენ.იუდეველებს  ტაძრის  შემორჩენილ კედელთან მიახლოვების და ლოცვის უფლება აქვთ.

ტაძრის ტერიტორიაზე მუჰამედის საპატივცემლოდ დგას მუსულმანური მეჩეთი.

ავღნიშნოთ , რომ ქრისტიანობა და ისლამი ფესვებს იუდაიზმში იღებენ. იუდეველები, ქრისტიანები და მუსულმანები ერთღმერთიანობას აღიარებენ.
ისრაელი ქრისტეს სამშობლოა მაგრამ ქრისტეს ღვთისშვილობას ებრაელთა მცირე ნაწილი აღიარებს.ისლამიც, რომელიც მრავალი საუკუნის მანძილზე ბატონობდა ისრაელზე ასევე არ აღიარებს ქრისტეს ღვთისშვილობას.მუსულმანების  რელიგიური ლიდერი მუჰამედია.

ესეიგი არ არსებობს ლომი და დათვი როგორც იმპერია მაგრამ არსებობს რელიგია ისლამი, რომელიც ისრაელის მიწაზე ღვთისტაძარში საკუთარ კერპს ეთაყვანება, ხომ არ ნიშნავს ეს  ერთი არისო იოანე რომ წერს??? (მოვინიშნოთ და შემდგომში გავარჩიოთ.)


11. მაშინ ვნახე: იმ ამპარტავნული სიტყვების გამო, რქა რომ ამბობდა, ჩემს თვალწინ მოკლულ იქნა ის მხეცი; მისი გვამი კი შეიმუსრა და ცეცხლს მიეცა დასაწველად.

12. დანარჩენ მხეცებს ძალაუფლება წაერთვათ და სიცოცხლე მხოლოდ დროებით და ვადით გაუხანგრძლივდათ.

http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/danieli/danieli-7.htm

ეს ნიშნავს რომ მეოთხე იმპერია(რომის) არასოდეს არ აღსდგება.

წინა სამ მხეცს(ლომი, დათვი, ავაზა) კი ძალაუფლება წაერთვათ , მაგრამ სიცოცხლე გაუხანგრძლივდათ. ძალაუფლება წაერთვათ,მაგრამ სიცოცხლე გაუხანგრძლივდათ _ ხომ არ ნიშნავს ეს იმას , რომ ეს იმპერიები ისევ იარსებებდნენ, მაგრამ  პირველობის გარეშე, რადგან მათ მერე მსოფლიომ კიდევ ბევრი ძლიერი იმპერია იხილა.(?)

ხუთი დაეცა .
ერთი(მეექვსე) არის _ჩავთვალოთ რომ ტაძრის განთავისუფლებამდე ერთი  ჯერ კიდევ არის.
მეორე(მეშვიდე)ჯერ არ მოსულა, მაგრამ როცა მოვა , ცოტახანს დარჩება.

ვინ იქნება მეშვიდე?
ჩემი აზრით , მეშვიდე იქნება ქრისტიანული საბერძნეთი, რომელიც (არ ვიცი როგორ) გავლენას მოიპოვებს იმ  მუსულმანურ ქვეყნებზე, რომლებიც იმყოფებიან ძველი ბაბილონის და მიდია სპარსეთის სამეფოს ტერიტორიაზე. გზას რომლითაც ეს შეიძლება  მოხდეს _ არის ძალა და ან ხრიკი. ორივე შემთხვევაში საბერძნეთი სუსტია. ისტორიული ფაქტია რომ ალექსანდრე მაკედონელმა თავისი პერიოდის მსოფლიოს უდიდესი იმპერიის _მიდიასპარსეთი_დაპყრობა შესძლო. იქნებ განმეორედს საბერძნეთის დიდება? მაგრამ როგორ? ბედისწერით? ქრისტიანული სამყაროს გავლენით?

უნდა ავღნიშნოთ რომ, ბაბილონის სამეფო, მიდისსპარსეთი და საბერძნეთის იმპერია წარმართული ქვეყნები იყვნენ. რომის იმპერიაც ასევ წარმართული იყო, მაგრამ  რომის იმპერიის ხანაში მოხდა უფლის პირველი მოსვლა,იოანე ნათლისმცემლის თავის მოკვეთა, უფლის ჯვარცმა და პირველი ქრისტიანების მოკვლაც.

შემდეგი მეხუთე და მეექვსე იმპერიები არ იყვნენ წარმართული იმპერიები. ისინი აღიარებდნენ ერთღმერთიანობას, მაგრამ ჰყავდათ საკუთარი კერპი, ისლამის დამაარსებელი_მუჰამედი. ეს იმპერიები ბატონობდნენ  როგორც ძველი ბაბილონის ასევე ისრაელის მიწაზე.ისტორიული ფაქტია, რომ მუსულმანები ებრძოდნენ ქრისტიანებს(ამ შემთხვევაში საქართველოს დავასახელებ) და პირიქითაც(ჯვაროსნული ომები) ქრისტიანები ებრძოდნენ მუსულმანებს.
მეშვიდე მხეცი, რომელიც ცოტა ხანს იქნება, იქნება ის ვინც დაიპყრობს იმ მუსულმანურ ქვეყნებს , რომლებიც იმყოფებიან ძველი ბაბილონისა და მიდიასპარსეთი ტერიტორიაზე. ამით შეიქმნება ახალი საბერძნეთის იმპერია, რომელიც ასევე იბატონებს ისრაელზე.ეს აუცილებლად იქნება ღვთისმორწმუნე ქრისტიანული საბერძნეთის იმპერია,მაგრამ მცირე ხნით.რადგან მერვე უნდა მოვიდეს.

როგორ უნდა მოხდეს ეს? როგორ უნდა გაბატონდეს ქრისტიანული საბერძნეთი მუსულმანურ ქვეყნებზე? მუსულმანებს სხვა რელიგია აქვთ და მხოლოდ ამიტომ ისინი დაუნდობელ წინააღმდეგობას გაუწევენ მტერს, რომელიც ეცდება მათ თავს მოახვიოს სხვა რელიგია. დღევანდელ მსოფლიოში ეს მართლაც წარმოუდგენელია, მე კი ვფიქრობ რომ ეს გარდაუვალია.
ის ცოტა ხანს იქნება. (რადგან მერვე უნდა მოვიდეს). ეს მოხდება შენიღბვით , რელიგიების დაახლოვებით უსაფრთხოების მიზნით. მუსლიმებს უნდა წაერთვას უპირატესის შეგრძნება, ეს კი ძალისჩაურევლად არ მოხდება. სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს ეხლა.(?)ეს არის გზა მუსულმანების უკანდასახევად,მათ მოსადრეკად, რათა იქ ქრისტიანული სამყარო შევიდეს.ძალადობრივ პროცესს თან ერთვის რელიგიების დაახლოვება მშვიდობის საბაბით. მაგრამ აწყობს ეს ისრაელს?ეს ხომ მასზე ბატონობასაც ნიშნავს. იუდაიზმი არ ცნობს როგორც მუჰამედს ასევე ქრისტეს, ამიტომ ისრაელისთვის მიუღებელია როგორც მუსლიმების ასევე ქრისტიანების მასზე ბატონობა. ისრაელი ორცეცხლშუა.
რელიგიების გამერთიანებელი იმპერია  იქნება მეშვიდე იმპერია?მოსალოდნელია.
მერვე ამ შვიდთა რიცხვიდან.
იოანე გვეუბნება ლომი, დათვი და ავაზას ნაერთ მხეცს. აქ მეოთხე _ საშინელი მხეცი არ ჩანს. მეოთხე ხომ რომი იყო. ესეიგი, რომის იმპერიის განმეორება არ იქნება, რომმა უდიდესი ცოდვა უკვე ჩაიდინა; მან იოანე ნათლისმცემელი მოკლა, უფალი აცვა ჯვარს, ქრისტეს პირველი მოციქულები, პირველი ქრისტიანები რომის იმპერიამ მოკლა, მაგრამ მოსალოდნელია მსგავსი ცოდვების ჩამდენი მერვე იმპერია.
ქრისტიანებს ასევე ებრძოდნენ მეხუთე და მეექვსე იმპერიები. მაგრამ მეშვიდე იმპერია ვის მოკლავს  მხოლოდ მუსულმანებს თუ ქრისტიანებსაც?
მეშვიდე იმპერია მუსულმანების მოკვლით დაიგროვებს ცოდვებს?
მხოლოდ მუსულმანების სისხლით ის ვერ იქნება მხეცი. თუმცა მეშვიდე მხეცი მაინც იქნება. როგორ?იმიტომ, რომ უბრალოდ იმპერია შექმნა?ნუთუ ეს იმპერიაც მოკლავს უფლის მორწმუნეებს, ქრისტიანებს?
როგორ და რატომ მოკლავს ქრისტიანი, მართლმადიდებელი საბერძნეთი ქრისტეს მოწამეებს?
იქნებ ამ იმპერიის შექმნას შეეწირება ბევრი ქრისტიანი. რადგან აქ მოხდება რელიგიების გათანაბრება, რასაც მოჰყვება წინააღმდეგობები როგორც იუდეველების, ასევე მუსულმანებისა და ქრისტიანების მხრიდან.
რელიგიების გათანაბრება-გაერთიანება ეს ხომ ღალატია ერთი და ჭეშმარიტი ღმერთის?ეს ღალატია ქრისტიანული საბერძნეთის და ასევე სრულიად ქრისტიანული სამყაროს მხრიდან. ასევე მუსულმანებსაც გაუჭირდებათ ვინმესთან საკუთარი კერპის გათანაბრება. ხოლო იუდეველებს არც ერთი ეხატებათ და არც მეორე.

ეს ჭიდილი გარდაუვალია და დამთავრდება ის როგორც მუსულმანების ასევე იუდეველების შეგუებით შედეგთან. შედეგი კი იქნება ქრისტიანული სამყაროს უფლებების დამკვიდრება ისრაელსა და მუსულმანურ ქვეყნებში. უნდა ვთქვათ რომ ეს არ იქნება მხოლოდ საბერძნეთის ნება, მის უკან იქნება ქრისტიანული სამყარო.

სწორედ სხვადასხვა რელიგიების გამაერთიანებელი სახელმწიფო იქნება მეშვიდე მხეცი ანუ იგივე საბერძნეთის იმპერია.ალბათ ქრისტიანული სამყაროს გავლენით მოხდება ასევე ტაძრის სრული განთავისუფლება მუსულმანების უპირატესი ზეგავლენისაგან, ტაძარი კი აღდგება როგორც მრავალი რელიგიის გამაერთიანებლი ცენტრი.

ეს თვალის ახვევაა იუდეველებისთვის. მათ ხომ სრული ბატონობა უნდათ ღვთის ტაძარზე. ისინი ფიქრობენ ისე, როგორც ეკადრება ღვთისრჩეულ ხალხს. გამორჩეული და უპირატესი ერი ფიქრობს, რომ სრული გავლენა ჰქონდეს ტაძარზე და არა გასაყოფი და საერთო ვინმესთან, რადგან მათთვის ქრისტეს ღვთისშვილობა მიუღებელია და ასევე მუჰამედიც მიუღებელია. მათ მხოლოდ ღმერთი სწამთ და არა მისი შვილი, მითუმეტეს არც მუჰამედი, რადგან იუდეველები დღესაც საკუთარ მესიას ელიან. მუსულმანურ ქვეყნებზე საბერძნეთის უპირატესმა გავლენამ (ალბათ ქრისტიანული სამყაროს გავლენით) შეიძლება ბევრი შეიყვანოს შეცდომაში თითქოსდა ქრისტიანობამ როგორც იქნა გაიმარჯვა,სამართალმა იზეიმაო,(ეს ხრიკია) ეს ცოტახანს იქნება, მხოლოდ იმიტომ, რომ ნიადაგი მომზადდეს სრული უღმერთობისთვის, რადგან, მერვე(მერვე შვიდთა რიცხვიდან)იმპერია, რომელიც ჰგავს ავაზას, დათვის ფეხები და ლომის ხახა აქვს არის ღვთისმგმობელი ბოლო იმპერია, რომელიც ქრისტეს მეორედ მოსვლას სწორედ სამოთხის, პირველი ცოდვის, წარღვნის, ბაბილონის, ისრაელის, უფლის ტაძრის, ქრისტეს სამშობლოს ტერიტორიაზე დახვდება. ამ უღმერთობაში ჩათრეული იქნება მთელი დედამიწა, რადგან სწორედ ეს ბოლო მხეცი დაიმონებს ყველა ერსა და ტომს. ის ყველას დანიშნავს თავისი ნიშნით და ეს იქნება ნიშანი უღმერთობისა , რადგან უფლის მეორედ მოსვლას, რომლის გარდაუვალობაც კარგად ესმის სატანას, დახვდეს სრული ურწმუნოება და ღვთისაგან განდგომილება.

როცა მეორედ მოვა ძე კაცისა , განა იპოვის ის რწმენას დედამიწაზე?(ორიგინალს მოვძებნი) დიახ, ეს უფლის სიტყვებია და ნათლად მიანიშნებს იმ პერიოდის მდგომარეობას რაც ამ სამეფოს ეპოქაში იქნება.

მხეცი რომელიც იხილა იოანემ, იგივე ბაბილონის, მიდიასპარსეთისა და საბერძნეთის ტერიტორიებს შეიცავდეს იქნება. რატომ დაემორჩილება მას მსოფლიო, რა ძალით, რა ნებით, როცა მსოფლიოს წამყავნი ქვეყნები ფლობენ ძალის უპირატესობას? ამას იოანეს გამოცხადება გვიხსნის.;

12.ათი რქა ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, როგორც მეფეები ერთი საათით.

13.მათ აქვთ ერთი აზრი და თავიანთ ძალასა და ხელმწიფებას მხეცს გადასცემენ.

ესეიგი, მსოფლიოს წამყვანი ათი სახელმწიფოს(?) ათი მეთაური მერვე იმპერიას მისცემენ თავიან ძალას და ხელმწიფებას.

მაგრამ, ყველაზე მთავარია, გავიგოთ რატომ საბერძნეთი და საიდან მისი უპირატესობა? ვინ იქნება საბერძნეთის ლიდერი(ძალა) რომელსაც ანგარიშსგაუწევს როგორც ქრისტიანული სამყარო და მუსულმანური სამყარო, ასევე მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები. ვინ იქნება ამ ყველაფრის იდეოლოგი? ის არის მთავარი გმირი, ვისგამოც საბერძნეთს უპირატესობა ექნება ამ იმპერიაში. თუმცა ის რომ ეს პიროვნება საბერძნეთს წარმოადგეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ბერძენი იქნება.

სანამ საბერძნეთის თანამედროვე იმპერია იარსებებს ეს იმპერია ბრჭყალებს ღიად არ გამოაჩენს.ქრისტიანობას ამოფარებული მხეცი დაკავდება მხოლოდ რელიგიების დაახლოვებით. თუმცა მზაკვრული გეგმის დანახვა ძნელი არ იქნება.რასაც ალბათ მორწმუნეების მსხვერპლიც მოჰყვება.

მსოფლიოში არ არსებობენ იმპერიები, მაგრამ მსოფლიოში არსებობენ რელიგიები, რომელსაც უამრავი მრევლი ჰყავს. მსოფლიო განთავისუფლდა იმპერიებისაგან და დრო მოდის ხალხი განთავისუფლდეს რელიგიებისაგან., მაგრამ ჯერ ანგარიშგასაწევია ხალხი რომელიც რწმენას ადვილად არ დათმობს. რელიგიის ჩარჩოებიდან ადამიანების განთავისუფლება, აი, ეს გეგმა დადგება დღის წესრიგში.ოღონდ ეს უნდა მოხდეს თანმიმდევრობით. დიდი ნახტომის გაკეთება შეუძლებელია და შედეგსაც არ გამოიღებს. ამიტომ საუკეთესო გზაა რელიგიის მიმდევრები განთავისუფლდნენ უპირატესობის შეგრძნებისაგან და გახდნენ ერთმანეთის მიმართ ლიბერალურები.

ნებით იქნება თუ ძალით ეს მოხდება. უფალი დაუშვებს ამას, რადგან დრო მოდის ჭეშმარიტების ზეიმის.

უნდა ველოდოთ ქრისტიანული საბერძნეთის იმპერიას?

არადა როგორი წარმოუდგენელია ეს ყველაფერი.

ქრისტიანების მკვლელი- მკვლელობების თანამონაწილე იმპერიის ლიდერი იქნება ანტიქრისტე.

ანტიქრისტე წარმოადგენს საბერძნეთის ძალას. იმის შემდეგ, როცა ძლევს მორწმუნეებს(ყველა რელიგიის მიმდევარს მსოფლიოში, თუმცა მთავარი მისთვის ისლამის და ქრისტიანების დამონებაა) იუდეველების უპირატესობას მსოფლიოში ღიად დააფიქსირებს და თავს მსოფლიო ლიდერად, იუდეველების განმანთავისუფლებელ მესიად დაასახელებს. ეს კი ნიშნავს ღვთის და ქრისტეს უარყოფას, ღვთისმგმობელობას.

ეს ყველაფერი რა დროშია მოსალოდნელი? ალბათ ყოველი წლის მომდევნო შვიდ წელიწადში?

თუმცა იოანე მიგვანიშნებს რომ მერვე მხეცის მოსვლამდე დიდი ომი იქნება.პირველი ნიშანი.
ხოლო მეორე ნიშანი იქნება ორი წინასწარმეტყველის დაპირისპირება მხეცთან.

გაბრიელ ბერი გვეუბნება რომ ამ დაპირისპირებას ტელევიზიით ვნახავთ.

....................

14. და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული.

15. ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს).
http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/mate-24.htm
.......................


ეს უბრალოდ ჩემი აზრია. ვისაც გაინტერესებთ ეს თემა გამომეხმაურეთ. ვისაუბროთ.ვიმსჯელოთ.

მოსალოდნელია შენიშვნების შეტანა.
................




2.წრე. შვიდი მხეცის წრე.

http://elasevenia.blogspot.com/2012/04/blog-post_21.html


3.ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს.......

http://elasevenia.blogspot.com/2012/07/blog-post.html


4.წარმართობიდან წარმართობისკენ და ერთღმერთიანობიდან ერთღმერთიანობისაკენ.

http://elasevenia.blogspot.com/2012/12/blog-post_4915.html


5.შენი გრძნეულებით ცთუნებულ იქნა ყოველი ხალხი.

http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_9400.html



6.ერთი ენა და ერთი აზრი. მრავალი ენა და ერთი აზრი...

http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_449.html


7.მხეცი საიდან შეიძლება მოვიდეს.

http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_9744.html

8.მსჯელობა.

http://elasevenia.blogspot.com/2013/03/blog-post_15.html


9.ამ დილის ნააზრევი.............
http://elasevenia.blogspot.com/2013/03/blog-post_30.html


10.ჯერ ბაბილონი არ დანგრეულა , ესეიგი ჯერ არც მერვე მხეცი მოსულა.
http://elasevenia.blogspot.com/2013/04/blog-post_1469.html


11.უფლის მკვლელი იმპერია.
http://elasevenia.blogspot.com/2013/04/blog-post_5446.html


12. რატომ არ არის ამერიკა ბაბილონი...

http://elasevenia.blogspot.com/2013/04/blog-post_5364.html






воскресенье, 4 марта 2012 г.

მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი.

დავით გურამიშვილი
მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,
ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო;
მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო;
ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგატკიესო,
ყვრიმალს გცეს თვალებ-აკრულსა. გკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო?
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბრალი ვერ გპოვეს, დაგსაჯეს, პილატე მოგისიესო,
ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო.
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ხელ-დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპს სისხლი შეურიესო;
დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო!
ჯვარზედ გაგაკრეს. ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
წყალი ითხოვე, მოგართვეს, ძმარში ნაღველი რიესო;
წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
მოგკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო;
მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო.
თავს კრეტსამბელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო.

ჯვარით გარდმოგხსნეს, წაგგრაგნეს, ტილოში წაგახვიესო:
დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდვნენ, გარს მცველი შემოგხვიესო.
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეგამჩნიესო?
მკვდარს აღუდგენდი, კურნავდი კეთროვანს, წყალ-მანკიერსო;
ბრმას თვალთ უხელდი, ცისცისად არჩენდი ეშმაკიერსო.

უტყვს ენას ძღვნიდი, ყრუს – სმენას, საპყართა – სვლას შვენიერსო,
პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდი, - ჭამე, სვი ესო.
ამის მეტს არას ეტყოდი: ესევდით ღმერთს ზეციერსო!
მშვიდად ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო!

განიკითხევდით გლახაკთა, ასმევ-აჭმევდით მშიერსო;
რასაც კეთილს იქმთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო!
ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი: ხორციელს და სულიერსო.
ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო!

ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!