ღმერთი

ღმერთი

среда, 1 мая 2013 г.

საიდუმლო სერობა.დიდი ხუთშაბათი.

რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს, მაშინ უსჯულო იუდა ვეცხლისმოყვარებისა სენითა დაბნელდებოდა და უსჯულოთა მსაჯულთა შენ, მართალსა მსაჯულსა, მიგცემდა. იხილეთ, ჰოი, მორწმუნენო, ტრფიალი იგი ვეცხლისაჲ, რომელმან მისთჳს შიშთჳლ-იბა. და ივლტოდით უძღებისა მისგანს სენისა, რომელმან მოძღუარსა თჳსსა ზედა ესევითარი იკადრა. არმედ, რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგენ, კაცთ-მოყუარე ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა!

დღეს დაასრულა მაცხოვარმა საფუძველი ახლისა აღთქმისა, დღეს მან მოწაფეთა თვისთა უკანასკნელნი თვისნი დიდნი მცნებანი და სწავლანი, ოდეს დააწესა მან უმთავრესი ქრისტიანული საიდუმლო ზიარებისა, დღეს მისცა მათ უმაღლესი სახე და მაგალითი ქრისტიანული სიმდაბლისა და სიყვარულისა, დაბანა რა ფერხნი მათნი. ერთი სიტყვით, როგორადაც აღდგომა ქრისტესი არის დაგვირგვინება მისისა საქმისა და ჩვენი სჯულისა, მზგავსადვე დღევანდელი დღე იყო შევსება და დასრულება მისისა სჯულის დებისა“.

წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)


 საიდუმლო სერობა

უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან ერთად გაატარა. ეს დღე დიდ ხუთშაბათად იწოდება. ორი დღის შემდეგ ეგვიპტის ტყვეობიდან მათი გამოხსნის აღსანიშნავად ებრაელები უდიდეს დღესასწაულს პასექს ზეიმობდნენ. დღესასწაულის წინა საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ, ოჯახის უფროსი ერთი წლის ბატკანს ან თიკანს კლავდა, მთლიანად წვავდა და ოჯახთან ერთად შეექცეოდა. პასექის მიღება წინა დღითაც შეიძლებოდა, განსაკუთრებით - გალილეიდან მოსულთათვის. უფალმა, რაკი იცოდა, რომ თავი პასექის დღესასწაულზე უნდა შეეწირა, სერობა სწორედ წინა დღეს, ხუთშაბათს გამართა.

სად აღესრულა საიდუმლო სერობა

ბეთანიიდან მომავალმა მოწაფეებმა არ იცოდნენ, სად უნდა ეჭამათ პასექი, უფალმაც არაფერი უთხრა მათ, რათა მღვდელმთავრებთან შეთანხმებულ იუდას დროზე ადრე არ გაეცა იგი. მაცხოვარმა პასექის მოსამზადებლად პეტრე და იოანე გააგზავნა და უთხრა, რომ იერუსალიმის კარიბჭესთან კოკით მიმავალი კაცი შეხვდებოდათ. სახლში, რომელშიც იგი შევიდოდა, პატრონი მათთვის გამზადებულ ოთახს დაახვედრებდათ.

იუდას მხილება

საღამოს უფალი მოციქულებთან ერთად მივიდა იმ სახლში. როცა პასექის საჭმელად დასხდნენ, მაცხოვარმა მოწაფეებს ამცნო, რომ ერთ-ერთი მათგანი გასცემდა. მოციქულები გაოგნებულნი ეკითხებოდნენ, ვინ იქნებოდა გამცემი. უფლისადმი ერთგულებაში ეჭვი არავის ეპარებოდა, მაგრამ სწამდათ, რომ უფალმა მათი გულისნადები მათზე უკეთ იცოდა. უფლისაგან ფარულად მხილებულმა იუდამ წარბი არ შეიხარა და კადნიერად იკითხა, ვინ არისო გამცემი. რაკი ფარულმა მხილებამ არ გაჭრა, მაცხოვარმა სხვებისგან შეუმჩნევლად პირდაპირ უთხრა იუდას, რომ სწორედ ის იყო გამცემი. იუდაზე არც ამან გაჭრა. მაშინ უფალმა მოციქულებს დაუფარავად განუცხადა, რომ გამცემი მასთან ერთად ჯამში ამოაწობდა ლუკმას. ასეთი მოქმედებით უფალმა გვიჩვენა, რომ ცოდვილის გადარჩენას ბოლომდე უნდა ვეცადოთ.

ზიარების საიდუმლო

ძველაღთქმისეული პასექის დასრულების შემდეგ უფალმა აიღო პური, აკურთხა, გატეხა, მოწაფეებს საჭმელად მისცა და უთხრა: „ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული, ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა“ (ლუკ. 22, 19), - შემდეგ აიღო სასმისი, მისცა მათ და უთხრა: „სუთ ამისაგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მათ. 26, 27-28). ამით უფალმა დააწესა ახალი აღთქმის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო - ზიარება.

როგორც სახარება გვასწავლის, ზიარების გარეშე ცხონება შეუძლებელია. ღირსეულად მიღებული უფლის სისხლი და ხორცი დემონებს განაგდებს ჩვენგან და მცველად ანგელოზებს უხმობს. ქრისტიანები ერთი ბარძიმიდან ვიღებთ პურსა და ღვინოს, რომელიც მღვდელმსახურის მიერ სულიწმიდის მოხმობით რეალურად გარდაიქცევა იესო ქრისტეს წმინდა სისხლად და ხორცად. ზიარების შემდეგ ქრისტე ჩვენში შემოდის. მასთან ზიარებით ერთმანეთთანაც ვერთიანდებით, ვხდებით ქრისტეს სხეულის - ეკლესიის ჭეშმარიტი წევრები, რომლის თავი თავად უფალი იესო ქრისტეა.

ფერხთბანა

შემდეგ უფალმა ზედა შესამოსელი გაიხადა, არდაგი (შესამშრალებელი ნაჭერი) წელზე შემოირტყა, წყალი საბანელში ჩაასხა და მოწაფეებს ფეხები დაბანა. ამით მან ქრისტიანული სიმდაბლისა და სიყვარულის უმაღლესი მაგალითი გვიჩვენა და გვასწავლა, რომ ერთმანეთსაც ასეთივე მორჩილებით ვემსახუროთ. მორჩილება თავი და ბოლოა ყოველგვარი სათნოებისა.

იუდას განზრახვის მიუხედავად, უფალმა პირველს სწორედ მას დაბანა ფეხები, მაგრამ ვერც ამით შეძლო მისი ბოროტების ალაგმვა.

ადამიანს შემოქმედისგან თავისუფალი ნება აქვს მინიჭებული, ამიტომ მაცხოვარი ცდილობს, იუდამ არა ძალდატანებით, არამედ საკუთარი ნებით თქვას უარი თავის განზრახვაზე. ადამიანთა გამოხსნაც თავისუფალი ნებით უნდა მოხდეს.
* * *

დიდ ხუშაბათს წმიდა ეკლესია ამ დღეს აღსრულებულ ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, როდესაც მაცხოვარმა წესად დადო წმიდა ზიარების საიდუმლო (ევქარისტია), მაცხოვრის მიერ თავისი მოწაფეების ფეხთბანას, ნიშნად უდიდესი სიმდაბლისა და მათდამი უსაზღვრო სიყვარულისა, გეთსემანიის ბაღში ლოცვას და იუდას გამცემლობას. მიუხედავად იმისა, რომ სათანადოდ მომზადებულ მორწმუნეს ზიარება წლის ნებისმიერ დროს შეუძლია, არსებობს დიდ ხუთშაბათს ზიარების ქრისტიანული ტრადიცია. ამ დღეს უზიარებლად დატოვება ერთ-ერთ მძიმე სასჯელად ითვლებოდა, თუმცა მცდარია შეხედულება, თითქოს დიდი ხუთშაბათის ზიარება რაიმეთი აღემატებოდეს სხვა დღეებში მიღებულს. უფლის სისხლი და ხორცი მარად უცვლელია.


http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkhva/vnebis/khutsh.htm

ყველაფერი კარგად იქნება.

სად არის კვართი უფლისა.

ამჯერად ყურადღება უნდა გავამახვილოთ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც უფლის კვართს ეხება, კერძოდ ვერსიას იმის შესახებ, რომ იგი შაჰ-აბასის მიერ იქნა გატაცებული, ხოლო შემდგომ მან მოსკოვის მეფეს მიხეილ თევდორეს ძეს მიართვა იგი საჩუქრად. ამ ვერსიამ, რუსული ეკლესიის ლიტურგიკაშიც მოიპოვა ადგილი, იქ უფლის კვართის დაბრძანების დღესასწაულიც კი იქნა დადგენილი. ეს ვერსია დღესაც იწვევს გაუგებრობას და უკმაყოფილებას მორწმუნე საზოგადოებაში. ამიტომ, ჩვენ მივუთითებთ რამდენიმე ისტორიულ და კანონიკურ მოწმობას, რომელიც ჩვენი აზრით არის ობიექტური მტკიცება იმისა, რომ უფლის კვართი სვეტიცხოველში იმყოფება.

პირველი: სპარსეთის წარმომადგენლობა, რომელმაც საჩუქარი გადასცა რუს მეფეს, ამბობდა, რომ უფლის კვართი აღებული იქნა კიდობნიდან, რომელიც ტრაპეზის იქით ჯვრის შიგნით იმყოფებოდა. თუ ტრაპეზის ჯვრის ჩვეულებრივ ზომებს გავითვალისწინებთ, უფლის კვართი ჯვრის შიგნით ვერ დაეტეოდა. გარდა ამისა, ისეთი მოვლენა როგორიცაა წმ. სიდონიას საფლავის გახსნა და უფლის კვართის ტაძრის საკურთხეველში გადაბრძანება, არ ჩაივლიდა უკვალოდ, რადგან უფლის კვართი ყველაზე დიდ სიწმინდედ ითვლება საქართველოში.

მეორე: იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მუსულმანური ქვეყნების წრედში იმყოფებოდა, რომლებიც განუწყვეყლივ ცდილობდნენ მისი სიწმინდეების განადგურებას, უცნაური იქნებოდა უფლის კვართის საფლავიდან ამოღება, რომელშიც ის საიმედოდ იყო დაცული, ეს მტერს კვართის გატაცებაში ხელს შეუწყობდა.

მესამე: საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის მოღვაწეთაგან უმეტესი ისე იყო დაკრძალული, რომ მათი საფლავების მოძიება რთული იყო. ითხრებოდა ღრმა ორმო ჭის სახით, ხოლო მის კედელში ჭრილი კეთდებოდა, სადაც ასვენებდნენ წმინდანის ნეშთს. შემდეგ ჭრილს ქვებით ამოაშენებდენე და თიხით ლესავდნენ ისე, რომ მტერს რომც ამოეთხარა საფლავი, ის ცარიელი მოეჩვენებოდა.

მეოთხე: თვით მოსკოვში შაჰის საჩუქარს ეჭვით შეხვდნენ, მხოლოდ სიწმინდესთან აღსრულებული სასწაულების შემდეგ იქნა ის აღიარებულ. თუმცა, სასწაული არ ამტკიცებს სიწმინდის მაცხოვრის კვართთან იგივეობას, არსებობს აზრი, რომ ეს იესო ქრისტეს პერანგის ნაწილი იყო. უნდა შეგახსენოთ, რომ ღვთისმშობელსაც არა ერთი, არამედ ორი კვართი დარჩა, რომელიც მან ორ ღარიბ ქვრივს უანდერძა.

მეხუთე: რუსეთში არსებობდა ჩვეულება: სემეფო ოჯახის ყოველ ბავშვს ნათლობისას აძლევდნენ ჯვარს, რომელშიც კვართის მცირე ნაწილი იყო ჩატანებული. ერთობ საეჭვოა, რომ მეფის ინიციატივით უხრწნელი და განუყოფელი კვართი უფლისა, რომლის შესახებაც წერია წმინდა წერილიში, დაქუცმაცებული ყოფილიყო. ნუთუ დარღვეული იქნა ის, რაც კვართის გამორჩეულ თვისებას წარმოადგენს – მისი მთლიანობა?! გარდმოცემის მიხედვით კვართი მაცხოვართან ერთად იზრდებოდა, ღვთის განგებით, ის ვერ გახლიჩეს ქრისტეს მტანჯველებმა. ეს რომ რუსეთში მომხდარიყო, ძველმესტილენი, რომლებიც მართლმადიდებელი იერარქების ყოველმხრივ ბრალდებას ცდილობდნენ, საგულისხმოა განუწყვეტლივ იმას დაწერდნენ და იქადაგებდნენ, უფლის კვართი, რომელიც ეკლესიის ერთიანობის სიმბოლოა (მღვდელმოწამე კვიპრიანე „ეკლესიის ერთობის შესახებ“), უკვე ნaწილებად არის დაყოფილიო.

მეექვსე: შაჰ-აბასის შემოსევის შემდეგ, თეიმურაზ პირველმა სევდიანი შინაარსის წერილი გაგზავნა მოსკოვში მეფე მიხეილთან, რომელშიც ჩამოთვლილია შაჰ-აბასის მიერ გატაცებული სიწმინდეები, მაგრამ იქ უფლის კვართი არ არის ნახსენები. არაფერს ამბობენ ამის შესახებ ქართველი მემატიანეებიც, მხოლოდ საქართველოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ გახდა ცნობილი საქართველოში ეს ვერსია და ზოგიერთი ქართველი ისტორიკოსის წიგნში აღმოჩნდა.

მეშვიდე: განსაკუთრებული ადგილი ამ საკითხთან მიმართებაში მოსკოვის ბეჭვდითი ორგანოს ხელმძღვანელის არსენ სუხანოვის მოწმობას უჭირავს, რომელიც ალექსი მიხეილის ძემ მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში გაგზავნა ძველებური ხელნაწერების შესაძენად ათონსა და ბალკანეთზე. სუხანოვმა მშვენიერი ხელნაწერები დაგვიტოვა იმ ქვეყნების აღწერით, რომლებიც მოიარა. დაბრუნებისას გამოიარა საქართველოში, ინახულა სვეტიცხოველი და აღფთოვანებული დარჩა მისი სილამაზით. სუხანოვი წერს იმის შესახებ, რომ იქ უფლის კვართი და სვეტიცხოველი იმოყოფება, სუხანოვი აგრეთვე ადასტურებს, რომ საქართველოში თომა მოციქულის თავის ქალა ინახებოდა.

გარდა ამისა, საქართველოს ეკლესიის უძველესი გადმოცემით წმ. სიდონია მეორდ მოსვლის დროს კვართით ხელში შეეგებება მაცხოვარს.

გადმოცემა და საქართველოს ეკლესიის მემატიანენი ამბობენ, რომ თავად მაცხოვარი იცავს წმ. სიდონიას საფლავს. როდესაც ერთ-ერთი სულთნის ცოლმა თავის მონებს წმინდა სიდონიას საფლავის გათხრა უბრძანა, მიწიდან ცეცხლი ამოვარდა და დაწვა ისინი, ხოლო თავად სულთნის ცოლი დაბრმავდა. ამ გადმოცემის შესახებ უნდა სცოდნოდათ მუსულმანებს, თუგინდ საქართველოში მცხოვრები მუსულმანებისაგან.

„საქართველოს ეკლესიის დიდების“ ხატზე ცენტრალურ კომპოზიციას უფლის კვართი და სვეტიცხოველი წარმოადგენს. უფლის კვართს გარს საქართველოს წმინდანები ახვევია, ვითარცა მზისაგან გამომავალი სხივები. ეს სიწმინდე საქართველოს ყველაზე დიდი კურთხევაა და იმედი იმისა, რომ ის დაიცავს მართლმადიდებლობას ქრისტეს მეორედ მოსვლამდე მთელს დედამიწაზე.



არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

http://agdgoma.ge/სად-არის-კვართი-უფლისა/

სად ვეძიოთ ჭეშმარიტი თავისუფლება?

ერში ხშირად ისმის შეძახილები თავისუფლების შესახებ: ხალხი ყვირის, იქნევს ხელებს, ითხოვს თავისუფლებას! მაგრამ ვინ წაართვა იგი? ვის ძალუძს დაუბრუნოს? ეხლა ყველა მმართველი პირობას დებს, რომ დაიცავს თავისი ერის უფლებებს, სახელმწიფოები თავს იქებენ ლიბერალიზმით, მათი იდეალი – ამერიკაა, მისი სიმბოლო – თავისუფლების ქანდაკება… მიუხედავად ამისა – ყოველი ადამიანი უფრო მეტად გრძნობს ამ ქვეყანაზე ყოველი მხრიდან შევიწროებას, შეზღუდვას, აკრძალვას, დამოკიდებულებას, რა არის ამის მიზეზი? იგი უბრალოა!

ღმრთისაგან ნეტარებისავთის შექმნილ ადამიანს – სამოთხეში ჰქონდა სრულიად ყველაფერი, ის რაც კი შეეძლოთ ესურვათ მის წმინდა სამშვინველსა და სხეულს საამო ცხოვრებისათვის, მის სულს კი სწყუროდა ღმერთთან სულიერი ურთიერთობა, მხოლოდ მასში შეეძლო ეპოვა სიხარული, თავის არსებობის აზრი და მიზანი – და ესეც მას ჰქონდა გახსნილი. მაგრამ არასწორად გამოიყენა რა თავისუფლება, ადამიანი დაეცა, ამის შემდეგ შეწყდა ღმერთთან მადლისმიერი ურთიერთობა. მიწა დაწყევლილია და აღარ აღმოაცენებს ადამიანისათვის მის მასაზრდოებელ ნაყოფს, ვიდრე იგი„ ოფლითა პირისა მისისათა“ არ მოიპოვებს თავისათვის არსებობის პურს. ადამიანის სული დაემონა ხორცს, ამჟამად ის ეძიებს თავის ყველა უსასრულო სურვილების დაკმაყუოფილებას შეზღუდულ მატერიალურ სამყაროში. ეს სულის სურვილები, ნივთიერისადმი მიმართულნი, გადადიან ავადმყოფობაში, ბუნებრივი მოთხოვნილებანი გარდაიქმნებიან ვნებებად. და აი – იმყოფება რა გზააბნეული ადამიანი ექსორიობაში, ამ ციხეში, განიზრახავს იმის ძიებას, რაც დაკარგა სამოთხეში: ოცნებობს მოაწყოს თავისათვის სამეფო პალატანი, გააშენის თავისი „ედემის“ ბაღი, სწადია სიყვარული, ძალაუფლება. მაგრამ ამ ქვეყანაზე რომ მიაღწიოს ამას, სადაც ლუკმა პურიც კი არ მოიპოვება შრომისა და ოფლის გარეშე – ხალხი ცდილობს დაიმონოს მოყვასი, მოატყუოს მეზობელი, გაძარცვოს გამვლელი. ადამიანისათის ბუნებრივია არა მცირე, არამედ უდიდესი განსვენების, უსაზღვრო ბედნიერების წადილი და ძიება! ეძიებს რა ამას დედამიწაზე, ის იძულებულია თავის მოყვასთან მუდმივ ბრძოლაში იმყოფებოდეს, რადგანაც აქ შეუძლებელია იყოს ბედნიერება – შეზღუდულ სამყაროში – არის მხოლოდ უსაზღვროს სახენი. და, აი, ამ ბრძოლას ვხედავთ ყველგან – ბავშვებს შორის, უფროსებს შორის, მმართველებს შორის და სახელმწიფოებს შორის! ასე რომ, ამ ქვეყნად შეუძლებელია იყოს ჭეშმარიტი თავისუფლება!

ქრისტიანები სხვაგვარად ეძებენ ჭეშმარიტებას! როგორც ვხედავთ – უფალი იესუ ქრისტე არ ასწავლის ებრაელებს რომაელების შევიწროებისაგან განთავისუფლების ძიებას, რომელიც მათ ასე უმძიმთ, არამედ ბრძანებს „მიცემად კეისრისა კეისარსა“, მოციქული ჰმოძღვრის მონას, რომელმაც მიიღო ქრისტიანობა არ დამწუხრდეს მონობის გამო, და თუ მას შეუძლია კიდეც განთავისუფლდეს – ურჩევს ამჯობინოს მონობა, ამბობს რა, რომ მონა – ქრისტიანი ქრისტეში უკვე განთავისუფლებულია, თავისუფალი კი – მონაა ქრისტესი (კორ. 7,21). ცხადია, რომ ქრისტიანებს არ უნდა ეშინოდეთ იმისა, რომ ხალხი, გარემოება, მთავრობა შეზღუდავენ მათ გარეგნულ თავისუფლებას (ისინი ხომ არ თვლიან ამ ქნეყანას თავიანთ ნამდვილ სახლად, დროებით სამყოფელში კი რად არ მოვითბინოთ შევიწროება, როგორც ამას ითფენს შორეული ქვეყნიდან საკუთარ სახლში მიმავალი ადამიანი, რომელიმე გზაზე მდებარე სასტუმროში). ჩვენ უნდა გვეშინოდეს სხვაგავარი მონობისა – ცოდვის მონობისა, სწორედ, რომ ცოდვა გვბოჭავს ჩვენ, გვართმევს თავისუფლებას, გვაიძულებს ვიმყოფებოდეთ ჩვენივე უაზრო სურვილების ასასრულებლად აუტანელ მონობაში. ვინც სძლია თვის თავში ამა სოფლის მატყუარა სიხარულთან მიჯაჭვულობას, ვინც ჯვარს ეცვა ქრისტესთან ერთად, ვისი გულიც აღტაცებული იქნა ზეციურის, მარადისობის მიმართ სიყვარულით – მას არ ეშინია დაკარგოს აქ რაიმე დროებითი, მზადაა დაუთმოს სხვებს მიწიერი სიკეთენი: ის „უძლურებათა, გინებათა, ჭირთა, დევნულობათა და იწროებათა შიან ქრისტესთვის“ – გულმხიარულია( 2კორ.12,10), ჯაჭვებს შინაც და ბორკილებს შინაც – თავისუფალია, რადგან თავისუფალია მისი სული ამა სოფლისაგან. მისთვის „ცხოვრება ქრისტე არს, და სიკვდილი – შესაძინელი“ (ფილიპ.1,21).

ასე რომ; არის ჭეშმარიტი თავისუფლება – ქრისტეში! და არის თავისუფლება ქიმერის, რომელსაც მეფსალმუნე დავით მეფე ეძახის „თავისუფლებას მკვდართა თანა“(ფს.87) – თავისუფლება ცოდვილისა ცოდვიდეს სხვებთან ერთად – საუკუნო დაღუპვისათვის განწირულებთან, ცოცხლად მკვდრებთან! უფრო ხშირად ადამიანები, რომლებიც მოთხოვნით გაჰყვირიან ქუჩებში „თავისუფლებას“, სურთ სწირედ ეს – თავისუფლება „მკვდართა თანა“.

ჩვენ კი გვახსოვს სახარების სიტყვები: უკეთუ სცნათ „ჭეშმარიტება, ჭეშმარიტებამან განგანთავისუფლნეს თქვენ“, „უკეთუ ძემან განგანთავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ“ (იოან. 8.32,36). ამინ



არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

ლიტველი მთავრის ძმები - წმიდა მოწამეები: ანტონი, იოანე და მათი ნათესავი ევსტათი.

   წმიდა მოწამენი ანტონი, იოანე, ევსტათი (+1347) აღესრულნენ ლიტვის დიდი მთავრის, ოლგერდის (1345-1377) დროს. მთავარი დაქორწინებული იყო ვიტებსკელი მთავრის მართლმადიდებელ ასულ მარიამზე (+1346), აღიარებდა ქრისტეს და მეუღლის სიცოცხლეში ქრისტიანობის ქადაგების ნებასაც იძლეოდა. მისმა ორმა ძმამ, ნეჟილომ და კუმეცმა ნათელიღეს მარიამის მოძღვრისგან და მიიღეს სახელები: ანტონი და იოანე. მარიამ დედოფლის თხოვნით ვილნოში მართლმადიდებლური ეკლესიაც კი აშენდა.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მთავარმა ოლგერდმა დაიწყო მფარველობა ცეცხლთაყვანისმცემლებისა, რომლებიც დევნიდნენ ქრისტიანებს. წმიდა იოანე და ანტონი ცდილობდნენ თავიანთი აღმსარებლობა არ გამოეჩინათ, მაგრამ არც წარმართულ წესებს ასრულებდნენ.

მალე მთავარმა შეამჩნია ძმების განდგომა და დაკითხა ისინი. წმიდანებმა აღიარეს ქრისტიანობა. ოლეგერდმა მათ უბრძანა, ხორცი ეჭამათ (მაშინ მარხვა იყო), მაგრამ ძმებმა უარი განაცხადეს. წმიდანები საპყრობილეში ჩაყარეს, სადაც მთელი წელიწადი იტანჯებოდნენ. იოანეს შეეშინდა და განაცხადა, რომ შეასრულებდა მთავრის ყველა ბრძანებას. გახარებულმა ოლეგერდმა ორივე ძმა გაანთავისუფლა. ანტონი ქრისტეს ერთგული დარჩა და როცა მარხვაში ხორცის ჭამაზე კვლავ უარი განაცხადა, ისევ საპყრობილეში ჩააგდეს. ქრისტეს უარმყოფელი ძმა თავისუფალი იყო, მაგრამ მასთან ურთიერთობა გაწყვიტეს არა მარტო ქრისტიანებმა, არამედ წარმართებმაც. მონანული იოანე ნესტორთან მივიდა და სთხოვა, ეშუამდგომლა ძმასთან, რომ ეპატიებინა მისთვის შეცოდება. ერთხელ წმიდა იოანემ ოლგერდს განუცხადა, რომ ეკლესიას დაუბრუნდა. მთავარმა მას აგრძნობინა, რომ ეს მისი პირადი საქმე იყო, შეეძლო ქრისტიანი ყოფილიყო, მაგრამ სხვის თვალში წარმართივით უნდა ეცხოვრა. საპასუხოდ წმიდა იოანემ მთელი სასახლის კარის წინაშე აღიარა ქრისტიანობა, რისთვისაც სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. მოწამეები სიხარულით შეხვდნენ ერთმანეთს.

ხალხი უწყვეტ ნაკადად მიდიოდა ციხეში. ძმებმა ბევრი წარმართი მოაქციეს ქრისტეს რჯულზე. საპყრობილე ქრისტიანულ სასწავლებლად გადაიქცა. შეშინებული ქურუმები ძმების დასჯას მოითხოვდნენ. 1347 წლის 14 აპრილს წმიდა ანტონი ხეზე ჩამოახრჩვეს.

ქურუმების იმედი არ გამართლდა: ხალხი კვლავ იკრიბებოდა იმ ციხის კედლებთან, სადაც წმიდა იოანე იმყოფებოდა. 1347 წლის 24 აპრილს წმიდა იოანეც იმავე ხეზე ჩამოკიდეს. ორივე წმიდანის ნეშტი ქრისტიანებმა პატივით დაასაფლავეს წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის სახელობის ეკლესიის ეზოში.

მალე ქრისტესთვის აღესრულა წმიდა ძმების ნათესავი კრუმლეცი, ნათლისღების შემდეგ - ევსტათი. ის მთავრის არმიაში მსახურობდა და გამოირჩეოდა სილამაზით, ვაჟკაცობით, მამაცობით, გონიერებითა და სიკეთით. ოლგერდს იგი გამორჩეულად უყვარდა. ერთხელ წმიდა ევსტათიმ საზეიმო სუფრაზე ხორცი არ მიიღო და განაცხადა, რომ ქრისტიანია და შობის მარხვაში ხორცს არ ჭამს. წმიდა აღმსარებელს რკინის ჯოხებით დაუწყეს ცემა, მაგრამ ჭაბუკს კრინტიც არ დაუძრავს. ოლგერდმა ბრძანა, ყინვაში გაეყვანათ წმიდა ევსტათი და ცივი წყალი გადაესხათ. ამ სასჯელმაც ვერ გატეხა ქრისტიანის სული. გამძვინვარებული მთავრის ბრძანებით ევსტათის წვივები დაუმსხვრიეს, თმები კანიანად ააგლიჯეს და ყურები და ცხვირი მოაჭრეს. ქრისტეს მოწამე მხნედ ითმენდა ტანჯვას. თვით ჯალათები გააოგნა იმ ღვთაებრივმა ძალამ, რომელიც მას აძლიერებდა. წამების შემდეგ წმიდა ევსტათი ჩამოახრჩვეს იმავე მუხაზე, რომელზეც აღესრულნენ წმიდა იოანე და ანტონი.

ოლგერდის ბრძანებით სამი დღის მანძილზე ეკიდა წმიდანის გვამი ხეზე, მაგრამ ღრუბლის სვეტი იცავდა მას მხეცებისა და ფრინველებისაგან. მოგვიანებით ამ ადგილას აიგო ტაძარი. სამმა მოწამემ სიცოცხლის ფასად განადიდა წმიდა სამება, ამიტომ ტაძარი ყოვლადწმიდა სამების სახელზე აკურთხეს. წმიდა ტრაპეზი დადგინდა იმ მუხის ფესვებზე, რომელზეც აღესრულნენ წმიდა მოწამეები. მალე მოხდა ანტონის, იოანეს და ევსტათის უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება. 1364 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ფილოთეოზმა ღირს სერგი რადონეჟელს (+1392; ხს. 25 სექტემბერს) გაუგზავნა ჯვარი წმიდა მოწამეთა ნაწილებით. ეკლესიამ სამივე წმიდანის ხსენების დღედ 14 აპრილი განაჩინა.

სურათზე: ლუსკუმა ანტონის, იოანეს და ევსტათის წმიდა ნაწილებით ვილნიუსის ტაძარში.


ჰომოსექსუალიზმის დეზინფორმციული და მანიპულატიური ხასიათი.

 
  ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა მისი იდეოლოგების მხრიდან იყენებს ისეთ დესტრუქციულ ხერხებს, როგორიცაა დეზინფორმაცია, მანიპულირება ციფრებით, მითების შექმნა და სხვა აკრძალული მეთოდები.

მანიპულირება ციფრებით



ჰომოსექსუალური იდეოლოგიის აგრესიული ექსპანსია ხორციელდება ისეთი დეზინფორმაციის ფონზე, რომელიც ემყარება სინამდვილის საწინააღმდეგო მტკიცებას, თითქოს ჰომოსექსუალთა რაოდენობა საკმაოდ დიდია. ეს მტკიცებები მიზანმიმართულად კეთდება იმისათვის, რომ საზოგადოებას შეექმნას მცდარი წარმოდგენა ჰომოსექსუალების რაოდენობაზე.

ასე მაგალითად, «Gallup»-ის მიერ 2011 წლის 5-8 მაისს ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა, რომ ამერიკელების საზოგადოებრივი ცნობიერება იმდენად დეზინფორმირებულია ჰომოსექსუალთა მანიპულატიური ქმედებებით, რომ საზოგადოებას ჰგონია, რომ ჰომოსექსუალების რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობის 25%-ს შეადგენს, ეს მაშინ, როდესაც ამარიკელი დემოგრაფების თვით „ოპტიმისტური“ გამოთვლებითაც მათი რაოდენობა არ აღემატება 3%-ს. თუმცა მრავალი ექსპერტის თვალსაზრისით ეს ციფრი მნიშვნელოვნად ნაკლებია.

ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ასეთი გამოკითხვების დროს თავისუფლად შექვთ სათვალავში ისინიც, რომელთაც ჰქონდათ მხოლოდ ერთი შემთხვევა ჰომოსექსუალური ურთიერთობისა, მაგრამ მას შემდეგ აღარ ყოფილან მსგავს ურთიერთობებში, ასევე – ისინი, რომლებმაც აცნობეს გამომკითხველებს, რომ აქვთ ჰომოსექსუალური მიდრეკილება, მაგრამ ებრძვიან მას, ან აქვთ ჰომოსექსუალური ფანტაზიები, მაგრამ არ ყოფილან ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში და ა.შ.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, მრავალი ექსპერტის შეფასებით, რეალურად, ჰომოსექსუალთა რაოდენობა აშშ-ში არ აღემატება მოსახლეობის 1%. რამდენადმე დიდია ეს ციფრი კალიფორნიის შტატში, სადაც ჰომოსექსუალიზმისადმი უფრო მეტად არის ლიბერალური დამოკიდებულება გამოხატული, და ნაკლებია იგი რიგ სხვა შტატში. 1%, როგორც ფონური მაჩვენებელი, სხვა ქვეყნებისთვისაც არის დამახასიათებელი. საქართველოსა და მსაგავს ქვეყნებში, სადაც ჰომოსექსუალიზმი მოსახლეობის უმრავლესობის მიერ ცოდვად არის მიჩნეული და მის მიმართ საზოგადოებრივი უარყოფითი შეხედულება აშკარად არის გამოხატული, ეს ციფრი გაცილებით ნაკლებია და მეტად უმნიშვნელოა, რაც იმაზეც მიუთითებს (კომპეტენტურ მეცნიერულ გამოკვლევებთან ერთად), რომ ჰომოსექსუალიზმი, ძირითადში, ადამიანის არა თანდაყოლილი, არამედ შეძენილი თვისებაა და იმ საზოგადოებას, რომელსაც მეტი ლიბერალიზმი ახასიათებს ჰომოსექსუალიზმის მიმართ, უფრო მეტი ჰომოსექსუალიც ჰყავს. თუნდაც ამიტომაც მიუღებელია ჰომოსექსუალიზის პროპაგანდის დაშვება საზოგადოებაში, განსაკუთრებით – მოზარდებში.

დავუბრუნდეთ თემას. საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ჰომოსექსუალური მიდრეკილება, მაგრამ ნეგატიურად აფასებენ მას, და შედეგად პიროვნული და საზოგადოებრივი ფსიქოლოგიური ზემოქმედების ბერკეტებით ახერხებენ თავისი მიდრეკილების დათრგუნვას. „ჰომოსექსუალების“ ეს ნაწილი სრულიად თავისუფლად გამოთქვამს თავის უთანხმოებას ჰომოსექსუალური პროპაგანდისადმი, განსაკუთრებით იმ ფიქტიური სურათის დახატვასა და წარმოდგენასთან დაკავშირებით, რომელიც ჰომოსექსუალებს წარმოაჩენ ვიკტიმიზირებულ და დევნულ უმცირესობად, რაც ეფუძნება აშკარა სცრუესა და სიყალბეს.

მთელ რიგ დემოკრატიულად წოდებულ ქვეყნებში ასეთი თავიანთი ჰომოსექსუალური მიდრეკილების წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები გეი-მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან განიცდიან დაშინებას, ინტრიგებს, რადგან ისინი თავიანთი არსებობითა და შეხედულებებით უარყოფენ ჰომოსექსუალიზმის ადეპტების მიერ იდეოლოგიურად მოტივირებულ და საყოველთაოდ თავსმოხვეულ ცრუ თეზისს იმის შესახებ, რომ ჰომოსექსუალიზმი არის ბიოლოგიურად დეტერმინირებული (თანდაყოლილი) სექსუალობა.

სახელმწიფო უნდა იცავდეს იმ ადამიანების უფლებებს, რომლებსაც შეიძლება აქვთ ჰომოსექსუალური მიდრეკილებები, მაგრამ ებრძვიან ამ მიდრეკილებებს და აქვთ სურვილი, დაძლიონ ისინი.
მითი ჰომოსექსუალების დისკრიმინაციის შესახებ

ჰომოსექსუალიზმის იდეოლოგიის გავრცელებისა და საზოგადოებაზე მისი ძალადობრივად თავსმოხვევის დაფარვის მიზნით გამოიყენება ერთ-ერთი ძირითადი ხერხი, – მითის გავრცელება იმის შესახებ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ხდება ჰომოსექსუალების მასობრივი დისკრიმინაცია. მოთხოვნა იმისა, რომ ჩაითვალონ ჰომოსექსუალები და მათი გაერთიანებები დისკრიმინაციისა და ძალადობის მსხვერპლად, და ამ ჩაგვრის მათ მიერ მოყვანილი არგუმენტები მივიჩნიოთ აპრიორ ჭეშმარიტად და კრიტიკისთვის დაუშვებლად, – ასეთი მოთხოვნა პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო სამართალისა და რიგი საერთაშორისო აქტების პრინციპებსა და ნორმებს, და აქვთ აშკარად მანიპულატიური ხასიათი. ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისტებს განზრახ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში, როდესაც აცხადებენ, რომ ჰომოსექსუალისტები განიცდიან დისკრიინაციას, დამცირებას და წარმოადგენენ დანაშაულებრივად ხელყოფილ უმცირესობას, და, ამიტომ, ისინი, ყველა დანარჩენ მოქალაქეებთან შედარებით, აღჭურვილი უნდა იქნენ განსაკუთრებული უფლებებითა და პრივილეგიებით. ასეთი მტკიცება არის სიცრუე, ხოლო დისკრიმინაცია – ფიქცია.

საქართვეოში არ არის დაფიქსირებული ჰომოსექსუალთა მასობრივი დევნა მათი სექსუალობიდან გამომდინარე, ხოლო ცალკეული შემთხვევები ფონურს არ სცდება.

ცალკე განხილვის საგანია ის შემთხვევები, როდესაც საქართველოში ჰომოსექსუალები ცდილობენ პროპაგანდისტულ მსვლელობებს, გეი-აღლუმების გამართვას, როდესაც სრულიად აშკარა იყო, რომ ეს ხდებოდა ნაც-ხელისუფლების არა მარტო ხელშეწყობით, არამედ დაკვეთითაც. ამ შემთხვევაში ჰომოსექსუალები აწყდებოდნენ საზოგადოების მხრიდან სამრთლიან პროტესტს.

ის, რომ ამ შემთხვევებში ადგილი არ ჰქონდა დისკრიმინაციულ მიდგომას, ამის დასტურად სრული პასუხუსმგებლობით ვაცხადებთ, რომ ზუსტად იგივე სახისა და სიმწვავის პროტესტს გამოიწვევს და წააწყდება ნებისმიერი სხვა ჯგუფის, თუნდაც სექსუალური უმრავლესობის წარმომადგენელთა რომელიმე დაჯგუფების მცდელობა, მოახდინოს უზნეობისა და გარყვნილების საჯარო დემონსტრირება ქუჩებში და მოაწყოს პროპაგანდისტული მსვლელობები ამ გარყვნილების საქადაგებლად და გასავრცელებლად. მორწმუნე საზოგადოებისთვის მიუღებელია ჰომოსექსუალზმი, როგორც სიძვა-მრუშობა, ისევე, როგორც სიძვა-მრუშობის ნებისმიერი სხვა სახეობა, და არა ის, რომ ის საკუთრივ ჰომოსექსუალიზმია. სხვათა შორის, ისიც ფაქტია, რომ ჩვეულებრივი სექსუალობით მრუშობის ცოდვაში გაცილებით მეტი ადამიანია ჩავარდნილი, ვიდრე საკუთრივ ჰომოსექსუალიზმში, და, თითქოს, მათ მეტი უფლება აქვთ, იქადაგონ თავიანთი ცოდვა, მაგრამ, სრულიად დარწმუნებულები ვართ, რომ თუკი ამ ცოდვის მიმდევრები გადაწყვეტენ ქუჩებში თავიანთი ცოდვის პროპაგანდას, საზოგადოება წინ აღუდგება ამას. ეს ნათელი დასტურია იმისა, რომ საქმე არა გვაქვს მიკერძოებასა და დისკრიმინაციასთან.

ის, რასაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, თავისი რწმენიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე, უზნეობად მიიჩნევს, იქნება ეს სექსუალური ხასიათის თუ სხვა რამ სახის ცოდვა, ამ უზნეობისა და ცოდვის პროპაგანდასა და ტირაჟირებას ეს უმრავლესობა ვერ შეეუგუება და წინ აღუდგება. მაგალითისათვის, თუ ქუჩაში კლეპტომანთა, ან ნარკომანთა ჯგუფი გამოვა და შეეცდება თავისი ცოდვის პროპაგანდას, მას წინ აღუდგება საზოგადოება, თავისი უმცირესობა-უმრავლესობით, ჰომოსექსუალთა ჩათვლით,.

ამ რამდენიმე წლის წინ ერთი საინტერესო შემთხვევა მოხდა იტალიაში, როდესაც ე.წ. კათოლიკური „ეკლესიის“ გარშემო მსოფლიო სკანდალი ატყდა და კათოლიკე პადრეებს მასობრივად დასდეს ბრალი პედოფილიაში, – 10 ათასობით მოზარდის გაუპატიურებაში დადანაშაულებული იქნა ათასობით პადრე, – ამერიკელ ექსპერტთა გამოკვლვით, – პადრეთა 10-14%. ახლა კი ინებეს ვატიკანის მესვეურებმა თავის შეწუხება, მოუხადეს ბოდიში მთელს მსოფლიო თავისი პედოფილი პადრეების გამო და განაცხადეს, რომ ეს მართლაც დიდი პრობლემააო. ამასთან ზოდიერთმა გამოთქვა მოსაზრება, რომ პედოფილია იკვებებოდა ჰომოსექსუალიზმით, ანუ პედოფილებად გვევლინებოდნენ ჰომოსექსუალი პადრეები (დააკვირდით, რა ზნეობრივი დაცემის გზაზეა საკრებულო, რომელიც თავს კათოლიკურ ეკლესიას უწოდებს!). ასეთ განცხადებაზე დიდი აღშფოთება და პროტესტი გამოხატა იტალიის ჰომოსექსუალთა ლიდერმა სერჟიო ჯუდიჩემ, რომელმაც აღნიშნა, რომ პედოფილია დიდი ბოროტებაა და ჰომოსექსუალისტებზე მისი პროვოცირების გადაბრალება დიდი უსამართლობაა და ჩვენი, ჰომოსექსუალების შეურაცხყოფააო.

ხედავთ, პედოფილია დღეს მთელი საზოგადოებითვის მიუღებელია, ისევე, როგორც გუშინ ჰომოსექსუალიზმი იყო მიუღებელი. პედოფილიის წინააღმდეგ გამოდიან ჰომოსექსუალებიც. ვთქვათ და პედოფილებმა მოინდომეს აღლუმის გამართვა თვიანთი უფლებებისა და პედოფილიის პროპაგანდისათვის, დარწმუნებულები ვართ, რომ მთელი საზოგადოება, ჰომოსექსუალების ჩათვლით, ხმას აღიმაღლებს მის წინააღმდეგ.

ჩვენ კი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: თუ ჰომოსექსუალებმა მიაღწიეს თავიანთ მიზანს საქართველოში, და სახელმწიფომ კანონმდებლობით არ შეზღუდა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა, გეი-აღლუმები და სხვა პროპაგანდისტულ-საჩვენებელი ღონისძიებები და მსვლელობები, თუ სახელმწიფომ მწვანე შუქი აუნთო ჰომოსექსუალიზმს, ხვალ იგივეს პედოფილები მოითხოვენ. ამის ნიშნები, სამწუხაროდ, დასავლეთის რიგ ქვეყანაში უკვე შეინიშნება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიაცია, როგორც ჰომოსექსუალიზმის მიმართ შეცვალა თავისი დამოკიდებულება რამდენიმე წლის წინ, ასევე შეიცვლის ხვალ თავის დამოკიდებულებასა და შეფასებებს პედოფილიის მიმართ. ასეთი ლიბერალიზაციის ნიშნებიც პედოფილიასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, უკვე არსებობს. პედოფილიის შემდეგ კი კარზე ინცესტი მოგვიკაკუნებს.

ამგვარად, ჰომოსექსუალების მიერ მათ დისკრიმინაციაზე საუბარი არაკეთილსინდისიერებისა და დეზინფორმაციის აშკარა ნიმუშია, რომელიც მიზნად ისახავს, მიაღწიოს სექსუალური უმცირესობათა იდეოლოგიისა და მათი ვიწრო ჯგუფური ინტერესების ტოტალურ დიქტატსა და დომინირებას მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრების წესსა და ზნეობრივ ფასეულობებზე. ეს არის მცდელობა, „დაასაბუთოს“ ჰომოსექსუალთა მიერ სხვა მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ხელყოფის კანონიერება და გაამართლოს ეს ხელყოფა. აი, სინამდვილეში ვინ არის მოძალადე და ხელმყოფელი.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წევრ-ქვეყნების მიმართ 31.03.2010წ. № СМ/REC(2010)5 რეკომენდაციის მტკიცებები იმის შესახებ, რომ ჰომოსექსუალები დღემდე განიცდიან „ჰომოფობიას, ტრანსფობიას და მოუთმენლობისა და დისკრიმინაციის სხვა ფორმებს, თვით მათი ოჯახის შიგნით – სისხლისსამართლებრივი დევნის, მარგინალიაციის, სოციალური გარიყვისა და ძალადობის ჩათვლით“, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენო ასამბლეის (08.10.2010წ. № 1765 (2010), 29.04.2010წ. № 1728 (2010)) მსგავსი გამონათქვამები იმავე საკითხთან დაკავშირებით, ემსახურებიან არა ობიექტური სურათის შექმნას საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ურთიერთობების პრობლემურ კერძო საკითხზე, არამედ წარმოადგენენ ცალმხრივ და მიკერძოებულ პოზიციას ჰომოსექსუალების ზემოთხსენებული დიქტატის განსახორციელებლად და მათთვის პრივილეგიების მისანიჭებლად. როდესაც ჰომოსექსუალური ნიშნით გამოხატული შემთხვევები ფონურს, საშუალო სტატისტიკურს არ სცდება, მაშინ მათი წინ წამოწევა და განზოგადება, როგორც ეს ზემოთხსენებულ დოკუმენტებსა და ასევე სხვა დოკუმენტებშია გაკეთებული, აშკარა ტენდენციურობის გამოხატულებაა. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს სინამდვილისთვის ისინი შეუსაბამონი არიან.

ამასთან, ცნობილია, რომ იმის ფონზე, რომ ჰომოსექსუალთა დევნის აშკარად გამოხატული ფაქტები (ყოველ შემთხვევაში, იმ მასშტაბით, რაზე ჰომოსექსუალიზმის ადეპტები საუბრობენ) არ არის სახეზე, საზღვარგარეთის ქვეყნებში ფიქსირდება ასეთი ფაქტების ფალსიფიცირება ჰომოსექსუალზმის პროპაგადისტების მიერ. ამის ნათელი მაგალითია შემთხვევა, რომელიც მოხდა 2000წ. 7 აპრილს გეი-მოძრაობის აქტივისტ დუაიტ უოლკერთან დაკავშირებით ვერმონის შტატში (აშშ), რომლის ავტომობილსაც ცეცხლი წაუკიდეს ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც განიხილებოდა ვერმონის შტატის კანონპროექტი ჰომოსექსუალი წყვილების ქორწინების ჰეტეროსექსუალ წყვილთა ქორწინებასთან გათანაბრების თაობაზე. ჰომოსექსუალზმის იდეოლოგებმა ეს ინციდენტი მთელს ვერმონის შტატში გამოიყენეს ჰომოსექსუალების დისკრიმინაციისა და დევნის „მტკიცებად“, და ამტკიცებდნენ, რომ ერთსქესიანი ქორწინებების კრიტიკა არის უკანონო დევნის ერთ-ერთი ფორმა. მაგრამ მოგვიანებით დ. უოლკერმა აღიარა, რომ თვითონ წაუკიდა ცეცხლი თავის ავტომობილს: „მე დავწვი, რდგან მინდოდა, რომ ხალხის თვალში მსხვერპლი ვყოფილიყავი“. გაზეთ „ბოსტონ გლობის“ ცნობით, დ. უოლკერი წარსდგა სასამართლოს წინაშე მე-3 ხრისხის ხანძრის გაჩენისათვის და ოფიციალური პირებისათვის ცრუ განცხადებების მიცემისათვის.

ჰომოსექსუალისტების დისკრიმინაციის შესახებ ცნობების ანალიზი გვიჩვენებს, რომ პრაქტიკულად ყველა მათგანი არ განეკუთვნება საკუთრივ დისკრიმინაციას საყოველთაოდ მიღებული იურიდიული თვალსაზრისით; მათი აბსოლუტური უმრავლესობა დაუსაბუთებელი და დაუმტკიცებელია, ხშირად აშკარაა დისკრიმინაციის ინსცენირება დადგმული სცენარის მიხედვით და უცნობი პირების მონაწილეობით, რაც, მაგალითად მოხდა თბილისში 2012 წ. 18 მაისს, როდესაც ხელისუფლების მიერ საგანგებოდ გამოყვანილმა 15-20 კაციანმა ლგბტ ჯგუფმა სცადა მსვლელობის მოწყობა თბილისის ქუჩებში. საზოგადოების დიდმა ჯგუფმა მოახდინა მათი პიკეტირება, გზა გადაუღობა მათ და ასე შეაჩერა მათი მსვლელობა. მაგრამ დაპირისპირება მაინც მოხდა მსვლელობის მონაწილეებსა და უცნობ პირებს შორის, რომელიც, შემდგომ, პიკეტის მომწყობებს დააბრალეს ჰომოსექსუალიზმის აპოლოგეტებმა. არადა, სულ ადვილი იყო ფიზიკურ დაპირისპირებაში მყოფი პირების ადგილზევე დაკავება, მითუმეტეს, მათი იდენტიფიცირება არავითარ სირთულეს არ წარმოადგენდა, რადგან ვიდეო კადრებში თვალნათლივ ჩანს ყველა ისინი, ვინც ჩხუბობდა, იგინებოდა და ა.შ. ეს არ გაკეთდა, რადგან ასეთ შემთხვევაში გაირკვეოდა, რომ ამ ინციდენტში მოპიკეტეები კი არ ღებულობდნენ მონაწილეობას, არამედ მათთვის უცნობი პირები, და, შესაბამისად, დისკრიმინირებისა და დევნის შესახებ განცხადებებიც ვერ გაკეთდებოდა.

ჰომოსექსუალისტების ასეთ დეზინფორმაციას და ფალსიფიცირებას აქვს ის კერძო მიზანიც, რომ ჰომოსექსუალისტებს კანონით მიანიჭონ განსაკუთრებული უფლებები, პრივილეგიები. ამასთან, ასეთ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს ისინი ასევე „დისკრიმინაციად“ განიხილავენ.

ჰომოსექსუალისტების მიერ მოთხოვნილი განსაკუთრებული უფლებები და პრივილეგიები შემდეგია:

- „უფლება“ იმისა, რომ დაუბრკოლებლად და შეუზღუდავად აწარმოონ ჰომოსექსუალიზმის საჯარო პროპაგანდა, ანუ, ფაქტობრივად“ – თავს მოახვიონ ჰომოსექსუალიზმი არაჰომოსექსუალისტებს, მათ შორის, ბავშვებს;

- „უფლება“ იმისა, რომ სრულად აკრალონ ნებისმიერი, თვით დასაბუთებული, რიტიკა ჰომოსექსუალზმისა, ჰომოსექსუალისტების ნებისმიერი ქმედებისა;

- „უფლება“ იმისა, რომ იდევნებოდენ ადამიანები მათი იმ შეხედულების გამო, რომ ისინი ჰომოსექსუალიზმს ცოდვად და არანორმალურ მოვლენდ მიიჩნევენა, ანუ განხორციელდეს დევნა ჰომოსექსუალზმის კრიტიკისათვის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების ჩათვლით;

- „უფლება“ იმისა, რომ ჰომოსექსუალისტები გამოყოფილ იქნენ მოსახლეობის ძირითადი წევრებისაგან, როგორც განსაკუთრებული სოციალური ჯგუფი და აღჭრვილ იქნენ ისინი პრივილეგირებული სამართლებრივი სტატუსით;

სავსებით ცხადია, რომ არ შეიძლება მოხდეს ჰომოსექსუალისტების ყველა ზემოთ მოყვანილი მოთხოვნის რეალიზება საკანონმდებლო დონეზე, რადგან ისინი იურიდიულად დაუსაბუთებელნი არიან, მრავალი მათგანი – აბსურდული და მიუღებელია დემოკრატიულ და სამართლებრიც სახლმწიფოში. სახეზეა მცდელობა დემოკრატიასა და სამართლებრიობაზე აპელირებით თავდაყირა დააყენონ სწორედ ეს დემოკრატია და სამართალი. ამიტომაცაა, რომ სულ უფრო ხშირად საუბრობენ დემოკრატიაზე, როგორც უმრავლესობაზე უმცირესობის მიერ დიქტატის განხორციელების მექანიზმზე.

ჰომოსექსუალზმის იდეოლოგების მიერ სამართალდამცველობითი რიტორიკით მანიპულირება ხშირად იმაში გამოიხატება, რომ თავისუფლებას და უფლებას ისინი განმარტავენ, უპირველეს ყოვლისა, როგორც სხვა პირების მიმართ იმის მოთხოვნის საფუძველს, რათა მათ უზრუნველყონ ჰომოსექსუალისტები და მათი ერთობები პრივილეგირებული პირობებით, რომლის დროსაც სხვა პირების უფლებები და ტრადიციული ფასეულობები დარღვეულია ან ხდება მათი ნიველიება. ამასთან ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისტები, ფაქტობრივად, უარყოფენ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ კონვენციის დადგენილებას (მუხლები 10 და 11), რომელთა თანახმადაც უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელება მათ, რომელთა უფლებები და თავისუფლებები ხორციელდება, ავალდებულებს და აკისრებს პასუხისგებლობას, დაკავშირებულს გარკვეულ პირობებთან, ფორმალობებთან, შეზღუდვებთან ან სანქციებთან, რომლებიც განისაზღვრებიან კანონით და რომლებიც აუცილებელნი არიან დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების, საზოგადოებრივი წესრიგის, უწესრიგობებისა და დანაშაულის აღკვეთის, ჯანმრთელობისა და ზნეობრიობის დაცვის ან სხვა პირების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებსა და ნორმებზე, ასევე დამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტებზე დაყრდნობით, სახელმწიფოს არა აქვს უფლება ჰომოსექსუალისტებისა და მათი გაერთიანებებისათვის დაადგინოს რაიმე განსაკუთრებული პრივილეგირებული სამართლებრივი რეჟიმები, არა აქვს უფლება შეზღუდოს აზრისა და სიტყვის თავისუფლება ჰომოსექსუალიზმის მიმართ კრიტიკის ფორმირებისა და საჯაროდ გამოხატვის ნაწილში, არა აქვს უფლება, მოახდინოს ასეთი კრიტიკის კრიმინალიზირება და აკრძალოს იგი, არა აქვს უფლება ჰომოსექსუალიზმისა და ჰომოსექსუალიზმის იდეოლოგიის კრიტიკოსებს მიაწებოს „ჰომოფობის“ იარლიყი, რადგან სახელმწიფო ვალდებულია დაიცვა საზოგადოებრივი ზნეობრიობა ოჯახური ცხოვრების ზნეობრივი საფუძვლები, რადგან ოჯახის ინსტიტუტი არის საზოგადოების საფუძველი, ხოლო ზნეობრიობა არის კონსტიტუციურად დაცული უფლება მოქალაქეებისა, განმტკიცებული საკონსტიტუციო შეთანხმებით (კონკორდატით) სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. სახელმწიფო გვერდს ვერ აუვლის კონსტიტუციური უფლებების დაცვას, გვერდს ვერ აუვლის კონკორდატს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის უფლებების, რწმენის, ზნეობისა და ტრადიციული ფასეულობების დაცვის გარანტად ეკლესიაც გამოდის.

პოლიტკორექტულობიდან და საეჭვო პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე ჰომოსექსუალისტებისათვის განსაკუთრებული უფლებების მინიჭება შეუძლებელია რომ მოტივირეულ იქნეს ადამინის უფლებათა ევროპის სასამართლოს პოზიციის იდეოლოგიურად მოტივირებული ინტერპრეტირებებით და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპის კონვენციაში დაცული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების არაადექვატური განმარტებებით, რადგან უმრავლესობა ვერ შეეგუება დემოკრატიის სახელით მასზე უმცირესობის დიქტატს.

http://zneoba.ge/?p=707

ერისკაცი, რომელიც ხედავს უსჯულოებას და დუმს, ღვთის მოღალატე ხდება.

რამდენიმე ხნის წინ მოხდა შემთხვევა, რომელმაც გამოააშკარავა ჩვენი დაცემის რიალური სახე.

ერთი ბიჭუნა სახელად ანდრია, სულ ოთხი წლის იყო, როცა დედამ ოფიციალურად უარი თქვა მის აღზრდაზე და იგი თავის დედას, ნინა ანდრიას ასულს გადააბარა. გავიდა ერთი წელი და ბებიამ გადაწყვიტა მოეშორებინა ბიჭუნა. უფრო სწორედ გაეყიდა იგი. 30 წლის „ბიძია სერგი“ და 32 წლის რძლის, ლარისას თანხმობით ბიჭუნა მიჰყიდეს ერთ-ერთ უცხოურ კლინიკას, როგორც მასალა ადამიანის ორგანოს გადასანერგად. ბებია ორი დღე ვაჭრობდა და ბოლოს შეთანხმდნენ 90 ათას დოლარზე. თუმცა შვილს და რძალს უთხრა, რომ 70 ათასზე შეთანხმდა. საბედნიეროდ ისინი მილიციის თანამშრომლებმა დააკავეს ყიდვა-გაყიდვის დროს.

თქვენ იფიქრებთ ოჯახი გაჭირვებაში ცხოვრობდა? შიმშილობდა? სერგი ტკაჩოვი მუშაობდა ყასაბად რიაზანის ცენტრალურ ბაზარში, ნინა და ლარისა კი ვაჭრობდნენ.

ვიღაცა იტყვის, ესენი ადამიანები კი არა, ცხოველები არიან! მაგრამ განა რომელიმე ცხოველი გაწირავს შვილს შესაჭმელად? ამგვარად მოქცევა შეუძლია მხოლოდ ადამიანს, რომელმაც სული ეშმაკს მიჰყიდა.

ეს ისტორია დიდად დამაფიქრებელია. 21 -ე საუკუნის მიჯნაზე ჩვენ ვიმკით იმას, რაც დავთესეთ, თუმცა თავდაპირველად ხომ ყველაფერი თითქოს „უმტკივნეულოდ“ დაიწყო. თავისუფლება, ძმობა, თანასწორობა! „ჰუმანისტურმა ფასეულობებმა, ლიბერალიზმმა, ღვთისგან განდგომამ და ღვთისმბრძოლობამ მიგვიყვანა ამ სავალალო შედეგამდე. ჭეშმარიტება არ არსებობს ყველაფერი დაშვებულია“ – ასეთი ლოზუნგით შეაბიჯა „განვითარებულმა კაცობრიობამ“ 20-ე საუკუნეში. ცეცხლითა და მახვილით ავრცელებდნენ მთელს მსოფლიოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის იდეებს. აღამაღლეს და გააძლიერეს ადამიანის არსიდან ყველაზე საშინელი თვისებანი – სარწმუნოებისაგან განდგომა, ეროვნული იდეების ღალატი. ადამიანებს სურთ იცხოვრონ მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისათვის. თავშეუკავებლად იკმაყოფილებდნენ ყველა ვნებიან მოთხოვნილებას. ღალატობენ ერთმანეთს. ჩვენი უმრავლესობა ვერ არჩევს სიკეთეს ბოროტებისაგან.

რამ მიგვიყვანა ამ შედეგამდე? – სარწმუნოების უარყოფამ, რადგან ამით დავკაგედ ჭეშმარიტი სულიერი საყრდენი, ცხოვრების აზრი. ადამიანი სუსტია, ეშმაკი კი ძლიერი. იგი მოქმედებს ყველგან და ყველაფერში. არის მხოლოდ ერთი გზა წინ აღუდგე ამ ბოროტებას – ღვთის წყალობა, ღვთის მადლი, რომელიც ქრისტეს ერთგულ მოღვაწეებს ეძლევა. მხოლოდ ის ხდის ადამანს დაუმარცხებელს ეშმაკის წინაშე.

სულიერი აღორძინება ჩვენი საზოგადოების გადარჩენის ერთადერთი პირობაა. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ ქრისტიანული, ზნეობრივი იდეალების დაბრუნებით ჩვენს ცხოვრებაში. სწორედ იგი იყო ჩვენი ყოფა-ქცევის ბარომეტრი – გლეხით დაწყებული, მეფით დამთავრებული.

მრავალი ჩვენგანი დგას ეკლესიის კარიბჭესათან და ვერ ბედავს იქ შესვლას. თუმცა გრძნობს, რომ სწორედ მართლმადიდებლობაა ის სულიერი და ზნეობრივი ძალა, რომელიც მრავალი საუკუნეების მანძილზე ამხნევებდა ჩვენს ერს და აერთიანებდა სახელმწიფოს. დღეს ალბათ, მხოლოდ ძალიან ზარმაცი არ ლაპარაკობს, რომ სურს დაეხმაროს სახელმწიფოს აღორძინებას, მაგარმ „სარწმუნოება თვინიერ საქმეთა მკვდარ არს“ – ამბობს იაკობ მოცუქილი. ესე იგი, თუ ჩვენ სარწმუნოებრივი საქმეებით არ ვცხოვრობთ, არ გვქონია ჭეშმარიტი რწმენა. ხშირად გავიგონებთ: ეკლესიამ უნდა იმოქმედოს, ეკლესია არ უნდა დადუმდეს, მაგრამ ეკლესია ხომ ჩვენ ვართ, მორწმუნენი, მონათლულნი მართლმადიდებელ ეკლესიაში. ამიტომ, არა მხოლოდ სასულიერო პირი, არამედ ყველა მონათლული ადამიანი აგებს პასუხს ჩვენი სარწმუნოებისათვის. ერის კაცი, რომელიც ხედავს უსჯულოებას და დუმს, ხდება ღვთის მოღალატე. რისი გვეშინია? ჩვენ ხომ მოწამეთა და აღმსარებელთა ეკლესიის წევრნი ვართ.

სოფელ მინინოში, მოსკოვთან ახლოს, ცხოვრობს ერთი გლეხი, გიორგი ბოიჩენკო. იგი 83 წლისაა. ომის დროს ტანკისტი იყო. დიდი ტკივილი მიაყენეს ძველ ჯარისკაცს ხელისუფლების წარმომადგენლებმა – შესთავაზეს ჰუმანიტარული დახმარება გერმანიიდან. „მოწინააღმდეგისაგან?!“ – ჩაილაპარაკა მან – არ მივიღებ დახმარებას მათგან. ეჰ, მე მირჩევნია მშიერი მოვკვდე. ასე თუ გაგრძელდა თქვენ ღმერთსაც გაცვლით „ ჰუმანიტარულების“ სანაცვლოდ. არ დაგიანხოთ მეორდ აქ მოსული! ჩვენ კი განგვიცხადა: „ჩემზე უკეთესად არავინ ცხოვრობს“ – და პირჯვარი გადაისახა.

გასული საუკუნის ეს ორი ამბავი ერთის მხრივ წყვდიადს და დაცემას მოასწავებს, მეორეს მხრივ კი იმედს გვანიჭებს. ჩვენი გადასაწყვეტია, რას ავირჩევთ მომავალ საუკუნეში!



ჟურნალ „რუსკი დომ“-ის რედაქტორი:

ალექსანდრე კრუტოვი

თარგმან: დავით ჯინჭარაძემ

მორჩილება უდიდესი სათნოებაა.

“მორჩილს ეშინია უფლის და ეს განცდა სხვა შიშს სდევნის მისგან”.

სათნოებათა შორის ერთ-ერთი უდიდესი მორჩილებაა. ის ამშვიდებს ადამიანს და უქრობს ცხოვრებისეული სიძნელეების შიშს.

პიროვნება, რომელიც ღვთის მორჩილია, დარწმუნებულია, რომ უფალი დაიცავს მას განსაცდელის ჟამს.

“უკეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ჰგიეთ სიყვარულსა ზედა ჩემსა…”(იოან.15,10).
კლდის უბნის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელმსახური დავით ციცქიშვილი:

“მორჩილება იმდენად დიდი სათნოებაა, რომ თვით ეშმაკიც კი უძლური ხდება მის წინაშე.

მორჩილების შესახებ განსაკუთრებით გასაგებად საუბრობს წმ. ისააკ ასური: მორჩილება, უპირველეს ყოვლისა, ის შინაგანი თვისებაა, რომელიც საკუთარი თავის იმედის არქონას გულისხმობს, სასოებას ღვთისას, საკუთარი უღირსობისა და დაუცველობის განცდას, სულიწმიდის მადლის შეგრძნებას გულის ფარულ სიღრმეში. ამასთან, იგი გარეგნულადაც მჟღავნდება და გამოხატულებას მოკრძალებულ შესახედაობაში პოულობს, მისწრაფებაში, გაექცე პატივს, სიტყვაძუნწობაში, სხვის არშეწუხებასა და პატივისცემაში, წყენის, შეუარცხყოფის მოთმინებით გადატანაში.

მორჩილების შინაგანი და გარეგანი მხარეები მეტად დაკავშირებულია ერთმანეთთან.

წმ. ისააკ ასური გამოყოფს რა მორჩილების ორ სახეს – შინაგანსა და გარეგნულს, მათ სხვადასხვა თვისებებს ასახელებს. ერთ-ერთი მათგანი საკუთარი სახელის, პატივის უგულებელყოფაა, მისი არად ჩაგდება, თუმცა უნდა ითქვას, ერში უმთავრესად სრულიად საპირისპირო რამ შეიმჩნევა ამასთან დაკავშირებით. ნათლად ჩანს დიდი სწრაფვა დაფასებისკენ, სახელის მოხვეჭისკენ, საზოგადოებაში საპატიო, განსაკუთრებული ადგილის დამკვიდრებისკენ. რას არ აკეთებენ ამის გულისთვის?! ზოგჯერ ადამიანი ძალასა და ენერგიას არ იშურებს იმისათვის, რომ ვიღაცამ შეაქოს, გამოჩნდეს მისი ღირსებები, ნიჭი, კეთილი საქმეები, მოიხვეჭოს სახელი, პოპულარობა. ერში უმთავრესად მართლაც დიდი სურვილი, მისწრაფება შეიმჩნევა საკუთარი მეს წინ წამოწევისა, მაგრამ სურათი სრულიად იცვლება, როცა ჭეშმარიტ მართლმადიდებელ მოღვაწეებთან გვაქვს საქმე.

დიდი ათონელი ბერი პაისი, ვისთანაც მრავალი ათასი კაცი მიდიოდა რჩევა-დარიგების საკითხავად, ლოცვით შეწევნისათვის ან, უბრალოდ, სანახავადაც კი, ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ მისი მთავარი მტერი – საკუთარი სახელი გახლდათ და დიდ სინანულს გამოთქვამდა ამასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია ის, რომ დიდი სულიერებით გამორჩეული მართლმადიდებელი მოღვაწეები, წმიდა მამები არა მხოლოდ შეგნებულად ცდილობდნენ, გაქცეოდნენ დაფასებას, პატივს, არამედ თავადაც მეტად უღირსებად, ცოდვილებად მიიჩნევდნენ საამისოდ თავს.
სულიერი სრულყოფის გზაზე ერთ მეტად საინტერესო, ერთი შეხედვით, ალოგიკურ მოვლენასთან გვაქვს საქმე. რაც უფრო იწმიდება კაცი სულიერად, ადის სარწმუნოებრივ კიბეზე, მით უფრო ცოდვილად, დაცემული ბუნების მქონედ მიიჩნევს თავს.
არადა, თითქოს პირიქით უნდა იყოს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ ხდება.

ხშირად ის, ვინც შორს დგას ეკლესიისგან, დიდად სულაც არ ცდილობს სულიერ განწმენდას, ცოდვისთვის თავის არიდებას. სულ სხვაგვარად ფიქრობს საკუთარ თავზე. მათგან, ვინც პირველად აბარებს აღსარებას, არც თუ იშვიათად გაიგონებ: აბა, მე რა ისეთი ცოდვილი ვარ, დიდი არაფერი შეცდომა მაქვს ცხოვრებაში დაშვებული. სინდისიც მაინცდამაინც არაფერზე მქენჯნისო. შთაბეჭდილება ისეთია, თითქოს არც კი იცის, რაზე ლაპარაკობს.

ადამიანი მაშინ ხდება მორჩილი, როცა იგი შეიგრძნობს ღვთის სიდიადესთან ერთად საკუთარ უძლურებას.

მორჩილებისთვის დამახასიათებელია შინაგანი სიმშვიდე და ეს ადამიანს უქრობს შიშს სხვადასხვა ცხოვრებისეული შემთხვევების, სიძნელეების მიმართ. იგი დარწმუნებულია, რომ უფალი დაიცავს მას სხვადასხვაგვარი ბოროტებისგან, ააცილებს დიდ განსაცდელს.
როგორც წმ. ისააკ ასური აღნიშნავს, მორჩილი არ ფაციფუცობს, არ განიცდის უხერხულობას, არ აქვს გამთანგველი, არასერიოზული აზრები. იგი ყოველთვის მშვიდია. არ აშინებს უბედური შემთხვევები, რადგან მას ეშინია უფლის და ეს განცდა ყველა სხვა სახის შიშს სდევნის მისგან.

ეკლესიური ადამიანი გაცილებით მშვიდად, დაცულად გრძნობს თავს ცხოვრებაში. ეკლესიური წესების შესრულება გინერგავს იმედს, გაძლიერებს, ხელს უწყობს სხვადასხვა უბედურების თავიდან აცილებას. რამდენს გამოუცდია, თუ როგორ დამამშვიდებლად მოქმედებს მგზავრობისას, განსაკუთრებით რთულ პირობებში მოგზაურობისას იესოს ლოცვა, ვედრება უფლისადმი, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდეს.

მართლმადიდებელი მრევლის ცხოვრებიდან მრავალი შემთხვევა მიუთითებს, თუ რაოდენ შველის ღმერთი მორწმუნე ხალხს.
განსაცდელის ჟამს ხშირად ნათლად მჟღავნდება, თუ როგორ გეხმარება უფლისადმი აღვლენილი ვედრება.

მართლმადიდებლური შეგნება გულისხმობს, რომ როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს, საჭიროა მოთმინება. არ უნდა ავყვეთ მძიმე განცდებს და გვახსოვდეს, რაოდენ ძნელი გასაგებიც არ უნდა იყოს ყველაფერი, რაც ტკივილს გვანიჭებს, უფლის დაშვებითაა და ჩვენთვის სიკეთის მომტანია. ამ სიბრძნის გაცნობიერება, მისით განსაცდელის დროს ხელმძღვანელობა არ არის ადვილი, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს.

მართლმადიდებლური სრულყოფა აუცილებლად გულისხმობს გაჭირვების დათმენასა და შეგნებას იმისა, რომ ასეთია ღვთის ნება. ამის მისაღწევად საკმაო დროა საჭირო და დიდი მუშაობა საკუთარ თავზე, მაგრამ ადრე თუ გვიან აუცილებლად წარმატებას უნდა მიაღწიო ამ მიმართულებით.

როცა მორჩილებაზე ვსაუბრობთ, აქ ცალკე უნდა გამოიყოს მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის ურთიერთობის საკითხი. ამ შემთხვევაში მოძღვრის ნების მიყოლას, დამორჩილებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

საგულისხმოა ისიც, რომ მოძღვართან მისვლამდე თავადაც უნდა ვევედრებოდეთ უფალს, რათა ჩვენთან საუბრისას გაეხსნას მას გონება და გვაუწყოს ის, რაც არის ღვთის ნება ჩვენთვის საინტერესო თემასთან დაკავშირებით. აგრეთვე, სასულიერო პირთან შეხვედრამდე უნდა მოვერიდოთ ცოდვებს, არ მივცეთ ვნებებს გაქანების საშუალება. ამით კი ერთგვარად დავიმსახუროთ ის, რომ მოიღოს უფალმა მოწყალება, მოძღვრის პირით გაგვაგებინოს ის, რაც გვჭირდება იმ დროისთვის.
მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარეა ისიც, რომ როცა სასულიეორ პირი რაიმეს გეტყვის შენთვის მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით, დაუჯერო მას და აღარ მოინდომო მასთან, ან თუნდაც სხვა მღვდელთან იგივეს ხელმეორედ გარკვევა.

ზოგჯერ ასეც ხდება, შეეკითხებიან მოძღვარს, არ მოსწონთ მისი პასუხი და ცდილობენ, შეაცვლევინონ კურთხევა, ან სხვა სასულიერო პირთან მიდიან რჩევის საკითხავად. ეს უკვე აღარ არის სწორი.

როგორც გამოცდილი ქრისტიანი მამები აღნიშნავენ, მათ შორის დიდი მართლმადიდებელი მოღვაწე – წმ. სერაფიმე საროველი, სწორი სასულიერო პირის პირველი კურთხევაა, მომდევნო პასუხი კი, ადვილი შესაძლებელია, მისი ადამიანური სისუსტის გამოხატულება გახლდეთ. მოძღვარიც ადამიანია, მანაც შეიძლება ვერ გაუძლოს მიმსვლელის დაჟინებულ თხოვნას, ვედრებას, შეცვალოს პირველად ნათქვამი, ამით დიდი შეცდომა დაუშვას და დაშორდეს ჭეშმარიტებას.

ზოგჯერ უფლის ნებისადმი მორჩილება მეტად ძნელი აღსასრულებელია ადამიანისთვის, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს.

როგორც მამა პაისი აღნიშნავს: რაც უფრო მორჩილი ხდები, მით უფრო უახლოვდები ღმერთს და სწორედ მაშინ იმეცნებ, რომ ყველანაირი ნიჭი უფლის წყალობააო. მაშინ სული ივსება სიკეთით, მადლიერებით, კარგი აზრებით, იწყებ ფიქრს ღვთაებრივი სიყვარულის შესახებ, რომელმაც ამჯობინა, შეექმენი უკვდავი სულის ადამიანად მაშინ, როდესაც მშვენივრად შეეძლო გაეჩინე ცხოველად. და მადლობ უფალს.

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) მორჩილების ორ სახეს გამოყოფს: ადამიანთან და ღვთის წინაშე.

უფლისადმი – როცა მუდმივად გრძნობ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ღმერთზე ხარ დამოკიდებული, გრძნობ, არაფერი ხდება მისი ნების გარეშე.

მორჩილების ერთხელ და სამუდამოდ შეძენა შეუძლებელია. მუდმივად უნდა ისწრაფვოდე მისკენ მიწიერი ცხოვრების ყოველგვარ ვითარებაში.

ადამიანის წინაშე მორჩილება კი გულისხმობს, შეეცადო კარგი დაინახო სხვაში და თუ ცუდს შეამჩნევ, კი არ განიკითხო, არამედ თანაუგრძნო.
ჩვეულებრივ კი ჩვენ უფრო ცუდს ვამჩნევთ სხვასთან, ვიდრე კარგს. საკუთარ თავთან მიმართებაში კი – პირიქით ხდება.

მორჩილება სულაც არ გულისხმობს ყველასთვის თავის დახრას, ფეხებში ჩავარდნას, გაზეპირებული ფრაზების: “შემინდე”, “უფალო შემიწყალეს” ხშირ თქმას. ყოველივე ეს სულაც არ არის ამ დიდი სათნოების გამომხატველი. იგი არც თუ იშვიათად ყალბია და არ ასახავს კაცის ნამდვილ ბუნებას.

ჭეშმარიტი მორჩილება სულ სხვაგვარად მჟღავნდება. წმ. იოანე ოქროპირი აქებდა ერთი ცნობილი გვარის წარმომადგენელ ქალს – ოლიმპიადას, რომელიც არც მდიდრულად იცვამდა, რის საშუალებასაც მას თავისი მდგომარეობა არ აძლევდა და არც განზრახ – საკმაოდ ღარიბად, რათა სხვას არ განედიდებინა ამისთვის! იგი მოკრძალებულ სამოსს ატარებდა, ჩვეულებრივი ხალხისგან განუსხვავებელს და მისი ეს ყოფა, მართლაც, ჭეშმარიტი მორჩილების გამოხატულება გახლდათ.

ალბათ, ბევრი ქრისტიანისთვის უპირველესი თუ არა, ერთ-ერთი უდიდესი სათნოება, რაც კი მას უნახავს, შეუგრძვნია თავის ეკლესიურ გზაზე, გაუგონია მის შესახებ, მაინც მორჩილება გახლავთ. თვით ეშმაკიც კი უძლური ხდება ამ საოცარი სათნოების წინაშე და ადვილი გასაგებია, თუ როგორ გვაახლოებს იგი ღმერთს.

თუ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ ამ მიმართულებით, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ბევრს მივაღწიეთ უფლისკენ სავალ გზაზე. ფუჭი არ ყოფილა ჩვენი ეკლესიური სვლა”.

ქეთი ჭელიძე

http://www.ambioni.ge/morcileba-udidesi-satnoebaa

სოდომისა და გომორის რეაბილიტაცია .

სოდომისა და გომორის რეაბილიტაცია – არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

გასული საუკუნის 60-80-იან წლებში მოხდა იმ კომუნისტების რეაბილიტაცია, რომლებმაც რეპრესიები განიცადეს. 90 – იან წლებში მოახდინეს თეთრგვარდიელების რეაბილიტაცია, ხოლო II ათასწლეულის დასასრულს დაიწყეს სოდომისა და გომორის მცხოვრებთა რეაბილიტაცია. თურმე, სოდომელთა საქმეები არ იყო ბოროტმოქმედება, ამიტომ სასჯელიც დაუმსახურებელი იყო და მკვდარი ზღვა არის არა გარყვნილებზე აღსრულებული ღვთიური სასჯელის, არამედ უსამართლო სამსჯავროს სახსოვარი. ამ რეაბილიტაციისთვის თანდათან და თანმიმდევრულად უნდა მომზადდეს საზოგადოებრივი აზრი და სწორედ ამითაა დაკავებული ტელევიზია და პრესა. ჩვენში ჯერ კიდევ არ არის ერთსქესიანი ქორწინებები, როგორც ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, მაგრამ სამარცხვინო გარყვნილება დაუსჯელად და სავსებით ლეგალურად ითვლება და მეტიც, ის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების ნაწილადაა გამოცხადებული.

გარყვნილება არის არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური, უფრო სწორედ კი, პათოფსიქოლოგიური მოვლენა. ადამიანს, რომელიც კარგავს სამყაროს სწორ ემოციურ აღქმას, აღარ შეუძლია სწორად აზროვნება და არის რა ზნეობრივად განდგომილი, ვეღარ იცავს ზნეობას, თუმცა ასეთი ადამიანებისათვის ღიაა გზა სხვადასხვა თანამდებობისაკენ. საზოგადოებას, სადაც გარყვნილება არ არის განსჯილი, აღარ შეიძლება ეწოდოს ქრისტიანული. გარყვნილი ადამიანები აკეთებენ იმას, რის ხსენებასაც კი კრძალავდა მოციქული, როგორც კაცობრიობის სირცხვილისა. გარყვნილი ადამიანი თავს ართმევს უფლებას იყოს ეკლესიის წევრი და დაესწროს ღვთისმსახურებას, სანამ თავის ცოდვას გულწრფელად არ შეინანებს. ახლა კი გვარწმუნებენ, რომ ეს მხოლოდ “ახალი ფერებია” გრძნობების პალიტრაზე. ზოგი მხატვარი-ავანგარდისტი ირწმუნება, რომ ნეხვიც ახალი საღებავია, რომლითაც შეიძლება ფერწერული ტილოების შექმნა…

სექსუალური პათოლოგია არის მძიმე დაავადება, რომელსაც შეუძლია დაანგრიოს ერი და ხალხი გაანადგუროს. საქართველოს ყველაზე ცნობილი კრების – რუის-ურბნისის საეკლესიო კრების (XII) მამები ამხელდნენ რა სოდომის ცოდვას, წერდნენ, რომ ეს საზიზღარი გარყვნილება იყო, ჯერ სპარსეთის, შემდგომ ბიზანტიის დაცემის მთავარი მიზეზი. ახლა სოდომი და გომორა რეაბილიტაციის სტადიაშია მართლმადიდებლურ ქვეყნებში. საბერძნეთში, რომელიც მართლმადიდებლობის ერთ-ერთი ცენტრია, დგას შენობები თავხედური აბრით “სოდომი”. რაღაც ძალებს უნდათ გახრწნან ადამიანის სული და ის სოდომად აქციონ.

ღმერთმა, აღუთქვა აბრაამს, რომ შეიწყალებდა ბოროტმოქმედთა ქალაქს, თუ მასში თუნდაც ათ მართალს იპოვიდა, მაგრამ იქ ასეთი ადამიანები არ აღმოჩნდნენ. რა მოგვივა, ჩვენ, როცა ჩვენს შორის აღარ იქნება თუნდაც ათი მართალი, რომლებმაც თავი სიბილწისა და სულიერი ჭუჭყისაგან დაიმარხეს? – ამას მკვდარი ზღვა უტყვად მოწმობს.

სკვნილისათვის - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

    ქრისტიანი მაჯაზე ოქროს წნულს ატარებს,ზედ ობოლი მარგალიტივით - ეს ის მარგალიტია, რომლის გულისთვისაც სახარებისრულმა ვაჭარმა გაყიდა თავისი მამული და მეფის საგანძურზე ძვირფასი საუნჯე იყიდა: ეს ოქროს წნული სკვნილია.



წრე, სიმბოლურად მარადისობას აღნიშნავს. სკვნილის მეშვეობით ადამიანის სული სულიერ სამყაროს ეხება, სადაც დროს მარადისობა ცვლის. წრე უსასრულობის სიმბოლოა.



სკვნილი სულიერი გზის დასაწყისია, რომელსაც ბოლო არა აქვს - არ არსებობს კიდე და საზღვარი კაცის სულის ღმერთთან მიახლოებისთვის. სკვნილი ჩვენი მფარველი ანგელოზის უტყვი ხმაა - იგი აღვიძებს სულს, წარმავალი სოფლის სურათებში, თითქოს ავ სიზმრებში ჩაფლულს. სკვნილი უხმო ზანზალაკია, გარე სამყაროდან საკუთარ გულში რომ მოუხმობს ჩვენს გონებას - ისე, როგორც ეკლესიის ზარი უხმობს ადამიანებს ტაძარში. სკვნილი აფხიზლებს გონებას ყოფითი საქმეების მძიმე ძილისაგან.



სკვნილი ჩვენი გზამკვლელია მიწიდან ცისაკენ, გასაღებია, იესოს ლოცვისათვის გულის კარის გამღებელი; ჯაჭვია, სულიერ სამყაროსთან სულის დამაკავშირებელი; კიბეა, ზეციურ იერუსალიმში ამყვანებელი, სადაც ყოველი კვანძი ზევით მიმავალი საფეხურია.



სკვნილი განუყრელი, საყვარელი მეგობარია, რომელსაც სული ესაუბრება. ესაა სულის ყელსაბამი, სჯულიდან მადლამდე - ლოცვითი კანონიდან განუწყვეტელ ლოცვამდე გადებული ხიდი. სკვნილის ყოველი კვანძი სულიერ ყულაბაში ჩადებული პატიოსანი თვალია, საუკუნო ცხოვრებაში რომ გამოჩნდება; ესაა ოქრო, რომლითაც სული საზვერეებში თავის გამოსყიდვას შეძლებს. სკვნილის კვანძები ლოცვის ცრემლებია, მფარველი ანგელოზი რომ აღნუსხავს. სკვნილი ადამიანის იმედია, იმედი იმისა, რომ ღმერთია მასთან, თუნდაც ბედმა ქვეყნის დასალიერში გადააგდოს თოვლის ფანტელივით. სკვნილი სიხარულის განცდაა იმის გამო, რომ უფლის სახელი ასე ახლოსაა სულთან - უფრო ახლოს, ვიდრე სუნთქვა, თვალისჩინი და გულისძგერა. სკვნილის კვანძებზე თითების მოძრაობა სულის საიდუმლო სიმებზე ხემის შეხებას წააგავს.



იესოს ლოცვა ყველა ლოცვის საფუძველია, ამიტომ სკვნილი არის წიგნთა წიგნი, ესაა გალობა, ამა სოფლის გზაზე რომ მიგვაცილებს; გალობა, კაცის ძალთა განმაახლებელი. იესოს ლოცვა ის კვერთხია, შორეულ გზაზე მიმავალი რომ ებჯინება; მშობლიური სახლის ფანჯრებიდან გამომავალი სინათლეა, კაცის სული შორიდანვე რომ ხედავს; ესაა ბავშვობის სიწმინდე და მოხუცებულობის სიბრძნე. სკვნილი ჯოჯოხეთში ჩაგდებული თოკია, ცოდვილები რომ ებღაუჭებიან, რათა მოყვასის ლოცვით თავი დააღწიონ საუკუნო წყვდიადს. სკვნილი წინაპართა სიხარულია იმის გამო, რომ შთამომავლობაში გაუჩნდათ მლოცველი, მათი შველა რომ ძალუძს. სკვნილი იმედის სხივია, ქვესკნელს რომ ანათებს. სკვნილი საგვარეულო წყევლის დახსნა და მშობლების ლოცვა-კურთხევის გამრავლებაა. წმინდანთა ხელში სკვნილი ის ყულფი იყო, რომლითაც დემონებს აშთობდნენ; ის მათრახი, ეშმაკებს რომ განასხამდნენ. სკვნილის კვანძები კლდეებია, რომლებთაც შეხლაც მუსრავს ცოდვილ გულისსიტყვებს - ბაბილონის ყრმებს; სკვნილის კვანძები ზეციდან ადამიანის ხელში მოხვედრილი ვარსკვლავებია; სკვნილი მაშველი რგოლია, ცოდვის ჭაობში დანთქმულთათვის გადაგდებული; სკვნილის წრე ციხესიმაგრის კედლებია, რომელშიც ადამიანს საფრთხე არ ემუქრება. სკვნილი მონადირის მიერ დაგებული მახეა, რომელშიც ველური მხეცივით იხლართება ლოცვის მტერი - დემონი; ცეცხლოვანი რკალია, რომელზეც ვერ გადმოვა კაცის გარშემო ჩასაფრებული მგლების ხროვა; ბადეა, რომლითაც გონება ისე იჭერს გულისსიტყვებს, როგორც ჩიტებს - მეჩიტბადე.



სკვნილი სულიერი გზაა, რომელიც არასოდეს მთავრდება; ესაა გალობა, რომელიც არასდროს წყდება. სკვნილი ედემის ჩრაზული კარია, რომელიც კვლავ იღება ჩვენთვის იესო ქრისტეს სახელი კი - ცეცხლოვანი ისრები, სატანის განმგმირავი. სკვნილი სამოთხის ბაღში ამოზრდილი საოცარი, სურნელოვანი ყვავილია. ესაა გონენის ჩაფხუტი და გულის ფარი, ქრისტიანის მცველი სულიერ ბრძოლაში.



სკვნილის კვანძები ის თვალებია, რომლებითაც ადამიანი ზეცას ჭვრეტს, ანგელოზის თვალებია, კაცის გულში რომ იხედება. ესაა ედემს რგული ცხოვრების ხის რტო, უკვდავების მომნიჭებელი. სკვნილი ცეცხლოვანი მახვილის მპყრობელი ქერუბიმია, გულის კართან რომ დგას ბოროტ სულთაგან დამცველად. სკვნილი მამასისხლად ნაყიდი საუნჯეა: მას უნდა ვანაცვალოთ ყოველივე წარმავალი, რაც ამ სოფელში მოვიხვეჭთ, რათა უხრწნელი და საუკუნო საუნჯე მოვიგოთ. სკვნილი უროა, კაცის გულის მტკიცე გრანიტის დამანგრეველი; ელვაა, სულში ჩამოწოლილი ბნელი ღამის გამანათებელი, სასწაულმოქმედი თიხაა, ბრმების თვალის ამხელი.



სკვნილი სასოებაა ერთი ღმერთისადმი, კაცისადმი სასოების დამშრეტელი; ღრმა ჭაა, რომლის ფსკერზეც მადლის ცხოველი მდინარეები მოედინებიან; უხილავი ნაკადია, ჩვენი ვნებების ალის დამშრეტელი; სკვნილი ქნარის სიმები და ანგელოზთა გალობის ექოა; მკერდს ჩასახული, ახალი სულიერი გულია. სკვნილი ასფურცელა ძაფია, ურიცხვი ვარსკვლავით მოჭედილი ცის თაღივით რომ ბრუნავს; ესაა ხომლი, ამ ძაფის კვანძებთან თითბის შეხებისას რომ ინთება; ასსასანთლეა, ისე რომ ეგზნება იესო ქრისტეს სახელოთ, როგორც აბედი - კვესით. სკვნილი ძველი ასოებით ნაწერი წიგნია, მუდამ ახალს რომ გვიცხადებს.





სკვნილი მოსეს კვერთხია, გველად რომ იქცა ეგვიპტელ მოგვთაგან შექმნილი შხამიანი გველების - ამპარტავნებისა და ხორციელი ვნებების შთანსათქმელად; ის კვერთხია, ანკარა წყაროს წყლად - სულიერ ნუგეშისცემად რომ გარდაქმნის მერრანის მწარე წყალს - ამა სოფლის მწუხარებებს. სკვნილი სულის ყველა წყლულის მაკურნებელი მირონია.



სკვნილის კვანძები ხორბლის მარცვლებია, საუკუნო ცხოვრებაში თავთავებად რომ იქცევიან. სკვნილი სულიერი ბრძოლისათვის გამზადებული მახვილია, მებრძოლს რომ უპყრია. სკვნილი ფრთებია, გონების ზეცად ამყვანებელი: როგორც კი ლოცვა წყდება, სკვნილიც შეშდება და გონება მოკლული ჩიტივით ეცემა მიწაზე.



სკვნილი მხატვრის ფუნჯია, სულში ნათლის საღებავებით უფლის სახეს რომ ხატავს; სატეხია, გულისფიცარზე იესო ქრისტეს სახელს რომ კვეთს; ოქროს კალამია, სულის სიღრმეში უფლის მცნებებს რომ წერს. სკვნილი დანაა, მეხსიერებიდან ცოდვის ნალექს რომ ფხეკს.



სკვნილი სინას მთაა, სადაც ღმერთი კაცს ეჩვენა; შეუწველი მაყვალია, რომლის სიახლოვესაც ღმერთი თავის სახელს გვიცხადებს. სკვნილი ზეცის სარკმელი და გულის საიდუმლო სავანის კარია; ესაა სულის - ევას დუმილი, გველის მაცდური ჩურჩულის პასუხად, ესაა გონების - ადამის სიმტკიცე დაცემული სულის - ევას გრძნობათა ვნებიანი სიტყვების წინაშე. სკვნილი სულის მიერ მხეცის ტყავისაგან შეკერილი სამოსელის განძარცვა და უწინდელი ნათლის შესამოსლის შემოსვაა. სკვნილი მიწაზე დაკარგული ედემის გლოვა და ზეციური სამოთხის მოპოვების სიხარულია. სკვნილი ის სკივრია, უძვირფასეს საუნჯეს - იესო ქრისტეს სახელს რომ ინახავს. თუ სადმე მტრები გყავს, შენთან შერიგება რომ არ სურთ, სკვნილზე ლოცვა გაზაფხულის მზესავით გაალღობს მათ გულებს და მეგობრებად გიქცევს. თუ შენი სული უდაბნოსავით უნაყოფოა, სკვნილი წვიმის ნაკადად მოგევლინება და ქვიშასა და ქვებს შორის ყვავილებს აღმოაცენებს.



სკვნილი შინაგანი სენაკის კარზე დადებული ურდულია, შიგ ღამის ქურდებივით რომ არ შეიპარონ ამა სოფლის მომხიბლავი სახეები. სკვნილი თვალებზე ჩამოსაფარებელი ფარდაა, ბაგეზე დასადები კლიტეა, ესაა ბნელი წარსულის დავიწყება და ბუნდოვანი მომავლის უარყოფა. ესაა განთავისუფლება ვნებიანი მოგონებებისა და ხვალინდელი დღის მძიმე საზრუნავთაგან. სკვნილი საკუთარი თავისა და ყველა ახლობლის ღმერთისთვის მინდობაა. სკვნილი სულიერი გზაა იერიქონიდან იერუსალიმამდე - დაწყევლილი ქალაქიდან ღვთის ქალაქამდე. სკვნილი ხიდია, იორდანეს ორ ნაპირს შორის გადებული. ათასიდან მხოლოდ ერთია მასზე გამვლელი. სკვნილი თაბორის მთაზე გაბრწყინებული ნათლის ათინათია. ეს ის ენაა, რომელზეც სული ზეცის მკვიდრთ ესაუბრება, ესაა უხილავის ხილვა და დუმილის შესმენა.



სკვნილი გულის საიდუმლო მოღვაწეობაა, გულისა, რომელიც სულის საცხოვრისია. ესაა სასწორი, რომელზეც გონება ისე წონის თითოეულ სიტყვას, როგორც ოქრომჭედელი - ოქროს ნამცეცებს. სკვნილი ცოდვილისადმი თანაგრძნობა და დაცემულისთვის გაწვდილი ხელია. სკვნილი მაგრად შემოჭერილი ქამარია, მუცელს - ხორციელ ვნებებს რომ თოკავს. სკვნილი ის საუნჯეა, ადამიანს თან რომ მიაქვს სამარეში. ამ განძს ვერც ქურდები შეეცილებიან, ვერც საფლავის მძარცველები, ,,შეუხებელია ყოველთავე მპარავთაგან” (კიბე 25,30). ღვთისგან მიტოვებულობისა და მოწყინების დროს სკვნილზე ლოცვა უდაბნოზე გამავალ გზას ჰგავს, სადაც ცას, გეგონება, სპილენძი გადაკვრიაო, მიწა კი სახმილივით გავარვარებულა - ამ დროს გონება, აზრები უსიცოცხლო ფერფლს წააგავს და მხოლოდ ნება ჩგვძახის: ,,იარე, იარე, ნუ შეწყვეტ ლოცვასო”.



სკვნილი ამა სოფლის ხედვაა, მისი მომავალი, ფერნაცვალები სახით. სკვნილი მოსეს კვერთხია, რომელმაც განაპო ზღვა მეწამული: ხელში სკვნილით და ბაგეზე - ლოცვით ადამიანი, როგორც ქვაფენილით მოკირწყლულ გზაზე, ისე მიაბიჯებს ცხოვრების ზღვის ფსკერზე. სკვნილი სახარებაა, მუდამ ხელთ გვიპყრია: სკვნილზე მლოცველი ყოველ დროს და ყოველგან ღვთის სიტყვას კითხულობს.



სკვნილი ჩვენი სულიერი ერთობაა წმინდანებთან. სკვნილი ქარია, ღვთის სიყვარულის ცეცხლის გამღვივებელი; მიწისქვეშა წყლებია, სულიერ მცენარეთა ფესვების მასაზრდოებელი. სკვნილი სამი მოგვის საბოძვარია: გუნდრუკი დაუცხრომელი ლოცვაა, მური - ვნებების მოკვდინება, ოქრო კი - იესო ქრისტეს სახელი.



სკვნილი სულის გაქცევაა ამა სოფლის ძალმომრეობისა და ვნებებისგან, დასაღუპად განწირული სოდომიდან ლოთის გაქცევის მსგავსი. სკვნილი ძე შეცდომილის დაბრუნებაა თვის ზეციურ მამასთან.



სკვნილი ზეციური ფილოსოფიის სახელმძღვანელოა; მთელი ის სიბრძნე, რაც მსოფლიოს ყველა წიგნთსაცავს რვა ათასი წლის მანძილზე შეუქმნია, იესოს ლოცვის რვა სიტყვაშია ჩატეული. სკვნილი ხილულს უხილავად აქცევს, უხილავს კი - ხილულად. სკვნილი ის კიბეა, რომელსაც ერთდროულად ქვევითაც ჩავყავართ და ზევითაც მიგვიძღვის: ქვევით - გულის სიღრმეში, სადაც სული საკუთარ თავს ხვდება, ზევით კი - ზეცისკენ, საითაც სული, ისე, რომ გულში რჩება, ღმერთთან შესახვედრად მიიწევს. სკვნილი ღვთისადმი ადამიანის სიყვარულის საზომია.



სკვნილი შავი ვარდია, ეულ საფლავზე რომ ყვავის; იგი გულის სიკვდილის გარდაუვალობას ჩასჩურჩულებს და უჩვენებს, სად მთავრდება ამა სოფლის გზები. დილით სკვნილი სულს ეუბნება: ,,ცხონდი”; ,,შუადღისას - ,,იშრომე”, საღამოს - ,,შეინანე”, ღამე კი - ,,მღვიძარე იყავი”-ო. სკვნილის კვანძები ყვავილის ფურცლებია, თითის შეხებით რომ იშლებიან ერთმანეთის მიყოლებით; სკვნილი მათრახია ლომთა მომთვინიერებლის ხელში - ამ მათრახით ხელში კაცი ისე შედის გულში ვნებების დასათრგუნად, როგორც მწვრთნელი - მხეცი გალიაში. სკვნილი სალამურია, რომლის ხმაც ესმით ზეცაში ანგელოზებს და სამარეებში - მიცვალებულებს. სკვნილი ის ღრუბელია, ღირსთა ცრემლები და მოწამეთა სისხლი რომ შეუსრუტავს.



სკვნილი სოფლის უარყოფაა იმისთვის, ვინც სოფელზე მაღლაა. სკვნილი საფლავებიდან ამოსული ხმებია: ,,ნუ დაგვივიწყებ! გლახაკები ვართ, ცოცხალთა კართან პურის სათხოვნელად მომდგრები”. სკვნილი უცნობ მართალთა ღვაწლია, იმ მართალთა, რომელთა გამოც ჯერაც არ დანთქმულა ეს სოფელი. სკვნილი თითქოს ათონის სიმყუდროვით და ნაზარეთის ყვავილთა სურნელით სუნთქავს. სკვნილი ის კალამია, პატერიკებს რომ წერდა განმარტოებულ სენაკებსა და გამოქვაბულებში.



სკვნილი წასულ მეგობრებთან შეხვედრის სიხარული და მტრებთან დამყარებული მშვიდობაა. სკვნილი სხივია, რომლის შუქზეც ადამიანი საკუთარ სულში გამეფებულ ჯოჯოხეთს ხედავს. სკვნილი ყულაბაა, სიკვდილის ჟამს რომ გაიხსნება. სკვნილი ბრმათათვის თვალის ამხელი და ამპარტავანთა თვალის დამვსებია. სკვნილი გულის თვალი და სულის სმენაა. სკვნილი მარწუხებია, ანთებული ნაკვერცხალი - იესო ქრისტეს სახელი რომ უჭირავთ.



სკვნილი სინას მთის უხმო ქუხილს და კარმელის მთიდან მობერილ სიოს ინახავს. სკვნილი ისრაელის ორმოცწლიან გზას ჰგავს, ეგვიპტიდან აღთქმული მიწისკენ მიმავალს. სკვნილი ღვთისაგან დატევებულობის წყვდიადია, რომელშიც მოსე შევიდა, რათა ღვთაებრივი ნათელი ეხილა. სკვნილი სინას მთის შეუწველი მაყვლოვანია, ამ მაყვლოვანთან გამოუცხადა უფალმა წინასწარმეტყველს თავისი საიდუმლო სახელი.



სკვნილი სულიერი მარილია, სულის იარებს ლპობას რომ არ ანებებს. სკვნილი ის ძაფია, გონება რომ წინააღმდეგობებისა და ეჭვების ლაბირინთებიდან გამოჰყავს. სკვნილი წინამძღვარია, უკანასკნელ წინამძღვართა სიკვდილის შემდეგ რომ შემოგვრჩა; მასწავლებელია, როცა გარშემო მასწავლებლები შემოგვეცალნენ, წიგნია, როცა ყველა წიგნი წართმეული და დაკარგულია. სკვნილი ჩვენი გზამკვლევია ამა სოფლის წყვდიადსა და უგზოობაში.



თქვა უფალმან: ,,არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა” (მთ. 10,34) - ეს მახვილია ადამიანების განყოფა სულისკვეთების მიხედვით. თუკი შენი ძმა მტრად გექცევა და ზიზღით პირს იბრუნებს შენგან, როგორც საზოგადოებიდან მოკვეთილისგან, ძველი მეგობრები ისე გაქრებიან, თითქოს ქარმა აღგავა მტვერი მიწის პირიდანი, ნათესავები სახლის კარს მიგიხურავენ, მამა გეტყვის: ,,სჯობდა მკვდრადშობილი მენახე, ვიდრე მორწმუნედო”, დედა კი წამოგაძახებს: ,,ნუთუ ეს შეშლილი მე ვატარე მუცლითო”, - მაინც არ დარჩები მიტოვებული და მარტოსული, სკვნილი იქნება შენი წინამძღოლი და თანამგზავრი. ქვეყნის დასალიერზეც რომ გადაგაგდონ, იქაც სკვნილი გაპოვნინებს ახალ ძმებს და სულით ნათესავებს. ციხის ცივ იატაკზე განრთხმული სიკვდილს რომ ებრძოდე, სკვნილი მიიღებს შენს უკანასკნელ ამოსუნთქვას და სკვნილი შეაერთებს მას უფლის სახელთან.



წიგნიდან: ღმერთთან მიახლების საიდუმლო - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

თარგმნა რუსუდან ბუაჩიძემ

გამოსათხოვარი დღე.

30 აპრილი.
არქიმანდრიტი გიორგი ბასილაძე.

 
 

 
 



"დამიგდეთ ყური, ბაბუა, უყურეთ ღმერთსა, რა უყოს მტერსა!.."


"დამიგდეთ ყური, ბაბუა, უყურეთ ღმერთსა, რა უყოს მტერსა!.."
მასზე ლეგენდები დადიოდა. მან ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც პირჯვრის გადაწერაც კი დიდ ვაჟკაცობად ითვლებოდა, იტვირთა პილიგრიმობა და 37-ჯერ ჩამოვიდა ქუთაისიდან თბილისში ფეხით. "სადაც დამიღამდებოდა, იქ წამოვწვებოდი, ბაბუა, არ მეშინოდა არაფრის, არც ფული მქონდა და არც ვალი. დავდიოდი ასე და ვქადაგებდი უფლის სიტყვასო..."

მისი გამონათქვამები ხალხში ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა და მოწამეთაში, სადაც მამა გიორგი მოღვაწეობდა, არ ილეოდა მასთან მიმსვლელი არასდროს. რას აღარ სთხოვდნენ, გამოჯანმრთელებას, შეწევნას, გასაჭირიდან დახსნას თუ მათი სულებისთვის ლოცვას... ის ყველას ღირსეულად იღებდა და ისტუმრებდა. მისი ღირსების ხაზგასმული დასტური კი ის იყო, რომ თვით ავი განზრახვით მასთან მისული ადამიანებიც კი იმედცემულნი ბრუნდებოდნენ, სინანულით სავსენი, რომ ამ საოცარ მოძღვარს აქამდე არ იცნობდნენ...

მას გიორგი ერქვა, მამა გიორგი (ბასილაძე) ყველას იმედი და ჭირის მოზიარე, რომელმაც გასულ კვირას დაასრულა მიწიერი სიცოცხლე და ზეციურ საქართველოში მიეახლა სულკურთხეულ წინაპრებს, როგორც ღირსეული და ვალმოხდილი სულიერი მამა, აღსრულების შემდეგაც რომ არასოდეს მიატოვებს თავის შვილებს და სამშობლოს.
პირველად ამ ხუთიოდე წლის წინ გავიცანი მამა გიორგი. უცხოეთიდან გზავნილის მიტანა მთხოვეს მასთან და სახლში ვესტუმრე. დღესაც მახსოვს ის მღელვარება, როდესაც მისი სახლის კარი შევაღე სოფელ ჭოგნარში. იჯდა ღუმელთან, ლამპით მკრთალად განათებულ ოთახში, მაგრამ თავად ანათებდა კაცი(!). ძალაუნებურად დავიჩოქე და ხელზე მთხვევა დავაპირე. თვალები გადამიბრიალა: - ადექი ზეზე, რას კადრულობ, თუ იციო... მერე საოცრად თბილად გამიღიმა და მითხრა: - მოდი ქიზიყელო, თითო ჭიქა ავწიოთ და იმ საქართველოს სადღეგრძელო დავლიოთ, მე და შენ რომ გვინდაო...

მას შემდეგ, თითქმის არ ყოფილა შემთხვევა, ჭოგნარის გადასახვევთან ჩამევლო და მამა გიორგი არ მომენახულებინა. ის არასოდეს საუბრობდა მაღალფარდოვანი ტირადებით ანდა მეცნიერული ლექსიკით. ის მუდამ გესაუბრებოდა "შენს ენაზე", უბრალოდ და გასაგებად, მაგრამ იმავდროულად, აუცილებლად მიგქონდა განცდა, რომ ბრძენს ესაუბრებოდი. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, მისი საუბრის დეტალები გამხსენებია თვეების შემდეგ, ზუსტად იქ და იმ ვითარებაში, როდესაც დილემის წინაშე ვმდგარვარ და ერთადერთი სწორი გზა მომიძებნია მამა გიორგის მეშვეობით...

არასოდეს გამოგიშვებდა ისე, რომ არ გეტრაპეზა. თავად სულ ოდნავ მოიციცქნიდა მჭადს და მოსვამდა ღვინოს, შენ კი სამ ჭიქას აუცილებლად დაგალევინებდა. გათქმევინებდა უფლის სადიდებელს, დაგალოცინებდა დედაეკლესიას ჩვენი უწმინდესი პატრიარქის წინამძღოლობით და სამშობლოს სადღეგრძელოსაც შეგასმევდა. წამოსვლისას, აუცილებლად გამოგატანდა პურსა და ღვინოს. თითქოს ნაზიარები მოდიოდი მისგან, განწმენდილი და იმედით სავსე...

მის სასწაულებზე ბევრი ლაპარაკობს. თავად არ უყვარდა ამაზე საუბარი, თუმცა თავადაც არაერთხელ შევსწრებივარ და საკუთარ თავზე გამომიცდია მამა გიორგის მადლი. ერთხელ სტუდია "გუთანის" ბიჭები ზუგდიდში მივდიოდით ჩვენი ფილმის პრეზენტაციაზე. გზად შევუარეთ მამა გიორგის. თავის სენაკში გვიხმო, საწოლში იწვა. ჩამოვსხედით და ჩვეულებისამებრ დაგვმოძღვრა. საუბარი ისეთი იცოდა, ვერ მოსწყდებოდი ვერაფრით. საათზე რომ დავიწყეთ ყურება, გვითხრა: - ვიცი, ბაბუა, ზუგდიდში მიდიხართ, მარა მეიცადეთ პატარა ხანს, სად გეჩქარებათ, გზაზე შეფერხება გელით და ჩემთან საუბარი არ გირჩევნიათო?..

მაინც არ დავიშალეთ, დავემშვიდობეთ და ფეხი ავიჩქარეთ, მაგრამ სად წახვალ, არ იქოქება მანამდე იდეალურად მომუშავე მანქანა. გამობრძანდა მამა გიორგი ჭიშკარში, გადმოგვხედა და ღიმილით გვკითხა: - რაო ბაბუა, არ იქოქება ეგ მანქანა ხომ?.. რომ გამეიქეცით, რავა, არ იცოდით, რომ არ გაგიშვებდით უპურ-მარილოდო?.. დაუძახა ბავშვებს, მოარბენინეს ხელად ღვინო და პური, ჩაგვიწყეს საბარგულში. გაგვაფრთხილა: - სანამ სახლში არ ჩახვალთ, არ დალიოთ ეს ღვინოო, მერე გადაგვსახა ჯვარი და დაიქოქა მანქანაც(!)... ვიდრე დავიძვრებოდით, მაინც გვითხრა ღიმილით: - გაჩერებულიყავით კიდევ პატარა ხანს, მაინც ნელა მოგიწევთ სიარულიო და მშვიდობის გზა გვისურვა. ისე აგიხდათ ყველაფერი, როგორც მისი ნათქვამი აგვიხდა გზაზეც და ღვინოზეც. ჯერ იყო და ქუთაისის გზაზე რაღაც ველორბოლა ტარდებოდა და მათ ვდიეთ კუს ნაბიჯებით, მერე კი უკვე ზუგდიდიდან მობრუნებულებმა, რიკოთზე წახემსება და მამა გიორგის ღვინის დაჭაშნიკება მოვინდომეთ, მაგრამ ვაი, ამისთანა დაჭაშნიკებას, ისეთი ძმარი აღმოჩნდა, ყვავს დააჩხავლებდა. ჩავასხით უკანვე და გავაგრძელეთ გზა. სახლში მისულებმა ხელახლა გავსინჯეთ ის ღვინო და დიდება შენდა უფალო, რა ძმარი, რის ძმარი, ნაღდი ღვინო არ დაგვხვდა(!)..

კიდევ არაერთი მსგავსი შემთხვევა შეგვიძლია გავიხსენოთ, თუმცა ახლა ყველაზე მეტად მამა გიორგის საოცარი სიტყვები მახსენდება საქართველოზე, რომელმაც სწორედ მაშინ აავსო ჩვენი გულები იმედითა და სიყვარულით, როდესაც თითქმის აღარ ჩანდა ხსნა: -
დამიგდეთ ყური, ბაბუა! საქართველოს გადარჩენისა და გაერთიანების გასაღებს ტყუილად დაეძებს ბევრი ამერიკაში და ბევრიც რუსეთში, ეს გასაღები აქვეა, საქართველოში და თითოეულ ქართველში... ჩვენ საზეპურო ერი ვართ, საქართველო ქრისტეს ქვეყანაა და ქრისტე არ დათმობს მას. ღმერთი მსოფლიოს დაანახებს ქართველების ნამდვილ სახეს და ეს მალე იქნება. საქართველო წმინდანთა სამჭედლოა, ბაბუა და ჩვენ დამხობა არ გვიწერია... საქართველო ყველა დაკარგულ მიწა-წყალს დაიბრუნებს, დაიმახსოვრეთ ეს! უყურეთ ღმერთსა, რა უყოს მტერსა!..

 ზვიად სეხნიაშვილი.

http://www.kvirispalitra.ge/martlmadidebluri/16895-qdamigdeth-yuri-babua-uyureth-ghmerthsa-ra-uyos-mtersaq.html