ღმერთი

ღმერთი

среда, 2 января 2013 г.

5.შენი გრძნეულებით ცთუნებულ იქნა ყოველი ხალხი.

16. ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი მოიძულებენ, გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს, შეჭამენ მის ხორცს და ცეცხლს მისცემენ მას.

17. რადგანაც ღმერთმა ჩაუდო გულში, აღასრულონ მისი ნება, ყონ ერთი ნება და მისცენ თავიანთი მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვა.


18. ხოლო ქალი, შენ რომ იხილე, დიდი ქალაქია, რომლის მეუფებასაც ჰმორჩილებს ქვეყნის ყოველი მეფე.

http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-17.htm

გამოდის, რომ ეს ქალი-ქალაქი არის მსოფლიოს მეუფე, მას ემორჩილებიან ქვეყნის მეფეები.


ხოლო, როცა მერვე მხეცი მოვა , ის დაამხობს მსოფლიოს მეუფე ქალ-ქალაქს(რომელიც მას ზურგზე აზის),რადგან ეს მხეცი უნდა გახდეს ერთპიროვნული მმართველი.
 
მხეცი მოიშორებს ბაბილონს და თვითონ ხდება დამოუკიდებელი ბრძანებელი.



ვინ არის ბაბილონი უფალი გვეუბნება; ქვეყნის მეფეების მეუფე, მდიდარი გრძნეული მეძავი(შენი ვაჭრები დედამიწის მთავრები იყვნენ და შენი გრძნეულებით ცთუნებულ იქნა ყოველი ხალხი) .

მთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწამეთა სისხლით.................

24. და პოვნილ იქნა შენში წინასწარმეტყველთა, წმიდათა და ამ ქვეყნად ყველა მოკლულის სისხლი.

http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-18.htm

მდიდარი , ვაჭარი და მეძავი შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ წმიდათა და იესოს მორწმუნეთა მკვლელი არ იყოს.

ვინ კლავდა წინასწარმეტყველებს, წმიდებს  და ქრისტეს მორწმუნეებს?”_
კერპთაყვანისმცემლები (წარმართები), ფარისევლები(ცრუმორწმუნეები) ანტიქრისტიანული რელიგიები (ისლამი და სხვა ) , ათეიზმი და სხვა.

თუ, მხეცმა  წმიდათა და  იესოს მოწამეთა მკვლელი უნდა გაანადგუროს , ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ ის  სწორედ კერპთაყვანისმცემლებისაგან, ფარისევლებისაგან, ათეიზმისაგან(ეს უკვე დამხობილია_ცოტა ხანს იყო.) და ანტიქრისტიანული რელიგიებისაგან   გაანთავისუფლებს მსოფლიოს.  უფლის ნებით მოხდება, მათი დამხობა(დაჭერა, ძალაუფლების ჩამორთმევა, განადგურება) , ეს ნიშნავს რომ არაფერი  იქნება დამალული და  ღიად წარმოდგება უკვე ძლიერი სისტემა.

ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ წარმართული კერპთაყვანისმცემლობაც  აგრძელებდა არსებობას, მაგრამ არა ძველებურად ძალაუფლების მქონე. სამაგიეროდ, ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ქრისტიანობის მტერი ანტიქრისტიანული რელიგია _ისლამი დაწინაურდა. ისლამური იმპერიების მზე პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სამუდამოდ ჩაესვენა, მაგრამ რელიგია მაინც ატარებ(ს)და ფანატიკურ სურვილს გამხდარიყო მსოფლიო რელიგია. (ესეც კრახით სრულდება)  ბოლო  ისლამური იმპერია იყო ოსმალეთის იმპერია, ხოლო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მალე გამოჩნდა ახალი მხეცი _ათეისტური იმპერია-სსრკ_ ანტიქრისტიანული მძლავრი სისტემა, რომელიც საბოლაოდ დაემხო 1991 წელს. ესეიგი, რუსეთი დაბრუნდა ქრისტიანულ ორბიტაზე. ეს საბოლაოდ ასამარებს ისლამის ფანატიზმს გახდეს მსოფლიო რელიგია, რადგან ქრისტიანული სახელმწიფოები გაქრისტიანებული რომის იმპერიის მემკვიდრეები არიან, ქრისტიანული სამყარო (რუსეთი, ევროპა, ამერიკა) არასოდეს დაუშვებს მათზე ისლამის გაბატონებას. რუსეთის ქრისტიანულ ორბიტაზე დაბრუნებამ საბოლაოდ დაუსვა წერტილი ისლამის ფანატიზმს.
ანუ, ქრისტიანების მკვლელი ისლამი მოთოკილია ან მიმდინარეობს მისი მოთოკვა, ქრისტიანების მკვლელი ათეიზმი როგორც სისტემა განადგურდა.
მაგრამ რადგან ისლამი მოითოკა(მოითოკება) და ქრისტიანობა კი წამყვანი რელიგია რჩება (დარჩება) მსოფლიოში , ვიღაცას სურვილი აქვს იყოს ქრისტიანობის რელიგიური ლიდერი, თუმცა ის ამას პოლიტიკურად ზურგამაგრების გარეშე ვერ შეძლებს.  მან  მონაწილეობა უნდა მიიღოს ქრისტიანობის სამი მიმდინარეობის გაერთიანებაში ან დანარჩენი ორი მიმდინარეობის მიმდევართა მკვლელობაში რათა ლიდერობას მიაღწიოს. გამოდის რომ ფარისევლობასთან (ცრუქრისტიანობასთან) გვაქვს საქმე. ანუ ეს ლიდერობის მსურველი  ცრუქრისტიანი  პირველობისთვის თვით ქრისტიანების მოკვლაზეც არ იტყვის უარს (ან უკვე სჩადიოდა ამას).
ათეისტური სისტემა დამხობილია, ისლამური იმპერიები და ასევე ისლამი(ასევე სხვა არაქრისტიანული რელიგიები) როგორც რელიგია პირველობას ვერ მიაღწევს,  დარჩა დასამხობი ცრუქრისტიანობა. ცრუქრისტიანობის ლიდერის დამხობა უნდა მოხდეს. ეს იქნება ბოლო ნიშანი ბაბილონის დამხობის  და მხეცის გამოჩენის.
ათეისტური სისტემის , ანტიქრისტიანული რელიგიებისა და ცრუქრისტიანობის დამხობა არ ნიშნავს იმას, რომ მას მერე ერთი,, ცალი’’ ათეისტი, მუსულმანი თუ სხვა რელიგიის მიმდევარი ან ცრუქრისტიანი არ დარჩება ქვეყანაზე. არა. უბრალოდ როგორც მძლავრი სისტემა ისინი ვერ იარსებებენ.
ცრუსქრისტიანობის მძლავრი სისტემა პოლიტიკურად ზურგაგმაგრებული გავლენიანი სისტემაა. მაგრამ მხეცის მოსვლა როგორც სჩანს მასაც წაართმევს ძალუფლებას.(დაასუსტებს როგორც პოლიტიკურად ასევე რელიგიურ გავლენასაც წაართმევს) არ გამიკვირდება რომ ამ სისტემის ლიდერი მოკლე ხანებში ან დაიჭირონ ან თანამდებობიდან გაანთავისუფლონ ბრალდებით_ამ სისტემის ცოდვების აღნუსხვით, ან, ეს სისტემა უბრალოდ, საბოლაოდ გააუქმონ. ეს თუ მოხდა მართლა, მაშინ მცირე იქნება დრო მხეცის მოსვლამდე. დავაკვირდეთ.

ვთქვათ ისიც, რომ არც ცრუქრისტიანული სისტემა , არც ისლამური იმპერიები და არც ათეისტური სსრკ არ არის მხოლოდ, ის ბაბილონი რომელშიც წინასწარმეტყველთა და მსოფლიოში ყველა მოკლულის სისხლი შეიძლება იპოვებოდეს, რადგან წინასწარმეტყველების მოკვლა ქრისტეს მოსვლამდეც ხდებოდა. მაგ, იერუსალიმს უწოდებს უფალი წინასწარმეტყველთა მკვლელს, ქრისტე ამბობს რომ შურსიძიებს დედამიწაზე პირველი მოკლულის აბელის გამო. 
ბაბილონი - ანტიღვთიური -მეძავი ქალი  ქრისტიანობამდელი კერპთაყვანისმცემელი იმპერიების ზურგზეც იჯდა , ამიტომ მას ღრმა ფესვები აქვს. ბაბილონის ცოდვის ფესვები უნდა გაშიშვლდეს, ანუ, მისი ცოდვები დასაწყისიდან აღინუსხება , გახდება ხილული (თანდათან უფრო ჩავწვდებით მის ცოდვებს).

წარმოიდგინეთ, ზიხართ მიწაზე და თქვენს ფეხებთან მიწა იშლება , თქვენ კი შიშით უკან იხევთ რომ არ ჩაყვეთ მიწის ჩაშლას...........



ბაბილონი გრძნეულებით აცდუნებდა ადამიანებს,
23. აღარც სანთლის ნათელი ინათებს შენში და მეფე-დედოფლის ხმა ჩაკვდება შენში, რადგანაც შენი ვაჭრები დედამიწის მთავრები იყვნენ და შენი გრძნეულებით ცთუნებულ იქნა ყოველი ხალხი.
http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-18.htm

მაგრამ მას მერე როცა ბაბილონი დაემხობა, ცრუწინასწარმეტყველი აცდუნებს დედამიწის მკვიდრებს და ამ სასწაულებით ის მიაღებინებს ადამიანებს მხეცის ნიშანს.

13. და ახდენს დიად სასწაულთ, ისე, რომ ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე.

14. და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა.


http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-13.htm


რა განსხვავებაა დედამიწის ჩაყლაპვასა და დედამიწის მცხოვრებთა ორ ბანაკად გაყოფას შორის?
ის, რომ დედამიწის ყველა მცხოვრები არ მოექცევა ერთ სისტემაში , მაგრამ ერთ მხარეს იქნება ძალაუფლებისთვის ყველაფერზე წამსვლელი სისტემა, ხოლო მეორე მხარეს უიარაღო,  საკუთარ სულიერ და გონებრივ შესაძლებლობებზე  დამოკიდებული მორწმუნე ადამიანები.
თუმცა უფალი თანმიმდევრულად დასჯას აწარმოებს კერპთაყვანისმცემლების,(ფულის, ოქროს და სხვათა მოყვარულებს) იმათ დასჯას, ვინც არ მოინანა.

ბოლოს  ბაბილონი უკვე არ ებრძვის უფალსა და მის მორწმუნეებს , რადგან ის დამხობილია.  მხეცი კი ბატონობს მსოფლიოზე.


რა დარჩა, მხეცის საცეცი _სურვილი საქართველოშიც მოიკიდოს ფეხი, დაიდგას ტახტი არ უნდა განხორციელდეს, მაგრამ ეს რომ  მართლა მოხდეს ჭეშმარიტი ქრისტიანები უნდა მიხვდნენ სად უნდა იდგნენ, სად და  როგორ იმოქმედონ ანუ , ისინი უნდა მიხვდნენ როგორ შეაჩერონ მსოფლიო სიტემა აქ გაბატონებისაგან დევიზით: საჭირო დროს და საჭირო ადგილას.


მამა გაბრიელი.
,,ივერიის ღვთისმშობლის ხატი რომ დააპირებს ათონის მთის დატოვებას, ზარების რეკვა ატყდება, ეკლესიები ხილული სახით მოიხრებიან გაცილების მიზნით. ყველაფერი იქნება ტელევიზიით. ეს არის ღვთის წყალობა, რათა მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ ჩამოვიდნენ, საქართველოში.

http://ka.wikipedia.org/wiki/მამა_გაბრიელი
*********************************


ტაძრის გარე ეზო კი გამორიცხე და ნუ გაზომავ, ვინაიდან მიეცა იგი წარმართთ და ორმოცდაორი თვის მანძილზე გათელავენ წმიდა ქალაქს.

მივცემ ჩემს ორ მოწაფეს და ათას ორას სამოცი დღე იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი.

ხოლო როდესაც აღასრულებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება, შემუსრავს და მოაკვდინებს მათ.
***
ქალი კი ილტვოდა უდაბნოში, სადაც აქვს თავისი ადგილი, გამზადებული ღვთის მიერ, რათა არჩენდნენ იქ ათას ორას სამოცი დღე.

***

 სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: აჰა, წითელი ურჩხული დიდი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავს ედგა შვიდი გვირგვინი.

და გადმოვარდა დიდი ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელსაც ჰქვია ეშმაკი და სატანა, მთელი საწუთროს მაცდური; გადმოვარდა ქვეყნად და თან გადმოჰყვნენ მისი ანგელოზები.


***

დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი.
მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე.


***
მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული.


***
მხეცი, რომელიც იხილე, იყო და აღარ არის, მაგრამ ამოვა უფსკრულიდან და წარსაწყმედლად წავა, და დედამიწის მკვიდრნი, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან, განცვიფრდებიან, როდესაც იხილავენ მხეცს, რომელიც იყო და აღარ არის, მაგრამ კვლავ მოვა.

***************************


23. იყო იქ ერთი დიდი ურჩხული, რომელსაც ბაბილონელნი თაყვანს სცემდნენ.
http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/danieli/danieli-14.htm

???
***************************


1.იოანეს აპოკალიფსის შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცი.

http://elasevenia.blogspot.com/2012/03/blog-post_14.html


2.წრე. შვიდი მხეცის წრე.

http://elasevenia.blogspot.com/2012/04/blog-post_21.html


3.ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს.......

http://elasevenia.blogspot.com/2012/07/blog-post.html


4.წარმართობიდან წარმართობისკენ და ერთღმერთიანობიდან ერთღმერთიანობისაკენ.

http://elasevenia.blogspot.com/2012/12/blog-post_4915.html


5.შენი გრძნეულებით ცთუნებულ იქნა ყოველი ხალხი.

http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_9400.html



6.ერთი ენა და ერთი აზრი. მრავალი ენა და ერთი აზრი...

http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_449.html


7.მხეცი საიდან შეიძლება მოვიდეს.

http://elasevenia.blogspot.com/2013/01/blog-post_9744.html

Комментариев нет:

Отправить комментарий