ღმერთი

ღმერთი

четверг, 31 октября 2013 г.

თუ ადამიანი რაიმესთან დაკავშირებით თუნდაც "მცირეოდენ მემარცხენე",

ანუ ბოროტ ზრახვებს ფლობს, რა ღვაწლსაც უნდა აღასრულებდეს იგი, იქნება ეს მარხვა, მღვიძარება თუ რაიმე სხვა, ყველაფერი ამაოდ ჩაუვლის.
რას უშველის მას ასკეზი, თუ ბოროტ ზრახვებს კი არ ებრძვის, არამედ - იწყნარებს?! რატომ არ სურს მას, რომ ჯერ ცხიმის ბინძური ნალექისაგან გაწმიდოს ჭურჭელი, რასაც მხოლოდ საპნით თუ შეძლებს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაასხას მასში სუფთა ზეთი?! რატომ ურევს სუფთას ბინძურში და ამით სუფთასაც აბინძურებს?!




პაისი მთაწმინდელი




ჩვენი ეპოქის უსაშინლესი ავადმყოფობა ერის ადამიანების ქაოსური ზრახვებია.

მათთან, რასაც მოინდომებ, ყველაფერს იპოვი, გარდა - კეთილი ზრახვებისა. სწორედ იმიტომ იტანჯებიან, რომ მოვლენებთან სულიერი მიდგომა არ შეუძლიათ. მაგალითად, ადამიანი სადღაც მიდის მანქანით: გზაში ძრავა ახმაურდება და იგი დანიშნულების ადგილამდე ჩასვლას მცირედ აყოვნებს. კეთილი ზრახვა რომ ქონდეს, დაგვიანებული იტყოდა: "ჩანს სახიერმა ღმერთმა შემთხვევით არ დამაყოვნა. ვინ იცის: იქნებ ეს დაყოვნება რომ არა, ავარია შემემთხვეოდა. ღმერთო მადლობა როგორ გადაგიხადო იმისათვის, რომ მიხსენი?! და ეს ადამიანი ღმერთს ადიდებს. ხოლო იგი, ვისაც კეთილი ზრახვები არ აქვს, მომხდარს სულიერად ვერ მიუდგება და ღმერთის დადანაშაულებასა და გმობას დაიწყებს: "ეს რა უიღბლობაა, ადრე მისვლის მაგიერ დავაგვიანე! ყველაფერი უკუღმაა! აბა, ღმერთს სამართალი აქვს?!



პაისი მთაწმინდელი




უმეტესი ნაწილი ადამიანებისა თავისი ნებით ატარებს გულში ეშმაკის ტვირთს,

ეჩვევიან ასეთ ყოფას, ხშირად ვერც კი გრძნობენ ამ სიმძიმეს, შეუმჩნევლად, კიდეც ამატებენ და ამატებენ ზედ. თუმცა, ხანდახან, თავად დაუნდობელი მტერი აათმაგებს მათ საპალნეს და მაშინ ისინი საშინელ სულმოკლეობას, სასოწარკვეთას ეძლევიან, გმობენ ღმერთს. ამ ადამიანების დიდი ნაწილი, ასეთ დროს, ჩვეულებრივ, კარტით თამაშობს, საღამოების მოწყობას, ცეკვებსა და თეატრებში სიარულს იწყებს, რათა თავი დააღწიოს მოწყენას და სწორედ ეს საშუალებები, კიდევ უფრო უმძაფრებს კაცს გულის გვემას, მოწყინებას; მაგრამ, თუ მოხდა სასწაული და მოიხედა ღვთისკენ ზოგიერთმა, - მაშინვე გულიდან ეყრება სიმძიმე, აშკარად ხედავს, რა ტვირთი ედო გულზე უწინ, თუმცა იქნება ამას ვერც კი გრძნობდა. ო, ვინ მოთვალოს რამდენმა მიატოვა ღმერთი "მე დამიტევეს წყაროს წყლისა ცხოველსა და უთხრეს თავთა მათთა ჯურღმულნი განხვრეტილნი" (იერ.2,13.) ასეთ ადამიანებს საკმაოდ ბევრი კოკა დაელეწა, თითქმის ყოველ ჩვენგანს, ჩვენ ჩვენი საკუთარი. დაილეწნენ კოკები - ჩვენი გულებისა, ჩვენი ვნებები.



წმ. იოანე კრონშტადტელი





თავისი ბალაგანური სიშმაგის წყალობით (უსასრულო "იუმორინები",

"მხიარულთა და საზრიანთა" კლუბები", შოუ და სხვა ვირტუალური გასართობები) ეკრანი ადამიანის რეალობისგან მოწყვეტის ფუნქციას ასრულებს. იგი ადამიანის სულს მიდრეკილს ხდის მიმბაძველობისა და სიტუაციაში ემოციური ჩართულობისაკენ. ადამიანი განიცდის რა პერსონაჟების ფსიქიკურ მდგომარეობას, თვითონაც იწყებს ცხოვრებაში თამაშს, ისე როგორც მსახიობი სცენაზე. ეკრანი ასწავლის ადამიანს, ჩანდეს ისეთი, როგორიც სრულებითაც არ არის სინამდვილეში, ასწავლის სიცრუეს და თვალთმაქცობას. ეს თამაში ცხოვრების ანტითეზაა, ისევე როგორც ტყუილია სინამდვილის ანტითეზა. ი. ვორობიოვსკი წერს: "...საბაზრო ეკონომიკის თეორეტიკოსი ფრიდრიხ ფონ ხაიეკი აცხადებს, რომ ლიბერალური საზოგადოების არსებობისთვის აუცილებელია ადამიანების განთავისუფლება ბუნებრივი ინსტინქტებისგან. მაგ: სოლიდარობის და თანაგრძნობისგან... ასეთი მარტოობისგან უბიძგებენ რუს კოლექტივისტ ადამიანს "слабое Звено"-ს მსგავსი ტელეგადაცემები. საუბარია "ახალი ადამიანის, უფრო ასწორად არაადამიანის შექმნაზე".



მღვდელი ანდრეი გორბუნოვი







ემმანუელი ნიშნავს: „ჩუენ თანა ღმერთი“.

ამრიგად გამოიკვლიეთ საკუთარი თავი, სინამდვილეში ჩვენთანაა ღმერთი თუ არა. თუ ჩვენ ბოროტებას გავეშორეთ და მისი გამომგონებლის ეშმაკისაგან უცხონი გავხდით, მაშინ ჭეშმარიტად ჩვენთანაა ღმერთი. თუ ბოროტი საქმეების სიტკბო გამწარდა ჩვენთვის და ჩვენ კეთილი საქმეების და სამუდამოდ ზეცაში ცხოვრების სურვილი გვატკბობს, მაშინ ჭეშმარიტად ჩვენთანაა ღმერტი. თუ ყველა ადამიანს ერთნაირად ვუყურებთ და ყოველი დღე (სამწუხრო თუ მშვიდი) ჩვენთვის ერთნაირია, მაშინ ჭეშმარიტად ჩვენთანაა ღმერთი. თუ ჩვენი მოძულენი, ცილისმწამებელნი, შეურაცხმყოფელნი, უარმყოფელნი, ზარალის მომყენებელნი და მჩაგვრელები ისევე გვიყვარს, როგორც ჩვენი მოყვარულნი, რომლებიც გვაქებენ, შემონაწირებით უზრუნველგვყოფენ და გვიწყნარებენ, მაშინ ჭეშმარიტად ჩვენთანაა ღმერთი. ამ საზომს მიღწეული ადამიანის ნიშანი კი იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი ადამიანი ყოველთვის ღმერთთანაა, რამეთუ ღმერთიც ყოველთვის მასთანაა. ხოლო, თუ არც ღმერთია მასთან და არც ისაა ღმერთთან, მაშინ, გარდაუვალობის გამო, ის მოწინააღმდეგესთან უნდა იყოს. ხოლო აქედან მისთვის, ვისაც გონება აქვს, დანარჩენიც გასაგებია.



წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე



მრისხანება-წმ. იოანე კრონშტადტელი.

არა, როგორც გინდათ, ისე თქვით, ადამიანი კი ხანდახან უაღრესად გაღიზიანებული და ბოროტია, თავის თავად კი არა, არამედ ეშმაკის გულმოდგინე "შემწეობით". დააკვირდით თუნდაც საკუთარ თავს, ან გნებავს სხვას, როცა ან თქვენ, ან ვიღაც გაღიზიანებული და გაბოროტებულია, როგორ გინდათ, გაანადგუროთ ის თქვენი არაკეთილმოსურნე; და მერე, ეს რომ გადაივლის (ხშირად უეცრადაც კი, მფარველი ანგელოზის შემწეობით), დააკვირდით როგორი მშვიდი, კეთილი და მოკრძალებული ბუნებისა ხდებით გინდა თქვენ, გნებავთ მავანი, რომელსაც ცოტა ხსნის წინ სრულიად საწინააღმდეგო მდგომარეობაში ხედავდით და არ იქნება არ უთხრათ თავს: არა, მე მგონი, ეს კაცი სულ არ ჰგავს იმას, ვინც ცოტა ხნის წინ ასეთი მძვინვარე და გაბოროტებული იყო. ეს ის კაცია, "...რომლისაგან ეშმაკნი იგი განსრულ იყვნენ, შემოსილი და გონიერი" (ლუკ.8,35). ჩრდილიც კი აღარაა მასში იმ უწინდელი ბოროტებისა და გონდაკარგულობისა ზოგიერთები უარყოფენ ბოროტი სულების მყოფობას, მაგრამ სწორედ მსგავსი მოვლენები მოწმობს მათ უეჭველ არსებობას. თუკი ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს ბუნებაში და ნაყოფისაგან ხე იცნობა, მაშინ ვინ იქნება, ავი ვერ დაინახოს, ვინ ვერ ხედავს ბოროტების მეუფებას იმ კაცში რომელიც მრისხანებას ანთხევს ირგვლივ? გამძვინვარებულ ადამინში ჩანს სულის მოქმედება, რომელიც ბოროტისათვის ნიშანდობლივი სახით ვლინდება. ასეც რომ არ იყოს, პიროვნება, უკიდურესად განფიცხებული და გაავებული თავად გრძნობს ბოროტი ძალების დაბანაკებას საკუთარ გულში. მისთვის სრულიად აშკარაა და შეუძლია გაარჩიოს კიდეც ბოროტი ძალების ზემოქმედების ნირი საკუთარ სულზე, რომელიც სრულიად განსხვავებულია იმ განწყობისაგან, რაც ღვთის მოახლებას მოაქვს სულისათვის და რაზედაც ასე ბრძანებს მაცხოვარი: "რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი მსუბუქ არს" (მათ.11,30) - ხოლო როცა ბოროტები იკავებენ სულს, კაცი ბრმაა, საშინლად გრძნობს თავს, ფიზიკურადაც და სულიერადაც.




უზომო ფიზიკური შრომა და

მისგან გამოწვეული დაღლილობა და გაფანტულობა სიფხიზლეს განგვაშორებს და სულს აუხეშებს. განსაკუთრებით, თუ ეს სამუშაო სიჩქარით კეთდება, რადგან როცა იესოს ლოცვასა და სხვა სულიერ ვალდებულებებს ვტოვებთ, მაშინ მტერი თანდათან იპყრობს ჩვენს სულიერ სიმაღლეებს და გვებრძვის უკვე როგორც ხორცის, ასევე ზრახვების საშუალებითაც. მას მწყობრიდან გამოჰყავს ყველა ჩვენი ხორციელი და სულიერი ძალები და ღმერთთან ჩვენს ურთიერთობას არღვევს. ამის შედეგი კი ჩვენი სულის ვნებებით შეპყრობაა.
  რაც შეეხება ზომიერ, გააზრებულ შრომას, - ის ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით ახალდამწყებთათვის, რამეთუ ადამიანისათვის ორმაგი სიჯანსაღისა და ღვთის კურთხევის მომტანია. ასეთ შემთხვევაში ადამიანი არა მხოლოდ თავის თავს უზრუნველყოფს აუცილებელი სახმარით, არამედ შეუძლია სხვებსაც უწილადოს.


პაისი მთაწმინდელი









კეთილი გულგრილობის მოპოვება აუცილებელია ადამიანისათვის,

რომელსაც ეშმაკი სხვადასხვავარი ზრახვებით სტანჯავს. ასეთი ადამიანისათვის უკეთესია, თუ ცოტა უგრძნობი გახდება - ამ სიტყვის კარგი გაგებით და თუ ათასნაირი ზრახვების ტყვეობაში არ მოექცევა. გარდა ამისა, კეთილი გულგრილობა აუცილებელია ადამიანისათვის, რომელიც ეშმაკმა, მისი მწყობრიდან გამოყვანის მიზნით, რაღაც კონკრეტული საქმის ან მოვლენის მიმართ განსაკუთრებულად მგრძნობიარე გახადა, თუნდაც ამ ადამიანს ზოგადად, გადაჭარბებული მგრძნობიარობა არც ახასიათებდეს. ასეთ ადამიანსაც გამოადგება, თუ გარკვეული დროით კეთილ გულგრილობას გამოიჩენს. თუმცა ეს მოძღვრის მეთვალყურეობით უნდა ხდებოდეს. ადამიანმა თავისი ზრახვები მოძღვარს უნდა გაუმხილოს და მისი ხელმძღვანელობით მოქმედებდეს.



პაისი მთაწმინდელი




среда, 30 октября 2013 г.

კეთილი ზრახვები- პაისი მთაწმინდელი.

როდესაც ვინმე მეტყოდა, რომ ეკლესიაში სრულიად შეუფერებელი
ადამიანების დანახვა აბრკოლებს, ვპასუხობდი: "ბუზს თუ ჰკითხავ, აქ ახლო-მახლო ყვავილები ხომ არ გეგულებაო, გიპასუხებს, რომ ყვავილებისა არაფერი იცის, მაგრამ, აი, თხრილი კი კონსერვების ქილებით, ნაკელითა და ათასგვარი სიბინძურით არის სავსეო. და ბუზი თანამიმდევრულად ჩამოგითვლის ყველა სანარცხეს, სადაც კი ოდესმე ყოფილა. მაგრამ თუ ფუტკარს ჰკითხავ, ამ მიდამოებში რაიმე უწმინდურება თუ შეგხვედრიაო, ის მოგიგებს: "უწმინდურება"?! არა, არ მინახავს, აქ იმდენი კეთილსურნელოვანი ყვავილია"! და ფუტკარი დაიწყებს სხვადასხვაგვარი ყვავილების ჩამოთვლას - ბაღისა და ველისას. ხედავ, როგორაა?! ბუზმა მხოლოდ სანარცხები იცის, ხოლო ფუტკარმა ის, რომ აქვე ახლოს შროშანი ჰყვავის, იქით კი - ოდნავ მოშორებით - გეოცინდები.

როგორც მივხდი, ზოგი ფუტკარს ჰგავს და ზოგიც - ბუზს. ვინც ბუზის მსგავსია, ყველა სიტუაციაში ცუდს ეძებს და ამით არის დაკავებული. ის სიკეთეს ვერაფერში ხედავს. ხოლო ის, ვინც ფუტკარს ჰგავს, ყველაფერს კეთილად უცქერს. ნაკლულოვანი ადამიანი ნაკლულოვანად ფიქრობს და ზრახავს ყველაფერთან მიმართებაში სიფრთხილეს იჩენს, ყველაფერს უკუღმა ხედავს; მაშინ, როდესაც კეთილი ზრახვების მქონემ რაც არ უნდა დაინახოს, რაც არ უნდა უთხრან მას, კეთილ ზრახვებს აამოქმედებს.

  ერთხელ ჩემთან მეორეკლასელი გიმნაზიელი ბიჭუნა მოვიდა, მან ჭიშკარზე რკინის ურდულით დამიკაკუნა. თუმცა წასაკითხი წერილების მთელი ტომარა მედგა, გადავწყვიტე გავსულიყავი და მეკითხა, რა უნდოდა: "აბა, ყმაწვილო, მიბრძანე, რა გნებავს"? - ვეკითხები. ის კი ამბობს:: "ეს მამა პაისის სენაკია? მამა პაისი მინდოდა". "სენაკი კი მისია, მაგრამ თვითონ მამა პაისი არ არის, სიგარეტის საყიდლად წავიდა". ვპასუხობ მე. "ალბათ სიგარეტისთვის იმიტომ წავიდა, რომ ვინმემ სთხოვა". კეთილი ზრახვიდან გამომდინარე დაასკვნა ბიჭმა. "თავისთვის უნდა იყიდოს, სიგარეტი გაუთავდა და ცეცხლმოკიდებულივით გავარდა მაღაზიაში, აქ მარტო დამტოვა და ისიც კი არ ვიცი, როდის დაბრუნდება. თუ ვნახავ, რომ აგვიანდება, მეც წავალ". ვეუბნები ბიჭს. მის თვალებში კი ცრემლი აკიაფდა და კვლავ კეთილი ზრახვიდან გამომდინარე წარმოსთქვა: "როგორ ვღლით წმიდა მამას"! შენ რა გინდოდა მასთან"? ვეკითხები. "კურთხევა მინდა ავიღო". მიპასუხა. "რა კურთხევა, შე სულელო, ის ხომ ხიბლშია, ასეთ გზააბნეულ კაცუნას ჯერ არსად შევხვედრივარ, ასე რომ, ამაოდ ელი. რომ დაბრუნდება ძალიან უხასიათოდ იქნება, თანაც მთვრალი გამოგვეცხადება. ყველაფერთან ერთად შეიძლება, კარგადაც წაგითაქოს". რა არ ვუთხარი ამ ყმაწვილს, მაგრამ მისი კეთილი ზრახვა არ შეიცვალა. ბოლოს ვუთხარი "კარგი, მე კიდევ ცოტა ხანს დაველოდები მამა პაისის, მითხარი, რა გინდა და გადავცემ". "მე მისთვის წერილი მაქვს გადასაცემი, მაგრამ დავუცდი, რომ კურთხევა ავიღო". მომიგო მან.

  ხედავთ?! რაც არ უნდა მეთქვა, ყველაფერს კეთილი ზრახვით იღებდა. მე ვუპასუხე: "ეს პაისი ცეცხლმოკიდებულივით გავარდა სიგარეტისათვის". მას კი ამის გაგონებაზე თვალზე ცრემლი მოადგა და ოხვრა დაიწყო, იფიქრა: "ვინ იცის, რისთვის წავიდა, ალბათ კეთილი საქმის გასაკეთებლად". სხვები ამდენ წიგნებს კითხულობენ და კეთილი ზრახვები მაინც არ აქვთ. გიმნაზიის მეორე კლასის მოსწავლე კი ესოდენ კეთილი ზრახვებითაა სავსე. შენ უნგრევ მას წარმოდგენას, ის კი ხელახლა უკეთესს აგებს და მასზე დაყრდნობით საუკეთესო დასკვნამდე მიდის. ამ ბავშვმა აღტაცება მომგვარა. ასეთი ვინმე პირველად ვნახე.








вторник, 29 октября 2013 г.

შეიძლება თუ არა ადამიანების რომ გვეიმედებოდეს?

არსებობს ხომ მცნება, რომელიც გვასწავლის, ნუ გვექნება იმედი მთავართა, რადგანაც ნათქვამია: „დაწყევლილია კაცი, რომელსაც ადამიანის იმედი აქვს“ (იერ. 17, 5). ისევე როგორც ღვთაებრივი პატივის მიგება არავისთვის არ გვმართებს, გარდა ღვთისა, ასევე არც იმედი უნდა გვქონდეს არავისი, გარდა ღმერთისა.



წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)




ჩვენ ადამიანის მოძულე მტერი და სიძვის მოძღვარი გვინერგავს,

რომ ღმერთი კაცთმოყვარეა და რომ ამ ვნებას, როგორც ბუნებრივს, ადვილად შეგვინდობს, მაგრამ თუ ეშმაკის მზაკვრობას დავუკვირდებით, ვნახავთ, რომ დაცემის შემდეგ ღმერთს ჩვენ ისინი მართალ და შეუწყალებელ მსაჯულად წარმოგვიდგენენ. პირველს ისინი ჩაგვაგონებენ, რათა ცოდვამ გაგვიტაცოს, მეორეს კი იმიტომ, რომ სასო წარვიკვეთოთ.



წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)



რა მიზეზით შიძლება დატოვოს ადამიანმა ეს სოფელი და მონასტერში წავიდეს?

ვინც ქვეყნიური საქმეები და ეს ამაო სოფელი მიატოვა და მონასტერში წავიდა, ან ცოდვათა სიმრავლე, ან ცათა სასუფეველისათვის ზრუნვა, ან ღვთისადმი სიყვარული იყო ამის მიზეზი. თუ აქ ჩამოთვლილ სამ გულისთქმათაგან არც ერთი არ იქნება წინამძღვარი და მიზეზი მონასტერში წასვლისა, პირუტყვულია წასვლა მათი.


წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)





მოყვასის ყველაზე მკაცრი და გულმოდგინე მსაჯულები განკითხვის

სნეულებით შეპყრობილნი იმიტომ არიან, რომ საკუთარი ცოდვები არ ახსოვთ და არ ზრუნავენ მათ აღსახოცად. რადგან თუ ადამიანი ზუსტად, თავმოყვარების საბურველის გარეშე თავის ბოროტ საქმეებს დაინახავს, მაშინ იგი მიწიერზე არ იზრუნებს, რადგან მიხვდება, რომ საკუთარი თავის გამოსატირებლადაც არ ჰყოფნის დრო, თუნდაც ასი წელი იცხოვროს და მარადჟამს თვალთაგან იორდანის წყალზე უხვად გარდამომდინარე ცრემლს ხედავდეს.


წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)




მელა თავს მოიმძინარებს ხოლმე, ეშმაკი კი უმანკოდ გვაჩვენებს თავს,

პირველი ჩიტის მოტყუებას ცდილობს, მეორეს კი სულის დაღუპვა სურს. მთEლი სიცოცხლის განმავლობაში არასოდეს დაუჯერო შენს ვნებულ ხორცს და ნურც მიენდობი მას, ვიდრე ქრისტეს წინაშე არ წარსდგები. ნუ გგონოა, რომ რადგან მარხულობ, არ დაეცემი. იგი, ვინც ზეციდან გამოიდევნა, საერთოდ არ ჭამდა ხორციელ საკვებს. ზოგიერთმა კეთილად შეიცნო და თქვა, რომ მონაზვნური ღვაწლი საკუთარი ხორცის მტრობა და სტომაქთან ბრძოლაა.

წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)





შენ ვერ ხედავ, ყოველი აღსრულებული ლოცვისას რამდენი ეშმაკი ეცემა,

რამდენი გარბის. შენ მხოლოდ მათ მიერ მოყენებულ ვნებას ხედავ. მაგრამ ისინიც იგვემებიან, ისინიც იტანჯებიან. ყოველთვის, როცა კი ვითმენთ, ასკინკილით გარბიან და ყოველი ლოცვისას, მწარედ იკოდებიან. ამრიგად, ნუ ელი, რომ ბრძოლის ჟამს, როცა შენ მტერს ისრებსა და ტყვიებს ესვრი, ის მარმელადით და შოკოლადით გაგიმასპინძლდება.




Франц Беккенбауэр договорился с инопланетянами о футбольном матче.

28 Октября 2013

Легендарный футболист "Баварии" и сборной ФРГ обратился к зрителям с видеообращением, в котором рассказал о возможном матче землян против инопланетян.

"Здравствуйте, дамы и господа. Я - Франц Беккенбауэр - бывший футболист и тренер. Позвольте мне спросить: как вы думаете, существуют ли инопланетяне? Друзья, у меня шокирующие новости. Ответ на этот вопрос - да. Прошлой ночью меня навестили инопланетные друзья. Они хотят сыграть против нас в футбол, но есть проблема: если мы проиграем, они разрушат нашу планету. Теперь нам нужно собрать команду. Только футбол может спасти планету. Это ещё не всё...", - сообщил Беккенбауэр.

После этого звезда немецкого футбола обещал опубликовать новую информацию 1 ноября в своём микроблоге.

Доподлинно известно, что подобное заявление является вирусной рекламой одной из компаний. Главный вопрос - какой. Некоторые немецкие букмекерские конторы уже начали принимать ставки на это событие. Наиболее вероятный исход - реклама фирмы Adidas.

http://www.euro-football.ru/article/32/1003031441_franc_bekkenbauer_dogovorilsya_s_inoplanetyanami_o_futbolnom_matche


)))))))))))))))))))))))



სკაფანდრიანებზე ვფიქრობდი და დღეს ეს გავიგე.)))))))))))))))))))))))))


სიყვარულის ორგვარი სახეობა ორგვარსავე მოქალაქეობას

აღმოაცენებს ქვეყნიერებაზე; ღვთის სიყვარული იერუსალიმის მოქალაქედ შეგქმნის, ღვთის ქალაქისა,ხოლო ამა სოფლის სიყვარული_ბაბილონის მოქალაქედ, ანუ ეშმაკის ქალაქისა. მაშ, დაე, ყოველმან ჩვენთაგანმა თვითონვე ჰკითხოს საკუთარ თავს, თუ ვინ და რა შეჰყვარებია მას და ასე გულისხმაჰყოს თუ რომელი ქალაქის მოქალაქე შექმნილა _ღვთის ქალაქისა თუ ეშმაკის ქალაქისა!

წმინდა იოანე დამასკელი.







პავლეს ეპისტოლენი მეორე ტიმოთეს მიმართ.

თავი მეორე

1. მაშ, გაძლიერდი, შვილო ჩემო, ქრისტე იესოს მადლით,

2. და რაც მრავალი მოწმის თანდასწრესით გსმენია ჩემგან, სარწმუნო ხალხს გადაეცი, რომლებიც შესძლებენ ასწავლონ სხვებსაც.

3. ამიტომ ჩემსავით დაითმინე ჭირი, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა.

4. არც ერთი მეომარი არ შეიკრავს ხელ-ფეხს ცხოვრებისეული საქმით, რათა თავი მოაწონოს მხედართმთავარს.

5. ხოლო ვინც ომობს, ვერ გახდება გვირგვინის ღირსი, თუკი არასჯულიერად ომობს.

6. მიწის მუშაკმა ყველაზე უმალ უნდა იგემოს ნაყოფი.

7. დაუფიქრდი ჩემს ნათქვამს, რადგანაც ღმერთი მოგცემს ყველაფრის გაგების უნარს.

8. გახსოვდეს იესო ქრისტე, დავითის თესლისაგან, მკვდრეთით აღმდგარი, ჩემი სახარების მიხედვით.

9. ვისთვისაც ვევნები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვას ვერ დაადებ ბორკილს.

10. ამიტომ ყველაფერს ვითმენ რჩეულთათვის, რომ მათაც ჰპოვონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებით.

11. სარწმუნოა სიტყვა: თუ მასთან ერთად მოვკვდით, მასთან ერთადვე ვიცოცხლებთ.

12. თუ დავითმენთ, მასთან ერთადვე ვიმეფებთ, ხოლო თუ უარვყოფთ, ისიც უარგვყოფს ჩვენ.

13. რომც არ ვირწმუნოთ, ის მაინც სარწმუნოა, რადგანაც თავის თავს ვერ განუდგება.

14. ეს შეახსენე მათ და უმოწმე უფლის წინაშე, თავი ანებონ სიტყვიერ ჭიდილს, რომელიც არას გვარგია და მსმენელებს კი თავგზას აუბნევს.

15. ეცადე რჩეულად, პირნათელ მუშაკად და ჭეშმარიტების სიტყვის სარწმუნო მქადაგებლად წარუდგე ღმერთს.

16. ფუჭ ყბედობას კი ერიდე, რადგანაც უფრო გაღრმავდება ხალხის უღმერთოება.

17. და მათი სიტყვა სირსვილივით საძოვარს ჰპოვებს, როგორც ჰიმენიოსის და ფილეტოსისა,

18. ჭეშმარიტებისგან გამდგარნი რომ ამტკიცებენ, აღდგომა უკვე იყოო, და რწმენას უხშობენ ზოგიერთს.

19. მაგრამ ურყევი საფუძველი ღვთისა მტკიცეა და აქვს ეს ბეჭედი: „იცის უფალმა, ვინაა მისი“, და: „განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს“.

20. დიდ სახლში ჭურჭელი არა მარტო ოქრო-ვერცხლისაა, არამედ ხისა და თიხისაც, ზოგი საპატიოდ, ზოგი კი უპატიოდ სახმარი.

21. ვინც ყოველივე ამისაგან განიწმენდს თავს, საპატიო ჭურჭელი იქნება, განწმენდილი, უფლისთვის სასურველი, ყოველი კეთილი საქმისთვის გამზადებული.

22. ილტვოდე სიჭაბუკის გულისთქმათაგან; მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან ერთად, ვინც წმიდა გულით მოუხმობს უფალს.

23. ბრიყვულსა და უგუნურ დავას ერიდე: იცოდე, რომ ეს იწვევს სიტყვიერ ბრძოლებს.

24. უფლის მონას კი არ შეშვენის. სიტყვით ბრძოლა, არამედ ალერსიანი უნდა იყოს ყველას მიმართ, დამმოძღვრავი, შემწყნარებელი;

25. თვინიერებით არწმუნებდეს წინააღმდგომთ, ეგება მისცეს მათ უფალმა სინანული ჭეშმარიტების შესამეცნებლად.

26. რათა თავი დააღწიონ ეშმაკის მახეს, რომელმაც თავისი ნებით შეიპყრო ისინი.





პავლეს ეპისტოლენი ებრაელთა მიმართ.

თავი მეთორმეტე

1. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი.

2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.

3. იფიქრეთ იმაზე, ვინც ყოველივე ეს დაითმინა ცოდვილთაგან, რათა არ შემდრკალიყავით და არ მიგხდოდათ სულის სიმხნევე.

4. ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საომრად.

5. და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა, თქვენდამი, როგორც შვილებისადმი, მომართული: „შვილო ჩემო, ნუ უგულებელყოფ წვრთნას უფლისას და ნურც სულით დაეცემი, როცა გამხილებს.

6. რადგან ვინც უყვარს უფალს, მასვე წვრთნის, და შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს“.

7. თუ ითმენთ წვრთნას, ღმერთი გექცევათ, როგორც შვილებს: ვინაიდან განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს?

8. ხოლო თუ წვრთნის გარეშე რჩებით, რაშიაც ყველას თავისი წილი უძევს, ნაბუშრები ყოფილხართ და არა შვილები.

9. ეგეც არ იყოს, თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთნიან და შიშით ვემორჩილებით მათ, განა მით უფრო მეტად არ უნდა ვემორჩილებოდეთ სულების მამას, რათა ვიცოცხლოთ?

10. რადგანაც ისინი თვითნებურად გვზრდიან ორიოდე დღისთვის, ხოლო ეს – ჩვენივე სიკეთისათვის, რათა ვეზიარებოდეთ მის სიწმიდეს.

11. ყოველგვარი წვრთნა დღესდღეობით სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, მაგრამ შემდეგ მის მიერ წვრთნილთ მიაგებს სიმართლის ნაყოფს – მშვიდობას.

12. მაშ, გამართეთ ჩამოყრილი ხელები და დაძაბუნებული მუხლები.

13. მოასწორეთ ბილიკნი თქვენს ფეხთათვის, რათა გზას კი არ გადასცდეს კოჭლი, არამედ განიკურნოს.

14. თქვენი ურთიერთობა ყველასთან მშვიდი იყოს და წმიდა, რის გარეშეც ვერავინ იხილავს უფალს.

15. ფრთხილად იყავით, რომ არავინ მოაკლდეს ღვთის მადლს და არ იბარტყოს რომელიმე ფესვმა სიმწრისა, რათა არ შეაურვოს და შებილწოს ბევრი თქვენგანი.

16. რათა არ იყოს თქვენს შორის მემრუშე ან ღვთის გარეგანი, როგორც ესავი, ერთ შეჭამადზე რომ გაცვალა თავისი პირმშოობა.

17. რაკიღა იცით, რომ შემდეგ, როცა მოისურვა დაემკვიდრებინა კურთხევა, უარყოფილ იქნა და ვეღარაფერი გააწყო სინანულით, თუმცაღა ცრემლით ითხოვდა მიტევებას.

18. რადგან მთას როდი მისდგომიხართ, ხელშესახებს თუ ცეცხლით გზნებულს, ან ბნელს, წყვდიადს თუ გრიგალს,

19. არც საყვირის ხმას თუ ხმობას სიტყვისას, რომლის მსმენელნიც ითხოვდნენ, რომ აღარ გაგრძელებულიყო ეს სიტყვა.

20. რადგანაც ვერ უძლებენ იმას, რაც ნაბრძანები იქნა: „მხეციც რომ გაეკაროს მთას, ჩაიქოლება“.

21. იმდენად საშინელი იყო ეს ხილვა, რომ მოსემაც თქვა: „ვძრწი და ვკანკალებ“.

22. არამედ მიადექით სიონის მთას და ცოცხალი ღმერთის ქალაქს – ზეციურ იერუსალიმს და ანგელოზთა ურიცხვ სიმრავლეს,

23. მოზეიმე საკრებულოს და ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას, ყოვლისგამკითხავ ღმერთს და სრულქმნილებას ზიარებულ მართალთა სულებს,

24. ახალი აღთქმის შუამდგომელ იესოს და სხურების სისხლს, აბელის სისხლზე უკეთ რომ მეტყველებს.

25. ფრთხილად იყავით, ნუ უარყოფთ მეტყველს, რადგან თუ მათ, რომელთაც უარყვეს ქვეყნად მეტყველი, თავი ვერ დააღწიეს სასჯელს, ჩვენ როგორღა დავაღწევთ თავს, თუკი უარვყოფთ ზეცით მეტყველს?

26. ვისმა ხმამაც ქვეყანა შესძრა მაშინ, ხოლო აწ ამგვარად გვამცნო: „ერთხელ კიდევ შევძრავ არა მარტო ქვეყანას, არამედ ცასაც“.

27. ხოლო ეს „ერთხელ კიდევ“ გვაუწყებს შეძრულის, როგორც შექმნილის, შეცვლას, რათა უცვლელად ეგოს შეუძვრელი.

28. ამიტომ, შეუძვრელ სასუფეველს რომ ვღებულობთ, გვქონდეს მადლი, რომლითაც სათნოდ ვემსახურებით ღმერთს, მოშიშებით და მოწიწებით.

29. რადგანაც ჩვენი ღმერთი არის შთანმთქმელი ცეცხლი.





"ის მომღერალი არაა, ის ანგელოზია" - რამ აატირა რუსული Voice-ის ჟიური

რუსული Voice-ის რინგზე მწვრთნელმა ალექსანდრ გრადსკიმ ერთმანეთს 25 წლის სერგეი ვოლჩკოვი და 24 წლის პატრიცია კურგანოვა დაუპირისპირა.
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/skhvadasxva/37149-qis-momgherali-araa-is-angeloziaq-ram-aatira-rusuli-voice-is-zhiuri.html

არია, 9 წლის გოგონას შესრულებით, ჟრუანტელს მოგგვრით.

9 წლის ჰოლანდიელმა ამირა ვილიგაგენმა ჰოლანდიური "ნიჭიერის" ჟიური და მაყურებელი გააოგნა. ღვთაებრივი ხმის მქონე პატარა გოგონამ ჯაკომო პუჩინის ოპერა Gianni Schicchi-დან არია შეასრულა, რამაც მსმენელი აღფრთოვანებაში მოიყვანა.

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/shoubiznesi/37164-aria-9-tslis-gogonas-shesrulebith-zhruantels-moggvrith.html

ანტი-გეი კანონის შემდეგ პუტინი ჰომოსექსუალებს კომფორტს ჰპირდება.

  პუტინის დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობებისადმი არახალია - ივნისში პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს გეი-პროპაგანდას. ამ ფონზე, სოჭში ჩასვლაზე უარი ბევრმა ცნობილმა ადამიანმა განაცხადა და დაგმო ჰომოფობ ქვეყანაში მშვიდობიანი თამაშების ჩატარება.

"ყველას ვეპატიჟებით ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სოჭში და ვპირდებით, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ყველა მონაწილემ თუ სტუმარმა კომფორტულად იგრძნოს თავი, განურჩევლად ეროვნებისა, რასისა თუ სექსუალური ორიენტაციისა" - ეს სიტყვები რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის. როგორც დასავლელი ჟურნალისტები იუწყებიან, ეს, ალბათ, პირველი შემთხვევაა, როცა პრეზიდენტმა თავის ლექსიკაში გამოიყენა სიტყვა "სექსუალური ორიენტაცია".

ვიდეო.

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/uckhoethi/37176-anti-gei-kanonis-shemdeg-putini-homoseqsualebs-komforts-pirdeba.html

ღმრთის შიშის შესახებ.

понедельник, 28 октября 2013 г.

ერწმუნე იმას, რასაც ახლა გეტყვი. ერთხელ,

ერთიმეორის მიყოლებით აღმდგარი საშინელი განსაცდელების გამო, მწუხარებამ და სულმოკლეობამ დამრია ხელი და ვუჩიოდი ღმერთს, რომ უსამართლობაა, ამდენ განსაცდელს რომ მიგზავნის და ოდნავადაც რომ არ აოკებს მათ, რათა სული მაინც მოვითქვა. და იმ სიმწარისას ხმა ჩამესმა, ძალიან ტკბილი და ძალიან წმინდა, უღრმესი თანაგრძნობით აღსავსე: "განა არ დაითმენ ამ ყველაფერს ჩემი სიყვარულისთვის?" და ამ ხმის გაგონებისთანავე ცრემლები წამსკდა, ისეთი ძლიერი და ვნანობდი სულმოკლეობას, რომელმაც ჩემში იმძლავრა. არასდროს არ მავიწყდება ეს ხმა, ისეთი ტკბილი, რომ მყისვე გაქრა განსაცდელი და მთელი სულმოკლეობა.



იოსებ ათონელი(ისიხასტი)



ოჰ! განდევნილობაში ვართ და არ გვინდა ამის გაგება.

არ გვინდა დავინახოთ, თუ რა სიმაღლიდან ჩამოვვარდით. არამედ თავს ვიყრუებთ და თვალებს ვაფახულებთ, ნებაყოფლობით დაბრმავებული, რომ ჭეშმარიტება არ დავინახოთ. ვაი ჩვენდა, რომ ამა სოფლის წყვდიადს, როგორც ნათელს, ისე აღვიქვამთ, ხოლო იმქვეყნიურ ნათელს, როგორც წყვდიადს, ისე გავურბივართ წუთისოფლის მცირე სიამოვნების გამო, სხეულის მცირე გასაჭირის გამო, აქაური განსვენების გამო.



იოსებ ათონელი(ისიხასტი)






გონებას, ჩემო შვილო, არ შეუძლია ერთ მდგომარეობაში გაჩერება,

განსაკუთრებით იმისას, ვინც სულიერად სუსტია. ზოგჯერ მას კითხვა სჭირდება, ზოგჯერ - ფსალმუნება, სხვა დროს კი - დუმილი. როცა ადამიანი დუმს, გონებას მარჯვე დრო ეძლევა, რომ ჩასწვდეს წმ. წერილის სხვადასხვა ადგილს, რომელთა შესწავლაც უკვე მოასწრო.
მაშ ასე, როცა შენ გონებას აწვდი რაიმე კარგს, იმას, რაც მოსწონს, მას ძალა ემატება, ისევე, როგორც სხეულს - საკვებისგან, რომელსაც იღებს. მაგრამ როცა აძლევ მხოლოდ იმას, რაც შენთვის ხელმისაწვდომია, მაშინ ნაცვლად განათლებისა, იგი ბნელდება; ასევე, როცა ის იღლება, დასვენებას ითხოვს.
ასე სწავლობს იგი კეთილისა და ბოროტის გარჩევას. ასე ხდება გონება მთლად ნათელი, მთლად ბრწყინვალება. ხედავს სულის სიწმინდეს, ხედავს ხიწვს, ითმენს განსაცდელთ. მრავლდება მადლი, განწმენდს სხეულს ვნებათაგან. მშვიდდება სული. დაბოლოს, ყველაფერი მოდის, ერთიმეორის მიყოლებით, როგორვ ჯაჭვი, სწრაფად და დიდი გარჯის გარეშე ჩაბმული, რადგან ეს ყველაფერი სრული მორჩილებით კეთდება. და გულისხმაყავ. იმის გონება, ვინც სრულ მორჩილებას იჩენს, სრულიად უზრუნველია.



იოსებ ათონელი(ისიხასტი)





სოლომონ ბრძენი ამბობს: "შიში ღმრთისა - დასაბამი სიბრძნისა"

- და მამები ეთანხმებიან. და მეც გეუბნებით: ნეტარია და სამგზის ნეტარი, ღმრთისმოშიში კაცი. ღმერთის ამ შიშისაგან იშვება ღმერთისადმი ნდობა. და ადამიანს მთელი გულით სჯერა, რომ, ვინაიდან სრულიად უძღვნა თავი ღმერთს, ღმერთიც მთლიანად ზრუნავს მასზე. და საკვებისა და ჭერის გარდა, რომელზე ზრუნვისთვისაც თვითონ ღმერთი აღძრავს ადამიანს, სხვა საზრუნავი კაცს არ გააჩნია. ხოლო დაჰყვება რა ღმრთის ნებას, იგი მთელი სიწრფოებით ემორჩილება მას.
ამრიგად, ასეთი რწმენა რომ განმტკიცდება, სრულიად ქრება ის ცოდნა, რომელიც ყველაფრისადმი ეჭვს ბადებს და რწმენას ამცირებს, და ხშირად ართმევს მას. რადგან ცოდნა, რამდენადაც მასზე ვართ აღზრდილნი, ბუნების ძალას ფლობს.
მაგრამ, როცა მრავალი გამოცდის შემდეგ რწმენა გაიმარჯვებს, მაშინ ცოდნა ფერს იცვლის და შობს, უფრო სწორად, მას ეძლევა სულიერი ცოდნის ნიჭი, რომელიც რწმენას არ უპირისპირდება, არამედ მისი ფრთებით მიფრინავს და საიდუმლოებათა სიღრმეებს იკვლევს. და ამიერიდან ისინი - ცოდნა და რწმენა - განუყრელი დები არიან.



იოსებ ათონელი(ისიხასტი)






როცა მადლი მოდის, ადამიანი სულიერი ხდება

და ეჩვენება, რომ ყველაფერი კარგი და მშვენიერია. მაშინ მას ყველა უყვარს, ლმობიერება აქვსცრემლები, სულის სითბო. მაგრამ როცა მადლი სცილდება, რათა ადამიანი გამოიცადოს, მაშინ ყველაფერი ხორციელი ხდება და სული ეცემა. მაგრამ შენ გულმოდგინებას ნუ დაკარგავ, არამედ განუწყვეტლივ წარმოთქვი ლოცვა იძულებით, ძლიერად, დიდი ტკივილით: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე".
  და კვლავ, და მრავალგზის იგივე, განუწყვეტლივ. და თითქოს გონებით ქრისტეს უმზერდე, უთხარი მას: "გმადლობ, ქრისტე ჩემო, იმ სიკეთისათვის, რაც მიბოძე და იმ ბოროტებისთვის, რომლისგანაც ვიტანჯები. დიდება შენდა, დიდება შენდა, ღმერთო ჩემო". და როცა დაითმენ, ისევ მოვა მადლი, ისევ - სიხარული. მაგრამ მასთან ერთად ისევ განსაცდელიცა და მწუხარებაც, შფოთიცა და ნერვებიც. და ისევ ბრძოლა, გამარჯვება, მადლიერება. და ეს ხდება მანამ, სანამ ნელ-ნელა არ განიწმინდები ვნებათაგან და არ გახდები სულიერი. და დროთა განმავლობაში უვნებობას აღწევ.




იოსებ ათონელი(ისიხასტი)







ღვაწლი, რომელიც წინ გვიძევს, მრავალია.

მრავალ სულთან მოგველის ბრძოლა, რომელთაგან უდიდესია სიძვა, რომელიც ცამდე აღმართავს აბრას და უფსკრულში ეშვება. როცა შენ მარხულობ, მღვიძარებ, ღაღადებ, ტირი, განიცდი, იგი (სიძვა), ეშმაკის შემწეობით, ერთი წუთითაც არ ცხრება, არამედ მუდამ აღგზნებულია: ცეცხლი, ცეცხლისგან წარმოქმნილი, ესავის თესლი, ბაბილონის ძისა. შენ უხმობ, ეძებ ქრისტეს. აქეთ-იქით აწყდები, ტირი, განიცდი. ის კი ყვირის: "ქალი მინდა!" და განა ერთი დღე ან წელი, არამედ - რვა ან ათი. და მხოლოდ მაშინ, როცა ღმერთი დაინახავს მოთმინებას, როცა ადამიანი სასოწარკვეთილებამდე მიდის, მაშინ მოგაშორებს უფალი ბოროტებას, და ვნება მიდის. ასე ემართება ყველა ვნებას, მაგრამ ისინი, სიძვისაგან განსხვავებით, საბოლოოდ არ გშორდებიან, და არც ძალა აქვთ ასეთი, რადგან გარედან მოტანილია. მაშინ როცა მეუღლეობის ვნება - ბუნებრივია. ადამიანი კი იბრძვის, რომ ბუნება შეცვალოს. და თავისთავად არ ძალუძს ბუნების შეცვლა, არამედ ღმერთი ცვლის მას. რადგან იგი, როგორც საზღვართა დამდებელი, დახსნის საზღვრებს და ცვლის ბუნებას ისე, როგორც სურს.



იოსებ ათონელი(ისიხასტი)




ისეთი განსაცდელები მქონდა, მეგონა, ტკივილისაგან

სულს განვუტევებდი, როგორც ცეცხლოვანი ღუმელიდან. მაგრამ, როგორც კი ჩაივლის განსაცდელი, ისეთი ნუგეში მოდის, თითქოს სამოთხეში იყო სხეულის გარეშე. უყვარხარ ქრისტეს, უყვარხარ ჩვენს ღმრთისმშობელს, წმინდანები გაქებენ, აგნელოზებს უკვირთ.
ხედავ, რამდენი სიკეთე მოაქვს განსაცდელსა და გასაჭირს? მაშ ასე, თუ გინდა, რომ შენც შეიცნო და იგემო ქრისტეს სიყვარული, მოითმინე, რაც შენს თავს მოიწევა. არა ის, რაც შენ თვითონ მოგწონს, არამედ ის, რითაც ისურვებს უფალი შენს გამოცდას. ის, რასაც ჩვენ ჩვენი განზრახვით ვაკეთებთ, არაფერია. ათასჯერ უფრო მაღალია ის, რასაც უფალი გვიგზავნის, ჩვენი განზრახვისდა საწინააღმდეგოდ. ძვალი ძვალზე და სისხლი სისხლზე - ასე ებრძვის ადამიანს მტერი ეშმაკი ღმრთის ნებით. იმდენად, რომ იგი დნება და ლღვება, როგორც ცვილი ცეცხლისაგან.
  მაგრამ როცა გამოცდა ჩაივლის, მთლიანად სიხარულით ივსები. თვალისმომჭრელი ნათლით ხარ მოსილი და ხედავ საიდუმლოებებს, რომელთა გამოთქმა ენას არ ძალუძს. და მაშინ უკვე გწადია, ისევ მოვიდეს განსაცდელები, რადგან უკვე შეიცანი მათ მიერი სარგებლობა.



იოსებ ათონელი(ისიხასტი)




როგორ შეიტყობ ბუნების უძლურებას, თუკი ყვავები არ გამოგაღვიძებენ?

თუკი ტკბილი იესო არ შეამცირებს თავის მადლს, როგორ დაეუფლები ხელოვნებათა ხელოვნებას და მეცნიერებათა მეცნიერებას?
ახლა სწავლობ შენ ამ ხელოვნებას. ახლა გაქვს ჯილდო. ახლა ავლენ, რომ ქრისტე გიყვარს, და არა მაშინ, როცა მადლი გაქვს.
რა მოწყალებას გამოიჩენ, როცა მადლი გაქვს? მაშინ იგი თავადვე ღაღადებს თავის თავზე: "აბბა მამაო!" მადლი უხმობს მადლის მომცემელს. "ვინ განმაშორებს შენს სიყვარულს, იესო ჩემო?" ამას ხორციელი ბაგეების საშუალებით ამბობს მადლი, შენში ჩასახლებული ძალა და არა ხორცი, ისევე, როგორც ეშმაკეული, შეურაცხჰყოფს და გმობს ადამიანური ბაგეების მეშვეობით.
ხორცს კი მადლის გარეშე არაფრის ქმნა არ ძალუძს.
როცა მადლი არ არის, ხორცი უარს ამბობს იესოზე. მამალი ყივის, ახსენდება პეტრეს, მწარედ ტირის, ყვირის: "ვცოდე", მაგრამ ისევ იმალება ქორედში. იუდეველების ეშინია, გული იმ თაგვივით უცემს, გარეთ კატებს რომ გრძნობს. "შენთან ერთად რომც მოვკვდე, არ უარგყოფ", ასე ამბობს, როცა გვერდით ქრისტე ყავს, მაგრამ სამგზის უარჰყოფს, როგორც კი ქრისტე განეშორება.
  ასე რომ, ხედავ? გრძნობ, თუ რაოდენ დიდი საიდუმლო იმალება ამ სიტყვებში? ქრისტე გვშუამდგომლობს სული წმიდის მიერ. ამიტომ, როცა ის მოდის, რიტორები ვხდებით. მეთევზეები - მოციქულები. მეძავები უბიწოებენ, მპარავები არ იპარავენ. და ყველანი ინანიებენ. და ვინ ქნა ყოველივე ეს? მხოლომან მეცნიერმან, კეთილად გამრიგემ, უტკბესმა იესომ, ერთადერთმა სიყვარულმა.



იოსებ ათონელი(ისიხასტი)







ვინ სძლია ეშმაკს?

მან, ვინც საკუთარი უძლურება, ვნებები და ნაკლი შეიცნო. ის, ვისაც საკუთარი თავის შეცნობის ეშინია, შორს დგას ცოდნისაგან და არაფერი უყვარს ისე, როგორც სხვათა შეცდომების დანახვა და მათი განკითხვა. სხვებში ის ვერ ხედავს ნიჭებს, არამედ მხოლოდ - ნაკლს. თავის თავში კი ნაკლს ვერ ხედავს, არამედ მხოლოდ - ტალანტებს. და ეს ჭეშმარიტი დანაკარგია, რომელსაც განვიცდით ჩვენ, მერვე (ბერი მერვე საუკუნეს უწოდებს ბოლო ჟამს) საუკუნის ადამიანები, ერთმანეთის ნიჭებს რომ არ ვაღიარებთ. ერთი ბევრ რამესაა მოკლებული, მაგრამ მრავალს ყველაფერი აქვს. ის, რაც ერთს აქვს, არა აქვს მეორეს. და თუ ამას ვაღიარებთ, დიდ სიმდაბლეს ვიძენთ, რადგან პატივს ვცემთ და განვადიდებთ ღმერთს, რომელმაც მრავალფერად შეამკო ადამიანები და აჩვენა უთანასწორობა ყველა თავის ქმნილებაში. არა ისე, როგორც უკეთური ადამიანები დაჟინებით ცდილობენ თანასწორობის შემოღებას, ამახინჯებენ რა ღმრთის ქმნილებას. უფალმა ყოველივე სიბრძნით ქმნა.
  ამიტომ, ჩემო შვილო, სანამ ჯერ კიდევ დასაწყისია, იზრუნე, რომ კარგად შეიცნო საკუთარი თავი, რომ მტკიცე საფუძვლად სიმდაბლე დადო. იზრუნე, რომ მორჩილება ისწავლო, იესოს ლოცვა მოიხვეჭო: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე" - დაე შენს სუნთქვად იქცეს.



იოსებ ათონელი(ისიხასტი)





განსაცდელები! რამდენადაც მცირეა მოთმინება,

იმდენად დიდად გვეჩვენება განსაცდელი. და რამდენადაც ეჩვევა ადამიანი მათ დათმენას, იმდენად მცირდებიან და გარჯის გარეშე სძლევს მათ და კლდესავით მყარი ხდება.
ასე რომ, მოთმინება! და ის, რაც ახლა შენ ძნელად მისაღწევი გეჩვენება, წლების შემდეგ თავისთავად ჩაგივარდება ხელში, როგორც შენი საკუთრება და ვერ მიხვდები, თუ როგორ მოხდა ეს.
ამიტომ, გაისარჯე ახლა, ახალგაზრდობაში, არ თქვა: "რატომ?" და არ მოიწყინო, და როცა დაბერდები, შეჰკრებ უვნებობის ნაყოფს და გაოცდები, თუ საიდან აღმოგიცენდა ასეთი საოცარი თავთავები მაშინ, როცა შენ სულაც არ გიმუშაკნია! და არაფრის ღირსი გამდიდრდი! და მთელმა შენმა წუწუნმა, ურჩობამ, სულმოკლეობამ აღმოაცენა ასეთი ნაყოფი და კეთილსურნელოვანი ყვავილები!
ამიტომ, აიძულე თავი.
და ათასჯერაც რომ დაეცეს მართალი, კადნიერებას არ კარგავს, არამედ ისევ დგება და ძალას იკრებს, და უფალი გამარჯვებას უთვლის. და გამარჯვებას არ უჩვენებს, ქედი რომ არ აიმაღლოს, დაცემას კი თვალწინ უდებს, რათა ხედავდეს მას, იტანჯებოდეს და მდაბლდებოდეს. ხოლო როცა გაივლის მტრის ბანაკებს და ყველგან დაიქუხებს მისი დაფარული გამარჯვებები, მაშინ უფალი ნელნელა უჩვენებს მას, რომ იმარჯვებს, რომ ჯილდოვდება, რომ მისი ხელები ეხება რაღაცა ისეთს, რასაც ადრე ითხოვდა, მაგრამ არ ეძლეოდა. და ასე იწვრთნება, გამოიცდება, სრულყოფილი ხდება,რამდენადაც იტევს ბუნება, ჭკუა, გონება და ჩვენი სულის ჭურჭელი.
  ამიტომ გამხნევდი და განმტკიცდი უფლისა მიერ და ნუ შეამცირებ შენს მზადყოფნას. არამედ ითხოვე, შეჰღაღადე განუწყვეტლივ, მიუხედავად იმისა, იღებ თუ არა.



იოსებ ათონელი(ისიხასტი)





კაცთა მოდგმას სამი მტერი ებრძვის:

ეშმაკი, საკუთარი ბუნება და ჩვევა. ამის გარდა სხვა ომი არ არსებობს.
ამრიგად, თუ ეშმაკს მოაცილებ, რომელიც მთელ კაცობრიობას აწვალებს, მაშინ ჩვენ ყველანი კარგები ვიქნებით. აი, ვის უნდა მიაწერო უსამართლობა. იგი უნდა გძულდეს, მას განიკითხავდე და ბოლომდე მტრად გეგულებოდეს.
მეორე მტერი, როგორც ვთქვით, ბუნებაა, რომელიც, როგორც კი ადამიანი სამყაროს შეიცნობს, ეწინააღმდეგება სულიერ კანონს და ითხოვს ყველაფერ იმას, რაც სულისთვის დამღუპველია. აი, მეორე მტერიც, სიცოცხლის ბოლომდე სიძულვილის ღირსი. იგი უნდა განიკითხო და განსაჯო.
დამატებით მესამე მტერიც გვყავს - ჩვევა, რომელიც, რაკიღა ვეჩვევით ყოველგვარი სიავის ქმნას, ჩვევად გვექცევა, მეორე ბუნების ადგილს იკავებს და ცოდვა კანონივით უპყრია. და ასევე საჭიროებს თანასწორ ღვაწლს, რათა ღმრთაებრივი ცვლილება და განთავისუფლება მივიღოთ. აი, მესამე მტერიც, რომელიც სრულ სიძულვილს იმსახურებს.
თუკი გინდა, რომ შენი მოყვასი ყველაფერში კარგი იყოს, როგორც შენ ეს მოგწონს, მოაცილე მას ეს სამი მტერი იმ მადლით, რომელსაც ფლობ. აი, რა არის სამართლიანობა, თუკი მისი პოვნა გსურს, ლოცვა აღუვლინე უფალს, რომ მან ამ მტრებისგან გაათავისუფლოს იგი. და მაშინ გექნებათ თანხმობა.
  ხოლო თუ შენ სხვაგვარად მოიწადინებ სიმართლის პოვნას, ყოველთვის მტყუანი აღმოჩნდები, და შესაბამისად, მადლიც იძულებული იქნება მოვიდეს-წავიდეს მანამ, სანამ განსვენებას არ ჰპოვებს შენს სულში. რადგან ადამიანს იმდენი მადლის დატევნის ნება აქვს, რამდენადაც მადლიერებით იტანს განსაცდელს, რამდენადაც უდრტვინველად ზიდავს მოყვასის ტვირთს.



იოსებ ათონელი(ისიხასტი)





იოსებ ათონელი(ისიხასტი)

ღმერთია მოწმე, რომელიც ცრუთ აკვდინებს მათი სიცრუითურთ: უკვე ოცდახუთ წელზე მეტია, რაც გაშმაგებითა და სისხლის დათხევამდე ვებრძვი ეშმაკებს დედამიწაზე. ოკეანის სიღრმეში ჩავეშვი, თავისმოყვარებისა და საკუთარი ნებისაგან განძარცვული, რათა მეპოვა ძვირფასი მარგალიტი. დავაურვე თავად სატანა მთელი მისი ლაშქრით, მეცნიერებითა და ხელოვნებითურთ, შევკარი სიმდაბლით და ვეკითხები:
- რატომ გაქვს ასეთი სიშმაგე ჩვენს წინააღმდეგ და რას გვებრძვი ასეთი მძვინვარებით?
ის კი მპასუხობს:
- რათა ბევრი მეგობარი მყავდეს ჯოჯოხეთში და ნაზარეველის წინაშე ვიქადოდე, რომ მხოლოდ მე კი არა ვარ დამნაშავე, არამედ აი, რა ბევრნი არიან ჩემთან ერთად.
და ისევ ავიჭერი ზეცაში მადლითა და სულიერი ჭვრეტით და ვიხილე სამოთხის ენით უთქმელი სილამაზე, რომელიც ღმერთმა თავის მოყვარულთ განუმზადა.
და ყოველივე ამის შემდეგ მცირედ განმეშორა მადლი და ფეხები ოდნავ მომეკვეთა. და ერთგვარ მცონარებაში ჩავვარდი და ძილმა შემიპყრო, და მრავალ სიკეთეს მომაკლო. და მალე ისევ აღვდექი და გავაჩაღე ომი და სისხლიანი შეტაკება. და როცა გავიმარჯვე, კვლავ ძილქუში მომერია. და ისევ მცონარებამ, ყოველგვარი ბოროტების დედამ, შემიჭამა ძვლები. მაგრამ ისევ ავდექი და ბრძოლა გავაჩაღე ყველა ეშმაკის წინააღმდეგ.
თავიდან რვა წელი ხორციელ ვნებებს ვებრძოდი. დაწოლილს არ მძინებია, არამედ ან კუთხეში ფეხზე მდგარს, ან სკამზე მჯდომარეს. დღეში ორჯერ თუ სამჯერ საკუთარ თავს ვცემდი, ვღაღადებდი და ვტიროდი რათა ღმერთს შევეწყალებინე და ომი დაეოკებინა, ვიდრე არ შემიწყალა ყოვლადმოწყალემ და არ შეწყვიტა სატანის სიშმაგე. და ახლა ჩემს ურიცხვ სატანჯველს თითქოსდა მოკლედ აღვწერ, ერთ წვეთს გაძლევ ოკეანიდან.
მთელი რვა წლის მანძილზე ყოველ ღამე ეშმაკთა ურდოები ჯოხებით, ნაჯახებითა და ყოველგვარი მავნე იარაღით გაშმაგებით მაწამებდნენ. ერთი ჩემს პატარა წვერში ჩამავლებდა ხელს, მეორე - თმებში, სხვები ხელებსა და ფეხებში. ყოველგვარ ბოროტებასა და ტანჯვას მაყენებდნენ. ყველანი ყვიროდნენ: "დაახრჩვეთ! მოკალით!" და მხოლოდ ქრისტესა და ჩვენი ღმრთისმშობლის სახელის ხსენებაზე ქრებოდნენ, და მათი ძალა კვამლივით იფანტებოდა. ბოლოს და ბოლოს უფალმა შემიწყალა და ამომიყვანა სატანჯველის სიღრმიდან და ორმოდან.
და ახლაც ჩემო შვილო, უგუნური ვარ, ამას რომ გეუბნები, მაგრამ ეს გითხარი და განვაგრძობ ლაპარაკს, რადგან მგონია, რომ ამით სარგებელს მოგიტან.
მაშ ასე, თუმცაღა სიყრმეში გაფურჩქვნის ასაკში ვიყავი, ახლა კი მრავალი ცვალების სატანჯველთაგან ასი წლის მოხუცივით დავბერდი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი შრომით მოვიპოვებ სარჩოს, როგორც შენ ნახავდი იქიდან, რაც გამოგიგზავნე. ათონის სხვადასხვა მონასტრიდან და სკიტიდან მოდიან ჩვენთან და ღმრთის მადლით იმას ვეუბნებით, რასაც ღმერთი გვიბოძებს.
შინაგან შრომას ვაგრძელებ და უნაკლოდ აღვასრულებ ჩემს მონაზვნურ ვალდებულებებს. და ღამით, როცა გონება საკმაოდ დაიღლება ლოცვით, ვწერ უამრავ წერილს, რომელთაც ქრისტიანები ხშირად მთხოვენ სარგებელისათვის. და ყოველივე იმის შემდეგ რაც შენ მოისმინე, სასოწარკვეთილებას ვეძლევი, რომ არ აღვასრულებ ჩემი უფლის ნებას. ვტირი და ვამბობ: "ნუთუ ვინმემ იცის, სათნოა თუ არა ღმრთისათვის ის, რასაც ვაკეთებ, ან იქნებ ვცდები ან ვტყუვდები და მაშინ, როცა სხვებს ვუქადაგებ, თავად ვარ უვარგისი? რადგან ჩემგან დაფარულია ღმრთაებრივი ნება ჩემი უფლისა. რადგან ვინ შეიცნო ყოვლისმპყრობელის გონება ან ვინ დაუდგება წინ, უკეთუ უშჯულოებათაებრ მიაგებდეს"


sibrdzne.ge





ალენ დელონი: "კაცი იმისთვის იბადება, რომ ქალი უყვარდეს და არა კაცებს ეფლირტავოს"

 77 წლის ცოცხალმა ლეგენდამ და უამრავი ქალის გულთამპყრობელმა, ფრანგმა მსახიობმა ალენ დელონმა France 2-თან ინტერვიუში ერთსქესიან ქორწინებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, იყო გეი, ნიშნავს, ბუნების წინააღმდეგ წახვიდე. მსახიობის აზრით, ისეთი ლამაზი არსება, როგორიც ქალია, იმისთვის იბადება, რომ ის კაცს უყვარდეს.

"ჩვენ იმისთვის ვართ, რომ ქალები გვიყვარდეს, ვეარშიყოთ და არა კაცებს ვეფლირტავოთ. გეი ქორწინების წინააღმდეგ არ გამოვდივარ და არც არავის ვკიცხავ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ შვილის აყვანის უფლება არ უნდა ჰქონდეთ", - განაცხადა მსახიობმა France 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მომზადებულია pinknews.co.uk-ის მიხედვით.

http://www.ambebi.ge/kulturashoubiznesi/88878-alen-deloni-qkaci-imisthvis-ibadeba-rom-qali-uyvardes-da-ara-kacebs-eflirtavosq.html?add=1#comments


ცრუ სულიერი აღმაფრენები...ბნელია ქრისტიანობა?...ცოდნა და რწმენა..

ქრისტიანული სასწაულები

воскресенье, 27 октября 2013 г.

41.ყველა გზა ბაბილონში მიდის.

როგორ მოახერხეს ბაბილონელებმა მსოფლიოში ანტიღვთიური სწავლებების გავრცელება. ბაბილონელთა გუნდი მოგზაურობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და გადასცემდნენ მათ სწავლებას? ჰქონდათ მათ გადაადგილების საშუალება -რაიმე ტექნიკა, თუ მოგზაურობდნენ ცხენით , აქლემით, სპილოთი.


როგორ ახერხებდა ბაბილონი რომ მსოფლიოში გაფანტულ ხალხის  მაცოცხლებელი წყარო -კერპი ყოფილიყო სხვა ბატონი- სხვა სარწმუნოება.? (ეს ბატონი,ეს სარწმუნოება იყო და იქნება უფლის მოწინააღმდეგე.)

რელიგიური კერპები , რიტუალები , მსხვერპლთშეწირვა მოთხრობილია სხვადასხვა ხალხების მითებში. .მითოლოგიებში არის მსგავსება.ყველა უძველესი რელიგია პალნეტების,სტიქიების ღმერთების ისტორიებით მსგავსია.

თუ ბაბილონის (პირველი) გუნდი ავრცელებდა რელიგიებს უკვე სხვადასხვა ხალხებში, რომლებსაც სხვადასხვა ენა ჰქონდათ, მაშინ ბაბილონელები მოგზაურობდნენ, ან უკვე დაფანტული ხალხი(პირველანბანაღრეული ხალხი, უკვე სხვადასხვა ენებზე მოლაპარაკე)მოდიოდა პირველ კერასთან და შემდეგ ავრცელებდნენ ბაბილონელთა ურჯულო ცოდნას.ბიბლიის მიხედვით წარღვნისშემდგომი ადამიანის სიცოცხლის წლები საკამოდ დიდი იყო; ნოეს შვილმა იცოცხლა 502 წელი(წარღვნის შემდეგ), შვილიშვილმა და შვილთაშვილმა ოთხასზე მეტი წელი. ბაბილონის ამგები ნებროთიც(ნოეს შვილთაშვილი) ალბათ დიდხანს ცოცხლობდა. ანუ ,წარღვნის შემდგომი ადამიანები დიდხანს ინარჩუნებდნენ ახალგაზრდობას.მათ მოახერხეს (ადამიანთა ერთმა ჯგუფმა) დედამიწის სხვადასხვა კუთხეში გაემყარებინათ ურჯულო რელიგიები.? თუ ბაბილონელები ურჯულოებას ავრცელებდნენ, მათ ურჯულობის გავრცელების ურჯულო წყარო უნდა ჰყოლოდათ -ჰქონოდათ. დაცემული ანგელოზი -სატანა. ბაბილონელები ამ წყაროსთან მუდმივ კავშირში იყვნენ და მას ეთაყვანებოდნენ. სატანა რადგან ზეციური იყო ინფორმაციის გადაცემა-გავრცელება ხდებოდა თუ არა უფრო  სწრაფად, ვიდრე ამას მოახერხებდა ჩვეულებრივი ადამიანი.? იმის თქმა მინდა რომ სატანა სწრაფია, ფიზიკის მასწ. მახსენდება იტყოდა; დედამიწას რომ ელსადენი შემოავლო და ნათურა და ჩამრთველი  ერთ ადგილზე იყოს , როგორც კი ჩართავ ნათურა აინთებაო. უფრო სწრაფი არც არაფერია. სატანაც იქვეა სადაც მას აანთებ.))

თუმცა , ბიბლია არაფერს ამბობს იმაზე, რომ ბაბილონელები სატანამ აცდუნა.  სამოთხეში ღმერთმა დასაჯა გველი ადამიანთა ცდუნებისთვის,  ბაბილონის აგების გამო კი, რაც ღმერთს ძალიან არ მოეწონა, მან მხოლოდ ადამიანები დასაჯა; დაფანტა, ენა აურია, რომ ვერ გაეგოთ ერთმანეთისთვის და ერთიანი ძალით  კვლავ არ ეშენებინათ ბაბილონის გოდოლი. სატანა აქ არ ჩანს. მაგრამ, ბიბლიაში უფალი ბაბილონელებს კერპთაყვანისმცემლებს ,ურჯულოებს უწოდებს, რადგან ისინი ეთაყვანებიან კერპს -ხარს, მოლოქს, ბაალს, ვიღაც სხვა ბატონს..სწორედ ამ კერპს სწირავდნენ ბაბილონელები ჩვილებს. წარმოიდგინეთ, ადამიანები რომლებიც საკუთარ შვილებს ასე გასწირავდნენ სხვის შვილებს რას უზამდნენ.?


ღმერთმა ადამიანს სული ჩაჰბერა, ესეიგი ადამიანების არსებობის წყარო ღმერთია. უფალს შეუძლია გამორთოს ეს წყარო და ადამიანი კვდება.სულის ამორთმევა ჰქვია ამას.

რა უნდათ ბაბილონელებს? მათ სურთ რომ ადამიანების არსებობის წყარო, ადამიანის მაცოცხლებელი  იყოს თვითნაკეთი კერპები. ისინი ცდილობენ-დნენ ადამიანები ურჯულოებაში ჩაეთრიათ. მათ შეითავსეს გველის მისია, თითქოს მათ აცდუნეს ადამიანები ასე; ამ კერპს თუ ეთაყვანებით იქნებით ღმერთივით, ან ღმერთისთვის მისაღები.

იქნებ მშობლები წინააღმდეგნიც იყვნენ შეეწირათ შვილები კერპისთვის, მაგრამ მათ ბაბილონელები კლავდნენ?.თანამედროვე ენით რომ ვთქვათ ატერორებდნენ.

 ბაბილონელები არიან  მსოფლიოს მაცდუნებელი გველები .

(არის თუ არა ბაბილონი რვაფეხა?))) თავისი რვა ყველაზე ურჯულო იმპერიით.?)

ბოლო იმპერიაშიც არა მგონია ფიზიკურად სატანა ვიხილოთ, მაგრამ ბოლო იმპერიას ძალას სატანა აძლევს, ესეიგი ეს იმპერია ისეთივე სწრაფი იქნება ადამიანთა სულების(არსებობის) კონტროლში როგორი სისწრაფეც გააჩნია  ელექტროდენს.ყველა ჩართული იქნება ერთ წყაროში და ეს იქნება ელწყარო.

ბოლო იმპერიის ადამიანის სულზე კონტროლის წყარო არის ელდენი. შეიძლება მათ პრეტენზია სწორედ იმაზე აქვთ(ექნებათ.რადგან იმპერია სატანურია.ბაბილონის გუნდის უკანასკნელი ნამუშევარი იქნება  ეს მოწესრიგებული მაკონტროლებელი  ტექნიკა) რომ გამორთავენ ამ წყაროს და ადამიანიც მოკვდება(მას არ ექნება არსებობის წყარო-საკვები). როგორც ღმერთს შეუძლია ამოართვას სული ადამიანს. პირდაპირი შეჯიბრება ღმერთთან. წყარო რომ ადამიანისათვის მაცოცხლებელი იყოს, ანუ არსებობის წყარო იყოს, ადამიანი პირდაპირ დამოკიდებული უნდა იყოს მასზე. ადამიანი კი ღვთის მაცოცხლებელი სულის მატარებელია და ის ეშმაკის წყაროზე არ არის დამოკიდებული. ეს დამოკიდებულება სჭირდებათ ბაბილონელებს, რომ უკანასკნელად საბოლაოდ ჩაითრიონ მსოფლიო ურჯულოებაში_ათაყვანონ სხვა ბატონს. ის მსოფლიოს ბატონი იქ და მსოფლიოს ხატი  იქნება, რომელიც გადაწყვეტს ვინ იყოს ცოცხალი.მსოფლიოს მებატონის ხატი  მერვე  მხეცის ხატია. ის მოკლავს როგორც წერია იმათ ვინც არ ეთაყვანება მხეცის ხატს, ხოლო ვინც ეთაყვანება (იძულებული იქნება ეთაყვანოს) მათ დაედებათ ნომერი, მხეცის სახელი ან მისი სახელის როცხვი 666 შუბლსა ან მარჯვენა ხელზე.ბოლო სატანური იმპერია პირდაპირ კავშირშია ელდენთან, ეს იქნება ადამიანისათვის მაცოცხლებელი წყარო რადგან მასზე იქნება კვება(არსებობა) დამოკიდებული. ელექტროდენი კვების(არსებობის) წყარო იქნება ბოლო იმპერიაში. რას გამოაპარებენ ადამიანები იმათ ვისთანაც ელდენით არიან კავშირში ? ვერაფერს. ასევე ეს ნიშნავს, რომ ისინი მომაკვდინებელ წყაროზე იქნებიან მიერთებული. ალბათ ბევრი კომფორტისთვის ჩაერთვება ამ წყაროში , მაგრამ მათი სულები უკვე არ იქნება ღვთიური.ბოროტების თესლები უნდა ჩათესონ ადამიანებში ბოროტმა ბაბილონელებმა, ეს გადააგვარებს ადამიანებს სულიერად.

ელექტრონული კვება ნიშნავს რომ ადამიანის არსებობა დამოკიდებული იქნება ელექტრონულ ვაჭრობაზე. ამისთვის კი როგორც წერია უკანასკნელი იმპერიის სახელი ან მისი სახელის რიცხვი უნდა ატარონ ადამიანებმა , რადგან ამ ნიშნის გარეშე ვერ იყიდიან და ვერ გაყიდიან ვერაფერს, ანუ ვერ იარსებებენ.

რადგან აპოკალიფსი ყველაზე მთავარ დამნაშავედ (სატანის შემდეგ ) ბაბილონს მოიხსენებს, მაშინ ყველა დანაშაული ბაბილონის ჩადენილია და ესეიგი ყველა კვალი ბაბილონში წავა.

ბრუნდება თუ არა ხარის კერპი მსოფლიო მებატონედ?

მაგრამ, ამ ხარს, ქალი -ბაბილონი, თუ არ აკონტროლებს, მაშინ, ის ცოტა დაბნეული იქნება. (ჩემი აზრით).


როგორც ათეიზმა მოსპო ყველა რელიგია სსრკს ტერიტორიაზე, ასევე ბოლო იმპერია , რომლის მთავარი მხარე ავაზაა მოსპობს ყველა რელიგიას მის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე. ეს მოხდება ძალადობით თუ ახალი მსოფლიო ხატის მომხიბვლელობით (ანუ ,,ძველმოდური’’ რელიგიები შეიძლება ჩაანაცვლოს თანამედროვე, უფრო კომფორტულმა რელიგიამ, რაც თავისთავად გამოდევნის ყველა ძველ რელიგიას),  მომავალი აჩვენებს. ეს იმპერიაც დიდხანს ვერ გაძლებს.მაგრამ როგორც წერია იქნება ისეთი საშინელება როგორიც არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება . ეს არის ბოლო.

ბუნებრივი რესურსი რომელიც ღმერთმა ადამიანებს უსასყიდლოდ მისცა ვაჭრობისა და პირადი მოგებისთვის გამოიყენეს ადამიანებმა. ვაჭრობა და მათემატიკა , ვაჭრობა და რიცხვები არის ბოლო იმპერიის სალაპარაკო ენა, ყველაფერი გაყიდვაში იქნება, ადამიანიც კი(მისი ხორცი და სული),ისე, როგორც ეს ბაბილონს ჩვევია.

რიცხვები ღვთის სიტყვის წინააღმდეგ.

ბოლო ხატი ელექტრონული ხატია, რომელიც იქნება მსოფლიო ფულის მაკონტროლებელი.

ისლამური სამყარო+რუსეთი+ნაწილობრივ ყოფილი რომის იმპერიის მხარე =მერვე მხეცი

და

რომის იმპერიის დასავლეთი მხარე+ამერიკა=კრავისრქიანი მხეცი.


რა უნდა მოხდეს ?

ევროპულ-ამერიკული ქრისტიანობა უკვე კანონით სამარება,რადგან პრეზიდენტებმა დააკანონეს  ერთსქესიანთა ქორწინება და მათ ჯვრისწერის უფლება ეკლესიაშიც ეძლევათ,ასეთი ეკლესიები კი უფლისთვის მიუღებელია.

ჯერჯერობით ვატიკანი ერთსქესიანთა ქორწინების თანახმა არ არის, მაგრამ არც საიმედო პირი უჩანს. გაუქმდება თუ არა ვატიკანში საეკლესიო მსახურება?ან, გააგრძელებს  მოღვაწეობას მერვე იმპერიის სათაყვანებლად და მსოფლიოს ხალხთა საცთუნებლად. ორსახოვნებას შეინარჩუნებს. ?

ხოლო რაც შეეხება მართლმადიდებელ ქვეყნებს თუ აქაც მოხდება პრეზიდენტების თანხმობა მაშინ ეს იგივეა რომ ეკლესიების ნგრევაზე გადავიდნენ. ესეიგი ამ ქვეყნებში მეტი ძალადობა(ტერორი) უნდა მოხდეს ურჯულოების დასაკანონებლად.წერია რომ მერვე მხეცი წმინდათა წინააღმდეგ იბრძოლებს და ძლევს მათ. წმინდებში იგულისხმება ჭეშმარიტი ქრისტიანები. რადგან მერვე მხეცი მსოფლიო მებატონეა ჭეშმარიტ ქრისტიანებს საშიშროება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ელოდებათ.

ეს არის იმპერია რომელმაც თავისი თავი სატანს(ასევე ელექტროდენს. დენი თავისთავად სატანა არ არის , მისი გამოყენება მოხდება ეშმაკობისთვის) მიანდო ,რომლის შემადგენლობაში არსებული ყოფილი მხეცების შვიდი თავი ერთმანეთთან აწმყოში ელდენით იქნებიან კავშირში, რომელსაც უფალი სარეველასავით მოთხრის მას შემდეგ როდესაც ეს მხეცი ყველაზე შხამიან სარეველას-ბაბილონს ძირფესვიანად გაანადგურებს.

დიდი მსოფლიო ზღაპარია თითქოს, მაგრამ პროცესები, განსაკუთრებით დასარულის იქნება ძალიან მძაფრსიუჟეტიანი.მთავარია რწმენა რომელიც სიცოცხლეზე მეტია და ყველაფერი კარგად იქნება.


ბაბილონის ძალა მისი იმპერიებია, ანუ ამ ქალის ძალა და გავლენა არის კაცები, ვისთანაც ის მეძაოს და ვინც მასთან მეძაობს. ეს არის ცრუ-ანტიღვთიური ინმფორმაცია-ქმედება რომლის გავლენის ქვეშ არიან კაცები და მოქმედებენ სრულიან ბაბილონის გავლენის ქვეშ.ეს არის ქალისა და კაცების ანტიღვთიური კავშირი-ქმედება რაც უდრის კავშირს გველთან-სატანასთან. ეს ხლართი-კავშირი უნდა გაიხსნას, ამ კავშირს უნდა ჩამოშორდეს ბაბილონი-ქალი. რადგან უფლის ნებით მერვე მხეცი (უფალმა გულში ჩაუდო ეს აზრი მხეცს) ანადგურებს ბაბილონს ეს ნიშნავს რომ ბოლო კავშირი არის კაცებისა და სატანის.ეს ბოლო კვანძია. სამთა კავშირის _ბაბილონი-ქალი, კაცები-იმპერიები და სატანა-გველი_რღვევა აუცილებლად სერიოზულ პროცესებსა და შედეგებს გამოიწვევს დედამიწაზე............ასევე ადამიანები გაიგებენ, ვინ არის მთავარი დამნაშავე და იხილავენ მის დასჯას, (როგორც წერია ამ ქალაქის კვამლი შეძრავს მსოფლიოს ესეიგი ყველა გაიგებს მის დანაშაულს.)  და პარალელურად ადამიანები აღმოჩნდებიან სატანისა და კაცების(ეს კაცები ან ყველანი ჰომოები_კაცებთან და სატანასთან მეძაობენ_ არიან ან უსქესოები-ფუნქციადაკარგული, რადგან თვითონ ბაბილონი არის გაუკუღმართებული ფიზიკური კავშირების-სექსის დედა_სიბილწეთა დედა.) კავშირით შეკრულ ნავში.ასე ვქვათ ელექტრონულ ნავში რომელიც დასაღუპავად მიექანება. როგორც წერია, ვისაც ყური აქვს ისმინოს;გამოდით ბაბილონიდან!

ნეტა გასაგებია რასაც ვწერ, თუ უბრალოდ ვინმეს ჰგონია რომ ეს ფანტასტიკის სფეროა. ?
სხვათაშორის ფანტასტიკის სფერო ბაბილონელებს უყვართ , სასწაულებით მოხიბვლა მათი ხერხია ადამიანთა საცთუნებლად; გოლიათებიდან ელექტრონულ-რობოტებამდე .

კრავისრქიანი მხეციც სწორედ სასწაულებს ჩაიდენს ადამიანთა საცდუნებლად. იქნებ ვინმემ იფიქროს რომ ეს მეცნიერთა მიღწევები იქნება და მიესალმება მას, მაგრამ ყველაფერი გამოყენებული იქ საცდუნებლად.


ბაბილონი უკვე თავს ვერ დამალავს ის ღიად და ბილწად იმასხრებს(მასხარა-სატანა)და რადგან მას მორალი არ გააჩნია, უზნეო, უსინდისო და ურჯულოა, არც იმის სირცხვილი გააჩნია რასაც სჩადის, ეს იქნება გამაოგნებელი სიბილწის თავხედობა. ადამიანები ამას შეამჩნევენ. ვინც გამოვა ბაბილონიდან კარგია, თუმცა წინ მერვე მხეცის დაუნდობლობა გველოდება.აქაც  სიმტკიცეა საჭირო. დაწერილია, რომ ,,არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით’’

ელექტრონული კვება თუ ღვთის სიტყვით ცხოვრება ? არჩევანი ჩვენზეა.

და მთავარი ცდუნება ალბათ ის იქნება, რომ ეშმაკი დაგვაჯერებს, რომ ეშმაკი არ არის.
***


40. რვა მსოფლიო იმპერია.
http://elasevenia.blogspot.com/2013/10/40.html

ბართლომეოს I: უნდა გადავლახოთ სიძნელეები ეკუმენიზმის გზაზე

კონსტანტინოპოლის პატრიარქი იმედოვნებს, რომ რომის პაპ ფრანცისკთან მისი ერთობლივი მომლოცველობა იერუსალემში ნამდვილად აღსრულდება. შეგახსენებთ, რომ ის დაგეგმილია 2014 წლის იანვარს. Vatican Insider-ისთვის მიცემულ ინტერვიუში "მართლმადიდებელმა" პატრიარქმა აღნიშნა, რომ ვატიკანში, პონტიფიკოსის ინაუგურაციაზე ყოფნის დროს, მან რომის პაპს შესთავაზა ერთობლივად მოენახულებინათ იერუსალიმი. მისი თქმით, ეს კარგი მიზეზი იქნება 1964 წელს, იერუსალიმში, პაპ პავლე VI-სა და პატრ. ათენაგორას ისტორიული შეხვედრის 50-ე წლისთავის აღსანიშნად. ამ შეხვედრის შედეგი გახდა ურთიერთანათემატიზმების მოხსნა, რომლებიც დასავლეთის და აღმოსავლეთის ეკლესიებმა გამოთქვეს ერთურთის მიმართ 1054 წლის დიდი განხეთქილების დროს (როდესაც ქრისტეანული სამყარო დასავლეთის (პაპისტურ) და აღმოსავლეთის (მართლმადიდებლურ) ეკლესიებად დაიყო.

ეკუმენისტური დიალოგისთვის პატრ. ბართლომეოსმა დადებითად შეაფასა ის ნაბიჯები, რომელსაც რომის ახლანდელი პაპი ფრანცისკი დგამს. ის, რომ "უწმიდესი" მამა საკუთარ თავს, უპირველეს ყოვლისა, რომის ესპისკოპოსს უწოდებს, პატრიარქის აზრით, უმთავრეს როლს ითამაშებს ორ ეკლესიათა შორის დიალოგში.

"მართლმადიდებელმა" პატრიარქმა ასევე აღნიშნა ის დადებითი რეაქცია, რომელიც "მართლმადიდებლურ" სამყაროში გამოიწვია პაპის მიერ ჩამოყალიბებულმა და 8 კარდინალისგან შემდგარმა საბჭომ. ამ საბჭოს ევალება პონტიფიკოსის კონსულტირება რომის კურიის რეფორმირების საკითხში. "ეს არის არჩევანი, რომელიც მოწმობს კოლეგიალობაზე, რაც ასე დამახასიათებელია ჩვენი ეკლესიისთვის", - თქვა პატრიარქმა ბართლომეოსმა.

იერარქი დარწმუნებულია, რომ "მართლმადიდებლებს" და კათოლიკეებს ბევრი საბაბი აქვთ, რათა აჩვენონ მსოფლიოს კეთილი ნება და სურვილი წინ იარონ ეკუმენისტურ დიალოგში. "სიძნელეები არსებობს, მათ შორის შიდა მართლმადიდებლურ სამყაროშიც, მაგრამ ჩვენ ისინი უნდა გადავლახოთ, რათა გავაგრძელოთ თეოლოგიური დიალოგი", - აღნიშნა ბართლომეოსმა.

წინამძღვარი ამთავრებს თავისი ვიზიტს მილანში. აქ 16 მაისს კარდინალ ანჯელო სკოლასთან ერთად მან უხელმძღვანელა ეკუმენისტურ ღვთისმსახურებას წმ. ამბროსი მედიოლანელის სახელობის ბაზილიკაში. ვიზიტის დროს პატრ. ბართლომეოსს თან ახლდა პაპის საბჭოს მდივანი ქრისტეანული ერთობის ხელშეწყობის სფეროში ეპისკოპოსი ბრაიან ფარელი.

http://www.katolik.ru/pod-odnim-nebom/114995-varfolomej-i-my-dolzhny-preodolet-trudnosti-na-puti-ekumenizma.html


Патриарх Константинопольский надеется, что его совместное с Папой Франциском паломничество в Иерусалим действительно произойдет. Напомним, оно запланировано на январь 2014 года.

***

გამოკრებილი სწავლებები -წმ. იოანე კრონშტადტელი (†1908)

ჭეშმარიტ ქრისტიანს სძაგს ყოველგვარი ცოდვა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით, აზრით, გრძნობით, მოგონებით, წარმოსახვით, და ისინი რომ სძაგს, მთელი გულით უყვარს ღმერთი და სათნოება. დაე ყოველთვის ასე იყოს შენთან, მონავ ღვთისა.



ამასოფელს და ყველაფერს, რაც მასშია, უყურე, როგორც წარმავალ აჩრდილს, ნურაფერს მიეჯაჭვები. არსებითია სულიერი, წარუვალი სამყარო და მისი შემოქმედი უფალი ღმერთი, მას მიემსჭვალე მთელი სულით.



ვისაც დიდხანს სძინავს, მისთვის სულიერი ინტერესები უცხო ხდება, ლოცვა – ძნელი, გარეგანი და უგულო, ხოლო ხორციელი ინტერესები პირველ რიგში დგება – საჭმელ-სასმელი, შემოსავალი, თამაშები, სხვადასხვა მხიარულობები. ზედმეტი ძილი საზიანოა, ადუნებს სულს და სხეულს.



ეკრძალე შენს თავს და დაუკვირდი, საით იხედება შენი შინაგანი თვალი – ღვთისკენ, ზეცისკენ, უხრწნელი სამშობლოსაკენ, წმინდანებისკენ და იმ ზეციური დიდებისკენ, რომელიც მათ მიიღეს თავისი შრომისა და ბრძოლისთვის, უფლისადმი მტკიცე ერთგულებისა და მოუკლებელი სიყვარულისთვის, თუ – მიწისკენ, მიწიერი სიამოვნებებისკენ, ამ ტყვეობისკენ, ამ გაქრობადი სიზმრებისაკენ..



პირველი, წარღვნამდელი ქვეყნიერების ადამიანებს სინანულისთვის 120 წელი მიეცათ და ისინი გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ ცოდვების გამო ღვთისგან მოვლენილი იქნებოდა საერთო სასჯელი – წარღვნა. დრო გადიოდა, ხალხი ირყვნებოდა და სინანულზე არ ფიქრობდა, არ სჯეროდათ სინანულის მქადაგებლის – მართალი ნოესი, – და ღვთის სიტყვა ზუსტად აღსრულდა. ებრაელები არ უჯერებდნენ წინასწარმეტყველებს, რომ მათ ბაბილონის მეფე დაატყვევებდა, აგრძელებდნენ კერპთმსახურებას – და წავიდნენ ტყვეობაში, იერუსალიმი აოხრდა, მთელი სიმდიდრე ბაბილონში გადავიდა. იესო ქრისტეს თანამედროვე იუდეველებმა არ ირწმუნეს, რომ ქრისტე იყო მესია, ჯვარცმით მოკლეს იგი, და ქრისტეს წინასწარმეტყველება იერუსალიმის დაცემის შესახებ მალე აღსრულდა – რომაელებმა იუდეველები დაუნდობლად ამოწყვიტეს. აწინდელ დროშიც შეიშალა ხალხი, ყურს არ უგდებენ წმიდა ეკლესიის ღაღადებას, ამბობენ – ეს ზღაპრებია, მღვდლები თავისი შემოსავლისთვის გვატყუებენო. ჰოი ბრმებო, ჰოი ქედფიცხელნო და წინადაუცვეთელნო გულით, განა თქვენს თვალწინ არაა სახარებაში ნაწინასწარმეტყველები მოვლენები, ახლა რომ აღესრულება? აი, გამანადგურებელი ომი, შიმშილობა, ეპიდემიები. ნუთუ ახლაც არ გჯერათ ღმერთის მართლმსაჯულების? მაგრამ იცოდეთ, სამსჯავრო კართანაა, და უფალი მალე მოვა დიდებით განსჯად ცოცხალთა და მკვდართა (შდრ. 2 ტიმ. 4,1).



აღსასრულის შემდეგ რამდენი იტირებს უნუგეშოდ იმის გამო, რომ ამაოდ დაკარგეს დრო, რომელიც მოცემული იყო ასეთი დიდი მიზნისთვის – სულის ცხონებისთვის, ღმერთთან ზიარებისთვის, სინანულისთვის, ყოველი ცოდვისგან განშორებისთვის, ყოველი კეთილი საქმის აღსრულებისთვის! სანამ დრო გვაქვს, გამოვიღვიძოთ ჩვენი ცოდვიანი და დამღუპველი ძილისგან, ჩვენი ცოდვიანი მეოცნებეობისგან. „აჰა ესერა სიძე მოვალს შუაღამესა, და ნეტარ არს მონა იგი, რომელი იპოვოს მღვიძარედ...“.



რამდენი სხვადასხვაგვარი ცოდვა და ვნება ბუდობს შენს სულში, როცა უფალი აგიხელს გულის თვალებს მათ დასანახად. უფალო, „საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმიდე მე, და უცხოთაგან იცევ მონაჲ შენი“ (ფსალმ. 18,13).



მთავარი სნეულება მდიდარი ჭაბუკისა, რომელზეც სახარებაშია საუბარი, ის იყო, რომ იგი ანგარებას, ვერცხლისმოყვარებას იყო დამონებული – თავიდან ფეხებამდე, და მისი გული არ იყო მოწყალე, არამედ სასტიკი, გლახაკების მიმართ ართანამლმობი, და მან იცრუა გულთამხილველი უფლის წინაშე, სიყრმიდან ყველა მცნებას ვასრულებო; მას არც ღმერთი უყვარდა, არც მოყვასი, მხოლოდ საკუთარი თავი უყვარდა, უყვარდა დაგროვება და არა გლახაკთათვის მიცემა. დაინახა მშიერი – არ გამოკვება, შიშველი – არ ჩააცვა; საერთოდ, რაიმე საჭიროების მქონეს არ ეხმარებოდა. ხედავ, ენანება დაგროვებული, ენანება გაცემა. ლოცვას დაიწყებს – ფულზე ფიქრობს, და არა ღმერთზე; საერთოდ, მხოლოდ მიწიერზე ზრახავს, და არა იმაზე, როგორ უყვარდეს მხურვალედ ღმერთი და მოყვასი, როგორ იქმოდეს სიკეთეს მონდომებით; ხოლო მცნებებს მხოლოდ გარეგნულად ასრულებს, თითქოსდა სხვების დასანახად. ჰოი, ჩემო უბადრუკო სულო, გაექეცი ასეთ თვალთმაქცობასა და ორგულობას.



გაიხსენე ილია წინასწარმეტყველის ერთადერთი სიმდიდრე – ხალენი, რომელიც წინასწარმეტყველის ამაღლებისას დაშვებულ იქნა ელისეზე. ჰოი, როგორ უყვარდა ილიას ღმერთ, როგორი განშორებული იყო ყოველგვარი სოფლიური ვნებული სიყვარულისგან! მთლიანად ღმერთთან იყო და ზეცაში აღტაცებამდე გულით ზეცაში ცხოვრობდა, ღმერთთან. „ცხოველ არს უფალი ძალთა, რომლისა ვდეგ წინაშე მისა“, ამბობდა იგი (3 მეფ. 18,15).



ადამიანი საშინლად მერყევი და ცვალებადია – პირველი დაზიანების შედეგად, სამოთხეში; ზეციური ჭვრეტის სიმაღლიდან და საღვთო ზრახვიდან ის შეიძლება ელვისებურად დაეცეს ბილწი, ბოროტი, სიძვისა და გმობის, ავი და შურიანი აზრებისა და გრძნობების სისაძაგლეში, ისე რომ მაღალი სულიერი სიხარულის შემდეგ უწევს ფარულად იტიროს თავის უბადრუკებაზე. ნეტარია, ვინც ღვთის მადლით შეურყევლად განმტკიცდა საღმრთოში და გაექცა ღვთისმგმობელი ბელიარის ხრიკებს.



საგნებისადმი ვნებიან სიყვარულს მაშინვე მოსდევს ღვთისა და საკუთარი ცხონების მიმართ გაციება, გაციება მოყვასის მიმართ, ანდა სიძულვილი და შური, თუკი მასზეა დამოკიდებული რაიმე საგნების მოცემა და არ გვაძლევს, ანდა თუ ჩვენ ვართ ვალდებულნი მას მივცეთ რაიმე. ამიტომ კარგია – საგნების მიმართ სრული გულგრილობა, რომ არ გაგვაჩნდეს მიზეზი მოყვასის მიმართ მტრობისა, რაც დიდი ცოდვაა. იყავი ამ ხრწნადი, ამაო და მსწრაფლწარმავალი სოფლის ვნებიან მიჯაჭვულობებზე მაღლა; გულით ზეცაში იცხოვრე და იქაური უხრწნელი სიკეთეები შეიყვარე, რომლებიც განმზადებულია ღვთისა და მოყვასის მოყვარულთათვის.



საბოლოო, საყოველთაო, საშინელი სამსჯავროს მოახლოებას აჩქარებს ქვეყანაზე ბოროტების განვითარება. ამჟამად ყოველგვარი უსამართლობა ზღვასავით ფარავს ქვეყნიერებას. ადამიანთა თავნებობას ბოლო არა აქვს, ყველანაირი გზააბნეულობისა და ბიწიერებისთვის კარი ფართოდაა გაღებული.



სცოდავდნენ ჩვენი წინაპრები, მაგრამ ცოდვას ცოდვად მოიხსენებდნენ, ხოლო დღევანდელი ლიბერალები სცოდავენ და ცდილობენ ცოდვის გამართლებას, თითქოს ის კანონიერი საქმე იყოს. აიღეთ ხორციელი გულისთქმის ცოდვები, – მათი სწავლებით ეს ყველაფერი ადამიანური ბუნების უბრალო სისუსტეები და ბუნების კანონებია, მისი მოთხოვნილება. მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებიც აღმერთებენ ხორციელ ვნებას, როგორც ძველად აფროდიტეს თაყვანისმცემლები. და მთელი ეს სისაძაგლე იბეჭდება და მას კითხულობენ, მასზე მსჯელობენ ზიზღის გარეშე, თითქოსდა რაღაც ყურადღების ღირსზე! ესაა თავისუფლება? არა, ეს არაა თავისუფლება, ეს საშინელი მონობაა ცოდვისა და ვნებებისა, რომელსაც შედეგად მოსდევს ღვთის საშინელი სასჯელი, მოდგმის განადგურება და მარადიული ტანჯვა. „რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდვისაჲ. და მონამან არა დაიმკვიდროს სახლსა შინა უკუნისამდე, ხოლო ძემან (ჭეშმარიტი თავისუფლებისა) დაიმკვიდროს უკუნისამდე (იოან, 8,34-35). ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა უნდა ჯვარს-აცვან და ამოძირკვონ ვნებები. „ხოლო ქრისტესთა მათ ხორცნი თვისნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულის-თქუმით“ (გალატ. 5,24).



ბევრისგან გვესმის, რომ ყოველ სარწმუნოებაში შეიძლება სათნო-ეყო ღმერთს, ანუ თითქოს ყველა სარწმუნოება სათნოა ღვთისთვის, და თითქოს სიცრუე და ჭეშმარიტება, სიმართლე და უმართლობა ღვთისთვის სულერთია. აი სადამდე მივიდა ზოგიერთისთვის თავისი სარწმუნოების უმეცრება, თავისი ეკლესიის სულისა და ისტორიის უცოდინრობა, ეკლესიის ცხოვრებისა და ღვთისმსახურებისგან დაშორება, სადამდე დაბნელდა წარმოდგენა მართლმადიდებლობის, არამართლმადიდებლობის და სხვაგვარადმორწმუნეობის შესახებ.



რას ნიშნავს გიყვარდეს მოყვასი, ანუ ყოველი ადამიანი, როგორც საკუთარი თავი? ეს ნიშნავს, პატივს სცემდე სხვას ისე, როგორც გსურს, რომ შენ პატივს გცემდნენ, არავინ ჩათვალო უცხოდ, არამედ შენიანად, შენ ძმად, შენ ნაწილად, ხოლო ქრისტიანი – ქრისტეს ნაწილადაც; მისი სიკეთე, მისი გადარჩენა – ჩათვალო შენ სიკეთედ, შენ გადარჩენად; გიხაროდეს მისი კეთილდღეობა, როგორც საკუთარი, წუხდე მის უბედურებაზე, როგორც საკუთარზე; ცდილობდე მის გამოხსნას განსაცდელისგან, ხიფათისგან, სიგლახაკისგან, ცოდვისგან – ისევე, როგორც ეცდებოდი საკუთარი თავის გამოხსნას.



შენ გსურს სწრაფად დაასრულო ლოცვის კანონი, რომ დაღლილ სხეულს განსვენება მიანიჭო? გულით ილოცე, და მშვიდი, ჯანსაღი ძილით დაიძინებ. ნუ აჩქარდები და უგულოდ ნუ ილოცებ: ნახევარი საათი (ზედმეტი) ლოცვით სამი საათის ჯანსაღ ძილს მოიგებ. ჩქარობ მსახურებაზე ან სამუშაოზე? ადრე ადექი, ნუ დაიძინებ დიდხანს – ილოცე გულმოდგინედ – ჰპოვებ სიმშვიდეს, ენერგიას და საქმეებში წარმატებას – მთელი დღის განმავლობაში. გული სოფლიური ამაოების საქმეებისკენ მიისწრაფის? გარდატეხე იგი, დაე მისი საუნჯე იყოს ღმერთი და არა მიწიერი ამაოება; ასწავლე შენს გულს, უფრო მეტად მიემსჭვალოს ღმერთს ლოცვით, და არა სოფლის ამაოებას, რომ არ გაწბილდე სნეულების დღეებში და შენი სიკვდილის ჟამს, როგორც მდიდარი სოფლიური ამაოებით და ღარიბი რწმენით, სასოებითა და სიყვარულით – თუკი ამგვარად (ანუ გულმოდგინედ) არ ილოცებ.



ნუ დაუჯერებ შენს სხეულს, რომელიც ლოცვისას სისუსტით გაშინებს, – ცრუობს. ილოცებ და დაინახავ, რომ სხეული შენი მორჩილი მონა გახდება. ლოცვა მასაც გამოაცოცხლებს. ყოველთვის გახსოვდეს, რომ სხეული მატყუარაა.

იმათ, ვინც ცოტას ლოცულობს, სუსტი გული აქვთ; და როცა ისინი ლოცვას მოინდომებენ, მათი გული სუსტდება, ასუსტებს ხელებს, სხეულს, აზრებს, და უჭირთ ლოცვა. საჭიროა თავის დაძლევა – უნდა ეცადო, მთელი გულით ილოცო, რადგან კარგია, იოლია მთელი გულით ლოცვა.



საჭიროა, რომ ყველა გონიერი არსება უფლის ერთგული იყოს; მაგრამ იმისთვის, რომ უფლის ერთგული იყო, უნდა მიატოვო სიყვარული საკუთარი ვნებიანი სხეულისა და მემრუშე და ცოდვილი სოფლისა, რომელიც წუთიერი სიამოვნებებით გვაცდუნებს. უნდა შეწყვიტო მონობა მუცლისა, თეატრისა, ბანქოსი, ცირკისა, ნაირგვარი ქეიფებისა, თამბაქოს საწამლავისა, ოქრო-ვერცხლისა და უცნაური მოდებისა.



ამგვარად, მოემზადეთ სამსჯავროსათვის, – საშინელი, სამართლიანი, ერთადერთი და საბოლოო სამსჯავროსათვის, რომლის შემდეგაც იქნება ან მარადიული ნეტარება, ან დაუსრულებელი ტანჯვა. ნუ გაგიკვირდებათ, რომ ასე გადაწყვეტით ვამბობ – ჩვენ ხომ ძალიან ახლოს ვართ მარადიულ ცეცხლთან, ხოლო ბევრს, შესაძლოა „ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან“ (ლუკ. 12,20); და შენ – ჯოჯოხეთში ხარ, ტანჯვაში... ცეცხლის ალში. ასე რომ, მოემზადეთ დღეიდან სამსჯავროსათვის: აკეთეთ კეთილი საქმეები „ვიდრე დღე არსღა; მოვალს ღამე, ოდეს ვერვის ხელ-ეწიფების საქმედ“ (იოან. 9,4). საკმარისად ვემსახურეთ ამაოებას. დროა ჩვენ საწყალ სულს გამომცდელი თვალით შევხედოთ.



„რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უარ-ყავნ თავი თვისი“, ანუ უარყოს თავისი ვნებები – თავისმოყვარება, მზაკვრობა, სიამაყე, განკითხვა, შური, სიძვა, თავშეუკავებლობა, მემთვრალეობა, ანგარება, პატივმოყვარეობა, ორგულება, უმოწყალობა. უარყოფა ყოველივე მიწიერის, უწმინდურისა და ცოდვიანის, განდგომა ამსოფლიური მიჯაჭვულობებისგან – არაა იოლი ამოცანა, მაგრამ ჯილდო იქნება დიდი, ზეციური, მარადიული ჯილდო...



აწინდელი საშინელი დაცემა რწმენისა და ზნეობისა დიდადაა დამოკიდებული მრავალი იერარქის და საერთოდ სამღვდელოთა გულგრილობაზე თავისი სამწყსოს მიმართ. უეჭველია, მღვდელმთავრები და მღვდლები აღასრულებენ თავის წმიდა საქმეს, მაგრამ იმგვარად კი, როგორც ოქროპირი, გრიგოლი, ბასილი, ნიკოლოზი, მიტროფანე, ტიხონი და სხვები? ცხადია, მხოლოდ სამღვდელოება არაა დამნაშავე ხალხის ურწმუნოებასა და ბიწიერებაში; რწმენისა და ზნეობის დაცემაში უმთავრესად დამნაშავენი არიან გამრყვნელი მწერლები, განსაკუთრებით ჟურნალისტები, უზნეო მასწავლებლები, სასწავლო დაწესებულებების პროფესორები...






"ბი-ბი-სის" შოკის მომგვრელი კადრები– როდის ჩამოვლენ?!

"ბი-ბი-სის" "შოკის მომგვრელი კადრები"

"უცნობი ცივილიზაცია მასობრივად გზავნის დედამიწაზე წარმომადგენლებს მაშინ, როცა იქ სიტუაცია ირევა"

ამო-ს (ამოუცნობი მფრინავი ობიექტები) და ამოელების (ამ ხომალდიდან დედამიწაზე მოსული უცნაური არსებები) ხსენებისას უმრავლესობას სკეპტიკურად ეღიმება. არადა, ისინი ადამიანთა შემეცნებაში უხსოვარი დროიდან ჩნდებიან. მათი უცნაური სახეები გამოქვაბულთა მხატვრობიდან დღევანდლის ჩათვლით, უდიდეს მედიაგამოცემებშიც ფიქსირდება. ისეთმა ავტორიტეტულმა მაუწყებელმა, როგორიც "ბი-ბი-სია", 2013 წლის დასაწყისშიც აჩვენა ცაზე განსაცვიფრებელი სიჩქარით მფრინავი ობიექტი და სიუჟეტს ასე დაარქვა: "შოკის-მომგვრელი კადრები".


ამოელებზე უფოლოგი ერეკლე შონია გვესაუბრება.

- უფოლოგები მივიჩნევთ, რომ დედამიწაზე უცხო პლანეტიდან მოსული სტუმრები, რომლებიც ჩვენთან გამაოგნებელი ტექნიკით მოდიან (70-იანი წლებიდან დგინდება, რომ მათი ხომალდები საათში 2-3 ათასი კმ სიჩქარით მოძრაობენ), უდიდესი ცივილიზაციის წარმომადგენლები არიან.
2 წლის წინ ხობის რაიონის რამდენიმე სოფელში ხალხი მნათობებს ხედავდა ცაზე, მერე კი ყანებშიც დაინახეს უცნაური არსებები... ასეთი შემთხვევები გურიაშიც იყო. დაუპატიჟებელი სტუმრები კენჭებს ისროდნენ. ჩვენ გამოვიკვლიეთ ეს მოვლენა და დავასკვენით, რომ ქვა ვარდნის დროს არღვევდა ფიზიკის ყველა, მათ შორის, ინერციის კანონს. გარდა ამისა, ქვა იყო ცხელი. იყო შემთხვევები, როცა ქვამ სტრუქტურა შეიცვალა და ფქვილივით დაიშალა. ზოგჯერ ჩამოვარდნილი ქვიდან ერთი თვე სითხე ჟონავდა.

ჩვენში უცხოპლანეტელთა ბუმი 90-იან წლებში იყო. ამით იმის თქმა მინდა, რომ უცნობი ცივილიზაცია მასობრივად გზავნის დედამიწაზე წარმომადგენლებს მაშინ, როცა იქ სიტუაცია ირევა. ამით მათ არა მხოლოდ დაკვირვება, ჩვენი დახმარებაც უნდათ...

სამწუხარო შემთხვევა მოხდა 1984 წელს, როცა თვითმფრინავი რიგიდან თბილისისკენ მოფრინავდა. მისი პილოტები ცაში ამოუცნობმა ობიექტმა დაასხივა, ორივენი მოკლე ხანში გარდაიცვალნენ. საბრალოებს საწოლში გადაბრუნების დროსაც ემტვრეოდათ ძვლები. იყო შემთხვევები, როდესაც ამოელებმა ადამიანები გადაარჩინეს - ერთ კაცს, რომელსაც კუჭის წყლული ჰქონდა, არამიწიერი ტექნოლოგიით ოპერაცია გაუკეთეს. ეს დავადასტურეთ სამედიცინო შემოწმებით. ის კაცი დღესაც ცოცხალი და ჯანმრთელია...

- როგორ გამოიყურებიან ამოელები?

- მხილველების აღწერით, არსებობს 21 კატეგორიის ტიპაჟი. ზოგადად კი მათი სიმაღლე 40 სანტიმეტრიდან იწყება, გვხვდებიან 4-5-მეტრიანი გოლიათებიც. მათ ადამიანებისგან განსხვავებული თვალებისა და თითების რაოდენობა და კანის ფერი აქვთ.

1988 წლის 24 მაისს, გვიან ღამით, ცივ-გომბორის მთაზე, კისისხევისა და თოხლიაურის ხევის მიდამოებში დაახლოებით 2 კმ სიგრძეზე და 100-150 მ სიგანეზე სწორხაზოვნად მთლიანად განადგურდა შერეული ტყის მასივი!.. მაშინ ფიზიკოსებმა დაასკვნეს, რომ ეს მართლაც უცნაური მოვლენა იყო. იქაურები კი ჰყვებოდნენ, რომ მანამდე მთაზე შეამჩნიეს უცნაური დანადგარი, რომლის გარშემო 2-3 წუთის ინტერვალით იფრქვეოდა ნათება, ღამის ათ საათზე კი ცაზე გამოჩნდა მზესავით განათებული სხეული. ასეთივე შემთხვევები მოხდა ბორჯომის ხეობასა და საგურამოშიც, თუმცა გომბორზე ტყის ყველაზე დიდი მასივი განადგურდა... უცხოპლანეტელების განვითარებული ცივილიზაცია ჩვენთან დედამიწელების გასანადგურებლად არასოდეს მოსულა, განსხვავებით ადამიანებისაგან, რომლებიც გამანადგურებელ იარაღად ვაქცევთ ყველაფერს, რაც ღმერთმა მოგვცა, - დაწყებული ხიდან, რომელიც პირველყოფილმა ადამიანმა მშვილდ-ისრად აქცია და დამთავრებული წყლით, საიდანაც წყალბადის ბომბი შევქმენით. ვაფრთხილებთ ხალხს, რომ ამოელებს კეთილგანწყობით შეხვდნენ, თორემ შეიძლება იფიქრონ, დედამიწელებთან საკონტაქტო ენა აგრესიაა და შესაბამისი ენით უპასუხონ.


თუ თქვენც გამხდარხართ იდუმალებით მოცული მოვლენების მოწმე, ან მოგისმენიათ უცნაური ამბები, მოგვწერეთ ჩვენს საიტზე


ნანა რამიშვილი


http://www.kvirispalitra.ge/mozaika/19200-rodis-chamovlen.html?add=1#comments