ღმერთი

ღმერთი

понедельник, 28 октября 2013 г.

კაცთა მოდგმას სამი მტერი ებრძვის:

ეშმაკი, საკუთარი ბუნება და ჩვევა. ამის გარდა სხვა ომი არ არსებობს.
ამრიგად, თუ ეშმაკს მოაცილებ, რომელიც მთელ კაცობრიობას აწვალებს, მაშინ ჩვენ ყველანი კარგები ვიქნებით. აი, ვის უნდა მიაწერო უსამართლობა. იგი უნდა გძულდეს, მას განიკითხავდე და ბოლომდე მტრად გეგულებოდეს.
მეორე მტერი, როგორც ვთქვით, ბუნებაა, რომელიც, როგორც კი ადამიანი სამყაროს შეიცნობს, ეწინააღმდეგება სულიერ კანონს და ითხოვს ყველაფერ იმას, რაც სულისთვის დამღუპველია. აი, მეორე მტერიც, სიცოცხლის ბოლომდე სიძულვილის ღირსი. იგი უნდა განიკითხო და განსაჯო.
დამატებით მესამე მტერიც გვყავს - ჩვევა, რომელიც, რაკიღა ვეჩვევით ყოველგვარი სიავის ქმნას, ჩვევად გვექცევა, მეორე ბუნების ადგილს იკავებს და ცოდვა კანონივით უპყრია. და ასევე საჭიროებს თანასწორ ღვაწლს, რათა ღმრთაებრივი ცვლილება და განთავისუფლება მივიღოთ. აი, მესამე მტერიც, რომელიც სრულ სიძულვილს იმსახურებს.
თუკი გინდა, რომ შენი მოყვასი ყველაფერში კარგი იყოს, როგორც შენ ეს მოგწონს, მოაცილე მას ეს სამი მტერი იმ მადლით, რომელსაც ფლობ. აი, რა არის სამართლიანობა, თუკი მისი პოვნა გსურს, ლოცვა აღუვლინე უფალს, რომ მან ამ მტრებისგან გაათავისუფლოს იგი. და მაშინ გექნებათ თანხმობა.
  ხოლო თუ შენ სხვაგვარად მოიწადინებ სიმართლის პოვნას, ყოველთვის მტყუანი აღმოჩნდები, და შესაბამისად, მადლიც იძულებული იქნება მოვიდეს-წავიდეს მანამ, სანამ განსვენებას არ ჰპოვებს შენს სულში. რადგან ადამიანს იმდენი მადლის დატევნის ნება აქვს, რამდენადაც მადლიერებით იტანს განსაცდელს, რამდენადაც უდრტვინველად ზიდავს მოყვასის ტვირთს.



იოსებ ათონელი(ისიხასტი)





Комментариев нет:

Отправить комментарий