ღმერთი

ღმერთი

суббота, 21 апреля 2012 г.

2.წრე. შვიდი მხეცის წრე.


1.ბაბილონი. ლომი.


2.მიდია-სპარსეთი.(აქიმენიდები) დათვი.

3.საბერძნეთის იმპერია. ავაზა.

4.რომის იმპერია. საშინელი მხეცი. ქრისტიანობის მდევნელი პირველი იმპერია.

ოთხივე მოიცავდა ისრაელისა და ბაბილონის ტერიტორიას.

მე ვფიქრობ, რომ პირველი და მეორე სამეფოები განმეორდნენ მეხუთესა და მეექვსეში. ანუ ბაბილონი და მიდია სპარსეთი განმეორდა სასანიდებისა და ოსმალეთის იმპერიის სახით. ყოველშემთხვევაში მუსულმანური იმპერიების სახით. ორივე მოიცავდა ბაბილონისა და ისრაელის ტერიტორიებს.
ასევე ორივე იმპერია დევნიდა ქრიტიანობას. ანუ რომის ცოდვების გამგრძელებელი.
ესეიგი. ლომი და დათვი განმეორდა.


5.აქიმენიდები. სასანიდები. +მუჰამედი . ანუ რელიგიური სახელმწიფო იმპერია, რომელმაც ქრისტეს ადგილი დაიკავა ღვთისტაძარში. 

6.ოსმალეთის იმპერია. იგივე რელიგიით, იგივე მნიშვნელობით.

ეხლა, წრე-წესის მიხედვით  უნდა მოსულიყო საბერძნეთის იმპერია_ მეშვიდე მხეცი.
ქრისტიანობა გავრცელებულია.
რუსეთის უდიდესი იმპერია მართლმადიდებელი ქრისტიანია.
ანუ საბერძნეთის იმპერია წრეში არის ქრისტიანული სახელმწიფო, რადგან საბერძნეთი ქრისტიანულია, მართლმადიდებელი. წესით მართლმადიდებელ ქვეყანას უნდა ჩაედინა ღვთისსაწინააღმდეგო ქმედება. და მან ჩაიდინა ეს ცოდვა ათეიზმის გამოცხადებით.საბერძნეთის იმპერია იგივე ტერიტორიით არ აღდგა, არ წარმოჩინდა , მაგრამ რომის ცოდვები განმეორდა  რუსეთის ტერიტორიაზე სსრკ-სახით. საბერძნეთის იმპერია ანუ მეშვიდე მთა- მეშვიდე მხეცი გამოდის_ სსრკ. ამ იმპერიამ ათეიზმი გამოაცხადა. სსრკმ  გაიმეორა რომისა და მუსულმანური ქვეყნების ცოდვები.მაგრამ, იგი არ მოიცავდა ბაბილონისა და ისრაელის ტერიტორიას როგორც წინა ექვსი მხეცი. ეს არც იყო საჭირო, რადგან ბაბილონი მათ ისედაც დედაქალაქში დაიდგეს(მავზოლეუმი, ლენინი , კერპი) ხოლო ისრაელის (უფლის ქალაქი) დაპყრობა იგივე უფლის მორწმუნეთა  დაპყრობა , დევნა და მოკვლაა.
აქ შეიძლება ვთქვათ ისიც, რომ საქართველო თუ მეორე იერუსალიმად ითვლება(?) , როგორც ამას ამბობენ, მაშინ ეს მეშვიდე მხეცი მოიცავდა  ისრაელის _საქართველოს მიწას(საქართველოც უფლის რჩეული მიწაა) და ასევე ბაბილონს, ანუ ატარებდა ბაბილონის _სულს.
7.სსრკ არის მეშვიდე მხეცი, რომელიც ცოტახანს იქნება-ო, რომ წერია.(სხვა იმპერიები საუკუნეები ბატონობდნენ)ცოტახანს იყო ასევე მაკედონელის იმპერია. ცოტა ხანს იყო მეოცე საუკუნის  საბერძნეთის იმპერია_განმეორებული ძლიერებით სსრკ.
10. რომელთაგანაც ხუთი დაემხო, ერთი არის, სხვა კი ჯერ არ მოსულა, მაგრამ როდესაც მოვა, დიდხანს ვერ გაძლებს.
http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-17.htm
ანუ შვიდი უკვე იყო.
უნდა მოვიდეს მერვე.
მერვე შვიდთა რიცხვიდან.
შვიდი თავი _შვიდი მთა გვაქვს .
მერვე მოვა იგივე სახელმწოფო-იმპერიების კავშირით.?
თუ, ბოლო მერვე იმპერია უბრალოდ დაემსგავსება იმ სამ მხეციმპერიას, რომლებიც ადრე იყვნენ წარმართულნი, ღვთის მოწამეთა და შემდგომ  ქრისტეს მორწმუნეთა მკვლელნი.?
ანუ არ არის სავალდებულო მხოლოდ იგივე ქვეყნები იყვნენ  მერვე მხეცში განმეორებულნი?
მაგრამ რომელი სხვა ქვეყანა -იმპერია შეიძლება იყო ეს_მერვე?
თუ ის სხვა იქნება, ანუ არ იქნება ყოფილი შვიდიდან , მაშინ იოანე არ დაწერდა შვიდთა რიცხვიდანო.
?

ავაზა, დათვი და ლომი.
ანუ ევრაზიის კონტინენტის ქვეყნები.
1. დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი.

 2. მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს(ავაზა) მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება.
http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-13.htm

მაგრამ ნუთუ ამ მხეცში(კავშირში) არ იქნება ამერიკა?(და არც ევროპა. ამაზე შემდგომში)
გასაკვირია.

იოანემ იხილა  მეორე მხეციც.

11. მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული.

12. ის მოქმედებს მხეცის წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს, ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა.

13. და ახდენს დიად სასწაულთ, ისე, რომ ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე.

14. და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა.

15. და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას.

16. და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე.

17. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი.

18. აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი.
.........

11. მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული.

კრავი როგორც ვიცით იესოა. მაგრამ კრავის რქები ჰქონდა და ლაპარაკობდა როგორც ურჩხული ნიშნავს რომ ვიღაც ბაძავს იესოს., მაგრამ ურჩხულის მიზნებს ემსახურება.


იესოს მიმდევრები არიან ქრისტიანები , ქრისტიანული ეკლესიები. ქრისტიანები _კათოლიკები , მართლმადიდებელი, პროტესტანტები.

მერვე მხეცს აქვს სამი მხეცის გარეგნული ნიშანი.
ავაზა, დათვი. ლომი.
ავაზა _მართლმადიდებელ ქვეყანის ტერიტორიას წარმოადგენს. დათვი და ლომი მუსულმანურის.
ესეიგი კათოლიკური და პროტესტანტული ქვეყნები(ევროპა და ამერიკა)არ იქნებიან ამ კავშირში?
ესეიგი მეორე კრავისრქიანი მხეცი გამოდის მართლმადიდებელი ეკლესია? ანუ ცრუეკლესია?რომელიც ბოლოჟამს მხოლოდ მიბაძავს ქრისტეს, ისე კი ურჩხულის მიზნებს განახორციელებს. ????
თუ არადა მაშინ ეკლესიები გაერთიანდებიან და შეიქმნება ერთიანი ეკლესია(ქრისტიანების) რომელიც იქნება ცრუქრისტიანი. ???
ამ გაერთიანებული ეკლესიის მეთაური ვინ იქნება, კათოლიკე თუ მართლმადიდებელი. ?
თუ კათოლიკური ეკლესია დამოუკიდებლად იმოქმედებს?, ხოლო მუსულმანურ- მართლმადიდებელი ქვეყნების სახელმწოფოები შექმნიან ახალ მხეცს?
ხოლო კათოლიკური ეკლესია(ან შეიძლებაც ქრისტიანული ეკლესიების ცენტრი)
ითამაშებს ამ მხეცის თამაშს. ან კათოლიკური ეკლესია, ან ეკუმენური ეკლესია ხელს შეუწყობს ამ მხეცის(ავაზა , ლომი, დათვი) ტერიტორიაზე რელიგიების მოსპობას.???

მაგრამ, ნიშანს მიიღებს ყველა. მსოფლიოს ყველა ერში იქნება მხეცის  ნიშანი.

ამ მხეცს მისცემს პირველობას ათი მეთაური.

მაგრამ, წარმოუდგენელია ამ მხეცში არ იყოს ევროპა და ამერიკა ტერიტორიულადაც და პიროვნულადაც. ნუთუ მათი მხრიდან მხოლოდ ეკლესია იქნება?ანუ  კათოლიკურ-პროტესტანტული ეკლესია.  ან ეკუმენური_სამივე მიმართულების_კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა_  მიერ შექმნილი ცრუქრისტიანი გაერთიანება.
?


ესეიგი გვაქვს შვიდი ყოფილი მხეცი , რომელიც ბაბილონს ატარებ(და)ს ანუ მკვლელია ღვთისმოწამეების, წინასწარმეტყველების, ქრისტეს მცნებათა დამცველების.
გვაქვს სავარაუდო მეორე მხეცის სახე_ცრუეკლესია_ სულისჩამდგმელი მერვე მხეცის ხატის.

უნდა მოხდეს ამ შვიდის გაერთიანება რომელიც შექმნის მერვეს. მერვე რომელიც  ატარებს  მეძავს-ბაბილონს და რომელიც დაანგრევს-მოკლავს მეძავ ბაბილონს.

გაგრძელება იქნება...

საინტერესოა ისტორიაში თუ არსებობს ფაქტები თავად ეკლესიის მიერ ქრისტიანთა მოკვლის.
?

1.იოანეს აპოკალიფსის შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცი.

http://elasevenia.blogspot.com/2012/03/blog-post_14.html


2.წრე. შვიდი მხეცის წრე.

http://elasevenia.blogspot.com/2012/04/blog-post_21.html


3.ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს.......

http://elasevenia.blogspot.com/2012/07/blog-post.html


4.წარმართობიდან წარმართობისკენ და ერთღმერთიანობიდან ერთღმერთიანობისაკენ.

http://elasevenia.blogspot.com/2012/12/blog-post_4915.html


5.შენი გრძნეულებით ცთუნებულ იქნა ყოველი ხალხი.

http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_9400.html



6.ერთი ენა და ერთი აზრი. მრავალი ენა და ერთი აზრი...

http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_449.html


7.მხეცი საიდან შეიძლება მოვიდეს.

http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_9744.html






суббота, 14 апреля 2012 г.

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
ქრისტე აღდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!