მშობელნო, თქვენ ღმერთმან მოგცათ ძენი და ასულნი. გამოზრდა მათი არის უმთავრესი საქმე თქვენის ცხოვრებისა. თვით ღმერთი ოდესმე მოიკითხავს თქვენგან, უკეთუ თქვენითა ცუდითა ყოფაქცევითა მიეცა რომელიმე დაბრკოლება შვილთა თქვენთა; გარნა უკეთუ თქვენ თვითონაც იქცევით პატიოსნად, მაშინ შვილნიცა თქვენნი ისწავლიან პატიოსნებასა და მიიღებენ კეთილსა ზნეობასა.
რა სარგებელია, თუ ბავშვები მთელ ცხოვრებისეულ სიბრძნეს შეითვისებენ, ზუსტად შეიტყობენ მაღალი საზოგადოების ყველა წეს-ჩვეულებას, თავიანთი სიმარჯვისა და გონებამახვილობის წყალობით ხმამაღალ ქებას დაიმსახურებენ და ყოველივე ამასთან ერთად, დასახიჩრებული და მზაკვარი გული და ქრისტიანული მოვალეობების აღსრულებისა შერცხვებათ?
ახალგაზრდა ირიბი ხე ირიბად და უსახურად რჩება, თუ სინორჩეშივე არ გაასწორებენ. იგივე ითქმის ბავშვებზეც. თითოეულ მათგანში შეიმჩნევა თავნებობა და თავისებური ხასიათი. მათი ამ გამოვლინებების უყურადღებოდ დატოვება ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის საყვარელი არსებანი მთელი ცხოვრების მანძილზე უბედურებისთვის გავწიროთ.
საქმეები სიტყვებზე მეტად მეტყველებენ.
ჯერ თვითონ იყავი ის, რადაც გსურს, სხვა აქციო.
გონიერთა მწვრთელი უყვარს, უგუნურთა გულსა ჰგმრიდეს.
საქციელითა და ცხოვრებით სწავლება ყველაზე უკეთესია.
შენ შვილების ხორციელ მამად იწოდები; სულიერი მამაც იყავი.
თუ სხვისი აღზრდა გსურს, ჯერ საკუთარი თავი აღზარდე ღმერთში.
ვინც ასწავლის და ცხოვრობს ღვთივსათნოდ, ის ორმაგად ასწავლის.
ყოველი მომავალი ცხოვრება მცირეწლოვანისა ყრმისა, მისი ყოფაქცევა, მისი ხასიათი და ერთის მხრით, თითქმის, სულის ცხონებაც დამოკიდებული არის მას ზედა, თუ რა სახით გაიზარდა იგი, რა შეაგონეს რა ასწავლეს მას და რას მიაჩვიეს იგი მშობელთა სიყმაწვილეშივე.
გაღიზიანებული მასწავლებელი კი არ ასწავლის, არამედ - აღიზიანებს.
"როზგის გვერდით ვაშლი უნდა იდოს". - თქვა ბავშვის ბუნების ერთმა მცოდნემ.
მუცელში ბავშვს ყველაფერი ესმის, ღვთის სიტყვა უთხარით და ისე აღზარდეთ.
როგორ გეყოლებათ წესრიგში შვილები, თუ თვითონ უწესრიგო ცხოვრებას ეწევით?
კეთილი მაგალითი ყოველგვარ სწავლებაზე აღმატებულია - ნუ დაივიწყებ ამას, მამავ.
ისე აწყენინე სხვას, მითუმეტეს, შენს შვილებს, რომ შემდეგ მათ გაგახარონ (2 კორ. 2, 2; 7, 9).
აღზრდისას არც ზედმეტი სირბილეა საჭირო, და არც სიმკაცრე - მხოლოდ გონიერებაა საჭირო.
შემწყნარებლობას, სიმართლესა და სიყვარულს შეუძლიათ და ვალდებულნი არიან, რომ შეერთდნენ.
პირველი სიტყვა ღვთის შესახებ ბავშვს უნდა უთხრას იმან, ვისაც მისი პირველი ღიმილი ეკუთვნოდა.
როდესაც დედა შვილს შობს, ჯერ სამყაროს ადამიანს ჩუქნის, შემდეგ კი - ზეცას ანგელოზი უნდა მისცეს.
ამაო იქნება სიტყვიერი სწავლა და დარიგება მშობლისა და ეგრედვე მასწავლებლისა, უკეთუ იგი ენით ერთს იტყვის და საქმეს კი სხვას აჩვენებს.
ყრმა, რომელშიც ცუდი მიდრეკილებები კარგზე მეტად ვითარდება, ჰგავს ჭიისგან გამოხრულ ნორჩ ხეს, რომელიც საკუთარ თავში ნგრევის საწყისს მალავს.
შენს ვაჟიშვილს სიმდიდრეს კი ნუ დაუტოვებ, არამედ - საკუთარ თავზე კეთილი ხსოვნა; არა ოქრო, არამედ - პატიოსანი სახელი; არა ვერცხლი, არამედ - მეცნიერება; არა მდიდრული სახლი, არამედ - მოთმინების უნარი; არა ცნობილი, არამედ - კეთილი მეგობრები.
როგორ უნდა მოვიქცეთ საიმისოდ, რომ ჩვენმა შრომამ ბავშვებში კეთილი ნაყოფი გამოიღოს?
ბავშვი ტაძარში ერთი–ორჯერ კიდეც რომ მივიდეს, მაინც ამაო და უსარგებლოა მისი იქ ყოფან, რადგან იგი ამით მხოლოდ ერთობა. არა, ასე არ უნდა იყოს, არამედ, როგორც სასწავლებელში მოსიარულე ბავშვს ვთხოვთ ნასწავლის ანგარიშს, ასევე უნდა მოვიქცეთ, როცა მათ ეკლესიაში ვგზავნით. უმჯობესი იქნება, თუკი ჩვენ მივიყვანთ მათ ტაძარში, რადგან სხვებს კი არ უნდა ვანდოთ ისინი, თვითონვე უნდა მოვთხოვოთ დაიმახსოვრონ მოსმენილი და ნაქადაგები. ბავშვების გამოსწორება ამგვარად ადვილი და მოსახერხებელი იქნება, რადგან თუ ისინი ჩვენგან სახლშიც მოისმენენ კეთილგონიერ რჩევებს, მაშინ ეკლესიაში და სახლში მიღებული მოძღვრება ერთმანეთს შეავსებს და უმალ გამოიღებს კეთილ ნაყოფს.
ბავშვის ზნეობრივი მდგომარეობა თითქმის მთელი მისი ცხოვრების მანძილზე უმეტესწილად დამოკიდებულია დედის ზნეობრივ გავლენაზე. "მოგვეცით საუკეთესო დედები, - ითქვა ერთხელ, - და საუკეთესო შვილები გვეყოლება".
ვისაც გონიერი შვილების ყოლა სურს, ღვთივგონივრულად მოიქცევა, თუ მანამდე საკუთარ თავს ღირსეულ მშობლად გახდის.
შვილები, რომლებიც მშობლებს აღზრდის დროს ავიწყდებოდათ, თავის მხრივ, ივიწყებენ მშობლებს, როცა გაიზრდებიან.
ნაცვლად მისა, რომ მშობელთა შეაგონონ თვის შვილსა, რომელ ღმერთი ჰხედავს ყოველსა მისსა აზრსა და საქმესა, რომ მას უნდა სცხვენოდეს ღვთისა და ცუდ საქმეს ერიდებოდეს ღვთის გულისათვის; სულის და გულის სიღრმეში გაუჩინონ, გაუზარდონ მართლმსაჯული, წრფელი სინიდისი, – მშობელნი ასწავლიან შვილთა მხოლოდ გარეგანსა პატიოსნებასა. თუ ცუდი რამე ჰქმნა ბავშვმა, მაშინვე მიაძახებენ: არა გრცხვენიაო, რომ დაგინახონ, რას იტყვიანო შენზე. ამისთანა ლაპარაკით ბავშვის გულში ის აზრი და მეცადინეობა გამოიხატება, რომ ოღონდ ვინმემ კაცმა არ დაინახოს მისი ცუდი ქცევა და რაც გინდა ჰქნას, არაფერია. იმას კი არ ჰფიქრობს, რომ ყოველ ცუდ საქმეს მოერიდოს, არამედ სცდილობს, რომ სხვამ არავინ შეუტყოს მისი ცუდი საქმე, და სადაც შეუძლია ჩუმად ცუდი საქმის ქმნა, იქ არ მოერიდება. კაცის სირცხვილი არ დაგიცავს ცოდვისაგან, თუ საკუთარი შენი სინდისი გაჩუმებულია; თუ შენი სინდისი არ გელაპარაკება, არ გარცხვენს, არ გაწუხებს, თუ იგი გაყრუებულია, ათასნაირად შეგიძლია ცოდვა აღასრულო და არავინ დაგინახოს.
ბედნიერნი არიან ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც ღვთის ტაძარში ხშირად დადიან და თავიანთ საცხოვრებელს სამლოცველო სახლად აქცევენ და ამით მათ ღვთისმოსაობის მაგალითს აძლევენ! მაგრამ ვის შეუძლია, ჩასწვდეს იმ ბავშვთა უბედურებას, რომელნიც მშობელთაგან ამქვეყნიური უწმინდურობის გავლენით იზრდებიან და ამით სისხლისმსმელი მოლოხისათვის შეიწირებიან მსხვერპლად? (იერ. 32, 35).
კეთილი და გონიერი მამა, ვიდრემდის შვილნი მისნი არიან წვრილნი, თვითონ უყურებს მათ და ცდილობს, რომ დანერგოს მათს გულში სიყვარული და ერთობა. იგი თვითონვე დაისვამს მათ თავის მუხლზედ, ასწავლის ლოცვებს, შეაგონებს ერთობასა და სიყვარულსა, უყურებს, რა ხასიათი აქვსთ მათ და ცუდი ყოფაქცევა თუ შენიშნა მათში, მაშინვე გაუსწორებს და ესრედ ცდილობს, რომ სიყრმითგანვე კარგი ხასიათი მისცეს მათ და კარგს გზაზედ დააყენოს.
sibrdzne.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий