ღმერთი

ღმერთი

суббота, 26 октября 2013 г.

ყველაფერი აკეთე შენი ძალების შესაბამისად,

და აღარ გაღიზიანდები, არ აღშფოთდები, და აღარც მზვაობრობა იქნება მაშინ! არ იჯავრებ, რომ ადამიანები შენს შრომას ვერ აფასებენ. ყველაფერი უფლისთვის აკეთე, ხოლო კაცთაგან ნუ ელოდები ქებას და მადლობას. ჯილდოს ყოველთვის უფლისგან ელოდე და არა კაცთაგან.



არ უნდა გაგაკვირვოთ და არ უნდა დაგამწუხროთ იმან, რომ ქვეყანაზე უსამართლობას ამჩნევთ. როგორც მოციქული ამბობს: „ახალთა ცათა და ახალსა ქუეყანასა მსგავსად აღთქუმისა მისისა მოველით, რომელსა შინა სიმართლე დამკვიდრებულ არს“ (2 პეტრე 3,13). ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაზე სიმართლე არ მკვიდრობს, ამიტომაც ქვეყნიურ უსამართლობას სიბრძნით უნდა შევხედოთ და არასოდეს არაფრით არ შევძრწუნდეთ.




სქემიღუმენი საბა ოსტაპენკო († 1980 წ.)





Комментариев нет:

Отправить комментарий