ღმერთი

ღმერთი

вторник, 3 июня 2014 г.

სად არის სატანისტური სიმბოლოები თბილისში?

  
"ალიას" გლდანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა ბასილი მკალავიშვილი ესაუბრა:

- მამა ბასილ, სულიერი პრობლემები რომ გვაქვს, ამაზე ადრეც ისაუბრეთ, მაგრამ სატანური სიმბოლოები ყოფილა მრავლად თბილისში და ესაც ხომ არ ახდენს რაიმე გავლენას ადამიანების განწყობაზე?

- მე, როგორც სასულიერო პირს, გული მტკივა და შეძრწუნებული ვარ იმ ყოფიერებითა და განუკითხაობით, რომლის ეპიცენტრშიც ვიმყოფებით ამჟამად. უფლის მეორედ მოსვლის გარიჟრაჟზე, ნაცვლად იმისა, რომ განწმენდილნი ვეგებებოდეთ, პირიქით, სოდომ-გომორის მორევისკენ მივექანებით, ყოველდღიურად უფრო ვშორდებით ღმერთს. ჩემო კარგო, ეს გადმონაშთია მსოფლიო მასონიზმისა, ის ბნელ ძალთა ოქმების ნაწილია, რომელსაც გარკვეულწილად ხორცი შეასხა კომუნისტურმა რეჟიმმა, ეს მათი დანერგილი მავნე ტრადიციაა, რომელსაც დღესაც აგრძელებენ ვაიქართველები.
მართლაც, შემაძრწუნებელია, რასაც ვხვდებით თბილისის ქუჩებში. იგონებენ სხვადასხვა სატანურ გამოსახულებებს, მისი შემხედვარე ადამიანი საგონებელში ვარდები, ვერ გაგირკვევია, რა აქვს ჩადებული შემქმნელ ავტორს, თუნდ ის, რაც თავად ნახეთ, წრეში ჩასმული ადამიანი ღამურას ფრთებით, მე ვერ გეტყვით, რომელი ფანტაზიით შექმნა "ავტორმა", მაგრამ ფაქტია, რომ ის მკრეხელური და სატანურია (ეს ბარელიეფი დიღმისკენ მიმავალ გზაზე, მარცხენა მხარეს, ყოფილი ტექნიკუმის შენობაზეა და ადვილად შეამჩნევთ. მის შესახებ რამდენიმე წლის წინათ "კვირის ქრონიკასთან" ერთ-ერთმა მეცნიერმა ისაუბრა. - რედ.). ყველამ უწყით, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოსასვლელ ხიდთან იყო ზევსის ქანდაკება, საბედნიეროდ, აუღიათ. მცხეთის შესასვლელში, არმისული სვეტიცხოველთან ასევე ზევსის ქანდაკება, პარლამენტის შენობის ბარელიეფზე გამოსახული და სხვა მრავალ ადგილებში.

ყოველივე ეს არამართლმადიდებლური და მიუღებელია. ძველი თაობა არ მივიღებთ მსგავსს, მაგრამ ახალგაზრდობის უმრავლესობა, შეიძლება ცოტა უხეშად გამომივიდეს, უწიგნურია, იქედან გამომდინარე, რომ 24 საათი კომპიუტერებს მისჩერებიან, სადაც ყოველგვარ უმსგავსოებას ხედავენ. სწორედ ამას წინასწარმეტყველებდნენ წმიდა მამები, ტელევიზორს ეშმაკის ყუთს უწოდებდნენ, ასეთ რაღაცებს აჩვევენ ახალგაზრდობას ყველანაირ არატრადიცულს, აზომბირებენ მათ გონებას, რათა მათი ყურადღება გადართონ გლობალიზაციისკენ, აქეთ დაგვიწყონ რწმუნება, ის ძველი დრო იყო და ახლა ცივილიზაციის პროცესში ვიმყოფებითო.

არის მაღაზიები, სხვადასხვა სასადილოები და სავაჭრო ცენტრები, რომელთაც აწერიათ "სამება" და სხვადასხვა წმინდანთა სახელები, რაც ყოვლად დაუშვებელია. მე, სანამ დამაპატიმრებდნენ, ბევრს მოვახსნევინე ასეთი დასახელება, მაგრამ ახლა სრული განუკითხაობაა, ვისაც რა უნდა, იმას აკეთებს. თავისუფლების მოედანზე აღმართეს უდიდესი მოწამის წმინდა გიორგის ქანდაკება, რაც, სჯულის კანონის თანახმად, აკრძალულია. ჩვენ გვაქვს წმინდანთა ხატები და მათ უნდა ვცეთ თაყვანი და ვევედროთ.


- ხელისუფლება რას აკეთებს?


- ფაქტობრივი ხელისუფლება არაფერზე ზრუნავს, ისინი ევროინტეგრაციის ფერხულში არიან ჩაბმულნი, მხოლოდ გრანტების მოზიდვაზე ფიქრობენ, არა ხალხის ინტერესებისთვის, არამედ პირადი უზრუნველყოფისთვის.


მთელი მსოფლიოს სიბილწე თავს მოგვახვიეს, გასული საუკუნის განმავლობაში, ვაი-ვაგლახით, ტანჯვა-წამებით მოვაბიჯებდით, მაგრამ ასეთი მტრობა, რაც დღეს ჩაიდინეს ხელისუფლების მესვეურებმა, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, ისევ ურცხვად აცხადებენ, საშიში არაფერიაო, ვერ აცნობიერებენ იმას, რომ პირდაპირ გვთხოვენ: ევროკავშირში მიგვიღებენ იმ პირობით, თუ მამათმავლები გავხდებითო. ქართველი კაცი ოდითგანვე შეუბრალებელი იყო უზნეობის მიმართ. მაპატიეთ, თუ ვინმე დედას შეაგინებდა, ამას როგორ აპატიებდა. ის, რასაც ესენი გვიმზადებენ, ქართველთა სულის წაბილწვაა. ვისაც ისევ ქართული სისხლი უდუღს ძარღვებში, არ დავიწყებია წინაპართა ღირსება, ის მიიღებს უსუფაშვილების, ხიდაშელების, ბოკერიების, ბერძენიშვილებისა და იმ 104 პარლამენტარის შემოთავაზებას?


იუსტიციის მინისტრი ქალბატონი წულუკიანი, სამშობლოსა და სარწმუნოების ღალატისთვის პრემიებს იღებს 50 000 ლარამდე, ასევე "პატრიოტი" პარლამენტარებიც. ამ დროს მეორე მხარეს საზოგადოების ის ნაწილი, რომელმაც ესენი ხელისუფლებაში მოიყვანა, ზოგი უმუშევარია და ბუნკერებში იქექება, პენსიონერები კი საცოდავ 150 ლარს შესცქერიან მთელი თვის განმავლობაში, მათ კი ათასები არ ჰყოფნით. მათ დაცინვას საზღვარი არ უნდა ჰქონდეს? როდემდე?


- მამაო, ახლა ლუსტრაციის კანონზე დაიწყეს საუბარი. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებას ამ თემის წამოწევა რაში დასჭირდა?


- დღევანდელმა მთავრობამ ისეთ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, რომ სააკაშვილსაც კი გადააჭარბა. ის ტენდენცია, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელ თანამდებობის პირებს დღეს საპასუხისმგებლო ადგილებზე არ იღებენ, არ არის გასაკვირი, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ერთი (არ იფიქრო, მათ ვამართლებდე, კარგი მხარეც უნდა დაინახო), კომუნისტები მართლაც ებრძოდნენ სარწმუნოებას, მაგრამ ის, ვისაც სწამდა და ლოცულობდა, მათი ბატონობის დროსაც ახერხებდა ღვთისმსახურებას. სიმართლე ვთქვათ, ისინი უზნეო ხალხს დაუნდობლად ებრძოდნენ, მაგათ დროსაც იყვნენ განსხვავებული პიროვნებები, მაგრამ კარსმიღმა, დაფარულად და არა პროპაგანდისტებად. კომუნისტური მენტალიტეტი ყოვლად მიუღებელია ამერიკისთვის. ჩვენს თაობას ახსოვს, კომუნისტები როგორ მკაცრად და ხარისხიანად ასრულებდნენ ყოველივეს. მერწმუნეთ, კომუნისტებზე უარესი დღე დაადგებათ ამათ, ვინაიდან ესენი უფრო აგრესიული მტრები აღმოჩნდნენ მართლმადიდებლობისა, ვიდრე ისინი, რამეთუ ისეთ ამაზრზენ კანონებს იღებენ, რომელიც აცამტვერებს ყოველივე ეროვნულს, სარწმუნოებრივს.


- ამ დღეებში სპორტის სასახლეში "ორმოცდაათიანელები" ატარებენ ღონისძიებას და როგორც გვითხრეს, ძალიან მალე სხვადასხვა სექტები აპირებენ გააქტიურებას. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?


- მოგახსენებთ, მსოფლიოში რაც სექტები არსებობს, ყველა საქართველოშია დაბუდებული. იეღოველთა სექტა, რომელიც აგენტურული საქმიანობისთვის იქნა შემოგზავნილი, სწორედ მათ განუმზადეს გზა სულის წარმწყმედელ სხვა სექტებს. მე მაშინვე ავტეხე განგაში, მაგრამ სავალალოდ, არავინ მისმინა, პირიქით, საპატრიარქოს მშვენივრად ეძინა და თვლემდა, დღესაც თვლემს, იმიტომაც ვართ ამ დღეში. რომელი ერთი სექტა ჩამოგითვალოთ, თითქმის ყველა ერთსულოვნად დაუძინებელი მტერია მართლმადიდებლობის, მე ზოგადად რამდენიმეს შევეხები:

"ორმოცდაათიანელები", რომელიც თქვენ ახსენეთ, მათ ღმერთი სულიწმინდამდე დაჰყავთ, მათი მოძღვრებით სულიწმინდა ჩასახლდება ნებისმიერ ადამიანში, 50-იანელების მთავარი დღესასწაულია "გლოსოლალია", ანუ მას სხვადასხვა ენაზე ლაპარაკი ჰქვია. ვითომ მოციქულები არიან და თავისებურად ქადაგებენ.

ე.წ "ხსნის არმია". მათ სწავლებას არანაირი საერთო არა აქვს ქრისტიანულ სწავლა-მოძღვრებასთან. ჯვრით იტყუებენ ხალხს და იბირებენ სხვადასხვა დაპირებებით, არ ცნობენ სხვადასხვა საეკლესიო საიდუმლოებებს, სამღვდელო იერარქიას, ღვთისმსახურებას უარყოფენ, ხატებს თაყვანს არ სცემენ, მათთვის არ არსებობს სამოციქულო მემკვიდრეობა.

მუნისტები. მისი დამფუძნებელია ვინმე სონმოუინე მუნი, მუნსა და მის მეუღლეს "მამასა და დედას ეძახიან". ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების მსურველებმა ფული უნდა გადაიხადონ მუნის ეკლესიაში. მუნი ქრისტიანობის წინააღმდეგია, ის ამბობდა, რომ მისი წარმომადგენლები ქრისტიანებსაც გასრესდნენ, შემდეგ უფალს დედამიწაზე გამოიხმობდნენ და მათი იქნებოდა მთელი მსოფლიო. ამ სექტამ საქართველოში სცადა სკოლებში შეღწევა და მათი სწავლების დამკვიდრება, მაგრამ ღვთის წყალობით ვერ მოახერხეს.


- "ემოები" მომრავლდნენო, არაერთხელ მსმენია, ეს რა არის?


- "ემოები", ეს მეტად აგრესიული სექტაა, იქ ძირითადად ახალგაზრდები არიან გაერთიანებული და იყოფიან მეტად და ნაკლებად აგრესიულებად. მეტად აგრესიულები ძირითადად სასაფლაოებზე ღამით დადიან. აჰყავთ კატები და ატყავებენ. ეს არის ეგზალტირებული მასის ერთობა, რომლებიც სრულიად თავისუფლები არიან თავიანთ ქმედებებში, რაც მოესურვებათ, იმას აკეთებენ. სხვა სექტების ჩამოთვლას თუ გავაგრძელებთ, ძალიან შორს წაგვიყვანს, მთავარია, ასეთი მტრების გარემოცვაში გვიხდება ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვა.

ჩვენი ქვეყანა კრიტიკულ მდგომარეობაშია, აქ დასამალი არაფერია, ჩვენი თავი ჩვენვე არ გვეყუდვნის, არაფერი გაგვაჩნია, ერი გადაგვარებას, ასიმილაციას განიცდის. მაშინ არ მისმენდით, ახლა მოგიწოდებთ, თუ ასე გაგრძელდა, საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდებით, უკვე სოდომ-გომორის ცოდვაში ვიმყოფებით, ეკლესიას აქამდე ვერ გაურკვევია თავისი ფუნქციები, ნუ ვიქნებით, ცალკეულ პიროვნებათა განმადიდებლები, თაყვანი ვცეთ მხოლოდ ღმერთს, სამშობლოს, მართლმადიდებლობას, ზვარაკად შეწირულთა ხსოვნა-მოგონებას, მათ ღვაწლს, რომელთა ლოცვით ვარსებობთ დღემდე, მხოლოდ ისინი გვაძლიერებენ სამშობლოს სიყვარულში, ისინი არიან მეოხნი უფლისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წინაშე, რათა მოგვცენ მადლი, ძალა, გავუმკლავდეთ დღევანდელ აუტანელ ყოფიერებას, მოგვმადლონ გამძლეობა, დავიცვათ მართლმადიდებლობა, ამოსავალი ყოველგვარი განსაცდელისგან, გადარჩენა მხოლოდ ღმერთშია და სარწმუნოებაში. ღმერთმა დაგლოცოთ!


გაზეთი "ალია", ჟანა ასანიძე


alia.ge


"სხვა გამოსავალი არ არის, პატრიარქმა სიცოცხლეშივე უნდა მოძებნოს თავისი მემკვიდრე!"

02-06-14
 აფხაზეთში ორკვირიანმა ბუნტმა შედეგი გამოიღო (ოღონდ არა ჩვენთვის), ერთმა სეპარატისტულმა კლანმა მეორე სეპარატისტული კლანი შეცვალა - ე.წ. პრეზიდენტი, ალექსანდრე ანქვაბი აქციების საშუალებით გადააყენეს და ხელშეუხებლობის გარანტიაც მისცეს. "ჭკვიანი" კაცი ყოფილა ანქვაბი, როგორც კი რუსეთიდან სხვანაირმა სიომ დაუბერა, ეგრევე მოცოცხა სახლში. როგორც პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ვალერი ბგანბა აცხადებს: ,,შურისძიებას არავინ გეგმავს, ეს ჩვენ არც გვიფიქრია. მზადდება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ანქვაბი სრულ ხელშეუხებლობას მიიღებს და პირად საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო რეზიდენცია". 

სწორედ ამაზეა ნათქვამი, უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო. მართალია, ჩვენ აფხაზეთი უცერემონიოდ "დაგვაწერეს", მაგრამ საამისო საფუძვლები ისევ ქართველებმა შევქმენით 1993 წლის ომამდე. მოკლედ, აფხაზები ერთმანეთს დაეჯახნენ, ე.წ. ოპოზიციური ძალები (რუსების დახმარებით) ე.წ. მთავრობას მიუხტნენ, გადააყენეს და დაადგინეს, რომ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ამა წლის 24 აგვისტოს გაიმართება. ქართული მხარე აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არანაირ განმარტებას არ აკეთებს, რამდენიმე პოლიტიკოსს მხოლოდ ის წამოსცდა, რომ თურმე ჯერ უნდა დავაკვირდეთ.

როგორც საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერი ხაბურძანია ამბობს "ქრონიკასთან" საუბარში, აფხაზეთში ადგილი აქვს შიდაკლანურ დაპირისპირებას, ანუ მიმდინარეობს ორ კლანსა და ლობს შორის ბრძოლა რუსეთში:



- ჩვენ გვრჩება ერთადერთი გზა, ამ კონფლიქტში არ ჩავერიოთ და არ დავიწყოთ შავი პიარის აგორება რუსეთის წინააღმდეგ.

- კონფლიქტების დარეგულირების სამინისტრო აცხადებს, ჯერ მოვლენებს ვაკვირდებით, არაფერი არ ვიცითო.

- სხვათა შორის, ჩემი მინისტრობის დროს, პაატა ზაქარეიშვილმა, როცა არასამთავრობო ორგანიზაცია ჰქონდა, შიგნიდან უფრო მეტი იცოდა, ვიდრე ახლა იცის. ეტყობა, დღეს იმდენად ჩაეფლო ჩინოვნიკურ რაღაცებში, უკვე ნაკლებად ინფორმირებულია. ახლა ჩვენი მხრიდან რა განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს და როგორც არ უნდა ლანძღონ რუსეთი, არაფერს არ მოგვცემს. მე არ გამოვრიცხავ, რუსეთმა ამ შემთხვევაშიც ყირიმის სცენარი გაითამაშოს, მაგრამ ერთი რამ ცხადია, აფხაზები თვითონვე ხვდებიან, რომ ე.წ. სახელმწიფოს მართვაც კი უჭირთ და ამიტომაც ცდილობენ, როგორმე რუსეთს მიუერთდნენ. მათ დაინახეს, რომ ყირიმის სახით უკვე მიერთების პრეცედენტიც შეიქმნა. თუმცა ჯერჯერობით რუსეთი ამას არ გააკეთებს, რადგან მთლიან დოტაციაზე აფხაზეთის აყვანა ძალიან დააზარალებს. რომც აიყვანოს, აფხაზეთში ჩაბუდებული კლანები უფრო მეტად გალაღდებიან და დაიწყებენ ფულის ფლანგვას.

- თუკი რუსეთი მიიერთებს აფხაზეთს, მაშინ გააუქმებს პრეზიდენტის ინსტიტუტს და გადააქცევს გუბერნიად. ამ შემთხვევაში კლანებსაც მოეხაზებათ.

- არა, აფხაზები ითხოვენ ჩეჩნეთის მოდელს, ანუ ავტონომიას. რუსეთთან მიერთების შემთხვევაში თითქმის არაფერი იცვლება.

- ესე იგი, ამ შიდაარეულობით ჩვენ ვერ ვხეირობთ, ხომ?

- ვერა... ვიღაცას რომც აწყობდეს ფართომასშტაბიან კონფლიქტში გადაზრდა, მაინც ვერ მოახერხებს, რადგან ეს არის ლოკალური შემთხვევა - ერთ კლანს ანაცვლებს მეორე. თავად რუსეთსაც არ აწყობს არეულობა საზღვრისპირა რეგიონში. პუტინი იძულებული გახდება, ახლა აქეთ დაიწყოს ჯარების კონცენტრაცია. რამდენიმე დღის წინ "ნაციონალი" შოთა მალაშხია გამოვიდა და დაიწყო: აი, ამ შემთხვევას საქართველოს ხელისუფლება არ იყენებს, ეს საუკეთესო შემთხვევაა ჩვენთვისო. ამიხსენით, ხელისუფლებამ ეს შემთხვევა როგორ უნდა გამოიყენოს?

- ეგ ის შოთაა, რომელიც 2008-ში ამტკიცებდა, კრემლის თავზე ქართული დროშა უნდა ავაფრიალოთო.

- კი, იგივეს ამტკიცებდა ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი და მალაშხია კვერს უკრავდა. ახლა "ნაციონალები" უჩხიკინებენ ხელისუფლებას, იქნებ როგორმე განცხადებები გააკეთებინონ. დღეს რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს ახალმა ხელისუფლებამ, მაინც ჩვენი ქვეყნის საზიანოდ შემოტრიალდება. მე მაინტერესებს ამერიკის ელჩის განცხადება, ეს იქნება "მესიჯი", რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ.

- ბატონო ვალერი, თქვენ რამდენიმე რეპლიკა გამოაქვეყნეთ მეუფე გრიგოლის წინააღმდეგ, რომელიც ამბობს: "სამწუხაროა, როცა რუსეთსა და მართლმადიდებლობას ერთმანეთთან აიგივებენ, ევროპისკენ მიმავალ გზაზე რუსეთისკენ სვლა შეუძლებელია". აქ აშკარად ეტყობა, რომ მეუფე გრიგოლი შარზეა. სხვათა შორის, ამბობენ, რომ მას თავის სამყოფელში ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის სურათი უკიდია.

- მას პირადად ვიცნობ და ამიტომაც გამიკვირდა... როცა ის სიავეზე ლაპარაკობს, სიკეთეზეც უნდა გაამახვილოს ყურადღება. როგორც ჩანს, საპატრიარქოში რუსეთის თემა გამწვავდა. ახლა იქ ორი ჯგუფი იქნება: დასავლური და ეროვნული. ეროვნული ჯგუფი, უნდა თუ არა, თეოლოგიური შინაარსით, პოსტულატებით თუ დოგმებით მაინც დაკავშირებულია რუსეთთან და საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

დასავლური მართლმადიდებლობა არის სრული ნონსენსი, კონჩიტა, ანუ წვერებიანი ქალი. ახლა ამის მომხრე ადამიანები რომ არიან სინოდში, ესენი ებრძვიან ორთოდოქს სასულიერო პირებს. ევროვიზიისა არ იყოს, თუ ჩვენი სინოდი კონჩიტას მისცემს ხმას და პატრიარქს გადააყენებს, მაშინ დავღუპულვართ და ეგაა. ეს უფრო დიდ უბედურებას გამოიწვევს, ვიდრე ფერადი რევოლუციები. მოდი, ვთქვათ სიმართლე: ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი, სჯობს, პატრიარქმა მის სიცოცხლეშივე მოძებნოს მემკვიდრე. იცი, შევარდნაძის უბედურება რაში მდგომარეობდა? მან ვერ დაასახელა თავისი მემკვიდრე, ან არ დაასახელა... ქაჩავდა ამ პროცესს, აჭიანურებდა და ბოლოს თვითონაც ვეღარ გაიგო, ვინ უნდოდა და რა უნდოდა. პოლიტიკაში ეს ჩვეულებრივი ამბავია, ვიღაცა უნდა მოძებნო და მერე ამას ეძლევა ლეგიტიმური სახე. ეს შეცდომა არ უნდა დაუშვას პატრიარქმა, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ დროა, მემკვიდრეზე იფიქროს.


გაზეთი "კვირის ქრონიკა", გელა ზედელაშვილი


http://www.alia.ge/article.php?id=746

გადაცემა ,,პანორამა" - მამა გაბრიელის ცხოვრების გზა



понедельник, 2 июня 2014 г.

«Этот закон сотворит в стране беду»Открытое письмо Премьер-министру, Председателю Парламента, депутатам парламентского большинства и Президенту Грузии в связи с инициацией, принятием и ратификацией т.н. «Антидискриминационного закона»

«Никто не может служить двум господам: ибо или одного будет ненавидеть, а другого любить; или одному станет усердствовать, а о другом нерадеть. Не можете служить Богу и маммоне» (Матф. 6:24)

«Мы немощны, а вы крепки; вы в славе, а мы в бесчестии» (1Кор. 4:10)

«Правда полезна для того, кому ее говорят, и вредна для того, кто ее говорит, поскольку он вызывает к себе ненависть от слушателя» Блез Паскаль. Мысли

Господин Премьер-министр, члены Правительства, господин Председатель Парламента, члены парламентского большинства и господин Президент!




http://www.pravoslavie.ru/orthodoxchurches/70996.htm


შეუჩერეს თუ არა მამა ელიზბარ დეკანოიძეს მსახურების უფლება – რატომ საუბრობს ის საპატრიარქოს სახელით?

მამა ელიზბარ დეკანოიძე ეკლესიაში დაპირისპირებაზე ღიად საუბრობს. როგორც მან „კვირას“განუცხადა, სასულიერო პირებს ერთმანეთი სძულთ და საკუთარი სკამების გადასარჩენად სიჩუმეს ამჯობინებენ.

„ამ წუთებში, ფიზიკურად არ ვარ პატრიარქის გვერდით, მაგრამ სულიერად და ხორციელად მის გვერდით ვდგავარ. აი, ეგ დანარჩენები, არასდროს არ იდგნენ უწმინდესთან. ისინი თავიანთი სკამის გადასარჩენად ცხოვრობენ. ერთმანეთი ჭირის დღესავით სძულთ. ისეთი სიძულვილი, რაც მე ეკლესიაში ვნახე, არსად მინახავს. ჯარშიც ვიყავი, სად არ მიმსახურია… მათ აღიზიანებთ, ხმას რომ ვიღებ და სიმართლეს ვამბობ. მე მოქმედი მამაო ვარ თუ უმოქმედო, როგორ ფიქრობთ გავჩუმდები? ამას წინათ, მამა მიქაელ ბოტკოველს უთქვამს, ვინ არის მამა ელიზბარ დიაკონიძეო? ასეთს არავის ვიცნობო. თუმცა, ის მასწავლიდა აკადემიაშიც, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე უმცროსია. მე გვიან ჩავაბარე აკადემიაში… მის ქორწილში კიდევაც მიქეიფია და მასაც უქეიფია ჩემს ქორწილში. ერთმანეთს ვიცნობთ ოჯახებითაც, მაგრამ მე ახლა ჩემი განცხადებებით მიუღებელი ვარ.
ცოტა სხვა ბუნების ადამიანი ვარ, ყოველთვის პირში მიყვარს თქმა. უკან არასდროს ვიხევ. რამდენიმე მეუფეს პირში ვუთხარი სათქმელი, რასაც ვფიქრობდი და მერე მოხდა, ისეთი ფაქტი, რომელზეც საუბარი არ მსურს, იმიტომ რომ ეს მე აღსარებაში ვთქვი…“, - განუცხადა „კვირას“ მამა ელიზბარ დიაკონიძემ.
მამაოს გაღიზიანება იმ ბრალდებებმა გამოიწვია, რაც ბოლო დროს მის მიმართ სოციალურ ქსელში გაისმა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამა ელიზბარ დეკანოიძე სასულიერო პირი არ არის და მას უფლებამოსილება შეჩერებული აქვს.
ფაქტი, რომ მამა ელიზბარ დეკანოიძეს უფლებამოსილება შეჩერებული აქვს, „კვირას“ სამების საკათედრო ტაძრის ანქიმანდრიტმა ანთიმოზ ბიჩინაშვილმაც დაუდასტურა.
„როგორც ვიცი, მამა ელიზბარ დეკანოიძე სასულიერო პირი არ არის. მას მსახურების უფლება აქვს შეჩერებული“ , – აღნიშნა ანქიმანდრიტმა, თუმცა, მიზეზი არ გაამხილა.
როგორც „კვირას“ მამა ელიზბარ დეკანოიძემ განუცხადა, იგი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, მამა ბასილის ცნობილი დაკავების შემდეგ დააკავეს და მან საპატიმროში 2 წელიწადი გაატარა. მისი თქმით, სწორედ ეს გახდა მისი, როგორც სასულიერო პირის უფლებამოსილების შეჩერების მიზეზი. ამჟამად კი მამა ელიზბარ დეკანოიძე ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე წმინდა სამების ტაძრის დიაკვანია.
„მე ეკლესიაში დავდივარ. პატარა წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დიაკვანი ვარ. როგორც სასულიერო პირისთვის, ჩემთვის არავის ჩამოურთმევია უფლება, ვიყო მამაო. სასულიერო პირი ვარ და ვრჩები სასულიერო პირად… სანამ არ განუკვეთივარ ეკლესიას. მამა ბასილი განკვეთეს და მაინც ეწევა მსახურებას. ჩემს შემთხვევაში ასეთი რამ არ მოხდარა. მე ვრჩები ამ ეკლესიის წევრად, ფეხს არ ვიცვლი არსად. ვარ მოქმედი მამაო, ხოლო დანარჩენები, რომლებიც ხმას არ იღებდნენ, კათალიკოს-პატრიარქის გვერდით ყოველდღე დგანან, სწორედ ისინი არიან უმოქმედონი“, – აღნიშნა მამა ელიზბარ დიაკონიძემ.
შეგახსენებთ, რომ 3 ივნისს სინოდის სხდომა იმართება.
წმინდა სამების ტაძრის დიაკონი მამა ელიზბარ დეკანოიძე დღეს გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში საზოგადოებას, ყველა ეპარქიის მრევლს, საპატრიარქოსთან მისვლისკენ მოუწოდა.
როგორც სასულიერო პირი განმარტავს, მრევლი საპატრიარქოსთან თავიანთი მღვდელმთავრებს გასაკონტროლებლად უნდა მიჰყვეს, რომ ვერავინ გაბედოს და უწმინდესის შეურაცხყოფა არ იკადროს.
“3 ივნისს, სინოდის სხდომის დროს, გარეთ ორივე სანაპიროზე ნემსი არ უნდა ჩავარდეს, იმდენი კაცი უნდა მოვიდეს. ეპარქიებიდანაც უნდა დაიძრას ხალხი და თავიანთ მღვდელმთავრებს გასაკონტროლებლად უნდა მოჰყვნენ, რომ არ გაბედოს რომელიმემ და უწმინდესის შეურაცხყოფა იკადროს! დავანებოთ, თუ გნებავთ, პიროვნებას თავი, თუმცა ვის დავანებო და რატომ დავანებო, სჯულის კანონის უხეში დარღვევაა ეს და დაუშვებელია, დამსახურებელ თუ დაუმსახურებელ პენსიაზე მიდიოდეს პატრიარქი! მას შეუძლია გადადგეს, როგორც დემეტრე თავდადებულის დროს გააკეთა ეს პატრიარქმა, მაგრამ მან უნდა დაასახელოს თავისი მემკვიდრე და არა “სინოდნალნია კანტორამ“!- პეტრე პირველმა რომ უქნა რუსეთს და მერე სტალინმა რომ აღუდგინა. მე ასე გავიგე, რომ უკვე სამ რიცხვში არ გადაწყდება ეს ამბავი, მაგრამ ამ დღეს წამოიწევს ეს თემა“, -აცხადებს მამა ელიზბარი გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში.




“ხვალ, სინოდის სხდომისას გარეთ უამრავი ადამიანი უნდა მოვიდეს, რომ უწმინდესის შეურაცხყოფა ვერავინ გაბედოს“



როგორ იქადაგა წმ. ნინომ ქრისტეანობა; კითხვა - პასუხი („მწვანე თეორემა" 01.06.2014 (ნაწილი I))



საპატრიარქოს განცხადება (02.06.2014)

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, სინოდის 3 ივნისის სხდომასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციები ვრცელდება. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ზოგიერთი პიროვნება და სააგენტო რამდენიმე დღეა, მასმედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით ავრცელებს ცრუ ინფორმაციას როგორც კათოლიკოს-პატრიარქთან დაკავშირებით, ისე 3 ივნისის წმიდა სინოდის სხდომის შესახებ. ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რაც ადრეც რამდენჯერმე განახორციელეს. განვმარტავთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი რიგითი სხდომა, რომელიც ყოველ წელს ორჯერ იმართება საქართველოს საპატრიარქოში”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.



http://www.ambioni.ge/sapatriarqos-gancxadeba-02-06-2014

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა ხვალ გაიმართება

02 ივნისი, 2014.

საპატრიარქოს ცნობით, სხდომა ხვალ 12:00 საათზე დაიწყება და მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II უხელმძღვანელებს.

სხდომაზე განსახილველი საკითხები უცნობია.

წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება: გაზაფხულზე და შემოდგომაზე, სადაც ეკლესიისთვის მნივნელოვან საკითხებს განიხილავენ. ბოლო სხდომა 11 ოქტომბერს ჩატარდა და, სხვა საკითხებთან ერთად, ახლად შექმნილ ეპარქიებში შვიდი ახალი მღვდელთმთავარი დაადგინა.


reportiori.ge



მეცხრე სიმფონია, რომელიც ბეთჰოვენმა ერეკლე მეორეს მიუძღვნა.

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიაზე ამჟამად ერთადერთი წარწერა „გოლიათური" არის დარჩენილი. ცნობილია, რომ ავტორმა თავდაპირველად სიმფონია ნაპოლეონ ბონაპარტეს მიუძღვნა, შემდეგ კი ეს მიძღვნა გააუქმა.

სინამდვილეში საქმე სხვაგვარად გახლავთ: კომპოზიტორმა მეცხრე სიმფონია ქართველ მეფეს, ერეკლე მეორეს მიუძღვნა და მის თავდაპირველ მიძღვნა-წარწერაში მითითებული იყო: „ეძღვნება აღმოსავლეთის ნაპოლეონს". ბეთჰოვენის ეს ნაბიჯი გასაკვირად სულაც არ მოგვეჩვენება, თუ გავიხსენებთ, რომ დაუმარცხებელი მხედართმთავრის მიმართ პატივისცემით იყვნენ განწყობილნი როგორც კავკასიის, ასევე აღმოსავლეთის ხალხები. შემონახულია კიდეც ფრიდრიხ დიდის სიტყვები: „ქვეყანაზე ახლა ორი სარდალია: დასავლეთში მე და აღმოსავლეთში ერეკლე მეფეო".

შემონახულია საქართველოში მოღვაწე ფრანცისკელი ბერის ბონიფაციუს ებერჰარდტის წერილები, რომელიც მან დიდ კომპოზიტორს (ბეთჰოვენი და ებერჰარდტი მეგობრები იყვნენ) გაუგზავნა და საქართველო, ქართველი ხალხის მდგომარეობა კიდევ უფრო ახლოს გააცნო:

„ძმაო ლუდვიგ, რომ იცოდე, რა გმირი ხალხია ქართველები და როგორ ვაჟკაცურად იტანენ ტანჯვას, რომელიც უფალმა რუსთა ბატონობის სახით მოუვლინა. ქართველების ქვეყანა ოდესღაც ჰყვაოდა, მეფენი მისნი იყვნენ ბრძენნი და ძლევამოსილნი. უკანასკნელი მათგანი იყო დიდი კახი - ერეკლე მეორე. ...ძალზე გამახარა იმ ამბავმა, რომ რომ ირაკლიზე, რომელსაც ჩვენმა მეგობარმა მათიამ „აღმოსავლეთის ნაპოლეონი" უწოდა, სიმფონიის შექმნა გქონია განზრახული და კიდევაც შესდგომიხარ მუშაობას...", - წერდა ბერი.

მუშაობის დასრულების შემდეგ ბეთჰოვენს მართლაც წაუწერია სიმფონიისთვის „ეძღვნება აღმოსავლეთის ნაპოლეონს", მაგრამ ეს ევროპაში ბევრისთვის გაუგებარი ყოფილა და „აღმოსავლეთის" ამოუღიათ. დარჩენილა „ეძღვნება ნაპოლეონს", რამაც კომპოზიტორი ისე აღაშფოთა, რომ მიძღვნა საერთოდ გააუქმა და ნამუშევარს, საბოლოოდ „გოლიათური" უწოდა.


reportiori.ge


პირფერობის შესახებ*

“უყვარს ქართველს ეს გამრყვნელი და წამახდენელი სენი, რომ თუ არ აქე, თუ არ მიეფერე, პირიდამ თაფლი თუ არ იდინე, სულ ყველაფერი უზრდელობა და ლანძღვა ჰგონია. მაგრამ ამისთანა ცთომილი აზრი არ დააყენებს ხოლმე პატიოსან კაცს, როცა ის შედის რისამე განხილვაში; იმისთვის სულ ერთია, რასაც იტყვის ეს და ეს ბრმა ამა და ამ საგანზედ, ის მხოლოდ ეძებს სიმართლეს და ემსახურება ჭეშმარიტებას; ის ცდილობს გამოაჩინოს შეუბრალებლად რაც ცუდია – ცუდად, რაც კარგია – კარგად. პირფერობა და ურცხვი უალაგო ქება გლახის და მათხოვრის საქმეა და არა ჭეშმარიტების მსახურისა,” – წმ. ილია მართალი.


წმ. ბასილი დიდის სწავლებით, პირფერობა მოყვასის წინააღმდეგ დაფარული ბოროტმოქმედებაა, სიკეთის ნიღბით ჩადენილი. რა თვისებებით ხასიათდებიან პირფერი ადამიანები, რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მათთან და როგორ ვეცადოთ მათ გამოსწორებას? გვესაუბრება მღვდელი მალხაზ ყიფიანი (წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური):

„პირფერობა, ანუ ორპირობა ძალზე საშიში ვნებაა, რომელიც ადამიანს ერთხელ თუ დაეპატრონება, ძნელად თუ დაუსხლტება ვინმე ხელიდან. ამიტომაც სულიერი ადამიანები ყოველთვის გაურბიან პირფერ ადამიანებთან შეხვედრას, რამეთუ როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: „არ არსებობს იმაზე სასტიკი განსაცდელი, ვიდრე პირფერ ადამიანთან შეხვედრაა“.
ზოგადად, ადამიანს ახასიათებს, რომ სიტყვით სხვას ამბობდეს, გულში სხვა რამ ჰქონდეს, საქმით კი სულ სხვა რამეს აღასრულებდეს. ასეთი მლიქვნელი, ორპირი ადამიანის შესახებ კი წმ. წერილი, კერძოდ, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი ისუ ზირაქი წერს, რომ წყევას ექვემდებარება ყოველი მლიქვნელი და ორპირი ადამიანი (28,15).

რასაკვირველია, თითოეული ადამიანი უნდა განერიდოს ამ ცოდვას და არც სხვას უნდა მივცეთ საშუალება, რომ გვეპირფერებოდეს. პირმოთნე ადამიანი ყოველგვარ მხეცზე საშინელია. ცხოველი ისე გვიჩვენებს თავის თავს, როგორიც არის სინამდვილეში. ასეთი ადამიანი კი ხშირად თავმდაბლობისა და სათნოების ნიღაბქვეშ მალავს თავს ისე, რომ ძნელია ამოიცნო და გაფრთხილდე მისი ვერაგობისაგან.

პირფერი მსჯელობს და იქცევა არა სიმართლისათვის, არამედ ვინმეს საამებლად. თუმცა კი ენაზე თაფლი აქვს, გულში ღვარძლს ატარებს. სიტყვით შეიძლება მშვიდობას გვპირდებოდეს, საქმით კი მახვილს გვიმზადებდეს.

უნდა ვიყოთ ყურადღებით და სხვებიც გავაფრთხილოთ, რომ განერიდონ ერთმანეთის პირში ქება–დიდებას, რადგან ასეთი საქციელი სრულყოფილებსაც კი ვნებთ, არათუ სარწმუნოებრივად უძლურებსა და სუსტებს.

ერთ–ერთ წმინდანს, რომელიც თავის კელიაში ხელსაქმობდა, სტუმრად მოსულმა ახალგაზრდა კაცმა სამჯერ უთხრა პირფერულად, რომ ლამაზად და კარგად წნავდა კალათებს, რაზედაც ასეთი პასუხი მიიღო მისგან: კაცო, მას შემდეგ, რაც აქ მოხვედი, ღმერთი განაგდე ჩემგანო.

წმინდანების გარდა არავის ძალუძს განჭვრიტოს, თუ საიდან და რა მიზნით გამომდინარეობს ადამიანური პირმოთნეობა. სჯობს ადამიანი გლანძღავდეს და გაგინებდეს, რადგან მას მოერიდები, მაგრამ ორპირი ადამიანი ენას, როგორც ხმალს, ისე იყენებს და სიცრუის მორევში ცდილობს ჩაითრიოს სხვაც, როცა, პირიქით, შეიძლებოდა მოტყუებისა და ილუზიური წარმოდგენის ნაცვლად ამ ადამიანისთვის სარგებლობა მოეტანა და სიმართლე ეთქვა.

ვფიქრობ, რომ პირფერ ადამიანს საკუთარი ნაკლის შესახებ უნდა მიუთითებდეს ის, ვისაც ამის მორალური უფლება გააჩნია, რადგან ზოგჯერ ისე გამოდის, ყვავმა ყვავს რომ უთხრას, ჩემზე შავი ხარო. ზოგჯერ ადამიანი სხვას ამხელს რაიმე ნაკლოვანებაში, თვითონ კი უმხილებელი და გამოუსწორებელია. კაცი, სხვისი მამხილებელი, არ უნდა ღიზიანდებოდეს ადვილად და უნდა მიეჩვიოს სხვისგან შესწორებას. მაშინ სამართლიანად მიიღებენ ასეთი ადამიანისგან სიმართლის თქმასა და მხილებას. ბოღმითა და შურისძიების წყურვილით მამხილებელი ადამიანი, პირფერს ამხელს თუ ფარისეველს, შედეგს ვერასდროს მიიღებს. საჭიროა ღვთის შიშითა და სიყვარულით ვმოქმედებდეთ, რომ ჩვენმა სიტყვამ ცხოველმყოფელი ძალა იქონიოს მეორე ადამიანზე და მკურნალად ექცეს მის დაწყლულებულ სულს. ასეთი კი გახლავთ მეგობარი, რომლის სიტყვაც ბრძენი მკურნალია, ხოლო თუ მრავალთა თვალწინ მოვინდომებთ ასეთის გამოსწორებას, მაშინ მლანძღველნი გამოვალთ და მეგობარსაც დავკარგავთ.”

თეონა ნოზაძე


 01.06.2014

ambioni.ge


воскресенье, 1 июня 2014 г.

გიორგი ქისტაური მაია ასათიანს: მერსის ძუძუების დღე და ღამე ტრიალს, სჯობს ეს ბავშვი და მისნაირები მიიწვიოთ (ვიდეო)

01 ივნისი, 2014.


„გადაიღეთ მხიარული, საინტერესო, ორიგინალური ვიდეო, ექსკლუზიურად თოქ-შოუ „პროფილისთვის" და გამოგვიგზავნეთ 12 ივნისამდე. დააგროვეთ ყველაზე მეტი ნახვა და გამოხმაურება და მოხვდით ჩვენთან გადაცემაში! კონკურსის თემატიკა მრავლფეროვანია. თქვენს მიერ გადაღებული ვიდეო შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის. ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ წუთს. გისურვებთ წარმატებებს!", - ეს განცხადება გასულ ხუთშაბათს გადაცემა „პროფილის" წამყვანმა, მაია ასათიანმა ,გადაცემის დასრულებისას გააკეთა. სოციალურ ქსელებში ასათიანის განცხადებას არაერთგვაროვანი რეაქციები მოყვა.


„facebook"-ის ერთ-ერთი მომხმარებელი გიორგი ქისტაური საკუთარი გვერდიდან მაია ასათიანს ვრცელი ტექსით მიმართვს:


„ქალბატონო ხუთშაბათის მაიკო , ჩემი აზრით ძუძუს გადმოგდებაში კი არ უნდა აცხადებდეთ კონკურსებს და უაზროდ გაპოპულარულებაში, აი ვისაც ეს ნამდვილად ჭირდება, იმათ რომ მიექცეთ ცოტა ყურადღება, კარგი იქნებოდა. რა იცი, იქნებ ამ ბიჭს რომელიმე რესტორნიდან, ანსამბლიდან მოუვიდეს მიწვევა და ქუჩაში 20 თეთრისთვის სიმღერა აღარ მოუწიოს. ჩემი აზრით, მერსის და მისი ძუძუების დღე და ღამე ტრიალს ჯობს, ეს ბავშვი და მისნაირები მიიწვიოთ, ერთხელ მაინც", - წერს ქისტაური და ვიდეოს აქვეყნებს, სადაც 12-13 წლის ბიჭი აკორდეონზე უკრავს.

http://reportiori.ge/?menuid=77&id=28711



1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა!

1 ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. დღესასწაული 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა. ამ დღეს 1950 წლიდან ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ.

მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.


reportiori.ge




1-ლი ივნისი წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეა და ამ დღეს საქართველოში ნინოობა აღინიშნება..

გილოცავთ ნინოობას!


“მოქცევაი ქართლისაი”

ნინოობა ქართველი ერისათვის უდიდესი დღესასწაულია, რადგან წმიდა ნინო ქართველთა განმანათლებელია. საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, როდესაც ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევითა და ვაზის ჯვრის ძალით წმიდა ნინო კაბადოკიელმა ქართლში იქადაგა.

1-ლი ივნისი წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეა და ამ დღეს საქართველოში ნინოობა აღინიშნება..


კაბადოკიელი ქალწული წმიდა ნინო დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავად ეკუთვნოდა. იგი რომის მხედართმთავრის ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის დის, სოსანას ერთადერთი ასული იყო.

როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ. ნინოს მამა ბოლოს ბერად აღკვეცილა, დედა კი გლახაკთა სამზრუნველოს მსახური გამხდარა. ნინო კი აღსაზრდელად მოხუც ქალს – სარა ნიაფორს მისცეს. იგი ქრისტიანულად ზრდიდა ნინოს, უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა და წამების ამბავს. სარასაგან გაიგო ნინომ ისიც, თუ როგორ მოხვდა ქრისტეს კვართი წარმართთა ქვეყანაში – საქართველოში. ამ დღიდან ნინო გულმხურვალედ ევედრებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომ საქართველოს ნახვისა და იმ პერანგის თაყვანისცემის ღირსი გაეხადა, რომელიც მაცხოვარს თავად ღვთისმშობელმა მოუქსოვა.

ყოვლადწმიდა ქალწულმა შეისმინა ნინოს ვედრება, სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: “წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე იქ სახარება უფლისა იესო ქრისტესი, მოიპოვებ მისგან მადლს და მე შენი მფარველი ვიქნები”.

ამაზე ნინომ უპასუხა: “როგორ შემიძლია მე, სუსტ ქალს, რომ ასეთი დიდი სამსახური გავუწიო ქრისტეს და რით შემიძლია ვერწმუნო ასეთი ჩვენების ჭეშმარიტებას?”

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ვაზის ჯვარი მისცა ნინოს და უთხრა: “მიიღე ჯვარი ესე ფარად და მფარველად ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა”.

გამოღვიძებულ ნინოს მართლაც ჯვარი ეპყრა ხელთ. მან საკუთარი თმებით შეკრა იგი.

იერუსალიმიდან წამოსული ნინო იმპერატორ კონსტანტინე I-ის კარზე მოხვედრილა, სადაც დედოფალ ელენესა და სეფე-ქალებს ქრისტიანობას უქადაგებდა. ამის შემდეგ ნინო საქართველოში წამოსულა.

მცხეთაში, თავის სადგომში, სალოცავად აღუმართავს ვაზის ნასხლავისაგან გაკეთებული ჯვარი. თავისი ქადაგებებითა და სამკურნალო ხელოვნებით ნინოს ადგილობრივი მოსახლეობის ყურადღება და სიყვარული დაუმსახურებია. მას მეტსახელად “ტყვესაც” ეძახდნენ, როგორც უცხოელ, უთვისტომო ადამიანს. ნინოს წყალობით მცხეთაში ქრისტიანობას მრავალი მიმდევარი გასჩენია.

მცხეთაში მისვლიდან მეექვსე წელს ნინომ ქართლის დედოფალი ნანა გააქრისტიანა, ხოლო შემდეგ მეფე მირიანი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები. ამის შემდეგ ნინოს რჩევით მეფემ მოციქულები გაგზავნა იმპერატორ კონსტანტინესთან სამღვდელოების ჩამოსაყვანად, რათა ხალხი მოენათლათ და ეკურთხებინათ ახლად აგებული ეკლესია. ნინოს სამისიონერო მოღვაწეობა ქართლის სამეფოს სხვა კუთხეებშიც განუგრძია. ერისთავის, სამღვდელოებისა და ჯარის თანხლებით ნინო მთიანეთში ასულა და წილკნელები, ჭართლელები, ფხოველები და ერწო-თიანეთელებიც გაუქრისტიანებია. უკან დაბრუნებისას ნინო ავად გამხდარა და სოფელ ბოდინში (ახლანდელი ბოდბე) გარდაიცვალა. წმინდანის სურვილისამებრ მისი პატიოსანი გვამი ბოდბეში დაფლეს. შემდგომ მის საფლავზე მირიან მეფემ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ააგო”.

ყოველწლიურად, 1 ივნისს ჯავახეთში, ფარავნის ტბასთან, სოფელ ფოკაში წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის აღსანიშნავად წირვა ტარდება. წირვის შემდეგ კი მორწმუნენი ფეხით იწყებენ მსვლელობას და გადიან იმ გზას, რომელიც წმინდა ნინომ ქართლის გასაქრისტიანებლად გაიარა. ამ მსვლელობას წმიდა ნინოს გზასაც უწოდებენ.

მამა კახაბერ შურღაია (წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური): “ნინოობა, წმიდა ნინოს ხსენება, ქართველი ერისა და საქართველოს ეკლესიისთვის უდიდესი დღესასწაულია, რადგანაც ის ქართველთა განმანათლებელია.

როდესაც ღვთისმშობელს საქართველოში ჭეშმარიტი სარწმუნოების, ქრისტიანობის ქადაგება წილად ხვდა, მაცხოვარი გამოეცხადა მას და ამცნო, რომ მოახლოებული იყო ჟამი, როცა წმიდა ქალწული მარიამი უფლის წინაშე უნდა წარმდგარიყო. სწორედ ამიტომ ქართლში ქადაგება სხვისთვის უნდა გადაებარებინა და ეს მისია ანდრია პირველწოდებულს ერგო. თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ ღვთისმშობელმა საქართველო მიატოვა, პირიქით, რადგან მას წილხვედრად ერგო, ამის შემდგომ წმიდა მარიამს არასოდეს მიუტოვებია საქართველო. ანდრია პირველწოდებულს თავისი ხელთუქმნელი ხატი გადასცა. იგი საქართველოში შემოვიდა, ქრისტიანობა იქადაგა და ეკლესია დააფუძნა.

შემდეგ ღვთისმშობლის გამოცხადებით წმიდა ნინოს დაევალა ქართლის მოქცევა. როდესაც მან ნახა ერი, რომელიც წარმართულ ღვთაებას სცემდა თაყვანს, ცხარე ცრემლით ტიროდა და მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ეს ერი ქრისტეს სჯულზე მოექცია.

საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლა სამ ეტაპად შეიძლება დავყოთ: შემოსვლა-გაცნობის, დამკვიდრებისა და განმტკიცების.

ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლითა და მისი ქადაგებით ქართველმა ერმა, ფაქტობრივად, გაიცნო ჭეშმარიტი სარწმუნოება.

როდესაც ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით წმიდა ნინომ ქართლში იქადაგა და ქრისტიანობა, როგორც სახელმწიფო რელიგია გამოცხადდა, ეს მეორე ეტაპი იყო. წმიდა ნინო რომ შემოვიდა, მაშინ ქართველებმა უკვე იცოდნენ ქრისტიანობა რა იყო, თუნდაც დაწყებული ქრისტეს კვართიდან, რომელიც ებრაელებმა ჩამოიტანეს. ანდრია პირველწოდებულის მიერ უკვე ნაქადაგები იყო ქრისტიანული და თემებიც კი არსებობდა. წმიდა ნინოს შემოსვლით კი მოხდა ქრისტიანობის დამკვიდრება და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.

მესამე ეტაპი კი ასურელი მამების მოღვაწეობას უკავშირდება. მაშინ, როდესაც საქართველოში მაზდეანობა ჭარბობდა და ქრისტიანებს სდევნიდნენ, ამ დროს ცამეტი ასურელი მამა მოვიდა, რათა სარწმუნოება განემტკიცებინათ.

წმიდა ნინოს შემოსვლა არის უდიდესი ეტაპი ქართველი ერისათვის, რადგან ქრიტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა. წმიდა ნინო კი ჩვენი ერის უდიდესი მფარველია”.


ქეთი ჭელიძე


ambioni.ge