ღმერთი

ღმერთი

суббота, 30 марта 2013 г.

ამაოდმეტყველებაზე, მრავლისმეტყველებაზე.

შენ წარმოთქვი სიტყვა და იგი უკვე არასოდეს აღარ მოკვდება, არამედ იცოცხლებს საშინელ სამსჯავრომდე. იგი შენთან ერთად წარდგება საშინელ სამსჯავროზე და იქნება შენსკენ და შენს საწინააღმდეგოდ.
წმ. თეოფანე დაყუდებული.

სამოთხეში ბევრია ცოდვებმონანიებული ცოდვილი, მაგრამ მოლაყბე – არც ერთი.
ტროიცკე-სერგიევის ლავრის ბერი ზოსიმე.

ნუ მისცემ შენს თავს უფლებას ილაპარაკო და ჩაერიო ისეთ საქმეებში, რომელიც შენ არ გეხება.
ამბა აგაფონ ეგვიპტელი.

მრავლისმეტყველების ჟამს ძნელია არ შესცოდო. მაშინ სულში ჩნდება სევდა, რაც წმიდა მღვდელმთავარ თეოფანე დაყუდებულის სიტყვებით, იმის ნიშანს წარმოადგენს, რომ „ამ ლაპარაკის გამო ჩვენ უფალს დავშორდით".

გადაეჩვიეთ კამათს, იგი აფორიაქებს რა გულს, სულიერ სიმშვიდეს გვართმევს; ყოველგვარ უაზრო ფიქრს იესოს ლოცვა დაუპირისპირეთ.
ს.ა. ნილუსი.

ილაპარაკე, თუკი მდუმარებაზე უმჯობესი იცი და სათქმელი გაქვს, მაგრამ გიყვარდეს დუმილი, როცა ის თქმას სჯობს.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი.

ნურასოდეს ჩაერევი საეკლესიო კამათში იმ ხალხთან, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს. რადგან ასეთი კამათი ვერასოდეს მიგიყვანს დადებით შედეგამდე, იგი მხოლოდ და მხოლოდ აბოროტებს და აღიზიანებს ადამიანებს. ამას კი აუცილებლად უნდა მოერიდო.
დედა ფამარი (მარჯანიშვილი).

მბრძანებლობ კუჭზე? ენაც დაიმორჩილე, რადგან როცა მეორის მონა დარჩები, პირველისგან გათავისუფლება უსარგებლო არ იყოს.
წმ. ნილოს სინელი.

ძეო ჩემო! ნუ განამრავლებ სიტყვებს: მრავალსიტყვაობა განაშორებს შენგან ღმერთის სულს.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი).

ძმათა კრებულში ყოფნისას შეინარჩუნე მშვიდი მდგომარეობა. თუ რაიმეს გამო საჭიროება შეგექმნება, მიმართო მათ, თქვი ამის შესახებ მოკლედ და თავმდაბლობით.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

უფალი მუდამ იცავს შენ სულს, მანამ შენ იცავ შენს ენას.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი).

არასოდეს დაიფიცო არც იმაზე, რაც საეჭვოა, და არც იმაზე, რაც უეჭველია.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი).

ძეო ჩემო! უდიდესი მონაპოვარია ისწავლო მდუმარება. მდუმარება - უფლისადმი მიბაძვაა, რომელმაც „არარა მიუგო, ვიდრემდის უკვირდაცა პილატეს" (მარკოზ. 15, 5)
დაე, შენმა ენამ იხელმძღვანელოს შენი გონებით: სიტყვები დაუფიქრებლად წარმოთქმულნი - კურო და ეკალია.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი).

მას, ვინც ყურად არ იღებს შენს სიტყვებს, ნურაფერს ეტყვი.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

ნურასოდეს ნუ ისაუბრებ იმ კეთილ საქმეზე, რომლის გაკეთებასაც აპირებ, - აღასრულე იგი ისე, რომ არ განაცხადო წინასწარ.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

მავნეა სიტყვა, რომელსაც არანაირი სარგებლობა არ მოაქვს მსმენელთათვის.
წმინდა ბარსანუფი დიდი.

სიტყვა აზრის გარეგნული არსია და როგორც ცუდი აზრისაგან ითესება ჩვენს სულში ცოდვა, ასევე ცუდი სიტყვისაგან ითესება იმის სულში ცოდვა, ვინც ჩვენ გვისმენს.

მრავლისმეტყველება შეაგინებს ადამიანს.
ღირსი ბარსანოფე.

ჭკვიანია ის, ვინც ღმერთს აამებს და უმეტესად დუმს, ან თუ საუბრობს, მცირედს საუბრობს, ისიც მხოლოდ საჭიროსა და ღვთისათვის სათნოს.
ღირსი ანტონი დიდი.

სულიერ ზრდასა და მრავლისმეტყევლებას შორის - უკუპროპორციულობაა.
მამა ალექსანდრე ელჩანინოვი.

სული წმიდა (ქრისტიანში) არაფრით ისე არ დაიშრიტება, როგორც ამაო საუბრებით.
ღირსი ანტონი დიდი.

მრავალმეტყველება განაგდებს მადლს და სპობს სულის სიმხურვალეს.
ბერი პართენი კიეველი.

უნდა განიხილო თუ ვის ეუბნები. როდესაც იცი, რომ მსმენელი სარგებლობას ღებულობს, მაშინ ესაუბრე მას, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ნუ ისაუბრებ.
წმ. ბერები ბარსანოფი დიდი და იოანე.

მრავალმეტყველება არის საჯდომელი, რომელზედაც ცუდმედიდობას უყვარს გამოცხადება და თავის საზეიმოდ წარმოჩენა. მრავალმეტყველება არის ნიშანი უგუნურებისა, კარი ავსიტყვაობისა, წარმძღვანელი უჯერო სიცილისაკენ, მსახური სიცრუისა, ამომძირკველი გულის სითბოსი, მომწოდებელი მოწყინებისა, წინამორბედი ძილისა, გამფლანგველი ყურადღებისა, გამანადგურებელი გულითადობისა, გაცივება წმინდა სითბოსი, შელახვა ლოცვისა.
წმ. იოანე კიბისაღმწერელი.

საკუთარ შეცოდებათა შემცნობელს თავის ენაზეც გააჩნია ძალაუფლება; ხოლო მრავლისმეტყველს ჯერ კიდევ ვერ შეუცვნია, როგორც საჭიროა, საკუთარი თავი.
წმ. იოანე კიბისაღმწერელი.

მცირედთ თუ ძალუძთ შეაკავონ წყალი კაშხალის გარეშე; და უფრო მცირედნი არიან ისეთნი, რომელთაც ძალუძთ დაადუმონ თავშეუკავებელი ბაგენი.
წმ. იოანე კიბისაღმწერელი.

იბატონე საკუთარ ენაზე და სიტყვებს ნუ განამრავლებ.
წმ. ანტონი დიდი.

უფალი მანამდე უფრთხილდება შენს სულს, ვიდრე შენ საკუთარ ენას უფრთხილდები.
წმ. ანტონი დიდი.

როგორ დავიცავთ გულს, თუკი ჩვენი ენა ღია კარს ჰგავს?
ღირსი სისოი დიდი.

სულიერ ზრდასა და მრავალმეტყველებას შორის უკუპროპორციულობაა. იოლი და მაცდუნებელია სულიერი დაძაბულობის შეცვლა ყბედობით. ეს არის საცდური ყოველი „მასწავლებლობისა". ამიტომაც მანამდე, სანამ რამეს მოვუყვებოდეთ მოყვასს, უნდა დავფიქრდეთ, გაამდიდრებს თუ არა სულიერად მას ეს ნაამბობი და მართლაც საჭიროა თუ არა იცოდეს ეს ამბავი რაიმე სერიოზული მიზეზის გამო.
მამა ალექსანდრე ელჩანინოვი.

სასოწარკვეთილებითი ფიქრები.

დეკანოზი დავით ციცქიშვილი

ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საშუალება, რომელსაც ბოროტი ძალა იყენებს ადამიანის წინააღმდეგ და ამით ხშირად იმარჯვებს მასზე მწუხარების და გულგატეხილობის ვნებებია, რომელთა ყველაზე მძაფრ გამოხატულებასაც სასოწარკვეთილება წარმოადგენს. როგორც დიდი წმიდა მამა იოანე კიბისაღმწერელი აღნიშნავს: „არც ერთ ვნებაზე გამარჯვება ისეთ გვირგვინს არ ადგამს ბერს, როგორც გულგატეხილობაზე” და მიუხედავად იმისა, რომ ეს გამონათქვამი სასულიერო პირს შეეხება, იგი გარკვეულწილად შეიძლება ყველაზე გავრცელდეს, მათ შორის, უბრალო ერის ხალხზეც.

ჩვენი მიწიერი ცხოვრება მეტად მძიმეა და ერთი შეხედვით მრავალი მიზეზი არსებობს სასოწარკვეთილებითი ფიქრების, განცდების აღმძვრელი. ერთ-ერთი ცნობილი ფსიქოლოგის ვ.ფრანკლის მიხედვით საშუალოდ ნორმალური ადამიანი ყოველდღიურად გაცილებით მეტ უარყოფით ემოციას განიცდის, ვიდრე დადებითს და მართლაც რომ დავუკვირდეთ, რაც არ უნდა კარგად იყოს ამქვეყნად ადამიანი მოწყობილი, ცხოვრობდეს ფუფუნებაში, ჰქონდეს დიდძალი ფული, როგორც სურს, ისე ატარებდეს დროს, საბოლოო ჯამში მისი არსებობა მაინც უფრო ტანჯვაა, სიძნელეთა გადალახვა, გაჭირვების დათმენა, ვიდრე ლხენა, სიხარული თუ ნეტარების განცდა.

მთავარეპისკოპოსი ლუკა (ვოინო-იასენეცკი) წერს: „სახარებაში ვკითხულობთ: „თუ ვინმეს უნდა მე მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს” (მარკ 8,34). რას ნიშნავს ეს? უფალი ამბობს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა აიღოს საკუთარი ჯვარი? როგორია ისინი? ჯვრები სხვადასხვაა, სრულიად განსხვავებული, რადგანაც თითოეულს ღვთის მიერ თავისი ჯვარი აქვს განკუთვნილი.

მეტად მნიშვნელოვანია გავიგოთ თუ რას წარმოადგენს ჩვენი ჯვარი და უნდა ზუსტად ის ავიღოთ, რომელიც უფალმა განგვიკუთნა. ძალიან საშიშია თავად გამოვიგონოთ იგი. ეს კი არცთუ იშვიათად ხდება… მეტად დიდი უმრავლესობისთვის ისეთი ჯვრებია მომზადებული, რომელთა ტარებასაც ხალხი მათ ზიდვას არ უძახის და ატარებენ რა ჯვარს, ვერც კი იგებენ, რომ ამას აკეთებენ.

როგორი ჯვრებია უმრავლესი ჩვენგანისთვის განკუთვნილი? ჯვრები უბრალო და არა იმდაგვარი, როგორიც უდაბნოში მოღვაწეებს აქვთ.


მიწიერი ცხოვრება, თითოეული ადამიანის არსებობა, ეს არის მწუხარება, ვაება, ტანჯვა და სწორედ საზოგადოებრივი, ოჯახური ცხოვრების ყველა ეს მხარე წარმოადგენს ჩვენს ჯვარს? უიღბლო ქორწინება, პროფესიის არასწორი არჩევა განა მცირე ტანჯვის მომტანია? ბევრი არ უნდა მოითმინოს მან, ვისაც ასეთი გაჭირვება ეწვია? მძიმე ავადმყოფობები, დამცირება, დაუდევრობა, ქონების დაკარგვა, მეუღლის ეჭვიანობა, ცილისწამება – ყველაფერი, რასაც ადამიანები ჩვენს მიმართ ჩადიან, განა არ წარმოადგენს ჩვენს ჯვარს?

სწორედ ეს არის ჩვენი ჯვარი, რომელსაც ადამიანთა დიდი უმრავლესობა ატარებს. ვალდებულნი არიან და მათ ყველა ზიდავს, თუნდაც ეს არ სურდეთ. ხალხი, რომელიც უარყოფს ქრისტეს გზას, ვერ იტანს მას, მაინც ატარებს ტანჯვის ჯვარს.

რა განსხვავებაა მათ და იმ ქრისტიანებს შორის, რომლებიც ზიდავენ თავის ჯვარს? განსხვავება ის არის, რომ მორწმუნენი ატარებენ მას მორჩილებით, არ კიცხავენ ღმერთს და ასეთი მორჩილებით, თავდახრილნი ზიდავენ მძიმე ჯვარს თავისი ცხოვრების ბოლომდე”.

მრავალი განსაცდელის, გაჭირვების გადატანა უხდება კაცს მიწიერ ცხოვრებაში და, ერთის მხრივ, სრულიად გასაგებია რაღაც მომენტში ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში, დაკარგოს იმედი, შეერყას რწმენა ღვთისა, ამას ვერავინ აცდება, მაგრამ მართლმადიდებლური ცხოვრების წესი აუცილებლად გულისხმობს მას, რაც შეიძლება ნაკლებად აყვე სასოწარკვეთილებით ფიქრებს, განცდებს და დროთა განმავლობაში სულ უფრო მდგრადი გახდე მათდამი.

უნდა ითქვას სასოწარკვეთილებითი შეტევები ზოგჯერ მეტად მძაფრია და ძნელად გადასატანი. წმიდა მამა ნილოს სინელი შემდეგნაირად აღწერს მათ მოძალებას ბერებთან: „როცა სულს სასოწარკვეთის სასტიკი ტალღები მოაწყდება, ადამიანი მათი შეწყვეტის იმედს კარგავს, მტერი შთააგონებს იმ აზრს, რომ მეტად დიდია მისი ტანჯვა აწმყოში და შემდგომ იგი უფრო გაიზრდება, ის მიტოვებულია ღვთისაგან და უფალი მასზე არ ზრუნავს; ან ბოროტი ჩასჩურჩულებს, რომ ყველაფერი ამქვეყნად ღვთის დაშვების გარეშე ხდება და რაც მოუვიდა არავის მის გარდა თავს არ გადახდენია”.

დედა ტაისია წმიდა მამა იოანე კრონშტანტელთან საუბარში შემდეგნაირად აღწერს მასთან შავბნელი განცდების მოძალებას: „ზოგჯერ მეტად ძლიერ სულიერ ცდუნებას განვიცდი, რომლის სიტყვით გადმოცემაც შეუძლებელია; ეს თითქოს გულგატეხილობაა, მაგრამ მეტად მძიმე ხარისხით, სასოწარკვეთილებასთან მიახლოებული – თითქოს შავი ღრუბელი ჩამოწვაო თავთან და არ არსებობსო გამოსავალი, ყველაფერი ისე მუქად მოჩანს, იმგვარად მაქვს სული დამძიმებული, რომ მას „ჯოჯოხეთურ” ცდუნებას ვადარებ და ის რომ ხანგრძლივად გრძელდებოდეს, სიკვდილით დაბოლოვდებოდა ან კიდევ სხვა რაღაც საშინელებით”.

სასოწარკვეთილებითი განცდების გავრცელებულ სურათს ვხვდებით მამა იოანე (მასლოვის) სულიერი შვილის ნაამბობში: „ერთხელ, აღდგომის მსახურებაზე დასწრებისას მჭვუნვარე ფიქრებმა შემომიტიეს – აღნიშნავს იგი: „არავის ვჭირდები, რისთვის ვცხოვრობ და ა.შ. „მესმოდა, ეს აზრები მტრისგან იყო, მაგრამ ვერაფრით ვახერხებდი განმეგდო ისინი და ამის გამო მთელი დღე ვტიროდი. მინდოდა მამა იოანესთან მივსულიყავი, მაგრამ დავინახე, იგი ყველას თავს არიდებდა, დრო იყო მძიმე, დევნიდნენ, რადგან მასთან ბევრი ხალხი მიდიოდა.

საღამოს, მსახურების შემდეგ ის ჩემთან მოვიდა და მკითხა: „აბა, რა გინდოდა? მითხარი ჩქარა!” ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე. მაშინ ყურადღებით შემხედა რა მამა იოანემ, მითხრა: „ნუ უგდებ ყურს, ეს მტრისგანაა. მას ახლა ისეთი მძიმე დრო უდგას, რომ მოხარული იქნებოდა ყველა შეაცბუნოს. ნუ მოუსმენ. მამა იოანეს თვალებმა რენდგენივით გამანათეს. ვგრძნობდი, იგი მთლიანად ხედავდა, ესმოდა რა ხდებოდა ჩემში, თუმცა ერთი სიტყვაც კი არ მქონდა ამის შესახებ ნათქვამი. რაღაც წავიბუტბუტე, მაგრამ არ მომისმინა და სერიოზულად განაგრძო: „ნუ მიაქცევ ყურადღებას” დამლოცა, მაგრად ჩამიკაკუნა თავში და გამშორდა – უცბად ცრემლები წამომივიდა, მაგრამ ეს ცრემლები უკვე შვების იყო!”

ჩვენს ვითარებაში სასოწარკვეთილებითი განცდები მეტად ხშირია და ახლანდელი დროის სიმძიმეც საკმარისად უწყობს ამას ხელს, როგორც ერთ-ერთი მართლმადიდებელი ფსიქიატრი აღნიშნავს, გავრცელებულ ფსიქიკურ დაავადებათა 60 პროცენტს დეპრესია წარმოადგენს და ხშირად მათ სულიერი წარმოშობის დაღი ატყვია. ერთი მხრივ ეს ადვილად გასაგებია. ზოგჯერ მართლაც მეტად ძნელია გაუძლო ამ ცხოვრებისეულ ზეწოლას და იგი თავისთავად იწვევს შავბნელ, მჭმუნვარე განცდებს. იქ მშობლებს ბავშვი ჰყავთ ავად, ფული არა აქვთ ცხოვრების ელემენტარული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ახლობელი იქცევა ცუდად, ცხოვრობს უზნეოდ, არ გაუმართლათ, მიზნები რომელთა ცხოვრებაში მიღწევის იმედიც ჰქონდათ, ვერ მოახერხეს, განეხორციელებინათ, არცთუ იშვიათი შეგრძნებაა, თითქოს ზღვარია მეტი აღარ შეუძლიათ, მაგრამ მეტი რა გზაა, მაინც უმთავრესად უძლებენ ამ მიწიერი ყოფის ზეწოლას. ასეთ წუთებში ზოგჯერ უფალი მეტად სასტიკი ეჩვენებათ, ჰგონიათ, რომ ის ნაკლებად ზრუნავს მასზე, უმართავს ხელს, ეს რომ ასე არ იყოს, განა უკეთ არ იგრძნობდნენ თავს, თვლიან, რომ ცხოვრებას აზრი არა აქვს, დიდხანს ვერ გაუძლებენ ამ მიწიერი ყოფის წნეხს და იქნებ ჯობდეს კიდეც თავადვე მოისწრაფონ სიცოცხლე.

სიბრძნე ზირაქისაში ვკითხულობთ: „ნუ მიეცემი მწუხარებას და თავს ნუ გაიწამებ ნებაყოფლობით. გულის სიხარული ადამიანის სიცოცხლეა და კაცის მხიარულება – დღეგრძელობა მისი. დაიამე სული და გულით გამხნევდი და დარდი განიშორე, რადგან დარდს მრავალი დაუღუპავს და უსარგებლოა იგი” (სიბრძ. ზირაქისა). მართლმადიდებლური შეგნება გულისხმობს მას, რომ როგორც არ უნდა გაგიჭირდეს, საჭიროა მოითმინო, არ აყვე მძიმე განცდებს და გახსოვდეს, რაოდენ ძნელი გასაგებიც არ უნდა იყოს, ყველაფერი რაც ტკივილს გვანიჭებს, უფლის დაშვებითაა და ჩვენთვის სიკეთის მომტანია. ამ სიბრძნის გაცნობიერება ან კიდევ საქმე საქმეზე რომ მიდგება, მისით განსაცდელის დროს ხელმძღვანელობა არ არის ადვილი. ფული დაკარგე, ავად გახდი, მეგობარმა გიღალატა, ნერვები ვეღარ უძლებს ახლობლების ზედმეტად ჭირვეულობას – განა მეტად ძნელი არ არის ყოველივე ეს უდრტვინველად მიიღო, იმ შეგნებით რომ უფალს შენთვის ასე სურს. ეს მართლაც ასეა, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს, მართლმადიდებლური სრულყოფა აუცილებლად გულისხმობს გაჭირვების დათმენას და შეგნებას იმისა, რომ ასეთია ღვთის ნება. ამის მისაღწევად საკმაო ხანია საჭირო, დიდი მუშაობა საკუთარ თავზე, მაგრამ ადრე თუ გვიან აუცილებლად წარმატებას უნდა მიაღწიო ამ მიმართულებით.

უკანასკნელ ოპტინელ მამათა ლოცვა იწყება სიტყვებით: „უფალო, მომეც ძალა, რათა სულიერი სიმშვიდით შევეგებო ყოველივეს, რასაც მომიტანს დღევანდელი დღე”. აქვე ვკითხულობთ „რა ამბავიც არ უნდა შევიტყო მთელი დღის განმავლობაში, მასწავლე, მივიღო იგი სულიერი სიმშვიდით და მყარი რწმენით, რომ ყოველივე შენი წმიდა ნებითაა, ყოველ ჩემს საქმესა და სიტყვაში – მიწინამძღვრე ჩემს აზრებსა და გრძნობებში. ყველა გაუთვალისწინებელ შემთხვევაში არ მომცე უფლება, დავივიწყო, რომ ყოველივეს შენ მიგზავნი”. აქ კარგად ჩანს, როგორ ევედრებიან ბერები უფალს, რაც არ უნდა მოხდეს, სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებაში.

ათონის მთის მკვიდრი ერთ-ერთი მეუდაბნოე აღნიშნავს: „ლოცვით უდაბნოში მოღვაწენი, სულიერების მაღალ საფეხურზე ახლობლობის მიზეზით გამოწვეული მწუხარებისას უშფოთველობას იძენენ. ისინი სულიერი ცხოვრების ზეცაში იმყოფებიან (ლაჟვარდოვან და ნათელში), რომელსაც ვერ აღწევს მიწის მაცხოვრებელთა ისრები. ასეთი ხალხი არა მხოლოდ არ განიცდის შევიწროებას, არამედ მას საერთოდ ვერ ამჩნევს. თვითმფრინავს ქვებით ვერაფერს დააკლებ, ის ვერც იგრძნობს ამას. ამგვარი რამ ხდება მაღალი სულიერების ადამიანებთანაც. მათთვის არ არსებობს მწუხარება, გამოწვეული ცილისწამებით, დევნით, უგულველყოფით, განკითხვით – მარტოოდენ ნაღველია ძმის დაცემის გამო. თუკი მწუხარება გაჩნდა, იცის როგორ მოერიოს მას. ერთ-ერთი ბერი მამა აქილთან მივიდა და დაინახა თუ როგორ აფურთხებდა სისხლს პირიდან. რა ხდებაო მამაო? – ჰკითხა მან. ბერმა უპასუხა, ეს ერთ-ერთი ძმის სიტყვებია, რომელმაც მე დამანაღვლიანაო. შევეცადე არ მიმეღო ისინი და ვთხოვე ღმერთს თავიდან აეცილებინაო ჩემთვის. ეს სიტყვები პირში სისხლად გადამექცა და ვიშორებო მას. ამით ისევ მოვიპოვეო მდუმარება და დავივიწყეო ჩემი დარდი”.

ჩვენ კი ხშირად სულ სხვაგვარად ვიქცევით. იმდენად ვმწუხრდებით, განვიცდით მომხდარს, რომ სასოწარკვეთილებაში ვვარდებით და ზოგჯერ ღმერთსაც კი ვამტყუნებთ თავს გადახდენილის გამო. მთავარეპისკოპოსი ლუკა წერს: „როგორ ვუდგებით უფლისმიერ დასჯას? რა თქმა უნდა, მძიმედ გადაგვაქვს, რადგან ყოველი დასჯა ახლა გვეჩვენება არა სიხარულად, არამედ მწუხარებად (ებრ. 12 (II)). მძიმეა, მეტად მძიმე, უფლისმიერი სასჯელის გადატანა, რადგანაც ხშირად მეტად მძიმეა იგი… ჩვენ ხშირად ვჩივით ღმერთზე, ვუმხედრდებით, ვკიცხავთ მას: „რისთვის, რატომ მსჯი ასე, უფალო? თავად ვერ ვაცნობიერებთ, ვერ ვგრძნობთ საკუთარ დანაშაულს, ბრალს, ღმერთმა კი იცის ჩვენი გულის სიშავე და დამსახურებულად გვსჯის.

ღმერთზე ჩივილი მეტად დიდი ცოდვაა, რისთვისაც იგი ხალხს სჯის. გავიხსენოთ ებრაელთა მაგალითი უდაბნოში… როცა ღმერთზე ვდრტვინავთ, ეშმაკი ამრავლებს ჩვენს მჭვუნვარებას, იმას, რასაც განვიცდით უფლისმიერი დასჯის გამო. რისთვის ამრავლებს მათ? რათა ჩვენ უფრო მეტად და მეტად ვიდრტვინვოთ ღმერთზე. მაგრამ მათ, ვინც მადლობელია უფლის შეგონებისთვის და დასჯისთვის, ის განეშორება როგორც ნაცემი ძაღლი”.

დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება, რომელიც ხშირად იწვევს სასოწარკვეთილებით განცდებს, მატერიალური გაჭირვებაა. ჩვენს ყოფაში ზოგჯერ მეტად მძიმე გადასატანია იგი და განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ოჯახი ჰყავს სარჩენი. ხშირად არც კი იციან როგორ იშოვონ ფული, რათა გამოკვებონ თავისიანები. ახლა ჩვენს ქვეყანაში ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ არცთუ იშვიათად როგორც არ უნდა მოინდომო, იშრომო, მაინც ვერ შეძლებ მოიპოვო საკმარისი მატერიალური სახსრები ცხოვრების ელემენტარული პირობების დასაკმაყოფილებლად. ხშირად შემოდის უძლურების განცდა, განცდა იმისა, რომ არაფრის გაკეთება არ ძალგიძს, როგორც არ უნდა მოინდომო ფულის შოვნა. ერთგვარი შურიც კი ჩნდება იმ მრავალი ქვეყნის მცხოვრებელთა მიმართ, სადაც ესოდენ მძაფრად არ დგას ეს პრობლემა, სადაც შრომით შეგიძლია არჩინო ოჯახი, საკუთარი თავი. აქ კი ხშირად უკვე აღარ იციან, რა გზას დაადგენ.

ჩვენთან ახლა გამძაფრებული ეს პრობლემა ხშირად იწვევს სტრესულ მდგომარეობას, სასოწარკვეთილებით განცდებს, უიმედო განწყობას. არადა რაც უფრო ნაკლებად აყვები ამ შემთხვევაში მჭვუნვარე განცდებს, მით უფრო კარგია, მოიქცევი ქრისტიანულად, მით უმეტეს, როცა მძიმე ვითარებაში ძალიან ხშირად იგრძნობა უფლის დახმარება. ერთ-ერთი მოძღვარი თავის ქადაგებაში ასეთ რამეს მოყვა: „მარიამობის მარხვის დროს მონასტერში ვიყავით და როცა იქიდან მოვდიოდით, იქ მყოფებმა ერთი მრავალშვილიანი ოჯახის უფროსისთვის პროდუქტები გამოგვატანეს, მატერიალურად უჭირს და ზოგჯერ თუ ვინმე არის ქალაქში წამსვლელი, ასეთ დახმარებას ვუწევთო მას. ჩვენც საკუთრივ ბაზარში შევიარეთ და ხილი და სხვა რამ დავუმატეთო გამოტანებულს – გააგრძელა მოძღვარმა. როცა იმ კაცთან მივედით, მან ტირილი დაიწყოო და გვითხრა: ახლა ბოლო რაც მქონდა, ის ვაჭამეო ბავშვებს და სადილად აღარ ვიცოდი, რა მიმეცაო მათთვის. ფულიც არ მქონდა, რომ მეყიდაო რამე. ახლა თქვენ გამოჩნდით და თქვენმა დახმარებამ მეტად მიშველაო ამ წუთს. ვტირი, მაგრამ მარტო იმაზე კი არ მოვთქვამ, თუ როგორ დამეხმარაო თქვენი ხელით უფალი, არამედ ჩემს სულმოკლეობაზეც ვდარდობო. რამდენჯერ გაჭირვების ჟამს შემშველებიაო ღმერთი და როცა არსაიდან არ ელოდები, გამოუგზავნიაო საზრდო, მე კი მაინც როგორც კი მიდგებაო მძიმე ჟამი, ვკარგავო სასოებას და ვარდებიო სასოწარკვეთილებაში”.

სახარებაში ვკითხულობთ: „ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ? ან: რა ვსვათ? ან: რით შევიმოსოთ? ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ წარმართნი: ვინაიდან თქვენმა ზეციურმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ყოველივე ეს თქვენ კი უწინარეს ეძიეთ სასუფეველი და მისი სიმართლე, და ყოველივე ეს შეგემატებათ თქვენ”. (მათე 6. 31,34). ამ სიტყვების სიბრძნე, ჭეშმარიტება განსაკუთრებით მძაფრად სწორედ ახლანდელ ვითარებაში ჩანს და რომ არა ჩვენს გარშემო მძიმე გარემო, ალბათ კარგად ვერც შევიგრძნობდით მის მნიშვნელობას. სამწუხაროდ, ადამიანი ისეთი არსებაა, რომ ხშირად მარტო წაკითხვით, მოსმენით სათანადოდ ვერ წვდება, აცნობიერებს რაიმე ღვთაებრივი სიბრძნის, მოვლენის, კანონზომიერების არსს. როცა საკუთარი ცხოვრება, მიწიერი ყოფა დაანახებს მას თეორიულად აღქმულის, ცოდნის დონეზე შეთვისებულის სისწორეს ზოგჯერ მარტოოდენ მაშინღა ითავისებს იმას, რაც მისთვის მეტად საჭიროა და მნიშვნელოვანი, თუმცა ხანდახან ზოგიერთი ამასაც ვერ ახერხებს ხოლმე.

ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ოჯახთა უმრავლესობა ისე ირჩენს თავს, რომ მისი წევრები ხშირად თავადაც ვერ ხვდებიან როგორ ახერხებენ ამას. ბევრს არა აქვს სტაბილური ხელფასი, შემოსავალი და დღეს თუ როგორღაც რაღაც თანხა იშოვეს, ხვალ უკვე აღარ იციან როგორ შეძლებენ ამას. ასე გრძელდება წლიდან წლამდე და რა თქმა უნდა, ეს არ არის ადვილი გადასატანი. მაგრამ ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით შეიგრძნობა უფლის მზრუნველობა, მფარველობა ადამიანის მიმართ. როცა უკვე აღარ იციან სად იშოვონ თანხა ბავშვების გამოსაკვებად, ჩასაცმელად, სხვა აუცილებელი საჭიროებისთვის, როდესაც კრიტიკული მიჯნაა და თითქოს არსაიდან ჩანს გამოსავალი, სწორედ მაშინ მოდის დახმარება საიდანღაც და ეს მომენტი მეტად ხშირად დაფიქსირებულა მრავალ ოჯახში. ეს, რა თქმა უნდა, უფლის წყალობის გამოვლენაა და ამ შემთხვევაში კარგად ჩანს თუ რაოდენ ზრუნავს ღმერთი ჩვენზე, რა ხშირად გვიწვდის დახმარების ხელს და თანაც იგი ვრცელდება არა მხოლოდ ეკლესიურად მაცხოვრებელ ხალხზე, რომელიც ცდილობს უფლისთვის სათნოდ იცხოვროს, არამედ მათზეც, ვინც მაინცდამაინც არ დაგიდევთ ამას.

თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ცდილობს ადამიანი იცხოვროს ღვთისთვის სათნოდ, შესაბამისად სხვადასხვაგვარად ვლინდება მისი მფარველობაც. წმიდა მამა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: „სხვა არის ღვთის განჭვრეტა, მეორე მისი შეწევნა, კიდევ სხვა დაცვა, წყალობა, ნუგეში. პირველი ყველა არსებაზე ვრცელდება, შეწევნა კი ღვთის ერთგულებთან გვხვდება, დაცვა ისეთ ერთგულებთან, რომლებიც მართლაც, ჭეშმარიტად ასეთები არიან. წყალობა უფლისთვის მომუშაკენი მოიმკიან, ხოლო ნუგეშს კი მისი მოყვარულნი”.

მიუხედავად იმისა, რომ უფალი ყველას იცავს მაინც, მისი მფარველობა განსაკუთრებით იზრდება მასთან, ვინც ცდილობს იცხოვროს ეკლესიურად, ნაკლებად შესცოდოს. თუმცა ყოველთვის ვერც ჭეშმარიტი მორწმუნენი დგანან სათანადო სიმაღლეზე და აქ თავს იჩენს ერთი ჩვენთვის მეტად საგულისხმო კანონზომიერება. ასეთ დროს ხშირად მალევე შეიგრძნობა უფლისმიერი დასჯის მომენტი და ეს სხვადასხვა პრობლემის გაჩენაში, გართულებაშიც იჩენს თავს, მათ შორის ყოფითის, მატერიალურისაც. ამით უფალი თვალნათლივ გვიჩვენებს თუ რამდენად ვართ მასზე დამოკიდებული და როგორ ქრება მისი მფარველობა ჩვენი შეცოდებისას, ვნებისთვის გაქანების მიცემის შემთხვევაში. ვთქვათ, თუ რაიმე თანხაა ასაღები, ის შეიძლება დაიკარგოს ან ეს არ მოხერხდება იმ დროისთვის, როცა ამას ელიან, უცბად გაუთვალისწინებელ ხარჯში შეიძლება ჩავარდეს კაცი. ადამიანი ისეთი არსებაა, რომ უმთავრესად, მხოლოდ ცოდვების, ვნებების გახელებით მოტანილი ზიანის ცოდნით, გაგებით ვერ სწავლობს, სანამ არ იგრძნობს დასჯის მომენტს, მიხვდება, არასწორი ქცევა რამდენად ურთულებს მას ყოფას, ისე ნაკლებად სწორდება. ამგვარ გართულებას კი არცთუ იშვიათად სასოწარკვეთილებაში ჩაგდება, უიმედობის, მწუხარების განცდების მოძალება მოჰყვება, ეკლესიურად მაცხოვრებლებთან ზოგჯერ შეგრძნება საკუთარი ჯვრის ვერზიდვის რაც თავისთავად უფრო ამძიმებს მდგომარეობას.

უნდა ითქვას, რომ ჩვენი მძიმე ყოფა, გაჭირვება ერთგვარად უფალზე მინდობას გვასწავლის და ვითარების სირთულე, რაც არ უნდა ძნელი გასაგები იყოს, ღვთის წყალობადაც შეიძლება ჩაითვალოს. როცა არსაიდან ელოდები დახმარებას და ის კი უფლის შეწევნით მრავალჯერ სასწაულებრივად მოდის, უკვე სხვაგვარად შეიგრძნობ უზენაესის მფარველობას. იმ სახელმწიფოებში კი, სადაც სტაბილური შემოსავალი აქვთ, მყარი გარანტირებული ხელფასით შეუძლიათ უპრობლემოდ სხვადასხვა ყოფითი თუ სხვა სახის მოთხოვნების დაკმაყოფილება, უფლისმიერი მოწყალების გამოვლენის მომენტი უფრო სუსტად იგრძნობა. იქ იმუშავებ და ბევრი პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით დაზღვეული ხარ. ჩვენთან კი ასე არ არის და ხშირად ბევრთან შემოდის საკუთარი უძლურების შეგრძნება, რაც არ უნდა მოინდომო მოაწყო საკუთარი ცხოვრება, ასეთ დროს კი მეტად ხვდები, რამდენად ხარ ღმერთზე დამოკიდებული.

რა საშუალებები არსებობს სასოწარკვეთილების ვნების წინააღმდეგ? ისინი მრავალგვარია, მაგრამ პირველი და უმთავრესი მაინც მორჩილებაა. ამ უდიდესი სათნოებით ადამიანი უძლეველი ხდება ეშმაკის მხრიდან. როცა ანტონი დიდმა ეშმაკის მიერ დედამიწაზე ადამიანთა დასაჭერად დახლართული ბადე იხილა, შეძრწუნებულმა შეჰღაღადა უფალს: ვინ გადარჩებაო ამ განსაცდელს? მხოლოდ მორჩილს არ შეეხებაო იგი – მიიღო პასუხად. როცა რაც არ უნდა მოხდეს, რა პრობლემებმაც არ უნდა წამოყონ თავი, ცდილობ მშვიდად, უდრტვინველად გადაიტანო ყოველივე, როგორ გაჭირვებაშიც არ უნდა ჩავარდე, არ ჰყვები სასოწარკვეთილებით განცდებს, ინარჩუნებ იმედს ღვთისას, თვლი, რომ რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს, განა შეიძლება ღმერთის მხრიდან რაიმე დაიშვას ჩვენი სულისთვის საზიანო და ამით უძლებ ცხოვრებისეულ მძიმე შეტევებს, ეს უკვე მორჩილების ერთ-ერთი გამოვლენაა. თან ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეკლესიური გაგებით უფალი ჩვენს შესაძლებლობებზე მეტად არ გვცდის და იმ განსაცდელს გვარგუნებს, რისი გადატანაც ხელგვეწიფება.

მთავარეპისკოპოსი ლუკა აღნიშნავს: „უნდა ვიცოდეთ, რომ ამ გზაზე თუ მთელი გულით მივმართავთ უფალს, ქრისტეს, ის საკვირველად მოგვეხმარება. შეგვეშველება როცა დავეცემით, გაგვაძლიერებს, გაგვამხნევებს, დაგვამშვიდებს და მაშინ გავიგებთ მოციქული პავლეს სიტყვებს: „ვინაიდან ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა დიდ და მომეტებულ საუკუნო დიდებას ქმნის ჩვენთვის” (2 კორ. 4,17). მაშინ ეს ტანჯვა ჩვენი მოკლე ცხოვრების იქნება მსუბუქი ვაება.

იღუმენი ნიკონი წერს: „უფალი არა მარტო მთელ კაცობრიობაზე ზრუნავს, არამედ ცალკეულ ადამიანზეც, ყოველ წუთს უწვდის მას ხელს, იცავს ხილული თუ უხილავი მტრებისაგან, ასწავლის მას ადამიანების, წიგნებისა და ცხოვრებისეული გარემოებების საშუალებით. თუ აუცილებელია ადამიანის დასჯა იმ მიზნით, რომ გონს მოვიდეს და თავიდან აიცილოს დიდი უბედურება, სიყვარულით სჯის კიდეც, შემდეგ, თუ ადამიანისთვის საზიანო არ იქნება, უხვად აჯილდოებს, თითქოს ნანობს, რომ დასაჯა. ვისაც ოდნავ მაინც გააჩნია სულიერი ხედვა, ის ამჩნევს უფლის ამ უჩვეულო ზნუნვას დიდსა და პატარაზე”.

მამა ანტონი (გარმაევი) აღნიშნავს: „ვენ გვეჩვენება, თითქოს ღმერთმა ზურგი შეგვაქცია, მიგვატოვა, მაგრამ შესაძლებელია კი ეს? შეუძლია კი ღმერთს დატოვოს თავისი საყვარელი შვილი?

ავიღოთ ასეთი მაგალითი: ჩვენ წინაშე კეთილი, კარგი დედაა, ის თავის სამი წლის ბავშვთან ერთად სასეირნოდ მიდის ქუჩაში და უშვებს მას სათამაშოდ. თუ იგი უშვებს, ნიშნავს კი ეს, რომ მან შვილი მიატოვა?!

ან მოვიყვანოთ მეორე მაგალითი. ბავშვი გაიზარდა და შეუსრულდა 18-20 წელი. უცბად იგი დანაშაულს ჩადის და ჯდება საბრალდებო სკამზე, რომელი დედა არ იდარდებს საკუთარ შვილზე. განა იტყვის: მე გზრდიდი, შენ კი დანაშაული ჩაიდინე… ახლა უკვე აღარ ვარ შენი დედა.

საკმარისად ბევრი ხვდება საბრალდებო სკამზე, ჩადის რა ერთ, მეორე, მესამე დანაშაულს. წლობით, ათწლეულობით სხედან ციხეში. ყველამ მიატოვა, დედის გარდა. დედის გული ყველაზე რთულ ვითარებაშიც, შვილის მხრიდან მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაშიც, დარდობს მასზე. იგი შვილის ერთგულია ბოლომდე, იმ შემთხვევაშიც, თუნდაც უარყოს ის მთელმა საზოგადოებამ, სიძულვილით განიმსჭვალოს მისადმი… თუ ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია ასეთი გულში ჩამწვდომი, თავგანწირული სიყვარულის გამოვლენა, მითუმეტეს ამჟღავნებს ამას უფალი. შეუძლია კი მას მიატოვოს კაცი? არა! ამიტომაც თავისი დამრიგებლური მზრუნველობით თითოეულისადმი იგი სულ მუდამ, ყოველ წუთს დაგვყვება ჩვენ”.

როცა კაცი მორჩილებას ამჟღავნებს მწარე, ხშირად ტკივილის მომყენებელი სინამდვილის მიმართ, იგი ამით გზას უკეტავს იმ სასოწარკვეთილებით, უიმედო განცდებს, რომელსაც ბოროტი აღძრავს მასში სხვადასხვა ცხოვრებისეული მიზეზიდან გამომდინარე. დემონური ძალა ზოგჯერ აბეზარ ბავშვს გავს, რომელიც გიჩიჩხინებს, რათა წყობიდან გამოგიყვანოს, თუ მშვიდად შეხვდი ამას, არა აყევი, თავს დაგანებებს, დაინახავს, რომ ამაოა მისი მცდელობა. დიდი წმიდა მამა იოანე ოქროპირი რამდენიმე მიზეზს ასახელებს იმასთან დაკავშირებით თუ უფალი რატომ უშვებს, რომ ბოროტი ებრძოდეს ადამიანს: „პირველი მისთვის, რათა შევიგრძნოთ, რომ უფალი იესო ქრისტეს სახელით, ცხოველმყოფელი ჯვრის ძალით გავხდით ეშმაკზე გაცილებით ძლიერნი, მეორე – მორჩილებაში ვიყოთ და არ განვადიდოთ საკუთარი თავი ჩვენთვის ბოძებულ ნიჭთა სიდიადით, მესამე, რათა მაცდური სული დაინახავს რა ჩვენს მოთმინებას, დარწმუნდეს იმაში, რომ განვეშორეთ მას; მეოთხე მიზეზი არის ის, რომ გავხდეთ უფრო მხნე და ძლიერი; და ბოლოს, რათა არ დავივიწყოთ იმ ძალის დახმარება, მფარველობა, რომელიც გვშველის ჩვენ.”

როგორც ვხედავთ, ერთ-ერთი მიზეზი, უფალი რატომაც უშვებს ეშმაკი გვებრძოდეს, არის ის, რომ იგი დაინახავს რა ჩვენს მოთმინებას, განგვეშოროს, რადგან იგრძნობს თავისი ბრძოლის უაზრობას. ეს მის სასოწარკვეთილების ვნებით შემოტევებსაც შეეხება. უნდა ითქვას, მორჩილება სხვაგვარადაც ეხმარება კაცს ბოროტთან ბრძოლაში. ეს დიდი სათნოება გულისხმობს იმასაც, რომ ადამიანი იქცევა ხშირად არა საკუთარი სურვილების, მოთხოვნილებებისდა შესაბამისად, არამედ გამომდინარე იქედან, თუ რა სახის მოქმედება იქნება მისთვის დროის ყოველ მოცემულ მომენტში, სულიერების თვალსაზრისით ყველაზე მეტად მიზანშეწონილი, გამართლებული. ბასილი დიდი ამბობს: „განუწყვეტილვ უნდა ილოცო არა სიტყვებით, არამედ როცა მთელი შენი მოქმედებით ცდილობ შეერწყა უფალს, მაშინ უკვე მთელი შენი ცხოვრება წარმოადგენს მუდმივ ლოცვას”. ამ მნიშვნელობით ესმოდათ წმინდა მამებს ეკლესიის მოთხოვნა განუწყვეტელი ლოცვის შესახებ. ასე ნეტარი ავგუსტინე იმ შეწინააღმდეგებაზე: შესაძლებელია კი საერთოდ სულ, ყოველ წუთს ღმერთის განდიდება, პასუხობდა: „მე მიგითითებ ერთ ხერხს თუ გსურს, რომ მუდმივად ახერხებდე ამას: რასაც არ უნდა აკეთებდე, გააკეთე სამართლიანად და შენ უკვე განადიდებ უფალს”. მორჩილების დიდი სათნოებისას ხშირად ხდება სწორედ ეს, სულიერი თვალსაზრისით ყველაზე სასარგებლო მოქმედებათა განსაზღვრა, შემდეგ მისით ხელმძღვანელობა, იგი კი თავისთავად იწვევს ადამიანის შინაგანი მდგომარეობის, განცდათა, ფიქრთა მოწესრიგებას. ამგვარი კანონზომიერება კი გამოხატულებას პოულობს იმაშიც, რომ ადამიანის არსება თავისთავად ირეკლავს მავნე ცოდვილ განცდათა შემოტევას, მათ შორის სასოწარკვეთილების ვნებისა.

სასოწარკვეთილების წინააღმდეგ მეტად მძლავრი საშუალებაა ლოცვა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ ვნების შემოტევისას ზოგჯერ ამის არავითარი სურვილი, განწყობა არ აქვთ. ასეთ დროს ხშირად ეჩვენებათ, რომ აზრი არა აქვს ამ ღვთისმსახურებითი წესის შესრულებას, ხანდახან შემოდის პროტესტის გრძნობაც, თუ ადრე ვლოცულობდი, ვცდილობდი ამით თუ სხვა რამით მესიამოვნებინა უფლისთვის, ვინდომებდი მეცხოვრა მისთვის სათნოდ, მოიტანა კი ამან ყველაფერმა თვალშისაცემი დადებითი შედეგი – ფიქრობენ ასე – განა დამთრგუნველი, მძიმე შინაგანი მდგომარეობა სულ საპირისპიროს არ მიუთითებს. თუ გადალახული იქნება ეს ბარიერი და დაწყებულ იქნა ლოცვა, ხშირად მალევე იგრძნობა, თანდათან როგორ ცხრება სასოწარკვეთილების ვნება, იდევნება გონებიდან მჭმუნვარე, შავ-ბნელი ფიქრები, ისევ ჩნდება იმედი, რწმენა ღვთისა, არადა, თითქოს რა შეიცვალა, მწარე სინამდვილე თავისი პრობლემებით, გაჭირვებით ხომ იგივე დარჩა, მაგრამ ლოცვა დევნის იმ სასოწარკვეთილების დემონს, ადამიანის ყურთან რომ არის უხილავად დადარაჯებული და შთააგონებს უიმედობის, ღვთისმგმობელ თუ სხვა სახის ცოდვილ აზრებს. თუ კაცი აჰყვა თავის კაეშანს, ვერ ძლია საკუთარ თავს, ადრე თუ გვიან არ დაიწყო ლოცვა, მდგომარეობა თანდათანობით უფრო და უფრო დამძიმდება და სანამ არ მიუბრუნდება ღვთისმსახურებითი წესების შესრულებას, გაუმჯობესებას ადგილი არ ექნება.

სასოწარკვეთილების განცდების მოძალების ერთ-ერთი ხელისშემწყობი პირობაა გონებრივი და ფიზიკური გადაღლა. როგორც წმიდა მამები აღნიშნავენ, გულგატეხილობა შეიძლება გამოწვეული იყოს ან გადაღლით, როცა თავის შესაძლებლობებზე მეტად იტვირთავენ თავს, ან ბოროტისეული ზემოქმედებით. როცა ადამიანი ასეთ მდგომარეობაშია, ხშირად ის პრობლემები, რომლებსაც აქვს მის ცხოვრებაში ადგილი, გასაჭირი, რომელშიც იმყოფება და ამას ვინ აცდება, ხშირად უფრო შავ, მუქ ფერებში მოჩანს. როგორც დასუსტებულ ორგანიზმს ადვილად ერევა სენი, ასევე გადაღლილ, გამოფიტულ კაცსაც არცთუ იშვიათად ერთგვარად ჯაბნის სასოწარკვეთილებითი შემოტევები. ამიტომაც ასეთ დროს, ერთ-ერთი, რაც უნდა გაკეთდეს, არის ის, რომ უბრალოდ შეეცადონ დასვენებას. ოთახში განმარტოება, სავარძელში თავისთვის ჩაჯდომა ან უბრალოდ წამოწოლა და ამ დროს გონების, სხეულის დასვენება ასეთ დროს ზოგჯერ მეტად კარგი შედეგის მომტანია. ძალების აღდგენასთან ერთად თავისთავად ხდება შავ-ბნელი განცდების განეიტრალება და აზროვნება ბუნებრივად გადაერთვება უფრო სასიამოვნო, ნაკლებ შემაწუხებელ ფიქრებზე.

საერთოდ სასოწარკვეთილების ვნების შემოტევისას დიდი მნიშვნელობა აქვს იმის განსაზღვრას, თუ დროის მოცემულ მომენტში რა საშუალების გამოყენება იქნება ყველაზე მეტად გამართლებული. როცა დაღლილი ხარ და ამის ფონზე მძლავრობს შავ-ბნელი ფიქრები, ლოცვაზე მეტად დასვენება იქნება მიზანშეწონილი. ასეთ დროს ლოცვამ შეიძლება უფრო გადაღალოს, გამოფიტოს კაცი. თუ დაისვენებ და შემდეგ ილოცებ, მაშინ ორივე საშუალება ერთად იმოქმედებს და ეს დიდი წინაპირობა იქნება იმისა, რომ დაცხრეს სასოწარკვეთილების ვნების შემოტევები. ზოგჯერ მჭმუნვარე აზრების წინააღმდეგ ყველაზე მძლავრ საშუალებად გონების სხვა მიმართულებით გადართვა მოჩანს ამა თუ იმ სიტუაციაში, წიგნის წაკითხვა, გართობა, მეგობრის მონახულება, რაიმე საქმიანობით დაკავება. როცა ადამიანი არაფერს აკეთებს და მისი ცნობიერება მთელი დღე, შეიძლება ღამეც, შავ-ბნელი ფიქრებით არის მოცული, თავის გასაჭირს, პრობლემებს დასტრიალებს, ეს ბუნებრივია, მეტად დამთრგუნველად მოქმედებს კაცზე. უხეშად რომ ითქვას, ამ დროს გონებრივი ენერგიის დიდი ნაწილი ერთი სასოწარკვეთილებითი განცდების, ფიქრების გაჩენის, განვითარების მიმართულებით მიდის და ადვილი წარმოსადგენია, რა შედეგის მომტანი იქნება ეს ყველაფერი. როცა გონების სხვა მხრივ გადართვა ხდება, უკვე ერთი მიმართულებით არ იხარჯება ფსიქიკური ენერგია და ეს ამსუბუქებს მდგომარეობას. ცნობიერება უფრო ნაკლებად კავდება შავ-ბნელი ფიქრებით და დამთრგუნველი გრძნობებიც შედარებით მცირედ შემოდის ჩვენს არსებაში.

როგორც უკვე ითქვა, სასოწარკვეთილების ვნების წინააღმდეგ ერთ-ერთი მძლავრი საშუალება რაიმე საქმით დაკავებაა. ბერები ხშირად ხელსაქმეს მიმართავენ ხოლმე ამ შემთხვევაში, იქნება ეს კალათების დაწვნა, ხის ჯვრების, ხატების მასალის გაკეთება თუ სხვა რამ. ის, როდესაც არაფერს ვაკეთებთ, ჩვენი ცნობიერება უფრო გახსნილია შავ-ბნელი ფიქრებისთვის, მჟღავნდება ერთი გარემოების დროსაც. დასვენებისას, როცა შვებულების თუ სხვა მიზეზების გამო წყდებიან თავის ჩვეულ საქმიანობას, ზოგჯერ სასოწარკვეთილებითი შეტევების გამძაფრება ხდება, განსაკუთრებით კი მათთან, ვინც მიდრეკილია ამ მიმართულებით. ის, რაც აწუხებთ, რაზეც დარდობენ, უფრო მოდის წინ რადგან მაინცდამაინც არაფრით არიან დაკავებულნი და ზოგჯერ თავისთავად უფრო დიდი დრო ეთმობა ხოლმე საკუთარ პრობლემებზე, გაჭირვებაზე ფიქრს.

ხანდახან დამთრგუნველი შინაგანი მდგომარეობისას დიდი სარგებლობა მოაქვს სულიერებით გამორჩეულ ადამიანთან შეხვედრას, საუბარს, მისგან რჩევა-დარიგებების მიღებას ან უბრალოდ ერთად დროის გატარებას. ასეთ დროს ხშირად ერთგვარ გახალისებას გრძნობს კაცი, უბრუნდება იმედი, რწმენა ღვთისა, ხედავს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიუხედავად მძიმე ცხოვრებისეული სინამდვილისა, გაჭირვებისა მაინც მოწოდების სიმაღლეზე დგანან და არ ვარდებიან სასოწარკვეთილებაში, ინარჩუნებენ სულის სიმხნევეს, რწმენას ღვთისას. სულიერებით გამორჩეულ ხალხთან შეხვედრა თავისთავად გმუხტავს დადებითად, გაფიქრებინებს თუ ისინი უძლებენ განსაცდელს, სიმშვიდით ხვდებიან სიძნელეებს, განა თავად არ ძალგიძს მოახერხო ეს, ე.ი. შეუძლებელი არაფერია.

სასოწარკვეთილებითი განცდების განქარვებას ხელს უწყობს ამ ვნების შემოტევისას წმინდანთა, გამორჩეულ ქრისტიან მოღვაწეთა, „სტარცების” ცხოვრების წაკითხვა, მათ თავს გადახდენილ განსაცდელთა, ამბავთა გაცნობა. ამგვარი ლიტერატურის კითხვისას ნათლად ჩანს თუ რა მძიმე გაჭირვებას, დევნა-შევიწროებას უძლებდნენ ჭეშმარიტი მართლმადიდებლები სასოების დაკარგვის გარეშე და მათ ხვედრთან შედარებით საკუთარი განსაცდელი, პრობლემები, ხშირად უკვე დიდად არაფრად მოჩანს. ასეთ დიდ მართლმადიდებელ ქრისტიანთა ცხოვრება ცოცხალი მაგალითია თუ როგორ შეიძლება შენარჩუნებულ იქნას პიროვნული სიდიადე, რაც არ უნდა მძიმე გაჭირვებაში იყოს ადამიანი.

დეპრესიაში, სასოწარკვეთილებაში მყოფთათვის, როგორც რელიგიური, ისე ფსიქოლოგიური დახმარების ერთ-ერთი საშუალებაა იმ ადამიანთა წარმოდგენა, რომლებიც უარეს ყოფაში იმყოფებიან. იღუმენი ნიკონი წერს: „განსაცდელსა და უსასოობის ჟამს სასარგებლოა ეფრემ ასურის რჩევა: – მუდამ გახსოვდეს მწუხარეთა და გაბოროტებულთა (მაგ. ციხესა და გადასახლებაში მყოფთა და სხვათა) უმძიმესი განსაცდელი, რომ ჯეროვანი მადლიერება გამოხატო ღვთისადმი იმ მცირედი და უმნიშვნელო განსაცდელისთვის, რომელშიც შენ იმყოფები და შეძლო სიხარულით მისი გადატანა”. წმინდა სებასტიან ყარაგანდელს ჩვევად ჰქონდა: ვისაც მდიდრულად მცხოვრებლების შურდა, ისინი ხშირად მიჰყავდა ღვთისმსახურებითი წესის შესრულებაზე ყველაზე ღარიბ ქვრივებთან, მათთან, რომლებიც მიწურში ცხოვრობდნენ. თან ამბობდა: „აი, ნახეთ, ხალხი როგორ ცხოვრობს. შენ კი გიყვარს უყურო მდიდრულად მცხოვრებლების კარგ სახლებს და გშურს იმის, რასაც ხსნა არ მოაქვს… შურის აღმოსაფხვრელად უნდა უყურო შენზე უარესად მცხოვრებლებს და მაშინ გექნება სულიერი სიმშვიდე და არა მჭმუნვარება”.

ზოგჯერ სასოწარკვეთილების ვნებისგან ადამიანს იცავს უწყინარი ხუმრობაც. ერთმა გამვლელმა ანტონი დიდი იხილა, თავის მოწაფეებს რომ ეხუმრებოდა და გაიფიქრა: როგორ აძლევს ასეთი დიდი მოღვაწე ბერი საკუთარ თავსო ამის უფლებას. ღირსმა მამამ განჭვრიტა მისი აზრები, თავისთან მოიხმო, ხელში ჯოხი მისცა და სთხოვა, მოეღუნა იგი. როცა შესრულებულ იქნა, მაშინ ანტონი დიდმა გამვლელს ჯოხის კიდევ უფრო მოღუნვა დაავალა: პასუხად მიიღო – ეს რომ მოვინდომო, ჯოხი გადატყდებაო.

აი ხედავ – უთხრა ბერმა – ადამიანიც არ უნდა აიძულო აიღოს თავის შესაძლებლობებზე მეტი ღვაწლი, მე რომ არ ვეხუმრებოდე ჩემს მოწაფეებს, მაშინ ისინი სასოწარკვეთილებაში ჩავარდებიან და დაკარგავენ იმ სიხალისეს, რომელიც ამხნევებსო ახლა მათო”.

„მაცხოვრის სული”, შენიშნავს მოსკოველი მიტროპოლიტი ფილარეტი, არ ეწინააღმდეგება უფლის მიერ დაშვებული სიხარულის შეგრძნებას! უწყინარ თამაშობებში და გართობაში სული ისვენებს, დაღლილი ამაოებით, მტკიცდება ერთმანეთთან მეგობრობა. ქრისტიანული თვალსაზრისით დასაშვებია გართობა და თამაშობები, რომლებიც არ ლახავენ ფიქრთა, გრძნობათა, სიტყვათა სიწმინდეს, არ შეურაცხყოფენ თვალს და ყურს, არ ამცირებენ ადამიანის ღირსებას. მაგრამ უნდა მტკიცედ გვახსოვდეს, რომ სადაც განცხრომა და ფუფუნებაა, გვასწავლის წმიდა იოანე ოქროპირი, სადაც ლოთობა და თავისშექცევაა, იქ არაფერია მყარი, „ყველაფერი მერყევია და ცვალებადი”. უფალი წინააღმდეგია, როცა გართობაზე, დროის ტარებაზე ზედმეტად ფიქრობენ, ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად იხდიან და სულაც არ კრძალავს ყოველივე ამას ზომიერების ფარგლებში, პირიქით, ხანდახან ეს აუცილებლადაც კი მოჩანს კაცისთვის.

მართლმადიდებლური მიდგომით სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, როცა სხვას აქებ, აღნიშნავ მის ღირსებებს, კეთილ საქმეებს, მაგრამ როცა ხედავ მეორის სასოწარკვეთილ მდგომარეობას, უიმედობას, ამ დროს ზოგჯერ კარგია, ხანდახან აუცილებელიც კია მისი შექება, გამხნევება, დადებით მხარეებზე, ღირსებებზე ყურადღების გამახვილება. ამით კაცს ნუგეშს აძლევ, ძალას მატებ გაუძლოს თავის გასაჭირს, ეხმარები დაინახოს, რომ თურმე არც ისე მუქად გამოიყურება გარშემო ყველაფერი და მის ცხოვრებაშიც შეიძლება მოიძებნოს დასაფასებელი, გასახარი. ზოგჯერ შეგრძნებაა სპეციალურადაც რომ არ მოინდომონ, თითქოს უფალი ვიღაცას უნებურად მაინც ათქმევინებს სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილისთვის გამამხნევებელ, დამამშვიდებელ სიტყვებს.

და ბოლოს, აზრობრივი ბრძოლისგან, მათ შორის სასოწარკვეთილების ვნებასთან დაკავშირებულ ფიქრთა, განცდათა თავის დახსნის ერთ-ერთი უმძლავრესი საშუალებაა ამგვარი ბრძოლის სხვადასხვა მხარეთა აღსარებაში თქმა, მათი მღვდელთან საუბარში დაფიქსირება. მამა იოანე (მასლოვი) თითოეულ მასთან მიმსვლელს აჩვევდა თავისი ფიქრები სულიერი მოძღვრისთვის გაემხილა: „საჭიროა თქვა ყველა ზრახვის, აზრის შესახებ, ამბობდა იგი, თუნდაც ძილში შეშფოთდე. ყველაფერი უნდა ითქვას აუცილებლად, არ არსებობს წვრილმანები, აზრები ისევეა, როგორც საქმეები. ისინი მტვერივითაა – იტყვი – წარხოცავ მათ”. – როცა აღსარებაში ხდება იმის თქმა, რაც გვაწუხებს, ამით ბოროტს ხელ-ფეხი ეკვეცება, სუსტდება მისი ზემოქმედება ჩვენზე. ამიტომაც ერთ-ერთი პირველი, რაც მძიმე ფიქრთა, მძიმე განცდათა მოძალებისას უნდა გაკეთდეს არის ის, რომ ისინი უნდა აღნიშნულ იქნას მღვდელთან საუბარში.

მართლმადიდებლური ყოფა სხვადასხვა ვნებასთან ბრძოლას გულისხმობს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი სასოწარკვეთილების ვნებაა. წარმოუდგენელია აცდე მასთან დაპირისპირებას, მაგრამ ამასთან აუცილებელია თანდათან უფრო და უფრო მეტად უმკლავდებოდე ამ სირთულეს. რაც უფრო ადრე მიიღწევა იგი, მით უკეთესია და თუ ასე არ მოხდა, დიდი სისუსტის გამოვლინება იქნება ეს ჩვენს ქრისტიანულ გზაზე.

9.ამ დილის ნააზრევი.............

ეშმაკი ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია. მაგრამ რაში სჭირდება ადამიანს ეს ფანტაზია.ესეიგი გააფრინა.?

ეშმაკი ადამიანის გაორებული ბუნების ანუ პირფერი ბუნებით ხორცშესხმული არსებაა, ესეიგი ის არა არსებობს, მაგრამ ადამიანი მომხვეჭელობის სურვილით, რაც სხვათა მოტყუებას (სხვისი ქონების მითვისებას) ეფუძნება, თესავს შიშს  უკვე დამონებულ მასაზე  არ არსებული არსების შესახებ. ანუ , ამბობს არსებობს ვიღაც ცუდი, ხოლო თვითონ ეს ადამიანი თითქოს არის მასების მხსნელი . ?

ეშმაკს, თუ ის მართლა არსებობს, უნდა ჰყავდეს შთამომავლებიც.არსებობენ ეშმაკის შვილები ...

გველმა რომელმაც საიდუმლო გასცა , ადამიანს გადასცა საიდუმლოს გაცემის (ასევე დაბეზღების)ხასიათიც. მან უპირველესად პირველმა  ასწავლა ადამიანს ქურდობა,სხვისი ქონების(ნიჭის)მოპარვა. მან მოკლა ადამიანში ადამიანობა, ანუ მან  ადამიანში, სურვილით გამხდარიყვნენ ღმერთივით,  ადამიანობის სიკვდილი გამოიწვია ადამიანში.  ადამიანს მოუნდა გამხდარიყო ღმერთივით  ნიშნავდა ადამიანის მკვლელობას ადამიანში.ეშმაკმა თვითმკვლელობამდე მიიყვანა ადამიანი იმის შეგრძნებით რომ ადამიანად ყოფნას  ღმერთად ყოფნა  სჯობს.ადამიანმა მოკლა თავის თავში ადამიანი.გახდა ღმერთივით. აქვს თუ არა მას შემდეგ ადამიანს ორი ბუნება. ის არის მიწიერი , და ის არის ზეციერიც.მაგრამ ღმერთმა თითქოს კასტრაცია გაუკეთა ადამიანს_მძიმე შრომით ღმერთობისკენ ლტოლვას უკლავს, მის გაადამიანურობას ცდილობს. გავიდა დრო ადამიანში უკვე ფიზიკურად შემოვიდა ეშმაკი. დაარღვია ადამიანის პირველი სხეული...შედეგად გაჩნდნენ ბუმბერაზები.

ადამიანი ქურდად არ იბადება, ის არც მეძავად იბადება...

ყველაზე პირველი ცოდვა ადამიანიასათვის მაინც ქურდობა იყო, რაშიც მას გველმა უბიძგა.

საინტერესოა, მეძაობაში როდის უბიძგა ეშმაკმა ადამიანს. იყო თუ არა ევას ქმედება მეძაობა.ევას გონებაში გველის აზრის შემოსვლა და გაზიარება იყო თუ არა მეძობა გველთან. მომავალში ქალში არათუ გონებაში , ფიზიკურადაც შემოვიდა გველი.
გველმა თავისი გონებრივი თუ გარეგნული ხიბლით მას უბიძგა ქმრის მოტყუებისკენ. ქალმა ისწავლა ქმრის მოტყუება. ევამ ეშმაკის გავლენით საკუთარ თავში და ადამში მოკლა პირველი ადამიანი.

ქურდი იგივე მკვლელია. ქურდი კლავს თავისთავში ადამიანს, ამიტომ, ქურდი ადვილად მოკლავს მის ქურდობას შესწრებულ ადამიანს.

იუდამ ფულის(ის ატარებდა შემოწირულობათა ქისას) გამო უღალატა თავის თავში ადამიანს. მან მოკლა თავის თავში ის ადამიანი, რომელიც მასში იესომ გააცოცხლა, და იუდამ ადვილად გაიმეტა იესო მოსაკლავად. იუდამ იმეძავა ანტიღვთიურ იმპერიასთან,  იესო იმპერიამ მოკლა (როგორც ჩვეულებრივი მონა .)

რატომ ჰქვია ბაბილონს დედამიწის სიბილწეთა დედა. ადამიანი ბილწი არ გაჩენილა.

სიბილწეს ის ეზიარა ....

ევა არის ყოველი ცოცხალის(ადამიანის) დედა , მაგრამ ბაბილონი არის დედამიწის სიბილწეთა დედა. მასთან მეძაობ(დნენ)ენ მსოფლიოს მეფეები.

რატომ არ წერია გამოცხადებაში რომ ბაბილონს_ამ ქალ -ქალაქსაც ძალა აძლევს გველი-სატანა-ეშმაკი. გამოცხადებაში წერია რომ ბაბილონი თავისი გრძნეულებით აცდუნებ(და)ს მსოფლიოს. ბაბილონი თითქოს არ  არის ის ნიადაგი რაზეც სატანა დგას, ბაბილონი პირიქით მხარზე აზის გველის გონებით სულჩადგმულ იმპერიებს.
ბაბილონი მოქმედებს დამოუკიდებლად?  ბაბილონი თითქოს თვითონ მართავს(აკონტროლობს) იმპერიებს, მათ აკვლევინებს მორწმუნეებს და ბედნიერია.
ორმაგი მახე მორწმუნებისათვის. კრიმინალს ვხედავთ და ვიცით რომ ის კრიმინალია . მაგრამ ბაბილონს თითქოს ვერ ვხედვათ. ამიტომაც ბაბილონს აწერია შუბლზე საიდუმლო სახელი....
5. და ეწერა შუბლზე საიდუმლო სახელი: დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა.
http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-17.htm
ბაბილონი ვაჭარია, ამიტომ ადამიანები თვლიან რომ ის არაფერს აშავებს, პირიქით ვაჭრობა აუცილებელიც კი არის ადამიანის არსებობისთვის. ადამიანს ვერ შეედავები იმიტომ რომ ის ვაჭარია, ყიდვა-გაყიდვაშია ჩაბმული.

სახელმწიფოები ხელს უწყობ(დნენ)ენ შიდა თუ გარე ვაჭრობას.თუმცა აკონტროლებენ მას. ვაჭრობა(ვაჭარი ქალი-ქალაქი) რატომ არის მორწმუნეთა მკვლელი , იმიტომ რომ ის მეძაობს სახელმწიფოს მეთაურთან და მეთაურიც ასევე მეძაობს მასთან. სავაჭრო სისტემა აგებულია ეშმაკობაზე?, რაც აუცილებლად მოითხოვს მორწმუნეთა მკვლელობას? რატომ?
ბაბილონის განადგურება უდრის დამოუკიდებელი ვაჭრობის განადგურებას?

ბაბილონმა შექმნა სახელმწიფოები, თუ სახელმწიფოებმა შექმნეს ბაბილონი. სახლემწიფოებმა შექმნეს გამყიდველი(ადამიანის) სისტემა?თუ, ბაბილონმა შექმნა მორწმუნეთა მკვლელი სახელმწიფო სისტემა?თუმცა ერთი მეორის უმისოდ არ არის.

გველმა ევა აცთუნა, ევა გახდა გველისთვის ნიადაგი მისი აზრის რელიზაციისათვის, რაც ადამზეც გადავიდა.

ბაბილონიც არის გველისთვის მისი აზრის რეალიზაციის ნიადაგი , ბაბილონმა შვა ახალი გველი იმპერიები. ის მშობელია გველური იმპერიების. თითქოს გველისგან დაორსულებულია ბაბილონი. ის დედაა ამ იმპერიების.ძალა მის მხარეს არის , ის მართავს შვილებს და ქმარსაც. ის  მორწმუნეთა მკვლელების დედაა. შვილები მოკლავენ დედას. მხეცი კლავს ბაბილონს.შვილები კლავენ მეძავ დედას.გველი კლვას ცოლს. გველი მამის  და გველის შვილების (რომელთაც აქვთ ადამიანის გარეგნობა მაგრამ შინაგანად არიან მეძავის შვილი გველები)_ადამიანის სახით მოვლინება იქნება მსოფლიოსთვის უდიდესი საცდური. გველი ებრძვის შინაგან საგანძურს(ადამიანს შიგნიდან). მხეცს ღმერთი უბიძგებს ამ ქმედებისაკენ, ანუ ღმერთი უბიძგებს გველს და მის შვილებს მოკლან დედა-ცოლი- ბაბილონი.
შესაბამისად, ადამიანებში კვდება მეძავი, პირფერი ბუნება, რადგან ერთნი აუცილებლად დაუფარავად იქნებიან გველნი(მამა-შვილი), ხოლო მეორენი აუცილებლად იქნებიან ღვთის-ქრისტეს შვილები.

ღმერთი იყოს ჩვენთან!

...............
ამ კითხვას ალბათ ბევრი დასვამდა.
http://elasevenia.blogspot.com/2013/03/blog-post_22.html


....................
იყო ღმერთი, იყო წყალი , იყო ბნელი(სიბნელე).
http://elasevenia.blogspot.com/2013/03/blog-post_25.html

пятница, 29 марта 2013 г.

ფარნავაზ I-ის მონეტები.

თელი სოფლიო ჩვენ ვყოფილვართ.
ვისაც არ მოგეწონებათ იყავით იქ.




ფარნავაზ I ქართველთა მეფის მონეტები.

http://iberiana.wordpress.com/alphabet/farnavazis-moneta/






არადა მართალი  რომ იყოს?

მეცნიერება.

 ეცნიერება — ადამიანის საქმიანობის სფერო, რომლის მიზანია გარემომცველი სამყაროს შესახებ ობიექტური ცოდნის მიღება, დამუშავება და სისტემატიზაცია. მეცნიერული ცოდნის დაგროვება ხდება ბუნების, საზოგადოების ან სხვა ობიექტის სამეცნიერო მეთოდის საშუალებით შესწავლის შედეგად. ამავე დროს მეცნიერება საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ–ერთი ფორმას წარმოადგენს (სამყაროს მეცნიერული სურათი).


მეცნიერებათა კლასიფიკაცია.
მეცნიერებათა კლასიფიკაციას მიეძღვნა უამრავი გამოკვლევა და ნაშრომი, მაგრამ ამ თემაზე რაიმე საერთო თვალთახედვა არ არსებობს. კლასიფიკაციის კრიტერიუმის შესაბამისად, შესაძლებელია ესა თუ ის მეცნიერება განხილულ იქნეს როგორც ცოდნის განცალკევებული სფერო ან როგორც სხვა მეცნიერების დარგი, შტო. უკანასკნელ ათწლეულებში მრავალი ახალი დარგი ჩამოყალიბდა მეცნიერებათა მიჯნაზე, როგორებიცაა მაგალითად: მათემატიკური ლინგვისტიკა, სოფლის მეურნეობის გეოგრაფია, ბიოქიმია, გეოფიზიკა და ა.შ., რომელთა ადგილის განსაზღვრა მეცნიერებათა სისტემაში არ არის ერთმნიშვნელოვანი პრობლემა.

ყველაზე ხშირად მეცნიერებათა სისტემას შემდეგ ჯგუფებად ჰყოფენ:

1.ფორმალური მეცნიერებები.
ფორმალური ეწოდება მეცნიერებას, რომელიც შეისწავლის აბსტრაქტულ თემებს, რომელთაც ერთი შეხედვით პრაქტიკული გამოყენება არ გააჩნიათ. გამოყენებითი მეცნიერებების საპირისპიროდ, მათ წმინდა მეცნიერებებსაც უწოდებენ. ჭეშმარიტების დადგენისათვის მათი კვლევის მეთოდი არის დედუქცია.
ფორმალური მეცნიერებები და მათი კვლევის მთავარი საგანი:
ფილოსოფია – ბუნების და საზოგადოების განვითარების კანონები;
მათემატიკა – რაოდენობა, ფორმები, ურთიერთკავშირები;
ლოგიკა – აზროვნების ფორმები და კანონები;


2.საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
საბუნებისმეტყველო ეწოდება მეცნიერებას, რომელიც შეისწავლის ცოცხალ ან არაცოცხალ ბუნებას. მისი მთავარი პრინციპია მოვლენათა გამომწვევი უცნობი მიზეზების მუდმივი ძიება და კვლევა.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და მათი კვლევის მთავარი საგანი:
ასტრონომია – ციური სხეულები და კოსმოსური მოვლენები;
ბიოლოგია – სიცოცხლე და ცოცხალი ბუნება;
გეოგრაფია – დედამიწის გეოგრაფიული გარემო;
გეოდეზია – დედამიწის ფორმები და ზომები;
გეოლოგია – დედამიწის აგებულება და შედგენილობა;
კოსმოლოგია – სამყარო როგორც ერთი მთლიანი;
მეტეოროლოგია – დედამიწის ატმოსფერო;
პალეონტოლოგია – ნამარხი ცხოველები და მცენარეები;
ფიზიკა – მატერიის მოძრაობის თვისებები;
ქიმია – ნივთიერებათა აგებულება.


3.საზოგადოებრივი მეცნიერებები.
საზოგადოებრივი ეწოდება მეცნიერებას, რომელიც სწავლობს ადამიანთა საზოგადოებრივი ურთიერთობების მრავალმხრივ ასპექტებს. კვლევის მეთოდი დამოკიდებულია დისციპლინის თავისებურებებზე.
საზოგადოებრივი მეცნიერებები და მათი კვლევის მთავარი საგანი:
ანთროპოლოგია — ადამიანის ბიოლოგიური ბუნება, წარმოშობა, რასები;
არქეოლოგია — ძველი ხალხების კულტურა და ყოფა;
ეკონომიკა — ადამიანთა საფინანსო-მატერიალური ურთიერთობები;
ეთნოგრაფია — ხალხთა ყოფა-ცხოვრება და კულტურა;
იურისპრუდენცია — ადამიანთა თანაცხოვრების წესები;
სოციოლოგია — საზოგადოების განვითარების კანონები;
პოლიტოლოგია — პოლიტიკური ურთიერთობები;
ფსიქოლოგია — ადამიანის ფსიქიკური მოქმედებები.


4.კულტურული მეცნიერებები.
კულტურული ეწოდება მეცნიერებას, რომელიც სწავლობს ადამიანთა საზოგადოების სულიერი განვითარების და სრულყოფის სხვადასხვა ასპექტებს.
კულტურული მეცნიერებები და მათი კვლევის მთავარი საგანი:
ენათმეცნიერება – ხალხის ენა;
თეატრმცოდნეობა – თეატრი;
ისტორია – ადამიანთა საზოგადოების წარსული ცხოვრება;
კინომცოდნეობა – კინო;
ლიტერატურათმცოდნეობა – მხატვრული, სამეცნიერო და სხვა ნაწარმოებები;
მუსიკათმცოდნეობა – მუსიკა;
პედაგოგიკა – სწავლება და აღზრდა;
ფილოლოგია – ხალხის ენა და ლიტერატურა;
ხელოვნებათმცოდნეობა – ადამიანთა მხატვრული შემოქმედება.


5.გამოყენებითი მეცნიერებები.
გამოყენებითი ეწოდება მეცნიერებას, რომელიც პრაქტიკულ საქმიანობაში და ტექნოლოგიური პროცესების განხორციელებისას იყენებს თეორიულ მეცნიერულ ცოდნას. თვით ტექნოლოგია ნიშნავს ნივთიერების, ენერგიის და ინფორმაციის გადამუშავების ხერხს.
გამოყენებითი მეცნიერებები და ტექნოლოგიები და მათი კვლევის მთავარი საგანი:

აგრონომია — სასოფლო-სამეურნეო წარმოების საფუძვლები;
არქიტექტურა — ნაგებობების დაგეგმარება და მშენებლობა;
გამოყენებითი მექანიკა — სივრცეში სხეულთა გადანაცვლების კანონები;
ელექტრონიკა — ელექტრონული პროცესები და ხელსაწყოები;
ინფორმატიკა — ინფორმაციის მანქანური დამუშავება;
კიბერნეტიკა — ავტომატური ორგანიზმები და მექანიზმები;
კომპიუტერული ტექნოლოგია — გამოთვლითი ტექნიკა;
კოსმონავტიკა — საპლანეტათშორისო სივრცეში ფრენა;
მედიცინა — ადამიანთა დაავადებები და მათი მკურნალობა;
ტრანსპორტის ტექნოლოგია — სატრანსპორტო საშუალებები და ინფრასტრუქტურა.


მეცნიერების ისტორია.
მეცნიერება ანტიკურ ხანაში წარმოიშვა საზოგადოების პრაქტიკული მოთხოვნილებების გამო, მაგრამ ჩამოყალიბდა მე–16-17 საუკუნეებში. ამ დროიდან სამეცნიერო საქმიანობის (აღმოჩენების, სამეცნიერო ინფორმაციის, მეცნიერთა რიცხოვნობის) მოცულობა ყოველ 10-15 წელში ორმაგდებოდა. მეცნიერების განვითარების პროცესში ერთმანეთს ენაცვლებოდა ექსტენსიური და რევოლუციური პერიოდები. სამეცნიერო–ტექნიკური რევოლუციის შედეგად ჩამოყალიბდა ერთიანი სისტემა „მეცნიერება – ტექნიკა – წარმოება“, რომელშიც წამყვანი როლი მეცნიერებას ეკუთვნის. ისტორიული განვითარების პროცესში მეცნიერება მნიშვნელოვანი სოციალური ინსტიტუტი გახდა და დიდი გავლენა მოიპოვა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე. მეცნიერება მჭიდროდაა დაკავშირებული ფილოსოფიასთან, იდეოლოგიასთან და პოლიტიკასთან, რაც განსაზღვრავს მის საზოგადოებრივ როლს.

მეცნიერებათა სახელწოდებები.
სამეცნიერო დისციპლინათა სახელდებისათვის გამოიყენება ტერმინები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში ბერძნული წარმოშობისაა. ამ ტერმინების ფორმანტებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდება –ია, –იკა, აგრეთვე:
-გრაფია – "grapho" - ვწერ, აღვწერ;
-იატრია – "iatreou" - ვმკურნალობ;
-ლოგია – "logos" - სწავლება, მეცნიერება;
-მეტრია – "metreo" - ვზომავ;
-ნომია – "nomos" - კანონი;
-პედია – "paideia" - აღზრდა;
-სკოპია – "skopeo" - ვუყურებ;

ერთი ქრისტიანი მსხვერპლად, ყოველ 5 წუთში.

როგორც ეკლესიის ისტორიის სპეციალისტები აღნიშნავენ, ეკლესიის ცხოვრებაში არ არსებობს საყოველთაო სიმშვიდე და უდრტვინველი ცხოვრება. ქრისტეს ეკლესია ყოველ ჟამს ამართლებს თავის მიწიერ სახელს: „მებრძოლი ეკლესია.“ არ არსებობს დროის ისეთი მონაკვეთი, რომ ქრისტიანები დევნას არ განიცდიდნენ, ეს დევნა ხან მასიურია და ხან ლოკალური. რა თქმა უნდა არცაა გასაკვირი, რადგან მრავალთა მოსაზრებით დევნის ჟამს სულიერ ამაღლებას განიცდის უფლის წმინდა და მისტიური სხეულის კრებული. თავად მაცხოვარი ბრძანებს: „არ არის მონა, თავის ბატონზე უმეტესი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას;“ (იოანე.15.20)

დღეს როდესაც მსოფლიო საუბრობს სინდისის, აღმსარებლობის თავისუფლებაზე, როდესაც ყოველდღიურად იმართება შეხედრები და კონფერენციები ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე, როდესაც მედია და პოლიტიკური პარტიები აქცენტს აკეთებენ ადამიანის უფლებათა დაცვის კონცეფციაზე, ჩემთვის შემაძრწუნებელი გახდა ის ცნობა, რომ 2012 წელს 105 000 ქრისტიანი აღესრულა რწმენის გულისთვის! (აშშ. დევიდ ბარეტის რელიგიური სტატისტიკის ცენტრის ცნობით.)

როგორც ვატიკანის რადიოს განუცხადა რელიგიური თავისუფლების სადამკვირვებლო კომიტეტის წარმომადგენელმა იატალიაში, მასიმო ინტროვინემ: „ეს ნიშნავს ერთ მსხვერპლს ყოველ 5 წუთში, პროპორციები ჭეშმარიტად შემაძრწუნებელია… არსებობს ისეთი ქვეყნები, როგორიც არის ნიგერია, სადაც ფუნდამენტალისტთა გამო წირვაზე წასვლაც კი სარისკოა, შეიძლება ეს სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ… ასეთი მდგომარეობაა ეთნიკურ– ნაციონალური რეგიონებში, რადგან აქ კონკრეტული რელიგია ასოცირდება ეროვნულობასთან, ქრისტიანები წარმოუდგენიათ როგორც სამშობლოს მოღალატეები… პაკისტანში მიღებული კანონი რელიგიური თავისუფლების შესახებ, დიდ საშიშროებას წარმოადგენს, ამ კანონის მსხვერპლი გახდა ასია ბიბი, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით დღემდე უნარჩუნდება სიცოცხლე, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ლინჩის წესით გასამართლება, პაკისტანში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და არც ასია ბიბის შემთხვევაა ერთადერთი.“

მასიმო ინტორვენემ ასევე ისაუბრა ქრისტიანთა დევნის ასპექტებზე: „შეუბრალებელ დევნას ადგილი აქვს ერთისმხრივ რადიკალური, ისლამური ფუნდამენტალისტური იდეოლოგიის მხრიდან, მეორეს მხრივ ეთნონაციონალიზმის აგრესიული ფრთისა და ასევე ძველი კომუნისტური იდეოლოგიის მხრიდან. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 105 ათას მსხვერპლზე, რა თქმა უნდა, ყოველი მათგანი საღვთისმეტყველო თვალსაზრისით არ არის მოწამე, მაგრამ მათ შორის არიან ისეთებიც, რომელნიც შეგნებულად სწირავენ სიცოცხლეს, ლოცულობენ თავიაანთი მდევნელებისათვის და ჰპატიობენ მათ. ეს ქრისტიანობის განსაკუთრებული მხარეა, რადგანაც ქრისტიანობამდელი და ასევე პოსტქრისტიანული იდეოლოგიები საუბრობენ სამაგიეროს მიზღვის უფლებაზე და ზოგჯერ მოვალეობაზეც კი. თანამედროვე ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში ქრისტიანობამ უდიდესი როლი შეასრულა, რამდენადაც შურისგების ლოგიკა შეცვალა პატიების ლოგიკით.“

საერთაშორისო უფლებადამცველმა ქრისტიანულმა ორგანიზაცია Open Doors–მა გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, სადაც ქრისტანები ყველაზე მეტად არიან შევიწროებულნი. უკვე მეათეჯერ სიის სათავეში ჩრდილოეთ კორეა დგას.

ჩრდილოეთ კორეაში ქრისტიანები აღმოჩნდნენ ყველაზე მასშტაბური შევიწროების მსხვერპლნი, დაახლოებით 200–400 ათასი ქრისტიანი იძულებულია თავისი აღმსარებლობა მკაცრად გაასაიდუმლოს, ხოლო დაახლოებით 50–70 ათასი ქრისტიანი იმყოფება სამხედრო ტყვეთა ბანაკებში.

სიას აგრძელებენ: ავღანეთი, საუდის არაბეთი, სომალი, ირანი, უზბეკეთი, იემენი და ერაყი. პაკისტანი შევიდა პირველ ათეულში, მეათე ადგილით, ქრისტიანთა დევნისა და ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრის, შაბხაზ ბჰატის მკვლელობისათვის, რომელიც გამოვიდა რელიგიური ხულიგნობის კანონის შემსუბუქების წინადადებით. აღნიშნული კანონი მოქმედებს 1986 წლიდან და ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხყოფისათვის, ხოლო ყურანის უპატივცემულობისათვის სამუდამო პატიმრობას.

მეთორმეტე ადგილზე გადმოინაცვლა ლაოსმა, ხოლო მას მოსდევს ნიგერია, ეგვიპტე და სუდანი
. ოფიციალური მონაცემებით ნიგერიაში გასულ წელს მოკლული იქნა 300 ქრისტიანი, ხოლო რეალურად ეს რიცხვი შესაძლოა სამჯერ მეტიც კი იყოს. შეგახსენებთ, რომ 2009 წელს ექტრემისტ ბოევიკთა დაჯგუფება „ბოკო ხარამმა“ დაანგრია ორმოცდაათამდე ტაძარი და მოკლა 10 ღვთისმსახური. სავარაუდოდ ღვთისმსახურთა ყველაზე დიდი რაოდენობა სიცოცხლეს გამოემშვიდობა ჩრდილოეთ კორეაში, თუმცა რიცხვის დაზუსტება რთულია, ქვეყნის იზოლაციური პოლიტიკის გამო.

წლის განმავლობაში დაახლოებით 100 მილიონ ქრისტიან, აპატიმრებენ, იბარებენ დაკითხვებზე და უწევენ დისკრიმინაციას. – აცხადებს Open Doors.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთმოყვანილი ცნობები არ წარმოადგენენ სტატისტიკის სრულ ვერსიას, და არ შეიცავენ დეტალებს, დამეთანხმებით ის მაინც შემაძრწუნებელია. სამწუხაროა, რომ საერთაშორისო საზოგადოება მხოლოდ განცხადებებით, კვლევებითა და ჰუმანიტარული აქციებით იფარგლება, ვფიქრობ ამ საკითხის დარეგულირებისათვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი ეკლესიებისა და სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების ერთობლივი, შეთანხმებული მოქმედება!

მოამზადა ბექა ებრალიძემ.

სერბეთის პატრიარქი პავლე: თავი უნდა დავიცვათ, მაგრამ არა როგორც არაადამიანებმა

იოან იანიჩის მოგონებიდან: სერბი ხალხისათვის 21–ე საუკუნე მრავალი გაგებით ტრაგიკული აღმოჩნდა: განუწყვეტელი ომები, მილიონობით დაზარალებული და ლტოლვილი, განადგურებული სიწმინდეები, დარღვეული სერბული სულიერი ცხოვრების წესი, ზეწოლა გარე ძალებისგან, შინაგანი უთანხმოება. ხელისუფლების უძლურება ნაციონალური განხეთქილების წინააღმდეგ და თვითგანადგურება, მრავალი უფლების შეზღუდვა, ბარიერების შექმნა განვითარების გზაზე… ამიტომ საუბრისას, რომელიც ჩვენს შორის შედგა 2003 წელს მე ვკითხე პატრიარქ პავლეს:

– თქვენო უწმიდესობავ, ყველაფერი რაც ხდებოდა სერბეთში მეოცე საუკუნეში და ხდება ახლა, ხომ არ არის ეს, როგორც ზოგიერთები იტყოდნენ „ღვთის სასჯელი,“ გაფრთხილება ან ახალი განსაცდელი?

– რა თქმა უნდა, ყოველგვარი ეჭვის მიღმა არსებობს ჩვენი ცოდვები, რომელთა გამოც ვიტანჯებით, თუმცაღა არსებობენ მტრებიც, რომელნიც ურცხავდ გვესხმიან თავს, და შეურაცხგვყოფენ, როგორც არაადამიანებს მთელი სამყაროს წინაშე. დანაშაული არის ჩვენზე, რაც არის ის არის, მაგრამ ის არის სხვაზეც. ის რაც ჩვენ გვემართება, უნდა გავიგოთ გაფრთხილებად, გავიაზროთ რას და როგორ ვაკეთებთ და ეს კარგია, მაგრამ თუ არ მივაქცევთ ამას ყურადღებას, მაშინ მოვა სასჯელი, რათა დაგვაფიქროს. ჩვენი საქმე ისე უნდა მოვაწყოთ, რომ ვინც ჩვენს შემდეგ მოვა იცხოვროს ჩვენზე მშვიდად, თავისუფლად და სამართლიანად.

ადამიანი უნდა შეეწინააღმდეგოს სიბოროტეს, მაგრამ ეს არასოდეს არ უნდა გააკეთოს არაადამიანივით.

რამდენიმე წლის უკან ალბანელებმა გზის ქვეშა მილში ჩადეს ასაფეთქებლის დიდი რაოდენობა, და შეუერთეს ელექტრო კაბელი, რათა სამოციოდე მეტრის დაცილებიდან მოეყვანათ ასაფეთქებელი მოქმედებაში, იცოდნენ რა, რომ ამ გზაზე გამოივლიდა ორი ავტობუსი, კოსოვოდან დევნილი სერბი ქალებით სავსე, რომელნიც „სულთაობას“ მოდიოდნენ რათა სანთლები დაენთოთ თავიაანთი მიცვალებულების საფლავებზე.
გაატარეს საერთაშორისო პოლიცია, რომელიც უზრუნველყოფდა მათ გადაადგილებას და როგორც კი პირველი ავტობუსი მიუახლოვდა ბობმბს, მაშინვე მოიყვანეს ის მოქმედებაში. 13 მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. მე ვიყავი პანაშვიდზე. ცოტა გვიან რომ აფეთქებულიყო, 60 მგზავრიდან ვერავინ გადარჩებოდა.
რაში დასჭირდათ მათ ეს? ხომ იცოდნენ რომ ავტობუსში არ იყვნენ არც სამხედროები და არც საბრძოლო ტექნიკა… მხოლოდ ძვირფასი ხალხისთვის სანთლების დასანთებად მიმავალი აცრემლებული ქალები. ღმერთმა არა ქნას და ჩემგან რომ გამხდარიყო საჭირო ალბანელების ან სხვების აფეთქება, არჩევანის წინაშე რომ ვმდგარიყავი, ან ამეფეთქებინა, ან მე თვითონ მოვხვდებოდი მათთან ავტობუსში… მაშინ რას ავირჩევდი… თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცი, ზუსტად მე უნდა გამეკეთებინა არჩევანი. არავითარ შემთხვევაში არ გავბედავთ ამაზე პასუხს, უფრო მეტიც, მსგავსის ჩადენას. თავი უნდა დავიცვათ, მაგრამ არა როგორც არაადამიანებმა.

– რა არის ის, რისკენაც ჩვენ, როგორც ერმა უნდა ვისწრაფოთ, რა უნდა გავაკეთოთ ცალკეულმა ჩვენგანმა, როგორც ერის ნაწილმა, რომლის ბედსაც ვიზიარებთ? – ასეთი იყო ჩემი შემდეგი შეკითხვა.

– ქრისტეს სიტყვებით რომ ვთქვათ: „რაც გსურთ თქვენთვის, ისე მოექეცით სხვებს.“ ჩვენ რომ ასე მოვიქცევით, სხვებიც რომ ასე მოიქცევიან მაშინ აღარ იქნება საჭირო ამდენი საავადმყოფო და ციხე… აღარ იქნებოდა ამდენი ყოველგვარი სირთულეები. მაგრამ როდესაც ჩვენ ერთი საზომი გვაქვს ჩვენთვის და სხვა მეორესთვის, ხოლო მასაც ასევე თავისთვის ერთი და მესამესთვის კიდევ სხვა… დაე რასაც ვუსურვებთ თავს, ის გავუკეთოთ სხავსაც. შემოთავაზება მარტივია, გააზრება კი დაუსრულებელი. ასე რომ მოვქცეულიყავით ეს ქვეყანა იქნებოდა სამოთხე, მაგრამ დედამიწაზე ასე არასდროს იქნება. ყოველოთვის იარსებებს ბოროტმოქმედი და დამნაშავე. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მათ წინააღმდეგ, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ ისე, როგორც ეს შეეფერება ადამიანებს, არასროს მოვიქცეთ და არც გავცეთ პასუხი არაადამიანურად.

– და როგორც თქვენ ამის შესახებ არაერთხელ გვაფრთხილებთ: ყველა ჩვენგანმა გააკეთოს იმდენი, რამდენიც მასზეა დამოკიდებული?

– რა თქმა უნდა. მოციქული პავლე ამბობს: „თუ შეგიძლიათ ყველა ადამიანთან იქონიეთ მშვიდობა“ თუ ჩემს ძალებს მხოლოდ ცამეტი კილოგრამის აწევა შეუძლია, თქვენ რომ დამიმატოთ თუნდაც ნახევარი კილოგრამი, მე დავეცემი, მეტის წაღებას ვერ შევძლებ. ღმერთიც ჩვენგან არ მოითხოვს მეტს, მაგრამ არც ნაკლებს. წმინდა ბასილი დიდი ამბობს: „ ნუ მოეჭიდები იმას, რაც შენს ძალებს ასუსტებს, მაგრამ კმაყოფილიც ნუ დარჩები უკან დახევით“
საჭიროა გავათანაბროთ საზომი, რატა ჩვენ ყველამ, როგორც ღვთის თანამშრომლებმა, გავაკეთოთ ყველაფერი რაც შეგვიძლია, ხოლო თუ საჭირო გახდება, რაც ჩვენს ძალებს აღემატება, იმას თავდ ყოვლისშემძლე გააკეთებს. ის რომ არ შეგვწეოდა ხუთასწლოვანი მონობისას, ჩვენგან, სერბებისგან არაფერი აღარ დარჩებოდა. საჭირო იყო „სულ რაღაც“ რწმენის შეცვლა, და ღებულობდი ყოველგვარ უფელბას. მაგრამ ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ რომ ამითი იმაზე განუზომლად მეტს დაკარგავდნენ, ვიდრე მიიღებდნენ. საჭირო იყო გადაგვეტანა ის ხუთასი წელი.
 

მარადიული გრძნობა “სადაც ანგარებაა და თავგანწირვა არ არის – ის სიყვარული არაა…”

სიყვარული სათნოებაა და ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას წარმოადგენს. ეს პიროვნული მიჯაჭვულობის ემოცია რელიგიურ კონტექსტში არა მხოლოდ სათნოება, არამედ ყოველი არსების საფუძველი და ღვთიური კანონის არსია. სიყვარული თავად ღმერთია.…

რა არის ჭეშმარიტი სიყვარული, შესაძლებელია თუ არა ნამდვილი სიყვარულის განქარვება და რა ნიშნები გააჩნია მას, რომლითაც შეგვიძლია გავარკვიოთ, სიყვარული ჭეშმარიტია თუ არა?

“სიყვარულზე საუბარი ყოველთვის ძნელია იმიტომ, რომ ეს ისეთი ხილია, თვითონ უნდა გქონდეს გასინჯული, რომ მასზე ისაუბრო.

მე თუ გამოცდილება არ მაქვს, ჩემი საუბარი წყლის ნაყვა იქნება. შეიძლება ძალიან ლამაზი ფრაზები ვთქვა, მაგრამ გულს არ მისწვდება იმიტომ, რომ უგულოდ იქნება ნათქვამი.

მღვდლის ფუნქციაა, ადამიანებს ღმერთის სიყვარული ასწავლოს, მაგრამ თუ ამ სიყვარულის არსებობის თვითონ არ სჯერა, არ წამს, სხვას ვერ ესაუბრება რწმენაზე.



სიყვარული ძალიან ფართე მცნებაა. ქრისტიანებმა ვიცით, რომ სიყვარული თავად ღმერთია და მრავალმხრივი გაგება აქვს, მაგრამ ერთი რამ უდავოა: სიყვარული თუ განპიროვნებული არაა და კონკრეტულისკენ მიმართული, უკვე სიყვარულიც აღარ არის.

ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ნიჭი სიყვარულისა, რაც არ შეიძლება, არ რეალიზდეს.

რატომ? – ადამიანი იკითხავს. ხომ შეიძლება არ გაუმართლოს, ისე იცხოვროს, რომ ვერავინ შეიყვაროს? მაგრამ არ არის ასე. ღმერთი რომ არ არსებობდეს, შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ღმერთი რადგან არის და ადამიანი იმისთვის იბადება, რომ უყვარდეს, შეუძლებელია პიროვნებას უნდოდეს, შეეძლოს სიყვარული და ისე დაასრულოს თავისი ცხოვრება, რომ ეს ნიჭი არ გამოავლინოს. ადამიანი სიყვარულისთვის იბადება.…

სიყვარულს მრავალი კონკრეტული გამოვლინება შეიძლება ჰქონდეს: დედაშვილური, შვილების სიყვარული მშობლების მიმართ, მეგობრული, სამშობლოსადმი, რაც არ გახლავთ ზოგადი კატეგორია. ჩემი საყვარელი მწერალი გურამ დოჩანაშვილი დიდი ხნის წინ რადიოინტერვიუში ასეთ რამეს ამბობდა, რომ როგორ შეიძლება, მთელი საქართველო უყვარდეთ და მეზობელი – არა, სამშობლოს ცნება არ შეიძლება განზოგადებული, აბსტრაქტული იყოს, რომ კონკრეტული ქართველი, საკუთარი ქვეყნის მოქალაქე არ უყვარდეს ადამიანს.

არა მხოლოდ ემოციური, მშვენიერების არამედ მისტიური და ქრირსტიანული თვალსაზრისით სიყვარულთა შორის განსაკუთრებულია მამაკაცისა და ქალის სიყვარული, რაც თავის უმაღლეს რეალიზებას ქრისტიანულ ქორწინებაში ჰპოვებს.

ქრისტიანული ქორწინება – მე ხაზს უსვამ ამას. შემეძლო მეთქვა, ცოლ-ქმრობაში ჰპოვებს, ეს არსობრივად ერთი და იგივეა, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, იმდენი სიტყვაა გაცვეთილი, ამ დიდებული სიტყვის მიღმა ის სიღრმეები იმდენად აღარ იგულისხმება. ცოლქმრობაში შეიძლება ვიღაცას წარმოუდგეს ოჯახი, სადაც ერთმანეთი არ უყვართ და რაღაცის გამო არიან ერთად.

ქრისტიანული ქორწინება, თავისი არსით, რა თქმა უნდა, ცოლქმრობაა, მაგრამ გამორიცხავს უსიყვარულობასა და ყოფნას წესის გამო. ქრისტიანული ოჯახი ქალისა და მამაკაცის სიყვარულის რეალიზების უმაღლესი ფორმაა.

რატომ არის ეს კონკრეტული სიყვარული განსაკუთრებული? განსაკუთრებულია არა იმით, რომ ლამაზია, მშვენიერია, ძალიან ემოციურია, ქალისა და კაცის სიყვარულის გამო არა მარტო ხელოვნების შედევრები იქმნებოდა, არამედ ომებიც კი იწყებოდა.…ამქვეყნიური სიყვარული და სამართალი იჩაგრება უსამართლობით, რომელიც მძლავრობს.

დედამიწა არ არის სამოთხე, სამართალი პურს ბოლომდე ვერ ჭამს, ვერ ზეობს, იმიტომ, რომ ჩვენი გაუკუღმართებული ნება, რომელიც არ არის თანხვედრაში ღვთის ნებასთან, მის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ის საკუთარ თავს ავლენს სამყაროში, ასეთი ადამიანები ბევრნი ვართ, სამწუხაროდ და ამიტომ ვიღებთ იმას, რასაც რეალურად ვიმსახურებთ, რადგან დედამიწაზე სამართლის ზეობა არაა.

სხვათა შორის, ცხოველთა სამყაროში გვხვდება ანალოგიები, რითაც ღმერთი სიყვარულს გვასწავლის. არსებობენ ცხოველები, რომლებსაც საოცარი სიყვარული გააჩნიათ, რაც მათი გონიერების, პიროვნული არჩევანის შედეგი კი არ არის, არამედ ინსტინქტი, რომელიც ღმერთის მიერ არის ჩადებული. ეს არის გედების, მგლების საოცარი მაგალითი, რომლებიც მონოგამიურ ქორწინებაში არიან და არ ღალატობენ ერთმანეთს. მგონი ინცესტიც კი არ არის მგლებში.

იდეალურ შემთხვევაში, დედამიწაზე სიყვარული არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ღვთაებრივი სამართალი ბოლომდე ვერ იმარჯვებს, მაგრამ აქ ერთი ნიუანსია: ადამიანი რომ უღმერთო არსება იყოს, ევოლუციის პროდუქტი, გონიერ არსებად გადაქცეული ცხოველი, ღმერთი – არა და ცხოვრება იყოს, მაშინ ვიტყოდით, რომ სიყვარული არ არსებობს.

ადამიანი ღვთის ხატია, რომელიც თავის თავში მარადისობას ატარებს და თუ პიროვნება სწორი სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, ის დგება კიბის პირველ საფეხურზე, რომელიც ზეცაში ადის. ადამიანი მარადისობის გარეშე არ არსებობს.

მართლმადიდებლური სწავლებით, მადლმოსილება, ანუ ღმერთთან მყოფობა ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა. ადამიანი ღმერთის გარეშე არ არის. კათოლიციზმი ამბობს, რომ ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა უღმერთობაა და მადლით იმოსება, ხოლო მართლმადიდებლობა გვეუბნება,რომ მადლი ადამიანს ჩასახვისთანავე ეძლევა და ღმერთთან ერთად არის. ამიტომ რადგან ადამიანი მადლმოსილი არსებაა, სიყვარული შეიძლება არსებობდეს, ოღონდ მადლმოსილება, რომელიც ადამიანს თან დაჰყვება, ჩვენთან ობიექტურადაა მე სუბიექტურად უნდა მივიღო და ჩემი არჩევანი იყოს, რომ მე მასთან და ღმერთთან ერთად ვიყო.

ადამიანის არჩევანი სწორი ცხოვრება, ჭეშმარიტების ძიება, ცხოვრების სწორად დანახვა უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ნიჭი, რომელსაც სიყვარული ჰქვია, სწორი მიმართულებით იფურჩქნება.

სიყვარული – ეს ის ყვავილია, რომელსაც წყალი სჭირდება. ეს წყალი ღვთის მადლია, რომლის გარეშე ყვავილი ხმება.

რა არის სიყვარულისათვის საჭირო? პიროვნება რომ მარტო ხორცი იყოს, მაშინ ადამიანებს მხოლოდ ვიზუალურად მოეწონებაოდათ ერთმანეთი და ამის იქით აღარაფერი იქნებოდა. ადამიანი, გარდა ხორცისა, ნერვული სისტემა, ანუ ფსიქოსომატური ორგანიზმია, მხოლოდ ვიზუალური მოწონება საკმარისი არაა, უნდა იყოს ფსიქოლოგიური თანხვედრა. თუ ფსიქოლოგიური თანხვედრა არ არის, შეიძლება ძალიან ლამაზიც იყოს ადამიანი,მაგრამ ერთი წამით ვერ გაჩერდე მასთან. ან ნაკლებად ლამაზი იყოს, მაგრამ სულ მასთან გინდოდეს ყოფნა.

ადამიანი კიდევ ერთი რამეა – უკვდავი სული, რაც მისი შემადგენელი არსია და გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ფსიქოსომატური მხარე.

თუ შეყვარებულ წყვილს შორის ხორციელი მოწონება, ფსიქოსომატური თანხვედრაა, ეწყობიან ერთმანეთს,მაგრამ სულიერი ერთობა არ არის, მაშინ სიყვარული არ არის შემდგარი, რადგან სიყვარული ორი არსების გრძნობაა, როცა მათ ერთმანეთი უყვართ არა რაღაც ნაწილ- ნაწილ, მარტო ხორციელად, ფსიქოსომატურად, არამედ მთლიანად ორივეს სულს ერთი მიდრეკილება უნდა ჰქონდეს. როდესაც ეს არ არის და რაღაც ნაწილს არქმევენ სიყვარულს, მთლიან სიყვარულს არ გულისხმობს.

პრობლემა სწორედ ქრისტიანულ ქორწინებაში გვაქვს ხოლმე, მოსწონთ ვიზუალურად, ხასიათებითაც ეწყობიან, თუმცა ხშირად მარტო ვიზუალურად და ძალიან სწრაფად ინგრევა ეს ოჯახი. თუ ხასიათებით ეწყობიან, ასეთი ოჯახი არ ინგრევა, მაგრამ ის სიცოცხლე არ აქვს.

რა არის სულიერი ერთობა, რა არის ამისათვის საჭირო? იმისათვის, რომ მე ადამიანთან სულიერი ერთობა მქონდეს, ჯერ საკუთარ სულს უნდა ვიცნობდე, როგორია, რას ითხოვს და მერე შენი სულიც დავინახო. მე თუ სულის დანახვა ჩემში არ ვისწავლე, შენში როგორ უნდა დავინახო? ეს სუბსტანცია ხომ ფიზიკური თვალით არ ჩანს?!

ადამიანის მიერ საკუთარი სულის შემეცნება ხოლოდდამხოლოდ ღმერთის მადლით ხდება. თუ ადამიანი ღმერთისაკენ არ იყურება, ცხოვრების საზრისი გარკვეული არ აქვს, როგორც მარადიული სიცოცხლე ცოცხალ ღმერთთან, ის საკუთარ სულს ვერ შეიმეცნებს. ქრისტიანი უნდა ცდილობდეს, მიემსგავსოს მაცხოვარს, მასთან ერთად იყოს მუდმივად და სამყაროს ქრისტეს თვალებით უყურებდეს.

ვთქვათ, ჩვენ მეგობრები ვართ, 2000 წლის წინ რომ დავბადებულიყავით და ჩვენს სამეგობროში ქრისტე მოსულიყო, ჩვენთან ყოფნა გაუხარდებოდა, თავს კარგად იგრძნობდა, იმიტომ, რომ ქრისტე და ჩვენ ერთნაირად ვუყურებთ სამყაროს, ერთნაირად ვაფასებთ მოვლენებს, ქრისტეს თვალებით სამყაროს ყურება არ არის შემთხვევითი რამ, არსობრივად ცვლის ყველაფერს ადამიანში. თუ მე და ჩემი საყვარელი ადამიანი ასე ერთნაირად ვიყურებით, რა მოგვაბეზრებს ერთად ყოფნას, ქრისტე, ცოცხალი ღმერთი ხომ კიდევ უფრო კრავს და აერთიანებს ჩვენს სიყვარულს და თავად ქრისტეა სიყვარულის წყარო.…

თომას ელიოტი ამბობს: სიყვარული იქ კი არ არის, როცა ორი ერთმანეთს უყურებს, არამედ როცა ორი მესამეს უყურებსო, მესამეში ღმერთი იგულისხმება. ეს საოცარი რამ გახლავთ.

თუ ადამიანს სიყვარული აქვს, შეიძლება მას გადაუყვარდეს? თუ სიყვარულს ამ საზომით განვიხილავთ, მაშინ შეყვარებულ ადამიანს როგორ გადაუყვარდება, თუ მას უყვარს მეორე ადამიანი სრულად, მაგრამ თუ ეს სრული სიყვარული არ არის, ანუ მე სხვა ადამიანი მიყვარს არა მთლიანობაში, არამედ მომწონს მისი გარეგნობა, ან ვეწყობი ხასიათში, შეიძლება მეგონოს, რომ მიყვარს. რატომ ინგრევა ოჯახები? ახალგაზრდები ძირითადად გრძნობით ქმნიან ოჯახს, მაგრამ რატომ აქვთ გაუსაძლისი ურთიერთობები? სად წავიდა ის სიყვარული? ხანდახან სიძულვილამდეც მიდიან ხოლმე. არსადაც არ წასულა, იმიტომ, რომ არც ყოფილა. ის იყო მოწონება, მხოლოდ ხასიათების თანხვედრა.

როდესაც ადამიანს უღალატებენ, თუ მას აქვს ნიჭი სიყვარულისა, ის სიყვარულის ობიექტის ძიებას განაგრძობს.

საბოლოო ჯამში, ადამიანებს შორის სიყვარული ჩვენი არსებობის მიზანია, დიდი მიზანი კი თავად ღმერთის სიყვარულია.

სიყვარულს თავისი ნიშნები აქვს, რითაც შეგვიძლია გავარკვიოთ, გვიყვარს თუ არა ადამიანი და რა თქმა უნდა, ღმერთი. ეს ნიშანი შეიძლება ორი სიტყვით გამოითქვას: უანგარობა და სრული თავგანწირვა, სიყვარული თავისი ღრმა იდეალით მხოლოდ ეს არის.

სადაც ანგარებაა და თავგანწირვა არ არის – ის სიყვარული არაა. ასევეა ღმერთთან, ეს იოლი არ გახლავთ, ის ხომ ცოცხალია და ჩვენ ვავლენთ ურთოერთობას დიალოგით. დიალოგს ლოცვა ჰქვია და მისი სხვადასხვა სახე არსებობს. მაგალითად, როცა რაიმეს ევედრები და სთხოვ პრობლემების მოგვარებას, ეს ლოცვაა, მამას შემიძლია ვთხოვო, მაგრამ როცა ღმერთთან ურთიერთობა რამით შემოიფარგლება, ჩვენ ანგარებით ვართ. აარსებობს მეორე სახის ლოცვა – სამადლობელი. თუნდაც იმისთვის, რომ ვსუნთქავ და ყველაფრისათვის, კარგისათვის და თუ უფრო მაღალ დონეზე ვართ, ცუდისათვისაც, რადგან ცუდიც იმიტომაა ღმერთისგან გამოგზავნილი ,რომ სულიერად გავიზარდო, შეიძლება მეტკინა, მაგრამ მე ყველაფრისთვის მადლობას ვეუბნები ღმერთს, ეს მეორე ტიპის ლოცვაა, მაგრამ მხოლოდ ასეც არ არის. თუ ამ დონეზე დავრჩებით, ესეც ანგარებიანი იქნება. მესამე ტიპის ლოცვაც არსებობს, რომელიც ძალიან მნიშვნლოვანია, რომლის გარეშეც ქრისტიანული ლოცვა დაკნინებულია. ეს სადიდებელია, ანუ მე მიხარია, რომ ღმერთი არსებობს. ეს გამოიხატება სადიდებლებში.

სიყვარული სათნოებაა, თუ ის ჩანასახშივე ნამდვილია, უნდა გაიზარდოს და არა მარტო ამ ცხოვრებაში. ის გარდაცვალების შემდეგაც ვითარდება, მაგრამ თავისთავად – არა, მას ღმერთი რწყავს, მაგრამ შენი ნების გარეშე ამას არ აკეთებს. სიყვარული, როგორც სხვა სათნოებები: სიმდაბლე, რწმენა,მორჩილება, ერთგულება, სიმამაცე, ისწავლება შრომით, მიზანსწრაფულობით, ნაბიჯებით შენში ამ სათნოებების განვითარებისათვის”.

. დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

რა მოაქვს საქართველოსთვის იეჰოვას მოწმეების სექტას?

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი არის თეოლოგი, ღვთისმეტყველი, მრავალი კვლევისა და წიგნის ავტორი.

რას წარმოადგენს იეჰოველების სწავლება?

ეს სწავლება არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მწვალებლობა, რომელიც ამჟამად, ჩვენს დროში არსებობს. მწვალებლობა, ანუ ერესი, ცრუ სწავლებაა, დამახინჯებული სისტემა ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი ჭეშმარიტებების შესახებ, რომლებიც სახარებაშია განცხადებული და საეკლესიო გადმოცემაში დაცული. თავის დასაბამს ეკლესია წმიდა მოციქულთაგან - ქრისტეს მოწაფეთაგან იღებს. მისი სწავლება თითქოსდა ერთი მდინარის უწყვეტი ნაკადია. მწვალებელთა სექტებს კი არა აქვთ არც მემკვიდრეობითობა და არც ტრადიცია. ისინი სხვადასხვა დროს ჩნდებოდნენ და წარმოადგენდნენ დამახინჯებულ შეხედულებებს ქრისტიანობაზე. ამპარტავნებით შეპყრობილი ცალკეული ადამიანებისა თუ ადამიანთა ჯგუფებისა, რომლების მოსწყვეტოდნენ ქრისტეს ეკლესიას და თავიანთი ცრუ შეხედულებანი დაეპირისპირებინათ მისი ჭეშმარიტი სწავლებისათვის.

საიდან იღებს დასაბამს იეჰოველთა სექტა? მწვალებლობა დასაბამს იღებს ადამიანის გონების ამპარტავნებიდან, ეშმაკისმიერი ცდუნებიდან, რომელიც შთააგონებს ცოდვილი ადამიანის გონებასა და გულს თავის ცრუ სწავლებას, შინაარსით მრავალსახოვანსა და წინააგმდეგობრივს, მაგრამ ამავე დროს ერთი მიზნის მქონეს-შეარყიოს და მოსპოს ეკლესიის სწავლება, რომელსაც პავლე მოციქული უწოდებს ,,სუეტსა და სიმტკიცეს ჭეშმარიტებისას,, (1 ტიმ. 3,15). იეჰოველების სიძულვილი ქრისტეს ეკლესიისადმი იმდენად მძვინვარე და შეურაცმყოფელი ხასიათისაა, რომ ყურადღებით თუ ჩავუკვირდებით, ადვილად დავინახავთ, რა სული მოქმედებს მათში. მათმიერი გმობა ქრისტეს ეკლესიის მიმართ აღსავსეა ისეთი გამოთქმებით, როგორიცაა - სატანა, ბაბილონის მეძავი და ა.შ., რის უფლებას თავს ურწმუნო ადამიანიც არ მისცემდა.

როდის და საიდან აღმოცენდა იეჰოველების სექტა?

იეჰოველების სექტა აღმოცენდა ამერიკაში, პროტესტანტულ წრეში. თავის დროზე (XI ს.) მართლმადიდებლობას კათოლიციზმი გამოეყო, კათოლოციზმს-პროტესტანტობა (XVI ს), პროტესტანტობა კი სექტებად დაქუცმაცდა; აი სწორედ ერთ ერთი ასეთი სექტიდან გამოვიდა იეჰოველობის ფუძემდებელი რასელი, რომელიც პროფესიით კომერსანტი იყო. (რომელმაც სექტა 18 წლის ასაკში ჩამოაყალიბა. მ.ი.) იეჰოველობამ გააგრძელა მთელი წყება განხეთქილებათა, განდგომილებათა და მწვალებლობათა.

როდის წარმოიშვა ეს მწვალებლობა?

XIX საუკუნის სამოცდაათიან წლებში. ასაკის მხრივ იგი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სექტაა. უფრო ახალი ვიდრე ბაპტიზმი, მოლოკანობა, ადვენტიზმი თუ პროტესტანტული სამყაროს სხვა ნამსხვრევებია.

ჰქონდა თუ არა რასელს შეძენილი რაიმე საღვთისმეტყველო განათლება?

რასელს არ ჰქონდა არანაირი საღვთისმეტყველო განათლება. ის მხოლოდ ვაჭრობასა და ბიზნესს მისდევდა და დიდ ქონებასაც მოუყარა თავი.

რით დაიწყო ეს მწვალებლობა?

იეჰოველების მწვალებლობაც იმითვე დაიწყო, რითაც თითქმის ყველა სხვა მწვალებლობა იწყებოდა - საღმრთო წერილისა და ბიბლიის თვითნებური, არასწორი, თავისუფალი განმარტებით. რასელმა ჩამოაყალიბა წრე, რომელიც ასე იწოდებოდა: ბიბლიის მკვლევარნი - ეს სახელწოდება მან შემდეგში შთამბეჭდავი გახადა და თავის წრეს კბიბლიის სერიოზული მკვლევარნილ უწოდა. რასელის მემკვიდრეთა ხელში ამ მწვალებლურმა სექტამ საბოლოოდ მიიღო დღევანდელი სახელწოდება ,,იეჰოვას მოწმეები.

რას ნიშნავს სიტყვა "იეჰოვა"?

ბიბლიაში გვხვდება მთელი რიგი საღმრთო სახელებისა, როგორიცაა, მაგალითად, ელოჰიმ საბაოთ ადონაილ და სხვანი. ღმერთის ერთ-ერთი ასეთი სახელია, იეჰოვა რაც ებრაულად მყოფს არსებულს ნიშნავს.

ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო კი ეჰოველებილ უარყოფენ ღმერთის დანარჩენ სახელებს. ეს გამორჩევა ბიბლიის ტექსტში ყველა სექტანტისთვისაა დამახასიათებელი. მაგრამ, განსაკუთრებით, იეჰოველებისათვის. წინასწარმეტყველი და სჯულისმდებელი მოსე ამბობს: ,,უფალი ღმერთი მოშურნე სახელი არს მისი,, (გამოსვლათა 34, 14) . წინასწარმეტყველი დავითი ამბობს: ,,ვაქებდე სახელსა ღმრთისა ჩემისასა გალობითა და განვადიდო იგი ქებითალ (ფსალმ. 68, 31) , ებრაულ ტექსტში იგი გადმოცემულია სიტყვით ,,ელოჰიმლ , ბერძნულში თეოს, ქართულში ღმერთი, რუსულში ბოგ.

ესაია წინასწარმეტყველი ამბობს უფალი საბაოთ - სახელი მისილ (ესაია 48, 2) ამოს წინასწარმეტყველი ასე იტყვის: უფალი, ყოვლისა მპყრობელ, საბაოთ სახელი მისილ (ამოს 5, 27)

როგორც ხედავთ, იეჰოველები არღვევენ და უარყოფენ საღმრთო პირდაპირმოწმობას, მათ მხოლოდ ერთი სახელი აირჩიეს ღმერთისა, ხოლო ყველა სხვა, რომლებითაც ღმერთი თავს განუცხადებდა ადამიანებს, უკუაგდეს.

რატომ დაუშვებს უფალი ღმერთი მწვალებლობებისა და სექტების არსებობას?

პავლე მოციქული ამბობს: წვალებანიცა ყოფად არიან თქვენ შორის, რათა რჩეულნი იგი თქვენს შორის გამოჩნდნენლ (1 კორინთელთა, 11, 19)

უფალმა თავისუფალი ნება მიანიჭა ადამიანს. ცოდვა იმ უდიდესი საბოძვარის ბოროტად გამოყენების შედეგი იყო. მწვალებლობა კი მხოლოდ ნებიდან და გრძნობიდან გამომდინარე ცოდვა კი არ არის, არამედ, პირველად ყოვლისა, გონებისმიერი ცოდვაცაა. მწვალებლობის დასაბამი სიყვარულის არქონაა. იგი ვლინდება ამპარტავნებასა და განკერძოებაში. მწვალებლობათა შემომღებნი და მოძღვარნი თავიანთ სულიერ სიბრმავეში წინასწარმეტყველთა და მოციქულთა თანასწორად მიიჩნევდნენ თავს. ეკლესია სიყვარულით იწყება. მწვალებლობანი კი კრიტიკით, შფოთით. ბრძოლითა და სიძულვილით აღმოცენდებიან, მაგრამ, მეორეს მხრივ, მწვალებლებთან ბრძოლაში მართლმადიდებელი ქრისტიანი ქრისტეს მხნე მხედარი ხდება, და მისი დამოკიდებულებაც ეკლესიისადმი უფრო ღრმა და შეგნებულია, ანუ ადამიანი უფრო სრულყოფილი შეიქმნება და რჩეულნიც იგი ჩვენს შორის გამოჩნდებიანლ.

როდის შემოაღწია საქართველოში იეჰოველების ცრუ სწავლებამ?

არცთუისე დიდი ხნის წინ. მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, მეორე მსოფლიო ომის დროს, იეჰოველების სექტამ (შიმშილობით დასუსტებულ მ.ი.) უკრაინაში გაიდგა ფესვები. საქართველოში მათი პირველი მქადაგებლები სწორედ უკრაინიდან ჩამოვიდნენ. იეჰოველები აკრძალულ სექტათა შორის ირიცხებოდნენ, მაგრამ ეს სულაც არ უშლიდა მათ ხელს, თავიანთი ცრუ სწავლება ხალხში გაევრცელებინათ. მეტიც, მათ თავი მოჰქონდათ, როგორც წამებულთ და სიმართლისთვის დევნილთ.ლ ამაში მთავრობას კი არ სდებდნენ ბრალს, ადამედ მართლმადიდებელ ეკლესიას.

რამ შეუწყო ხელი იეჰოველობისლ გავრცელებას?

იეჰოველობის გავრცელებას ხელი შეიწყო იმ დევნა - შევიწროვებამ, რაც საბჭოთა მთავრობამ დაიწყო ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ, და რაც ათწლეულების მანძილზე გაგრძელდა. ამ დევნის შედეგად ხალხმა, რევოლუციის შემდგომი ორი თაობის ცხოვრების მანძილზე დაივიწყა ეკლესიის მართლმადიდებელი სწავლება. მონასტრებისა და ეკლესიების უმრავლესობა დახურეს. ბევრი მათგანი ააფეთქეს და სრულიად გაანადგურეს. სულიერი განათლება აღარსად იყო. ის ადამიანებიც, რომლებიც თავს ქრისტიანებად თვლიდნენ, არასდროს არ იღებდნენ ხელში სახარებას. ადრეული ბავშვობიდანვე საბჭოთა ადამიანი ათეისტურ აღზრდა-განათლებას იღებდა. ადამიანებს ასწავლიდნენ ეკლესიის იგნორირებას, სიძულვილს, სიწმიდეთა შებილწვას, ღმერთის გმობას. ყოველივე ამან ქვეყნის სულიერი ცხოვრება უკაცრიელ უდაბნოდ გადააქცია. იმისთვის, რომ აღვიდგინოთ წარსულის სულიერი ცხოვრება, დროა საჭირო. და აი, ამ სულიერ უდაბნოში ,,იეჰოველები შემოიჭრნენ, თანაც ისე, რომ არანაირ არსებით წინააღმდეგობას არ შეხვედრიან. აბა, რით უნდა შეპასუხებოდა მათ, ვთქვათ, ნებისმიერი გულუბრყვილო სოფლელი დედაკაცი, რომელმაც მხოლოდ ის იცოდა, რომ ბავშვები უნდა მოინათლონ. აღდგომას კი კვერცხი უნდა შეიღებოს. ადამიანის გული ხომ მარადის ღმერთისაკენ, თავისი შემოქმედისაკენ მიისწრაფვის, და ამას მოხერხებულად იყენებდნენ იეჰოველები. ისინი ყველას სთავაზობდნენ, ბიბლიას განგიმარტავთო, სახარებებით მოგამარაგებთო. ხოლო იმ ადგილებში, სადაც იეჰოველთა სექტა დამკვიდრდებოდა, მატერიალურ დახმარებასაც უწევდენენ მის წევრებს.

კიდევ რა საშუალებას იყენებენ იეჰოველები თავიანთი ცრუ სწავლების გასავრცელებლად? ისინი ასწავლიან ამქვეყნიურ ცხოვრებაზე და არა ზეციურზე. ქადაგებენ ამქვეყნიურ სუფევას და არა ცათა სასუფეველს, რომლის დასამკვიდრებლადაც უფალი სინანულად მოგვიწოდებს.: ,,შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაი (მათე 3, 2). ათეისტურ სახელმწიფოში აღზრდილი ადამიანები, რომელთაც დათრგუნვილი აქვთ სულიერება და რელიგიური გრძნობები, უფრო ადვილად იღებენ სწავლებას ამქვეყნიური ბედნიერი ცხოვრების შესახებ, რომელშიც, ვითომც, უხვად იქნება სარჩო-საბადებელი და ყოველნაირი შვება-სიამეც. იეჰოველები მოხერხებულად იყენებენ ადამიანთა მწუხარებას ახლობელთა სიკვდილის გამო და ჰპირდებიან მათ, რომ იეჰოვა ხელახლა შექმნის მათ, ამქვეყნად დააბრუნებს და თქვენ კვლავ შეხვდებითო ერთმანეთს. ასე სპეკულირებენ ისინი დედობრივ გრძნობებზე. ამგვარ დაპირებების შემდეგ იეჰოველები აცხადებენ, რომ მეორედ შექმნილი ეს ადამიანები კვლავ მოკვდებიან, თუკი დროულად არ მიიღებენ იეჰოველების სწავლებას.

იეჰოველებმა მთელი მსოფლიო თავიანთი ქადაგების ზონებად დაჰყვეს. ყველგან მრავლად აგზავნიან მქადაგებლებს და რეგულარულად იღებენ ადგილობრივი თემებისაგან ანგარიშგებებს, თუ როგორ მიდის ქადაგება, როგორია წარმატებანი, სად რა სიძნელეებია და რა სახის დახმარებაა საჭირო. ეს ანგარიშგებანი იგზავნება ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ ნიუ-იორკში, ბრუკლინში, სადაც იეჰოველთა მსოფლიო ცენტრი მდებარეობს.

აქედან ყველა მიმართულებით ფართო ნაკადად მიედინება სექტის ლიტერატურა, წიგნები და ჟურნალები ასზე მეტ ენაზე, მრავალ მილიონიანი ტირაჟებით. ეს გამოცემები მდიდრულად არის ილუსტრირებული. იეჰოველები მათში გახსნილი, ნათელი სახეებით არიან გამოხატულნი, ბედნიერი ღიმილით გაცისკროვნებულნი. მათ სახეებზე სიხარულია აღბეჭდილი იმის გამო, რომ ისინი იეჰოველები გამხდარან. იეჰოველებს ისინი ციხიდან გამოქცეულ ბოროტმოქმედებისავით გამოსახავენ. გაბოროტებულებს, დაღვრემილთ, სიძულვილით აღსავსეთ. იესო ქრისტე მათ გამოცემებში გამოხატულია, როგორც ვინმე ახალგაზრდა ფერმერი ან ქაუბოი, მიმზიდველღიმილიანი, ხორციელ სიამის მქადაგებელი, ამაქვეყნის მოყვარე... იეჰოველების ფუძემდებელი რასელი კომერსანტი იყო, და კარგად იცოდა რეკლამის ყადრი. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოველთა წიგნების შინაარსი არ გამოირჩევა რაიმე განსაკუთრებულობით, გარეგნულად გაფორმებული, ჭყეტელა ფერებით გაფორმებული ბუკლეტები პატარა ბავშვებივით იზიდავს მათკენ ადამიანებს.

რა ბოროტება მოაქვს იეჰოველობას ადამიანისათვის?

ყოველგვარი სულიერი სიცრუე უკვე თავისთავად არის დიდი ბოროტება, როგორც არასწორ გზაზე დამდგარი ადამიანი სულ უფრო მოშორდება მიზანს, ასევე ცრუსწავლებას დამონებული ადამიანიც სულ უფრო განეშOრება ღმერთს.. იეჰოველობა მახვილივით არის მიმართული გულის გულისაკენ ქრისტიანობისა. ჩვენი რწმენის საფუძველი, ჩვენი იმედი და სასოება იმაში მდგომარებს, რომ იესო ქრისტე ღმერთია, რომელმაც ადამიანური სხეული მიიღო და განკაცდა, რათა გამოესყიდა, ეხსნა კაცობრიობა. ხოლო იეჰოველები ასწავლიან, რომ ჩვენი მხსნელი იესო ქრისტე ღმერთი კი არ არის, არამედ უმაღლესი ანგელოსია. კვალად ისინი განარჩევენ ,,დიდ ღმერთსალ და ,,მცირე ღმერთსლ მაგრამ განა შესაძლებელია რომ ღმერთი მცირეც იყოს? იგი ხომ დაუსრულებელი და მარადიული სულია. იეჰოველები სიტყვიერ ხრიკებს მიმართავენ, რომელთა მიზანიც ერთია: დაარწმუნონ ადამიანები იმაში, რომ რომ იესი ქრისტე არ არის თანასწორი და ერთარსი თავისი ღვთაებრივი მამისა, და ამიტომ, თითქოს მისი ჯვარცმა არ ყოფილა სრულყოფილი მსხვერპლი, გაღებული კაცობრიობის გამოსასყიდად.

ქრისტიანის სახელს ქართველი ხალხი ჩვიდმეტ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ღირსეულად ატარებს. და აი ახლა, იეჰოველებს სურთ სხვა სახელით შეცვალონ იგი. მაგრამ ,,იეჰოვასლ სახელს ხომ ებრაელებიც (იუდეველებიც) იყენებენ, როცა ,,იაჰვესლ მოუხმობენ. ასევე, მუსულმანებიც, როცა ,,ალლაჰლს ამბობენ! მხოლოდ ქრისტიანის სახელი მოწმობს იმას, რომ ჩვენ იესო ქრისტე გვწამს როგორც ჭეშმარიტი ღმერთი და ჩვენი მხსნელიც.

იეჰოველები უარყოფენ ეკლესიას, მიუხედავად იმისა, რომ თვით ქრისტე გვიმოწმებს მის არსებობას და აუცილებლობას: ,, . . . ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.ლ იეჰოველებს არათუ მიაჩნიათ, რომ ეკლესია უკვე დამარცხებულია ჯოჯოხეთის მიერ, არამედ ,,ბაბილონის მეძავადაცლ აცხადებენ მას. ამგვარი გმობა, აქამდე არნახული და წარმოუგენელი, მხოლოდ ცოფიანის, ბოროტად ეშმაკეულის საქციელია.

იეჰოველები უარყოფენ ქრისტეს ეკლესიის უმთავრეს დოგმატს ყოვლადწმიდა სამებას და საღმრთო პირთა მამის, ძის და სულიწმიდის თანასწორობასა და ერთარსობას. ისინი ამტკიცებენ, რომ იესო ქრისტე ღმერთის ძეა არა საკუთრივი მნიშვნელობით ამ სიტყვისა, არამედ როგორც მხოლოდ მართალი და კეთილმსახური ადამიანი, რომ ღირსებით იგი ანგელოზთა თანასწორია. სულიწმინდა კი იეჰოველებს მიაჩნიათ მხოლოდ გამოსხივებად იეჰოვასი, სინათლისა თუ რადიაციის მსგავს ენერგიად..

საქართველოში ძველთაგანვე განსაკუთრებული მოწიწებით ეთაყვანებოდნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, -ივერია ხომ მისი წილხვედრი ქვეყანაა. ცნობები ამის შესახებ სხვა ხალხების მატეანეშიც გვხვდება. ამ თაყვანისცემით იყო გამსჭვალული ქართველთა არამარტო სარწმუნეობრივი ცხოვრება, არამედ-საოჯახო-საეროც. უძველესი დროიდანვე ზეციური დედოფლის სადიდებლად სწევდნენ სასმისს ყოველი პურობის დასრულებისას და მისმიერი დალოცვით ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს. იეჰოველებს კი ჩვენს სიწმინდეზე ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელზეც-მარადის ქალწულ მარიამზეც აღუმართავთ ხელი. ისინი ცრუდ ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც იესო ქრისტე იშვა სულიწმინდისაგან, ღვთისმშობელს, თითქოს, სხვა შვილებიც ეყოლა იოსებ დამწინდველისაგან. თვით იესო ქრისტე ბრძანებს, რომ უქორწინებლობა უმჯობესი ხვედრია ადამიანისთვის, და ,,რომელი შეძლებად არს დატევნად, დაიტიენ!ლ-ო. (მათე 19, 12) ასევე პავლე მოციქულიც წერს: ლთუკი არ დააქორწინებ შენს ასულს, უმჯობესად იქმო.ლ (1 კორ. 7, 38). ხოლო თუკი იეჰოველების ცრუ-სწავლებას დავუჯერებთ, დედა ღვთისა, რომლისაგანაც კაცობრივი სხეული მიიღო იესო ქრისტემ და რომლის რძითაც იგი აღიზრდებოდა, ზნეობრივი თვალსაზრისით ქრისტეს ბევრ მიმდევარზე დაბლა მდგომი ყოფილა! აი, სადამდე მიდიან იეჰოველები თავიანთ გმობაში! განა შეეძლო სულიწმინდისაგან თავისი პირმშოს სასწაულებრივი ჩასახვისა და უბიწოდ შობის შემდეგ ქალწულ მარიამს მამაკაცისაგანაც ჩაესახა სხვა შვილები?! ამის გაფიქრებაც ხომ საშინელი მკრეხელობაა! და თუკი იეჰოველების მტკიცებისამებრ, ღვთისმშობელს შვილები ჰყავდა იოსებ დამწინდველისაგან, მაშინ მისი სული ვნებით ყოფილა მიწყლული და ამ ვნებას იგი უსათუოდ გადასცემდა თავის ძესაც; და განა შეიძლება კაცობრიობის მხსნელი იყოს ის, რომელიც თავის შობითვე არასრულყოფილია?! აი, რისი ჩაგონება სურთ ადამიანებისთვის იეჰოველ მწვალებლებს.! ისინი, ვისაც სახარებაში იესოს ძმანი ეწოდებათ, სინამდვილეში იოსებ დამწინდველის შვილები არიან მისი პირველი ქორწინებიდან. იუდეველი ხალხისა და ასევე ბევრი სხვა ძველი ხალხის კანონებით ასეთი ნათესაობა სისხლისმიერ და-ძმობას უთანაბრდებოდა.

იეჰოველები ხატმებრძოლებიც არიან. უარყოფენ წმინდა ხატებს, მათს თაყვანისცემას და ამბობენ, ხატები კერპებიაო. მაგრამ როგორც ვიცით, ქერუბიმთა გამოსახულებანი ეს პირველი ხატები სჯულის კიდობნის თავზე ჰქონდათ გამოსახული ძველ იუდეველებს, და ისინი ძველი აღთქმის კრეტსაბმელზეც იყო ამიქარგული წმიდათა წმიდაში - საკურთხეველში. იმისათვის, რომ გვერდი აუქციონ თავისთვის ამ უსიამო ფაქტს ბიბლიის მოწმობას სჯულის კარავსა და იერუსალიმის ტაძარში არსებული წმიდა გამოსახულებების შესახებ, იეჰოველები ამბობენ, რომ, თითქოს ეს მხოლოდ ნახატები იყო ხალხისთვის, აწინდელი მათი ილუსტრირებული წიგნების მსგავსი. მაგრამ ,,წმიდათაწმიდაშილ, ძველი აღთქმის ტაძრის საკურთხეველში შესვლა მხოლოდ მღვდელმთავარს შეეძლო, და ისიც წელიწადში ერთხელ, რათა იქ მთელი ერისთვის აღევლინა ლოცვა ვედრება და სამსხვერპლო სისხლი ეპკურებინა. ამიტომაც, იეჰოველების ეს ახსნა-განმარტება არ შეესაბამება სინამდვილეს. კვალად, იეჰოველები უარყოფენ გარდაცვლილთა მკვდრეთით აღდომასაც და ამბობენ, რომ ღმერთი, რომელსაც დამახსოვრებული ჰყავს თითოეული ადამიანი, მეორედ შექმნის მათ. ისინი უარყოფენ თვით სულს და სულის უკვდავებასაც, ზუსტად ისევე, როგორც ათეისტები და მატერიალისტები. და ეს მაშინ, როცა სახარების იგავში გლახაკ ლაზარესა და მოულოდნელად მომკვდარ უკეთურ მდიდარზე ქრისტე თავად გვეუბნება სიკვდილზე, როგორც სულისა და სხეულის გაყრაზე შემდგომი არამატერიალური არსებობით სულისა, რომელსაც შენარჩუნებული აქვს გონება, მახსოვრობა, გრძნობები და სიყვარულიც თავისი ახლობლებისადმი. (იხილეთ: ლუკა 19, 31) იოანეს გამოცხადებაში აღწერილია გარდაცვლილ მოწამეთა სულები, რომლებიც ლოცულობენ უფლის საყდრის წინაშე (6, 9-11) საღმრთო წერილის ყველა ამ მოწმობას იეჰოველები უარყოფენ და არად აგდებენ. მსოფლიოს ყველა ხალხის გადმოცემაში დაცულია მოწმობანი სულის უკვდავების შესახებ, გარდაცვლილ ადამიანებთან ურთიერთობაზე ამქვეყნად მცხოვრებ ადამიანებთან. ამ შემთხვევაში იეჰოველები იმეორებენ სადუკეველთა, (იმ უღმრთო იუდეველთა) სწავლებას, რომელთაც განეკუთვნებოდნენ ქრისტეს ჯვართმცმელი მრვდელთმთავარნი ანნა და კაიაფა.

იეჰოველები უარყოფენ მღვდლობასაც, თუმცა კი ცნობილია რომ, თვითუფლის წმიდა მოციქულნი ხელს ასხამდნენ და აკურთხევდნენ ეპისკოპოსებს, მღვდლებს და დიაკვნებს ახალი აღქთმის ეკლესიისათვის. (იხილეთ პავლე მოციქულის ეპისტოლეები ტიტესა და ტიმოთესადმი). წმიდა მოციქულთა იოანესა და პავლეს მოწაფე ეგნატე ღმერთშემოსილი და პეტრეს მოწაფე კლიმენტი რომაელი მოუწოდებენ მორწმუნე ერს, პატივი მიაგეთ ღვთისმსახურთ და ყოველივეში დაემორჩილეთო. ჩვენამდე მოღწეულია სხვადასხვა ქრისტიანი ერების ლიტურგიათა უძველესი ტექსტების ხელნაწერები, რომლებიც გვიდასტურებენ, რომ საზოგადო ღვთისმსახურებას ყოველთვის აღასრულებდნენ ეპისკოპოსები და მღვდლები.

იეჰოველები უარყოფენ საეკლესიო წეს-ჩვეულებებსაც. მაგალითად, სანთლებისა და კანდელების დანთებას. და ეს მაშინ, როცა ცეცხლი აქ თაყვანისცემის საგანი კი არ არის, არამედ, მხოლოდ სიმბოლოა. აკი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვიტყვით ხოლმე ,,სულის ცეცხლი, გულის მგზნებარებალ, კგონების სინათლელ და ასე შემდეგ. სანთელიც ცეცხლი ნათელი ლოცვითი სურვილია იმისა, რომ ჩვენი სიცოცხლეც სიყვარულით იწვოდეს და კეთილი საქმეებით ანათებდეს ღმერთისა და ადამიანთა წინაშე, რათა ღვთაებრივი მადლი სანთლისა, თუ კანდელის, ნათელივით გვინათებდეს ცხოვრების გზაზე. იოანეს გამოცხადებაში მოხსენიებული შვიდი ანთებული ლამპარის ქვეშ (4,5) იგულისხმება შვიდი ანგელოზი, ანუ ქვეყნიური ეკლესია, რომელიც სახეა ზეციური ეკლესიისა.

იეჰოველებს სძაგთ ჯვარი და იმისათვის, რომ ჯვრის ხსოვნაც კი მოესპოთ, თალმუდს დაესესხნენ ცნობას მასზედ, თითქოს, იესო ქრისტე ბოძს, ძელს მიამსჭვალეს და არა ჯვარს. (აქ გვახსენდება იესოს სიტყვები: ,,მათი ნაყოფით იცნობთ მათლ რამეთუ მართლმადიდებელმა ქრისტიანმა იცის, ვის ეშინია ჯვრის და ვინ გარბის მის დანახვაზე. სწორედ ჯვარი დაინახა კონსტანტინემ ცაზე სასწაულებრივად გამოსახული, და სიტყვები: ,,ამით სძლოლ რის შემდეგადაც მთელ რომის იმპერიაში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა ქრისტიანობა. მ.ი.) შვილებს ჯვრით ლოცავდა ყოველი ქრისტიანი დედა. ჯვრებით აცისკროვნებდნენ ჩვენი მამა პაპების საფლავებს. ჯვრებს აღმართავდა ხალხი მაღალ მთებსა და მიუდგომელ კლდეებზე, რითაც ღმერთს მიუძღვნიდა თავის მიწა-წყალს. ჯვარი ჩვენი სიმდიდრეა, რასაც შეცდომად და უგუნურთა კერპად აცხადებენ იეჰოველი მწვალებლები. ((ამ რამდენიმე წლის წინ, თურქი მძღოლების მოთხოვნით, აჭარაში, გზის პირას აღმართული ჯვარი მოშალეს, ვითომდა, შეურაცხმყოფელიაო ჩვენთვის, (საქართველოს მიწაზე აღმართული ჯვარი !) რომელიც, შემდგომ, მოსახლეობამ აღადგინა)). ჯვრის გამოსახულებები ძველი აღთქმის ეკლესიაშიც იყო. სწორედ, ჯვრის გამოსახულება გააკეთებინა მოსემ, როცა აღმართულ ბოძზე სპილენძის გველი მიაკვრევინა და ხალხს უთხრა, გველი რომ დაგგესლავთ, რწმენით შეხედეთ ამ გამოსახულებას ჯვარს და ღმერთი სიკვდილისაგან დაგიხსნითო. და ამის შემდეგ ყველა დაგესლილი ცოცხალი რჩებოდა. ჯვრის გამოსახულება იყო ის სისხლიანი ნიშანიც, რომელიც ეგვიპტეში გამოიყენეს ებრაელებმა თავიანთი სახლების კარებზე, რათა უფლის ანგელოზს მათი ყრმანი არ მოეკლა. კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომელიც ჯვრის სიწმიდესა და საღმრთო დანიშნულებას ადასტურებენ ჯერ კიდევ ძველი აღთქმის წიგნებში.

მაჰმადიანები ნებას არ აძლევდნენ ქრისტიანებს, ჯვრები აღემართათ ეკლესიების გუმბათებზე. უღმერთონი ხალხს გულიდან ჰგლეჯდნენ ჯვრებს. საბჭოთა არმიაში აკრძალული იყო ჯვრების ტარება. ადამიანს შეეძლო სამსახური დაეკარგა, თუკი მას ჯვარს დაუნახავდნენ. ახლა კი იეჰოველებს სურთ, სასაცილოდ აიგდონ, წაბილწონ ჯვარი. ჯვარი უფლისა ის ძალაა, რომლითაც იესო ქრისტემ ჯოჯოხეთს სძლია. ამიტომაც, სატანას ბოროტ სულს სძულს ჯვარი, სძრწის მის წინაშე და ყველა მანქანებითა და მზაკვრობით ებრძვის მას თავისი მსახურების-იეჰოველი მწვალებლების მეშვეობით..

ყველაზე მეტად რას ქადაგებენ იეჰოველები?

იეჰოველები ქადაგებენ იმას, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს და იტაცებს ადამიანს ანუ ქვეყნის დასასრულის საშინელ ამბებს. იეჰოველებმა წარსულში რამდენჯერმე დათქვეს ქვეყნის დასასრულის ,,ზუსტი თარიღილ , მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ მომხდარა. ამას სულაც არ შეუცბუნებია ისინი. ყოველთვის გამონახავდნენ ხოლმე თავიანთი შეცდომების გამამართლებელ მიზეზს. და ამბობდნენ ქრისტე ნამდვილად მოვიდა ამ ქვეყნად ჩვენს მიერ დათქმულ დღეს, ოღონდ ჯერ მხოლოდ სულიერი სახითო. ანდა, ამტკიცებდნენ რომ, თითქოს, ამ წელს დაიწყო უფლის უხილავი სამსჯავრო მსოფლიოზეო. ამგვარი ,,ქრისტეს უხილავი მეორედ მოსვლისლ ახსნა შეუძლებელია შემოწმდეს, დამტკიცდეს თუ უარყოფილ იქნას. და იეჰოველები იოლად გადიან ფონს. უკანასკნელად, ქვეყნის დასასრულის თარიღად გამოაცხადეს 1956 წელი. ამის შემდეგ კი გადაწყვიტეს, რომ უმჯობესია, მხოლოდ ქვეყნის დასასრულის ნიშნების აღწერით დაკმაყოფილდნენ ხოლმე და არამცდაარამც არ გამოაცხადონ ზუსტი თარიღები. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, იეჰოველების ლიდერმა დიდებული სასახლე შეიძინა კალიფორნიის შტატში, რათა ქვეყნის დასასრულის შემდეგ, ვითომც მასში მიეღო მეფენი - დავითი, სოლომონი და სხვა მართალი მორწმუნეები ძველი აღთქმისა.

იეჰოველების ქადაგებებში განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი უკანასკნელი, მსოფლიო ბრძოლის აღწერას, ეგეთ წოდებულ არმაგედონს, ანუ იმ ხოცვა-ჟლეტას, რომელშიც მთელი კაცობრიობა უნდა მოისპოს. რა თქმა უნდა, იეჰოველების გამოკლებით. თუმცა კი ახალ აღთქმაში სულ სხვა მოვლენებზეა ლაპარაკი ქრისტეს მეორედ მოსვლისა და ქვეყნის დასასრულის წინ: ანტიქრისტეს გამოჩენაზე, რომელიც ცრუმოძღვარი და ტირანი იქნება ადამიანისა, ვინც სატანის განსაკუთრებული ზემოქმედების ქვეშ მოექცევა და ყოველივეში მის ბოროტ ნებას აღასრულებს. აგრეთვე, აპოსტასიაზე ღვთისაგან დიდ განდგომილებაზე კაცობრიობის უდიდესი ნაწილისა. იეჰოველები უარყოფენ ეკლესიის სწავლებას ანტიქრისტეზე, როგორც ღვთის მებრძოლზე, რომელიც შეეცდება წინ აღუდგეს ქრისტეს. და ამას იმისთვის აკეთებენ, რომ მათ მიერ შეცდენილმა ადამიანებმა ვერ შეძლონ მომზადება მომავალ უბედურებათათვის და რომ ისინი უძლურნი, მოუმზადებელნი შეეგებონ ქრისტეს ეკლესიის დიდ დევნილებას, რაც ანტიქრისტემ უნდა დაიწყოს. თუკი ჩვენ არ გვეცოდინება ჭეშმარიტი სწავლება ანტიქრისტეზე, მაშინ მისი გამოჩენა მოულოდნელი იქნება ჩვენთვის და მისი ცრუ, მოჩვენებითი სასწაულებიც შეგვაცდენს, ჭეშმარიტ, ღვთაებრივ სასწაულებად მივიღებთ მათ.

იეჰოველები უარყოფენ იესო ქრისტეს სხეულებრივ მკვდრეთით აღდგომას. მათი შეხედულებით, მისი სხეული ან კვლავაც სადღაც მიწისქვეშა მღვიმეში დევს, ანდა ჰაერს განზავებია და სრულიად გამქრალა. იეჰოველებისათვის არ არსებობს პასექის ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული და ამ ლოგიკით ისინი არც კვირას საუფლო დღეს არ აღნიშნავენ. სიტყვები ,,ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა! არ განათბობენ მათ გულებს და არ განანათლებენ მათ სულებს.

თუ აქვთ იეჰოველებს რაიმე დღესასწაულები? თუ იკრიბებიან ისინი ერთად ლოცვისათვის? იეჰოველებს მხოლოდ ერთი დღესასწაული აქვთ- ,,ქრისტეს ვნების-ძელზე გამოკიდებისლ მოხსენიება, რომლის დროსაც გამოაქვთ წითელი ღვინო და პური. ამ ,,ტრაპეზშილ მხოლოდ ისინი მონაწილეობენ იეჰოველთაგან, რომელთაც იეჰოვას ,,რჩეულებადლ მოაქვთ თავი, სხვანი კი, ,,რიგითნილ ამ დროს დუმილით ადევნებენ თვალს ამ სცენას. ლოცვითი შეკრებისლ დროს იეჰოველების უფროსი ხმამაღლა კითხულობს ,,იმპროვიზირებულლ ლოცვას, სხვები კი მხოლოდ უსმენენ.

როგორ მოქმედებენ იეჰოველები

იეჰოველებილ ყოველთვის ძალზე დაჟინებით და ენერგიულად მოქმედებენ, ყოველ მათგანს გეგმა აქვს შემუშავებული, კვირაში რამდენი საათი დაუთმოს ქადაგებებსა და საუბრებს და რამდენი თავიანთი წიგნებისა და ჟურნალების გავრცელებას. ყოველი წევრი ვალდებულია, რამდენიმე ადამიანი მაინც მიიყვანოს სექტაში. ამიტომაც, იეჰოველები ხშირად ქუჩაში აჩერებენ ადამიანებს და ესაუბრებიან. ასევე სამსახურებში, დადიან კარ-და-კარ, ხალხმრავალ ადგილებში, ტრანსპორტში ელაპარაკებიან ყველას თავიანთი სექტის შესახებ და ცდილობენ მათ ,,მოქცევასლ. სექტაში ჩათრევას. შინაც გეწვევითო, სთავაზობენ ისინი გულუბრყვილო ადამიანებს, რათა თავიანთი პოზიციებიდან კგანუმარტონლ ბიბლია. მოურიდებლად მიადგებიან ხოლმე სრულიად უცნობ ადამიანებს. ძალით აჩეჩებენ თავიანთ ლიტერატურას, ყოველივე ეს ძალდატანებაა, კართა მტვრევაა. იმას, ვინაც თუნდაც სულ მცირე ინტერესს გამოხატავს მათი ცრუ სწავლებისადმი, იეჰოველები უკვე არ ჰკარგავენ მხედველობის არედან. იეჰოველების უმთავრესი საზრუნავია ბიბლიის შემსწავლელი წრეების ჩამოყალიბება. სემინარების მოწყობა, ასევე, ახალ მქადაგებელთა მომზადება. რა თქმა უნდა, ბიბლიის ახსნა-განმარტება ხდება იეჰოველების პოზიციებიდან, ბრუკლინის ცენტრიდან გამოგზავნილი დირექტივების მიხედვით.

რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ქმედითად აღუდგეს წინ მათ სწავლებას? ამისათვის, პირველ ყოვლისა, საჭიროა ეკლესიური ცხოვრება, სულიერი ცოდნის გაღრმავება და განვრცობა. სახარებისა და საეკლესიო წიგნების შესწავლა სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობით. ცხოვრების ქრისტიანული წესისა რა რიტმის დამკვიდრება ოჯახში, რაც გულისხმობს დილისა და საღამოს ლოცვების აღსრულებას, კვირაობით ღვთისმსახურებაზე დასწრებას. მონაწილეობას საეკლესიო საიდუმლოებებში. უმთავრესად, სინანულისა (აღსარება) და ზიარების საიდუმლოებებში. ადამიანთა ქრისტიანული განათლება უნდა დავიწყოთ ყველაზე მარტივი მცნებების მიწოდებით. მართლმადიდებელი სარწმუნოების ყველაზე საჭირბოროტო საკითხების გარკვევით. უმთავრესი კი ის არის, რომ ყოველ სოფელში, დაბასა თუ უბანში აღდგეს, აშენდეს ან ამოქმედდეს ეკლესია ტაძრები, სამლოცველოები. ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას ძალა შესწევს ნებისმიერი ადამიანის სულიერი მოთხოვნილება დააკმაყოფილოს. ყოველი ადამიანის სულიერი წყურვილი დაარწყულოს. როგორც დიდი, წყალუხვი მდინარე დაარწყულებს ყველას, ვინც კი მის ნაპირთან მიდის.

რა მოაქვს ქართველი ხალხისთვის იეჰოველთა ცრუსწავლებას?

უპირველესად, ცრუ სულიერი ორიენტირები, ასევე უარის თქმა თავის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებზე, რომლებიც განუყრელადაა დაკავშირებული მართლმადიდებელ სარწმუნოებასთან, და რის გარეშეც ადამიანები სხვაგვარნი ხდებიან. იეჰოველთა მთელი სწავლება და საქმიანობა შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ერთი დიდი სამედიცინო ოპერაცია, რომელსაც ხალხის გულს უტარებენ. ამ ოპერაციის მიზანია ამპუტირება, ამოგლეჯა და მოსპობა იმისა, რაც საუკუნეთა მანძილზე ყველაზე ძვირფასი იყო ქართველი ხალხისათვის. ეს კი გამოიწვევდა უარის თქმას საკუთარ ისტორიაზე, თვით საკუთარ თავზეც.

იეჰოველ მწვალებლებს რომ ვუსმინოთ, გამოვა, რომ საქართველოს მატიანე მხოლოდ შეცდომების ისტორიაა. დიდებულ ტაძრებსაც, რომლებიც ქართველმა ხალხმა ააგო, როგორც ხორცშესხმული გამოხატულება თავისი სიყვარულისა ღმერთისადმი და თავისი ერთგულებისა მართლმადიდებელი სარწმუნოებისადმი, იეჰოველები მიიჩნევენ საკერპე ბომონებად, სადაც მათი აზრით, ბოროტი სულები, ეშმაკნი დამკვიდრებულან. ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლებსაც, რომლებშიც აღწერილია სასულიერო თუ საერ პირთა მOღვაწეობისა და გმირობის ამბები, ისინი მასიურ თვალისახვევად თვლიან, ხოლო წმინდანთა და რჩეულ მოსაგრეთა სახელებს აუგად მოიხსენიებენ და მათ დემონთა მსახურებად აცხადებენ. იეჰოველები წმინდა ხატებს ცინიკურად უწოდებენ კერპებს, წმინდა ნინოს ჯვარს რომლითაც იგი საქართველოში შემოვიდა ჯოხს. წმიდა დიდმოწამესა და ძლევამოსილ გიორგის, რომლის პატივადაც საქართველოს მსოფლიოს მრავალი ხალხის ენებში ,,გეორგიალ ანუ გიორგის ქვეყანალ ქვია, სამხედრო დამნაშავედ ხმობენ, რადგან იგი მხედართმთავარი იყო და ბევრ ბრძოლაში მიუღია მონაწილეობა. კვალად იმ მხედრებსაც, ბრძოლაში რომ დაცემულან რწმენისა და მამულისათვის და ამით ქართველი ერის ისტორიული თვითმყოფადობა და დამოუკიდებლობა შეუნარჩუნებიათ, იეჰოველები დიდ ცოდვილებად რაცხავენ. რადგან იეჰოველები საერთოდ, ყველა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს დანაშაულებრივ ორგანიზაციებად აცხადებენ, სამშობლოს დამცველებად კი არ მიიჩნევენ. მათი შეხედულებით ხომ იარაღის ხელში აღება უკვე თავისთავად არის შეცდომა. ხოლო სამშობლოს დათმობას მტრისათვის ისინი სავსებით დასაშვებ საქმედ მიიჩნევენ, ეტყობა ფიქრობენ, რომ შემოსეულ მძვინვარე მტერს, მკვლელებსა და მოძალადეებს, შეიძლება უიარაღოდაც შეეწინააღმდეგო. მხოლოდ, ცრუ მოძღვარ რასელის ბროშურებით ხელში. თვით მოსეც, ვისი საშუალებითაც ღმერთმა ათი მცნება მოსცა ადამიანებს, კარა კაც კლალ და სხვანი, ომის ჟამს იარაღს იღებდა ხელში და თავისი ხალხის ჯარის მხედართმთავარი ხდებოდა. მაშასადამე, ამ საღმრთო მცნებაში ლაპარაკია სულ სხვა რაიმეზე, ანუ იმაზე, რომ დაუშვებელია ადამიანის მოკვლა შურისძიების, ანგარებისა და ა.შ. მიზნით. საკუთარი ისტორიისადმი გულგრილობითა და ზიზღით აღვსილი ხალხი იმ უდედმამო ბავშვს გავს, რომელიც უპატრონოთა სახლში მიუციათ აღსაზრდელად. და რომელსაც არც თავისი სახელი ახსოვს და არც გვარი.

ამგვარად, იეჰოველები ხალხის სიწმიდეთა შემბილწველნი, მოგვევლინნენ მეორე დამანგრევლებად ეკლესია-მონასტრებისა კომუნისტების შემდეგ. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ კომუნისტები უხეში ძალის გამოყენებით სპობდნენ ყოველივეს, რაც კი სარწმუნოებასთან და სულიერ ცხოვრებასთან იყო დაკავშირებული, იეჰოველებს კი სურთ, თითოეული ადამიანი გადააქციოონ ღვთის ტაძრის ნებაყოფლობით დამანგრეველად როგორც ქვათაგან აგებულისა, ასევე სულიერისაც, ანუ საკუთარი სულისაც. გამოდის, რომ, იეჰოველები ღვთის საწინააღმდეგო საქმეში სოლიდარულნი არიან კომუნისტებთან და სწორედ მათ ბოროტ საქმეს აგრძელებენ. თუკი ხალხს მის წარსულს წაართმევენ, მას აღარც მომავალი ექნება. იგი გადაიქცევა გაურკვეველ ამორფულ მასად, რომელსაც გარედან ზემოქმედებით ნებისმიერი სახის მიღება შეუძლია.

იეჰოველები უარყოფენ სახელმწიფოს, არმიას, ეკლესიას. რა დაემართებოდა საქართველოს ასეთ ცრუმოძღვრებას ჭიასავით რომ გამოეხრა მისი სარწმუნოებრივი თუ სახელმწიფოებრივი ცხოვრება? იგი ერთ წელიწადსაც ვერ გაუძლებდა მტრის შემოსევას, ვერც ისეთი მძლავრი სახელმწიფოებისას, როგორიც წარსულში სპარსეთი და თურქეთი იყვნენ. და ვერც სხვა რომელიმესი, დაე, თუნდაც ნებისმიერი ველური ტომისა.

ქრისტიანობს მსოფლიოში აღმოსავლეთიდან გავრცელდა. ახლა კი, შავბნელი ღრუბელი იეჰოველთა მწვალებლობისა დასავლეთიდან მოემართება ჩვენსკენ. მართლმადიდებელი აღმოსავლეთი ბრძენია და შემმეცნებელი. აღმოსავლეთს ყოველთვის სულიერი სიმდიდრე ერჩია მატერიალურ კეთილდრეობას. და ამიტომაც, ყოველთვის, მარადიულზე, საღმრთოზე ფიქრში იყო ჩაძირული. დასავლეთმა კი სხვა მოდელი შემოგვთავაზა. ტექნიკური ცივილიზაცია, რომელშიც ადამიანის სულიერი პროგრესი შეცვლილია მანქანური, ავტომატური პროგრესით. მაგრამ სულიერებისა და რელიგიურობის მხრივ, ის ყოველთვის მართლმადიდებელ აღმოსავლეთზე დაბლა იდგა. ამჟამად დასავლეთს სურს, მართლმადიდებელი აღმოსავლეთის მასწავლებელი იყოს და ავიწყდება, რომ ერთ დროს თვითონ სწავლობდა მისგან.

საქართველოს ისტორია მის მძლავრ მტრებთან მხოლოდ ბრძოლისა და ომების მატიანე კი არ არის, როცა ქვეყნის ცხოვრება სისხლით მოისყიდებოდა, არამედ ეს, უპირველესად, სხვადასხვა სარწმუნოებრივ გამოცდათა, განსაცდელთა მატიანეა.

ცეცხლთაყვანისმცემლობის ბატონობის ჟამს წარმართები სხვადასხვა პრივილეგიასა და ჯილდოს აღუთქვამდნენ ქრისტიანებს ჭეშმარიტი სარწმუნოების უარყოფისა და წარმართობაში გადასვლის სანაცვლოდ. მაგალითად, ბაჟისა და გადასახადების გაუქმებას, მაღალი წოდებებისა და თანამდებობების მიცემას აზნაურებისათვის. ხშირად კი, პირდაპირ მოსყიდვასაც არ ერიდებოდნენ. მაგრამ ქრისტიან ქართველ ერს ყოველთვის რწმენის ერთგულება ერჩია ყოველგვარ სიმდიდრესა და კეთილდღეობას, და მას არასდროს არ გაუყიდია სული. იმჟამად სპარსელები სპეციალურ სკოლებში, მაგალითად, განძაკში, თავიანთი მქადაგებლების მთელ ჯარს ამზადებდნენ, რომლების შემდეგ, საქართველოში მოდიოდნენ ცეცხლთაყვანისმცემელთა ბომონების ასაშენებლად სპარსული ფულით, და ქართველ ჭაბუკებს უფასო განათლებას სთავაზობდნენ სპარსეთში, მაგრამ ქართველი ერი ყოველთვის შეურყევლად იდგა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, ხოლო როცა ამის საშუალება ეძლეოდა, როგორც ეს ვახტანგ გორგასლის ზეობისას იყო, ქვეყნიდან განდევნიდა კიდეც ამ წარმართ მქადაგებლებს. (დღესაც გრძელდება ფარული ბრძოლა ქრისტიანობის წინააღმდეგ თურქეთის მხრიდან, იგივე სტრატეგიით, ასობით სალოცავი (ჯამე) და ყურანის შემსწავლელი ჯგუფია (მედრესი) აჭარაში ოჯახებში მოქმედი, რომლებიც ადრეული ასაკიდან შეიკედლებენ ბავშვებს და ყურანზე ზრდიან, და მათი არსებობის შესახებ საქართველოს მოსახლეობამ არაფერი იცის!)

მუსლიმთა ბატონობისას ქრისტიანთა მდგომარეობა მშვიდობიანობის დროსაც კი მძიმე იყო. არაბები, სპარსნი თუ თურქნი დიდძალი გადასახადებით შეაჭირვებდნენ მათ. გადასახადებს კი უმალვე უუქმებდნენ იმას, ვინც მაჰმადიანობას მიიღებდა. გარდა ამისა, თავად-აზნაურობას მაღალ თანამდებობებსაც ჰპირდებოდნენ მაჰმადიანურ ქვეყნებში. მაგრამ, ქრისტიანმა ქართველმა ერმა ამ განსაცდელსაც გაუძლო. საქართველო კვლავაც ქრისტიანულ ქვეყნად დარჩა, და კჯვარის მტვირთველისლ სახელწოდებაც დაიმსახურა.

იეჰოველები მატერიალურ დახმარებას პირდებიან თავიანთი სექტის მომავალ წევრებს, და ამას გარეშე თვალისგან მალავენ. საიდან მომდინარეობს ეს მხარდაჭერა? უანგაროა კი იგი? ბიბლიაში მოთხრობილია, თუ როგორ გაჰყიდა შიმშილით შეწუხებულმა ესავმა თავისი პირმშოობა და მამისეული კურთხევა ერთ ქოთან ოსპის შეჭამადზე.

სახარებაში წერია, რომ უკანასკნელ ჟამს, ქვეყნის დასასრულის წინ, გამოჩნდებიან ახალი ცრუსწავლებანი და ცრუმოძღვრები, რომლებიც მრავალთ შეაცდენენ. ცოდვის გამრავლება ამქვეყნად, ურთიერთ სიყვარულის გაიშვიათება ადამიანებში, მატერიალურ ინტერესებში ჩაფლობა რელიგიური უმეცრება და უგულისხმობა, ყოველივე ეს ფართო ასპარეზს გადაუშლის ამ ცრუმოძღვრებს მოქმედებისათვის.

ეშმაკს არ შეუძლია, შექმნას რაიმე, ის მხოლოდ ანგრევს. და ეს ადამიანებიც იეჰოველი ცრუმოძღვრებიც, სულიერ მნგრეველებად გვევლინებიან. ისინი გმობენ, ცილს სწამებენ, აბუჩად იგდებენ ყოველივე იმას, რითაც ხალხი საუკუნეთა მანძილზე ცხოვრობდა, და სანაცვლოდ ბრუკლინში დაბეჭდილ იმ ბრჭყვიალა სურათებიან ბროშურებს გვთავაზობენ, კკოკა-კოლასლ რეკლამას რომ წააგავს. მართლმადიდებელ ქრისტიანებს ისინი ველურ ხალხად, უბირ პაპუასებად მიიჩნევენ, რომელნიც უნდა განანათლოლ, და ავიწყდებათ ის, რომ როდესაც ქართველნი თავიანთ ცივილიზებულ სახელმწიფოში ბიბლიას თარგმნიდნენ, მაშინ ბრუკლინის ადგილას ველური ინდიელები ტიპიში ცხოვრობდნენ.

ზნეობრივი თვალსაზრისით, იეჰოველთა მწვალებლობას მხოლოდ ნიჰილისტის აღრზდა შეუძლია, ანუ ისეთი ადამიანისა, რომელსაც დაკარგული აქვს იდეალები, ტრადიციები, ყოველგვარი სიწმინდეები; იეჰოველები უარყოფენ და აბუჩად იგდებენ ყოველივეს, რაც კი ჩვენთვის ძვირფასია. ისინი თავად არაფერს ქმნიან. მათ მიერ აღზრდილი ადამიანიც ასეთია: არ სჯერა სულის, როგორც სხეულისაგან განსხვავებული ბუნების არსებობა, ზედაპირულია და ამქვეყნიურ საზრუნავს მოუცავს მისი არსება. ფსალმუნების მგალობელმა დავით მეფემ სულიწმიდის კარნახით დაწერა ფსალმუნში: ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემდგავსა მათლ (ფსალმ. 48, 13)

თავისი არსით, იეჰოველები ანტიქრისტიანული სექტაა, მაგრამ ქრისტეს სახელით ინიღბებიან, რადგან ადამიანს უყვარს თავისი მხსნელი, საუკუნო ცხოვრების მომნიჭებელი იესო ქრისტე, თუნდაც უმრავლესობამ არ იცის მართლმადიდებლობის საფუძვლებიც კი, და მეტადრე, ღვთისმეტყველება..

იეჰოველებს მხოლოდ ერთი რამ სურთ, დაარწმუნონ ადამიანები იმაში, რომ იესო ქრისტე არ არის ჭეშმარიტი ღმერთი, და თუ ისინი ამას მოახერხებენ, მაშინ შემცდარ ადამიანებს აღარ ეყოლებათ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, როგორც კაცობრიობის მხსნელი, მაცხოვარი.

ამიტომაც, იეჰოველთა მწვალებლობასა და ქრისტიანობას შორის ღრმა, გაუვალი უფსკრულია. იეჰოველებთან მისული ადამიანი უკვე ამითვეა იესო ქრისტეს უარმყოფელი, როგორც სრულად ღმრთისა და სრულად კაცისა. ანგელოზსა და ადამიანს ძალუძთ ერთგულად ემსახურონ შემოქმედ ღმერთს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ კაცობრიობის ხსნა. ქრისტიანობის საფუძველი იმაში მდგომარეობს, რომ ღმერთი ხორციელ იქმნა და განკაცდა, იმისთვის რომ გამოესყიდა ადამიანები ეშმაკის ტყვეობისაგან, გაეთავისუფლებინა ისინი ჯოჯოხეთისაგან და მიენიჭებინა მათთვის ცათა სასუფეველი. საუკუნო ნეტარი ცხოვრება და ღმერთთან მადლმოსილი ერთობა.

ათეისტები უარყოფენ ქრისტეს. იეჰოველებიც უარყოფენ მას. მბობენ რომ ქრისტე არის შექმნილი, და არა შემქმნელი. არა კერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნალ, არამედ ერთ ერთი ანგელოსი. შედეგი ათეისტური და იეჰოველური უარყოფისა ერთია: მათ მიერ შეცდენილი ადამიანი მარტოდმარტო რჩება თავისი გამოუსყიდველი ცოდვებით დამძიმებული, ღმერთის სამართლიანი, (საშინელი) სამსჯავროს წინაშე.

მაშ შენ რას ამოირჩევ, მართლმადიდებელო ქრისტიანო, ქართველო კაცო, ჭეშმარიტ ეკლესიას, რომელმაც გადაარჩინა საქართველო, თუ დამღუპველ მწვალებლობას, რომელიც გადაშენებას უქადის მას?...წმიდა გიორგის მაცხოვნებელ ეკლესიას თუ იეჰოველ მწვალებელთა სულის წარმწყმედ კლუბს? იერუსალიმის ღვთაებრივ ნათელს, თუ ჭყეტელა ბრუკლინურ რეკლამებს? ვისთან ერთად გსურს შენ საუკუნო ცხოვრება: შენს სულმნათ წინაპრებთან ერთად, რომელნიც საკუთარი სისხლით იცავდნენ ქრისტიანობას, და მართლმადიდებელი სარწმუნოებაც თავის მძლე საფარველს ჰფენდა მათ; თუ გსურს იმ უღირს ადამიანებთან ერთად, ამქვეყნიური, წამიერი, კწუთისოფლისლ ცხოვრება, მათთან, რომლებიც ბოროტ სულს ემსახურებიან და ფეხით სთელავენ შენს საუკუნოვან სიწმინდეებს?!

უფალი ღმერთი, შემოქმედი შენი, ასე მოგიწოდებს: კმოწამეს-ვჰყოფ დღეს ცასა და ქვეყანასა, რამეთუ ცხოვრებასა და სიკვდილსა დავსდებ თქვენ წინაშე, კურთხევასა და წყევასა. გამოირჩიე შენ კურთხევაი იგი, რათა სცხონდე შენ და ნათესავი შენი! (მეორე სჯული 30, 19), - სცხონდე უფალ იესო ქრისტეს მიერ, რომელსა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სულიწმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!