ღმერთი

ღმერთი

среда, 29 мая 2013 г.

ბატონო ბიძინა, ისე ნუ იზამთ, რომ «არა _ პედერასტიას» და «არა _ «ქართულ ოცნებას» ერთმანეთის სინონიმი გახდეს!

განსხვავებით შარშანდელი 17 მაისისგან, როდესაც ქართველმა პედერასტებმა პირველად გაბედეს საჯაროდ თავიანთი უკანალების ქნევა, ამა წლის 17 მაისის იმავე მცდელობას ქართველი «ქათმებისას» საზოგადოებაში ლამის ტექტონიკური ძვრები მოჰყვა და ამ «სხვაობაში», პირველ რიგში, არა კონკრეტულად გეიაქციებს ვგულისხმობ, არამედ წლევანდელი პოსტაქციის პერიოდს _ საზოგადოებაში წარმოქმნილი ანტიპედერასტული ცუნამი არა თუ სუსტდება, არამედ, რაც დრო გადის, საზოგადოების აღშფოთება სულ უფრო მატულობს!

რატომ? მოკლედ თუ ვიტყვით, იმიტომ, რომ შინ თუ გარეთ ქართველ ქათამთა ქომაგმა (ვაა, უნებურად რა ზუსტი აბრევიატურა გამომივიდა სამი ქან-ით _ ქქქ, რომელსაც კურტუმოს ქანაობის მოყვარულთა ლობისტებთან დაკავშირებით ქვემოთაც გამოვიყენებ) ლიბერასტებმა, არც მეტი, არც ნაკლები, პირდაპირი იერიში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე და მის საჭეთმპყრობელ კათოლიკოს-პატრიარქზე მიიტანეს!


ერთი სიტყვით, 17 მაისამდე და მის შემდგომ საქართველო ორი სხვადასხვა ქვეყანაა!


ქქქ-ს ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი, რომელმაც პედერასტების «დარბევის» გამო, სასულიერო პირების სისხლისსამართლებრივი დასჯა და უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა, უკაცრავად და, «მწერალი» ლაშა ბუღაძე გახლდათ. ეს ის ლაშა ბუღაძეა, რომელმაც «თანამედროვე ქართულ მწერლობაში» ყოველი ქართველისთვის სათაყვანებელი წმინდა მეფე თამარის შეურაცხმყოფელი ოპუსით შემოაბიჯა. ხოლო მამამისმა, გია ბუღაძემ, «ვარდების რევოლუციის» წინაშე დამსახურების გამო, ჯერ მრავალათასიანი კონტრაქტი «გაირტყა» ყოფილი ცენტრალური უნივერმაღის ფასადის მოსათხუპნად და შემდეგ სამხატვრო აკადემიის თბილ სავარძელში მოკალათდა, სადაც მომავალ «შემოქმედებს» ერთმანეთის ფურთხებით ასწავლიდა თანამედროვე მხატვრობას!


ახლა მამა რა შუაშიაო, მისაყვედურებს მავანი. შუაში კი არა, თავშია და, ბანალურ «დედა ნახე, მამა ნახეს» თავი რომც დავანებოთ, დათა თუთაშხიასა და ჯინჯოლიასი არ იყოს, მამაზე უკეთესი ვითომ რატომ უნდა გაიზარდოსო შვილი და აკი არც გაზრდილა _ შვილმაც მამამისივით ნაცების «ფავორში» გაატარა 9 წელიწადი და რეალურად საპროტესტო სიტყვა არ დასცდენია იმ «ცოდვის ტირილზე», რომელიც მანქურთმა «ნაცებმა» მოგვიწყვეს ქართველებს!


ბუღაძეს ხმა მიაშველა დასავლეთიდან ადრე მისი უწმინდესობის პრესმდივანმა და ახლა გახლისტებულმა ბასილ კობახიძემ, რომელიც თურმე ბელგიაში «გადაშენებულა» _ პატრიარქი დაკავებული თანამდებობიდან(!!!) უნდა გადადგეს და პასუხისგებაში მიეცესო!


ამ ტუტუცს პატრიარქობა თანამდებობა ჰგონია და მისი უწმინდესობის საკათალიკოსო ტახტზე მირონცხებული მეუფება _ უბრალო მოკვდავის სამსახურში სიარული...


საქართველოში არ არსებობს არც ერთი ეროვნული ტელევიზია!!! დიახ, არც ერთი, თუ არ ჩავთვლით საპატრიარქოს «ერთსულოვნებას» და, თუ არ ჩავთვლით, რომ შიგადაშიგ ლიბერასტი წამყვანებიც გამოერევათ, მედიაკავშირ «ობიექტივს».


სწორედ ლიბერასტული ტელევიზიების დამსახურებაც არის ის, თუ რა და როგორ მოხდა 17 მაისს და, რაც ახლა ხდება _ პედერასტობის, ერთსქესიანი ქორწინებების საწინააღმდეგოდ. მათ ე. წ. თოქშოუებში შეუიარაღებელი თვალითაც შეამჩნევ აშკარა დისბალანსს _ სადაც 5-6 და მეტი ქქქ-ს ორდენის წევრია, იქ თითო-ოროლად თუ გააჭაჭანებენ კაცური პოზიციების დამცველებს!..


რა მოხდა ლონდონში და რა ხდება სტოკჰოლმში?!


რა და ის, რაც ნეოლიბერალიზმით ზედმეტმა აცუნდრუკებამ იცის _ ნეოლიბერალიზმი, მხოლოდ ლგბტ-ს პროპაგანდა-კულტივირებას არ ნიშნავს. პედერასტიის შემოტევა მხოლოდ პირველი ეტაპია, რომელსაც ლოგიკურად მოსდევს უკანონო მიგრანტების მოზღვავება.


ჰოდა, ის პირველი ეტაპი ჩვენმა დასავლელმა «მეგობრებმა» კაი ხნის წინ გაიარეს _ ბრიტანეთში ელტონ ჯონის გათხოვება და მის ქორწილში ინგლისის დედოფლის მისვლა ვიღას უკვირს? ახლა სერ ელტონი იმას ჩალიჩობს, რომ ტიტული «სერ», ანუ რაინდობა მის ნაშვილებ ბიჭზე მემკვიდრეობით გადავიდეს, რომელიც, ალბათ, «მშობლებივით» პედერასტი იქნება. ხოლო ანგლიკანურ ეკლესიაში სერიოზულად განიხილება ემანსიპაციის, ანუ დედაკაცებისთვის მღვდლად კურთხევის და უფრო მეტიც, ელტონ ჯონის მსგავსი გომიკებისთვის ჯვრისწერის უფლების საკითხები!


იმავეს თქმა სკანდინავიასა და შვედეთზეც შეიძლება, რომ არაფერი ვთქვათ ნორვეგიაზე, რომელიც არა მხოლოდ მსოფლიოში ცხოვრების ყველაზე მაღალი დონითაა ცნობილი, არამედ იმითაც, რომ იქ ერთსქესიან ქორწინებებზე იშვიათი, ჰეტერო-წყვილების ქორწინება იქნება (თუ უკვე არ არის) სულ მალე!


ახლა კი, ამ ქვეყნებს (და არა მარტო) ის პერიოდი უდგათ, როდესაც პედერასტობის თანმდევი რეციდივები აქტიურდება _ აბორიგენ ერებს საკუთარ ქვეყნებში აღარ დაედგომებათ _ ამას წინათ, რომ იტყვიან, დღისით მზისითო, ლონდონის ცენტრში ვიღაც გადამთიელებმა «ალაჰ აკბარ» ძახილით ინგლისელი სამხედრო მხოლოდ იმისთვის აკუწეს ნაჯახით, რომ მას ბრიტანეთის არმიის ფორმა ეცვა!


შვედეთშიც თითქმის იგივე ხდება _ უკანონო მიგრანტებმა ცეცხლს მისცეს მთელი სტოკჰოლმი და ეს ვანდალიზმი, მეორე კვირაა, ვერ აღუკვეთავთ!


აშშ, ჩვენი მთავარი «სტრატეგიული მოკავშირე», ლიბერასტული განვითარების რომელ ეტაპზეა, თავად ვერ გაურკვევიათ. სამაგიეროდ გარკვეულია, რომ აშშ, 11 სექტემბრის შემდეგაც, მიუხედავად ზემძლავრი სპეცსამსახურებისა, არაა დაცული ლონდონის მსგავსი ტერაქტებისგან, რისი დასტურიც ჩიკაგოს მარათონზე მომხდარი ტერაქტიც არის!


ამასთან პირდაპირ კავშირში არაა, მაგრამ ისე, ცნობისთვის _ ამერიკის ბოისკაუტებმა, რომელიც 1910 წელს დაარსებული ახალგაზრდული მოძრაობაა, რომლის მიზანიც 11-17 წლის ყმაწვილების ჯანსაღი, პატრიოტული აღზრდა იყო, ამას წინათ გააუქმა 1990 წელს მიღებული «დისკრიმინაციული» კანონი და მომავალი წლის 1 იანვრიდან ვეღარავინ გაბედავს ჰომოსექსუალი ახალგაზრდების სკაუტებიდან გარიცხვას, ანუ პედერასტობა ბავშვებშიც კი წაახალისეს იმ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, რომლებშიც, დღეის მონაცემებით, 2.6 მილიონი ყმაწვილია გაერთიანებული _ როგორ ჰგავს ეს ყველაფერი სააკაშვილის პატრიოტთა ბანაკებს და მოწოდებას ბუჩქებში შმაშურისკენ!


თუმცა რა არის გასაკვირი _ ბარაკ ობამას მთავარი სლოგანი მეორე ვადით გაპრეზიდენტებისას ხომ ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონების დაპირება იყო, რის შემდეგაც მადამ ჰილარი კლინტონმა ამერიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად ლგბტ-ს უფლებების დაცვა გამოაცხადა, ანუ მსოფლიოს პედერასტებს საკუთარი ხელმწიფე-დედოფალი ჰყავთ მფარველად და ამიტომაც შემოგვიტიეს აგრე გააფთრებით!


საფრანგეთი? მისმა ერთმა ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ, ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონების გამო, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში თავი მოიკლა და არც სხვაფრივ არიან დარტანიანის სამშობლოში დალხენილები _ საფრანგეთი ლამის წალეკა უკანონო თუ კანონიერმა მიგრაციამ და ფრანგებს საკუთარ სამშობლოში აღარ დაედგომებათ!


ამიტომაც მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრანაციონალმა კანდიდატმა უპრეცენდენტოდ მაღალი პროცენტი და, იმ ქალბატონს რომ მხარი სარკოზისთვის დაეჭირა, ვინძლო ორლანდი ვერ გაპრეზიდენტებულიყო და საფრანგეთი გაპედერასტებას გადარჩენილიყო!


იმავე ოპერიდან არის ნორვეგიაში მომხდარი ტრაგედიაც, როდესაც ერთმა «შეშლილმა» 80 კაცი მიახვრიტა! დიახ, ბრჭყალებში, რადგანაც სულაც არ მგონია ბრეივიკი გიჟი. მისი გამართლება შეუძლებელია, მაგრამ ახსნა მისი საქციელის მოტივისა ადვილია _ დაინახა ერთ მშვენიერ დღეს, რომ ვაჟკაცი ვიკინგების ქვეყანა პედერასტებისა და ისლამისტი მიგრანტების ასპარეზად ქცეულა და «გაგიჟდა»...


ამ ყოველივედან, ცხადია, რომ ბოლოს და ბოლოს, მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რუსთაველზე ერთი მუჭა პედერასტები აივლიან თუ ჩაივლიან, არამედ იმაში, რომ პედერასტიას, ერთსქესიან ქორწინებებს, ისეთი ლიბერალური «ფასეულობები» მოჰყვება «დავესკად», რაც ნებისმიერ კულტუროსან ერს გადაგვარება-გადაჯიშებას უქადის და საფრთხეს უქმნის მის სახელმწიფოებრიობას!


ყველა ზემოთ ჩამოთვლილ თუ არჩამოთვლილ კულტუროსან ქვეყნებს და ერებს ერთი პრობლემა აქვთ _ ლიბერასტული უმცირესობების «ხოშზე» იმართება მათი ქვეყნები და აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია მათი ისეთი ძალით აფეთქება, რომ დედა შვილს, მითუმეტეს ერთსქესიანი მშობლები შვილს, არ აიყვანენ ხელში _ ანტიქრისტეს ბოგინი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და გამოიღვიძებს ჯეკ ლონდონის, ო’ჰენრის, მარკ ტვენის ვაჟკაცი ამერიკა; დარტანიანის, სტენდალის, ჰიუგოს რომანტიული საფრანგეთი; თომას მანის, შტეფან ცვაიგის, ვაგნერის მკაცრი გერმანია; ბაირონის, შექსპირის, რობინ ჰუდის, რიჩარდ ლომგულის მამაცი ბრიტანეთი და მსოფლიო კაცობრიობაც გადარჩება!


თუ ყველანი გამოიღვიძებენ, ჩვენი, ქართველების, პედერასტული იავნანათი მიძინება ვის უნდა?!


დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ქართველი პატრიოტის სათქმელს ვიტყვი: _ ბატონო ბიძინა, ისე ნუ იზამთ, რომ «არა _ პედერასტიას» და «არა _ «ქართულ ოცნებას» ერთმანეთის სინონიმი გახდეს!..


და არამხოლოდ ეს, რადგანაც ჩვენ, ქართველებს, ორივე ჭირმა _ პედერასტობამ და უცხო თესლთა უკანონო მიგრაციამ _ ერთად შემოგვიტია!


ჰოდა, რა ვქნათ ახლა, პატივცემულო, რომელი ერთი მოვიგერიოთ? თუ ორივეს დანებდით უკვე და თქვენც ამას ხომ არ გვირჩევთ, პრემიერო?


ერთსქესიანთა ქორწინებისთვის გვამზადებთ?


რა აზრის ხართ საქართველოში ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონების თაობაზე? პირდაპირ დასმულ კითხვაზე თქვენს ბოლო პრესკონფერენციაზე, აი როგორ უპასუხეთ, პატივცემულო: _ საქართველო ჯერ არ არის მზად ამისთვისო!..


ანუ, რა, პატივცემულო?.. მოგვამზადებთ, გვამეცადინებთ და ხვალ-ზეგ მზად ვიქნებით და დაგვიკანონებთ ერთსქესიან ქორწინებებს?


თქვენი პასუხით შოკირებულმა, როდესაც ჩემს საახლობლოში დავიჩივლე _ ეს რა გაიგონა ჩემმა ყურებმა-მეთქი, აბა, რა ექნაო, პრემიერია, სხვანაირად, რას იტყოდა ევროპაო?!


პატივცემულო, მესმის, რომ პრემიერი ჩემსავით უბირი ჟურნალისტის ლექსიკით ვერ ისაუბრებს, მაგრამ... აი, სწორედ ეს ჯადოსნური სიტყვა «მაგრამ», რომ გეხმარათ, არც ევროპაში დასწვავდით მწვადს და არც აქ დაგვზაფრავდით ქართველებს. მაგალითად, აი, ასე რომ გეთქვათ _ ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი ქართველისთვის, პედერასტობა მიუღებელია, მაგრამ, როგორც პრემიერი, მათ უფლებებს დავიცავ!


სხვათა შორის, ეს ჯადოსნური «მაგრამ», თქვენი კოალიციის ლიდერებმაც, მანანა კობახიძემაც და დავით საგანელიძემაც იხმარეს. ერთადერთი, ვინც ამ «მაგრამს» კატეგორიულად გაემიჯნენ, ეს თქვენი საყვარელი რესპუბლიკელები არიან და რაოდენ სამწუხაროა, პატივცემულო, რომ თქვენც რესპების ნავში (იქნებ პირიქით?) აღმოჩნდით!


17 მაისს ვერშემდგარი გეიპარადი და სამაგიეროდ დედაენის (რატომ მაინც და მაინც დედაენის ძეგლთან, თქვე ბინძურებო?) ძეგლთან ქქქ-ს შემდგარი აქცია, ჩვენი ტრენინგის პირველი მცდელობა ხომ არ იყო, პატივცემულო, რათა იმისთვის მოგვამზადონ, რისთვისაც, თქვენი აზრით, «საქართველო ჯერ მზად არ არის»?


პატივცემულო! არანაკლებ შოკის მომგვრელი იყო თქვენი განცხადება, რომელიც ე. წ. დიპკორპუსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთეთ. სადაც ახლა უკვე «ახალი ხილი» უწოდეთ პედერასტობას და «ეს ნორმალურია», ბრძანეთ, საზოგადოების დიდი უმრავლესობის უარყოფით რეაქციაზე პედერასტების მიმართ, ხოლო იმ აქციაში მონაწილე და თქვენ მიერ პასუხისგებაში მიცემულ მღვდლებს _ «სამარცხვინოები»!


(სხვათა შორის, პატივცემულო, შარშან, 17 მაისსაც სცადეს პედერასტებმა რუსთაველზე კურტუმოების ქანავი და იმ კურტუმოში ამოვარტყით ჭიტლაყი. მაშინაც ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტები «სამარცხვინო მღვდლები» იყვნენ, მაგრამ მათი ხელისხლება თვით სააკაშვილის გესტაპო-პოლიციამაც კი არ იკადრა!)


მართლა გგონიათ, რომ «ხვალ» საქართველო მზად იქნება პედერასტიის დასავლური სტანდარტებით მიღებისთვის ან ის «ახალი ხილი» დამწიფდება და ბოლოს მაინც შევჭამთ ქართველნი? ან რაა, პატივცემულო, იმ «სამარცხვინო მღვდლების» დაპატიმრებას დაგანებებთ ერი და ბერი?


ეს თუ ასეა, მაშინ ის სამშობლო არ გცნობიათ პატივცემულო, თქვენივე თქმით, რომლის გადასარჩენადაც ხართ მოსული პოლიტიკაში!..


ან ის «სამარცხვინო» მეუფე იაკობი, რომლის დაჭერასაც ვერ ბედავთ, მართლა გგონიათ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობა-უნეტარესობის, მცხეთა თბილისისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორეს კურთხევის გარეშე ქადაგებდა?


ქადაგებამ, რომელმაც გველის კაჭრობა შეჰყარა თქვენი პარლამენტის «მეფე-დედოფალ» ხიდაშელ-უსუფაშვილს და მათ სულიერ ძმებს «ნაცებში» გიგა ბოკერიას თამადობით! რომლებმაც ერთობლივად დაგეგმეს ის გულისამრევი აქცია «არა _ თეოკრატიას!».


სინამდვილეში კი დედა ენის ბაღში შეკრება, რომელიც საგულდაგულოდ გააჯეჯილეს პოლიციამ და ასევე საგულდაგულოდ «მიტისკეს» მეორე, კაცების მხარე, გასული საუკუნის 20-იან წლებში შექმნილი ე.წ. უღმერთოთა კავშირის შეკრებას ჰგავდა, ბოლშევიკური კავშირის, რომელიც ეკლესიებს ანგრევდა და წმინდანების ნაწილებს შეურაცხყოფდა. თუმცა ბუნების კანონებს ამ უღმერთოთა კავშირის წევრებიც აღიარებდნენ _ მამათმავალ პედერასტებს ბოლშევიკები არ სწყალობდნენ!


მართალია, ჯერ ეკლესიების ნგრევას ვერ ბედავენ, მაგრამ ვარლამ არავიძის არ იყოს, «გვაცალეთ, ბატონო, გვაცალეთო», და, თუ ვაცალეთ, არც მაგას «დაგვამადლიან» გრანტიჭამია არასამთავრობოები...


პატივცემულო! წერილზე მუშაობისას ისეთი მასალა «წამომეწია», რომ ელდა მეცა და აგერ ერთად ვნახოთ, რას წერს უცხოური პრესა:


«ერთსქესიანი წყვილების მიერ ბავშვების აყვანის ლეგალიზაციის შემდეგ, ევროკავშირი ინცესტის (სისხლის აღრევა) ლეგალიზაციის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.


ევროპელი პოლიტიკოსები ინცესტზე, როგორც «გენდერულ ნორმაზე» საუბრობენ. ზოგიერთების შეფასებით, ჰომოფობიასთან ერთად საჭიროა ინცესტოფობიის მნიშვნელობის დამკვიდრებაც.


«ახალი გენდერული საზოგადოება» ინცესტის ლეგალიზებას თავდაპირველად შვედეთში, დანიასა და შვეიცარიაში გეგმავს. ევროპელ პოლიტიკოსთა აზრით, «გენდერულ ნორმად» უნდა იყოს მიღებული სექსუალური კავშირი დედ-მამასა და შვილს შორის, დასა და ძმას შორის და ასევე ყველა სისხლით ნათესავს შორის. ამასთანავე, ყველა ინცესტოფობი უნდა დაისაჯოს.


2012 წლის დეკემბერში აშშ-ის კონგრესმა ასეთი სექსუალური ორიენტაციის სტატუსის მქონე პირებს, ისეთებს როგორიცაა: ზოოფილია, ინცესტი, პედოფილია, ნეკროფილია, ფედერალური და იურიდიული დაცულობის პირობა მისცა.


ამაზე რას იტყვით, პატივცემულო? ამისთვისაც უნდა მოგვამზადოთ, ეს «ახალი ხილიც» უნდა დავაძველოთ და მივირთვათ? ახლა არ მითხრათ პატივცემულო, რომ ეგ ჩვენ არ გვეხებაო! ისე შეგვეხება, როგორც დაგიბარებია, თუ «ნატო, ნატოს» უაზრო ძახილს გააგრძელებთ სააკოვივით, ნატო და ევროპა ნამდვილად არა, მაგრამ ეს ლიბერალური «მადლი» ნაღდად მოგვეცხება!


სოფლად გაზრდილი კაცი ბრძანდები, პატივცემულო, და არ გესწავლება, გლეხი საკუთარ საქონელ-პირუტყვშიც კი ცდილობს ინცესტის არდაშვებას.


ამას თუ ჰქვია დემოკრატია, მაშინ მართლაც თეოკრატია მირჩევნია, პატივცემულო!


«ხლისტი» მთავრობაში


ბოლოს კი, ბატონო ბიძინა, თქვენი მთავრობის განათლების «ზამმინისტრას», თავისუფლების ინსტიტუტში აღზრდილი ცნობილი ხლისტის, დავით ზურაბიშვილის ნაწარმოებსაც შევეხები, რომელიც ამ ჩოლოხამ სოციალური ქსელით გაავრცელა:


«პირველად იყო ზვიადი, უფრო ზუსტად, ეთნოცენტრული ნაციონალიზმი, რომელმაც ეროვნული მოძრაობის პერიოდში ვულკანივით ამოხეთქა და ისეთი ამაზრზენი სახით წარსდგა ჩვენ წინაშე, კინაღამ სრულ ნიჰილიზმში გადაისროლა მთელი მოაზროვნე საზოგადოება. აქ არაფერი იყო ახალი. ათწლეულების მანძილზე იკვებებოდა ქართული ნაციონალიზმი იმ მითით, რომ არაქართველები შეგნებულად ცდილობენ, ფეხი მოიკიდონ ჩვენს მიწა-წყალზე, ნელ-ნელა შეგვავიწროვონ და განგვდევნონ. ეს მიეწერებოდა არამარტო კრემლის ფარულ ზრახვებს, არამედ თვით არაქართულ ეთნოსებსაც, რომლებიც დემოგრაფიული ანექსიისთვის გამზადებულ ზომბებად იყვნენ წარმოდგენილები. მარტო ლიტერატურული ნაწარმოებები იმდენია შექმნილი ამ თემაზე, რომ მთელი ანთოლოგიაც კი შეიძლება შეადგინო, მიხეილ ჯავახიშვილის «ჯაყოს ხიზნებიდან» დაწყებული და მუხრან მაჭავარიანის ლესქებით დამთავრებული («გუგულის კვერცხი ესოდენ უხვად ჯერ არ ყოფილა ჩვენში» და ა. შ.)».


ხედავთ, პატივცემულო! ეს ხლისტი, ეთნოცენტრიკ ნაციონალისტებად მოიხსენიებს არა მხოლოდ საქართველოს პირველ პრეზიდენტს, რომელზეც თქვენ თქვით, _ «ზვიად გამსახურდიას ღვაწლის გადაჭარბებით შეფასება შეუძლებელია», არამედ საფლავიდან მოთხარა ქართული მწერლობის მშვენება, დიდი მიხეილ ჯავახიშვილი, რომელიც სწორედ «ჯაყოს ხიზნების» გამო დახვრიტეს ბოლშევიკებმა და დიდი მუხრანი...


«ეს ინფექციური დაავადება კარგა ხანი გვჭირდა, ოღონდ შედარებით მიყუჩებულ მდგომარეობაში. დამოუკიდებლობის მათრობელა ჰაერმა მხოლოდ მისი აქტივიზება მოახდინა. აქტივიზირებული მითი კი ძალიან მახინჯი გამოდგა...»


«რაოდენ უარყოფითადაც უნდა შევაფასოთ 1991-92 საშობაო გადატრიალება (და, ცხადია, უარყოფითად უნდა შევაფასოთ), შეგვიძლია, თამამად განვაცხადოთ, რომ ეს კოშმარი, ფაქტობრივად, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებასთან ერთად დამთავრდა. არანაირი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი დივიდენდების მომტანი ეთნოცენტრული ნაციონალიზმი მას შემდეგ აღარ არის. ერთხანს პირადობის მოწმობაში ეროვნულობის აღნიშვნისა და მიწაზე კერძო საკუთრების არაქართველებისთვის დაკანონება რჩებოდა უკანასკნელ ბასტიონად, მაგრამ ეს ორი ბასტიონიც ისე დაეცა, სერიოზული რყევები არ გამოუწვევია. დღეს მარგინალური ჯგუფები თუ ოპერირებენ იმ სქემებით, ოდესღაც ეროვნულობისა და ქართველობის აუცილებელ ატრიბუტად რომ ითვლებოდა... მოკლედ, ეთნოცენტრული ნაციონალიზმი მძიმე დანაკარგებით, მაგრამ მაინც, მოვიხადეთ, თუმცა საბჭოთა პერიოდში შეყრილი ინფექციური დაავადებების ნუსხა ამით არ ამოწურულა».


ჰოდა, აქვე, პატივცემულო, ეს ზნედაცემული დაცემული ბასტიონების ჩამონათვალს აკეთებს: ქურდული მენტალიტეტი, ნომენკლატურული ინტელიგენცია და სააკაშვილის რეჟიმი. რის შემდეგაც მოთქვამს ბოლო, VI ბასტიონზე, რომელსაც სააკაშვილმაც კი ვერაფერი დააკლოო...


«უკიდურესად გაძლიერდა ეკლესია, ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც სააკაშვილის გუნდმა ვერაფერი დააკლო, და დღეს ეკლესიის მორალური ავტორიტეტი ისე მაღლაა, როგორც არასოდეს. ბუნებრივია, მოვლენათა ამდაგვარმა განვითარებამ ძალიან შეუწყო ხელი რელიგიური ნაციონალიზმის აღმავლობას, და ეს იქნება კიდევ ერთი ძნელად და მტკივნეულად მოსაშორებელი სახადი, თუმცა ავადმყოფობის სიმძიმეც და გამოჯანმრთელების სტადიაც დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ წარიმართება პოლიტიკური პროცესები».


«ჭკუით ქართველებო», საქართველოში რესპუბლიკელების დიქტატურა მყარდება!


ათასობით მამა-ბაბუების სახელით მოვითხოვ, რომ ჩვენი შვილების, შვილიშვილების განათლების მინისტრის მოადგილეს დაუყოვნებლივ დაატოვებინოთ თანამდებობა, ხოლო სხვა, ზემოთ მის მიერ წამოყრანტალებული ანტიქართული, განსაკუთრებით კი, ანტიმართლმადიდებლური გამოხდომების გამო, კომენტარი გააკეთეთ, რადგან ორში ერთია _ ან დავით ზურაბიშვილი კოალიციასთან, ანუ თქვენთან შეთანხმებულ პოზიციებს გამოხატავს, ან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯაროდ უნდა დაგმოთ და გაემიჯნოთ თქვენს «ზამმინისტრს»!


წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართველი საზოგადოება მიიჩნევს, რომ, არა მხოლოდ თქვენს ოდიოზ მინისტრის მოადგილესთან, არამედ მთელ რესპუბლიკურ პარტიასთან, ერთსისხლ და ერთხორც ხართ. აქ კი ვერც თქვენი, «სამების აღმშენებლის» ავტორიტეტი დაგიცავთ, რადგან ქართველი კაცი ვერავის აპატიებს ჩვენი დედაეკლესიის ვერც შეურაცხყოფას და ვერც შეურაცხმყოფელის მფარველობას!


ისიც საკითხავია, რატომ ითვლებით მხოლოდ თქვენ სამების აღმშენებლად?! ამ საქმეში ხომ სხვა ბიზნესმენებიც მონაწილეობდნენ და, რაც მთავარია, ქართველი ერი, რომელიც უკანასკნელ ლარს სწირავდა მშენებლობას. სახარების მიხედვით, სწორედ იმის შენაწირია უფრო წონიანი, ვინც უკანასკნელს გაიღებს და არა ის, ვინც მხოლოდ ნაწილს სწირავს საკუთარი მილიარდებიდან _ ამიტომაც უწოდა მისმა უწმინდესობამ სამების ტაძარს ქართველი ერის ავტოპოტრეტი. და ახლა რა გინდათ, პატივცემულო, ეს პორტრეტი პედერასტების როკვით წავბილწოთ?


ჩემის მხრით კი გპირდებით, პატივცემულო, რომ სულ მალე დაიწყება საერთო სახალხო მოძრაობა, რესპუბლიკური პარტიის, როგორც მართლაც სახადის, გადასაშავებლად ქართული პოლიტიკიდან, რადგანაც ჩვენ 1 ოქტომბერს ხმა თქვენ მოგეცით და არა რესპუბლიკურ პარტიას, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ თავზე დაგვასვით ქართველ ხალხს, რომელიც, აგერ უკვე 33 წელიწადია, როგორც ავთვისებიანი სიმსივნე, ისე ხრავს და ჭამს ქართულ ეროვნულ სხეულს და მართლმადიდებლურ სულიერებას და მოგიწევთ მკაფიო არჩევანის გაკეთება, პატივცემულო!


დიახ, არ ვაჭარბებ. თუ ასე გაგრძელდა, რესპუბლიკელების ნეოლიბერალური იდეოლოგიური დიქტატურა გარდუვალია და, როგორც ერთმა დიდმა (სხვათა შორის დასავლეთევროპელმა) ადამიანმა ბრძანა დიდი ხნის წინ, ლიბერალზე მძვინვარე მხეცი არ არსებობს!


ჰოდა, იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ «ნაციონალური ცოცხი» «რესპუბლიკურ-ლიბერალური ოყნით» შეგვიცვალონ...


დავით მხეიძე


P. S. მოსკოვშიც სცადეს ამ უქმეებზე პედერასტების პარადის ჩატარება, მაგრამ პოლიციამ აქციის მონაწილენი დააკავა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ, რუსეთის დუმის შარშანდელი დადგენილებით, რუსეთში 2112 წლამდე(!!!), ანუ 100 წლით აკრძალულია პედერასტობის პროპაგანდა!


ოკუპანტი _ ოკუპანტად, მაგრამ იქნებ მიგვებაძა თუნდაც ჩვენი მტრისთვის?


სამაგიეროდ «გამოხატვის თავისუფლებით» ისარგებლეს ვოლგისპირა ტოლიატში და სამამულო ომის მემორიალთან პრეზერვატივები დაალაგეს, შიდსით გარდაცვლილი პედერასტების მოსაგონებლად!


გეიპარადი ჩატარდა მოლდოვაშიც და ჰოი, საკვირველებავ! მიშას «უბიწო მამიდა» შტეფან ფულე არ დავლანდე «შორტიკებით» დემონსტრანტების თავში?


იგივე სცადეს ევროპისკენ მიმავალ კიევშიც, მაგრამ შეხლა-შემოხლის გამო ვერაფერი შეძლეს უკრაინელმა პედერასტებმა! სამაგიეროდ იქაური «ჩვენები», ანუ «უკრაინელი მუჟიკები» სიმწრით ხუმრობენ _ «ვ ევროპუ, ჩერეზ პოპუ»...


ყველაზე ნიშანდობლივი რამ კი კანის კინოფესტივალზე მოხდა, სადაც ოქროს პალმის რტო ლესბოსურ «სიყვარულზე» გადაღებულმა «შედევრმა» მოიპოვა!


ჰოდა, იქნებ ახლა მაინც დაფიქრდეს ის ახალი, ქქქ-ს დამცველი და ეკლესიასთან მებრძოლი _ საით მიდის ჩვენი «მეგობარი» ევროპა-ამერიკა და საით მიჰყავთ საქართველო.

http://www.geworld.ge/View.php?ArtId=4938&lang=ge&Title=%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9D+%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90,+%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%94+%E1%83%9C%E1%83%A3+%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%97,+%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B+%C2%AB%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90+_+%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1%C2%BB+%E1%83%93%E1%83%90+%C2%AB%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90+_+%C2%AB%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A+%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1%C2%BB+%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98+%E1%83%92%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A1!#.UaXr_bHOaSQ.facebook

Комментариев нет:

Отправить комментарий