ღმერთი

ღმერთი

вторник, 29 апреля 2014 г.

ალექსანდრე შალამბერიძე: შეუძლებელია იყო ქრისტიანი და იმავდროულად არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს მხარს უჭერდე!

"დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტის პარლამენტში განხილვის შეჩერებასთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თხოვნა იგნორირებულია. სამწუხაროდ იგნორირებულია ყოველგავარი დასაბუთების გარეშე" - პარტია „თავისუფალი საქართველოს" გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს ეხმაურება.

„ერთადერთი "არგუმენტი", რაზეც მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ხდება აპელირება არის ის, რომ არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს კანონის ძალით მიეცეს "ფართო გზა", რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის გარანტიაა.

სამწუხაროდ, ევროპულ ღირებულებებთან ზიარება სახელისუფლებო სტრუქტურებისა და მისი ხელმძღვანელი პირების მიერ არ უკავშირდება არც დასავლურ დემოკრატიულ ღირებულებებს, მაგალითად თანასწორუფლებიანი და სამართლიანი საარჩევნო კოდექსის შემოტანას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, არც დასავლურ თვითმმართველობის კოდექსს, სადაც ადამიანს შეეძლებოდა სრულფასოვანი, რეალური თვითმმართველობის განხორციელება, ან/და დასავლური ფორმით თავისუფალ კონკურენტულ გარემოში, დაბალპროცენტიანი საწყისი სესხით, ყოველგვარი ბინის ჩადების გარეშე ბიზნესის დაწყება და ამით საკუთარი პრობლემების, საკუთარი ძალებითვე მოგვარებისაკენ სწრაფვა.

ამდენად სახელისუფლებო წარმომადგენელთა განცხადებები, რომ "დისკრიმინაციის ნიშნების დაზუსტება აუცილებელია , რომ ხელი მოვაწეროთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას" სრულიად უსუსურია და ემსახურება არა სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას, არამედ ერთსქესიანთა აღვირახსნილობის ლეგალიზაციას.

შეუძლებელია მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იყვნენ მართლმორწმუნე ქრისტიანები და იმავდროულად მხარს უჭერდე არატრადიციულ სექსუალური ურთიერთობების დაკანონებას,"
- ნათქვბამია შალამბერიძის განცხადებაში.


http://reportiori.ge/?menuid=2&id=24702



გიორგი ახვლედიანი: ფსევდოლიბერალური აზროვნების ხელისუფლება გარყვნილებას აკანონებს

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით, „სოდომის და გომორის ცოდვის აღიარებას გვთხოვენ“.

„დღევანდელი ფსევდოლიბერალური აზროვნების ხელისუფლება გარყვნილებას აკანონებს. აკანონებს იმ ნორმას, რომელიც ყოველთვის მიუღებელი და წარმოუდგენლად შეუთავსებელი იყო ქართული რეალობისთვის. ანტიდისკრიმინაციული კანონით სოდომის და გომორის ცოდვის აღიარებას გვთხოვენ“, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ამ წუთებში „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის პროექტის მუხლობრივი განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც არასაპარლამენტო ოპოზიციაც ესწრება. სასულიერო პირებთან ერთად, ოპოზიციის წარმომადგენლები კანონის პროექტის არსებული სახით მიღებას ეწინააღმდეგებიან.



გიორგი ახვლედიანი: კომიტეტის სხდომაზე ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის გაწვევის საკითხს დავაყენებთ!


29 აპრილი, 2014.


ჟურნალისტებთან საუბარში „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, რომ დღევანდელ საკომიტეტო მოსმენაზე ანტიდისკრიმინიაციული კანონპროექტის გაწვევას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ინიციატივის წინააღმდეგ მთლიანად საქართველო გამოვა.

„როდესაც „ქრისტიან-დემოკრატები“ რამდენიმე თვის წინ ვსაუბრობდით, რომ აუცილებელი იყო კონსტიტუციაში შეგვეტანა ისეთი ნორმები, რომელიც ერთ სქესიანთა ქორწინების პრევენციას მოახდენდა, ხელისუფლებაში გვეუბნდებოდნენ, რომ ეს აქტუალური არ იყო. რამდენიმე თვეში დავინახეთ, რომ დღევანდელი ფსევდოლიბერალური აზროვნების ხელისუფლება გარყვნილებას აკანონებს, როგორც ნორმას; იმ ღირებულებებს, რომელიც ყოველთვის მიუღებელი იყო ქართული რეალობისთვის, ამიტომ კომიტეტის სხდომაზე დავაყენებთ ამ კანონპროექტის გაწვევის საკითხს“, - აცხადებს გიორგი ახვლედიანი.

პარლამენტში ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე არასაპარლამენტო ოპოზიციის, საპატრიაქროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. ამასთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პარლამენტს კანონპროექტის განხილვის გადადების თხოვნით მიმართა. პატრიარქისთვის პროექტის წარმოდგენილი სახით მიღება მიუღებელია.


http://reportiori.ge/?menuid=2&id=24694


პარლამენტთან „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“ აქციას მართავს

ავტორი: ლილუ მიროტაძე
29 აპრილი, 2014.

პარლამენტთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრები და ეკლესიის მრევლი ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვის შეწყვეტას ითხოვენ. აქციაზე დაახლოებით 300-მდე ადამიანია შეკრებილი.

„ეს არის მამათმავლობის დაკანონება. ჩვენ ვითხოვთ, რომ პარლამენტმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ამ კანონზე მუშაობა და პატრიარქის მოთხოვნა გაითვალისწინოს“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეთა განმარტებით, თუკი მათი მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული, ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ.


http://reportiori.ge/?menuid=3&id=24699


რობერტ სტურუა: ქართველ მოღვაწეებს და ჟურნალისტებს, სავაშის არ იყოს, ტიპიური ფსიქოზი შეეყარათ ჩვენი ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ!

„ათეიზმის ძლიერმა ტალღამ ცუნამივით გადაუარა და კიდევ გადაუვლის ზნეაბნეულ მსოფლიოს. პროგრესს უშლისო. თუ არ გწამს ღმერთი, ბატონო, ნუ გწამს, ვინ გიშლის, მაგრამ ვისაც წამს, იმას ნუ ჩაქოლავ! მოდას პირველი რატომ უნდა აყვეს მაინც და მაინც კუდაბზიკა ქართველი?! „ - რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალური ქსელის საშუალებით ანტიდისკრიმინაციული კანონის ირგვლივ ატეხილ ხმაურსა და პატრიარქის განცხადებას ეხმაურება.

„ვიღაც მაღალჩინოსანმა ევროპელმა განაცხადა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ისლამზე უარესი სენიაო... ორ უდიდეს რელიგიას მიაყენა შეურაცხყოფა. და ამას ამბობს ადამიანი, რომელიც ტორელანტობისკენ მოუწოდებს ქვეყნებს და დემოკრატიის ქადაგათ მოაქვს თავი.

ეტყობა ამ აზრმა გამოჟონა "პროგრესულად" მოაზროვნე ქართველებში და ქართველ მოღვაწეებს და ჟურნალისტებს, სავაშის ( რას ვერჩი იმ ახალგაზრდას) არ იყოს, ტიპიური ფსიქოზი შეეყარათ ჩვენი ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ!

ყველაფერში ნუ ავყვებით ევროკავშირის რჩევებს - ბოლოს და ბოლოს ევროპელი ბიუროკრატი და ევროპელი ჩინოვნიკი არაფრით არ განსხვავდება სხვა ქვეყნის ერთუჯრედიანი ჩინოვნიკისაგან.

ახლა კიდევ პატრიარქს უმცირესობის გამო ესხმიან თავს. ეკლესია ღვთის წიგნს ეყრდნობა და მის მცნებებს ქადაგებს.( გაიხსენეთ სოდომი და გომორი, უბრალოდ გადახედეთ რას ამბობს პავლე მოციქული) რა გსურთ ეკლესიამ ჯვარი დაწეროს ერთი სქსის არსებებს? თუ გსურს,

მიდი მიაწექ, ვინმე გიშლის, ან კოცონზე გწვავენ? მაგრამ სხვებს ნუ გადაეკიდებით. ეკლესიას ნუ ჩარევთ ამ საქმეში.


P.შ.

ლონდონში ჩეხოვის "თოლიას" ვდგამდი. ჩემმა პროდიუსერმა მითხრა, ათს თხუთმეტი რომ დააკლდება ვატერლოოს „სტეიშენზე“ დაგვხდები და რეპეტიციაზე მიგაცილებო! და იცით სად მიმიყვანა? XVI საუკუნის ულამაზეს ეკლესიაში. აქ გექნება რეპეტიციები, წყნარად მითხრა პროდიუსემა...დავიბენი... რეპეტიციები დილის 10 საათიდან საღამოს ექვს საათამდე გრძელდება! მერე მრევლი? ვიკითხე აღელვებულმა. შაბათ საღამოს ერთი საათით ადრე უნდა დავამთავროთო. რეპეტიციების დროს რომ არ მოვწიო არ შემიძლია-მეთქი! მოწიე, მოწიეო!! ოღონდ შაბათს ცოტა ადრე შეწყვიტე , სიგარეტის სუნმა დაბერებული მრევლი რომ არ შეაწუხოსო! და ასე ვიმუშავე ერთი თვე ამ ლამაზ ეკლესიაში! საბჭოთა პერიოდში ეკლესიებში რა არ მოაწყვეს ბოლშევიკებმა: საწყობები, ბიბლიოთეკები, უბრალიდ გაუქმებული, ჩარაზული და დანგრეული ტაძრები აღდგომას ელოდებოდნენ! მაგრამ ევროპაში, ლონდონის ეკლესიაში ცოდვილი ადამანები და მე, სიგარეტს რომ ვაფუილებ, რაღაც სისულელეებს გავიძახი..?!“ - წერს რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში.

(მოამზადა ანა ნოდიამ)


http://reportiori.ge/?menuid=3&id=24697

понедельник, 28 апреля 2014 г.

ქრისტიანული და ფსევდო - ლიბერალიზმი

თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო ხშირია საუბრები „ლიბერალიზმის“, როგორც საზოგადოების ძირითადი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფასეულობის შესახებ. სხვადასხვა ჯგუფები თუ კერძო პირები ცდილობენ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება უშურველად გაუზიარონ საზოგადოებას და ამით იხსნან სიბნელისა და უვიცობისაგან. ამ ღვაწლში ზოგიერთი, რომელიც არც ისე მდიდარია საკუთარი შეხედულებებით, მეტი დამაჯერებლობისთვის ცდილობს მოიშველიოს სხვა უფრო ავტორიტეტული წყაროები და შეხედულებები. ამის შედეგად ხშირად იყენებენ „ქრისტიანულ ლიბერალიზმს“ „ფსევდო-ლიბერალიზმის“ („ფსევდო“ აქ ქრისტიანულ ლიბერალიზმთან მისი მიმართების გამოსახატავად გამოიყენება) მტკიცებულებად და ამით ცდილობენ ლიბერალიზმისადმი ეჭვით განწყობილი საზოგადოების გულის მოგებას.

ამ წერილის მიზანია ქრისტიანული (მართლმადიდებლური) და ფსევდო - ლიბერალური ფასეულობების ურთიერთგამიჯვნა. ამისათვის საჭიროა განვსაზღვროთ, თუ რა იგულისხმება „ლიბერალიზმის“ ქვეშ, შემდეგ კი ერთმანეთისაგან განვასხვაოთ მის მიმართ ქრისტიანული და ფსევდო დამოკიდებულება. რადგანაც ძალიან გაჭირდება და თითქმის შეუძლებელიც კია „ლიბერალიზმის“ ამომწურავად განმარტება, ისე, რომ ეს მისაღები იყოს ყველა ლიბერალისთვის. უპრიანი იქნება შეირჩეს რაიმე საზღვრები, რომლის ფარგლებშიც წარიმართება მსჯელობა. ასეთი საზღვრებია „პირადი არჩევნის თავისუფლება“ და „დამოკიდებულება სხვისი არჩევნის მიმართ“. შესაბამისად, ამ წერილში „ლიბერალიზმი“ მხოლოდ ამ ორი შემადგენელით შემოიფარგლება.

არჩევნისა და ზოგადად ადამიანის თავისუფლება ქრისტიანული ანთროპოლოგიის ფუნდამენტური საკითხია. ადამიანის პიროვნული თავისუფლება წარმოადგენს არჩევნის გაკეთებისას მისი დამოუკიდებლობის გარანტიას. ქრისტიანობა (ღმერთი) არ ზღუდავს ადამიანს არჩევნის გაკეთებისას. უფრო მეტიც, არჩევნის თავისუფლების გარეშე ქრისტიანობა ქრისტიანობა არ იქნებოდა. რამდენადაც ადამიანის მომავალს მის მიერ ჩადენილი ცოდვები და სათნოებები განსაზღვრავს, შეუძლებელია ადამიანი არ იყოს თავისუფალი – გააკეთოს არჩევანი ცოდვასა და სათნოებას შორის. თუკი მინიმალურ დონეზე მაინც დავუშვებთ რაიმე ზემოქმედებას ადამიანის არჩევანზე, ამით დაიკარგება მისი პიროვნული ღირსება არჩევნის გაკეთებისას, შედეგად იგი აღარ იქნება პასუხისმგებელი საკუთარ არჩევანზე. ეს ყველაფერი კი თავდაყირა აყენებს ქრისტიანულ მოძღვრებას ადამიანის ცოდვა-მადლის მიხედვით განსჯის შესახებ. და ბოლოს, ყველაზე თვალნათელი დასტური ღმერთის მიერ ადამიანის თავისუფლების გარანტიისა არის ადამის შექმნის ბიბლიური ისტორია, რომელსაც ბიბლიის პირველივე თავებში ვეცნობით. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი მკვეთრად გამიჯნავს ერთმანეთისაგან ადამისათვის დასაშვებ და აკრძალულ ხის ნაყოფებს, იგი არ ზღუდავს მას არჩევანში, რომლის მსხვერპლიც საბოლოოდ ხდება ადამი. ყოველივე აქედან მხოლოდ ერთადერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: არჩევნის გაკეთებისაას ადამიანის პიროვნული თავისუფლება ფუნდამენტურია ქრისტიანობისათვის.

შესაბამისად, ქრისტიანული ლიბერალიზმი ქადაგებს არჩევანის თავისუფლებას და უარყოფს ყოველგვარ ზეგავლენას (მათ შორის ღვთაებრივსაც) ადამიანზე არჩევნის გაკეთებისას. ერთი შეხედვით, ის არაფრით განსხვავდება ფსევდო-ლიბერალიზმისაგან, რომელიც ასევე არჩევნის თავისუფლებას ქადაგებს. სწორედ ამ მსგავსების დამახინჯებულად გამოყენებით ცდილობენ ფსევდო-ლიბერალები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. თითქოს მათი და ქრისტიანული მოძღვრება არჩევნის თავისუფლების შესახებ ერთმანეთისაგან არაფრით განსხვავდება და ვინც უარყოფს ერთს, ის უარყოფს მეორესაც და პირიქით.

რეალურად კი მათ შორის განსხვავება ფუნდამენტალურია. საქმე იმაშია, რომ ფსევდო-ლიბერალიზმი არჩევანის თავისუფლებასთან ერთად, ასარჩევ ფასეულობათა თანასწორობასაც ქადაგებს. მაგალითისთვის: მისთვის ერთნაირად ფასეულია როგორც ტრადიციული, ასევე არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია. ამგვარად ადამიანი თავისუფალია გააკეთოს არჩევანი თანაბარი ღირებულების მქონე ფასეულობებს შორის. შესაბამისად ფსევდო-ლიბერალური არჩევანის თავისუფლება ასარჩევ ფასეულობათა თანაბარ ღირებულებაზე გადის და არა ადამიანის უზენაეს უფლებაზე. ამ მხრივ მას ქრისტიანული მოძღვრება მკვეთრად აღემატება, რამდენადაც იცავს რა ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებას თავისუფლად გააკეთოს არჩევანი ის არ შემოიფარგლება თანაბარი ღირებულების მქონე ფასეულობებით, არამედ ასეთი არჩევანის გაკეთების უფლებას ადამიანს დადებით და უარყოფით ფასეულობებს შორისაც კი აძლევს (ცოდვა და სათნოება). ქრისტიანობისთვის არჩევანის თავისუფლება ისეთივე ფუნდამენტალურია, როგორც ასარჩევ ფასეულობათა ღირსებების განსხვავებულობა, მაშინ, როცა ფსევდო-ლიბერალიზმი საკუთარ მოძღვრებას, არჩევანის თავისუფლების შესახებ, ასარჩევ ფასეულობათა თანასწორობაზე აფუძვნებს.

თავისი არსით არჩევნის თავისუფლება მაშინაა ღირებული, როდესაც მას ერთმანეთისაგან განსხვავებულ ფასეულობებს შორის აკეთებ. იმ შემთხვევაში კი, როცა ასარჩევი ფასეულობები თანასწორი ღირსებისაა, მათ შორის არჩევნის გაკეთების პრობლემა არც დგას.

რაც შეეხება ლიბერალიზმის მეორე შემადგენელ ნაწილს: „დამოკიდებულებას სხვისი არჩევნის მიმართ“, მასთან დაკავშირებითაც ხშირად ხდება ქრისტიანული და ფსევდო მოძღვრების ერთმანეთში არევა. ამ შემთხვევაში ქრისტიანული პრინციპია: „მე პატივს ვცემ შენს არჩევნის უფლებას, მაგრამ არა შენს ნებისმიერ არჩევანს“, ხოლო ფსევდო - „მე პატივს ვცემ შენს არჩევანს“. ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია პირველ შემადგენელთან - „პირადი არჩევანის თავისუფლებასთან“. როგორც ითქვა, ქრისტიანული მიდგომა არჩევნის თავისუფლებასთან დაკავშირებით დგას ამ უფლების უზენაესობაზე და არ განისაზღვრება ასარჩევი ფასეულობების მიხედვით (განსხვავებით ფსევდო ლიბერალიზმისაგან), შესაბამისად, იგულისხმება, რომ გაკეთებული არჩევანი ყოველთვის შეიძლება არ იყოს საყოველთაოდ მისაღები, მაგრამ უფლება, რომ გააკეთო თუნდაც მცდარი არჩევანი ეს ღვთივბოძებული უფლებაა.
შესაბამისად, ქრისტიანი პატივს სცემს ნებისმიერი ადამიანის არჩევნის თავისუფლებას, როგორც ღვთივბოძებულ და ფუნდამენტურ უფლებას, მაგრამ, ამავდროულად, რჩება ავტონომიური ასევე ღვთივდადგენილი ნორმების შესაბამისად მოიწონოს, ან არ მოიწონოს გაკეთებული არჩევანი.

არსებითად, იგივე უნდა ითქვას ფსევდო-ლიბერალური მიდგომის შესახებაც. ამყარებს რა არჩევნის თავისუფლებას ასარჩევვ ფასეულობათა თანასწორობაზე, იგი ვალდებულია მოსწონდეს ორივე: პიროვნების თავისუფლება არჩევანის გაკეთებისას და გაკეთებული არჩევანი.

ვფიქრობ, წერილის მიზანი შეიძლება მიღწეულად ჩაითვალოს, რადგან შეძლებისდაგვარად ცხადად მოხდა ქრისტიანული და ფსევდო-ლიბერალური შეხედულებების ერთმანეთისაგან გამიჯვნა. და მაინც, დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ სხვაობა ამ ორ მიდგომას შორის არსებითია და მათი ერთმანეთში არევა დაუშვებელია, ამასთან, ქრისტიანული მიდგომა საგრძნობლად აღემატება ფსევდო-ლიბერალურს.

„ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მრგებს;

ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მაშენებს.“ I კორინთ. 10:23.


ავტორი: არჩილ მეტრეველი


თუ „იეჰოვას მოწმეები“ მართლები არიან

დიაკონი ანდრეი კურაევი

თითქმის ყველა შეხვედრია კარის ზღურბლთან ან ქუჩაში ადამიანთა მცირე ჯგუფს, რომლებიც ავრცელებენ ჟურნალ „საგუშაგო კოშკს“ და მასთან ერთად ბრუშურებს სათაურით „შენ შეგიძლია მარად იცხოვრო სამოთხეში დედამიწაზე“. ეს ადამიანები არიან „იეჰოვას მოწმეების“ სექტიდან. ამ აბეზარი სექტის მაგალითზე ნათლად ჩანს, თუ რა ადვილია ქრისტიანობის ხელახალი განმარტებით მისი სულის შეუმჩნეველი სიკვდილი. მათ თავი ქრისტეანებად მიაჩნიათ, აღიარებენ ახალ აღთქმას, მაგრამ ამასთან უარყოფენ ყოვლადწმიდა სამების დოგმატს და ამბობენ, რომ ქრისტე – წინასწარმეტყველია, მაგრამ არა ღმერთიო.
არ დავიწყებ მათი არგუმენტების განხილვას. უბრალოდ ვეცდები დავეთანხო მათ და ვაღიარო, რომ ქრისტე არ არის ღმერთი. ქრისტე – მოძღვარია, წინასწარმეტყველი, მქადაგებელი. მაგრამ არა ღმერთი.

მსგავს თვალსაზრისს გამოხატავს ბევრი ადამიანი, რომელთაც არავითარი შეხება არ აქვთ „იეჰოვას მოწმეების“ სექტასთან. მეტიც, ვიტყოდი, რომ ეს არის რიგითი და გავრცელებული შეხედულება. ქრისტეში ღვთის შესაცნობად რწმენის გმირობა გვჭირდება. მასში მოგზაური გალილეველი ფილოსოფოსის დასანახად კი არანაირი ძალისხმევა, სულიერი ხედვის არავითარი სიმახვილე არ არის საჭირო. ასეთი აღქმა დამახასიათებელია ადამიანური განსჯისთვის და გავრცელებულია.

შეიძლება სახარების მიღება ქრისტეს ღვთაებრიობის აღიარების გარეშე? თუ სახარებას წავიკითხავთ რელიგიური ადამიანის თვალით, მაგრამ არა მორწმუნის ყოვლადწმიდა სამებისა -რას ვიხილავთ წმიდა წერილში?

თუ „იეჰოვას მოწმეები“ მართლები არიან, მაშინ არ არსებობს იმაზე საშინელი რელიგია, ვიდრე რელიგია სახარებისა. ქრისტიანობა ხომ ამბობს – „ღმერთი სიყვარულია“. ის კი, ვინც გოლგოთაზე აღესრულა, გამოდის, სულაც არ არის ღმერთი. და რა გამოდის? თუ ქრისტე არ არის ღმერთი, მაშინ მამაზეციერი, რომელსაც ქრისტე ევედრება მწარე სასმისის არიდებას, ემსგავსება ამხანაგ ჟდანოვს, რომელიც ლენინგრადელებს მოუწოდებდა ვაჟკაცურად გადაეტანათ ბლოკადის სიმძიმე და მოთმინებით მიეღოთ შემცირებული ულუფა, მაშინ, როდესაც თავად არ განიცდიდა არც სიცივესა და არც შიმშილს. უცნაურია ღმერთი, რომელიც მოითხოვს მოიხსენებდნენ .

სიყვარულად, მაგრამ თავად არ მიიღებს სიყვარულის უმაღლეს მსახურებას, ავალებს რა სხვას – ქრისტეს.

თუ ღმერთი თავად არ იტანჯა გოლგოთაზე – რატომ და რისთვის უნდა ვმადლობდეთ მას, როდესაც ჯვარცმული ღვთისმშობლის შვილია? ძველი აღთქმის ღმერთი ბრძანებს „დიდებაჲ ჩემი სხუასა არა მივსცე“ (ეს. 42,8). ხომ არ მიიტაცა სხვისი დიდება? ხომ არ დაისაკუთრა ის კაცობრივი მადლიერება, რომელიც ჩვენ უნდა მიგვეტანა გალილეველი მქადაგებლის საფლავთან?

აწ ვისღა ვმადლობდე? მეთაურს, რომელმაც, თავად უსაფრთხოდ მყოფმა , გასცა ბრძანება სამხედრო ოპერაციაზე, თუ რიგით ჯარისკაცს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად გამომიხსნა ტერორისტების ტყვეობიდან?

წერილი მოწმობს: „ხოლო გამოაცხადა თჳსი იგი სიყუარული ჩუენდა მომართ ღმერთმან, რამეთუ ვიდრე-იგი ცოდვილ-ღა ვიყვენით, ქრისტე ჩუენთჳს მოკუდა.“ (რომ. 5,8). თუ ქრისტე ღმერთი არ არის, მაშინ როგორ დაამტკიცებს სხვისი სიკვდილი საღვთო სიყვარულს? დავუშვათ მესამე სართულზე მცხოვრები ივანე გარდაიცვალა, მეორე სართულზე მცხოვრები ალექსეის გადარჩენისთვის. ამტიკებს კი ივანეს მსხვერპლი, რომ მეხუთე სართულზე მცხოვრებმა ალექსანდრემ ამაში მეორე სართულზე მცხოვრები ალექსისადმი სიყვარული გამოავლინა?

სახარება გვასწავლის, არ არსებობს იმაზე დიდი სიყვარული, რომ სიცოცხლე დადო მოყვასისთვის. მაგრამ „იეჰოვას მოწმეების“ აზრით, უფალი, რომელმაც ეს მცნებად დაგვიდო სხვაგვარად იქცევა. საკუთარ თავს კი არ წირავს ადამიანებისთვის, არამედ თავად ადამიანების სიცოცხლეს – მათ შორის ყველაზე საუკეთესოს უარესებისთვის. სხვათა ტანჯვით უფალი გამოისყიდის სხვათა ცოდვებს. ხედავს რა ქრისტეს მსხვერპლს ღმერთი ცხრება ადამიანებზე რისხვისაგან. ქრისტეს სისხლი არ აძლევს მას საშუალებას დაინახოს უსჯულოებანი და ყველაფერს პატიობს მათ. ღმერთი ღვრის სხვის სისხლს, რათა შეცვალოს დამოკიდებულება ადამიანების მიმართ.

თუ ქრისტე ღმერთი არ არის, არამედ მხოლოდ „მასწავლებელი“ და „წინასწარმეტყველი“, მაშინ ღმრთსათვის იესო არ აღემატება ცხოვარს, რომლის სისხლი ადამიანებმა უნდა დაღვარონ, რათა წყალობა გამოითხოვონ მისგან, რომლის ყოვლისმჭვრეტელ თვალთა წინაშე დაიღვარა შესაწირავი ზვარაკის სისხლი. თუ ქრისტე ღმერთი არ არის, მაშინ არ არსებობს სახარებაზე მეტად ზნეობის შეურაცხმყოფელი წიგნი. ადამიანები დიდხანს და „ტკბილად“ სცოდავდნენ და ღმერთი მათზე ბრაზდებოდა.

საბოლოოდ მათ ჩაიდინეს ყველაზე დიდი საშინელება, რისი გაკეთებაც შეეძლოთ – მოკლეს დედამიწაზე ერთადერთი ნათელი ადამიანი. ამ დანაშაულზე პასუხად კი მოციქულებმა რატომღაც განაცხადეს, რომ ქრისტეს მკვლელობის შემდეგ უფალი აღარ მრისხანებს ადამიანებზე, ჩვენი ცოდვები ჩამორეცხილია ქრისტეს სისხლით.

უფალი იესო ქრისტე „იეჰოვას მოწმეებისთვის“ არსებაა, რომელიც სხვათა ცოდვებისთვის იტანჯება და ამას იყენებს ორი მხარე ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევისთვის. ღმერთი მრისხანებს ადამიანებზე, რადგან მათ მისი მცნებები დაარღვიეს. ძველი აღთქმის კაცობრიობა წირავს სისხლიან მსხვერპლს და უფლის რისხვაც გადადის. გამოდის, ახალ აღთქმაშიც უფალს ადამიანებთან ურთიერთობის შესაცვლელად სჭირდება, რომ მათ ნება მისცეს მოკლან რომელიმე ხორცშესხმული ანგელოზი.
„იეჰოვას მოწმეთა“ ღმერთმა ქმნილებას მხრებზე დაადო ჯვარი. ქრისტიანთა, ყოვლადწმიდა სამების მორწმუნეთა ღმერთმა კი საკუთარი მხრებით იტვირთა ჯვარი.

თუ ქრისტე ჩვენთვის მოკვდა, გამოავლინა ის სიყვარული, რომელზე აღმატებულიც არ არსებობს და ამავე დროს თუ ის არ არის ღმერთი – ორიდან ერთია: ან ქრისტიანი, ანუ ის რომელმაც ჭეშმარიტად შეიყვარა ღმერთი, უნდა გახდეს ათეისტი- ის თაყვანს სცემს ქრისტეს, რომლის სიყვარული მან დაინახა და შეიმეცნა, მაგრამ არაფრის ცოდნა არ სურს ღმერთზე, რომელმაც არ გამოავლინა მისი სიყვარული ადამიანებისადმი. ან ის თაყვანს უნდა სცემდეს ღმერთს იმისათვის, რომ ნება დართო მოეკლათ ადამიანთაგან საუკეთესო...

თუ ქრისტე ჩემთვის მოკვდა, რატომ უნდა მიყვარდეს ამისთვის ღმერთი? თუ ქრისტე ღმერთი არაა, რისთვის ვმადლობდე ღმერთს? ქრისტემ გვიხსნა სიკვდილისაგან, ღმერთმა კი მხოლოდ ნება დართო, სიყარულით ემოქმედა. მამას კი არ უნდა ვმადლობდეთ, არამედ მხოლოდ ქრისტეს. ჩვენ გადავრჩით ქმნილების მიერ და არა შემომქმედის. ესე იგი „იეჰოვას მოწმეთა“ ლოგიკით, ქრისტე მისი ღვაწლით საფრთხის ქვეშ აყენებს მონოთეიზმის დედააზრს. იგი იმდენად აღიბეჭდა ადამიანთა მეხსიერებაში, რომ დაჩრდილა იეჰოვა. ბუნებრივია, იეჰოვას სახელი დავიწყებას მიეცა გადარჩენილ ადამიანებში. არ შეიძლებოდა ღმერთს ეს წინასწარ არ სცოდნოდა. მაშ, რატომ აირჩია გამოხსნის ის საშუალება, რომელმაც გარდაუვალად მიიყვანა ადამიანები ცრუ ღმერთების თაყვანისცემამდე, ესე იგი წარმართობის ტყვეობაში? უფალი ყოველთვის ზრუნავდა, რომ ისრაელიანებს გადაჭარბებული პატივი არ მიეგოთ მათი გმირების, მასწავლებლებისა (მოსეს საფლავი დაფარულ იქნა ერისთვის) და სიწმიდეებისთვის (სპილენძის გველის განადგურება). და უეცრად – ასეთი შეცდომა...

თუ კი „იეჰოვას მოწმეები“ მართლები არიან, შემიძლია მივულოცო მათ განსაცვიფრებელი აღმოჩენა: გამოდის, დედამიწაზე ერთ–ერთი პირველი ათეისტი იყო... მოციქული პავლე. სწორედ მან თქვა ერთხელ: „რამეთუ არარაჲ სხუაჲ დავიდევ გულსა ჩემსა უწყებად თქუენდა, გარნა ქრისტე იესუ და ესეცა ჯუარ-ცუმული“ (1 კორ. 2,2). თუ ქრისტე ღმერთი არაა, მაშინ პავლემ, რომელმაც თქვა, რომ ქრისტეს გარდა არავის და არაფრის ცოდნა არ სურს, ამით დაამოწმა, რომ არ სურს იცოდეს ღმერთი. ქრისტემ ჯვრით ზეცა დაჩრდილა. ასეთ შემთხვევაში მან მამა კი არ განგვიცხადა, არამედ დაგვიფარა.

თუ არ შევიცანით, რომ ქრისტეში განგვიცხადა „ აღსარებულად, დიდ არს ღმრთის მსახურებისა საიდუმლოჲ; ღმერთი გამოჩნდა ჴორცითა“ (1ტიმ. 3,16), მაშინ ქრისტეზე მოციქულებრივი ქადაგება აღმოჩნდება ნატიფი ათეისტური პროპაგანდა. მოციქულები ხომ ქადაგებენ: „ესე არს ლოდი იგი, რომელი შეურაცხ იქმნა თქუენ მიერ მაშენებელთა, რომელი იქმნა თავ საკიდურთა“ (საქმ. 4,11). თუ ქრისტე ღმერთი არაა და მხოლოდ „მოვლინებული“, „მასწავლებელი“ მხოლოდ ადამიანია, თუ ძე და მამა არ არიან ერთნი, მაშინ ჩვენს წინაშე ათეიზმის ქადაგებაა. ღმერთს არ გადავურჩენივართ და არ გადაგვარჩენს. ხსნა მხოლოდ ადამიანში, იესოშია. მაგრამ მოციქულები ნამდვილად არ არიან ათეისტები. მათ სწამთ შემომქმედი და ძალიან კარგად ესმით „რაჲ მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თჳსისა?“ (მთ. 16,26). თუ გადარჩენა მხოლოდ ღმერთშია და მხოლოდ ქრისტეში – ამ ორი რწმენის აღმსარებლობის შეთავსება მხოლოდ ყოვლადწმიდა სამების შესახებ სწავლებით შეიძლება.

მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში შევძლებთ რელიგიური და ზნეობრივი კრძალულებით შევიმეცნოთ ახალი აღთქმის ქადაგება: თუ ძალამიხდილ გოლგოთის ტანჯულში შევიცნობთ მას, ვინც შექმნა ცანი და ქუეყანაჲ.

ამრიგად, თავად არსი მონოთეისტური რელიგიისა მოითხოვს ყოვლადწმიდა სამების აღიარებას. მოითხოვს ჯვარცმულ ქრისტეში შევიცნოთ დაუსაბამო ძე, ჭეშმარიტი ღმერთი. „იეჰოვას მოწმეების“ მიმართაა სიტყვები, რომელიც ჯერ კიდევ მე–IV საუკუნეში წარმოთქვა წმ.გრიგოლ ნოსელმა არიანელების სამხილებლად, რომელნიც ასევე უარყოფდნენ ქრისტეს ღვთაებრივობას. „რატომ არ მადლობ ჩვენი გადარჩენისთვის მამას, რომელმაც აღასრულა კაცთა გამოხსნა სიკვდილისაგან მისი ძალმოსილებით, რომელიც არის ქრისტე?“[1]

[1] წმ. გრიგოლ ნოსელი. ევნომის წინააღმდეგ. 6,3. // თხზულებანი. . 6. - ., 1863. გვ. 52.


ვინ შეგვყარა ქალაქებში?

გთავაზობთ დაითვალოთ მოზარდი თაობის რაოდენობა თქვენს ოჯახებში. შემდეგ თქვენი მშობლების ოჯახებში. და, ბოლოს, ბებიებისა და ბაბუების (თუ არ დაგეზარებათ და გეხსომებათ, - დიდი პაპებისა და ბებიების) ოჯახებშიც. ხშირ შემთხვევაში თანამიმდევრობა ასეთია: ბებია მამის მხრიდან იყო ოჯახიდან, სადაც 7-დან 9 შვილამდე იზრდებოდა; ბებია დედის მხრიდან ერთ-ერთი იყო 7, 8 ან 9 შვილიდან; მამას ჰყავს ორი და, ხოლო დედას ორი ძმა, ან ორი და და ერთი ძმა, ან კიდევ ორი ძმა და ერთი და (კომბინირება შესაძლებელია სამი შვილის ფარგლებში); უშუალო მშობლებს კი ჰყავთ მაქსიმუმ 3 შვილი, და ბოლოს თავად ჩვენ ერთი ან ორი თუ გვეყოლება...

ამ მიახლოებითი (თუმცა საკმაოდ ხშირი და საზოგადო) გამოთვლებიდან დასკვნა თვითონ გააკეთეთ. საკვების წარმოების ტექნოლოგია ითხოვს, რომ ადამიანები ცხოვრობდნენ სოფლებში, და არა ქალაქებში. ბოლო დრომდე ასე იყო. ჯერ კიდევ 20-ე საუკუნის დასაწყიში სოფლებში ქვეყნის მოსახლეობის 87% ცხოვრობდა, მაგრამ ტრაქტორების გამოჩენამ ყველაფერი შეცვალა. ტრაქტორზე მომუშავე ერთ ადამიანს შეეძლო ასობით ადამიანის გამოკვება. ეს ასობით ადამიანი დასაქმებულია იმით, რომ აკეთებენ ტრაქტორებს, და არა მარტო ტრაქტორებს. ადამიანთა დიდი რაოდენობა დასაქმებულია მანქანათწარმოებით, და ყველაფრით რაც საზოგადოებას სჭირდება. საშუალოდ ეს ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობათა თანაფარდობით გამოიხატება.

ქვეყნის ურბანიზაციის დონე ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის შეფარდებით აისახება. როგორც სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკა აჩვენებს, ურბანიზაციის დონე, რომელიც ყველგან მატულობს, სულ უფრო და უფრო დიდ ქალაქებს წარმოშობს, რაც გარკვეულწილად სოფლების დაცარიელების ხარჯზე ხდება (ცხადია, დიდ ქალაქებში მოსახლეობის ბუნებრივი მატებაც არ უნდა გამოვრიცხოთ). ბოლოს საქმე იქამდე მიდის, რომ ქალაქების მცირე რაოდენობაში (ან დიდ ქალაქებში) თავს იყრის ქვეყნის მოსახლეობის 70%.

ურბანიზაცია - ქვეყნის განვითარების მაჩვენებელია. ქარხნებში, რომლებიც დიდ ქალაქებშია თავმოყრილი, აკეთებენ არა მარტო ტრაქტორებს, არამედ ტანკებს, და ამ ბოლო დროს ბირთვულ რაკეტებსაც. წმიდად სასოფლო-სამეურნეო, აგრარული ქვეყანას რომ დასჭირდეს, ბრძოლის ველზე ურბანიზირებულ ქვეყანას ვერ შეეჭიდება. მაგრამ მშვიდობიან პერიოდში აგრარული ქვეყანა ისტორიულად ყველაზე მოკლე დროში ყოველთვის დაამარცხებს ურბანიზირებულ ქვეყანას, რამდენი რაკეტაც გინდა ჰქონდეს მას, და ეს მოხდება იმიტომ, რომ სასოფლო-სამეურნეო ქვეყანა მშვიდობიან დროს გაზრდის თავის მოსახლეობას, მაშინ როდესაც მრეწველობაგანვითარებული ქვეყანა აუცილებლად გადაშენდება, ცხადია, თუ ის აგრარული ქვეყნის მოსახლეობის ხარჯზე არ შეივსება. მაგრამ მაშინაც კი, გარკვეული დროის შემდეგ, ინდუსტრიალური ქვეყნის მოსახლეობა სოფლელების მიერ შევიწროვდება და ჩვენ მივიღებთ ან სამხრეთ-აფრიკულ რესპუბლიკას, რომელსაც, მაგალითად, ზანგები ხელმძღვანელობენ ან ალბანურ კოსოვოს, მომავალში კი ინდუსურ ლონდონს, ან კიდევ თურქულად მოლაპარაკე ბერლინს და არაბულ საფრანგეთს.

ქვეყნის ურბანიზაცია შობადობის კლების, დეპოპულაციისა და დემოგრაფიული კრიზისის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. რატომ ხდება ეს? რატომ იყო სოფლელთა ოჯახებში 15-მდე ბავშვი? რატომ არ სურთ ურბანიზებული ქალაქების მცხოვრებლებს გამრავლება? რატომ გამრავლდნენ ასე ჩინელები, და რა ელოდება დიდ და მდიდარ ქვეყნებს, ხომ არ იქნება, მაგალითად, "დამოუკიდებელი" რუსეთი ტაშკენტის პროტექტორატს დაქვემდებარებული ისლამური ქვეყანა? დღეს მიმდინარე პროცესების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სრულიად შესაძლებელია.

სოფლის ოჯახი წარსულში იყო წარმოება, სადაც ბავშვები მშობლების სასარგებლოდ მუშაობდნენ. რაც უფრო მეტი იყო მომუშავე მოზარდი, ოჯახიც ("საწარმოც") მით უფრო ძლიერი გახლდათ. გლეხები საშუალოდ აჩენდნენ 5-10 ბავშვს არა საკუთარი სიამოვნებისთვის ან ბავშვთა ყოლის ფსიქოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ან კიდევ მოდგმის გასაგრძელებლად, არამედ იმისთვის, რათა ოჯახს მძლავრი მუშახელი ჰყოლოდა. სიბერეში ბავშვები ინახავდნენ და უვლიდნენ მშობლებს და მათ მთავარ საყრდენ ძალას წარმოადგენდნენ.

სოფლის ასეთი ცალსახა, როგორც იტყვიან, პატრიარქალური მეურნეობა ბავშვებს უხვად აჩენდა. მოსახლეობის რაოდენობა განისაზღვრებოდა მხოლოდ საჭმლის მისაწვდომობის მიხედვით. ომებითა და ეპიდემიებით გამოწვეული ადამიანური დანაკლისი დაუყოვნებლივ ახალი ადამიანებით ივსებოდა. მოსახლეობა ნელა იზრდებოდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ არსებობდა ბალანსი შობადობასა და სიკვდილიანობას შორის, არამედ იმიტომ, რომ ნელა იზრდებოდა ხელმისაწვდომი საკვების რაოდენობა. მელიორაციის განვითარებამ გაზარდა მოსავლიანობა (მაგალითად, კარტოფილმა, ერთის ნახტომით გაზარდა ევროპის მოსახლეობა) და ხელი შეუწყო შრომის იარაღების გაუმჯობესებას. დიდ ქვეყნებში ხდებოდა მოსახლეობის ბუნებრივი ზრდა, და არა ისეთი, როგორც ახლაა და როდესაც ქვეყნის მოსახლეობა უცხოტომელთა მიგრაციის ხარჯზე იზრდება.

კაპიტალიზმისა და დაქირავებული შრომის შემოსვლამ მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა. მუშათა შვილები ახლა უკვე მამაზე და დედაზე კი არ მუშაობდნენ, არამედ კაპიტალისტზე. ოჯახისთვის სასარგებლო მუშებიდან ისინი უცებ უსარგებლო მდგმურებად იქცნენ, რომლებიც მშობლების კმაყოფაზე აღმოჩნდნენ. ქალაქებში დიდი ოჯახების არსებობის ეკონომიკური აზრი გაქრა, ცხადია გაქრა მრავალშვილიანი ოჯახებიც. ეს მოხდა 2-3 თაობის ფარგლებში და თანაც მყისიერად. სწორედ ამაშია, და არა წყალგაყვანილობასა და ტუალეტში, განსხვავება ქალაქსა და სოფელს, ურბანიზირებულ და აგრარულ საზოგადოებას შორის; მოხდა კატასტროფული ზეგავლენა შობადობაზე. რუსეთში, მაგალითად, ურბანიზაცია დღეს დაყვანილია სოფლის მოსახლეობის ქალაქებში დინებაზე, სადაც გლეხები ქალაქის დაქირავებული მუშები ხდებიან. სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაცია არსებითად ურბანიზაციის აქტია, რადგან კოლმეურნეობის შვილები მუშაობენ არა საკუთარ მშობელთა სასარგებლოდ, არამედ საკუთარი თავის სასარგებლოდ. ფორმალურად სოფლის მეურნეობის მუშაკები კვლავ ქოხებში ცხოვრობენ და გლეხებადაც კი იწოდებიან, მაგრამ ფაქტობრივად ისინი უკვე გლეხები აღარ არიან.

ურბანიზირებული ქვეყნების სოფელთა თანამედროვე მოსახლეობას მრავალშვილიანი ოჯახები უკვე აღარ სჭირდებათ. ისინი ან სოფლის მეურნეობის მუშები არიან, ან მცირე ბურჟუები (ფერმერები), რომლებიც ასევე არა ოჯახური, არამედ დაქირავებული შრომით არსებობენ. ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს უცხო ადამიანის დაქირავება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე მშრომელი შვილის გამოზრდა. მრავალშვილიანი ოჯახი დღეს ერთშვილიან ოჯახად გადაიქცა. ინდუსტრიალური საზოგადოების შობადობა კატასტროფულად ეცემა.

მეტიც, მრავალი მშობელი უკვე ნაშობ შვილებსაც კი ზედმეტად თვლის. ბავშვებს ქუჩაში აგდებენ, რის გამოც იზრდება მიუსაფრობა და მოზარდთა დანაშაულობა. რადგან ვერ ხედავენ აზრს, თუ რატომ უნდა იტვირთონ დანახარჯები თუნდაც ერთ შვილზე, მამები ოჯახებიდან გარბიან. იზრდება გაყრების რაოდენობა, ირღვევა ე. წ. სამოქალაქო ქორწინება; თუ ადრე საერთო საქმე ერთად ჰკრავდა მრავალი თაობის ბავშვებს და ოჯახები მრავალშვილიანობით გამოირჩეოდნენ, ახლა ბავშვები, როგორც კი ამისი ხელსაყრელი შესაძლებლობა მიეცემათ, მშობლებსაც გაურბიან; და რაც უფრო სავალალოა, ხშირად ისინი შორდებიან არა მარტო მშობლებს, არამედ სამშობლოსაც.

ამასთან ერთად იზრდება ურბანიზებული ქალაქების ინტელექტუალური დაცარიელება, ანუ ინტელექტუალური მოქალაქეების უცხოეთში (უკეთეს საცხოვრებელ პირობებში) გადინება. კვლავ რუსეთის მაგალითს თუ ვისესხებთ, ამ ქვეყნის ხელისუფლება ყველა პირობას ქმნის მომაკვდავი რუსული მოსახლეობა შეავსოს ყირგიზებით ან უზბეკებით, რომლებშიაც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია აგრარული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი დემოგრაფიული ქცევა. თუმცა ეს პოტენციალი ტრადიციული ოჯახის გარეთ სწრაფად იკარგება. შობადობა ჩინეთშიც კი მცირდება. ისლამური ქვეყანაც რომ გავხდეთ, შობადობას მაინც დიდხანს ვერ შევინარჩუნებთ. უზბეკთა ნაყოფიერებაც ისევე მალე დაიშრიტება, როგორც რუსებისა, რომლეთა სიმრავლე ასე აღიზიანებდა ადოლფ ჰიტლერს გასული საუკუნის ორმოციან წლებში.

რუსები უკვე ღელავენ იმის გამო, რომ დღეს მათ ქუჩებს ჩინელები და უზბეკები ინაწილებენ, ხოლო დაახლოებით 200 წლის შემდეგ, ისინიც ნელ-ნელა ჩაცხრებიან. დანგრეულ მეგაპოლისთა ცარიელ ქუჩებს აავსებენ მოხეტიალე დამშეული ძაღლები, რომელთაც ოდესღაც ადამიანები ამრავლებდნენ, რათა პატარა და მიუსაფარ არსებებზე ზედმეტი დანახარჯების გარეშე ეზრუნათ. ამასობაში კი ადამიანთა საზოგადოება თითქმის გადაგვარდა.

ინტერნეტ წყაროს მიხედვით: subscribe.ru


apocalypse.ge




ე. წ. "სრულიად მართლმადიდებლური" კრების შესახებ

ავტორი: იუსტინ ჩელიელი (პოპოვიჩი)

უეჭველია, ღმრთის ხატად და მსგავსად შექმნილი არსებისთვის, ანუ ადამიანისთვის მთელს ადამიანურ სამყაროში არსებობს მხოლოდ ერთადერთი უმთავრესი ღირებულება - ღმერთკაცი უფალი ჩვენი იესუ ქრისტე. ეს კი ნიშნავს მის ეკლესიას, ანუ მის სხეულს, რომლის თავიც თვითონ არის. ამიტომაც, როდესაც ქრისტეს ეკლესიაზე იგივე სამოციქულო ეკლესიაზე ვლაპარაკობთ, ეს ნიშნავს ვილაპარაკოთ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, თვით უფალ იესუ ქრისტეზე - ღმერთკაცზე. ეკლესია ხომ საუკუნეთა განმავლობაში სხვა არაფერი იყო, თუ არა ღმერთკაცი იესუ ქრისტე. აქედან მომდინარეობს ხარების თავისებურებაც და მცნებაც: "იყოს იგი თავადი ყოველსა შინა მთავარ" (კოლას. 1:18). ის არის ისტორიული ღმერთკაცი უფალი ქრისტე. ამიტომაც, ყველაფერს, რაც მისია, ანუ ეკლესიურია, წმიდად და ღმრთისმოშიშებით, "რწმენითა და სიყვარულით" უნდა მივეახლოთ. ამასთან, ჩვენი მართლმადიდებლური საყოველთაო და კრებითი გრძნობა, ჩვენი მართლმადიდებლური თვითშეგნება ყოველთვის მისით უნდა იწყებოდეს და მისითვე მთავრდებოდეს, რომელმაც ყველა დროისთვის და მარადიულად გამოგვიცხადა ეს ჭეშმარიტება საკუთარ თავზე: "მე ვარ ანი და ჵ, პირველი და უკუანაჲსკნელი, დასაბამი და დასასრული" (გამოცხ. 22:13).

ამიტომაც ღმერთკაცობა არის ყოველივე და ყველაფერი ეკლესიაში: ის არის მისი სამოციქულობა, ის არის მისი სიწმიდე, ის არის მისი ერთობა, ის არის მისი კრებითობა, ის არის მისი საყოველთაოობა, ის არის მისი უცთომელობა. ამიტომაც ეკლესიაში, სადაც ღმერთკაცობაა ყველაფერი და ყოველივე, არაფრის გადაწყვეტა არ შეიძლება "კაცობრივად", ადამიანის გადმოცემისამებრ, წუთისოფლის სტიქიათამებრ, ვინაიდან, როგორც მოციული ამბობს: "მეც კაცისგან როდი მიმიღია ან მისწავლია, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით" (გალატ. 1:11) და კიდევ: "ფრთხილად იყავით, რათა არავინ გაცთუნოთ სიბრძნისმეტყველებითა და ფუჭი საცთურით, კაცთა გადმოცემებისა თუ ქვეყნის საწყისთა თანახმად, და არა ქრისტეს მიხედვით" (იხ.; კოლ. 2:8). რატომ? იმიტომ, რომ სწორედ "მასში მკვიდრობს ხორციელად ღვთაების მთელი სავსება" (კოლას. 2:9). და კიდევ იმიტომ, რომ "იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე" (ებრ. 13:8). ამიტომაც, მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა პრობლემა მოციქულთა დროიდან დღემდე და ვიდრე საშინელ სამსჯავრომდე, წყდება მხოლოდ მისით, ანუ იესუ ქრისტეთი. სწორედ ამაშია მართლმადიდებლური ეკლესიის მართლმადიდებლურობა, მისი ერთობა და ყოვლადჭეშმარიტება.

მართლმადიდებლობის თანამედროვე პრობლემები თუ ღმერთკაცის მიერ ღმერთკაცობრივად, მოციქულებრივად, წმიდა მამებისეულად არ წყდება, მაშინ ის შეუძლებელია მართლმადიდებლურად და ღმრთივსათნოდ გადაწყდეს, და ამგვარი გადაწყვეტილება კატასტროფას, განხეთქილებას, მწვალებლობას, ყოველგვარ ჰუმანისტურ ცთომილებას, ნიჰილიზმს და ანარქიას გამოიწვევს. ეს, რა თქმა უნდა, ეხება ახალი მსოფლიო კრების მოწვევასაც, რომლის ფორსირება ჩვენს დროში ყველა მხრიდან სწარმოებს და მართლმადიდებლობას ძალდატანებით თავს ახვევენ. მოლაპარაკებებზე იგზავნებიან ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგატები, კეთდება განცხადებები მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში, ასახელებენ კრების მოწვევის ადგილსა და თარიღს და ა. შ.

დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ მსოფლიო კრებისთვის მოწვევის რაიმე აუცილებლობას. ნებისმიერი საქმის წარმატებით დასაგვირგვინებლად ხომ აუცილებელი პირობებია საჭირო. მსოფლიო კრების მოსაწვევად კი აუცილებელი პირობები არ არსებობს. მაგალითად, გავიხსენოთ როდოსის კრება, რომელზეც ღირსეული ელექტორატის მომზადებაც კი ვერ მოახერხეს. მსოფლიო კრებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებში კი მდგომარეობა კიდევ უფრო სავალალოა.

არ დავივიწყოთ ისიც, რომ აპოკალიფსურ პერიოდში ვცხოვრობთ. უკვე გვიახლოვდება საცთურის ჟამი, რომელიც მოაწევს მთელს მსოფლიოს (იხ. გამოცხ. 3:10). ამასთანავე ის არც ერთ ჩვენგანს, არც ერთ მართლმადიდებელ სერბს არ დატოვებს. ის, რასაც უფალი აპოკალიფსისში ეუბნება შვიდ ადგილობრივ ეკლესიას, ყველაზე მეტად დღევანდელ დღეებს ეხება, ვიდრე მოციქულთა პერიოდს, რადგან ჩვენ უფრო ახლოს ვართ აპოკალიპტურ და ანტიქრისტეანულ საშინელებებთან (იხ. გამოცხ. 1:11; 3:22). მაცხოვრის მზრუნველი ქადაგებებიდან გრგვინავს მოწოდება ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიისადმი: "შეინანეთ!" (იხ. გამოცხ. 2:5; 16:22; 3:19). მითუმეტეს ეს ეხება თანამედროვე ადგილობრივ ეკლესიებს. და უფალი, რომელსაც ხელში "შვიდი ვარსკვლავი, ანუ შვიდი ეკლესია" უპყრია (იხ. გამოცხ.1:20), ამას ყოვლისმპყრობელური ძალმოსილებით, მიუწვდომელი განგებულებით ბრძანებს.

მართლმადიდებლური ეკლესიის ღმერთკაცობრივ ორგანიზმში ყოველივე ორგანულ ურთიერთკავშირშია. ეკლესიის რომელ პრობლემასაც გინდა შევეხოთ ჩვენ ყოველთვის უფალ იესუ ქრისტეს ღმერთკაცობრივ პიროვნებას შევეხებით. რითი დავამტკიცებთ ამას? შვიდი მსოფლიო კრებით. ყველა მათგანი წყვეტდა ამ პლანეტაზე კაცობრიობის მთელი ცხოვრების ერთ პრობლემას - ღმერთკაც იესუ ქრისტეს საკითხს.

შვიდი მსოფლიო კრების უმთავრესი საზრუნავი გახლდათ უფალ იესუს ღმერთკაცობრივი პიროვნების ხელშეუხებლობისა და ყველა იმ მარადიული და უცვალებელი სიკეთეების დაცვა, რომელიც ქრისტემ ეკლესიაში მოიტანა. მან ხომ თავისი სხეული ყველა დროისა და ჟამისთვის დაამშვენა. ყველა დროის ყველა ადამიანისთვის ცხადი უნდა იყოს შვიდი მსოფლიო კრების უმთავრესი გაკვეთილი - ეს არის იესუ ქრისტეს ღმერთკაცობის პრობლემის გადაწყვეტა, მისი სამოციქულო და მართლმადიდებელი ეკლესიის პრობლემის გადაწყვეტა. ყოველი ახალი მსოფლიო კრება შეუძლებელია იყოს წმიდა, ან მსოფლიო, ან მერვე, თუ არ შეიწყნარებს მის წინ არსებულ შვიდ მსოფლიო კრებას, ყველა მათგანის სიწმიდეს, საყოველთაოობას და მათი დადგენილებების უცვალებლობას. უმჯობესი იქნება თუ ვიტყვით, რომ ახალი მსოფლიო კრება შვიდი მსოფლიო კრების გაგრძელებას უნდა წარმოადგენდეს, რათა ის მართლმადიდებლურად და მსოფლიოდ იწოდოს.

აქ მოციქულებივით და წმიდა მამებივით წინდახედული და ღმრთივგანბრძნობილი უნდა იყო. აქ, როგორც არსად, საჭიროა გვახსოვდეს მაცხოვრის კაცთმოყვრული გაფრთხილება: "ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: ყოველი სიტყუაჲ უქმი რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა" (მათე 12:36). ეს არის სიტყვა, რომელიც წარმოითქვა იმ ეკლესიის შესახებ, რომელიც არის ღმერთკაც იესუ ქრისტეს სხეული, ხოლო მარადიული ნათელი თავი ამ ეკლესიისა თვით იესუ ქრისტეა. არადა უკვე რამდენი ამაო სიტყვა და საშიში ქადაგება წარმოსთქვეს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებმა, რამდენი ფუჭი სიტყვა წარმოითქვა სახელმწიფო მოხელეთა პირით. ამის შესახებ უამრავი წიგნი შეიძლება დაიწეროს. მთელი დღევანდელობა შეჰღაღადებს ტკბილ იესუს იმ უსჯულოებათა გამო, რომელსაც ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებში ვამჩნევთ. "ღვთის მორჩილება უფრო გვმართებს, ვიდრე ადამიანებისა" (საქმე 5:29). ამ სიტყვებში სამუდამოდ მოგვეცა უცვალებელი საეკლესიო დოგმა, თუ რით უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ დილემების გადაწყვეტისას, რომლებიც წარმოიშვება ეკლესიასა და საერო ხელისუფლებას შორის. უფლის დოგმატები განმაცხოველებელი ძალაა და კრიტერიუმია, რომელიც მსოფლიო კრებათა წმიდა მამებმა გადმოგვცეს და მათი ხელუხლებლად დაცვა გვამცნეს უფლის მეორედ მოსვლამდე და საშინელ სამსჯავრომდე.

ამასთან, ცაში ანგელოზებმაც იციან და მიწაზე კიდევ ადამიანებმაც, განსაკუთრებით კი მართლმადიდებელმა ქრისტეანებმა, რომ ამ აპოკალიპტურ დროში ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა მრავალ იერარქს ადამიანური უძლურების გამო არ შეეძლება იმ მომავალ მერვე მსოფლიო კრებაზე აღიაროს წმიდა მამათა მიერ გადმოცემული მართლმადიდებლური დოგმატები და კანონიკური ჭეშმარიტებები.

ბოლოს და ბოლოს, რას შეიძლება ველოდოთ მსოფლიო კრებისგან? მხოლოდ უბედურებას: განხეთქილებებს და მწვალებლობებს, ასევე მრავალგვარ ცთომილებებს. ეს არის ჩემი ღრმა რწმენა და გამახვილებული შეგნება. ამიტომაც ვლოცავ და ვევედრები სამღვდელმთავრო კრებას, რათა სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავი შეიკავოს ამ კრების მომზადებისგან და მასში მონაწილეობის მიღებისგან. ეს უმძიმესი ცოდვა მაინც არ დავაკისროთ ჩვენს ეკლესიასა და ჩვენს მრავალტანჯულ მართლმადიდებელ ერს.

წმიდა გიორგობა. 1971 წელი. ჩელიეს მონასტერი.

წყარო: Посев и Жатва. М. Челие, 2007.

www.pkrest.ru


apocalypse.ge


დავიწყებული თავისუფლება და სიყვარული


დეკანოზი ალექსი უმინსკი

-მამა ალექსი, რას ნიშნავს ცხოვრება ქრისტეში და ცხოვრება ეკლესიაში? რა კითხვები აწუხებთ დღეს ეკლესიურ ადამიანებს?

-დღევანდელი ჩვენი ეკლესიური ცხოვრება ორ პოლუსს -„შეიძლებადა არ შეიძლება“-ს შორის არის მოქცეული. რისი ჭამა შეიძლება მარხვაში, როგორც უნდა მოიქცე ტაძარში-აი კითხვები, რომლებიც ყველაზე ხშირად ისმის. ჩნდება შეგრძნება, თითქოს ქრისტიანის ცხოვრება მხოლოდ აკრძლავისა და დაშვებისაგან შესდგება. გაბედეთ და ხმამაღლა თქვით, რომ ეს ესე არ არის. დაუყოვნებლივ განგაშს ატეხავენ ეკლესიური ადათ-წესების და სისტემური აკრძალვის მიმდევარი ადამიანები. სწორედ ამაში მჟღავნდება ადამიანის თავისუფლად ცხოვრების არ ქონის სურვილი, რადგან უფრო მოსახერხებელია, როცა გარეგნულ წესებზე დაყრდნობით ყოველთვის გაქვს საკუთარი თავის გამართლების საშუალება.

ბევრი ადამიანი შეგეწინააღმდეგება: კი მაგრამ მცნებები? ხალხო, ეს ხომ ქრისტეში ცხოვრებაა! „არა კაც-ჰკლა, არა იპარო“ -ეს სისხლის სამართლის კოდექსია. ნებისმიერი რელიგია და ეთიკური სისტემა იგივეს იტყვის. თქვენ ღმერთის გარეშეც ერთი და იგივე ღირებულებებს იქდაგებთ. მაშინ რა შუაშია აქ ქრისტეს რწმენა? ათი მცნების არსი, რომელიც მოსეს ეუწყა იმაში მდგომარეობდა, რომ ადამიანი ცხოველი არ გამხდარიყო და ღორის, მაიმუნის და მგლის დონეზე არ დაეყვანა თავისი ცხოვრება. ადამიანებს შიში ეუფლებათ, როცა მათი წარმოდგენა ეკლესიაზე, როგორც აკრძალვაზე ინგრევა. ჩემი აზრით ჩვენთვის, 21-ე საუკუნის ქრისტიანებისთვის, გამოსავალი ერთია: სახარება ისევ ცხოვრების წიგნი უნდა გახდეს.

-და ამიტომ გადაწყვიტეთ შეგედგინათ წიგნი საუბრები სახარებაზე?" რატომ ფიქრობთ, რომ დღეს ეს მკითხველს დააინტერესებს?

-თვითომ მე, სახარების კითხვა დ მისი განცდა სხვა ადამიანად მაქცევს. მე ეს უბრალოდ ცხოვრების გაგრძელების საშუალებას მაძლევს. სხვანაირად ეს სამყარო მოსაწყენი და არა კომფორტულია. როცა მესმის სახარება მე ვიცი როგორ მოვექცე ჩემს თავს. ამიტომ მინდოდა ჩემი აზრები გამეზიარებინა და ისე მოსაუბრეები მეპოვნა, რომლებიც დამეთანხმებოდნენ ან შემეკამათებოდნენ, მთავარია ერთად გვესმინა სახარებისთვის.

-თუ ადამიანი კითხულობს სახარებას, მაგრამ ის მასში საპასუხო განცდას არ იწვევს?

-ასეც ხდება, რადგან თანამედროვე ეკლესია სახარებაზე, როგორც ცხოვრების წიგნზე არ აკეთებს აქცენტს. სამწუხაროდ დღევანდელი ეკლესია არ არის მიმართული ქრისტეზე, როგორც პიროვნებაზე. იცით, ჩვენი ცხოვრება იმდენად მოწესრიგებულია, იმდენად განპირობებულია გარე რეფლექსით, რომ ადამიანს არსად წასვლა არ სჭირდება, ყველაფერი უკვე განსაზღვრულია ფორმალური წესებით. გარეგანი წესების დაცვა სულიერი კომფორტის განცდას ბადებს. ხოლო თუ კითხვები ჩნდება, მასზე პასუხები დიდი ხანია გამზადებულია. ტყუილად კი არ იბეჭდება ჩვენთან წიგნები-„მოძღვრის პასუხები“, „1500 კითხვაან „1200 პასუხი“. როცა ქრისტიანს არ სჭირდება ფიქრი, განცდა და ქრისტესთან მისვლა, მას გაუცხოების, სულიერი კვდომის მდგომარეობა ეუფლება. ადამიანი თითქოს ყველაფერს სწორად აკეთებს, მაგრამ ცხოვრება არ შესდგა: სულში სიცარიელე, სიმწირე და მოწყენილობაა.

იმიტომ, რომ თუ სახარება შენში კითხვებს არ აჩენს, არ გაიძულებს იფიქრო და პასუხები ეძიო, ტყავს არ გაძრობს და არ გტკენს, .. საქმე ცუდადაა.

 -არის ასეთი აზრი, რომ ეკლესიურ ცხოვრებაში მთავარია შეიგრძნო ქრისტე-როგორც პიროვნება.

-არა მხოლოდ შეიგრძნო, რაღაც მგრძნობიარე სფეროთი... ქრისტესთან შეხვედრისას ადამიანს არ ძალუძს მას თვალი მოსწყვიტოს, ხვდებით? როცა ადამიანი ქრისტეს, როგორც თავის მხსნელს შეხვდება, ის მას გაჰყვება... არ ვიცი სად, მაგრამ სხვა ვერაფერზე ვეღარ შესძლებს ფიქრს. ეკლესია დღეს დახურულ საზოგადოებად იმიტომ გადაიქცა, რომ წესრიგი (ფორმა-შინაარსის გარეშე) პირველ ადგილზე დგას. საშიშროება კი იმაში მდგომარეობს, რომ ეკლესიური წესების ფონზე ჩვენ დავივწყეთ სიტყვები თავისუფლებადა სიყვარული“. მაგრამ თავისუფლებისდა სიყვარულისსიმცირის გამო თვით რწმენის სული ნადგურდება.

-ვფიქრობ, რომ ბევრი ჩვენი თანამემამულე ეკლესიას სულიერი მომსახურების კომბინატად აღიქვამს.

-რა თქმა უნდა, უფრო მეტიც, ჩვენ თვითონ ჩამოვაყალიბეთ ამგვარი დამოკიდებულება. ეკლესია მაღაზიებად ვაქციეთ, მივაჩვიეთ ადამიანები, რომ ეკლესია ადგილია, სადაც ყველაფერი რაღაცა ღირს-ანუ ფულადი ექვივალენტი. გვეუბნებიან, რომ ეს შემოწირულობის ფორმაა, მაგრამ ამის არავის არ სჯერა. რადგან როცა ყველაფერს ფასი აწერია, შემოწირულობაზე საუბარი უხერხულია.

ჩვენ კათოლიკეებს ელექტრონული სანთლებისა და ინდულგენციებისთვის ვკიცხავთ. არ ვეთანხმებით აზრს, რომ ეკლესია ბიზნესითაა დაკავებული. მაპატიეთ, მაგრამ აბა ეს რა არის? ადამიანს ტვინში უტიფრად უხრახნიან აზრს, რომ ღმერთთან SMS-ით შეიძლება ურთიერთობა. ადამიანს ეშინია უფალს თავისი სიტყვებით მიმართოს. მაგრამ თუ გადაიხადა, ჩნდება იმედის ნაპერწკალი, რომ ღმერთი მის თხოვნას შეისმენს.


-თქვენ ისეთ რამეებზე საუბრობთ, რის აღიარებასაც ბევრი ვერ ბედავს. არსებობს გამოსავალი?

-გამოსავალი ერთია, სახარება უნდა იყოს ათვლის წერტილი ქრისტესა და ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე. მართლმადიდებელი ქრისტიანის გარეგნული, ტრადიციული მოქმედების წესზე სახარებისეულმა სიმართლემ უნდა გაიმარჯვოს. განახლება არ უნდა ხდებოდეს იქ, სადაც რატომღაც ითვლება, რომ ის საჭიროა. ღვთისმსახურებაში ისევ ძველი ეკლესიური ენა უნდა დარჩეს, დაე ღვთისმსახურება დახურული აღსავლის კარით ჩატარდეს, ამას სულის გადარჩენისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ეკლესია სახარებით უნდა განიმსჭვალოს და მოითხოვოს (ვფიქრობ მოთხოვნა აუცილებელია, ოღონდ სიყვარულით) თავის მრევლისგან, რომ მათ სახარებით იცხოვრონ და განიცადონ, რომ ეს წმინდა წიგნი მათ კბილებს უმტვრევდეს, გულში წვდებოდეს, ახარებდეს და აღონებდეს.

-მაგრამ ადამიანი ხომ თვითონ უნდა განიმსჭვალოს სახარებით...?

 -პირველ რიგში ეკლესიის უმაღლეის იერარქია. პატრიარქს სახარებისეულად უნდა უყვარდეს თავის ძმა-ეპისკოპოსები და მღვდლები, მიმართავდეს სიკეთის, სიყვარულის, ალერსის სიტყვით. მღვდლები ერთმანეთს სიყვარულით უნდა ეკიდებოდნენ. ეპისკოსები მღვდლებს როგორც დაქირავებულ მუშებს კი არ უნდა ექცეოდნენ, რომლებიც ბატონ-ყმობის უფლებით მათ ეკუთვნით, არამედ როგორც ძმებს და შვილებს. ასევე უნდა უყურებდეს მღვდელი მრევლს; არა როგორც შემოსავლის წყაროს, არამედ როგორც თავის თემს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ეკლესია ფარსშია ჩაფლული. მე ხაზს ვუსვამ იმ ტენდენციას, რომელიც დღეს შეინიშნება. -რითი ახსნით იმას, რომ ბევრი ადამიანი ღმერთთან შუამავლის ძიებაში მოძღვართან მიდის? -ბევრს სურს, რომ თავისუფლება წაართვან, წარმოგიდგენიათ? და ისინი ამის შესაძლებლობას ეკლესიაში ხედავენ. სწორედ ეს მანიპულაცია ხდის ეკლესიას (სახარების გარეშე) გარე სამყაროსთვის ასე საშიშს.

ქრისტე კი არ გვართმევს, არამედ გვაძლევს თავისუფლებას! ბევრს კი ამისი ეშინია.

სახარებაში ქრისტე ახალგაზრდას მოუწოდებს: „გამომყევი, გამოყევი თავისუფალი. მომყევი უშიშრად, ისე რომ არაფერი გიჭერდეს, რომ არაფერს ეყრდნობოდე, რომ ჩემს გარდა არაფერი გაგაჩნდეს.“ ეს-სრული თავისუფლებაა. ადამიანს შეიძლება შეეშინდეს აბსოლუტური თავისუფლების, მას საყრდენი სჭირდება (წესები, ნორმები, მორალური პრინციპები და სხვა). სახარება კი მას ყველანაირ საყრდენს აცლის, არანაირ იმედს არ აძლევს-ღმერთის გარდა.

ჩვენ ვამბობთ: ადამიანი უნდა მოვიდეს ეკლესიაში! და განმღრთობისათვის მას ქრისტესთან შეხვედარს კი არ ვთავაზობთ, არამედ ქცევისა და ცხოვრების ფორმებს. ჩვენი განმღრთობა იმაში კი არ უნდა მდგომარეობდეს, რომ ადამიანი სპეციალურად ვაქციოთ ეკლესიის წევრად, არამედ რეალურ მრევლად და პრაქტიკოს ქრისტიანად. ჩვენი ამოცანა არ არის მოვნათლოთ ადამიანი, რომელიც ცოტა ხანში ყოველ კვირას ეზიარება და მერე მისიონერი გახდება. კომკავშირში ხომ არ ვღებულობთ? ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიაში მოსულმა ადამიანმა თავისთვის ქრისტე იპოვოს, სიყვარული დაინახოს. სხვა ამოცანა არ უნდა დავისახოთ. ივლის ადამიანი ტაძარში, თუ იფიქრებს ამაზე, განიცდის თუ სულიერად გაიზრდება-ეს მისი გზა, მისი არჩევანია. ჩვენ ვალდებული ვართ ადამიანი თავისუფალი დავტოვოთ.

-თქვენ მოძღვრის პოზიციიდან ლაპარაკობთ, მაგრამ რა ნაბიჯი უნდა გადადგას საერო ადამიანმა თუ მას უფალთან შეხვედრა სურს?

-პირველი ნაბიჯი, თუ ადამიანს ღმერთან შეხვედრა უნდა, მისი პირადი მიმართვაა უფლისადმი. მან გულის სიღრმიდან უნდა მიმართოს ღმერთს.

-მაშინ რა საჭიროა ეკლესია?

-სწორედ იმისთვის, რომ მას შემდეგ, რაც უფლის ხმას გაიგონებ შენში, გაჰყვე მას.ღმერთი კი ეკლესიაში მიგიყვანს. უფალს უნდა მიენდო. დღევანდელი ეკლესია ხშირად არ ენდობა ადამიანს, ღმერთი პირიქით-ყოველთვის ენდობა. ადამიანი თუ ეძიებს უფალს, ის იპოვის. ღმერთი არასდროს მოგატყუებს, ისიც ეძებს ადამიანს და როცა ადამიანი ღმერთისკენ მიდის, უფალი მორბის მის შესახვედრად.


წყარო:faith.ge