ღმერთი

ღმერთი

суббота, 26 октября 2013 г.

იმისათვის, რომ სასოწარკვეთას არ მივეცეთ,

საჭიროა ყოველთვის მზად ვიყოთ განსაცდელებისთვის. უფალს არ სურს (ჩვენი) დრტვინვა. ვისწავლოთ სიხარული გაჭირვებებში. განსაცდელები – კარია ცათა სასუფეველში! როგორც დღეს ღამე ცვლის, ასევე ჩვენს ცხოვრებაში გასაჭირი და სიხარული ერთმანეთს ენაცვლებიან. არც ჭირი და არც სიხარული მუდმივი არაა. დაისვენე სიხარულში, სანამ არაა გასაჭირი, ხოლო სიხარულის შემდეგ ნუ შეშინდები, ელოდე გასაჭირს და მოითმინე გულდამშვიდებით... განსაცდელებით უფალი წვრთნის ადამიანს მარადიული ცხოვრებისათვის. განსაცდელებითა და შრომით მოიპოვება წყალობა და მადლი ღვთისა. ვერ დამკვიდრდება მადლი იქ, სადაც სიცილი, ფუფუნება, განკითხვა, უქმი მეტყველება, სიზარმაცე, მტრობა, შური, ავსიტყვაობა და სხვა ჩვენი ჩვეული სისუსტეებია.



სქემიღუმენი საბა ოსტაპენკო († 1980 წ.)




Комментариев нет:

Отправить комментарий