ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 11 июня 2017 г.

"ირული" -მეგრული სიმღერა. ჯგუფი ,,ბანი''.


ანსამბლი "კავკასიონი" - გოლუაფირო საქართველო (მეგრულ-ქართული სიმღერა)


მეგრული "დიდოუ ნანა" თურქულ ნიჭიერში.


თამაზ ნოდია რომელმაც ჩუქჩებს მეგრული ენა ასწავლა

))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

пятница, 9 июня 2017 г.

თავისუფლება და მონობა.

არავინ გაწყენინებს, როდესაც საკუთარ თავს არ აწყენინებ.

წმ. ტიხონ ზადონელი


   ასეთია ქრისტიანობა: იგი მონობაშიც მოგვიპოვებს თავისუფლებას!


   ჭეშმარიტად თავისუფალია ის, ვინც ქრისტესთვის ცხოვრობს: იგი ყველა უბედურებაზე მაღლა დგას. თუ იგი თავად არ მოისურვებს შეამთხვიოს საკუთარ თავს ბოროტება, მაშინ სხვა ამას ვერასდროს შეძლებს.

წმ. იოანე ოქროპირი


   თავისუფლებას მოკლებულ ბუნებას არ ძალუძს, იკითხვიდეს და გამოიძიებდეს; შეკითხვა, გამოძიება - თავისუფალ ბუნებიდან მომდინარეობს. მხოლოდ თავისუფალ ბუნებას ძალუძს იკითხვიდეს და გამოიძიებდეს.


   თავისუფლების არსი ყველა ადამიანში ერთია.

*
   უმჯობეს არს მოიპოვო კეთილი თავისუფლება, ვინემ ყოველივე სიმდიდრე, იმიტომ, რომ მთელ ქვეყანაზე არა რაი არს უმაღლესი და უწარჩინებულესი კეთილი თავისუფლებისა.

წმიდა ეფრემ ასური


   თავისუფლების კანონი იკითხება ჭეშმარიტი შემეცნების გზით, შეიმეცნება მცნებათა აღსრულებით და სრულდება ქრისტეს გულმოწყალებით.


   თავისუფლების კანონი ყოველგვარ ჭეშმარიტებას გვასწავლის და მრავალი საკუთარი შემეცნების მიხედვით კითხულობს მას, მაგრამ ცოტას თუ შეუცნია ის მცნებათა აღსრულების შესაბამისად.


 „ქრისტე მოკუდა ცოდვათა ჩუენთათვის, ვითარცა წერილ არს" (1 კორ. 15.3) და თავისუფლებას ჩუქნის მათ, ვინც ერთგულად ემსახურება, რამეთუ აბობს: „კეთილ, მონაო, სახიერო და სარწმუნოო, მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ, შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა" (მათე 25.23).

წმიდა მარკოზ განშორებული


   ის ადამიანი თავისუფალი არ არის, რომლის გონებაც გართულია დღენიადაგ ყოველდღიურ სახმარზე ფიქრში. რამეთუ მათზე ზრუნვა, განურჩევლად იმისა, პირადია თუ სხვისი ეს საზრუნავი, ადამიანს ზღუდავს და იმონებს.

წმიდა კიპრიანე კართაგენელი


   კეთილი, თუნდაც ემსახურებოდეს, ბოროტი კი, თუნდაც მეფობდეს, მონაა, და მასთან იმის მსგავსია, ვისაც ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ იმდენი ღმერთი, რამდენიც - ნაკლოვანება.

*
   კეთილი, თუნდ მსახური ანუ მონა იყოს, მაინც ყოველთვის თავისუფალია; ბოროტი კი, თუნდ ხელმწიფებდეს, მაინც მონა და ტყვეა, რომელსაც მხოლოდ ერთი ბატონი კი არა ჰყავს, არამედ სწორედ იმდენი, რამდენი მანკიერებაც შეუძენია.

ნეტარი ავგუსტინე


   სადაც არის სული უფლისა, იქაა თავისუფლება.

*
   ჭეშმარიტი მონობა არის მხოლოდ ერთი - მონობა ცოდვისა და ჭეშმარიტი თავისუფლება არის მხოლოდ ერთი - აღდგომა ღმერთში. სანამ ადამიანი არ მიაღწევს ქრისტეში თავის აღდგომას, მანამ მასში ყველაფერი დამახინჯებულია, სიკვდილის შიშით, მაშასადამე ცოდვების მონობითაც, ხოლო აღდგომის მადლის ჯერ კიდევ შეუმეცნებებლიდან დამახინჯებას გაურბიან მხოლოდ ისინი, რომელთა შესახებ ნათქვამია: „ნეტარ არიან რომელნი არა ჰხედავენ, მაგრამ ჰრწმენეს".

წმიდა სილუანი



   ღმერთი კეთილ საქმეს შიშით და იძულებით კი არ გვაკეთებინებს, არამედ შეგონებით, დარიგებით, სწავლითა და სიყვარულით. მას სურს, რომ ყოველ კეთილ საქმეს ჩვენი კეთილმნებელობით ვიქმოდეთ. მეორე მხრივ, ღმერთს სძაგს ყოველი ცუდი საქმე, მაგრამ მას არ შეუძლია, რომ უსჯულო კაცს ცუდი საქმის აღსასრულებლად ყოველი საშუალება მოუსპოს; რაკი ღმერთმა ერთხელ შექმნა კაცი და მას თავისუფლება და გონება მიანიჭა, აღარ ნებავს, რომ მას მისი ნებით და ჭკუით მოქმედება დაუშალოს.

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი


Xareba.net



შენ რომ ღმერთი გრწამდეს, არც იკადრებდი ლანძღვა-გინებას

რა დიდს სიხარულს იგრძნობდა, საყვარელნო, ის მუნჯი, რომელიც განჰკურნა იესომ, განსდევნა რა მისგან ბოროტი სული, როგორც მოთხრობილია დღევანდელს სახარებაში. ჩვენ შორის არ არიან მუნჯები; ღვთის მადლით და წყალობით, ჩვენ ყველას გვაქვს ნიჭი ლაპარაკისა. მაგრამ როგორ ბოროტად ხმარობენ ხოლმე მრავალნი ჩვენგანი ამ ნიჭს? ვინ ხმარობს ბოროტად ლაპარაკის ნიჭს? პირველად ყოვლისა, ბოროტად ხმარობს ამ ნიჭს ის, ვინც იგინება და ილანძღება, ვინც წარმოსთქვამს ხოლმე სალანძღველ, საგინებელ, დამპალ სიტყვებს. ჩვენს ერში ძალიან არის გავრცელებული სალანძღავ-საგი­ნებელ სიტყვათა ხმარება და საუბედურო კიდევ ის არის, რომ არ ერიდებიან არც ადგილს, არც დროს, ასე რომ ამ შემთხვევაში, ჩვენ ველურ ხალხზე უარესნი ვართ. რა დროსაც გინდა გაიაროთ და საცა უნდა მიხვიდეთ, – უქმეა თუ საქმის დღე, სადაც კი შეკრებილია რამდენიმე კაცი, თუ მათ გზა არ აუქციეთ, უეჭველია თქვენ გაიგონებთ ლანძღვა-გინებას. თვითონ მშობლებიც ხშირად შვილებთან სახლში ან მის გარეთ არა თუ თვითონ იგინებ-ილანძღებიან, ასწავლიან ხოლმე კიდეც პატარებს გინებას, ასე რომ პატარა შვილები ხშირად არ ჩამოუვარდებიან მშობლებს გინებაში. საზოგადოდ, საგინებელი სიტყვები, ნამეტნავად უბრალო ხალხს, მიაჩნია აუცილებელად საჭიროდ ყოველ-გვარს ლაპარაკის დროს, ხუმრობაშიც და დარბაისლურ საუბარშიც, მეგობრებშიც, სიმთვრალეშიც და სიფხიზლეშიც. რა არის ამისი მიზეზი?

ამის მიზეზი არის უწმიდურობა გულისა; არა აქვს კაცს გული წმიდა, აყროლებული და დამპალია იგი ცოდვათაგან, სავსეა ყოველივე უწმიდური, არაწმიდა ზრახვით და აი, სწორედ ამიტომ ბოროტი სიტყვა ამ კაცის პირიდან ამოდის თავის თავად, ხან-და-ხან მის უნებლიეთ, როგორც უწმიდურებით სავსე ორმოდან ამოდის მყრალი სუნი და უწმიდურობა და გარემო ჰფენს ცუდს სუნს.

მიაქციეთ ამას ყურადღება, საყვარელნო, სიტყვის ნიჭი მოგვცა ჩვენ ღმერთმა, გვასწავლა მხოლოდ კეთილი. მაშ, საიდან არის სასირცხვილო და ცუდი სიტყვა? ეშმაკისაგან! აი, ვისს სიტყვებს იმეორებ შენ ლანძღვა-გინების დროს. მაშ, მისი მოწაფე ყოფილხარ შენ და არა ქრისტესი.

ისიც იცოდე, ძმაო, რომ ღმერთი, რომელმაც შენ გაგაჩინა, არის ღმერთი ყველგან მყოფი, ყოვლის მცოდნე, ის ხედავს ყოველსავე, რასაც ჩვენ ვიქმთ და ვამბობთ. ამიტომ, როცა იგინები და ილანძღები, ნუ გვარწმუნებ, რომ შენა გრწამს ღმერთი; შენ რომ ღმერთი გრწამდეს, არც იკადრებდი ლანძღვა-გინებას, ისევე როგორც არ იკადრებდი ქვეყნიურის ხელმწიფის წინაშე რაიმე ცუდს სიტყვას.

შენი ლოცვა რაღასა ჰგავს? რას იტყოდი შენ, რომ კარგად და გემრიელად გაკეთებული საჭმელი მოგიტანონ ჭუჭყიანის ჭურჭლით და გაჭამონ ჭუჭყიანის კოვზით! როგორის ენით და პირით ლოცულობ შენ, თუ არა ისევე აყროლებულით, როგორც აყროლებულია თვით საგინებელი სიტყვა? და იმედიც კი გაქვს, რომ ღმერთი გისმენს? ან მაგინებელის პირით მოდიხარ შენ ეკლესიაში სხვებთან ერთად საზიარებლად? განა ეს ღვთისა და სიწმიდის შეურაცხყოფა არ არის?

რისთვის იქმ ყოველსავე ამას? რა გაჭირება გადგია, რომ იგინები, ან რა სიამოვნებას და სარგებლობას ხედავ მასში? ქურდი ქურდობს გაჭირვებისა გამო, მეძავი სცოდავს ხორციელის სიამოვნებისათვის, თუმცა ეს სიამოვნება სავსეა ცოდვითის სიმწარით, – მაგინებელი რიღასთვის სცოდავს? ჭეშმარიტად, მაგინებელნი უგუნური მცოდველები არიან. მაგინებელი კაცის გულში იმკვიდრებს ეშმაკი, ღვთისმშობელი ართმევს მას საფარველს, ის განშორებულია და უცხოა ცათა სასუფევლისათვის.

გვახსოვდეს, საყვარელნო, რომ ყოველივე ჩვენის სიტყვებისათვის უნდა პასუხი ვაგოთ ღვთის წინაშე და ამიტომ სიფრთხილით მოვექცეთ ჩვენს სიტყვებს. „ყოველი სიტყვა უშვერი პირით თქვენით ნუ გამოვალნ, არამედ რაჲ-იგი იყოს კეთილ აღსაშენებელად სახმრისა მის, რაჲთა მისცეს მადლი მსმენელთა მათ“, ბრძანებს წმ. მოციქული. ამინ. 

სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ძმობა, 1913 წ.






აბსურდიზმი.მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი).

  ჩვენი საუკუნე, არსობრივად, აბსურდის საუკუნეა. პოეტები და დრამატურგები, მხატვრები და მოქანდაკენი გაიძახიან, რომ სამყარო არაორგანიზებული ქაოსია და ამგვარად გამოხატავენ მას თავიანთ შემოქმედებაში. ნებისმიერი პოლიტიკოსი - მემარჯვენე, მემარცხენე თუ ცენტრისტი ცდილობს სამყაროში არსებულ ქაოსს მოწესრიგებულობის სუსტი ელფერი შესძინოს; პაცისტები და მილიტარ-ისტები, აბსურდის რწმენით განმსჭვალულნი, ერთხმად გაიძახიან, რომ ადამიანური ძალისხმევით შეუძლიათ პრობლემატური სიტუაციების გადალახვა. ფილოსოფოსები და ერთი შეხედვით, პასუხისმგებლიანი ხალხი, მმართველები, მეცნიერები და საეკლესიო წრეების წარმომადგენლები მხოლოდ ადასტურებენ თანამედროვე ადამიანის არანორმალურობის თეზას. ხოლო მის (ადამიანის) მიერ შექმნილ სამყაროში გვთავაზობენ ჰუმანურ ოპტიმიზმს, უიმედო სტოიციზმს, ბრმა ექსპერიმენტალიზმს ან ირაციონალიზმს და რეკომენდაციას გვაძლევენ მივეცეთ თვითმკვლელ სარწმუნოებას - "საკუთარ რწმენას".
   ჩვენი დროის ხელოვნება, პოლიტიკა თუ ფილოსოფია ჩვენი ცხოვ-რების ანარეკლია. ის, რომ ისინი დაზიანებულია აბსურდიზმით, მეტწილად იმის შედეგია, რომ თავად ცხოვრება გახდა აბსურდული. აბსურდიზმის ყველაზე ნიშანდობლივ ნიმუშს, რა თქმა უნდა, ა. ჰიტლერის "ახალი წესრიგი" წარმოადგენდა, როდესაც "ნორმალური", "ცივილიზებული" ადამიანი ერთდროულად ბახის ფაქიზი შემსრულებელი და მილიონობით ადამიანის მაღალკვალიფიცირებული კალათი შეიძლება ყოფილიყო. თავად ჰიტლერი იყო აბსურდი, რომელიც არარაობიდან მსოფლიო ბატონობამდე აღზევებული, კვლავ არარაობა გახდა. მან შეძრწუნებული სამყარო დატოვა. თავისი "მიღწევებით", უცარიელეს ადამიანებს შორის თავისი დროების სიცა-რიელის განხორციელება იყო.
  ჰიტლერის სიურეალისტური სამყარო წარსულს ჩაბარდა, მაგრამ მსოფლიო მაინც ვერ გამოვიდა აბსურდულობის პერიოდიდან. პირიქით, ის კიდევ უფრო დასნეულდა. ადამიანებმა გამოიგონეს ისეთი იარაღი, რომელიც ნაცისტური "სახარების" მსგავსად ნიჰილიზმის დამანგრეველ ანარეკლს წარმოადგენს, რომელიც გაბატონდა ადამი-ანების სულებში. თითქოს სამყარო ორ ნაწილად გაიყო: ერთნი, ვინც უაზრო, დამღუპველი ცხოვრების სტილით არსებობენ და ვერ აცნობიერებენ ამას, და ისინი, ვინც გაიაზრეს ეს მდგომარეობა, შეიშალნენ ჭკუიდან და თავი მოიკლეს.
   ჩვენი დრო - აბსურდის დროა, როდესაც ერთ ადამიანში ურთიერ-თსაპირისპირო შეხედულება გვერდიგვერდ არსებობს; როდესაც ყველაფერი უაზრობად გვეჩვენება, ყველაფერი ინგრევა, იმიტომ რომ დაკარგულია ცენტრი, რომელიც "აკავშირებს" ყოველივეს. ცხადია, ყოველდღიური ცხოვრება ჩვეულებრივად მიედინება, თუმცა ეჭვს იწვევს მისი დაჩქარებული ტემპი. ადამიანს ეჩვენება, თითქოს შეუძლია "გაუძლოს" არანორმალური ცხოვრების რიტმს. ამისთვის ბრალს ვერ დასდებ მას. თანამედროვე ცხოვრება რთული და ნაკლებ სასი-ამოვნოა, მაგრამ ვინც სიღრმისეულად დაფიქრდება, სინამდვილეში რა ხდება თანამედროვე სამყაროს ნიღაბქვეშ, დაინახავს მის "არა-ნორმალურობას".

•••
   სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, "არანორმალურია". თანამედროვე პოეტებს, მხატვრებს და მოაზროვნეებს, ხილული სამყაროს რაგვარ განმარტებასაც არ უნდა გვთავაზობდნენ, ერთში ნამდვილად დავეთანხმებით: თანამედროვე სამყაროში რაღაც "არ არის რიგზე (მწყობრში)".
   პირველი, რაც შეგვიძლია ვისწავლოთ აბსურდიზმისაგან: აბსურდიზმი - სიმპტომია, რომელიც გვაუწყებს, რაგვარ სულიერ მდგომარეობაში იმყოფება თანამედროვე ადამიანი. შეიძლება კი აბსურდიზმის გაგება? თავისი არსით ის ან უპასუხისმგებლო, ან სოფისტურ მიდგომად გვევლინება. ამგვარ შეფასებას არა მხოლოდ მხატვრებთან, არამედ სერიოზულ მოაზროვნეებთან და კრიტიკოსებთან ვხვდებით, რომლებიც ცდილობენ განმარტონ ან გაამართლონ აბსურდი. თუმც მისი გაგება თავისი ტერმინოლოგიის მიხედვით ერთობ რთულია, იმიტომ რომ გაგება გააზრებას ნიშნავს, ხოლო გააზრება აბსურდის საპირისპირო მოვლენა გახლავთ. ერთი სიტყვით, აბსურდი სარწ-მუნოებრივ ჭრილში უნდა გაანალიზდეს..., თავს დავესხათ აბსურდიზმს ჭეშმარიტების სახელით და აღმოვაჩენთ, რომ იგი, მისდა უნებურად, ადასტურებს, რომ ქრისტიანული რწმენა ჭეშმარიტია.
   ქრისტიანობა, ამ სიტყვის უმაღლესი მნიშვნელობით, არის გააზრება (coherence), იმიტომ რომ ქრისტიანების ღმერთია სამყაროს ბატონ - პატრონი. ის ყოველი ქმნილების ანი და ბანია. ჭეშმარიტად მორწმუნე ქრისტიანი ნათლად ხედავს ამ ღვთაებრივ კავშირს ცხოვრების ყველა სფეროში. ხოლო აბსურდისთვის ყველაფერი ინგრევა, მათ შორის საკუთარი ფილოსოფიაც, რომელიც ხანმოკლეა.
  მეორე გართულება, რომელიც ახლავს აბსურდიზმის კვლევას: არ არის საკმარისი უარვყოთ ის მხოლოდ თავისი წინააღმდეგობრიობისა და სიმცდარის გამო. არც ერთი კომპეტენტური ადამიანი არ დაიწყებს აბსურდიზმის განხილვას ჭეშმარიტების ჭრილში. ის ნებისმიერი მხრიდან ეწინააღმდეგება თავის თავს. იმისათვის რომ ამტკიცო სრული უაზრობა, თავად უნდა გწამდეს აღნიშნული ფრაზის არსი. ამიტომ, აბსურდიზმს ვერ განვიხილავთ როგორც სერიოზულ ფილოსოფიას. ყველა მისი მტკიცებულება სუბიექტურად უნდა იქნეს განხილული, ვინაიდან აბსურდიზმი არა ინტელექტის ნაყოფი, არამედ ნებელობითი სისტემის პროდუქტია.

***

აბსურდის ფილოსოფია მრავალ თანამედროვე შემოქმედებით ნაშრ-ომში ფიგურირებს, მაგრამ თითქმის არსად გადმოცემულა მთელი სიცხადით. ყველაზე მკაფიოდ მისი აზრი გადმოსცა ნიცშემ. ნიჰი-ლიზმი ის ფესვია, რომლისგანაც აღმოცენდა აბსურდიზმის ხე. ნიცშეს შემოქმედებაში შეგვიძლია ამოვიკითხოთ ამ ფილოსოფიის არსი. ხოლო დოსტოევსკის ნაშრომებში აბსურდიზმის შედეგების აღწერას ვხედავთ. ქრისტიანული ჭეშმარიტების უვიცნი ვერ წვდებიან მის სიღრმისეულ არსს. გარდამავალ ეპოქაში ორ სამყაროს შორის მცხოვრებმა ამ ორმა მწერალმა აღნიშნა:
  1) ქრისტიანობაზე დაფუძნებული სამყარო შეირყა;
  2) აბსურდის სამყარო იწყებს არსებობას, რომელიც ჭეშმარიტების უარყოფაზეა აგებული.
   აქ ჩვენ ვპოულობთ პრაქტიკულად ყველა ნიუანსს აბსურდიზმის გაანალიზებისთვის.
   აბსურდიზმის არსი, რომელიც კულისებში დიდი ხანი მწიფდებოდა, ნიცშემ ორ შოკირებად ფრაზაში გამოავლინა:
   1) "ღმერთი მკვდარია" - რაც ნიშნავს იმას, რომ თანამედროვე ადამიანების გულებში ღვთის რწმენა მოკვდა.
   2) "ჭეშმარიტება არ არსებობს" - რაც ნიშნავს, რომ მიატოვა ღვთივბოძებული ჭეშმარიტება, რომელზეც ოდესღაც აგებული იყო ევროპელი ადამიანის აზროვნება და საზოგადოებრივი მმართველობა. ორივე შეხედულება მისაღებია ათეისტებისა და სატანისტებისათვის, რომლებიც ერთობ კმაყოფილნი არიან რწმენისა და ჭეშმარიტების უარყოფით.
   ნიცშემ, "ძალაუფლების" მოპოვების ჟინით აღვსილმა, ნიჰილიზმის არსი შემდეგნაირად გამოხატა: "რას ნიშნავს ნიჰილიზმი? იმას, რომ უზენაესი ფასეულობები კარგავენ თავიანთ მნიშვნელობას. აღარ არსებობს მიზანი, აღარ არსებობს პასუხი კითხვაზე: "რატომ?""
   ერთი სიტყვით, ყველაფერი ფარდობითია. მაგრამ სულ სხვაგვარ სი-მტკიცეს ვპოულობთ წმ. მამათა და ყველა ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანში, ვინაიდან მათი ყოველი აზრი, ცხოვრება ღმერთთან კავშირშია, როდესაც ყველგან ჩანს ღმერთი ვით ანი და ჰოი, როდესაც ყველაფერში ღვთის ნებას ხედავენ. სწორედ ეს რწმენა და სიმტკიცე არ აძლევს სამყაროს, საზოგადოებას, ადამიანს ნგრევის საშუალებას. დღეს ყოველივე ეს გაქრა. ხოლო კითხვები, რომლებზეც ადამიანები ღვთისაგან იღებდნენ პასუხს, დღეს უმრავლესობას აღარ გააჩნია.
   "ღმერთი მოკვდა", "ჭეშმარიტება აღარ არსებობს" - ორივე ფრაზა სამყაროს აბსურდულობას ადასტურებს, რომლის ცენტრში არა ღმერთი, არამედ არარაობაა.
   შემდეგ ნიცშე ამბობს: "ჩვენ მოვკალით ის (ღმერთი), მე და შენ! ჩვენ - ყველანი ღვთის მკვლელები ვართ! მაგრამ როგორ მოვახერხეთ ეს? შეგვიძლია ზღვის შესმა? სად ვიპოვოთ ისეთი საშლელი, რომ მთელი ჰორიზონტი წავშალოთ? საით მივფრინავთ? შორს ყველანაირი სინათლისაგან?... ხომ არ ვიმყოფებით უსასრულო არარაობაში? ხომ არ გვიბერავს სახეში სიცარიელე? განა უფრო ძლიერ არ აცივდა?"
  ამგვარია აბსურდული პეიზაჟი, რომელშიც არ არის არც უზენაესი ჭეშმარიტება, არც სიმართლე, არც სიცრუე, არც მართალი, არც მცდარი, იმიტომ რომ საყოველთაოდ აღიარებული ორიენტირია და-კარგული.
   სხვაგვარი, უფრო პირდაპირი, გამოხატულება აბსურდისა ივანე ყარ-ამაზოვის სიტყვებში წარმოჩინდა: "თუ უკვდავება არ არსებობს, ყველაფერი ნებადართულია". ზოგიერთს ეს თავისუფლების გამოვ-ლინებად ეჩვენება, მაგრამ ყველა ღრმად მოაზროვნე ადამიანმა საკუთარი გამოცდილებით უწყის ამ სიტყვების სიყალბე. აბსურდისტი, მართალია, უარყოფს უკვდავებას, მაგრამ მაინც აღიარებს, რომ ეს საკვანძო საკითხია, რაზეც არ გააჩნია პასუხი ჰუმანისტს. ამ საკითხისადმი გულგრილი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ადამიანი, როცა არ გააჩნია ჭეშმარიტების სიყვარული და ის (სიყვარული) შელახულია მაცდური და წარმავალი საგნებით; ადამიანი ამქვეყნიურით იწყებს ტკბობას, ბიზნესის კეთებას, ცოდნის შეძენას და მისთ. თვით ადამიანის ცხოვრება დამოკიდებულია ამსოფლიურ მისწრაფებებზე.

•••
   აბსურდისტმა იცის, რომ ეს ცრუ სწავლებაა და რომ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ სამყარო ასეთი უცნაურია. აბსურდიზმში არ არის იმედი, სიკვდილი უზენაესი ღვთაებაა მის სამყაროში.
   ნამდვილად, თუ "უკვდავება არ არის", შესაბამისად, სამყაროა აბსურდული და "ყველაფერი ნებადართულია". არაფრის კეთებაც არ ღირს საერთოდ; ნამდვილად ჯობს არ არსებობდეს ასეთი სამყარო. ცხოვრებაში აღარაფერს: არც სიყვარულს, არც ქადაგებას, არც სიწმინდეს, არანაირი ფასი არა აქვს, მცირეოდენი მნიშვნელობაც კი დაკარგულია, თუკი ადამიანი არ განიცდის ამქვეყნიურ დასასრულის მოპოვებას. ადამიანი უკვდავია, ამიტომ რასაც აკეთებს ის თავისი ცხოვრების მანძილზე, ყოველი კეთილი თუ ბოროტი ნაბიჯი გახლავთ თესლი, რომელიც ამქვეყნად იზრდება, მაგრამ ნაყოფს მომავალ ცხოვრებაში გვაძლევს. მეორე მხრივ, ისინი, ვინც დარწმუნებულნი არიან, რომ სათნოება აქვე, დედამიწაზე, იწყება და სრულდება, პრაქტიკულად არაფრით განსხვავდებიან სათნოების უარმყოფელი ადამიანებისაგან. მათ ერთმანეთისგან ერთი ნაბიჯი ჰყოფს, როგორც დღეს ამბობენ, ლოგიკური ნაბიჯი, რომელსაც ადამიანი იოლად დგამს...
  ევროპა ხუთი ასწლეულის მანძილზე იტყუილებს თავს, როდესაც ცდილობს ჰუმანიზმის, ლიბერალიზმისა და ყალბი ქრისტიანული ფასეულობების დამკვიდრებას. თავისი მსოფლმხედველობის ქრისტიანული ჭეშმარიტებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება წესად დაადგინა. აბსურდიზმი ამ გზის დასასრულია - ჭეშმარიტების კომპრომისამდე დაყვანის მცდელობაა, რათა შესაძლებელი გახადონ მისი შერიგება ამასოფლის ფასეულობებთან. ხოლო თუ ჭეშმარიტება და უკვდავება არ არსებობს, თუ "ღმერთი მკვდარია", მაშინ ეს სამყარო, თავის ნაჭუჭში შეზღუდული, აბსურდის სამყაროა, მაშინ ეს სამყარო ჯოჯოხეთია.
   აბსურდიზმი არ უნდა მივიჩნიოთ ზედაპირულ უაზრობად. ის გახ-ლავთ ნაწილი იმ მოსავლისა, რომლის თესლს ევროპელები საუკუ-ნეების მანძილზე თესავდნენ - ქრისტეს ჭეშმარიტების ღალატისა და კომპრომისის თესლი.

•••
   დავაჯამოთ დიაგნოზი, რომელიც დავუდგინეთ აბსურდიზმს: ეს იმათი ცხოვრება და მსოფლმხედველობაა, ვისაც არ შეუძლია ან არ სურს ღმერთში დაინახოს დასაწყისი და დასასრული, უზენაესი არსი ცხოვრებისა; იმათი, რომლებსაც არ სწამთ განხორციელებული იესო ქრისტესი და არ აღიარებენ ზეციური სასუფეველის არსებობას, რო-მელიც გამზადებულია მართლებისთვის; მათი, ვინც ვერავის დასდებს ბრალს თავის ურწმუნოებაში. მაგრამ რაში მდგომარეობს სნეულების მიზეზი? სად ვეძიო ჭეშმარიტი მიზეზი? აქამდე ჩვენ განვიხილეთ აბსურდიზმის ნეგატიური მხარე, რომელშიც ჭეშმარიტი ორიენტირების დაკარგვაზეა საუბარი, რომელშიც ცხოვრობს თანა-მედროვე ადამიანი. მაგრამ პოზიტიური მხარეც უნდა აღვნიშნოთ.
   აბსურდისტი სულაც არ არის ბედნიერი იმით, რომ სამყარო აბსურდული გახდა: მათ ამის სწამთ, მაგრამ ვერ ეგუებიან. მათი ხელოვნებისა და ფილოსოფიის სურვილია გადალახონ აბსურდიზმი. ეს ისეთი მდგომარეობაა, როცა იმედგაცრუებულ და მიტოვებულ ადა-მიანებს მაინც რაღაც გამოუთქმელის, უხილავის იმედი აქვთ, რამაც უნდა დაუბრუნოს მათ ცხოვრების არსი. ხალხს არ შეუძლია იმედის გარეშე ცხოვრება თუგინდ მთლიანად იმედგაცრუებულ მდგომარეობაში იმყოფებოდეს.
   ეს იმას ნიშნავს, აბსურდიზმის სიცარიელე არ გახლავთ მისი ჭეშმარიტი სნეულება, არამედ მხოლოდ მისი მწვავე სიმპტომია.
   აბსურდიზმის ნამდვილი სახე გასაიდუმლოებულია, რისი განმარტება, გააზრება დაუბრუნებს ცხოვრებას არსს.
   აბსურდული საუკუნის "წინასწარმეტყველებს" - ნიცშესა და დოსტოევსკის ეს გარემოება მთელი სიცხადით აქვთ გამოხატული. თავიანთ ნაშრომებში აბსურდიზმის თავად არსს ვპოულობთ: "ყველა ღმერთი მკვდარია, - ამბობს ნიცშესეული ზარატუსტრა, - აწ იცხოვროს ზეადამიანმა". ნიცშესეული გიჟი ღვთის მკვლელობაზე დასძენს: "ძალიან დიდი საქმე ხომ არ არის ეს ჩვენთვის? ჩვენ თავად ხომ არ უნდა გავხდეთ ღმერთები? დოსტოევსკის "ეშმაკში" კირილოვმა იცის: "თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ მე ვარ ღმერთი".
   კაცობრიობის ტრაგედიის მიზეზი ადამის პირველქმნილ ცოდვაშია "იყვენით ვითარცა ღმერთნი". ეს არის ის, რასაც ნიცშე უწოდებს ზეადამიანს, დოსტოევსკი ადამიან ღმერთს, სინამდვილეში კი სა-კუთარი "მეს" გაღმერთება გახლავთ, რითაც ეშმაკი ოდითგანვე აც-დუნებდა ადამიანს. "მე" - ერთადერთი ცნებაა, რისი თაყვანისცემაც შეუძლია ჭეშმარიტი ღმერთის უარმყოფელ ადამიანს. ”ძველმა მცნებამ "შენ ვალდებული ხარ", მოჭამა თავისი დრო" - ამბობს ზარ-ატუსტრა, ახალი მცნებაა - "მე მინდა" კირილოვის სატანური ლოგიკის თანახმად, "ჩემი ღვთაებრიობის ატრიბუტი - თვითნებობაა". ახალი რელიგია, რომელმაც უნდა შეცვალოს "ძველი" ქრისტიანობა, რომ-ელსაც, თანამედროვე ადამიანის აზრით, სასიკვდილო ჭრილობა აქვს მიყენებული, ჯერ მთელი სისავსით არ განცხადებულა. არსობრივად, ეს საკუთარი თავის თაყვანისცემაა.
   აი, საითკენ მივყავართ აბსურდიზმს და ჩვენი დროის ამაო ექსპერიმენტებს. ამრიგად, აბსურდიზმი სტადიაა. გაჩნდა ფარული წინათგრძნობა მოახლოებული სატანური ქაოსისა, რასაც მოჰყვება დასასრული.
  კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება აბსურდიზმის ისტორიული კულმინაცია. ეს უკვე ანტიქრისტეს მეუფება და ჯოჯოხეთია, ვინაიდან აბსურდიზმი, ზუსტი განსაზღვრებით, ჯოჯოხეთის შემოჭრაა ჩვენს ცხოვრებაში. თანამედროვე ადამიანს არ სურს ჯოჯოხეთზე ფიქრი და გაურბის მას, მაგრამ ამავე დროს კიდევ უფრო ძლიერ მიილტვის მისკენ. პირველად ქრისტიანობის ისტორიაში, როდესაც ადამიანმა სრულიად დაკარგა ჯოჯოხეთის არსებობის რწმენა, კაცობრიობა მთლიანად შთანთქმულია ჯოჯოხეთური სულისკვეთებით.
   რატომ არ სწამთ ადამიანებს ჯოჯოხეთის არსებობის? იმიტომ, რომ მათ არ სწამთ სამოთხის, ანუ დაკარგეს ცოცხალი ღმერთის რწმენა. ღვთის შემოქმედებას აბსურდს უწოდებენ და სურთ, რომ ის (ღმერთი) არ არსებობდეს.
   ჩვენ კვლავ ქრისტიანები უნდა გავხდეთ. შესაძლოა "ზეაბსურდული" ეპოქაც დადგეს... მაგრამ ქრისტიანებიც უნდა ვიყოთ ამისთვის მზად. შესაძლოა ქრისტიანებმა ჭეშმარიტების დაცვა, დადასტურება მოწამეობრივი ღვაწლის შედეგად განახორციელონ.
   ეს არა იმედგაცრუების, არამედ სიხარულის დასაბამი იქნება, იმიტომ რომ ქრისტიანი არა ამქვეყნიურ მეუფებას, არამედ სასუფეველს ელის, რომელიც არაამასოფლისაგანია.


Антимодернизм.rу. იბეჭდება შემოკლებით.
 Xareba.net - ის რედაქცია.

აბსურდი.

აბსურდი
L. absurdus
უაზრო, უთავბოლო

შეუსაბამობა, უაზრობა.

nplg.gov.ge

...

აბსურდი (ლათ. absurdus, „აზრს მოკლებული“) — რაიმე ალოგიკური, რომელიც საღ აზრს ეწინააღმდეგება.

აბსურდულად ითვლება შეხედულება, რომელიც გარეგნულად წინააღმდეგობრივი არ არის, თუმცა მის გაანალიზებას წინააღმდეგობამდე მივყავართ. მაგ. წინადადებაში „ალექსანდრე მაკედონელი უშვილო მშობლების გაზრდილი იყო“ არის მხოლოდ მტკიცება და არ არის უარყოფა, და შესაბამისად, არ არის აშკარა წინააღმდეგობა. თუმცა აშკარაა, რომ ამ მტკიცებიდან გამომდინარეობს წინააღმდეგობა: „ზოგიერთ მშობლებს ჰყავთ შვილები და ამავე დროს არ ჰყავთ ისინი“. აბსურდს განარჩევენ უაზრობისგან. უაზრობა არც ჭეშმარიტებაა და არც სიცრუე, მას ვერ დავუპირისპირებთ სინამდვილეს, რომ გავარკვიოთ, შეესაბამება იგი მას თუ არა. აბსურდული გამონათქვამი კი გააზრებულია და საკუთარი წინააღმდეგობის ძალით სიცრუე გამოდის. მაგ. გამოთქმა „თუ წვიმა მოდის, მაშინ ტრამვაი“ არის უაზრო, ხოლო გამოთქმა „ვაშლი გაჭრილი იქნა სამ არათანაბარ ნახევრად“ კი უაზრო არ არის, თუმცა აბსურდულია.

ფილოსოფიაში აბსურდი გამოხატავს კოფლიქტს ადამიანის მისწრაფებას, მისწვდეს ხელშეუვალ ღირებულებებსა და ცხოვრების აზრს, და ადამიანურ უუნარობას შორის, აღმოაჩინოს რაიმე. ამ კონტექსტში აბსურდი არ გულისხმობს "ლოგიკურ შეუძლებლობას", ის გამოხატავს "ადამიანურ შეუძლებლობას". სამყარო და ადამიანური გონება ცალ-ცალკე არ იწვევს აბსურდს. აბსურდს იწვევს მათი დაპირისპირებული ბუნება, რომლებიც ერთდროულად არსებობენ.

wikipedia.org

კარგად დააკვირდით, სინათლე, რომელიც თქვენშია, სიბნელე ხომ არ არის

კარგად დააკვირდით, სინათლე, რომელიც თქვენშია, სიბნელე ხომ არ არის

დაბნელებულ გონებაზე უფრო დიდი ბოროტება ცრუ სიმართლით დაბრმავებული გონებაა

ანზადა გვასწავლის: «ეჭვი უკუნი ღამეაო». იგულისხმება ცუდი ეჭვი, შეურიგებელი წინააღმდეგობა, რომელიც ადამიანის სულში წარმოიშობა. მას მოჰყვება აბსურდიზმი, ნიჰილიზმი, რომლის არსიც ნიცშემ ასე გადმოსცა: «რას ნიშნავს ნიჰილიზმი? — იმას, რომ უმაღლესი ფასეულობები კარგავენ თავიანთ ღრებულებას. მიზანი არ არსებობს, არ არსებობს პასუხი კითხვაზე: «რატომ?» ყველაფერი საეჭვო და უაზრო ხდება: აზრიცა და ცხოვრებაც. ადამიანი ღმერთისგან აღარ ღებულობს პასუხს, ამიტომ ბევრი კითხვა უპასუხოდ რჩება. იგი იმედწართმეული და გზააბნეულია. არ იცის: სად არის, ვინ არის, რა ეძებოს, სად ეძებოს… აბსურდულ სამყაროში კი არც სიმართლე არსებობს და არც ტყუილი, არც უდანაშაულო და არც დამნაშავე, რადგანაც საზოგადოდ აღიარებული ორიენტირები დაკარგულია. სერაფიმ როუზი წერს: «აბსურდიზმი თავისი არსით ჩვენს სულებში ჯოჯოხეთის შემოჭრას ნიშნავს».


ეჭვის დადებით და უარყოფით მხარეებსა და მის გამოვლინებებზე ლიტერატურაში გვესაუბრება ამერიკული აკადემიის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, მედიაველისტიკის დოქტორი ლევან გიგინეიშვილი.

— შინაგან ძიებას, ეჭვს ადამიანი ზოგჯერ ჭეშმარიტებამდე მიჰყავს…

— საზოგადოებაში ისეთი შეხედულებებიც არსებობს, რომლებიც თრგუნავს პიროვნებას, ბოროტებისკენ უბიძგებს მას.

არტურ კესტლერის ნაწარმოებში «წყვდიადი შუადღისას» ასეთი ამბავია მოთხრობილი: ერთ-ერთი პერსონაჟი მარქსისტულ-რევოლუციურ წრეში მოხვდება. აქ ყველა მოვლენას შესაბამისი იდეოლოგიური თვალთახედვით აღიქვამენ. ეს ადამიანი ეჭვს შეიტანს ამ იდეოლოგიის სისწორეში და საბოლოოდ განთავისუფლდება კიდეც მისი მარწუხებისაგან. მას ჭეშმარიტებით აღძრული ეჭვი შეიპყრობს და უკვე აღარ აკმაყოფილებს თავსმოხვეული შეხედულებები, პროტესტის გრძნობა უჩნდება და ამ გრძნობას გასაქანს აძლევს.

ჯორჯ ორუელის რომანში «1984» სიუჟეტი ასე ვითარდება: ტოტალიტარული რეჟიმია. ყველაფერს მმართველი პარტია განსაზღვრავს. ყველგან ვიდეოკამერაა დაყენებული და თითოეული ადამიანის მოქმედებას აკონტროლებენ. ემოციები და მიმიკებიც კი ამ კამერას უნდა მიუსადაგონ. საგნებსა და მოვლენებს მცდარი, საპირისპირო სახელები ჰქვია: ომს მშვიდობას ეძახიან, სიყვარულს — სიძულვილს… ცნებითი აღრევა ხდება. ერთ-ერთ გმირს ეჭვი უჩნდება. იგი ობიექტურ სიმართლეს ეძებს. ეს სახიფათო სიმართლეა. ძალაუფლების სტრუქტურები თრგუნავენ ეჭვს, რომელმაც შესაძლოა მათ იდეოლოგიას საყრდენი გამოაცალოს. ორუელის მოთხრობაში ამ სისტემის მოწინააღმდეგეს წიხლავენ. ტანჯვის ისეთ საშინელ ფორმას მოიგონებენ, რომ ამ ადამიანს სულიერად გატეხენ და დაიმორჩილებენ. ფაქტობრივად, კლავენ — ოღონდ ფიზიკურად კი არა, სულიერად. მას პერსპექტივას უკლავენ და ისიც თავისი მრწამსის შესაბამისად ვეღარ ცხოვრობს…

ტოტალიტარულ რეჟიმებს და ამ რეჟიმის გამტარებელ ადამიანებს ეჭვის ეშინიათ. არქიფო სეთური («დათა თუთაშხია») თავისუფალ აზრს ებრძვის, გულუბრყვილო ბავშვებივით მართავს ადამიანებს. მაგრამ გულუბრყვილობა ხომ იმას სულაც არ ნიშნავს, უმეცარი იყო, არ განსაჯო და არ გამოიძიო, რა არის ჭეშმარიტი სიკეთე და რა — ბოროტება. ეს არ არის ქრისტიანობა. მაცხოვარი ამბობს: «იყავით უმანკონი, ვითარცა მტრედნი და გონიერნი, ვითარცა გველნი». თვით სახარება მოგვიწოდებს, გვქონდეს ჭეშმარიტებით აღძრული ეჭვი. მაცხოვარი მოწაფეებს აფრთხილებს: კარგად დააკვირდით, სინათლე, რომელიც თქვენშია, სიბნელე ხომ არ არისო — ის შეხედულებები, რომლებიც ნათელი გგონიათ, შესაძლოა, ბნელი აღმოჩნდესო. ერთი ფილოსოფოსი ამბობს: დაბნელებულ გონებაზე უფრო დიდი ბოროტება ცრუ სიმართლით დაბრმავებული გონებააო. წმინდა წერილიც ხომ გვასწავლის: «გზანი უგუნურთანი მართლიად ჩანედ წინაშე მათსა» (იგავი 12,15). ბიბლია მოგვიწოდებს, ღრმად ჩავიხედოთ საკუთარ სულში და გამოვიძიოთ: რისა გვწამს, როგორ გვწამს, რა აზრები გვამოძრავებს, რამდენად გულწრფელია ჩვენი რწმენა ან ხომ არ ვაწებებთ სარწმუნოებას მისი ბუნებისთვის უცხო ელემენტებს, რასაც მცდარი გზით მივყავართ…

აკაკი წერს: «უმეცრებისთვის ამაოდ-მორწმუნეობა სარწმუნოებისა და სჯულის ცალია, მაგრამ უფრო სახელდახელო და ამიტომაც აღმსარებელიც მეტი ჰყავსო» («ბოდვა»).

— ჭეშმარიტებით აღძრული ეჭვი ცრუ შეხედულებებისგან განთავისუფლებაში ეხმარება ადამიანს. ზოგჯერ ეს დიდ მსხვერპლს მოითხოვს…

— ვაჟა-ფშაველას პოემები სულ ამაზეა აგებული. «ალუდა ქეთელაურში» რელიგიურ განწყობილებას ეწებება ის, რაც სულაც არ არის რელიგიური. რა კავშირი აქვს ხელის მოჭრას სარწმუნოებასთან? მაგრამ ეს მენტალიტეტი ამ ხალხში ისეა გამჯდარი, მტერს მარჯვენას თუ არ მოსჭრი, ღვთიური კანონის დამრღვევად შეგრაცხავენ. ალუდა ამ საზოგადოების წევრია, მაგრამ მას თანდათან უჩნდება და უღვივდება ეჭვი და ამ ეჭვს საზოგადოებასთან ტრაგიკულ დაპირისპირებამდე მიჰყავს. «სტუმარ-მასპინძელში» აღაზა ხევსურს დაიტირებს. გამუდმებით აწამებს ეჭვი — იქნებ არასწორად ვიქცევიო? იგი თემის შეხედულებებს უპირისპირდება. თითქოს ბუნებაც კი უჯანყდება. მაგრამ მაინც მიჰყვება თავის ეჭვს, გულისთქმას და სრულიად ახალ სამყაროს, ახალ რეალობას ბადებს. ეს ეჭვი სწორედ ჭეშმარიტებით აღძრული ეჭვია. ჭეშმარიტება მეტად სუბიექტურია იმ გაგებით, რომ ადამიანმა თვითონვე უნდა აღმოაჩინოს პირადი ძიებით, დაფიქრებით, შინაგანი მუშაობით. სწორედ ამ შემთხვევაში გახდება ის პირადად მისი და არა გარედან თავსმოხვეული. ილიას სიტყვებით, მართალი ის კი არ არის, ვინც სიმართლეს ამბობს, არამედ ის, ვინც იმას ამბობს, რაც სწამს, რომ სიმართლეაო. ცხადია, ეს იმას არ გულისხმობს, რომ ჭეშმარიტება ფარდობითია, არამედ იმას, რომ აბსოლუტიც, ობიექტურიც პიროვნებამ თვითონ უნდა აღმოაჩინოს. ეს ადამიანები შინაგანად სწვდებიან ისეთ რამეს, რაც ობიექტურია და რაც საზოგადოებას ჯერ არ შეუცნია.

არსებობს ეჭვი, რომელიც საზოგადოების დიალექტიკურ განვითარებას უწყობს ხელს, ახალ ზნეობრივ-ინტელექტუალურ პერსპექტივებს აღმოაჩენინებს მას. გიორგი ლეონიძის «მარიტა» გავიხსენოთ. საზოგადოების წევრები ადამიანში სილამაზისკენ, ახალ-ახალი პერსპექტივისკენ სწრაფვას თრგუნავენ. სახარებაში წერია: «არა შთაისხის ღვინოი ახალი თხიერსა ძველსა». ჭეშმარიტება ფართო ცნებაა, მდუღარე ღვინოს ჰგავს და განუწყვეტელ განვითარებას მოითხოვს. ვინც ჭეშმარიტების ძახილს გრძნობს, საზოგადოების ძველი სტრუქტურებისა თუ შეხედულებების მოწინააღმდეგე ხდება, რაც ხშირად მისთვის ტრაგიკულად მთავრდება. კაცობრიობის ცხოვრებაში მუდამ ასე იყო და ასე იქნება. მაგრამ თუ ადამიანი ჭეშმარიტების ძახილს არ გაჰყვა, სილამაზეს დაკარგავს. სილამაზე კი ღვთიური კატეგორიაა, რომელსაც ადამიანი ავითარებს. ეკლესიაც ხომ განვითარების სულ ახალ-ახალი ფორმებისკენ გვიხმობს.

— ასკეტი მამების თხზულებებში საგანგებო ადგილი ეთმობა ბოროტ ზრახვებთან, მათ შორის — მკრეხელურ აზრებთან, ბრძოლის საკითხს. ილიას განდეგილს ასეთი ფრაზა წამოსცდება: «ხსნა ყველგან არის, მაგრამ გზა ხსნისა ასეთი მერგო მე უბედურსა…» იგი არჩეულ გზაში დაეჭვდება…

— აქ საკითხი ასე ისმის: რამდენად შეიძლებოდა ამ ეჭვს გამოეწვია განდეგილის დაცემა? სოფლიდან წამოსვლისას ბერისთვის ეს ქვეყანა მხოლოდ ბოროტების სამკვიდრებელია, «სად კვლა, წარწყმედა და ღალატია, სადაც ძმა ხარობს სისხლსა ძმისასა», საიდანაც ვერავინ დაიხსნის თავს… მერე კი უცებ გამოტყდება, რომ თურმე ცდებოდა და «ხსნა ყველგან არის». განდეგილს მსოფლმხედველობრივი პრობლემა აქვს. მისი წუთისოფლიდან წასვლის მოტივი იმთავითვე მცდარი გახლდათ. შემდეგ კი მასში ეჭვი გაჩნდა — მოიქცა კი სწორად, როცა სოფელი ამ არასწორი მოტივით დატოვა? მწყემსმა ქალმა ბერის ღრმა მსოფლმხედველობრივი პრობლემა ლაკმუსივით გამოავლინა.

სასწაულზე იმედის დამყარებაც მისი სულიერი სისუსტის ნიშანია. მაცხოვარი გვაფრთხილებს: «ნათესავი ცოდვილი და მემრუშე ეძიებს სასწაულსო…» წმინდა მამებიც გვმოძღვრავენ: «თუ სასწაული მოგევლინება, უნდა მიხვდე, რომ ღმერთი შენი ურწმუნოების გამო გამხელსო». განდეგილი ამ სასწაულს თავის ღირსებად, თავისი ძალისხმევით მოპოვებულად მიიჩნევს, თავის სიწმინდეს გარეგნული ნიშნით ამოწმებს. ეს სულიერი ხიბლის მდგომარეობაა. მწყემსი ქალის მოვლინებამ გამოამჟღავნა მასში ეჭვი, რომელსაც მწირი თავის თავსაც უმალავდა. სამწუხაროდ, ბერმა თავისი სავალალო სულიერი მდგომარეობა ვერ შეიცნო, ეს ეჭვი მისთვის მეტისმეტად მტკივნეული აღმოჩნდა. მისი კერპი დაიმსხვრა. ამის გადატანა კი ვეღარ შეძლო და სასოწარკვეთილებით დაიღუპა.

ცხოვრებაში ისეთი რამ შეგვემთხვევა ხოლმე, რაც სულმა ჭრილობასავით უნდა გადაიტანოს, სანაცვლოდ კი ახალი პერსპექტივა გაეხსნება. განდეგილმა ეს ვერ შეძლო.

— ნათქვამია, იმედგაცრუება თავის მოტყუებას სჯობსო. იყვნენ ადამიანები, რომელთაც ეჭვი შეიტანეს იმ ღირებულებებში, ადრე რომ სწამდათ, გაუცრუვდათ «ცრუ სასოება» და მათთვის ეს გარკვეულწილად იმ ჭეშმარიტების ძიების სტიმული აღმოჩნდა, რომლისთვისაც უცხოა იმედგაცრუება. ჰაგიოგრაფია მართლმადიდებლობაზე მოქცეული უცხოელი წმინდანების ამბავს მოგვითხრობს…

— აბო თბილელმა ისლამის ყოვლისმომცველ ტრადიციაში შეიტანა ეჭვი. საგულისხმოა, რომ დამპყრობელი და გამარჯვებული არაბული სახელმწიფოს წარმომადგენელმა დაპყრობილი ქვეყნის სარწმუნოება მიიღო, თანაც — სიკვდილის შიშის ფასად. ესეც ჭეშმარიტებით აღძრული ეჭვია, რომელსაც გაჰყვა აბო და ქრისტიანობის, ახალი ჭეშმარიტების აღიარებამდე მივიდა. ეს სულის სიცოცხლეა. თუმცა ყველა როდი ბედავს, ამ ეჭვს მიჰყვეს; ურჩევნია, ჩაკლას იგი და საზოგადოებისთვის მისაღები შეხედულებების გამზიარებლად დარჩეს. უმრავლესობა ასეც იქცევა. ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ აზრს უკრიტიკოდ იღებს, ვერასოდეს ამაღლდება სიცოცხლის იმ დონემდე, რომელსაც თავიანთი პირადი შეგნებით, პირადი არჩევანით, გონიერი გადაწყვეტილებით მიაღწიეს აბომ, აღაზამ, ალუდამ… ისინი სხვა სიცოცხლით ცოცხლობენ. ეს ის სიცოცხლეა, რომელიც არაფერში გაიცვლება.

— თომა მოციქულს მეცნიერების მფარველად მიიჩნევენ, რაც სწორედ მის ეჭვთანაა დაკავშირებული…

— თომა მოციქულს ქრისტეს აღდგომაში ეჭვი შეეპარა. სანამ მაცხოვრის ჭრილობებში ხელი არ ჩაყო, ვერც ირწმუნა. თუმცა თომას ეჭვს გამართლებაც აქვს: ვის მიანდო შენი ცხოვრება, ხუმრობა საქმე როდია — ეს სერიოზული ცხოვრებისეული გადაწყვეტილებაა.

უამრავი მეცნიერული აღმოჩენა ეჭვის დამსახურებაა. გალილეო გალილეი დააეჭვა პტოლემეოსისა და არისტოტელეს შეხედულებებმა სამყაროს შესახებ და მართალიც გამოდგა — მან ახალი სამყარო აღმოაჩინა.

ცხადია, არსებობს ნიჰილიზმამდე მიმყვანი ავადმყოფური ეჭვიც. ფსალმუნშიც ხომ წერია: «თქვა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი. განირყვნეს და ბილწ იქმნეს იგინი უსჯულოებითა, არა ვინ არს, რომელმანცა ჰქმნა სიტკბოება» (ფს. 13,1). სწორედ ასეთი ეჭვის შედეგებს აღწერს დოსტოევსკი აბსურდიზმის თეორიამ გამოძახილი პოვა ივან კარამაზოვის სასოწარკვეთილ შეძახილში: «თუკი ღმერთი (უკვდავება) არ არის, მაშინ ყველაფერი ნებადართულია». ეს უპასუხისმგებლო ეჭვია — მცდელობა, გაამართლო ცოდვა, ვნებებისადმი მიდრეკილება. თუ კაცი ბოლოს მაინც არარად უნდა იქცეს, მაშინ ხომ სულერთია, როგორ ატარებს ცხოვრებას?

— ბოროტის მიერ აღძრული ეჭვი ადამიანის სულს ეუფლება და აშფოთებს. «მარქვი, რა უყავ, სად წარიღე სულის მშვიდობა, რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება?» — ნიკოლოზ ბარათაშვილის ფორიაქი და სულის ამონაკვნესი გამოძახილია იმ დაუნდობელი ბრძოლისა, რომელსაც მას დემონური ძალები უმართავენ…

— ბარათაშვილი დაეჭვებული პოეტია. მის სულიერ ცხოვრებას სასოწარკვეთილების აჩრდილი, დეპრესია ახლავს: «არღარა აქვს მას ნდობა ამა სოფლის; ეშინიან, იკრძალვის, არღა იცის, ვის აუწყოს დაფარული მან გრძნობა, ეფიქრება ხელმეორედ მას ნდობა». შემოქმედი ცხოვრების აზრს კარგავს. მის სულს ღმერთი აღარ ჰყავს.

ლექსში «სულო ბოროტო» ურწმუნოების ტრაგიკული განცდა საოცარი გულწრფელობითაა გადმოცემული: «მას აქეთ არის, დავუკარგე სიმშვიდე სულსა, და ვერც ღელვანი ვნებათანი მიკლვენ წყურვილსა». დაკარგულ სულიერ სიმშვიდეს არ უჩანს საშველი, რადგან აღარ არის მარადისობის ურყევი რწმენა, ისეთი, როგორიც ჰაგიოგრაფიის ან რუსთველის გმირებს აქვთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყოველგვარი ლოგიკის მიღმა, პოეტი ბედს მაინც არ ურიგდება და იბრძვის, რაც ასე მძაფრად არის ასახული «მერანში». ეს ლექსი «შავ ბედთან» ბრძოლაა, მაგრამ ბრძოლაა საკუთარი, ადამიანური ძალებით. დავით გურამიშვილი კი, როგორც არ უნდა გაუჭირდეს, შემწედ ყოველთვის უფალს უხმობს. ამიტომაც ზეცის გახსნა იოლია მისთვის.


სტატიის ავტორი: ლელა ჩხარტიშვილი
faith.ge






ათონზე ამბობენ, რომ მსოფლიო ბეწვზე კიდია.

08.06.2017
ათონელი ბერები ამბობენ, რომ დღეს მსოფლიო ბეწვზე კიდია - გვიამბობს მინსკის სასულიერო სემინარიის რქეტორი, ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის ნოვოგრუდსკისა და სლონიმსკის არქიეპისკოპოსი - გური.

"სრული პოლიტიკური არასტაბილურობის პირობებში  ქვეყნები ერთმანეთს ეჯიბრებიან შეიარაღების ზრდაში, დედამიწის ერთ სულ მოსახლეზე იმდენი იარაღი მოდის, რომ მეცნიერული გათვლებით იგი დედამიწაზე სიცოცხლის 20-ჯერ მოსასპობად იქნებოდა საკმარისი", - ციტირებს იერარქი ათონელი ბერების ნათქვამს.

"საბედნიეროდ, დედამიწაზე არის ადგილები, სადაც ბერები დღედაღამ ევედრებიან უფალს შეწყალებას, ლოცვა ცას სწვდება და უფალი ჯერჯერობით ყველას გვითმენს. ათონი დედამიწის ის დაფარული ადგილია, სადაც არ დაკარგულა ჭეშმარიტი მონასტრული ცხოვრების გამოცდილება, გონისმიერი ლოცვა.

წმინდა მთის ღვთით სავსე ცხოვრება იყო და არის იდუმალი, ამიტომაც მიისწრაფიან მისკენ მომლოცველები - დიდია ქრისტიანთა სურვილი, მცირედით მაინც მიუახლოვდნენ ათონს: ბერ-მონაზვნობა ხომ ქრისტეს მცნებების ხორცშესხმა და შესრულებაა და კეთილი მაგალითია ერისკაცთათვის. იქ ყველაფერი გავიწყდება, ლოცვის გარდა", - გვიზიარებს თავის შტაბეჭდილებებს არქიეპისკოპოსი გური.

"სწორი სულიერი ცხოვრება თავის თავში გულისხმობს ყოველმხრივ ჯანსაღ ფიზიკურ ცხოვრებასაც, იგი არის წყარო კეთილდღეობის, ბედნიერების, სიხარულისა და მშვიდობისა, რომლისკენაც მიისწრაფის ყოველი ადამიანი და ყოველი საზოგადოება. და პირიქით, სულიერი კანონების დარღვევა შეუქცევადად არღვევს ცხოვრების წესრიგს - როგორც პირად, ისე ოჯახურ და საზოგადოებრივ დონეზე" - ბრძანა მეუფემ.

წყარო: http://uoj.org.ua/

karibche.ambebi.ge


ბაგრატიონები.

საქართველოს სამეფო დინასტიები.

II.

ბაგრატიონები.

ერთიანი  საქართველოს აღზევება და დიდება განუყოფელია ბაგრატიონთაგან. ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ბაგრატიონთა სახელოვანი გვარი ერთგულად ემსახურებოდა ქართველთ. მამიდან შვილზე გადადიოდა არა მხოლოდ სამეფო ტახტი და ბრწყინვალე გვირგვინი, არამედ შემართება და თავდადება საქართველოს ერთიანობისათვის საბრძოლველად... რადგან მტერი ოდითგან მრავლად ჰყავდა ჩვენს ქვეყანას.
ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენლები ამიერკავკასიაში, ისტორიულ სარბიელზე ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნიდან გამოჩენილან და დამკვიდრებისთანავე ყველგან დაწინაურებული პოზიცია მოუპოვებიათ.

საქართველოს პოლიტიკურ სარბიელზე განსაკუთრებით აქტიურად ბაგრატიონები მეექვსე საუკუნის 50-იან წლებიდან ჩანან. ეს ის დროა როცა ქართლში დაიწყო პოლიტიკური მოძრაობა ქვეყანაში დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი წყობის აღდგენისათვის, რომელიც ირანელებმა გააუქმეს(ამ პერიოდში ათი წლით ადრე).

ქართლში დაწყებულ აჯანყებას ბაგრატიონი გუარამი მეთაურობდა და პირველ ერისმთავრადაც იგი აირჩიეს.,,ეს არს ერისთავი ქართლისა და მამა ბაგრატიონთა და ესე ქართლისა ბაგრატონიანი შვილის შვილთანი და ნათესავნი არიან მის გუარამისნი''.

წარმოშობით ბაგრატიონები საქართველოს უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთი ოლქიდან - სპერიდან არიან, სადაც უძველესი დროიდანვე მოსახლეობდნენ ქართული ტომები. ამჟამად ეს ოლქი თურქეთში მდებარეობს ისპირის სახელწოდებით. საქრთველოში თავიდანვე გაჩნდა ვერსია  ბაგრატიონთა ბიბლიური წარმომავლობის შესახებ. ეს აზრი ყველაზე თანმიმდევრულად გატარებულია ბაგრატიონთა მემატიანის, სუმბატ დავითის ძის თხზულებაში ,,ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა''. ბაგრატიონთა განსაკუთრებულ დაწინაურებას და მათ ღვთიურ წარმომავლობას მეათე საუკუნის ბიზანტიელი იმპერატორი და ამავე დროს ისტორიკოსი კონსტანტინე პორფიროგენეტიც(ძოწითშობილი) ადასტურებს.

ბაგრატიონთა ხელმწიფობის კანონიერებისა და დასაბუთებული პრეტენზიების გამოვლინებაა ის, რომ რიგი ისტორიული წყაროებისა მათ წარმომავლობას საქართველოს მეფეთა პირველ დინასტიას, - ფარნავაზიანებს უკავშირებს გენეტიკურად. ეს კიდევ უფრო ასაბუთებს მათი მმართველობის ლეგიტიმურობას. ამ ვერსიით, ქართლის პირველი ერისთავი, გუარამ პირველი კურაპალატი ვახტანაგ გორგასლის შთამომავალია ქალიშვილის ხაზით: ,, ქართლის ცხოვრების''  გვიანდელი ვერსიების მიხედვით, გუარამ კურაპალატი დედით ფარნავაზია და მამით ბაგრატიონი.

საერთოდ, ბაგრატიონთა მმართველობა რამდენიმე ეტაპად შეიძლება დაიყოს: მეექვსე საუკუნის მეორე ნახევრიდან და მეშვიდე საუკუნის დასაწყისში ერისმთავრების ტიტულით განაგებენ ქვეყანას. კიდევ უფრო დაწინაურდნენ ბაგრატიონები მერვე საუკუნის მეორე ნახევრიდან. სწორედ ამ გვარის წარმომადგენელი იყო ქართლის ბოლო ერისმთავარი აშოტ დიდი კურაპალატი. იგი ტოვებს არაბებისაგან გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფ ქართლს და გადადის საგვარეულო მამულში, კლარჯეთში, არტანუჯში, სადაც ფაქტობრივად საფუძველს უყრის დიდ და ძლიერ , საქრთველოს სამხრეთის პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელსაც პრეტენზია უჩნდება გასწიოს პირველობა და თავის გარშემო შემოიკრიბოს საქართველოს მიწა-წყალი.

პირველობისთვის პრეტენზიას მტკიცე დასაბუთება სჭირდებოდა და ამიტომაც ლიტერატურაში შემოდის თეორია ბაგრატიონთა ღვთიური წარმომავლობის შესახებ. ეს აზრია გატარებული ცნობილი ჰაგიოგრაფის გიორგი მერჩულის  თხზულებაში (,,ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა''), რომელიც ტაო-კლარჯეთში გრიგოლ ხანძთელის სამონასტრო მოღვაწეობას ასახავს: ,,დავით წინასწარმეტყველისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო , მეფობაი და სათნოებანიცა მისნი დაგიმკვიდრენ ქრისტემან ღმერთმან''.

იდეა, ბაგრატიონთა ღვთიური წარმოშობის შესახებ, აქტუალური იყო მრავალი ათასწლეულის მანძილზე, - მთელი მათი ხელმწიფობის დროს. ბაგრატიონთა დავითიან-სოლომონიან წარმომავლობაზე მიუთითებს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსიც, რომელიც თავისი თხზულების მთავარ გმირს ებრაელთა მეფის, დავითის სამოცდამეთვრამეტე შთამომავლად მიიჩნევს: ,,ბნელსა უკუნს შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათაგან... თვით სამოცდამეთვრამეტემან შვილმან ამის დავითისამ, დავით''.

ბაგრატიონების ,, ქართველთა კურაპალატობისა და მეფობის'' პერიოდი ორ საუკუნეზე მეტხანს გაგრძელდა. ამდროინდელი ტაო-კლარჯეთის, ანუ ქართველთა სამეფოს ბაგრატიონები ორ ძირითად შტოდ იყოფოდნენ - ტაოელ და კლარჯ ბაგრატიონებად. ქართველთა მეფობის პატივი პირველად ტაოელი ბაგრატიონებიდან ადარნასე მეორემ მიიღო, სავარაუდოდ 888 წელს. სამეფო სახლის ორივე შტომ მრავალი ღირსეული მოღვაწე შესძინა ქვეყანას. ამათგან გამორჩეულად ორნი _ მამობილი დავით მესამე დიდი კურაპალატია და მისი შვილობილი ბაგრატ მესამე. გონიერი მოაზროვნის, ქართლის ერისთავის იოანე მარუშისძის წინადადებით და დავით კურაპალატის ხელდასხმით ბაგრატ მესამე  _ ტაოს, კლარჯეთის, აფხაზეთის(დასავლეთ საქართველო) ტახტის მემკვიდრე -  გ ა მ ო ც ხ ა დ დ ა   გ ა ე რ თ ი ა ნ ე ბ ი ს   გ ზ ა ზ ე   მ დ გ ა რ ი   ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს  მ ე ფ ე დ.

ერთიანი საქართველოს შექმნისკენ დიდი ნაბიჯი გადაიდგა ბაგრატ მეოთხის დროს, მეთერთმეტე საუკუნეში. თუმცა, წინააღმდეგობა ბევრი შეხვდა ქვეყნის გარეთაც და მის შიგნითაც. ერთ ფაქტზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც ნიშანდობლივია საქართველოს ისტორიისა და მასში ბაგრატიონთა განუზომელი როლისთვისაც.

.. მეტად გაუჭირდა ბაგრატ მეოთხეს მძლავრი დიდებულისა და გამოჩენილი სარდლის, კლდეკარის ერისთავის ლიპარიტ ბაღვაშის ძლევა. ორჯერ პირიქითაც მოხდა , _ თვითონ აღმოჩნდა ძლეული. მეტიც, საშუამავლოდ ჩასული ბაგრატი სეპარატისტი დიდებულის  ,,დამცველმა'' ბერძნებმა კონსტანტინეპოლში სამი წლით შეაყოვნეს. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს დე ფაქტო მეფე ლიპარიტ ბაღვაში იყო. ბაღვაშს რეალურ მეფობამდე თითქმის აღარაფერი აკლდა, მაგრამ იმდენად დიდი იყო ბაგრატიონების ავტორიტეტი, მათი ბიბლიური წარმომავლობისადმი რიდი, რომ ლიპარიტმა, წინააზიის გამოჩენილმა სარდალმა, ვერ გაბედა სამეფო ტახტის ხელყოფა... დროებითი მორიგების პირობით ლიპარიტ ბაღვაშმა ცნო ბაგრატ მეოთხე მეფედ და პატრონად, ხოლო ლიპარიტი მთელი მესხეთის მთავარი გახდა.

მსგავსი მდგომარეობა შეიქმნა მეჩვიდმეტე საუკუნის პირველ მეოთხედში, როდესაც მთელ წინააზიასა და მახლობელ აღმოსავლეთში განთქმული სარდალი, გიორგი სააკაძე შესამჩნევად გამოირჩეოდა იმავე პერიოდის ქართლის მეფეთაგან და დროდადრო რეალურ ძალაუფლებასაც ფლობდა. მაგრამ ერთი წუთითაც არ გაუხედავს დიდ სარდალს ტახტისკენ. უნებურად ასოცირდება ანალოგიები მსოფლიო ისტორიიდან. თუნდაც ჩვენი მეზობელი, დიდი სახელმწიფოებრივი ტრადიციების მქონე ბიზანტიის იმპერია გავიხსენოთ, სადაც გამოჩენილ სარდლებსა და დიდგვაროვნებზე რომ არაფერი ვთქვათ, _ უბრალო მწყემსი იმპერატორი ხდებოდა , ხოლო ცირკის მსახიობი _ იმპერიის დედოფალი...

გამორჩეული იყო საქართველოს ისტორიაში მეთორმეტე საუკუნე. ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იდგა საქართველო მეთერთმეტე საუკუნის ბოლოს თურქთა მოძალების გამო. მაგრამ აი, გამოჩნდა თექვსმეტი წლის ჭაბუკი, ყველაზე აღმატებული მეფე მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე და ქვეყანა, რომელიც სულთმობრძავი ჩაიბარა, სამ ათეულზე ცოტა მეტი ხნის შემდგომ წინააზიის უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია.


დავით აღმაშენებელმა ჯვაროსნებთან  კოორდინაციას მიაღწია და არაერთი დამარცხება აგემა თურქებს. ჯერ შემოიკრიბა სრულიად საქართველოს მიწა-წყალი და შემდგომ კავკასიის შემოკრება-გაერთიანებას შეუდგა. დიდგორის ბრძოლაც გადაიხადა - ,,ძლევაი საკვირველი'', - ყველაზე სახელოვანი და ძლევამოსილი ბრძოლა ქვეყნის მთელი ისტორიის მანძილზე. ოთხასი წლის განმავლობაში მაჰმადიანთა ხელში მყოფი თბილისიც გაანთავისუფლა დავით აღმაშენებელმა და დედაქალაქობაც აღუდგინა. ეკლესია-მონასტრებითა და კულტურის კერებით დაიფარა საქართველო.


ეს ტენდენცია განსაკუთრებით თამარის მეფობისას გაძლიერდა, როცა ყვაოდა მეცნიერული აზრი და ფილოსოფია, ლიტერატურა და ხელოვნება... სწორედ ამ ეპოქის გვირგვინია შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი''... განცვიფრებას ვერ მალავდნენ ჩვენი მეზობლები. განსაკუთრებით მაჰმადიანი სასულთნოები. ქალის ასეთი აღზევება-მეფობა, თანაც ასეთი სახელოვანი, მხოლოდ საქართველოსნაირ ქვეყანაში შეიძლება მომხდარიყო. ღირსეულთა შორის ღირსეული აღმოჩნდა ბაგრატიონთა გვარში მეფეთ მეფე თამარი, რომელიც მამამ, დიდი დავით აღმაშენებლის შვილიშვილმა გიორგი მესამემ თავის სიცოცხლეშივე აიყვანა სამეფო ტახტზე 1184 წელს.

მთელი მეცამეტე და ნაწილობრივ მეთოთხმეტე საუკუნეც მონღოლებისა და მისი ჯურის დამპყრობლების  წინააღმდეგ უხდებოდათ იმდროინდელ ბაგრატიონებს ბრძოლა. იყო კიდევ ერთი გამონათება - გიორგი მეხუთე ბრწყინვალე, რომელმაც შეუძლებელი შეძლო - მონღოლთა უღელიც მოიშორა და ქვეყანაც ოქროს ხანის სიმაღლემდე აიყვანა. ცოტა უფრო ადრე იყო სამშობლოსათვის ზვარაკად შეწირული დემეტრე თავდადებული, რომელიც ქართულმა ეკლესიამ მრავალი ბაგრატიონის დარად წმინდანად შერაცხა.

საერთოდ კი წმინდანად შერაცხული ბაგრატიონები კიდევ ერთი, დიდი თემაა და ამავდროულად შარავანდედია უპირველესი ქართული გვარისა. წმინდანად შერაცხული დიდი ბაგრატიონების გმირთა გალერეა ტაო-კლარჯეთის ხელმწიფით - აშოტ კურაპალატით (780-826)იწყება. მას მოჰყვება ჰერეთის დედოფალი დინარა, რომელმაც მეათე საუკუნეში, ჰერეთში, საქართველოს აღმოსავლეთის ციხე-გოდოლში აღადგინა მამა-პაპათა სარწმუნოება - მართლმადიდებლობა. წმინდანთა სიას რა თქმა უნდა, ამშვენებენ დავით აღმაშენებელი(1089-1125) და თამარ მეფე(1184-1213), დემეტრე მეორე თავდადებული (1270-1289), ქართლის ორი მეფე, ორი ლუარსაბი - ლუარსაბ პირველი (1527-1556) და ლუარსაბ მეორე (1606-1615). ამ დიდებულ ჩამონათვალს ასრულებს კახეთის დედოფალი და სახალხო გმირი ქეთევანი - რომელიც 1624 წელს შორეულ ირანში, შირაზში სპარსი ბრბოსა და ევროპელი მისიონერების თანდასწრებით არაადამიანურად აწამეს ქრისტეს რჯულისთვის თავდადებული.

მეთუთხმეტე საუკუნე ცუდად დასრულდა საქართველოსთვის. 1490 წელს ამდენი ტანჯვითა და წვალებით შეკოწიწებული და გაერთიანებული სახელმწიფო დაიშალა სამ სამეფოდ, სამ სამთავროდ. აქედან სამივე სამეფოში - ქართლშიც, კახეთშიც და იმერეთშიც სამეფო ტახტებს ბაგრატიონები ფლობდნენ და სამ შტოსვე დაედო სათავე სამომავლოდ. ქართლის ბაგრატიონთა ფუძემდებლად კონსტანტინე მეორე დემტრეს ძე გვევლინება, კახეთის ბაგრატიონთა სამეფო შტოს მამამთავარი , ერთიანი საქართველოს ბოლო მეფე და კახეთის პირველი ხელმწიფე გიორგი მერვეა, ხოლო იმერეთის ბაგრატიონების შტოს საწყისი ალექსანდრე პირველი დიდის ძმიშვილი - ბაგრატია. 

მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში, 1512 წელს ქართლის სამეფო სახლს მუხრანბატონების შტო გამოეყო, რომლის ფუძემდებელი გახდა ქართლის მეფე  დავით მეათის უმცროსი ძმა - ბაგრატ ბატონიშვილი. ამიერიდან ცალ-ცალკე ვითარდება სამივე სამეფო, ძირითადად ცალ-ცალკე უხდება მომძლავრებული ირანის, ძლევამოსილი ოსმალეთისა და სხვა მეზობელი სახანოებისა თუ სასულთნოების წინააღმდეგ ბრძოლა.

უმძიმესი იყო მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისი. ეს არის ხანა ყიზილბაშური, შაჰ-აბას პირველისა ირანის არნახული გაძლიერებისა და უმძიმესი აგრესიისა ქართლის და განსაკუთრებით კახეთის წინააღმდეგ - ასი ათასი გაწყვეტილი და ორასი ათასი ფერეიდნის პროვინციაში გადასახლებული ქართველი, წმინდანად შერაცხული ქეთევანი და ლუარსაბ პირველი, გმირული მარტყოფი, მარაბდა და ძმათა ომი ბაზალეთში...

ერთმა სამწუხარო მოვლენიმა იჩინა თავი: ჯერ მეთექვსმეტე საუკუნეში ცალკეული ფაქტების, მეჩვიდმეტე საუკუნიდან კი ტენდენციის სახით - ქართლ-კახეთში სამეფო ტახტზე მხოლოდ გამაჰმადიანების შემდეგ ადიოდნენ. ასე გაჩნდნენ შაჰნავაზები, ნაზარალიხანები, იმამყულიხანები და ა.შ. მხოლოდ დიდი მცდელობის, წინაარმდეგობებისა და აჯანყებების მეოხებით შეძლეს მამა-შვილმა,თეიმურაზ მეორემ და ერეკლე მეორემ ქრისტიანული წესით დაეკავებინათ ქართლისა და კახეთის ტახტი 1744 წელს.

თანხმობითა და გონიერებით მართავდა მამა-შვილი ორივე სამეფოს - ფაქტობრივად ერთიანს. იცავდნენ ქვეყანას შინაური და გარეშე მტრისაგან. საიმედო მფარველის ძიებაში აღმოხდა სული რუსეთში თეიმურაზ მეორეს 1762 წელს. ამიერიდან ერეკლე მეორე უძღვებოდა ქართლ-კახეთს. ევროპამდე მიაღწია სახელმა ,,ბრძენი აღმოსავლეთისამ''. მაინც რუსეთისკენ მიაპყრო თვალი სიცოცხლისა და მეფობის მიწურულს ერეკლემ. მფარველობა-ქვეშევრდომის ტრაქტატი დაიდო ციხესიმაგრე გეორგიევსკში 1783 წელს. დიდად შეაშფოთა ისლამური სამყარო რუსეთის ჩექმის გამოჩენამ კავკასიონის სამხრეთით. არ გაჭრა სამხრეთელი მეზობლების მუქარამ  და რჩევამ. არ შეიცვალა პოზიცია ერეკლემ და ბოლოს, კრწანისის ტრაგედიამ გადაწყვიტა ბაგრატიონთა და საქართველოს  ბედი 1795 წელს - აღა მაჰმად-ხანის ურდოებმა წელში გატეხეს საქართველო...

1798 წელს, ერეკლე მეორის გარდაცვალების შემდგომ მისმა ვაჟმა, უიღბლო და უღონო მეფემ, გიორგი მეთორმეტემ დაიკავა ქართლ-კახეთის ტახტი.მის მემკვიდრეს დავითს კი მეფობა უკვე აღარ ეწერა. რუსებმა იგი გამგებლად გამოაცხადეს, ისიც დროებით: 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტით გააუქმეს ქართლ-კახეთის სამეფო და რუსეთს შეუერთეს. მცირე ხნით კიდევ ინარჩუნებდნენ ბაგრატოვანნი ტახტს იმერეთის სამეფოში, მაგრამ 1810 წლიდან სოლომონ მეორეც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი ქვეყანა და თურქეთში განელია სიცოცხლის ბოლო წლები.

ამრიგად, მეთვრამეტე საუკუნის გასრულებას თან გაჰყვა საქართველოს სამეფო ტახტი და შესაბამისად, საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო... წარსულის საკუთრება გახდა სახელოვანი და უპირველესი გვარის - ბაგრატოვანთა მრავალსაუკუნოვანი ზეობა საქართველოს სამეფო ტახტზე. საქართველო რუსეთის იმპერიის რიგით ქვეშევრდომად იქცა...

ბაგრატიონებმა გარდა იმისა, რომ მრავალი გამორჩეული მეფე მისცეს ქვეყანას, არაერთ სფეროში ისახელეს თავი. უპირველესად იყვნენ შესანიშნავი პოლიტიკური მოღვაწენი, დიპლომატები და სარდლები. განუზომელია მათი ღვაწლი იურისპრუდენციასა და საკანონმდებლო სამართალში, პოეზიაში, ისტორიოგრაფიაში... ასევე მედიცინის, გეოგრაფიის, კარტოგრაფიის, ქიმიისა და ასტრონომიის განვითარებაში.

ფარნავაზიანთა და ბაგრდატიონთა სამეფო გვარის გენეალოგია ისტორიული წყაროების მიხედვით მიმოიხილა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატმა ნოდარ შოშიტაშვილმა.


(ზოგი თარიღი მეცნიერებს შორის საკამათოა. უძველეს ხანაში  ფარნავაზიანთა დინასტიაში ზოგიერთის მეფობაც ლეგენდარული და ჰიპოთეზურია.)

(2005 წლის მაისი. კვირის პალიტრა.)

среда, 7 июня 2017 г.

ფარნავაზიანები.

საქართველოს სამეფო დინასტიები.

ფარნავაზიანები და ბაგრატიონები.

I.

ფარნავაზიანები.

მსოფლიო ისტორიაში მრავალი სამეფო დინასტია არსებობდა (ზოგიერთი ახლაც არსებობს).
სხვადასხვა იყო მათი ზეობის დრო და ხანგრძლივობა. თანმიმდევრობით, მემკვიდრეობით ადიოდნენ სამეფო ტახტზე ერთი და იმავე გვარის მეფეები. სამეფო გვარებს შორისაც არის გამორჩეული დინასტიები, ამა თუ იმ ხალხის სახეს რომ განსაზღვრავენ.
უზარმაზარი კვალი დატოვეს მსოფლიო ისტორიაში ვალუებმა და ბურბონებმა, ტიუდორებმა და სტიუარტებმა, ჰაბსბურგებმა და რომანოვებმა... ამ საოცარ გალერეაში გამორჩეული ადგილი უკავიათ ქართულ სამეფო დინასტიებს - ფარნავაზიანებსა და ბაგრატიონებს.წარმოგიდგენთ საქართველოს სამეფო დინასტიებს.

ფარნავაზიანთა დინასტიის დამფუძნებელი, მომავალი მეფე ფარნავაზი, მხოლოდ სამი წლისა იყო , როდესაც ქართლში შემოვიდა აზონ(აზო), დახოცა მცხეთის მამასახლი სამარა და მისი ძმა(ფარნავაზის მამა, რომლის სახელი წყაროებში არ მოიხსენიება), ხელში ჩაიგდო ძალაუფლება და თავი მეფედ გამოაცხადა. ვინ იყო აზო? ქართლის პირველი ქართველი მეფე თუ ბერძენი დამპყრობი? ორივე ვერსიას ,,ქართლის ცხოვრება'' გვთავაზობს.

ლეონტი მროველის ,,მეფეთა ცხოვრების'' მიხედვით, ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყო ქართლი და აქ მმართველად დატოვა თავის სარდალი აზო, რომელმაც შემდგომ კოლხეთიც დაიმორჩილა და 24 წელი განაგებდა საქართველოს. ,,მოქცევაი ქართლისაის'' უცნობი ავტორი კი წერს, რომ აზო იყო ქართლიდან, ანუ ირანის მიერ დაპყრობილი სამხრეთ საქართველოს ერთერთი ტომის შვილი.

... ფარნავაზს შურისძიებისა და ქვეყნის პატრონობისთვის ამზადებდნენ. ეს დროც დადგა. მთას შეფარებული ჭაბუკი ფარნავაზი დაუკავშირდა დასავლეთ საქართველოს ერისთავს ქუჯის, ჩრდილოკავკაისელ და წინააზიელ მომხრეებს, დაამარცხა აზო და გახდა გაერთიანებული ქართლისა და ეგრისის, ამიერი და იმიერი საქართველოს მეფე და შემდგომში სახელოვანი დინასტიის დამაარსებელი.
უზარმაზარი კვალი დატოვა ფარნავაზმა საქართველოს ისტორიაში. მან შემოიკრიბა ქართული ტომებით დასახლებული მიწა-წყალი და სახელმწიფო ჩამოაყალიბა. ქვეყანა რვა საერისთავოდ დაყო. ქართლის მთაზე აღმართა უზენაესი ღვთაება არმაზი, რომელიც გახლდათ არა ტომის თუ თემის სალოცავი, არამედ ერთიანი სახელმწიფოს სიმბოლო.

ფარნავაზმა განავრცო ენა ქართული ,,...და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა, თვინიერ ქართულისა და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული''.

,,ქართლის ცხოვრების'' მიხედვით, 27 წლისა ავიდა ფარნავაზი სამეფო ტახტზე. 65 წელი იმეფა და 92 წლის ასაკში მიიცვალა. მეფობის სავარაუდო პერიოდია ძვ.წ. აღ-ით 302-237 წლები.

ფარნავაზის შემდგომ მისი ძე საურმაგი გამეფდა. როგორც მკვლევარი ვახტანგ გოილაძე წერს,  ,,მეფეთა ცხოვრების'' ცნობათა სათანადო ანალიზით, ნათლად ჩანს, რომ ფარნავაზიდან მოკიდებული, ახ.წ.აღ-ით 537 წლამდე, სანამ ჩვენში ირანელებმა მეფობა გააუქმეს, ქართლში მხოლოდ ფარნავაზიანთა დინასტიის წარმომადგენლები მეფობენ.

ბევრი ციხე-სიმაგრე და გოდოლ-ბურჯი განასრულა საურმაგმა მამისაგან დაწყებული, ბევრიც თვითონ ააგო.იმთავითვე მრავალი მტერი ჰყავდა ქართველთა მოდგმას, საზღვრებს გარეთაც და შიგნითაც.ბევრმა ზეპურმა არ ისურვა საურმაგის ხელმწიფობა. საურამაგმა თავის მომხრეებს დედულეთიდან, დურძუკეთიდან დაახმარა მეომარნი და მოჯანყევი სასტიკად გაანადგურა.

საურმაგის მემკვიდრე მირიან პირველი, ანუ მირვანი,რომელმაც ,,ქართლის ცხოვრების'' მიხედვით ქართლში ძვ.წ. აღ-ის მეორე საუკუნის დასაწყისში დაამკვიდრა ქალღმერთ აინანას კულტი. ერთ-ერთი ვერსიით,ძვ.წ. აღ-ით 189-155 წლებში მოღვაწეობდა მირვანი. ყოფილა ,,ტანითა სრული, შუენიერი,ძლიერი, მხნე და ქუელი''. მირიან პირველის ძალიხმევა მიმართული იყო ქვეყნის ჩრდილოეთითაც და სამხრეთითაც. სამხრეთის საზღვარი მან, სანამ არსებობდა სელევკიდების სირიული სახელმწიფო, საიმედოდ იყო დაცული. ფარნავაზი და მისი პირველი მემკვიდრენიც კეთილმეზობლობდნენ ამ ელინისტურ სახელმწიფოსთან. მაგრამ მას შემდეგ, რაც უძველესმა რომმა დაამარცხა სელევკიდების ქვეყანა და მის ნანგრევებზე წარმოქმილი სომხეთის სამეფოები გაძლიერდნენ, ქართლს პრობლემები შეექმნა.

სწორედ მეორე საუკუნის პირველ ნახევარში მიიტაცეს დიდმა და მცირე არმენიამ ჭოროხის ხეობა და ტაო-არტაანი, ქვემო ქართლი და ქიზიყ-კამბეჩოვანი. მოგვიანებით, ეს ფაქტი სომხეთის რადიკალური წრეების მხრიდან აბსურდამდე მისული, უსაფუძვლო ტერიტორიული ამბიციების მიზეზი გახდა.

ქართლს პრობლემები შეექმნა ჩრდილოეთიდანაც, საიდანაც ერთდროს მოკავშირე დურძუკნი, - ჩრდილოკავკასიელი მთიელები შემოიჭრნენ. მაგრამ მირიანმა, რომელიც თავად იბრძოდა ხმალდახმალ, ,,ვითარცა ჯიქი, ვეფხვი სიმხნევითა და ლომი ზახილითა'', ერთგული ერისთავების მხარდაჭერით ალაგმა მოქიშპენი და საიმედოდ ჩარაზა დარიალი. ,,მოქცევაი ქართლისაი'' აღწერს , თუ როგორ აღმართა მირიან პირველმა ქაღმერთ დანინას კერპი.

მემატიანე ლეონტი მროველი ქართლის ანუ იბერიის მეოთხე მეფეს, ფარნაჯომს(რომელიც სავარაუდოდ ძვ.წ. აღ-ით მეორე საუკუნის 70-იან წლებში მეფობდა)გამოარჩევს იმით, რომ მან საისტორიო ტრადიციისამებრ დიდი მცხეთის სევსამორას ნაწილში აღმართა ზადენის წარმართული კერპი,ხოლო კახეთში _ ნეკრესისა.

შემდგომი , მეხუთე მეფე არშაკ პირველია, ერთერთი ვერსიით, არსოკი, რომელიც მეფობდა დაახლოვებით ძვ.წ.აღ-ით მეორე საუკუნის პირველ ნახევარში. აქედან მოყოლებული, ,,ქართლის ცხოვრებაში'' წყვეტილია - არშაკის მერე თითქმის მთელი საუკუნე არავინაა მოხსენებული. საუკუნის გამოტოვებით მომდევნო მეფედ დასახელებულია არტაგი. ლეონტი მროველი კი არტაგს არშაკის ძედ და მეექვსე მეფედ მოიხსენებს, რომელიც ენერგიულად იბრძვის სპარსეთში გაბატონებული პართიული დინასტიის აგრესიის წინააღმდგე.

ბერძნულ წყაროებში, კერძოდ დონ კასიოსის მატიანეში ეს მეფე არტოკია. არტაგის(არტოკის)მეფობის ჟამს შემოიჭრა ძველი რომის გამორჩეული სარდალი გნეუს პომპეუსი(65 წელია ძვ. წ. აღ-ით). პომპეუსმა დაამარცხა ყველა ჩვენი მეზობელი - პონტოს სამეფოდან დაწყებული სომხეთითა და კავკასიის ალბანეთით დამთავრებული. ამიტომ არტაგის წინააღმდეგობა გაუბედავი და პასიური იყო. მცხეთაში მჯდომმა არტაგმა მიატოვა არმაზციხე, გადავიდა მტკვრის მარცხენა მხარეს და ხიდი დაწვა, შემდეგ მტკვარზე გადასულ პომპეუსს პარტიზანულად შეებრძოლა. საბოლოოდ, არტაგი არაგვის ხეობაში დამარცხდა და თავი რომაელთა მეგობრად  და მოკავშირედ აღიარა. გამარჯვებულმა პომპეუსმა გადალახა ლიხის ქედი და ძირულა-რიონის ხეობით გააგრძელა გზა. დაიმორჩილა ადგილობრივი მოსახლეობა  და მიადგა ფაზისს. მან დასავლეთ საქართველოს ტერიტორია სამართავად გადასცა ვინმე არისტარქე კოლხელს.

მეშვიდე ფარნავაზიანი ფარნავაზ მეორეა, ანუ ბარტომი(ძვ.წ.აღ-ით პირველი საუკუნის მიწურული). მისი მეფობის დროს რომაელთა მეორე დიდი ლაშქრობა გაიმართა ქართლში. ეგვიპტეში მყოფი მარკუს ანტონიუსი დაუსხლტა უმშვენიერესი კლეოპატრას  ტრფიალს და პართიისკენ გამოილაშქრა. თავისი ლეგიონების ერთი ნაწილი სწორუპოვარი მხედართმთავრის პუბლიუს კანიდიუს კრასუსის მეთაურობით იბერიაში გამოალაშქრა ძვ.წ. აღ-ით 36 წელს. ფარნავაზ-ბარტომი, რომელიც ცნობილი იყო იმით, რომ ,,უმატა ზღუდეთა მცხეთისათა და ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა'', კრასუსმა აიძულა, თავი რომაელთა მოკავშირედ გამოეცხადებინა. უფრო მეტიც, ქართლის მეფე იძულებული გახდა კრასუსის ლაშქართან ერთად ალბანეთის მეფის ზობერის წინაღმდეგ ბრძოლაში მიეღო მონაწილეობა.

ძვ.წ. აღ-ით პირველი საუკუნის მიწურულს ორი ფარნავაზიანი მეფე ასრულებს ათასწლეულს - მირიან მეორე და არშაკ მეორე. მირიანმა მცირე ხანს იმეფა და სახელი მცხეთა-ქალაქის მშენებლობით გაითქვა. არშაკ მეორე კი, რომელიც ქართლის მეცხრე მეფე იყო(,,მოქცევაი ქართლისა'' კი მას მეათე მეფედ , არსუკად ასახელებს), გააძლიერებს და ხელახლა ააშენებს ნეკრესსა და უფლისციხეს.

ახალი წელთააღრიცხვა დაიწყო ფარნავაზიანთა დინასტიის მეათე წამრმომადგენელის, მირდატ პირველის, იმავე ადერკის მეფობით. ეს ის დროა , როდესაც პალესტინაში ამბები უმნიშვნელოვანესი დატრიალდა  - მაცხოვრის დაბადება, მისი სასწაულებრივი მოღვაწეობა და ჯვარცმა. სწორედ ჯვარცმის თვითმხილველები იყვნენ ქართველი მოღვაწენი ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. მათ ჩამოიტანეს პალესტინიდან უდიდესი სიწმინდე _ ქრისტეს კვართი.

ადერკის მეფობისას იქადაგეს საქართველოში მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა, რომელნიც თავის წილხვედრ ქვეყანაში მაცხოვრის მოძღვრების გასავრცელებლად გამოგზავნა მარიამ ღვთისმშობელმა.

პირველი საუკუნის 40-60 -იან წლებში ქართლში ხელმწიფობს ფარსმან პირველი, რომელიც აქტიურად ჩაება პართია-რომის პაექრობაში სომხეთის ტახტისათვის, სადაც ჯერ თავისი ძმა მირდატი(მითრიდატე) დასვა , ხოლო შემდგომ _ თავისი ძე რადამისტი.
უცნაური ეპოქა  იყო პირველი საუკუნე. წყვილ-წყვილად მეფობდნენ ქართლში, ერთნი მტკვრის მარცხენა სანაპიროს _ ცენტრით მცხეთა, მეორენი მტკვრის მარჯვენა სანაპიროს _ ცენტრით არმაზი. ერთად განაგებდნენ ბარტომ და ქართამ, ფარსმან და კაოს, აზორკ და არმაზელ, ამაზასპ და დეროკ...

მეორე საუკუნის 30-50-იან წლებში ქართლში მეფობს ერთ-ერთი დიდი მეფე ფარნავაზიანთა მოდგმისა ფარსმან  მეორე, რომელიც ,,ქველის'' ზედწოდებითაა ცნობილი. ფარსმან ქველი იბრძოდა ქართლის ჰეგემონიის დასამყარებლად ამიერკავკასიაში, რასაც მოჰყვა ურთიერთობების გამწვავება რომის იმპერატორ ადრიანესთან. ფარსმან მეორემ მეორე საუკუნის 40-იან წლებში ალანთა დახმარებით გაილაშქრა რომის აღმოსავლეთ პროვინციებზე. რომის მომდევნო იმპერატორი იძულებული გახდა კეთილი ურთიერთობა დაემყარებინა იბერიასთან.მან რომში მიიწვია ფარსმან მეორე, მისი ოჯახის წევრები და ამალა. ამ სტუმრობის აღსანიშნავად თვით რომში სპეციალური დაფა დაიდგა წარწერით და ცხენზე ამხედრებული ფარსმან ქველის ძეგლიც აღიმართა. სამწუხაროდ, ფარსმან ქველი მოღალატურად მოწამლეს.

შემდგომ მეფობდნენ მისი ვაჟი ადამი , ფარსმან მესამე და ხსეფარუნგი (მეორე-მესამე საუკუნის მიჯნაზე), ხოლო მესამე საუკუნის შუა ხანებში ამ უკანასკნელის ძე - ამაზასპი.ამაზასპის ბრძოლის ველზე დაცემის შემდეგ ტახტზე აიყვანეს მის დისშვილი რევი, რომელსაც შთამომავლობამ ,,მართალი'' უწოდა. რევ მართალს ზედიზედ მოჰყვა ხუთი ფარნავაზიანი მეფე: ვაჩე, ბაკური,მირდატ მესამე, ასფარუგ(ასფგური) და რევ მეორე - ,,მოქცევაი ქართლისაის'' მიხედვით - ფარნავაზიანი ლევი. ამავე მატიანის მიხედვით მისი შვილი იყო მეფე მირიანი, - ქართველთა პირველი ქრისტიანი მეფე და სრულიად ქართლის გამაქრისტიანებელი. თუმცა , სხვაგვარ ინფორმაციას გვაწვდის ,,მირიანის ცხოვრება'', სადაც ნათქვამია, რომ ასფაგურის გარდაცვალებით ,,... დაესრულეს მეფენი ქართლისანი ფარანავაზიანი''  და ქართველ ერისთავებს ირანის შაჰისათვის უთხოვიათ ,,ძე მისი მეფედ'' და მანაც თავის ძეს ,,რომელსაც ერქვა სპარსულად მიჰრამ, ხოლო ქართულად მირიანი'', შერთო ასფაგურის ასული აბუშერა. მეცნიერული გამოკვლევებით, დადასტურებულია რომ ,,ეს ინფორმაცია გვიანდელი შენათხზია''... ასე რომ , ასფაგურის გარდაცვალებით , მართალია ქართლში ფარნავაზიანთა ძირითადი შტო შეწყდა, სამაგიეროდ, ტახტზე ავიდა ფარნავაზიანთა სახლის მეორე, არმაზული შტოს წარმომადგენელი - მირიან რევის ძე.

მირიანის მომდევნო ფარნავაზიანი მეფეები არიან რევი, ბაქარი(ბაკური), მირდატი, ვარაზ-ბაქარი,(ანუ ვარაზ-ბაკური), ფარსმანი,მირდატი, არჩილი,კვლავ მირდატი და ვახტანგ გორგასალი.ბაკურ მირიანის ძემ, რომელიც მეოთხე საუკუნის 40-60-იან წლებში მეფობდა, ,, მოაქცივნა უმრავლესნი კავკასიანნი, რომელნი ვერ მოექცივნეს მამასა მისსა''. ბაკური ქართლის ტახტზე მისმა ძემ, მირდატმა შეცვალა, რომელსაც მემკვიდრე ვარაზ-ბაკური მოჰყვა. ვარაზ-ბაკურს სპარსთა ერისთავმა მის მიერ აშენებული ტფილისის ციხესიამგრე გადასცა. ფაქტობრივად, ეს გახლდათ თბილისის პირველი ხსენება - ვახტანგ გორგასლამდე! ფარსმან ვარაზ-ბაკურის ძე იყო ,,კაცი მორწმუნე და მხედარი შემმაერთებელი, რომელმან განამრავლა ჯუარნი და განაახლა ეკლესიები ყოველსა ქართლსა შინა და აღაშენა ეკლესია ბოლნისისა''. მან ბიზანტიელების დახმარებით ხარკი შეუწყვიტა ირანელებს. ერთი ხანობა ბიზანტიაში ცხოვრობდა, დიდი პატივითაც იყო გარემოსილი და ჯარის სარდლობაც ეპყრა, მაგრამ იმპერატორ არკადიუსის  მეუღლესთან, მაცდურ ევდოკიასთან მისი რომანი გამჟღავნებულა... იძულებული გამხდარა კონსტანტინეპოლი დაეტოვებიანა და სასწრაფოდ სამშობლოში გამომგზავრებულა. ფარსმანის ხანმოკლე მეფობის შემდეგ ტახტი მისმა ძმამ, მირდატმა დაიკავა, თანაცმცირე ხნით. მირდატს ასე მოიხსენიებენ:,,კაცი ქველი, მხედარი შემმაერთებელი, მოშიში ღმრთისა, ლაღი და ამპარტავანი, მინდობილი მხედრობასა თვისსა''.

პოპულარული ყოფილა ფარნავაზიან მეფეების სახელი მირდატი(მითრიდატე). აკადემიკოსი გიორგი მელიქიშვილი ერთი ვერსიით ექვს მირდატს აღნუსხავს, ხოლო მეორეთი _ შვიდს.

ამას მოსდევდა არჩილის მეფობა მეხუთე საუკუნის  პირველ მეოთხედში. ევროპულ ცივილიზაციას ნაზიარებმა და ბერძნული ორიენტაციის  არჩილმა ,,მოსრა და განასხა ყოველი ცეცხლის მსახურნი საზღვართაგან ქართლისათა. მოირთო ძალი საბერძნეთით და .. იწყო ბრძოლა სპარსთა'', გვაუწყებს ისტორიკოსი ჯუანშერი.მომდევნო მეფეა კიდევ ერთი მირდატი(რიგით მეშვიდე) - მამა დიდი ვახტანგ გორგასლისა. მირდატს ცოლად ჰყავდა საგდუხტი, ასული ქართლ-ალბანეთის მარზპანის - ბარზაბოდისა. ცეცხლთაყვანისმცემელ საგდუხტს მოჰგვარეს,,კაცნი სჯულის მეცნიერნი'' და ,,უთარგმნეს სახარება უფლისა ჩვენის იესო ქრისტესი''. მან სულ მალე დაუტევა ცეცხლის მსახურება, ნათელ-იღო და იქმნა მორწმუნე. დედოფალმა აღაშენა სიონი სამშვილდის. სწორედ ასეთი ღვთისნიერი და ღვთისმოსავი  დედოფლის აღზრდილი იყო ფარანავაზიანთა მოდგმის უდიდესი გვირგვინოსანი ვახტანგ გორგასალი, რომელმაც გააერთიანა აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველო, მოუპოვა ქართულ ეკლესიას ავტოკეფალია და დააწესა კათალიკოსობა. ახლებურად მოაწყო ქვეყანაც და ეკლესიაც. ააგო სვეტიცხოვლის ბაზილიკა, უჯარმის ჭერემის, ხორნაბუჯისა და არტანუჯის ციხეები, გაამაგრა დარიალის კარი, დაიწყო თბილისის როგორც დედაქალაქის მშენებლობა, გორგასლიან-დავითიანი დროშით ებრძოდა სპარსელებს და ყველა ცეცხლთაყვანისმცემლებს და ... მუხანათურად მოკლული სვეტიცხოველმა მიიბარა.

რამდენიმე ვერსიაა ვახტანგის შემდგომი ფარნავაზიანების შესახებ. ერთი ვერსიის მიხედვით ვახტანგის შთამომავალია დაჩი, ხოლო ბოლო მეფე ფარნავაზიანთა - გურგენი. ამ უკანასკნელის ოჯახით ბიზანტიაში გადასვლით(523 წელს) ქართლში მეფობა უქმდება.მაგრამ ბოლო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ გურგენი ,,დასავლეთ ქართლის'' ერისთავთა მთავარი ყოფილა.
მკვლევართა აზრით და ქართული წყაროებით, დედაქალაქის თბილისში გადმომტან დაჩის სამეფო ტახტზე მოჰყვებიან ბაკური, ფარსმანი, ,,ფარსმან სხვაი''(ძამანარძე) და კვლავ ბაკური.

მეექვსე საუკუნის 30-იან წლებისათვის კავკასიაში მეფობა მხოლოდ ქართლშიღა იყო შემორჩენილი. სპარსელებმა 428 წელს გააუქმეს მეფობა სომხეთში, კავკასიის ალბანეთში - საბოლოოდ 461 წელს. ქართლიღა რჩებოდა და სწორედ სასანიანთა ირანის უძლიერესი შაჰის, ხოსრო პირველი ანუ შირვანის საბოლოო შეტევის ობიექტი ქართლი და მისი მეფე ფარსმანი ანუ ძამანარძე გახლდათ. ხოლო მისი მემკვიდრის, ბაკურ ქართლის მეფის დროს ირანელებმა საერთოდ გააუქმეს მეფობა ქართლში. ფარნავაზიანთა შთამომავლებმა კახეთის მთიანეთს შეაფარეს თავი და ამ კუთხეში დამკვიდრდნენ. ეს ამბავი 537 წელს უნდა მომხდარიყო. ეს იყო მეტად სამწუხარო ფაქტი და უფრო სამწუხარო ის იყო, რომ ამ საქმის გადაწყვეტაც ქართველ დიდებულთა და ერისთავთა გარეშე არ მომხდარა, რის სანაცვლოდაც მამულების მემკვიდრეობით გადაცემის უფლება მიიღეს , თუმცა , საბედნიეროდ, ეს დროებითი მოვლენა იყო. მალე ქართული სახელმწიფოებრიობა კვლავ აღდგა, ვითარცა ფენიქსი.

...
მეორე ნაწილი.

ბაგრატიონები.