ღმერთი

ღმერთი

среда, 27 декабря 2017 г.

Comedy-შოუ - ფოლკლორული ანსამბლი "ფხალიაური"


კომედი შოუ - კაპანაძეების ოჯახი


შე დალოცვილო, როცა ამ კანონს იღებ და შენს შვილებს რყვნი, რა უფლება გაქვს, ტაძარში მოხვიდე?!

მამა გიორგი (რაზმაძე): როცა ბატონი კვირიკაშვილი თავის მთავრობასთან ერთად მივა ტაძარში, უნდა ვკითხოთ: შე დალოცვილო, როცა ამ კანონს იღებ და შენს შვილებს რყვნი, რა უფლება გაქვს, ტაძარში მოხვიდე?!


ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი რიგი საკანონმდებლო ვალდებულებების კვალდაკვალ საქართველოს მთავრობამ 30 ოქტომბერს მორიგი საყურადღებო დადგენილება (#488) მიიღო. ნორმატიული აქტი “სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დამტკიცების შესახებ”, რომელსაც ხელს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი აწერს, სკოლებში სრულიად ახალი, ქართული საგანმანათლებლო სისტემისთვის უცხო მეთოდოლოგიის დანერგვას ითვალისწინებს. კერძოდ, დოკუმენტის მე-19 მუხლის მე-2 გ პუნტში მითითებულია, რომ მოსწავლეები, განურჩევლად გენდერისა, თანაბრად უნდა იყვნენ ჩართულნი ყველა ტიპის საქმიანობაში და არ უნდა არსებობდეს გამიჯნული სფეროები, რომლებიც მოზარდებს სქესის მიხედვით დაყოფს.

აღნიშნული ცვლილებების პარალელურად განათლების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) მიერ მომზადდა სპეციალური პროექტი “სასკოლო მზაობის პროგრამა”, რომელიც პედაგოგისთვის ერთგვარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს. პროგრამის თანახმად, სასწავლო პროცესი ისეთ აქტივობებს უნდა მოიცავდეს, რომლებიც ხელს შეუწყობს მოზარდების ცნობიერებაში სქესთა განურჩევლობის პრინციპის ჩამოყალიბებას. აღმზრდელებმა ბავშვებს უნდა წაუკითხონ ისეთი შინაარსის ზღაპრები, რომლებშიც ორივე სქესის პერსონაჟები თანაბრად არიან წარმოდგენილნი. მეტიც, აღნიშნული მეთოდოლოგიის თანახმად, სასურველია, პედაგოგმა მოსწავლეებს გენდერულად საპირისპირო პერსონაჟები მოარგოს და ბიჭებს გოგონების, ხოლო გოგონებს ბიჭების როლები ათამაშოს.

ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი საგანმანათლებლო პროექტი დასავლეთის რიგ ქვეყნებში დიდი ხნის წინათ აპრობირებული სქესთა აღრევის გლობალისტური თეორიაა, რომელიც ადამიანის ბუნებრივ საწყისებს უპირისპირდება. რას მოიტანს მსგავსი საგანმანათლებლო ცვლილებების განხორციელება საქართველოში, რაზეა ეს ყველაფერი გათვლილი და როგორ შეიძლება საზოგადოება დაუპირისპირდეს? _ “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება ავჭალის წმიდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, რამდენიმე დღის წინათ საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომ სკოლებში უნდა დაიწყოს განხორციელება სპეციალური საგანმანათლებლო პროექტისა, რომლის მიხედვითაც, მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა შთაუნერგოს, რომ ქალსა და მამაკაცს შორის განსხვავება არ არსებობს, რომ ქალმაც შეიძლება მოირგოს მამაკაცის როლი და პირიქით. რა მოუტანა ევროპას ამ მიდგომამ და რა შეიძლება მოგვიტანოს ჩვენ?

_ ამას წინათ ერთი მინისტრი, რომელთანაც სუფრაზე მოვხვდი, მიმტკიცებდა, რომ გიორგი კვირიკაშვილი ღრმად მორწმუნე ადამიანია და ასეთი მორწმუნე პრემიერი მართლმადიდებლურ სამყაროში არც ერთ სახელმწიფოს არ ჰყავს. მე, უბრალოდ, მიჩნდება შეკითხვა: შეიძლება მორწმუნე ადამიანისთვის მისაღები იყოს ისეთი ორმაგი სტანდარტი, რომ, ერთი მხრივ, გუნდრუკი უკმიოს ეშმაკს და, მეორე მხრივ, ღმერთი სწამდეს? მოციქული იაკობი პირდაპირ ამბობს, რომ ერთი დოქიდან ტკბილი და მწარე წყალი ვერ გადმოდინდება, ანუ ორი უფლის მონობა _ ეს არის აბსურდი. რა გამოდის? _ გამოდის, რომ, თუ ერთ-ერთს ემსახურები, და ამ შემთხვევაში ემსახურები ევროპელ ცისფერ კომისრებს, ეშმაკის ხელქვეითი ხარ. ასეთი ადამიანი შეიძლება მორწმუნე იყოს?!

ნებისმიერი თანამდებობის პირი, პრემიერი იქნება თუ სხვა, რომელიც მხარს დაუჭერს სკოლაში გაუკუღმართებულ სწავლებას, რომელიც მიმართული იქნება გენდერული იდენტობის წაშლისკენ, ქვეყნის მტერია, მტერი ეკლესიისა, მტერი ღვთისა და სამშობლოსი!

ახლა გადავხედოთ ევროპის მაგალითებს, უამრავი ფაქტია გერმანიის, შვედეთის, ნორვეგიის სკოლებში, რომ მსგავს სწავლებას მოჰყვა მოზარდების სრული დეგრადაცია. მეტსაც გეტყვით, ევროპის რიგ ქვეყნებში ერთი დღე აქვთ კვირაში სპეციალურად გამოყოფილი და მე საკუთარი თვალით მინახავს, ამ დღეს ბიჭები გოგოს კაბით რომ მიდიან სკოლაში. ეს პირდაპირ ვალდებულებაა: ბიჭმა კაბა უნდა ჩაიცვას და პირიქით _ გოგონებმა მამაკაცის ტანსაცმელი, დაიხატავენ წვერ-ულვაშს და ისე მიდიან სკოლაში. აი, სად მივიდა იქ საზოგადოება და, ამასთანავე, არსებობს იუვენალური იუსტიცია თავისი საკანონმდებლო რეგულაციებით, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ რომელიმე მშობელი არ ეთანხმება სქესთა აღრევას, მამათმავლობის ან სხვა სახის გადახრების ნორმად გამოცხადებას, სასამართლო მას შვილს წაართმევს…

კიდევ ერთხელ მივმართავ პრემიერმინისტრს: რა ჰქვია ამას, ბატონო გიორგი?! როგორ შეიძლება, ნორმალური კაცი ამას ხელს აწერდეს?! როგორ შეიძლება, ამას ხელს აწერდეს ადამიანი, რომელსაც შვილი უყვარს, შვილიშვილი და გული შესტკივა თავის ქვეყანაზე?! როგორც ჩანს, ამ ადამიანს არც შვილი უყვარს, არც შვილიშვილი და არაფერი სწამს ამ ქვეყანაზე.

აქვე ერთ მნიშვნელოვან საკითხსაც შევეხები: სექტემბრის ბოლოს უდიდესი რამ მოხდა საქართველოში _ ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ჩამოასვენეს. არც ერთმა ტელევიზიამ, არც ერთმა არხმა ამას სათანადო ყურადღება არ დაუთმო, თითქოს არაფერი მომხდარა. ამ დროს კი ფეხბურთელ გურამ კაშიას დასაცავად ყველა ერთ მუშტად შეიკრა. თურმე ამ ერთი უღირსი ადამიანის დაცვა და სოლიდარობა უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ვიდრე დედოფლის წმინდა ნაწილების ჩამოსვენება, რომელიც საქართველოსთვის ეწამა.

_ თქვით, რომ მთავრობაში არიან ადამიანები, რომლებიც, ერთი მხრივ, გუნდრუკს უკმევენ ეშმაკს და, მეორე მხრივ, თავს მორწმუნედ ასაღებენ. იმ დროს, როცა ეს ადამიანები პატრიარქის გვერდით დგანან ტაძარში და “ღვთისმოშიშობის” დემონსტრირებას ცდილობენ, არც ერთი სასულიერო პირი არ უსვამს შეკითხვას, რატომ იღებენ მართლმადიდებლურ ფასეულობებთან აბსოლუტურად შეუსაბამო საკანონმდებლო ცვლილებებს?

_ ამას წინათ ერთ-ერთ მინისტრს, რომელიც სხვებთან შედარებით ზნეობრივად ცხოვრობს, პირდაპირ ვკითხე: რატომ არის, რომ, როცა ხელისუფლებაში მოდიხართ, მხოლოდ “უმცირესობების” უფლებებს იცავთ-მეთქი? გაშრა, ვერაფერი მიპასუხა. საერთოდ, მე ყველას ვთხოვ პასუხს, მინისტრი იქნება თუ პარლამენტარი, მათ მიერ მიღებულ ამორალურ კანონებზე, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, გამკვირვებია იმ სასულიერო პირებისა, რომლებსაც ხშირი ურთიერთობა აქვთ მათთან და არაფერს ეუბნებიან. სხვათა შორის, ერთ კარგ მაგალითს გაგახსენებთ: თავის დროზე, როცა საბერძნეთის მთავრობამ მიიღო კანონი, რომლის თანახმად, 15 წლის ბავშვს შეუძლია სქესი შეიცვალოს, ათონის მთამ არ მიიღო პრემიერმინისტრი, ანუ ამ კანონის მიღებიდან მცირე ხნის შემდეგ პრემიერს სურდა მთის მონახულება და მონასტერმა შავი დროშები გამოფინა, რაც იმას ნიშნავდა, რომ უზნეო კანონის მიმღები პრემიერის ადგილი იქ არ იყო. აი, ასეთი რაღაც უნდა გააკეთოს ჩვენმა ეკლესიამ, როცა ბატონი კვირიკაშვილი, თავის მთავრობასთან ერთად, მივა ტაძარში, უბრალოდ, კართან უნდა დახვდეს ადამიანი და ჰკითხოს: შე დალოცვილო, როცა ამ კანონს იღებ და შენს შვილებს რყვნი, რა უფლება გაქვს, ტაძარში მოხვიდე?!

_ და რატომ არ უთხრეს ეს თავის დროზე ხელისუფლების წარმომადგენლებს, როცა “ანტიდისკრიმინაციული” კანონი მიიღეს?

_ სხვის ცხოვრებაში ვერ ჩავერევი, მე ჩემი თვალსაზრისი მაქვს, მაგრამ ერთი რამ ყველამ უნდა იცოდეს: ადრე თუ გვიან, როცა ღვთის წინაშე წარვდგებით, უფალი ყველას გვკითხავს: სად იყავი, როცა შენი ერი, შენი ქვეყანა ირყვნებოდა? სხვათა შორის, ამას წინათ სერბეთიდან სასულიერო პირებმა შემატყობინეს, რომ დაახლოებით ერთი თვის წინათ მსგავსი შინაარსის დადგენილება მათთანაც მიიღეს. საპროტესტო გამოსვლებიც ყოფილა ბელგრადში, საკმაოდ ფართომასშტაბიანი, მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, არც ერთმა ტელევიზიამ არ გააშუქა. ანალოგიური პროცესი მიდის ჩვენთანაც _ იღებენ ამორალურ კანონებს, ტელევიზიები კი უმცირესობების უფლებებზე საუბრობენ. თითქოს ჩვენ მოძალადე ერი ვართ და “განსხვავებულ” ადამიანებს არსებობის საშუალებას არ ვაძლევთ, თითქოს ისინი ჩაგრულები არიან. ვინ არის სინამდვილეში დაჩაგრული და ვისი უფლებები ირღვევა?!

_ ქუთაისში ერთ-ერთი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტი იმის გამო გარიცხეს, რომ სოციალურ ქსელში “ლიბერალებისთვის” მიუღებელი კომენტარი დაწერა. ასევე მიდის საუბარი “სექსუალური შევიწროების შესახებ” კანონის მიღებაზე… აშკარაა, რომ “ნეოლიბერალური” ტერორი გადამწყვეტ ფაზაში შედის. საზოგადოების ცნობიერებაზე ზემოქმედება სადამდე შეიძლება მივიდეს რამ შეიძლება დაუსვას წერტილი ხალხის მოთმინებას?

_ ალბათ, რაღაც კატასტროფა უნდა მოხდეს, რომ ხალხი გონს მოვიდეს და მიხვდეს, საით მივდივართ. აქვე მინდა, მივმართო იმ პოლიციელებს და, საერთოდ, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, რომლებიც ერთუჯრედიანების დონეზე აზროვნებენ და მზად არიან, ნებისმიერი დავალება უსიტყვოდ შეასრულონ: სანამ თქვენს შვილებს, ბოდიში და, არ გააუპატიურებენ, კოლჰოტებს არ ჩააცმევენ და არ გაათახსირებენ, ვერ უნდა მიხვდეთ, რა უბედურებას ემსახურებით?! ჩვენ ხომ ჩვენი ჯიბიდან ვაფინანსებთ ამ ადამიანებს? ვის სამსახურში დგანან _ ხალხის თუ ერთი მუჭა გარყვნილი “ლიბერალების”, რომლებსაც ადამიანური და ზნეობრივი არაფერი გააჩნიათ? კანონს კი არა, უკანონობას იცავთ, თუმცა ეს მარტო ძალოვანებს არ ეხება. მაინტერესებს, სად არის ინტელიგენცია; სად არიან მწერლები, მეცნიერები, სპორტსმენები, ფილოსოფოსები… თუ ყველა მოისყიდა ივანიშვილმა?! როცა ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი დგას ქვეყნისთვის, გაჩუმება შეიძლება?! განა მათ არ იციან, რომ დუმილით ღმერთი გაიცემა?!

_ პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე გამოვიდა ამას წინათ ინიციატივით, რომ ინტელიგენციის წარმომადგენლებმა საჯაროდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია: ჰომოსექსუალიზმი დადებითი მოვლენაა თუ უარყოფითი.

_ ძალიან კარგი ინიციატივაა, მაგრამ ვინმე ჩანს? ესენი რის გამკეთებლები არიან, ივანიშვილს ნაყიდი ჰყავს ყველა. სხვა, აბა, რა უნდა ვიფიქროთ?! რამდენიმე წლის წინათ აქა-იქ თუ საუბრობდნენ ამ ე.წ. უმცირესობებზე, დღეს გეგონება, ლგბტ-თა გარდა, ხალხი არ ცხოვრობს დედამიწაზე. კიდევ ვიმეორებ: როცა ეს ნაძირალები, ამ ამორალური კანონების მიმღებ ხელისუფლებას ვგულისხმობ, ეკლესიაში მოვლენ, ხალხმა არ უნდა შეუშვას. მათ უნდა გააცნობიერონ, რა დანაშაულს სჩადიან ერისა და ქვეყნის წინაშე. იმიტომ, რომ, ისინი მსოფლიოს თვალში ჩვენი სახელით, ჩვენი დაკვეთითა და, იდეაში, ჩვენ მიერ “დემოკრატიულ არჩევნებზე” გამოცხადებული ნდობის შესაბამისად აკეთებენ ყველაფერს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

geworld.ge

понедельник, 25 декабря 2017 г.

ქართული კალენდრის ისტორია

1.    ქორონიკონი
ძველ საქართველოში კალენდარს „ქორონიკონს“ ეძახდნენ, რაც ბერძნულად წელთაღრიცხვას ნიშნავს. იგი იყოფოდა 532 წლიან ციკლებად ანუ ინდიქტიონებად. ეს დაყოფა შემოიღო პირველად იტალიელმა ბერმა დიონისე მცირემ (მანვე შემოიღო მსოფლიო კალენდრის ქრისტეშობიდან დაწყება) ახ. წ. 516 წელს. 532 – ოცდარვა მზის მოქცევის (წლის) და ცხრამეტი მთვარის მოქცევის წლების ნამრავლითაა მიღებული. ყოველ 532-ე წელს ემთხვევა მზისა და მთვარის კალენდრებში თვისა და კვირის დღეები ერთმანეთს. წელთაღრიცხვის ქორონიკული სისტემით სარგებლობის მიზანი აღდგომის და სხვა მასთან დაკავშირებული მოძრავი დღესასწაულების წინასწარ გამოთვლაა.
ქორონიკონის გამოყენება საქართველოში ახ. წ. 780 წლიდან დაიწყეს. საერთოდ წელთაღრიცხვა კი ბოლო დრომდე საქართველოში „სამყაროს გაჩენის დღიდან“ ანუ 5604 წლიდან იწყებოდა, ხოლო იქედან მოყოლებული წლები 532 წლიან ინდიქტიონებად იყოფოდა:
ამდენად
I ინდიქტიონი      მოიცავს ძვ. წ.  5604 – 5072 წლებს
II ინდიქტიონი     მოიცავს  ძვ. წ. 5072 – 4540 წლებს
III ინდიქტიონი    მოიცავს ძვ. წ.  4540 – 4008 წლებს
IV ინდიქტიონი   მოიცავს  ძვ. წ. 4008 – 3476 წლებს
V ინდიქტიონი    მოიცავს  ძვ. წ. 3476 – 2944 წლებს
VI ინდიქტიონი   მოიცავს  ძვ. წ. 2944 – 2412 წლებს
VII ინდიქტიონი  მოიცავს  ძვ. წ. 2412 – 1880 წლებს
VIII ინდიქტიონი მოიცავს  ძვ. წ. 1880 – 1348 წლებს
IX ინდიქტიონი   მოიცავს  ძვ. წ. 1348 – 816 წლებს
X ინდიქტიონი    მოიცავს  ძვ. წ. 816 – 284 წლებს
XI ინდიქტიონი   მოიცავს  ძვ. წ. 284 – ახ. წ. 248 წლებს
XII ინდიქტიონი  მოიცავს  ახ. წ. 248 – 780 წლებს
XIII ინდიქტიონი მოიცავს  ახ. წ. 780 – 1312 წლებს
XIV ინდიქტიონი მოიცავს  ახ. წ. 1312 – 1844 წლებს
XV ინდიქტიონი  მოიცავს  ახ. წ. 1844 – 2376 წლებს

ამდენად ქორონიკონით ქრისტეშობიდან 2017 წელი იქნება XV ინდიქტიონის 173 წელი (2017-1844 =173) ანუ „სამყაროს გაჩენიდან“ 7621 წელი (5604+ 2017=7620).

2.    თვეების ძველ-ქართული სახელები
 რომაული სახელები       ძველ-ქართული სახ.                 ხალხური სახ.
1.  იანვარი                                   აპნისი                                    აპანი
2. თებერვალი                         სარწყუნისი                       განცხადებისთვე
3. მარტი                                     მირკანი
4. აპრილი                                   იგრიკა
5. მაისი                                    ვარდობისა                           ვარდობისთვე
6. ივნისი                                  მარიალისა                თიბათვე და ივანობისთვე
7. ივლისი                                  თიბისა                  კვირიკობისთვე და მკათათვე
8. აგვისტო                            ქველთობისა                          მარიამობისთვე
9. სექტემბერი                        ახალწლისა                              ენკენისთვე
10. ოქტომბერი                        სთვლისა                              ღვინობისთვე
11. ნოემბერი                          ტირისკონი                           გიორგობისთვე
12. დეკემბერი                       ტირისდენი                         ქრისტეშობისთვე

3.    კვირების ძველ-ქართული სახელები
ებრაული სახელები                      ძველ ქართული (ბერძნულის გავლენით)
1. ორშაბათი                                       მთვარისა 
2. სამშაბათი                                          არიასი
3. ოთხშაბათი                                        ერმისა
4. ხუთშაბათი                                   აფროდიტისა
5. პარასკევი                                         დიოსისა
6. შაბათი                                            კრონოსისა
7. კვირა                                                  მზისა


მეგრულად კვირის დღეებს ჰქვია ჟაშხა/ჟეშხა (მზის დღე – კვირა); თუთაშხა (მთვარის დღე) – ორშაბათი; თახაშხა (თარხონის, ანუ მარსის დღე) – სამშაბათი; ჯუმაშხა – ოთხშაბათი; ცაშხა/ჩაშხა – ხუთშაბათი; ობიშხა – პარასკევი; „შურიშხა“ (სულის დღე), მოგვიანებით შეცვალა ებრაულმა საბატონმა – შაბათი.
ჭანურ-ლაზურად კვირის დღეებს ჰქვიათ: ბჟაჩხა/ბჯაჩხა – მზის დღე – კვირა; თუთაჩხა – მთვარის დღე – ორშაბათი; ტიკინაჩხა/იკინაჩხა/ერკინაჩხა/ეკინაჩხა – სამშაბათი; ჯუმაჩხა – ოთხშაბათი; უმქისერთი/ჩაჩხა – ხუთშაბათი; პარასკე/პარასკედღა – პარასკევი; საბატონი – შაბათი.
სვანურად კვირის დღეებს ჰქვიათ: მიშლადეღ/მგჟელადეღ – (მზის დღე – კვირა); დეშდიშ/დოშდიშ – (დოშდოლი – მთვარის ღვთაება) ორშაბათი;  თახაშ – სამშაბათი (თახაშ შესაძლოა მოსავლის, ნაყოფიერების ღვთაება იყოს); ჯუმაშ/ჯგმაშ – ოთხშაბათი (შესაძლოა ოჯახის მფარველი ღვთაება იყოს); ცაშ – ხუთშაბათი; ვებიშ – პარასკევი (ობი, წყალი, ნესტი, ტაროსის ღვთაება); საფტინ/სამტინ – შაბათი.
4.    თანამედროვე თვეთა სახელების წარმოშობის ისტორია
იანვარი წარმოდგება რომაელთა ორსახოვანი ღმერთის იანუსისაგან, რომელიც ითვლებოდა დროისა და კარის მფარველ ღვთაებად.
იულიუს კეისარმა ძვ. წ. 46 წლის 1 იანვარი წლის დასაწყისად გამოაცხადა. საქართველოში 1 იანვრით წლის დაწყება X ს-დან შემოვიდა, მანამდე კი სექტემბრით იწყებოდა. რომის რესპუბლიკაში ახალი კონსულების არჩევა ხდებოდა 1 იანვარს. სწორედ ამიტომ გამოაცხადა კეისარმა იანვარი პირველ თვედ.
ძველი ქართულით ახალი წლის პირველ დღეს ეწოდებოდა დასაბამი. საქართელოში გრიგორიანული კალენდარი შემოღებული იქნა 1918 წელს და 1918 წლის 18 აპრილი გამოცხადდა 1 მაისად.
თებერვალი რომაულ მითოლოგიაში ტყეთა და მინდორთა, მწყემსთა და ფარათა მფარველი ღვთაება იყო ფავნუსი. ფავნუსს წარმოსახავდნენ, როგორც თხისფეხებიან ახალგაზრდა კაცს. იმ დღეს, როცა ფავნუსს მსხვერპლს სწირავდნენ, იმართებოდა განწმენდის რიტუალი. მსხვერპლად სწირავდნენ თხებსა და ვაცებს. შეწირულ ცხოველთა ტყავისაგან ქამრებს – ფებრუებს – და წინსაფრებს ამზადებდნენ, რომლებსაც ქურუმები რიტუალისათვის იყენებდნენ. ფიქრობენ, რომ სწორედ ამისთვის დაერქვა ამ თვეს თებერვალი (ფებრუა, ფებრუარი).
მარტის სახელი წარმოსდგა ძველ რომაელთა ომის ღმერთის მარსის სახელისაგან.
აპრილის სახელწოდება წარმოსდგება ლათინური სიტყვისაგან „აპერირე“, რაც ქართულად გახსნას ნიშნავს. ამ თვიდან იწყებოდა რომში გაზაფხული.
მაისის სახელწოდება წარმოსდგება რომაელთ ქალღმერთ მაიადან, რომელიც იყო განახლებული ბუნების ღვთაება. მაისის პირველ დღეს რომაელები მსხვერპლს სწირავდნენ ქალღმერთ მაიას.
ივნისი წარმოსდგება ძველ რომაელთა მითოლოგიური ქალღმერთის იუნონას სახელისაგან. იუნონა ნაყოფიერების ქალღმერთად ითვლებოდა.
ივლისის სახელწოდება წარმოსდგება რომის იმპერატორ იულიუს კეისრის სახელისაგან.
აგვისტოს სახელწოდება წარმოსდგება რომის იმპერატორ გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსის სახელისაგან.
სექტემბრის სახელწოდება წარმოსდგება ლათინური სიტყვისაგან „სეპტემ“, რაც ქართულად ნიშნავს შვიდს. ეს თვე ძველ რომაულ კალენდარში რიგით მეშვიდე იყო, სანამ ი. კეისრის რეფორმა გატარდებოდა.
ოქტომბრის სახელწოდება წარმოსდგება ლათინური სიტყვისაგან „ოქტო“, რაც ქართულად რვას ნიშნავს. ძველ რომაულ კალენდარში ოქტომბერი მერვე თვე იყო.
ნოემბრის სახელწოდება წარმოსდგება ძველი რომაული კალენდრის მეცხრე თვის სახელისაგან, ნოვემ – ცხრა.
დეკემბრის სახელწოდება წარმოსდგება ლათინური სიტყვისაგან „დეცემ“, რაც ქართულად ათს ნიშნავს.
5.    ძველი და ახალი სტილის კალენდრის შესახებ
იულიუს კეისარმა მიიწვია რომში ალექსანდრიელი ასტრონომი და მათემატიკოსი სოზიგენე, რომლის რეკომენდაციითაც ქრისტეს შობამდე 45 წლის 1 იანვარს შემოიღო ე. წ. იულიუსის კალენდარი, რომლის წლიური ხანგრძლივობა 365 დღეს ითვლიდა. დარჩენილი 5 საათი, 48 წუთი და 47 წამი 730 წლის შემდეგ ზაფხულის თვეებს ზამთრისად აქცევდა, ხოლო 1460 წლის შემდეგ სრული ბრუნვა მოხდებოდა. ამიტომ ყოველი მესამე წლის შემდეგ ნაკიანი (366 დღიანი) წელიწადი შემოიღეს. ნაკიან წელიწადად ითვლებოდა ის წელიწადი, რომლის რიგითი ნომერი იყოფოდა 4-ზე უნაშთოდ. ამრიგად, იულიუსის კალენდარში წელიწადის საშუალო ხანგრძლივობაა 365,25 დღე-ღამე და იგი 11 წუთით მეტია ტროპიკულ წელიწადზე. შედეგად იულიუსის კალენდარი გრიგორიანულთან შედარებით 1 დღე-ღამის განსხვავებას იწვევს 128 წელიწადში.

325 წელს ნიკეის მსოფლიო კრებამ იულისის კალენდარი მოიყვანა შესაბამისობაში მზისა და მთვარის ბრუნვასთან, აგრეთვე ძველი აღთქმის პასქალიასთან და მის საფუძველზე დაადგინა ქრისტიანული პასქალია და დღესასწაულები. პასქალიას ეწოდა მშვიდობისმყოფელი წრე, საეკლესიო წრე, დიადი ინდიქტიონი და იგი იქცა მეცნიერებად საღვთისმეტყველო, ასტრონომიულ და მათემატიკურ მეცნიერებათა დარგში. მართლმადიდებლური კალენდარი დაფუძნებულია ბიბლიურ კალენდარზე და ეწოდება ინდიქტიონი. მისი რიტმის კრიტერიუმია დიადი პასქალური წრე – დროის მონაკვეთი, რომლის ხანგრძლივობა 532 წელია. ამ წლებს ვღებულობთ მზიური წლისა (28 წელი) და მთვარის წლის (19 წელი) გამრავლების შედეგად: 28X19=532.
იმ კალენდრის მიღება, რომელსაც ჩვენ ახალ სტილს ვუწოდებთ, მოხდა 1582 წელს, რომის პაპ გრიგოლ XIII მიერ, ე. წ. რენესანსის ანუ აღორძინების იდეოლოგიის გავლენით. რეფორმამ უდიდესი წინააღმდეგობა გამოიწვია როგორც მეცნიერებში, ასევე მოსახლეობაში. პირველად იგი შემოიღეს XVI საუკუნის 80-იან წლებში იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში. პოლონეთში, საფრანგეთში, უნგრეთსა და ევროპის ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში, უფრო გვიან – გერმანიაში (XVII–XVIII სს.), ინგლისში (XVIII ს.), იაპონიაში (XIX ს.). 1752 წლის 2 სექტემბერს დიდი ბრიტანეთი გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდა, თითქმის ორი საუკუნით გვიან ვიდრე დასავლეთ ევროპის დიდი ნაწილი.


რევოლუციის წინადროინდელ რუსეთში ახალი სტილი არ იყო შემოღებული. იგი შემოიღეს ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ 1918 წლის 24 იანვრის დეკრეტით. ამ დროისათვის იულიუსის კალენდარი 13 დღე-ღამე „ჩამორჩებოდა“, ამიტომ 1 თებერვალი 14 თებერვლად გამოცხადდა. კვირის დღეები ორივე კალენდარში ერთი-მეორეს ემთხვევა. ამჟამად მსოფლიოს ყველა განვითარებულ სახელმწიფოში გრიგორიანულ კალენდარს იყენებენ.
გრიგორიანული კალენდარის მიხედვით, შეიცვალა ნაკიანი წლის განსაზღვრის სისტემა: ნაკიანად ითვლება ის წელიწადი, რომლის რიგითი ნომერი იყოფა 4-ზე და არ იყოფა 100-ზე. თუკი წლის რიგითი ნომერი იყოფა 100-ზე, ის ნაკიანი იქნება მხოლოდ მაშინ, თუკი ის ასევე იყოფა 400-ზე. ამრიგად, 2000 და 2004 წელი ნაკიანი იყო გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, 1900 წელი კი არა. შედარებისთვის, იულიუსის კალენდარის მიხედვით კი სამივე მათგანი იქნებოდა ნაკიანი.
გრიგორიანული კალენდრის შემოღება ასე დაიწყო: რომის პაპ გრიგოლ XIII-ის სპეციალური ბრძანებით 4 ოქტომბრის (ხუთშაბათის) მომდევნო დღედ 15 ოქტომბერი (პარასკევი) გამოცხადდა. დღეები 5-დან 14-ის ჩათვლით უბრალოდ ამოყარეს. რეფორმამ სულ შეცვალა ისტორიული ქრონოლოგია. ძალზედ ძნელია ახალი სტილით ისტორიული მოვლენების დათარიღება, ამიტომ მეცნიერები ამ გამოთვლებს ისევ იულიუსის კალენდრით აწარმოებენ. 1582 წელს კონსტანტინეპოლში ჩატარდა საეკლესიო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ კონსტანტინეპოლის პატრიარქი იერემია II, ალექსანდრიის პატრიარქი სილვესტერი, იერუსალიმის პატრიარქი სოფრონიუსი და სხვა მღვდელმთავრები. კრების განჩინება ანატჰემას უცხადებს უღვთო ასტრონომთა გრიგორიანული პასქალიის მიმდევრებს. ნიშადობლივია ისიც, რომ ახალი სტილი საქართველოში ცეცხლითა და მახვილით დაამყარა ბოლშევიკურმა რეჟიმმა, რათა კიდევ უფრო არეულიყო სიტუაცია მართლმადიდებლურ სამყაროში და საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში, თუმცა საქართველოს მოსახლეობა დღემდე არ შეეგუა ახალ სტილს და სოფლების უმრავლესობა შობა ახალ წელს კვლავ ძველი სტილით აღნიშნავს. 1900–2100 წლებში ძველსა და ახალ სტილს შორის სხვაობა 13 დღე შეადგენს. მართლმადიდებელ ქვეყნებში, გარდა რუსეთის ყოფილი იმპერიისა, ახალი კალენდარი შემოღებული იყო მხოლოდ სამოქალაქო ცხოვრებაში, რაც იწვევდა დიდ უხერხულობას: ორი კალენდრის სარგებლობის დროს ფრიად ძნელია დაიმახსოვრო, თუ რომელი რიცხვია დღეს ძველისა და ახალის კალენდრით. ამ გარემოებას ყურადღება მიაქცია კონსტანტინეპოლის ცნობილმა პატრიარქმა იოაკიმე III-მ. კათედრაზე ასვლის თანავე (1902 წელს), მან დაუგზავნა ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, სხვათა შორის რუსეთის უწმიდეს სინოდსაც, ეპისტოლე, რომელშიდაც ხაზგასმით აღნიშნავდა ახალი სტილის შემოღების აუცილებლობას. უწმიდესმა სინოდმა, რომელმაც კარგად იცოდა, რომ ახალ სტილზე ლაპარაკი უკვე 1830 წელში მოსპო ნიკოლზ I-მა, პრინციპიალურად მაინც გაიზიარა იოკაიმე პატრიარქის მოსაზრებანი, მაგრამ „მართლმადიდებელ ქრისტეანეთა საეკლესიო ცხოვრების შერყევის თავიდან ასაშორებლად“ შესაძლოდ სცნო მხოლოდ რიცხვთა სახელის გამოცვლა და ახალი სტილის წმ. მოწამის ბონიფანტეს დღიდან დაწყება (ძველი სტილით 19 დეკემბერი), და არა წმ. ბასილის დღიდან (1 იანვარი ძველი სტილით). სინამდვილეში კი უწმიდესი სინოდის ეს სურვილიც ვერ განხორციელდა: ხელი შეუშალეს იმათ, ვინც 1830 წ. მოსპეს ამ საკითხზე ლაპარაკი, ანუ ნიკოლოზ I-ის იდეოლოგიის მომხრეებმა. 1917 წ. მოხდა რევოლუცია. საკანონმდებლო ორგანოებში დაისვა კალენდრის საკითხიც. ყოველივე ეს გამოიწვევდა აურზაურს ეკლესიაში. 1918 წლის 14 აპრილს კათოლიკოს პატრიარქს კირიონს მოუვიდა ამიერ კავკასიის სეიმიდან ტელეფონოგრამა: „აპრილის 13 მიღებულ იქმნა კანონი ამიერკავკასიის რესპუბლიკებში ახალი დროთა აღრიცხვის შესახებ; აპრილის 18 უნდა ცნობილ იქმნას მაისის პირველად. აღდგომა იდღესასწაულება მაისის 5 (ძველი სტილით აპრილის 22). ამის მიხედვით მოძრავი დღესასწაულები წაიწევიან წინ 13 დღით. ინებეთ სათანადო განკარგულება“. ტელეფონოგრამა მოისმინა საკათალიკოსო საბჭომ, რომელმაც სეიმის კანონს დაურთო თავისი ლოცვა-კურთხევა და გადააგზავნა ეაპარქიებში სახელმძღვანელოდ. ამდენად საქართველოში გრიგორიანული კალენდარი შემოღებული იქნა 1918 წელს და 1918 წლის 18 აპრილი გამოცხადდა 1 მაისად.
1918 წლის 18 აპრილიდან ძველი სტილით, ანუ 1 მაისიდან ახალი სტილით, ჩვენ სამოქალაქო ცხოვრებაში შემოღებულ იქნა ახალი კალენდარი, ხოლო საეკლესიოში კი დარჩა ძველი: წლის უკანასკნელ თვეს ჩვენმა ხალხმა და ეკლესიამ უწოდა ქრისტეშობისთვე იმიტომ, რომ ამ თვის 25-ს ვდღესასწაულობთ ქრისტესშობას. ორმაგი კალენდრის ხმარების დროს კი ქრისტეს შობას ვდღესასწაულობდით 7 იანვარს, იმ თვეში, რომელსაც რომაელებმა უწოდეს ეს სახელი ფლიდობისა და ორპირობის კერპის იანუსის მოსაგონებლად. ახალი წელიწადი, ჩვენი ხალხის შეგნებაში დაკავშირებულია მაცხოვრის წინადაცვეთის დღესთან, ხალხში ფრიად ცნობილ წმ. ბასილი დიდის ხსენებასთან და შობის შემდეგ ხსნილ დღესთან; ორმაგი კალენდრის შემოღების შემდეგ კი შეუერთდა ხალხისათვის თითქმის უცნობ წმ. ბონიფანტეს სახელს და აღმოჩნდა შობის წინა მარხვაში. მარხვაში ახალწელიწადს და იანვარში შობას ხალხი ვერ ურიგდებოდა; ხალხის დიდი ნაწილი ახალწელიწადს ძველბერძნულად დღესასწაულობდა, შობის სწორზე. ძალიან დიდი გართულება იყო ხალხისათვის ეს გაურკვევლობა, რადგან ცოდვაში ჩავარდნა გარდაუვალი იყო. ამ არევ-დარევას ბოლო მოუღო განჩინებამ, რომელიც დაადგინეს სრულიად საქართველოს ეკლესიის IV კრებაზე, 1927 წლის 24 ივნისს. ეს იყო იძულებითი კომპრომისი ქართული ეკლესიის მხრიდან. კერძოდ, გამოიტანეს დადგენილება – საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ახალი სტილის კალენდრის შემოღების შესახებ. ამ დადგენილების თანახმად კალენდარი შემოღებულ იქნა 1927 წლის 27(14) ნოემბრიდან, ამ დროს ეკლესიის მოდერნიზაციაზეა საუბარი და ქართულ ეკლესიას აღარ უნდა ვითარების გართულება, რის შემდეგაც წმინდანები იხსენიებოდა ახალი სტილის კალენდრით, სწორედ იმ რიცხვებში, როგორც უჩვენებდნენ საეკლესიო წიგნები. რაც შეეხება პასექის (აღდგომის) დღესასწაულს, რომელიც თვის რიცხვს არ მისდევს, მოციქულთა VII და ანტიოქიის I კრების თანახმად, მისი და მასზე დამოკიდებულ მოძრავ უქმეთა და დიდმარხვის გადახდა დატოვებულ იქნა სრულიად საქართველოს ეკლესიის სინოდის მიერ მთვარის მოქცევასთან შეფარდებით, სწორედ ისე, როგორც აქამდე დღესასწაულობდა მართლმადიდებელი ეკლესია. აღნიშნული დადგენილების მტკიცედ შესრულება დაევალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა სასულიერო პირს. ამასთან ისინი აღნიშნავდნენ, რომ მსოფლიო (კონსტანტინეპოლის) საპატრიარქო ეკლესია და მასთან ერთად საბერძნეთისა (ელადის) და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიები გადასულნი არიან ახალი სტილის კალენდარზე. მღვდელმთავრები მოუწოდებდნენ თავიანთ სულიერ შვილებს, რომ ამ ფაქტს მშვიდად შეხვედროდნენ, რადგან ახალი სტილის კალენდარი უფრო შეუცდომლად აღნიშნავს დღესასწაულებისადმი მიჩენილ დროს, ვიდრე ძველი კალენდარი, რომელიც მეცნიერთა გამოკვლევების თანახმად ჩამორჩენილია ნამდვილ წელიწადს 13 დღით. ახალი სტილის შემოღება ფრიად უდგება იესო ქრისტეს შობის დღესასწაულს. 377 წლამდე მართლმადიდებელი ეკლესია შობას დღესასწაულობდა 6 იანვარს, ნათლისღებასთან ერთად, სწორედ ისე, როგორც დარჩა ეს შეერთებული დღესასწაული სომეხგრიგორიანთა ეკლესიაში. კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსის წმ. იოანე ოქროპირის ინიციატივით შობის დღესასწაული გამოეყო ნათლისღების დღესასწაულს და გადატანილ იქნა 25 დეკემბერს. იმდროინდელი სწავლულების გამოკვლევით, ქრისტეს შობა მოხდა ზამთრის მზის მოქცევის დღეს, 25 დეკემბერს, სწორედ იმ დღეს, როცა მზე და დედამიწა იწყებენ ერთმანეთთან დაახლოვებას, მზე მეტს სინათლესა სითბოს უგზავნის დედამიწას, დღის სიგრძე მატულობს, ღამისა კლებულობს და ქვეყანას ეფინება სიცოცხლე და სიხარული, ზუსტად ასე არის ნათქვამი შობის ტროპარში: „შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისაო“, ხოლო თვით მაცხოვარი წოდებულია „მზედ სინათლისად“. იესო ქრისტე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, იოანე ნათლისმცემელის, ამ სიმართლის მზის მთიების (ცისკრის ვარსკვალავის) დაბადების დღედ დანიშნული იყო ზაფხულის მზის მოქცევის (ანუ უკუქცევის) დღე – 24 ივნისი, რომელსაც, ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, ამჟამად ადგილი აქვს იულიუსის კალენდრით 9 ივნისს. მაშასადამე ამ დღესასწაულს ახალი სტილის კალენდრით უქმობა უფრო შეეფერება სინამდვილეს, ვიდრე ძველზე დატოვება. აღსანიშნავია, რომ თუ გრიგორიანული კალენდრით, შობა აღინიშნება 25 დეკემბერს, ამ დროს მართლამდიდებლური კალენდრით 12 დეკემბერია (წმ. მღვდელმთავარ სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენება), ხოლო რაც შეეხება აღდგომას (პასქალიის დღესასწაულს), მას აღნიშნავენ ერთსა და იმავე დღეს, როგორც გრიგორიანული კალენდრის მიმდევრები, ასევე – იულიუსის, რადგან 2000 წლის განმავლობაში იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ძველი სტილით აღდგომის წინ, შაბათ დღეს ზეციდან გარდამოდის ღვთაებრივი ცეცხლი, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელი პატრიარქის, კერძოდ კი იერუსალიმის ეკლესიის პირველიერარქის მიერ ეძლევათ, როგორც მართლმადიდებელ ეკლესიებს, ისე სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლებს. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, შობიდან (12/25 დეკემბერი) აღდგომამდე უფრო მეტი დროა, ვიდრე იულიუსის კალენდრის მიხედვით (25 დეკემბერი/7 იანვარი).
6. იულიუსის კალენდრის უპირატესობა გრიგორიანულთან
იულიუსის კალენდარი გამოირჩევა დროის ბიბლიური ორიენტირებით. ბიბლიამ დროის გაზომვის ერთდროულად სამი ორიენტირი მიგვითითა: მზე, მთვარე და ვარსკვლავები. იულიუსის კალენდარი ვარსკვლავურ-მზისიერი წლის კალენდარია. იგი შეთანხმებულია, აგრეთვე, მთვარის ფაზებთანაც. ამრიგად იულიუსის კალენდარი, რომელიც დროის ამ სამ ორიენტირს ეყრდნობა, მათი ჰარმონიზაციის დასკვნით ეტაპს წარმოადგენს და ამ მხრივ ბადალი არა ჰყავს არც წარსულში, არც აწმყოში. მართლმადიდებლური კალენდარი დაფუძნებულია ბიბლიურ კალენდარზე და ეწოდება ინდიქტიონი. მისი რიტმის კრიტერიუმია დიადი პასქალური წრე – დროის მონაკვეთი, რომლის ხანგრძლივობაა 532 წელი – წლების რაოდენობა, რომელსაც ვღებულობთ მზიური წლის (28 წელი) და მთვარის წლის (19 წელი) გამრავლების შედეგად: 28×19=532. ინდიქტიონი იძლევა კოსმოსური, ისტორიული და ლიტურგიკული ქრონოლოგიის ერთობლიობას. ამ ჟამთა აღრიცხვით ადამიანის ცხოვრების რიტმი შეჯერებულია მზის, მთვარისა და სხვა ციური სხეულების მოძრაობის რიტმთან, რაც აძლევს მას საშულებას, მოაწესრიგოს ამქვეყნიური ცხოვრება და მისცეს მას მიმართულება მარადიული, ღვთიური განზომილებისაკენ. სწორედ ამიტომ არ უნდა დათმოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავისი საეკლესიო კალენდარი.
იმ კალენდრის მიღება, რომელსაც ჩვენ ახალ სტილს ვუწოდებთ, მოხდა 1582 წელს, რომის პაპ გრიგოლ XIII მიერ, ე. წ. რენესანსის ანუ აღორძინების იდეოლოგიის გავლენით. რეფორმამ უდიდესი წინააღმდეგობა გამოიწვია როგორც მეცნიერებში, ასევე მოსახლეობაში. გრიგორიანული კალენდრის (ახალი სტილის) შემოღება ასე დაიწყო: რომის პაპ გრიგოლ XIII-ის სპეციალური ბრძანებით 4 ოქტომბრის (ხუთშაბათის) მომდევნო დღედ გამოცხადდა 15 ოქტომბერი (პარასკევი). დღეები 5-დან 14-ის ჩათვლით უბრალოდ ამოყარეს. პარასკევი უწევდა 5, 12 და 10 ოქტომბერს, პაპის ბრძანებით კი 15 ოქტომბერი გახდა. რეფორმამ სრულიად არია ისტორიული ქრონოლოგია. ძალზედ ძნელია ახალი სტილით ისტორიული მოვლენების დათარიღება, ამიტომ მეცნიერები საერთოდ ამ გამოთვლებს ისევ იულიუსის კალენდრით აწარმოებენ ხოლმე. საუბარი იმის შესახებ, თუ რომელი კალენდარია უფრო ზუსტი, შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ორივე კალენდარს ექნებოდა ერთი ორიენტირი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ გრიგორიანულ კალენდარში მხოლოდ მზის ფაქტორია გათვალისწინებული. მთვარის ფაზებს არავითარი კავშირი მასთან არა აქვს. იგი გულისხმობს მხოლოდ მზის დამოკიდებულებას დედამიწასთან, რის გამოც მას შეიძლება ვუწოდოთ გეოცენტრული; იულიუსის კალენდარს კი – კოსმიური, რადგანაც იგი ითვალისწინებს მზის, მთვარისა და ვარსკვლავების ფაქტორებს. შეხედულება, თითქოს იულიუსის კალენდარი ზუსტი არ არის და მასთან შედარებით უპირატესობა აქვს გრიგორიანულ კალენდარს, სიმართლეს მოკლებულია. უნდა აღინიშნოს, რომ აბსოლუტურად ზუსტი კალენდარი არ არსებობს და თუ შედარებით სიზუსტეზე გვაქვს საუბარი, ვარსკვლავური კალენდარი უფრო მდგრადია, ვიდრე მზისა. სხვაობა ამ ორ კალენდარს შორის, რომელიც შეადგენს XX საუკუნეში 13 დღეს, არის არა ვარსკვლავური კალენდრის ცდომილება, არამედ განსხვავება აღნიშნულ კალენდრებს შორის და იგი გაიზრდება მომდევნო საუკუნეში 14-მდე, შემდეგ 15-მდე და ა.შ., რადგან მზის ირგვლივ დედამიწის მოძრაობდა თანდათანობით ნელდება. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები წერდნენ, რომ ერთადერთი ზუსტი კალენდარი არის ეგვიპტელთა კალენდარი. ასტრონომიული თვალსაზრისით, იულიუსის კალენდარს ახასიათებს საკმარისი სიზუსტე და ჰარმონიულობა დღე-ღამესა და წელიწადს შორის: ა) მკაცრი მონაცვლეობა ჩვეულებრივი და ნაკიანი წლებისა (რიტმში 3-1); ბ) თანაბარი რაოდენობა ნაკიანი წლებისა ყველა საუკუნეში; გ) კავშირი მთვარის კალენდართან – 28 წლიანი ციკლი, როცა კვირეულის დღეები თვის იგივე რიცხვებს ემთხვევა; დ) 19 წლიანი ციკლი, როცა მთვარის ფაზები მეორდება; ე) პასქალიის ციკლი, ანუ დიდი ინდიქტიონი 532 წელი, რომლის გავლის შემდგომ მეორდება განლაგება მთვარის ფაზებისა, დღეებისა, კვირეულებისა და თვის რიცხვებისა, ანუ პასექის დღესასწაული პერიოდულ სახეს ღებულობს. გრიგორიანული კალენდარი გაუბრალოების გზას დაადგა: კოსმიური ორიენტირებიდან მან მხოლოდ მზე დატოვა და სამყაროსთან მიმართებაში პრიმიტიულ გეოსეზონურ კალენდრად იქცა. ნიშანდობლივია, რომ კალენდარულ კომისიას იეზუიტი კირსტოფ კლავიუსი ხელმძღვანელობდა, მაგრამ რეფორმის ავტორად თვით „უცთომელი“ რომის პაპი ცხადდებოდა. დამზადდა სპეციალური მედალი გრიგოლ XIII-ის გამოსახულებით, რომლის წარწერაც ღაღადებდა: „საუკეთესო ქურუმთა შორის“. პაპის ბულა ეკლესიისგან განკვეთის მუქარით უბრძანებდა თავის ქვეშევრდომებს უსიტყვოდ მიეღოთ ახალი კალენდარი. ცნობილი ლათინი მეცნიერები, რომლებმაც გაბედეს და ხმა ამოიღეს კალენდარული რეფორმის წინააღმდეგ, საშინელი სასჯელის მუქარით დაადუმეს. ახალი კალენდრის ყველაზე ენერგიული გამავრცელებლები იმ დროს მეცნიერები კი არ იყვნენ, არამედ იეზუიტები. 1582 წელს კონსტანტინეპოლში ჩატარდა საეკლესიო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ კონსტანტინეპოლის პატრიარქი იერემია II, ალექსანდრიის პატრიარქი სილვესტერი, იერუსალიმის პატრიარქი სოფრონიუსი და სხვა მღვდელთმთავრები. კრების განჩინება ანათემას უცხადებს უღვთო ასტრონომთა გრიგორიანული პასქალიის მიმდევრებს.
„და უწოდა ღმერთმან ნათელსა დღე და ბნელსა უწოდა ღამე. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად – დღე ერთი. … და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად – დღე მეორე. … და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად – დღე მესამე“… და ა. შ. სად გაქრა 13 მწუხრი და 13 განთიადი, ანუ 13 დღე? პასუხი სავალალოა – ეს დღეები რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ შესწირა რაციონალისტურ აზროვნებას. ჰქონდა თუ არა მას ასეთი მსხვერპლშეწირვის უფლება – ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, დღეს კაცობრიობის უდიდესი ნაწილი ამ მსხვერპლს დიდი ზარზეიმითა და კარნავალებით სწირავს. გრიგორიანულ სტილს ვერ მიუსადაგებ ქრისტიანული პასქის დღესასწაულის აღნიშვნის წესს. კათოლიკებმა დაიწყეს საეკლესიო კრებათა მიერ დადგენილი წესების დარღვევა. რამდენჯერმე მათ ქრისტეს აღდგომა ებრაელთა პასექამდე იდღესასწაულეს. ასე მოხდა 1864, 1872, 1883 წლებში. 1850 წლიდან 1950 წლამდე 15 ასეთი შემთხვევა მოხდა, ხოლო 1891 და 1894 წლებში მთელი ერთი თვით დაასწრეს პასექს. 1805, 1825, 1903, 1927, 1981 წლებში მათ აღნიშნეს აღდგომა ებრაელთა პასექის დღეს. არადა სახარებაში ნათლად ჩანს, რომ ქრისტეს აღდგომა ებრაელთა პასექის შემდგომ მოხდა. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მართლმადიდებელ ეკლესიას არ შეუძლია გრიგორიანული კალენდრის, ანუ ახალი სტილის მიღება. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ თვითონ განკაცებული სიტყვა ღვთისა იესო ქრისტე იულიუსის კალენდრით ცხოვრობდა დედამიწაზე და არ ჩათვალა საჭიროდ მისი შეცვლა. მოდით ჩავუკვირდეთ, რა აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დაჟინებით მოითხოვენ მართლმადიდებელთა საეკლესიო კალენდრის შეცვლას, რა ინტერესები ამოძრავებთ მათ? ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მათი სურვილია რომ დიადი საეკლესიო დღესასწაულები, როგორიცაა შობა და აღდგომა აღნიშნოს გრიგორიანული კალენდრით, ანუ ახალი სტილით. ამ მოვლენას საფუძვლად უდევს სრულიად პრაგმატული მოსაზრება, – როდესაც მთელი „ცივილიზებული“ სამყარო აღნიშნავს შობა-ახალწელს, ჩვენი ეკლესია მარხვას იცავს, რაც ხელს უშლის მათ ზეიმს.

http://umurgulia82.blogspot.com/2016/12/blog-post_7.html

ცისარტყელა.

ვდებ ჩემს ცისარტყელას ღრუბელში ნიშნად აღთქმისა ....



9. აჰა, გიდებთ აღთქმას თქვენ და თქვენს შთამომავლობას,

10. ყოველ სულდგმულს, რომელიც კი თქვენთან არის, ფრინველს, პირუტყვს, მიწის ყველა მხეცს, რომელიც კი თქვენთან არის, ყველას, კიდობნიდან გამოსულს,

11. გიდებთ აღთქმას, რომ აღარ აღგვის ხორციელს წარღვნა და აღარ მოვა წარღვნა ქვეყნის დასაღუპავად.

12. თქვა უფალმა ღმერთმა: ეს იყოს ნიშანი აღთქმისა, რომელსაც ვდებ ჩემსა და თქვენს შორის, და თქვენთან მყოფ ყოველ სულდგმულს შორის, თაობიდან თაობამდე, სამარადისოდ;

13. ვდებ ჩემს ცისარტყელას ღრუბელში ნიშნად აღთქმისა ჩემსა და ქვეყანას შორის.

14. როდესაც ქვეყანას ღრუბლით დავღრუბლავ და გამოჩნდება ღრუბელში ცისარტყელა,

15. მაშინ გავიხსენებ აღთქმას ჩემსა და თქვენს შორის, ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის, და აღარ გადაიქცევა წყალი წარღვნად ყოველი ხორციელის დასაღუპავად.

16. გამოჩნდება ჩემი ცისარტყელა ღრუბელში, დავინახავ მას და გავიხსენებ მარადიულ აღთქმას ღმერთსა და ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის, რაც კი არის ამქვეყნად.

17. უთხრა ღმერთმა ნოეს: ეს იყოს ნიშანი ჩემი აღთქმისა, რომელიც დაგიდევით თქვენ და ყოველ ხორციელს, რაც კი არის ამქვეყნად.



ნადირობა - მორის ფოცხიშვილი

ჭალაში ბალანაშლილი
თეთრი სეტერი ქრის...
მწყერი ბალახში წრიალებს,
აფრინდება და... ფრრი...

სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს.
ვაიმე, ჩემი სიცოცხლეც
იქნებ ასეა დღეს.

ვიდრე მიწაზე დავდივარ,
ყველა სიკეთეს მგვრის,
- ავფრინდები და... ვაიმე...
ავფრინდები და ფრრი...

ტყვიაც იწივლებს შურისა,
მთლად მიმიმსხვრევენ ფრთებს,
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს.

შავი საფანტი ირევა...
თეთრი სეტერი ქრის...
მე მაინც უნდა ავფრინდე,
- ავფრინდები და... ფრრი...






ფრთხილად - გალაკტიონ ტაბიძე

ფრთხილად, ხელი არ შეახო ჩემს დაფარულ გულის ძგერას,
გული იგი არ დაინდობს შენს უმანკო ბედისწერას!
ფრთხილად, ფრთხილად! დაუკვირდი ჩემს ქცევას და თვალთა ცქერას
და ნუ ცდილობ თვალებიდან საიდუმლოს გადაწერას.
საიდუმლო, რომლის ტკივილს განიცდიდა მარად გული,
საიდუმლო, რომლის სევდამ გადმოღვარა სინანული.
საიდუმლო, რომლის გესლი სირცხვილივით მდევდა, მდევდა,
საიდუმლო, რომლის სიღრმეს ვერ დაიტევს შენი სევდა!
ო, ამ მწარე საიდუმლომ თავგანწირვა შექმნა მწარე
და ამოსწვა ჩემი სული, ერთხელ წმინდა, მოელვარე.
და ამოსწვა სული, მაგრამ შეუერთდა თვით ალს ნაქსოვს,
თვით დაიწვა და არ ვიცი, ეხლა მახსოვს თუ არ მახსოვს?
მე არც ვნანობ, იგი მიღირს თვით სიკვდილად, თვით სიკვდილად;
ჩემს დაფარულ გულის ძგერას, ნუ შეარხევ... იყავ ფრთხილად!



ბავშვობა - შო კო

რა ვთქვა და ბავშვობა მთავრდება არასდროს.
თვალებშიც მრავალი ნათელი ფერია,
ეცემი.მტკივან მუხლს,იფარავ ხელებით
და დედას ეძახი როგორაც გჩვევია.
ჩვეულად მოდის და ჩვეულად მშვიდდები,
დედის თვალის ფერი იმედის ფერია,
იძინებ ზღაპრებით,თუმც გახდი ოცის და
თითქოს საკვირველი აქ არაფერია.
გინდა და ჯიუტობ ისევე ბავშვურად,
კვლავ უარს აცხადებ,არ გინდა წვნიანი,
დედა კვლავ გაძალებს,შენც ჭამ სხვა რა გზაა?
,,ამ წვნიანს არ შეჭამს შენ გარდა არავინ"! 
ბავშვობის სიყვარულს კვლავ გულით ატარებ,
თუმც წლები გავიდა,შეცვალა ვერავინ,
ცრემლებით ასველებ ისევე სასთუმალს,
ბავშვობა შენშია,რაც არის ეს არის!
ბავშვურად მიჰყვები კვლავ სოფლის შარაგზას,
ნაწვიმარ გუბეებს არ უვლი,ფხიზლდები.
,,ბებო,რას აკეთებ?დიდი გოგო ხარო"
სანამდე ბებიის არ გესმის სიტყვები.
ბავშვურად იღიმი,ბავშვურად იხუტებ,
ბავშვურად ხარობ და ბავშვურად იცლები.
ამ ოდას ზუსტად ის ბავშვობის სუნი აქვს,
ზუსტად ის ფერი აქვს,გავიდა თუმც წლები.
უყურებ შენს ირგვლივ შეცვლილს ბევრ თანატოლს,
როგორ დიდობენო,თან ბრაზობ, თან ფიქრდები,
ნუთუ ის ბავშვობა მხოლოდ ჩემში დარჩა?!
თუ ყველა იზრდება,მე რატომ არ ვიზრდები?
რად ვირგებ ისევე ვარდისფერ სათვალეს,
რატომ მესიზმრება ფერადი სიზმრები?
რად მჯერა ბავშვურად პრინცის არსებობის?!
თუმც გულიც მატკინეს,მაინც არ ვიცვლები!
მჯერა ვარდისფერი ბავშვური სამყაროს.
მჯერა ზღაპრების და ფერადი სიზმრების.
და ვიჭერ ბავშვობას ჩემში, ისე ძლიერ,
არ ვაძლევ უფლებას დამტოვოს,ვპირდები;
რომ არ მომწყინდება,რომ არ მივატოვებ,
რომ მუდამ პატარა გოგონა ვიქნები,
რა გითხრათ?ბავშვობა არასდროს მთავრდება,
თუ გჯერათ პრინცის და ფერადი სიზმრების!

http://poetry.ge/



воскресенье, 24 декабря 2017 г.

გზა ბავშვობიდან სიბერემდე


„იმას, ვისი გონებაც არ შეესაბამება მისსავე ასაკს, თავისი ასაკის მთელი უბედურება ატყდება თავზე“. ვოლტერის ამ სენტენციის მოხმობით იწყებს  მსჯელობას ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი არტურ შოპენჰაუერი თავისი ცნობილი წიგნის, „ცხოვრებისეული სიბრძნის აფორიზმების“, ბოლო თავს: „ასაკობრივი სხვაობისათვის“. მრავალ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად  იგი იმასაც განიხილავს, თუ როგორ იცვლება  ადამიანის ზრდასთან ერთად  მისის დამოკიდებულება საკუთარ თავსა, გარემოსა თუ სამყაროსთან. „მთელი სიცოცხლის განმავლობაში ჩვენ მხოლოდ აწმყოს ვფლობთ და მეტს არაფერს“, _ წერს იგი. მისი აზრით, განსხვავება ცხოვრების დასაწყისსა და ბოლოში ისაა, რომ დასაწყისში ადამიანი ხედავს ხანგრძლივ მომავალს,  ბოლოს კი _ უკან მიტოვებულ ხანგრძლივ წარსულს.  აწმყოს აღქმის რაობას კი განაპირობებს ადამიანის  ტემპერამენტი და არა ხასიათი.  იგი ორ არსებით საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. ესენია:


  1. შემეცნება;
  2. ნების გამოვლენა.


ცხოვრების პირველ მეოთხედში სწორედ შემეცნება განაპირობებს  იმ ბედნიერებას, რომელიც შემდგომ „დაკარგულ სამოთხედ“ განიცდება.  ბავშვის გონება ხარბად აკვირდება მისთვის სრულიად უცნობ ცხოვრებას, სადაც „ყველაფერი სიახლის ხასხასა ფერებით ბზინავს“.  „სწორედ ამის შედეგია ის სერიოზული, ჭკვიანური მზერა, რომელსაც ესოდენ ზუსტად გადმოგვცემს რაფაელი თავის ანგელოზებსა და, განსაკუთრებით, „სიქსტის მადონაში“.  მისი აზრით, ბავშვობის წლები ყველაზე პოეტურია ადამიანის ცხოვრებაში, რადგან  პოეზიის თუ, ზოგადად, სხვა ხელოვნების არსი ისაა, რომ თითოეული მოცემული საგნიდან გამოიტანოს მისი „პლატონური იდეა“.  ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი  მთლიანობაში აღიქვამს ყოველივეს. ყველა სახესა თუ საგანში ბავშვი ჭვრეტს „მარადისობის ერთგვარ ხატებას“ (სპინოზა).  სწორედ ამით ხსნის იგი იმ გამაოგნებელ განსხვავებულ  შთაბეჭდილებას, რომელსაც ერთი და იგივე საგანი იწვევს ბავშვობასა  თუ მოწიფულობაში ხილვისას.

შოპენჰაუერის აზრით, ბავშვობაშივე ეყრება მტკიცე საფუძველი მსოფლმხედველობას, რომელიც შემდგომ კი ვითარდება, მაგრამ არსებითად უცვლელი რჩება. აღზრდა ადამიანს თავს ახვევს ცნებებს, მაგრამ ცოდნის არსებითი ელემენტები ცნებებით არ ეძლევა ადამიანს. ყოველგვარი შემეცნების საფუძველი სამყაროს თვალსაჩინო აღქმისა და წვდომის უნარია.  აქ ფილოსოფოსი აღზრდასთან დაკავშირებით საკმაოდ პესიმისტურ აზრსაც გამოთქვამს: „თვით პესტალოცის პედაგოგიურ ხელოვნებასაც კი არ შეუძლია მოაზროვნე ადამიანად აქციოს ის,  ვინც ბრიყვად დაიბადა. ბრიყვად დაბადებული ბრიყვადვე მოკვდება“ (პესტალოცი მე-19 საუკუნის ცნობილი შვეიცარიელი პედაგოგი იყო).

მხოლოდ ბავშვი ისრუტავს და ისისხლისხორცებს ყოველივეს, რასაც ხედავს,  ამიტომაც ასე წარუშლელად აღიბეჭდება მეხსიერებაში ბავშვობის შთაბეჭდილებები.  მისთვის სამყარო ობიექტურად არსებული, მომხიბლავი და დაუსრულებელი ბედნიერების მომნიჭებელია. მოგვიანებით კი  ჩნდება ნამდვილი ცხოვრების შემეცნების წყურვილი, რასაც ილუზიების მსხვრევა მოჰყვება: „შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობაში ცხოვრება ერთგვარ დეკორაციად წარმოგვიდგება, რომელსაც შორიდან ვხედავთ,  სიბერეში კი ეს იგივე დეკორაციაა, მხოლოდ ახლოდან დანახული“. „ცხოვრებას ჯერ პოეზიით შევიცნობთ და შემდეგ მისი ნამდვილი სახით“.

შოპენჰაუერის აზრით, ბავშვობის ბედნიერებას ისიც განაპირობებს, რომ  ისინი ერთმანეთს ჰარმონიულად ეხამებიან, ჰგვანან, მაგრამ სიჭაბუკეში ურთიერთგანსხავება და დაშორიშორება იზრდება და სულ უფრო მეტი მანძილი ყოფს ადამიანებს ერთმანეთისგან იმ წრის რადიუსებივით, გამუდმებით რომ ფართოვდება. თანდათან კი ჩნდება უბედურების შიში, რომელიც  ბედნიერების დაუოკებელ წყურვილს გადაფარავს,  ამის დასტურად შოპენჰაუერს პირადი მაგალითი მოჰყავს: „სიჭაბუკეში კარზე რომ მომიკაკუნებდა ვინმე, გახარებული ვამბობდი; „მადლობა ღმერთს“, მაგრამ გავიდნენ წლები, ახლა იგივე ვითარება ჩემში შიშს თუღა იწვევს და მე ვამბობ: „აი, ისიც“.

შოპენჰაუერი ყურადღებას ამახვილებს ადამიანის მარტოსულობაზე და აღიშნავს: „სიჭაბუკეში ადამიანს ჰგონია, რომ ყველამ მიატოვა, ხანშიშესული კი ფიქრობს, რომ თვითონ გაექცა ყველას. პირველი, ძალზე უსიამოვნო განცდა, კაცთა ვერცნობისგან იღებს დასაბამს. მეორე, სასიამოვნო კი, მათი ცნობისაგან“. „ადამიანს სძულს ან უყვარს მარტოობა, ესე იგი, თავისი თავის ამარა ყოფნა,  იმისდა კვალად, თუ რამდენად ფასეულია მისი შინაგანი სამყარო“.

მისი აზრით, „ცხოვრება შეიძლება ტილოს მოქარგულ ნაჭერს შევადაროთ, რომლის წაღმა პირსაც ადამიანი თავისი ცხოვრების პირველ ნახევარში ხედავს, უკუღმა პირს კი _ მეორეში. მართალია, ეს უკანასკნელი არც ისე მშვენიერია, მაგრამ გაცილებით მეტს კი გვასწავლის, რადგანაც მასზე შეიძლება თვალი გავადევნოთ, როგორ ეწვნიან ძაფები ერთმანეთს“.  მისი აზრთ, სიჭაბუკეში თვით დროც კი გაცილებით უფრო ზანტად მიიზლაზნება. ამიტომაც სიცოცხლის პირველი მეოთხედი არა მარტო ყველაზე ბედნიერი, არამედ ყველაზე გრძელი პერიოდიც, გაცილებით უფრო მეტ მოსაგონარს გვიტოვებს. სიცოცხლის შემოდგომაზე კი დღეები უფრო მოკლე, მაგრამ, ამასთან, უფრო მშვიდი და ნათელია. გალაკტიონი ამავე აზრს ასე გამოთქვამდა:

„ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა –

დაუნდობელი სურვილი ლომის!

და ყოველივე როგორ ნაზდება,

როცა ახლოა მზე შემოდგომის“ („ცამეტი წლის ხარ“).

შოპენჰაუერის აზრით, სიჭაბუკე ვნებათაღელვის დროა, სიბერე კი _ სიმშვიდისა. ბავშვი ხარბად ეპოტინება ყველაფერს, რაც ესოდენ მშვენიერი და ფერადოვანი ეჩვენება, ყველაფერი უჩვეულო ძალით აღაგზნებს, რადგანაც მისი აღმქმნელობა ახალია და ცინცხალი. იგივე ითქმის სიჭაბუკეზედაც, მხოლოდ მისი ცნობისწადილი კიდევ უფრო ძლიერია და მძაფრი. მასაც ასევე აღაგზნებს ეს ჭრელი სამყრო თავისი მრავალფეროვანი ფორმებითურთ და მისი წარმოსახვა აქედან გაცილებით მეტსა ქმნს, ვიდრემ სინამდვილემ შეიძლება მისცეს. ისიც ხარბად მიელტვის რაღაც ბუნდოვანს და გაურკვეველს, მოსვენებას რომ არ აძლევს მას, რომლის გარეშეც არ არსებობს ბედნიერება.  სიბერეში კი ადამიანი თავისუფლდება ილუზიების, ქიმერებისა და ცრურწმეების ტყვეობისაგან. ადამიანი მხოლოდ ხანდაზმულობისას იმსჭვალება ჰორაცისეული „ნურაფერი განგაცვიფრებს“, ესე იგი, უშუალო, გულწრფელი და მტკიცე რწმენით, რომლის თანახმადაც ამქვეყნად ყველაფერი უბადრუკი, უაზრო, უშინარსო და ეკლესიასტეული „ამაოება ამაოთაა“.

„ჩვენი ცხოვრების პირველი ორმოცი წელი ტექსტია, მომდევნო 30 წელი კი ამ ტექსტის კომენტარი.  რაც საშუალებას გვაძლევს ჩავწვდეთ მის ჭეშმარიტ აზრსა თუ თანმიმდევრობას“. სიცოცხლის დასასრული კი მასკარადის დასასრულს მოგვაგონებს, როცა ყველა იხსნის ნიღაბს.

ადამიანს სიჭაბუკეში განვლილი ცხოვრება იმიტომაც ეჩვენება მოკლე, რომ „მეხსიერებიდან ამოიშლება ყოველივე უსიამოვნო, უმნიშვნელო და უბადრუკი“. მოუქნელი გონება ხოლოდ იმას იმახსოვრებს, რასაც გამუდმებით იმეორებს. გონებას არ სჩვევია, „გამუდმებით ცოხნოს უსიამოვნება“, თუმცა, „ძალზე ცოტაა იმნაირი უბედურება, რომელშიც ჩვენ თვითონ არანაირი ბრალი არ მიგვიძღვოდეს“.

ფილოსოფოსის აზრით, ჭაბუკმა უნდა დაზოგოს თავისი ძალა, ეს ეხება როგორც ფიზიკურ, ასევე, სულიერ ენერგიებს, გონებრივ შრომაში რომ ვლინდება. ბევრი ნორჩი გენიოსი, ვუნდერკინდი, უფრო გვიან არც კი განსხვავდება დანარჩენ მოკვდავთაგან.

შოპენჰაუერი არ იზიარებს იმას, რომ ადამიანთა ბედი პლანეტებზე წერია.  მისი აზრით, „ადამიანთა უბადრუკ სუბიექტურობას,  რის შედეგადაც მათ ყველაფერი თავიანთ თავზე დაჰყავთ და ნებისმიერი იდეიდან პირდაპირი გზით უბრუნდებიან  საკუთარ თავს, შესანიშნავად ადასტურებს ასტროლოგია, ადამიანის უბადრუკ მეს რომ უსადაგებს უზარმაზარ კოსმიურ სხეულთა მოძრაობას, შესაბამისად, ამქვეყნიურ განხეთქილებებსა და უწმინდურებას კომეტების გამოჩენას უკავშირებს“, მაგრამ, ფილოსოფოსის აზრით, ზეციური სხეულები გვიჩვენებენ „ადამიანის გზას საერთოდ“. ყველა ასაკს ესა თუ ის პლანეტა შეესაბამება და, ამრიგად, მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთიმეორის მიყოლებით ყველა პლანეტა ახდენს გავლენას.

ათი წლის ასაკში ჩვენს ცხოვრებას განაგებს მერკური. ამ პლანეტის მსგავსად, ადამიანიც ძალიან სწრაფად და თავისუფლად მოძრაობს ძალიან ვიწრო წრეზე.  თვით უმნიშვნელო წვრილმანებიც კი აშფოთებს, მაგრამ ბევრ რამეს ადვილად  სწავლობს და ითვისებს. ოცი წლის ასაკიდან ვენერას გავლენა იწყება. ჭაბუკს მთლიანად ეუფლება სიყვარული და ქალის ხატება.  30 წლიდან მარსის გავლენის ქვეშ ვექცევით. ადამიანი ფიცხი, მამაცი, შეუპოვარი და ამპარტავანი ხდება. ორმოცი წლიდან ერთდროულად ოთხი ასტეროიდი ახდენს გავლენას: ცერერა, ვესტა, პალადა, იუნონა.  ამ დროს ცხოვრების ასპარეზი ფართოვდება. მათი გავლენით  ადამიანი ემსახურება იმას, რაც სასარგებლოა.     საკუთარ სახლ-კარზე ზრუნავს,    სწავლობს იმას, რაც მართებულია (აქ იუმორით იმასაც შენიშნავს ფილოსოფოსი, რომ ახლად აღმოჩენილ პლანეტოიდებს ანგარიშს არ უწევს, რადგან ისინი მის მსჯელობას არ ეთანხმებიან).

ცხოვრების 50 წლიდან იუპიტერი იწყებს მბრძანებლობას. ამ დროისთვის ადამიანს უკვე აქვს ცოდნა, გამოცდილება, ავტორიტეტი, ამიტომ მას აღარ სურს სხვას ემორჩილებოდეს. დარწმუნებულია თავის ძალებში, რომ შეუძლია სხვები მართოს და განაგოს საქმეები. 60 წლიდან  სატურნის გავლენა შემოიჭრება, თავს იჩენს სიზანტე, სიმძიმე, ინერტულობა.  70 წლიდან იწყება ურანოსის გავლენა და ადამიანი უახლოვდება დროს, ცისკენ რომ უნდა გაეშუროს. 80 წლიდან კი დგება ჟამი  ნეპტუნისა, რომელსაც ეროსსაც ეძახიან. ასე უერთდება დასაწყისი დასასრულს. „ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას კი უპანიშადები სავსებით სამართლიანად  განსაზღვრავენ 100 წლით“. იდუმალი კავშირით ერწყმის ეროსი სიკვდილს. მიწისქვეშეთის საუფლო არა მარტო „წამრთმევად“, არამედ „მომცემადაც“ წარმოჩნდება. ასე რომ, „სიკვდილი სიცოცხლის შემოქმედად გვევლინება“. და ეს ისეთი საიდუმლოა, რომელსაც ადამიანი ვერასოდეს ჩასწვდება.

mastsavlebeli.ge

суббота, 23 декабря 2017 г.

ზღაპარი - მითოლოგიური ხასიათის მოკლე მოთხრობა.

ზღაპარი მითის ნიადაგზეა წარმოშობილი და მასავით ფანტასტიკური შინაარსისაა, მაგრამ მასში ფანტასტიკური ელემენტი შეგნებულად და პირობითად არის გამოყენებული. ზღაპრის ავტორს ესმის, რომ მის მიერ მოთხრობილი ამბავი გამოგონილია, ოცნების ნაყოფია და პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგება; ძველ მითებში კი ადამიანი (ავტორი) გამოხატავდა იმას, რაც გულწრფელად სწამდა. ძველი დროის ზღაპრებში დევები უსხეულო სულები იყვნენ. ქართულ ზღაპრებში კი ისინი ხორციელ არსებებად არიან წარმოდგენილი. „ნაცარქექიაში” დევი ადამიანებისაგან ფიზიკური ძალით განსხვავდება და ტანი გრძელი ბალნით აქვს დაფარული. ის ადამიანურ ურთიერთობაშია ნაცარქექიასთან. 

ზეპირსიტყვიერებაში გვხვდება მითოლოგიური შინაარსის ზღაპრები. მათში მთელი ბუნებაა გაპიროვნებული, მაგრამ უფრო გავრცელებულია საყოფაცხოვრებო ზღაპრები და ზღაპრები ცხოველების შესახებ.

საყოფაცხოვრებო ზღაპარი საზოგადოებრივი და ოჯახური ურთიერთობის სურათებს გვიხატავს. მასში ჭარბობს დიდაქტიკური ელემენტი. საყოფაცხოვრებო ზღაპრებს უკვე დაკარგული აქვს მითოლოგიური მნიშვნელობა. ასეთი ზღაპრების დედააზრი შემდეგია: ძლიერი ხშირად ცდილობს უძლურის დაჩაგვრას, მაგრამ უკანასკნელი, მართალი ადამიანი მაინც იმარჯვებს (იმარჯვებს უფრო ხშირად არა საკუთარი თაოსნობით, შემთხვევით ან „ბედის წყალობით”), სიღარიბე ნაკლი არ არის, სიმართლე გაიმარჯვებს და სხვ. 

ზღაპრები ცხოველების შესახებ, ანუ ცხოველთა ეპოსი მოქმედ პირად სხვადასხვა ცხოველს გვიხატავს. პირუტყვთა ეპოსში გაპიროვნებული არის პირუტყვები, მათ მიწერილი აქვთ ადამიანის თვისებები. ზოგი ზღაპარი მოგვითხრობს პირუტყვების წარმოშობას, ზოგიც მათ დამახასიათებელ თვისებას. მაგ. ზღაპრების მიხედვით, მელა ცბიერია, მგელი ხარბი და გაუმაძღარი, დათვი ბრიყვი და მოუხეშავი, ძაღლი პატრონის ერთგული და სხვ. პირუტყვთა ეპოსის ძველი ნიმუშები მითოლოგიური ხასიათისა იყო. ადამიანები მათაც ღვთაებრივ თვისებებს აწერდნენ, შემდეგში კი პირუტყვების მეტყველება და მათი საქციელი დაცინვის საგნად გადაიქცა.

ზღაპრები უმთავრესად ფოლკლორული წარმოშობისაა, მაგრამ ხშირად ზღაპარს ფოლკლორული მასალების საფუძველზე ქმნიან მწერლებიც. 
ზღაპრებს წერდნენ აკაკი წერეთელი, პუშკინი, ანდერსენი (დანიელი მწერალი) და სხვ.

nplg.gov.ge




ლაკონიურად საუბარი

ლაკონიურად საუბარი – ლაკონია საბერძნეთის ერთ–ერთი მხარეა, ხოლო სპარტა – მისი ცენტრი. ოდესღაც სპარტელები გამორჩეული მეომრები ყოფილან. ისინი არა მარტო საომარი ტექნიკის ცოდნით აკვირვებდნენ დანარჩენ ბერძნებს, არამედ გამჭრიახი სიტყვა პასუხითაც. ერთხელ, ფილიპე მაკედონელმა სპარტელებს მისწერა, თუ სპარტაში შემოვალ, ბოლომდე გაგანადგურებთო. სპარტელთა საპასუხო წერილი კი ერთი სიტყვით შემოიფარგლა. „თუ“ – ასეთი იყო ლაკონიელთა უმოკლესი პასუხი.

ამიტომაც არის, უკვე მრავალი საუკუნეა, მოხდენილ, მოსაზრებულ და სხარტ საუბარს „ლაკონიურს“ ვუწოდებთ.


Evpatori.Ge

საახალწლო - ჯანსუღ ნიქაბაძე

საქართველოს მზეს,
ყანებსა და ზვრებს,
საქართველოს ცას,
მოლივლივე ზღვას,
საქართველოს მთებს,
საქართველოს რთველს,
რიონს,
ჭოროხს,
არაგვს,
მათ ტალღათა ფერს.
ალაზანს და ხრამს,
რა თქმა უნდა მტკვარს,
ჩვენს საყვარელ ხალხს,
ვინც თესავს და ხნავს,
საქართველოს გზებს,
მის ხვალინდელ დღეს -
სიცოცხლე და დღეგრძელობა
მრავალ ახალ წელს!




пятница, 22 декабря 2017 г.

მეკვლის დალოცვა - გიორგი მეტრეველი .

სიხარულით მოვიტანე,

მოველ ომახიანად

დაგილოცოთ ეს ოჯახი

ქრისტე-ღმერთმა მთლიანად!


მუდამ გქონდეთ დასახნავი

დასათესი,

სამკალი...

ნოყიერი იყოს თქვენი

სადილი და სამხარი!


გაგიმრავლდეთ ნათესავი

სოფლადა და ქალაქად,

არ დააკლდეს ყველა თვენგანს

ღალა,

ხვავი,

ბარაქა!


მტერს მტრობა არ შეარჩინოთ

დარჩით უფლის მორჩილი,

გაგიმრავლოთ საიმედოდ

ქალ-ვაჟების ქორწილი!


არაფერი დაგრჩენოდეთ

ღვთის წინაშე უთქმელი...

მრევლი გყავდეთ ბედნიერი

მამა-ღმერთის კურთხევით!





თოვლის შვილიშვილი - ვასილ გულეური

გაუჭირდა თოვლის პაპას,

ხვნეშით დადის, წამლებს ყლაპავს.


დავბერდიო, - ასე ამბობს, -

მხნედ ვიყავი შარშან ამ დროს!


საჩუქრების დიდი გუდა

ძლივს ასწია, შველა უნდა.


შუბლზე ცვარი მოიწმინდა:

- თოვლის შვილიშვილი მინდა!




ჩიჩილაკი - ლელა ცუცქირიძე

მასპინძელი ოდა სახლის,

ულვაშს იგრეხს ჩიჩილაკი,

დაიხურა თავზე ვაშლი,

ტანთ ჩაიცვა კამფეტები:

- შემოსულა კალანდაო,

თოვლითა და თაფლკვერებით.


საშობაო ღვეზელს აცხობს:

- ხვავი შენ და ხვავი სტუმარს,

მდიდარი თუ მათხოვარი

შემობრძანდეს, ვისაც უნდა!


ჩიჩილაკო, ჩოხოსანო,

ბედის კვერი მოგორავსო.

მოუტეხე გაჭირვებულს,

მოხუცსა თუ ბავშვსა,

მთელ წელიწადს ნუ მოაკლებ

მაგ შენს ქართულ მადლსა.




საახალწლო და საშობაო ტრადიციები

საახალწლოთა და საშობაოთ როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოშიც დიდი მონდომებით ემზადებიან. ეს ორი დღესასწაული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გამომდინარე აქედან თითოეული ოჯახი ცდილობს არცერთ ტრადიციას აუაროს გვერდი და სრულყოფილად შეხვდეს მომავალ წელს.

ნაძვის ხე.

ნაძვის ხეს ტრადიციისამებრ ოჯახებში ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე დგამენ. მის მოსართავათა და გასალამაზებლად კი სხვადასხვა სათამაშოებს, გრილიანდებს, ნათურებს, “წვიმებს” იყენებენ. ნაძვის ხეზე ასევე კანფეტებს და ტკბილეულსაც კიდებენ ხოლმე. არა მარტო ოჯახებში, არამდენ ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში იდგმევა ორიგინალურად გაფორმებული საახალწლო ნაძვის ხეები, რომლის გარშემოც არაერთი ღონისძიება იმართება.

ძირითადად დასავლეთ საქართველოში ასევე ჩიჩილაკის ტრადიციაც არსებობს. ეს წარმოადგენს ხის ფორმის რიტუალურ საგანს, რომელსაც საახალწლოდ მილოცვისათვის იყენებენ. ჩიჩილაკს ამზადებდნენ თხილის მსხვილი ჯოხისაგან. ჯოხს ჯერ გაახურებდნენ მეტი დრეკადობისათვის, კანს გააცლიდნენ და მახვილი დანით ბოლოდან წვერისაკენ იწყებდნენ თხელი ბურბუშელების ათლას, მის ზედა ნაწილს კი ტრადიციულად ჯვრის ფორმა აქვს.

2. საახალწლო საჩუქრები.


ახალი წლის ღამეს ტრადიციულად ოჯახის წევრები ერთმანეთს საჩუქრებს უძღვნიან. ეს ტარდიცია უკავშირდება სპარსელი მოგვების მიერ ახალშობილ იესოსათვის საჩუქრების მირთმევას. ასე ვიხსენებთ მოგვების მიერ ქრისტესთვის მირთმეულ ძღვენს. საახალწლო საჩუქრების ბაზრობა ყოველთვის გამორჩეული და განსაკუთრებულია. უამრავ ისეთ ნივთს შეხვდებით, რომლითაც თქვენთვის ძვირფასი ადამიანი შეგიძლიათ გაახაროთ. ამიტომაც ამისათვის ფულს არავინ იშურებს.

3. საშობაო სანთელი.

ქრისტიანულ სამყაროში სანთელი ქრისტეს – მსოფლიო სინათლის სიმბოლოა. ჩვენთან შობის ღამეს ტრადიციულად ფანჯარის რაფაზე სანთელს ანთებენ. ამით მოვიხმობთ ქრისტეს, რათა ჩვენს ოჯახებში შემოვიდეს და თავისი მადლი შემოიტანოს. ეს ტრადიცია ჩვენთან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია II-ს ლოცვა-კურთხევით დამკვიდრდა.

4. თოვლის ბაბუა.

უცხოეთში თუ სანტა კლაუსი არსებობს, ჩვენ თოვლის პაპა გვყავს. პატარა ბავშვებს ყველაზე მეტად მისი მოტანილი საჩუქრები ახარებთ. ამბობენ, რომ თოვლის ბაბუის ტრადიციას საფუძველი წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება-მოღვაწეობის შემდეგ ჩაეყარა. იგი ყოველთვის ეხმარებოდა ღარიბ, გაჭირვებულ ადამიანებს და კართან საჩუქრებს უტოვებდა. ჩვენთან ყოველწლიურად სვანეთიდან ჩამოჰყავთ თოვლის პაპა, სვანურ კოშკში აბინავებენ და პატარებს საახალწლო საჩუქრებს ურიგებენ.

5. მეკვლე.

მეკვლის ტრადიცია საქართველოს შორეული წარსულიდან მოყვება, რომელსაც დღესაც იცავენ. მეკვლე არის ფეხბედნიერი ადამიანი, რომელსაც ოჯახში სიხარული, ბედნიერება და ბარაქა შეაქვს. ამ სტატუსს ძირითადად ოჯახის უფროსი მამაკაცი ითავსებს. თუმცა ძველად მეკვლის ოჯახში შესვლა მთელ ერთ, დიდ რიტუალს წარმოადგენდა. ამ კონკრეტული პიროვნების მისვლამდე ღამის 12 საათის შემდეგ ოჯახში არავინ შედიოდა, ეს უკანასკნელი კი კარს სიმღერითა და ტკბილეულობით დახუნძლული აღებდა. დღესაც თანამედროვე ოჯახებში მეკვლეს სიხარულით ელიან და ერთად ხვდებიან ახალი წლის შემობრძანებას.

6. ალილოობა.

“ალილო” წარმოებულია ბერძნული სიტყვისგან “ალილუია”, რაც “აქებდით უფალს” ნიშნავს. ალილოობის ტრადიციაც საქართველოში ძველი დროიდან მოდის. მეალილოები გალობით ულოცავდნენ თითოეულ ოჯახს ქრისტეს დაბადებას. სიმღერის დასრულების შემდეგ ოჯახის წევრები მათ ტკბილეულობას, ხილს, სურსათ-სანოვაგეს ჩუქნიდნენ. ზოგი ოჯახშიც იპატიჟებდა მათ და ერთად ხვდებოდნენ დამდეგ დღესასწაულს. დღესაც საქართველოს ყველა კუთხეში დიდი სიხარულით ეგებებიან მეალილოვეებს. ასევე იმართება სახალხო მსვლელობაც. ყოველ შობას, სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ სხვადასხვა ეკლესიის მრევლი გალობით უერთდება ალილოს საზეიმო მსვლელობას.

7. სადღესასწაულო სუფრა.

მართმადიდებელი ქრისტიანები შობას ახალი წლის შემდეგ, 7 იანვარს ავღნიშნავთ, ამიტომაც ბევრ ოჯახში საახალწლო სუფრა სამარხვო კერძებით იშლება. ამის მიუხედავად იგი ყოველთვის საუკეთესო ნუგბარებითაა სავსე. ტრადიციულ გოზინაყსა და ჩურჩხელას ყველა სუფრაზე შეხვდებით. უკვე შობას, როცა მარხვა ხსნილდება ძირითადად კლავენ ღორს, აკეთებენ საცივსა და სხვა უამრავ კერძს. ეს ყველაფერი კი ბრწყინვალე დღესასწაულს კიდევ უფრო სასიამოვნოსა და სასიხარულოს ხდის.

evpatori.ge



იცით საიდან მოდის ნოტების სახელწოდებები?



ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელმაც არ იცის ეს 7 ნოტი. მაგრამ იცით თუ არა საიდან მოდის და რას ნიშნავს მათი სახელწოდებები?

"დო...რე...მი...ფა...სოლ...ლა...სი"


თანამედროვე სანოტო სისტემის წარმოშობა და სახელდება უკავშირდება მე-11 საუკუნეში მოღვაწე გვიდო დ'არეცოს (Guido d'Arezzo)- იტალიელი მუსიკის თეორეტიკოსს, რომელმაც ნოტების სახელწოდებებად აიღო წმ. იოანე ნათლისმცემლის ლოცვის სტროფების საწყისი მარცვლები:


UT queant laxis

REsonare fibris

MIra gestorum

FAmuli tuorum

SOLve polluti

LAbii reatum

Sancte Ioannes


მოგვიანებით, მე-16 საუკუნის ბოლოს "Sa" გადაიქცა "სიდ", ხოლო მე-17 საუკუნის ბოლოს, "UT" გადაკეთდა "დოდ", რამაც სიმღერა უფრო გააადვილა.



evpatori.ge