ანასტასია საზანოვა 1886 წელს დაიბადა თბილისში. ცხოვრობდა ნახალოვკაში. დედა პატარა ასაკში გარდაეცვალა და დედინაცვალმა გაზარდა. ანასტასია ძალიან მორწმუნე გოგონა იყო და სახლთან ახლოს მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში გალობდა. სლავური გარეგნობის ანასტასიას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ მას ერთი უბრალო ღარიბი ოფიცერი შეუყვარდა და მასზე დაინიშნა კიდეც. დედინაცვალს გერის ეკლესიური ცხოვრება ძალიან აღიზიანებდა და არც მისი საქმრო მოსწონდა. 1905 წელს პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე ანასტასიას საქმროც გაიწვიეს. ოფიცერი მასთან სახლში გამოსამშვიდობებლად მივიდა, მაგრამ დედინაცვალმა უთხრა: ანა ჭკუიდან შეიშალა, გაკოჭეს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაიყვანესო. სასოწარკვეთილმა ოფიცერმა იარაღი ამოიღო და ადგილზევე მოიკლა თავი.
არადა ანასტასია წირვაზე იმყოფებოდა, სახლში რომ დაბრუნდა და საქმრო მკვდარი იხილა, მუხლებზე დაეშვა და ამ დღიდან დაიწყო მისი მოწამეობრივი მოღვაწეობა. სურდა, თვითმკვლელის სულისათვის ელოცა. ხალხმა მას “მჯდომარე ანასტასია” შეარქვა. ანასტასია ათეული წლების მანძილზე, 1905 წლიდან 1970 წლამდე, სიცოცხლის ბოლომდე უძრავად, ქარსა და წვიმაში, მზესა თუ თოვლში საკუთარ ქუსლებზე იჯდა და განუწყვეტლივ ლოცულობდა.
მიუხედავად ამისა, ანასტასიას დედინაცვალი მაინც სასტიკად ექცეოდა, ყინვაში გამოდიოდა და ცივ წყალს ასხამდა. ერთხელ გამოუცხადა, შუა ეზოში რომ ზიხარ, გზაზე სიარულში ხელს მიშლიო და პატარა ქოხში შეუშვა, რომელიც ძაღლის სადგომს უფრო გავდა. მან ჩათვალა, რომ რადგან ჭერი ჰქონდა, ამით ღვაწლი შეუმსუბუქდა, ამიტომ დამსხვრეული შუშის ბოთლებზე დაჯდა. ბასრი ნამტვრევები ხანდახან ძვლამდე ატანდა.
მიუხედავად ასეთი გაუსაძლისი პირობებისა, ანასტასია უძრავად იჯდა და ლოცულობდა, მაგრამ ავად არასდროს გამხდარა და არც ერთი ჭრილობა არ გართულებია.
მასთან უამრავი ადამიანი მოდიოდა და ლოცულობდა, მაგრამ ხშირად დევნიდა პოლიცია მომლოცველებს. თუმცა ერთხელ პოლიციის ერთ–ერთი მაღალი ჩინოვნიკის შვილს პრობლემები შეექმნა. ის მივიდა ანასტასიასთან და რჩევა ჰკითხა. პასუხად შეწევნა მიიღო და მას შემდეგ ისე სასტიკად აღარ დევნიდნენ.
ერთხელ მასთან საქართველოს კომპარტიის მაშინდელი ცეკას პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძეც იყო. ანასტასიას მისთვის უთქვამს: “ერთ წელიწადში წყალდიდობა იქნება თბილისში, მთელი მარჯვენა სანაპირო ჩაირეცხება, ამიტომ დამცავი ჯებირები გააკეთეთო”. მართლაც, მჟავანაძემ რუსეთიდან ფინანსები გამოითხოვა და ჯებირები გააკეთა. სწორედ იმ წელს, ანასტასიამ როგორც იწინასწარმეტყველა, მართლაც მოხდა წყალდიდობა, მაგრამ თბილისი გადარჩა.
ანასტასიასთან უამრავი სნეული მოდიოდა. მოჰყავდათ ბავშვები და მისგან შეწევნას იღებდნენ. იგი აიღებდა ვაშლს, ილოცებდა და ჯვარს გადასახავდა. გადმოცემით, ამ ვაშლის ჭამით ბევრი ადამიანი იკურნებოდა.
ღრმადმორწმუნე ანასტასია 1970 წელს გარდაიცვალა. ის 65 წელი ქუსლებზე იდგა და ფეხები შეხორცებული ჰქონდა. დაკრძალულია კუკიას სასაფლაოზე. ადამიანები დღემდე მიდიან მის საფლავზე, ვაშლებს აწყობენ, სანთლებს ანთებენ და ანასტასიას შემწეობას, ჯანმრთელობასა და გაჭირვების ჟამს დახმარებას სთხოვენ.
დავით დანელია
http://www.ambioni.ge/mjdomare-anastasia

Комментариев нет:
Отправить комментарий