ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი, იგივე Panagia Portaitissa (ბერძნ. παναγια πορταιτισσα „კარის მცველი“, „კარიბჭის ღვთისმშობლის ხატი“, „პორტაიტისა“) — ღვთისმშობლის უძველესი მართლმადიდებლური ხატი. მდებარეობს საბერძნეთში, ათონის მთაზე არსებულ ივერიის მონასტერში.
ისტორიული წყაროების თანახმად ბიზანტიის იმპერატორ თეოფილეს (829–842) მმართველობის დროს დაიწყო ე.წ. ხატმებრძოლეობა. ამ პერიოდში ხატთა თაყვანისმცემლებს აწამებდნენ, ხოლო თავად გამოსახულებებს იღებდნენ ტაძრებიდან და წვავდნენ. ამ დროისათვის, ნიკეის ახლოს - საკუთარ სახლში ერთი მდიდარი და ღვთისმოსავი ქვრივი ცხოვრობდა. მას ჰქონდა ღვთისმშობლის ხატი, რომლის მიმართაც უდიდეს სასოებას განიცდიდა. ქვრივმა მისთვის განსაკუთრებული სამლოცველო მოაწყო და ყოველგვარი ცხოვრებისეული განსაცდელის ჟამს მხურვალე ლოცვით მიმართავდა. თეოფილე ხატმებრძოლმა მსტოვრები გაგზავნა ბრძანებით, რომ ხატები ყველგან გაენადგურებინათ. ისინი ნიკეელ ქვრივთანაც მივიდნენ და როდესაც ღვთისმშობლის ხატი იხილეს, მისი შემუსვრა მოინდომეს. მაგრამ ქვრივმა დაარწმუნა, რომ სიწმინდე დილამდე მასთან დაეტოვებინათ, თან დაჰპირდა, რომ ამ დროისათვის მათ მიერ მოთხოვნილი თანხის მნიშვნელოვან ნაწილს მოამზადებდა. მტრები განშორდნენ, მაგრამ ერთმა მათგანმა მახვილი სცა ხატს და იმ წამს ღვთისმშობლის სახიდან, როგორც ცოცხალიდან, სისხლი გარდამოვიდა. ქვრივი ვაჟთან ერთად სამლოცველოში მივიდა და წმინდა ხატის წინაშე ცრემლითა და მეტანიებით დიდხანს ლოცულობდა. მან გადაწყვიტა, რომ კადნიერთა შეურაცხყოფისაგან დასაცავად წმინდა ხატი ზღვის სანაპიროზე წაეღო. იქ მიწაზე დაემხო და ევედრა ღვთისმშობელს, ეხსნა იგი მეფის რისხვისა, ხოლო თვით ხატი - ზღვაში დანთქმისგან. ამის შემდეგ, იგი ემთხვია ხატს, ზღვაში შეაცურა და დიდად გაახარა იმის დანახვამ, რომ ის წყალზე კი არ დაეცა, არამედ ტალღებზე ვერტიკალურად აღიმართა და დასავლეთისაკენ გასცურა.
ღვთისმოსავმა ქვრივმა მადლობა შესწირა ღმერთს და შვილი დაარწმუნა, რომ ხატმებრძოლთა დევნას საბერძნეთში განრიდებოდა. მან ყურად იღო დედის რჩევა, ლოცვა-კურთხევა გამოითხოვა მისგან და თესალონიკში წავიდა, აქედან ათონზე გადასახლდა და ბერად აღიკვეცა. ათონელმა მეუდაბნოეებმა მისგანვე შეიტყვეს, რომ ქვრივმა ხატი ზღვაში ჩაუშვა.
არავინ იცის, სად და რამდენ ხანს იყო დაფარული წმინდა ხატი. უკვე ნიკეელი ბერის გარდაცვალების შემდეგ ივერიის სავანიდან, რომელიც 896 წელს იყო დაარსებული და სახელი სამი წარჩინებული ივერიელის პატივსაცემად ეწოდა, საღამო ხანს ზღვაზე ბერებმა შენიშნეს ცეცხლის სვეტი, რომლის წვერო ცას იყო მიწვდენილი. ხატი კვლავ გამოჩნდა 999 წელს ათონის მთის აღმოსავლეთ სანაპიროსთან. აღდგომის მარხვის დროს ივერთა მონასტრის ბერებმა იხილეს ზღვაზე აღმართული ნათლის სვეტი, რომელიც ბწყინავდა ღამის წყვდიადში და არ ქრებოდა დღის შუქზე. ნათელი მოდიოდა ზღვის ტალღებზე მდგომი ღმრთისმშობლის ხატიდან. ბერები შეეცადნენ ნავით მიახლოებოდნენ ხატს, მაგრამ ხატი მათ განეშორა. ივერთა მონასტერში ბერებმა დაიწყეს გამუდმებული ლოცვები. რამდენიმე კვირის შემდეგ ხატი ნაპირზე გამოაბრძანა ქართველმა გაბრიელ ბერმა, რომელმაც, სასწაულებრივად ზღვაზე ფეხით გაიარა. ეს ამბავი მოხდა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს.
http://ka.wikipedia.org/wiki/ივერიის_ღვთისმშობლის_ხატი

Комментариев нет:
Отправить комментарий