ღმერთი

ღმერთი

среда, 30 октября 2013 г.

კეთილი ზრახვები- პაისი მთაწმინდელი.

როდესაც ვინმე მეტყოდა, რომ ეკლესიაში სრულიად შეუფერებელი
ადამიანების დანახვა აბრკოლებს, ვპასუხობდი: "ბუზს თუ ჰკითხავ, აქ ახლო-მახლო ყვავილები ხომ არ გეგულებაო, გიპასუხებს, რომ ყვავილებისა არაფერი იცის, მაგრამ, აი, თხრილი კი კონსერვების ქილებით, ნაკელითა და ათასგვარი სიბინძურით არის სავსეო. და ბუზი თანამიმდევრულად ჩამოგითვლის ყველა სანარცხეს, სადაც კი ოდესმე ყოფილა. მაგრამ თუ ფუტკარს ჰკითხავ, ამ მიდამოებში რაიმე უწმინდურება თუ შეგხვედრიაო, ის მოგიგებს: "უწმინდურება"?! არა, არ მინახავს, აქ იმდენი კეთილსურნელოვანი ყვავილია"! და ფუტკარი დაიწყებს სხვადასხვაგვარი ყვავილების ჩამოთვლას - ბაღისა და ველისას. ხედავ, როგორაა?! ბუზმა მხოლოდ სანარცხები იცის, ხოლო ფუტკარმა ის, რომ აქვე ახლოს შროშანი ჰყვავის, იქით კი - ოდნავ მოშორებით - გეოცინდები.

როგორც მივხდი, ზოგი ფუტკარს ჰგავს და ზოგიც - ბუზს. ვინც ბუზის მსგავსია, ყველა სიტუაციაში ცუდს ეძებს და ამით არის დაკავებული. ის სიკეთეს ვერაფერში ხედავს. ხოლო ის, ვინც ფუტკარს ჰგავს, ყველაფერს კეთილად უცქერს. ნაკლულოვანი ადამიანი ნაკლულოვანად ფიქრობს და ზრახავს ყველაფერთან მიმართებაში სიფრთხილეს იჩენს, ყველაფერს უკუღმა ხედავს; მაშინ, როდესაც კეთილი ზრახვების მქონემ რაც არ უნდა დაინახოს, რაც არ უნდა უთხრან მას, კეთილ ზრახვებს აამოქმედებს.

  ერთხელ ჩემთან მეორეკლასელი გიმნაზიელი ბიჭუნა მოვიდა, მან ჭიშკარზე რკინის ურდულით დამიკაკუნა. თუმცა წასაკითხი წერილების მთელი ტომარა მედგა, გადავწყვიტე გავსულიყავი და მეკითხა, რა უნდოდა: "აბა, ყმაწვილო, მიბრძანე, რა გნებავს"? - ვეკითხები. ის კი ამბობს:: "ეს მამა პაისის სენაკია? მამა პაისი მინდოდა". "სენაკი კი მისია, მაგრამ თვითონ მამა პაისი არ არის, სიგარეტის საყიდლად წავიდა". ვპასუხობ მე. "ალბათ სიგარეტისთვის იმიტომ წავიდა, რომ ვინმემ სთხოვა". კეთილი ზრახვიდან გამომდინარე დაასკვნა ბიჭმა. "თავისთვის უნდა იყიდოს, სიგარეტი გაუთავდა და ცეცხლმოკიდებულივით გავარდა მაღაზიაში, აქ მარტო დამტოვა და ისიც კი არ ვიცი, როდის დაბრუნდება. თუ ვნახავ, რომ აგვიანდება, მეც წავალ". ვეუბნები ბიჭს. მის თვალებში კი ცრემლი აკიაფდა და კვლავ კეთილი ზრახვიდან გამომდინარე წარმოსთქვა: "როგორ ვღლით წმიდა მამას"! შენ რა გინდოდა მასთან"? ვეკითხები. "კურთხევა მინდა ავიღო". მიპასუხა. "რა კურთხევა, შე სულელო, ის ხომ ხიბლშია, ასეთ გზააბნეულ კაცუნას ჯერ არსად შევხვედრივარ, ასე რომ, ამაოდ ელი. რომ დაბრუნდება ძალიან უხასიათოდ იქნება, თანაც მთვრალი გამოგვეცხადება. ყველაფერთან ერთად შეიძლება, კარგადაც წაგითაქოს". რა არ ვუთხარი ამ ყმაწვილს, მაგრამ მისი კეთილი ზრახვა არ შეიცვალა. ბოლოს ვუთხარი "კარგი, მე კიდევ ცოტა ხანს დაველოდები მამა პაისის, მითხარი, რა გინდა და გადავცემ". "მე მისთვის წერილი მაქვს გადასაცემი, მაგრამ დავუცდი, რომ კურთხევა ავიღო". მომიგო მან.

  ხედავთ?! რაც არ უნდა მეთქვა, ყველაფერს კეთილი ზრახვით იღებდა. მე ვუპასუხე: "ეს პაისი ცეცხლმოკიდებულივით გავარდა სიგარეტისათვის". მას კი ამის გაგონებაზე თვალზე ცრემლი მოადგა და ოხვრა დაიწყო, იფიქრა: "ვინ იცის, რისთვის წავიდა, ალბათ კეთილი საქმის გასაკეთებლად". სხვები ამდენ წიგნებს კითხულობენ და კეთილი ზრახვები მაინც არ აქვთ. გიმნაზიის მეორე კლასის მოსწავლე კი ესოდენ კეთილი ზრახვებითაა სავსე. შენ უნგრევ მას წარმოდგენას, ის კი ხელახლა უკეთესს აგებს და მასზე დაყრდნობით საუკეთესო დასკვნამდე მიდის. ამ ბავშვმა აღტაცება მომგვარა. ასეთი ვინმე პირველად ვნახე.








Комментариев нет:

Отправить комментарий