ღმერთი

ღმერთი

понедельник, 28 октября 2013 г.

სოლომონ ბრძენი ამბობს: "შიში ღმრთისა - დასაბამი სიბრძნისა"

- და მამები ეთანხმებიან. და მეც გეუბნებით: ნეტარია და სამგზის ნეტარი, ღმრთისმოშიში კაცი. ღმერთის ამ შიშისაგან იშვება ღმერთისადმი ნდობა. და ადამიანს მთელი გულით სჯერა, რომ, ვინაიდან სრულიად უძღვნა თავი ღმერთს, ღმერთიც მთლიანად ზრუნავს მასზე. და საკვებისა და ჭერის გარდა, რომელზე ზრუნვისთვისაც თვითონ ღმერთი აღძრავს ადამიანს, სხვა საზრუნავი კაცს არ გააჩნია. ხოლო დაჰყვება რა ღმრთის ნებას, იგი მთელი სიწრფოებით ემორჩილება მას.
ამრიგად, ასეთი რწმენა რომ განმტკიცდება, სრულიად ქრება ის ცოდნა, რომელიც ყველაფრისადმი ეჭვს ბადებს და რწმენას ამცირებს, და ხშირად ართმევს მას. რადგან ცოდნა, რამდენადაც მასზე ვართ აღზრდილნი, ბუნების ძალას ფლობს.
მაგრამ, როცა მრავალი გამოცდის შემდეგ რწმენა გაიმარჯვებს, მაშინ ცოდნა ფერს იცვლის და შობს, უფრო სწორად, მას ეძლევა სულიერი ცოდნის ნიჭი, რომელიც რწმენას არ უპირისპირდება, არამედ მისი ფრთებით მიფრინავს და საიდუმლოებათა სიღრმეებს იკვლევს. და ამიერიდან ისინი - ცოდნა და რწმენა - განუყრელი დები არიან.



იოსებ ათონელი(ისიხასტი)






Комментариев нет:

Отправить комментарий