ღმერთი

ღმერთი

вторник, 1 апреля 2014 г.

პირველი აპრილის სიცრუის დღედ დადგინება - ქრისტეს აღდგომის უარყოფის ნიშანი!

დღეს პირველი აპრილია... პირველი აპრილის სიცრუის დღედ დადგინება - ქრისტეს აღდგომის უარყოფის ნიშანი! ტყუილი ბოროტმა სულმა - ეშმაკმა დაჰბადა ამქვეყნად, როცა პირველი ადამიანები აცთუნა, მოტყუებით დაარღვევინა საღმრთო მცნება და ამით ცოდვასა და სიკვდილს დაუქვემდებარა. მას შემდეგ სატანა უმთავრესად სულ ტყუილით მოქმედებს - აცთუნებს ადამიანს, ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილ გონიერ არსებას და ამ გზით სურს მისი დაღუპვა.

ადამიანებიც, მოშორებულნი ღმერთს, მისმიერ სიმართლეს, ხშირად ატყუებენ ერთმანეთს და ამით დაღუპვის გზას ადგებიან. ერთი სიტყვით, ტყუილზე უფრო საზიზღარი რამ არ მოუგონია ეშმაკს. რა თქმა უნდა, ტყუილიც არის და ტყუილიც (ისევე, როგორც ცოდვებშიც არის გარჩევა - უნებლიე, უმნიშვნელო ცოდვასთან ერთად, არსებობს მომაკვდინებელი ცოდვებიც!): შეიძლება გამოტირებულ ბავშვს ეცრუო, ხუთ წუთში დავბრუნდებიო და რამდენიმე დღით შენს საქმეზე წახვიდე და შენი უსაზღვროდ მოყვარული ადამიანი ტყუილით სამუდამოდ გააწბილო. მაგრამ ტყუილის არსი მაინც ყოველთვის ბოროტია და შედეგებიც ასეთივე ექნება, რამეთუ მაშინაც კი, როცა ბავშვს რაღაცას ვატყუებთ, თითქოსდა უწყინრად და უმტკივნეულოდ, მის სულში ფუჭი ოცნებისა და ამაო იმედების ბოროტ მარცვალს ვთესავთ, რაც ადრე თუ გვიან უსათუოდ იჩენს თავს მის ცხოვრებაში... მოკლედ რომ ვთქვათ, ყველანაირი ტყუილი ცუდია და დასაგმობია!..

მაგრამ არსებობს ჩვენს სინამდვილეში კიდევ ერთი, თითქოსდა ყველასთვის უწყინარი, სახუმარო და ლამის აუცილებელი ტყუილი, რომელიც ბავშვობიდანვე ჩაგვინერგეს. ეს არის საპირველაპრილო ტყუილი: დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია! ამ დღეს ზოგჯერ სერიოზული გაზეთები და სხვა საინფორმაციო საშუალებებიც კი მთელს ცივილიზებულ მსოფლიოში აქვეყნებენ „უწყინარ“ ტყუილებს როგორც სრულ სიმართლეს. ისე რომ, ზოგჯერ საქმე კურიოზებამდეც მიდის და ოფიციალური ორგანოებიც კი ეგებიან საპირველაპრილო ტყუილის ანკესზე და ბრიყვდებიან!

ამ უცნაურ ტყუილებს ჩვენშიც ბევრი ამბობს და, ამასთან, წარმოდგენაც არა აქვს, თუ საიდან იღებს დასაბამს იგი და რა მკრეხელობის თანამონაწილე ხდება ყველა, ვინც ასე იქცევა!

დიახ, ეს „უწყინარი“ ჩვეულება - საპირველაპრილო ტყუილი ღმერთის უარყოფიდან და გმობიდან იღებს სათავეს!

როგორც მოგეხსენებათ, გაზაფხული და, განსაკუთრებით აპრილის თვე, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის დროა. საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანთა ეს უნათლესი დღესასწაულთა დღესასწაული, რომელიც გარდამავალია, ანუ მოძრავია, უმეტესწილად სწორედ აპრილის თვეზე მოდიოდა. არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე სწორედ პირველ აპრილს აღდგა მკვდრეთით. ისიც ყველამ კარგად ვიცით, თუ რა საზიზღარი ტყუილი მოიგონეს მაშინ უფლის ჯვარმცმელმა და უარმყოფელმა ფარისევლებმა - იესო ნაზარეველის სხეული ღამით ფარულად მოიპარეს მისმა მოწაფეებმა და ახლა გაიძახიან მკვდრეთით აღდგაო! - აი, სწორედ ამ ყოვლადმკრეხელურმა სიცრუემ დაუდო დასაბამი საპირველაპრილო ტყუილებს, რადგან ვინც ეს ჩვეულება მოიგონა და დაამკვიდრა, მისთვის ქრისტეს აღდგომაც ტყუილია, ღმერთის ამქვეყნად ხორციელი შობაც და მისი ყოვლადმხსნელი საზოგადო მსახურებაც! ამიტომ ქრისტეს მოწინააღმდეგენი აღდგომის წმიდა თვესაც - აპრილსაც, მისი პირველივე დღის საგანგებო გამასხარავებითა და აბუჩად აგდებით შეურაცხყოფენ და დააკნინებენ ტყუილის - ღმერთისთვის ამ უსაძაგლესი მოვლენის გავრცელებით!


„ქართული გაზეთი“ №1, 1997 წ


orthodoxy.ge




წმ. მამა გაბრიელის წმ. ნაწილები სამებიდან სამთავროს მონასტერში გადააბრძანეს

  წმ. მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძრიდან სამთავროს დედათა მონასტერში გადააბრძანეს, სადაც ის მოღვაწეობდა.

ადგილზე სასულიერო პირები და მომლოცველები იმყოფებიან.

შეგახსენებთ, წმინდანის საფლავი 22 თებერვალს გახსნეს. ღირსი მამის ნეშტი სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების ტაძარში გადაასვენეს, სადაც სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. ამის შემდეგ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამთავროს ფერიცვალების ტაძრიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც მოგვიანებით უწმინდესი მიბრძანდა, რომელმაც წმინდა ნაწილები მოილოცა. სიწმინდის მოლოცვის საშუალება სვეტიცხოველში მრევლსაც ჰქონდა.

მამა გაბრიელის ნეშტი სამებაში 24 თებერვლიდან იყო დასვენებული და ამ დროის განმავლობაში ყველა მსურველს წმინდა ნაწილების მოლოცვის საშულება ჰქონდა.

საპატრიარქოს ცნობით, წმინდანის ნაწილებს სამების ტაძარში დღე-ღამეში 70 ათასამდე ადამიანი მოილოცავდა.






მიტროპოლიტი ანდრია: მართლმადიდებელ ეკლესიათა შეკრებაზე ქორწინების საკითხიც განიხილება

01 აპრილი, 2014.

ექვსიდან ცხრა მარტამდე კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოში მართმადიდებლური ეკლესიების წინამძღოლების შეკრება მოეწყო, სადაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე საქართველოს ეკლესიის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. 2016 წლისათვის მართლმადიდებელ ეკლესიათა დიდი შეკრებაა დაგეგმილია, რომლის მიზანია, საერთაშორისო საზოგადოებას მართლმადიდებელთა ერთობა აჩვენოს. აღნიშნული კრება მოწვეული იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დღის წესრიგში გამოტანილი ყველა საკითხი განიხილება და სრული კონსენსუსის საფუძველზე გადაწყდება. პატრიარქის თქმით, თუ ყველა თემა არ იქნება შეტანილი მომავალი კრების განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში, საქართველოს ეკლესიას მასში მონაწილეობის მიღება გაუჭირდება.


„ამბიონთან" ინტერვიუში გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია აცხადებს, რომ ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ქორწინების საკითხიც იქნება.


„ქორწინებასთან დაკავშირებით საუბარია იმის შესახებ, რომ თანამედროვე სამყაროში მართლმადიდებელი ადამიანის არამართლმადიდებელზე შეუღლება ხდება. შესაძლოა ქრისტიანი იყოს, მაგრამ არამართლმადიდებელი, ან არაქრისტიანი. განსახილველია, თუ რა პოზიცია უნდა დაიკავოს ამ შემთხვევაში ეკლესიამ სჯულის კანონის მიხედვით. საქართველოს ეკლესია, და არა მარტო საქართველოს ეკლესია, ამ ტრადიციას იცავს - ჯვრისწერა უცხო აღმსარებლობის ადამიანთან არ ხდება. ზოგიერთი ეკლესიის შეხედულებით, რომლებიც ძირითადად XVII, XVIII, XIX საუკუნეებში ჩამოყალიბდა, ჯვრისწერა შეიძლება შედგეს მართლმადიდებელსა და არამართლმადიდებელს შორის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ყველა ეკლესია იმ ტრადიციას მისდევს, რომელიც მისთვის მისაღებია და თავის ტრადიციას მეორე ეკლესიას არ ახვევს, თან ანგარიშს უწევს არსებულ მდგომარეობასაც. არის ეკლესიები, რომლებიც სრულებით უცხო გარემოში არსებობენ. მაგალითად, ანტიოქიის ეკლესია, პოლონეთისა და ჩეხეთის ეკლესიები და სხვა. ამიტომ, მათ თავიანთ ადგილობრივი ტრადიციები გააჩნიათ. სწორედ ასეთ საკითხებზეა საუბარი", - განაცხადა მიტროპოლიტმა.

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


http://reportiori.ge/?menuid=7&id=21832



Fox News: ”პუტინი საქართველოსა და სომხეთში შეჭრას განიხილავს, რათა რუსეთ-ირანს შორის გასასვლელი შექმნას”

01-04-2014
”ვლადიმერ პუტინი საქართველოსა და სომხეთში შეჭრას განიხილავს, რათა რუსეთ-ირანს შორის გასასვლელი შექმნას.” - ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის დაზვერვის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკ როჯერსმა Fox News-სთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღმოსავლეთ უკრაინის საზღვართან განთავსებული ათობით ათასი რუსი სამხედროს გარდა, რუსეთი შეიარაღებული ძალების მობილიზებას ახდენს საქართველოს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის რეგიონში.

"მათ გადააქვთ თავიანთი ტექნიკის ყველაზე საუკეთესო ნაწილი სამხრეთ ოსეთში. ამისთვის არანაირი მიზეზი არ არსებობს. რეალურად საქართველოს არმია არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს. ეს ნამდვილად შემაშფოთებელია", - განაცხადა მაიკ როჯერსმა.
ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთისგან გასაკვირი არ იქნება ირანთან მჭიდრო ურთიერთობებისდა სავაჭრო მარშრუტის ძიება.

"ორივე ქვეყანა, მართალია სხვადასხვა ხარისხით, მაგრამ შეზღუდულია საერთაშორისო სანქციებით, რომელიც მალე შეავიწროებს რუსეთს ყირიმში შეჭრის გამო", - ნათქვამია The Financial Times-ის სტატიაში.

Fox News-თან საუბრისას მაიკ როჯერსმა ასევე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უკან დახევას არ აპირებს. მისივე თქმით, უკრაინის საზღვრებთან მდგომ რუსეთის ჯარებს ყველაფერი აქვთ იმისთვის, რომ უკრაინაში შეიჭრნენ, თუ ამას გადაწყვეტენ.

"უკრაინის საზღვრებთან ჩვენ ათობით ათას სამხედროს ვხედავთ და საუბარია არა მხოლოდ მათ რიცხოვნობაზე, არამედ მათ დანიშნულებასა და კონფიგურაციაზე. რამდენი სამხედრო ერთეულია განთავსებული საზღვარზე და რისი შესაძლებლობა აქვთ მათ. აღმოსავლეთ საზღვარზე მათ დღეისთვის ყველაფერი გააჩნიათ, რათა უკრაინის ტერიტორიაზე შევიდნენ, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - ციტირებს ამერიკული გამოცემა მაიკ როჯერსის სიტყვებს.


http://www.kvirispalitra.ge/politic/21184-fox-news-putini-saqarthvelosa-da-somkhethshi-shetcras-ganikhilavs-ratha-ruseth-irans-shoris-gasasvleli-sheqmnas.html


ვიდრე ხარ...

ვიდრე ხარ… ვიდრე გათოვს და გაწვიმს,
არ წარიკვეთო არასდროს სასო,
ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი,
ხან ოცდაათი _ ერთ ვერცხლად ფასობს.

მაგრამ იმედი, ეს უფლის ჩიტი,
კვლავ ისეთია, როგორიც იყო,
კვლავ ჭრელი კაბა აცვია ჩითის
და თხილისხელა გულს ყველას გვიყოფს.

არ ჩაიქნიო არასდროს ხელი,
ვიდრე ხარ… ვიდრე ხედავ და გესმის…
ძველს ცვლის ახალი, ახალს კი _ძველი
და ქვის მსროლელი ყვავილსაც გესვრის.

ხან ბროლის კოშკზე შემოგსვამს ბედი,
ხან გაბზრიალებს, ვით შოლტი ჩიკორს,
მაგრამ ღიმილი და ცრემლის წვეთი
კვლავ იგივეა, რაც ადრე იყო.



ოთარ ჭილაძე





დღეს ფრინველების საერთაშორისო დღე აღინიშნება

დღეს ფრინველების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს ეკოლოგიური დღესასწაული 1906 წლის 1-ელ აპრილს ფრინველების დაცვის საერთაშორისო კონვენციის ხელმოწერას უკავშირდება. ფრინველების დღე ამ კონვენციის იუბილეს გარდა, გამოზამთრებული ფრთოსნების თბილი ქვეყნებიდან დაბრუნებასაც ემთხვევა.



http://reportiori.ge/?menuid=67&id=21789

მატყუარას, ფლიდს და ორპირს ნუ გაიხდი თანამგზავრად..

მოხუცის დარიგება


მატყუარას, ფლიდს და ორპირს
ნუ გაიხდი თანამგზავრად,
თორემ ბოლოს დაინანებ
და ჩაგყვება გულში ჯავრად.

ვიდრე სიტყვას წარმოთქვამდე,
გაცხრილე და თქვი შერჩევით,
ამით ტყუილს განირიდებ
და სიმართლეს შეეჩვევი!

და თუ რამეს დააშავებ,
თამამად თქვი: „მე ვიყავი!“
სხვას ნუ ერჩი...დამნაშავედ
აღიარე შენი თავი!

ტყუილ მოწმედ არვის გაჰყვე,
ქედი არსად დაიხარო;
ტყუილის თქმას გირჩევნია
გულში ტყვია დაიხალო!

ჩემო ბალღო, ჩემო შვილო,
ჩემო ნორჩო მეგობარო,
გთხოვ, მოხუცის დარიგება
ანდერძივით მიიბარო!


იოსებ გრიშაშვილი 




ჭირვეული მოხუცი.

ეს ამბავი არის ერთ ჩვეულებრივ მოხუცზე, რომელმაც თავისი სიცოცხლის ბოლო წლები მოხუცთა თავშესაფარში გაატარა. ძალიან ხშირია შემთხვევები როცა მოხუცებს უდიერად ექცევიან, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მათ იგივე გრძნობები არ გააჩნიათ, რაც სხვებს. პირიქით გამიგონია მოხუცები ბავშვებით გულჩვილები ხდებიანო. ეს ლექსიც ვფიქრობ ამის კარგი დამამტკიცებელია. ლექსი მოხუცის გარდაცვალების შემდეგ მისი ოთახის დალაგების დროს ექთნებმა იპოვნეს, გთავაზობთ მის ორიგინალს და ქართულ თარგმანს.



ჭირვეული მოხუცი

შენ რას ხედავ ექთანო?... შენ რას ხედავ?
შენ რას ფიქრობ... როცა მე მიყურებ?
ჭირვეული მოხუცი, .....სულელი,
გაუგებარი ცხოვრებით.... გამქრალი მზერით?
რომელიც საჭმელს აწვეთებს?
როცა ყვირი „მიდი სცადე!“
შენ კი გგონია, რომ ის ვერ ამჩნევს, შენ რას აკეთებ.
მუდმივად კარგავს.... წინდებს ან ფეხსაცმელს?
არაფერს გაძალებს, მაგრამ უფლებამოსილი ხარ გაუკეთო მას რასაც ისურვებ,
დღის შესავსებათ....მხოლოდ ბანაობა და ჭამა?
ესაა, შენ რასაც ფირქობ? შენ რასაც ხედავ?
გაახილე თვალები ექთანო. შენ მე არ მიყურებ.
გეტყვი ვინ ვარ მე...ჯერ კიდევ აქ ვზივარ,
ვემორჩილები თქვენს განრიგს, ....ვიკვებები თქვენი სურვილით.
მე ჯერ კიდევ ის პატარა 9 წლის ბიჭუნა ვარ, დედასთან და მამასთან რომ ცხოვრობს,
ძმებთან და დებთან ..... ვისაც ერთმანეთი გვიყვარს.
ახალგაზრდა 16 წლის ყმაწვილი, ...ფეხებზე ფრთებით
მეოცნებე დღე-დღეზე შეხვდეს მთელი ცხოვრების სიყვარულს.
საქმრო, რომელსაც მალე 20 წელი შეუსრულდება და რომელსაც გული ამოვარდნაზე აქვს,
ახსოვს ფიცი, რომლის ასრულებასაც შეჰპირდა.
ახლა კი მე 25 წლის ვარ... მყავს ჩემი პატარა შვილი.
რომელიც საჭიროებს ჩემს დარიგებას, ... დაცულ ბედნიერ სახლს.
30 წლის მამაკაცი ..... ჩემი შვილი სწრაფად გაიზარდა,
უწყვეტი კავშირით ვართ შეკრულნი.
40 წლისას ჩემი ბიჭები გაიზარდნენ და დატოვეს სახლი.
მაგრამ ჩემი მეუღლე ჩემს გვერდითაა ...არ მაძლევს დამწუხრების უფლებას.
და უკვე 50 წლისას კვლავ პატარები თამაშობენ ჩემს ფეხებთან,
კვლავ ბავშვებთან ვართ, ... მე და ჩემი სიყვარული.
სიბნელე დაეშვა ... ჩემი მეუღლე გარდაიცვალა.
ვიყურები მომავალში და შიშით ვრთი.
ახლა ვცხოვრობ ჩემი შვილებისთვის და მათი შვილებისთვის.
მე ვფიქრობ წლებზე...სიყვარულზე, რომელიც მე მქონდა,
უკვე მოხუცი ვარ...ცხოვრება მწარეა.
სიბერე დაგვცინის, გვაიძულებს სულელურად გამოვიყურებოდეთ.
სხეული ნამცეცდება...მოხდენილობა და მხნეობა ქრება.
იქ, სადაც ერთ დროს გული მქონდა, ქვა არის.
მაგრამ ამ მოხუცი ჩონჩხის შიგნით ჯერ კიდევ ახალგაზრდა ცოცხლობს.
ჩემი გული ისევ და ისევ ფეთქავს
მახსოვს ჩემი სიხარული...მახსოვს ყველა ტკივილი.
მე ისევ მიყვარს და ისევ ვცოცხლობ...ამ ცხოვრებაში როგორც წინათ.
ვფიქრობ წლებზე, რომლებიც ასე ცოტა იყო და რომელიც ასე სწრაფად გაფრინდა.
ვეთანხმები ჯიუტ ფრაზას არაფერია მუდმივი.
ადამიანებო გაახილეთ თვალები! გაახილეთ და შეხედეთ.
ჭირვეული მოხუცი კი არა! შემხედეთ ყურადღებით და დამინახავთ მე!!


(ორიგინალი)

Cranky Old Man
What do you see nurses? ..... .What do you see?
What are you thinking ... when you're looking at me?
A cranky old man, ..... .not very wise,
Uncertain of habit ... ... ... . with faraway eyes?
Who dribbles his food ... ..... and makes no reply.
When you say in a loud voice . .'I do wish you'd try!'
Who seems not to notice . . .the things that you do.
And forever is losing ... ... ... A sock or shoe?
Who, resisting or not ... ... lets you do as you will,
With bathing and feeding ... .The long day to fill?
Is that what you're thinking?. .Is that what you see?
Then open your eyes, nurse. . you're not looking at me.
I'll tell you who I am ... . .. As I sit here so still,
As I do at your bidding, ..... as I eat at your will.
I'm a small child of Ten . .with a father and mother,
Brothers and sisters ... ... . who love one another
A young boy of Sixteen ... .. with wings on his feet
Dreaming that soon now . . .... a lover he'll meet.
A groom soon at Twenty ... ..my heart gives a leap.
Remembering, the vows ... . .that I promised to keep.
At Twenty-Five, now ... . .I have young of my own.
Who need me to guide ... And a secure happy home.
A man of Thirty ... ... . My young now grown fast,
Bound to each other . . .. With ties that should last.
At Forty, my young sons .. .have grown and are gone,
But my woman is beside me . . to see I don't mourn.
At Fifty, once more, ... . .Babies play 'round my knee,
Again, we know children ... . My loved one and me.
Dark days are upon me ... . My wife is now dead.
I look at the future ... ... . I shudder with dread.
For my young are all rearing .... young of their own.
And I think of the years ... And the love that I've known.
I'm now an old man ... ... .. and nature is cruel.
It's jest to make old age ... ... . look like a fool.
The body, it crumbles . . .. . grace and vigour, depart.
There is now a stone ... where I once had a heart.
But inside this old carcass . A young man still dwells,
And now and again ..... my battered heart swells
I remember the joys ... ... . I remember the pain.
And I'm loving and living ... ... . life over again.
I think of the years, all too few . . .. gone too fast.
And accept the stark fact ... that nothing can last.
So open your eyes, people ... ... ... open and see.
Not a cranky old man. . .
Look closer... . see..... ME!!

intermedia.ge



Французские активисты расскажут о защите традиционных ценностей в Европе


В четверг, 3 апреля в 15:00, в ИТАР-ТАСС состоится пресс-конференция французских церковных и общественных деятелей, выступающих в защиту жизни и традиционных семейных ценностей. Французская делегация посещает Москву по приглашению Отдела внешних церковных связей Московского Патриархата и при участии Представительства Русской Православной Церкви при Совете Европы.

Среди членов делегации – епископ Байонны и Олорона Марк Айэ, активно выступающий против абортов и в защиту традиционной семьи как во Франции, так и за ее пределами; директор Европейского центра закона и справедливости Грегор Пюпанк; генеральный директор ставящего своей основной целью борьбу против абортов и эвтаназии Фонда «Жером Лежен» Тьерри де ла Вилльжегю; директор редакции многотиражного католического еженедельника «Христианская семья» Эмерик Пурбэ; уполномоченный епархии Байонны и Олорона по делам семьи Гийом Алансон; генеральный секретарь собиравшей во Франции многотысячные митинги против однополых браков организации «Aliance Vita» Каролина Ру.

В ходе визита участники делегации планируют встретиться с председателем Отдела внешних церковных связей митрополитом Волоколамским Иларионом, председателем Патриаршей комиссии по вопросам семьи, защиты материнства и детства протоиереем Димитрием Смирновым, с православной общественностью, а также посетить Сретенский монастырь и семинарию. В программу пребывания делегации в Москве также включено участие в заседании Межрелигиозного совета России. Кроме того, ожидаются встречи в Совете Федерации, Государственной Думе, Министерстве труда и социальной защиты.

К участию в пресс-конференции приглашены:
- епископ Байонны и Олорона Марк Айэ,
- директор Европейского центра закона и справедливости (г.Страсбург) Грегор Пюпанк,
- директор редакции многотиражного католического еженедельника «Христианская семья» Эмерик Пурбэ,
- представитель Московского Патриархата в г. Страсбург игумен Филипп (Рябых).
Вход на пресс-конференцию представителей российских и зарубежных средств массовой информации, теле- и радиокомпаний — по предварительной аккредитации.


1 апреля 2014 года


http://www.pravoslavie.ru/news/69641.htm


В Германии демонстрации христиан подверглись нападению содомитов

Жертвами нападения стали родители, выступившие против нового учебного плана сексуального воспитания


БЕРЛИН. Христианские родители, которые выступили против нового учебного плана сексуального воспитания в Германии, подверглись нападению активистов гомосексуальных организаций, согласно сообщению Observatory on Intolerance and Discrimination against Christians, которая осуществляет мониторинг антихристианских инцидентов в Европе.

На родителей плевали, забрасывали их яйцами и пакетами с экскрементами или краской, передают очевидцы происшедшего.

«Кабели громкоговорителей были разорваны. Вырванный из Библии страницы использовались для подтирания, после чего их скомканными бросали в родителей», — сообщили жертвы нападения содомитов.

Сходные инциденты имели место в Баден-Вюртемберге и Кёльне.


Cедмица.RU


სიბრძნე ზირაქისა. თავი მეშვიდე

1. ნუ ჩაიდენ ბოროტებას და არც შენ გეწევა ბოროტი.

2. განუდექი უსამართლოს და ისიც მიიქცევა შენგან.

3. შვილო, ნუ თესავ უსამართლობის კვლებში და არ მოიმკი მას შვიდწილად.

4. ნუ ითხოვ უფლისაგან ხელმწიფებას და ნურც მეფისაგან საპატიო ადგილს.

5. თავს ნუ იმართლებ უფლის წინაშე და წინაშე მეფისა ნუ ბრძენობ.

6. ნუ ცდილობ, მსაჯული გახდე, ვინძლო არ გამოჩნდეს შენი უძლურება უსამართლობის მოსპობაში, რომ მიკერძოება არ გამოიჩინო ძლიერის მიმართ და შენს სიწრფელეს ჩრდილი არ დაადგეს.

7. ნუ სცოდავ მოქალაქეთა წინაშე და ბრბოში თავს ნუ დაიმცირებ.

8. ორჯერ ნუ ჩაიდენ ცოდვას, რადგან ერთის გამოც ვერ გადარჩები დაუსჯელი.

9. ნუ იტყვი, მოხედავს იგი ჩემი ძღვენის სიმრავლეს და, როცა მაღალ ღმერთს მივართმევ, შეიწირავსო.

10. სულმოკლე ნუ იქნები შენი ვედრებისას და მოწყალების გაცემას ნუ უგულებელყოფ.

11. ნუ დასცინი კაცს, სულგამწარებულს, რადგან არსებობს ის - დამამდაბლებელი და აღმაზევებელი.

12. ნუ თესავ ტყუილს შენს ძმაზე და ნურც მეგობარს მოექცევი ასე.

13. ნურასოდეს შეთხზავ სიცრუეს, რადგან მისი გახშირება სიკეთეს არ მოგიტანს.

14. ნუ მრავალსიტყვაობ მოხუცთა საკრებულოში და ნუ გაიმეორებ სიტყვას ვედრების დროს.

15. ნუ შეიძულებ მძიმე სამუშაოს და მიწისმუშაკობას, რომელიც უზენაესისგან არის დაწესებული.

16. თავს ნუ ჩაირიცხავ ცოდვილთა კრებულში; გახსოვდეს, რისხვა არ დააყოვნებს.

17. ძლიერად მოთრგუნე შენი სული, რადგან ცეცხლი და მატლია ურჯულოთა სასჯელი.

18. ნუ გაცვლი მეგობარს ფულზე, ნურც ღვიძლ ძმას - ოფირის ოქროზე.

19. ნუ მიატოვებ ცოლს, ჭკვიანს და კეთილს, რადგან მისი მადლი ოქროზე მეტია.

20. ბოროტს ნუ უყოფ მსახურს, ბეჯითად მშრომელს, ნურც მოჯამაგირეს, შენთვის თავდადებულს.

21. გონიერი მსახური შეიყვაროს შენმა სულმა და ნუ დაუჭერ მას თავისუფლებას.

22. გყავს საქონელი? მიხედე მას; თუ გჭირდება, შენთვის დაიტოვე.

23. გყავს შვილები? ასწავლე მათ და ყრმობიდანვე მოახრევინე ქედი.

24. გყავს ასულნი? იზრუნე მათ სხეულზე და მათ წინაშე პირმხიარული ნუ იქნები.

25. ასული გაათხოვე და დიდ საქმეს აღასრულებ; გონიერ კაცს მიეცი იგი.

26. გყავს ცოლი სასურველი? ნუ გაუშვებ მას და საძულველს ნუ მიენდობი.

27. მთელი გულით განადიდე მამაშენი და ნუ დაივიწყებ დედაშენის ტკივილებს.

28. გახსოვდეს, რომ მათგან დაიბადე; რას მისცემ მათ ამის სანაცვლოდ?

29. მთელი სულით გწამდეს უფალი და პატივი მიაგე მის მღვდლებს.

30. მთელი ძალით შეიყვარე შემქმნელი შენი და მის მსახურებს ნუ მიატოვებ.

31. გეშინოდეს უფლისა და პატივი მიაგე მღვდელს, მიეცი მათ თავისი წილი, როგორც გებრძანა: ნათავარნი, ცოდვის გამოსასყიდი, ბეჭთა ძღვენი, განწმედის შესაწირავი და წმიდათა ნათავარი.

32. გლახაკს გაუწოდე ხელი, რათა აღსრულდეს შენი კურთხევა.

33. მისაცემლის მადლი მიაგე ყოველ ცოცხალს, მაგრამ წყალობას მკვდარსაც ნუ მოაკლებ.

34. ნუ დააკლდები მტირალთ და მგლოვიარეებთან ერთად იგლოვე.

35. ნუ დააყოვნებ სნეულის მონახულებას, რომ შეგიყვარონ ამგვარი საქმისთვის.

36. ყველა საქმეში შენი აღსასრული გაიხსენე და არასოდეს ჩაიდენ ცოდვას.









უფალო, მომეც მე ძალა, რათა სიმშვიდითა სულიერითა

მივიღო ყოველივე, რასაცა მომიტანს დღეი ესე, მომეც მე ძალა, რათა სრულიად მინდობილ ვექმნე წმიდასა ნებასა შენსა. ყოვლითურთ მიწინამძღვრე და შემეწიე მე თვითოეულსა ჟამსა დღისასა. რაიცა რა ამბავი მესმას დღესა ამას, მასწავე მიღებად მისსა სულითა სიმშვიდისათა, რწმენითა მტკიცითა, რამეთუ ყოველივე ნებითა შენითა წმიდითა ქმნილ არს. შენ ექმენ მარადის წინამძღვარ აზრთა და გრძნობათა ჩემთა ჟამსა შრომისა და უბნობისა, ჟამსა ყოვლისა უცებისა საქმის მოწევნისასა. ნუ მიმცემ მე დავიწყებად, რამეთუ ყოველივე შენ მიერ მოვლინებულ არს. მასწავე მე კეთილგონიერებითა და წრფელად ცხოვრება ჩემდათანა ყოვლისა სახლობისაითა, არა წყინებად და არცა აღშფოთებად ვინმესა. უფალო, მომეც მე ძალა, რათა დავითმინო დაშრომაი მდგომარისა დღისაი და ყოვლისა შემთხვევისაი განმავლობასა შინა მისსა. ექმენ წინამძღვარ ნებასა ჩემსა და მასწავე მე ლოცვაი, სასოებაი, რწმენაი, სიყვარული, მოთმინებაი და მიტევებაი, ამინ. 



ოპტელი ბერების ლოცვა