ღმერთი

ღმერთი

понедельник, 21 августа 2017 г.

ფუნდამენტალიზმი.

რა არის ფუნდამენტალიზმი და ვინ არიან ფანატიკოსები და ფუნდამენტალისტები? რა გავლენა აქვთ ფანატიკოსებსა და ფუნდამენტალისტებს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, ადამიანთა პიროვნებად ჩამოყალიბებაზე, ეკლესიაზე და როგორ აღიქმება ის საზოგადოების, სახელმწიფოს, ეკლესიის მხრიდან?

ფუნდამენტალიზმი ამა-თუ იმ რელიგიის ბაზისური მცნებების უპირობო მხარდაჭერას მოითხოვს და მათ პირდაპირ რეალიზაციას ისახავს მიზნად. ფუნდამენტალიზმი როგორც წესი, არატოლერანტობის გამოვლინებაა განსხვავებული რწმენის ან შეხედულებების მხარდამჭერი ადამიანებისადმი, ან საკუთარი რწმენის იმ მიმდევართა მიმართ, ვინც არ იზიარებს რადიკალურ პოზიციას რწმენის საკითხში.

სიტყვა „ფუნდამენტალიზმი“ (fundamentalism (ლათინური fundamentum: საძირკველი, საყრდენი,) რომელიც გადმოსცემს „საფუძველდამდებს“ ან „დასაფუძვლებას“, რაც ნიშნავს ტრადიციის, წარსულის „საძირკველთან“ დაბრუნებას. უძრავი „საძირკველი“ სწორი რწმენისა და მექანიკური დაცვა მისი. ფუნდამენტალიზმი არის საშიში რელიგიური კონსერვატიზმი სამი დამახასიათებელი ნიშნით. ეს ნიშნებია: კონსერვატიზმი, რელიგიურობა და მებრძოლი სულისკვეთება.

ტიპოლოგიურად ფუნდამენტალიზმი წარმოჩნდება როგორც მებრძოლი კონსერვატიზმი. თუკი კონსერვატიზმი განისაზღვრება როგორც ტრადიციის მშვიდობიანი დაცვა, ფუნდამენტალიზმი – ცდილობს გამოიყენოს დინამიური სიმტკიცე იმ ძალების წინააღმდეგ რომლებიც, მისი აზრით, იბრძვიან ტრადიციის წინააღმდეგ. კონსერვატიზმი მიჯაჭვულია წარსულთან, რადგან იქ ხედავს სიმართლეს. ფუნდამენტალიზმი მოქმედებს აწმყოში და მიემართება მომავალს, ექსკლუზიურად წარმოაჩენს წარსულის თემებს, რომლებზეც ამბობს, რომ განსჯას არ ექვემდებარება და იბრძვის ყოველი ძალის წინააღმდეგ რომელიც მას ებრძვის. არც კონსერვატიზმი და არც ფუნდამენტალიზმი არ წარმოადგენენ ავთენტურ ტრადიციულ ფენომენს. პირველი, კონსერვატიზმი, ჩერდება წარსულში, იყინება და უინტერესოა, არ ინტერესდება ორგანული გავრცელებით ტრადიციისა აწმყოსა და მომავალში. ფუნდამენტალიზმი ინტერესდება აწმყოთი და მომავლითაც, რითაც ცდილობს უცვლელად დატოვოს და გააძლიეროს წარსულის შეუცვლელი დამოკიდებულებები. ეკლესიის ტრადიცია კი არ ჩერდება და არ იყინება არც წარსულში და არც მომავალში. ხედავს, უყურებს დროს თუ როგორ ივსება მარადიულობით, ხედავს და უყურებს მას როგორც მარადიულობაში თანამონაწილეს.

მიუხედავად იმისა, რომ ფუნდამენტალიზმი ძირითადად რელიგიური წარმოშობისაა, ის არ არის წმინდად რელიგიური ფენომენი და ცხადია, არც პოლიტიკური თუ სოციალური. ფუნდამენტალიზმის მშობელია არა საზოგადოება და მისი პოლიტიკური ორგანიზების წყობა, არამედ ადამიანი. ამიტომაც არ გამოიხატება მხოლოდ როგორც გარკვეული რელიგიური თუ სოციალური ჯგუფებისთვის დამახასიათებელი ფენომენი, არამედ როგორც მდგომარეობა რომელიც მოიცავს მთელ საზოგადოებას და ასევე თითოეულს ცალკე. ეს ნიშნავს რომ ფუნდამენტალიზმს არ სჭირდება მხოლოდ სოციალური, არამედ ასევე თეოლოგიური მიდგომა. თუკი სოციოლოგიას შეუძლია ახსნას ფენომენოლოგია ფუნდამენტალიზმისა, თეოლოგიას შეუძლია სიღრმისეულად წინ წავიდეს და გამოიკვლიოს მისი არსი.

ფუნდამენტალისტური მოძრაობის ბირთვს წარმოადგენს ტრადიციის დაცვა და შენახვა, „საფუძვლების“ განახლების გარეშე, მისი ბუკვალური განმარტება და ბრმა ტიპოლოგიური და მექანიკური აღსრულება და დაპირისპირება ყოველ ახალთან, თანამედროვესთან, მოდერნულთან, დასავლურთან (ევროპული, ამერიკული).

რელიგიურობა გადამწყვეტად ფერს უცვლის და აფერადებს ფუნდამენტალიზმს და განსაზღვრავს მის კონსერვატიზმს. რელიგია მოქმედებს როგორც „ცემენტი, დუღაბი“ შემნახველი ტრადიციისა.

მებრძოლი სულისკვეთება არის რიგით მესამე ნიშანი ფუნდამენტალიზმისთვის დამახასიათებელი. ბრძოლა სიწმინდის დაცვისთვის აჯამებს ფუნდამენტალისტურ მოძრაობას ხილულად. იარაღის ხელში აღება, სისხლის დაღვრა და მსხვერპლშეწირვა, უკიდურესობები დასჯაში და მისი სამაგალითო გამოვლინებები, გეტო, ეთნიკური წმენდა და ტერორიზმი ეს არის ფუნდამენტალისტურ მოძრაობის ყოველდღიური გამოვლინებები ყველა დროში.

ფუნდამენტალიზმის სოციოლოგიური კუთხით ახსნისას იმთავითვე არსებობს სირთულე. სოციოლოგიას თავისი შინაარსიდან გამომდინარე აქვს ტენდენცია რელიგიური თემების უგულებელყოფისა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რელიგიური ცხოვრების მეორეხარისხოვნად მიჩნევა და მისი უგულებელყოფა, მას არ აძლევს საშუალებას შეაფასოს მისი ნამდვილი როლი. სოციოლოგიის ბუნება, არ ინტერესდება არსობრივი ჭეშმარიტებით, სიმართლით. უფრო ზუსტად არ ინტერესდება პიროვნებით, რომელსაც აქვს უპირველესი მნიშვნელობა ფუნდამენტალიზმის განმარტებისათვის. ადამიანის პიროვნებით და არსობრივი ჭეშმარიტებით ინტერესდება უპირველესად თეოლოგია. ამიტომაც მისი დამოკიდებულება ამ საკითხზე უმთავრესია.
ფუნდამენტალიზმის არც თეოლოგიური მხარე არ შეიძლება მიჩნეულ იქნას უბრალოდ და ერთმნიშვნელოვნად. ფორმები რომლითაც ცხადდება თეოლოგია არა მხოლოდ ფართო ქრისტიანულ არამედ მართლმადიდებლურ სამყაროში, არის მრავალმხრივი და ერთმანეთისგან განსხვავებული. ეს დასტურდება უმთავრესად აკადემიური თეოლოგიის სივრცეში, რომელიც არ იკვებება პირდაპირ საეკლესიო ეპმირიით, (გამოცდილებით). აქ თვითნებობამ და პიროვნულმა, პირადმა განმარტებებმა შეიძლება სრულ გაუგებრობამდე და თეოლოგიური სიმართლის ჩახლართვამდე მიგვიყვანოს. ავთენტური მართლმადიდებლური თეოლოგია გულისხმობს როგორც პიროვნულ, პირად მონაწილეობას საეკლესიო გამოცდილებაში, ისე რწმუნებას მათდამი რომლებსაც აქვთ და გადმოსცემენ ამ გამოცდილებას.

მართლმადიდებლური თეოლოგიის საფუძველზე, რომელიც გადმოცემულია ეკლესიის მამებთან, შეგვიძლია ვიხილოთ სასარგებლო მინიშნებები და ხაზგასმები ფუნდამენტალიზმის გაგებისათვის.

ფუნდამენტალიზმი გამოხატავს ჩვენი ეპოქის მთავარ, ცენტრალურ პრობლემას. საბოლოო ჯამში, გამოხატავს ადამიანური პიროვნების პრობლემას, თუ როგორ გამოიხატება და ვლინდება ის დღეს. ადამიანის განგრძობითად დაძაბულმა რღვევამ ჩვენს დროში მოიტანა უზარმაზარი დაშორებები, განხეთქილებები. დაპატარავდა ერთობა რომელიც გამოიმუშავებდა რელიგიურ რწმენას, დაშალა შემაკავშირებელი კავშირები საზოგადოებრივი ცხოვრებისა, განაზოგადა უსახლ-კარობა ადამიანებისა და დრამატული ხასიათი მისცა სიმყარის, სიმტკიცის ძიებას. ფუნდამენტალიზმი, როგორც მოძრაობა, რომელიმე საფუძვლიანი ღირებულებების დაცვისა და შენარჩუნებისა, რომლებიც არსებობდა წარსულში და მიიჩნეოდა მაცოცხლებლად და ცხოველსმყოფელად, აწმყოშიც და მომავალშიც მნიშვნელოვნად გამოხატავს ამ ძებნის წყურვილს.

მართლმადიდებლური თეოლოგიის კუთხით, რომელიც (ნესტორიანულად) არ ყოფს რელიგიურს საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, ფუნდამენტალიზმის ფენომენი არის უპირველესად თეოლოგიური, და ეს ძალაშია, არა მხოლოდ როცა წარმოგვიდგება თავისი ტიპიური რელიგიური ფორმით, არამედ მაშინაც როცა წარმოჩნდება როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ ანთროპოლოგიური ფენომენი.

ფუნდამენტალიზმი ეძებს საფუძველს, რომელიც უიგივდება აბსოლიტურს. ეს ძებნა საბოლოო ანალიზით თეოლოგიურია. მაგრამ პასუხი რომელიც უნდა გაეცეს არ არის ჩვეულებრივ თეოლოგიური, თუნდაც მართლმადიდებლური თეოლოგიის კუთხით. და ეს ხდება იმიტომ, რომ საფუძველი არ იძებნება უქმნელის საფეხურზე, არამედ ქმნილში, რომელიც ერთად-ერთ სინამდვილედ მიიჩნევა.

ქმნილის, ქმნილების აბსოლუტიზაცია კი წარმოადგენს უმთავრეს თეოლოგიურ უმიზნობას და გამორიცხავს ქრისტიანობის არსს. ეს აბსოლუტიზაცია ნიშნავს დამორჩილებას მიწიერებისადმი. საბოლოო ანალიზით კი ნიშნავს კერპთაყვანისცემას. იმავდროულად აბსოლუტიზაცია ქმნილისა ამახინჯებს და კვეცავს ანთროპოლოგიას და სინამდვილეს ადამიანის პიროვნებაზე. ქმნილი როგორც ხრწნადი და დროებითი, იმყოფება ამ მხრივ სიკვდილის ზღვარზე. ამდენად არ შეუძლია, რომ იხსნას ადამიანი სიკვდილის შიშისგან და მისცეს მას ამ მხრივ თავისუფლება და სისრულე. არ შეუძლია, რომ მას დაეხმაროს თავისი თავის, როგორც პიროვნების სრულყოფაში.

ფუნდამენტალიზმი არ ფლობს ნამდვილ არსობრიობას. მაგრამ აღწევს იმას, რომ ზეგავლენა, ზეწოლა მოახდინოს მსმენელზე, რომ მიიღონ ეთიკურობა როგორც არსობრიობა, აქ იმყოფება მისი საბედისწერო შეცდომა თუ უძლურება.

ფუნდამენტალისტები, ყოველგავრი მიმდინარეობისა, აბსოლიტურობას ახდენენ ქმნილი ელემენტების, დადგენილებების, კანონების, ფორმების, საწყისების. ეს ხდება იმიტომ, რომ სრულიად არ იცნობენ უქმნელს. არა მხოლოდ უჩინარი რელიგიათმცოდნეები ან არა ქრისტიანები, არამედ ქრისტიანი ფუნდამენტალისტები ეფუძნებიან რა ონტოლოგიებს რომლებიც შემოისაზღვრებიან ქმნილების საზღვრებში. მაგრამ ონტოლოგია შემოსაზღვრული ქმნილების საზღვრებში არის თეოლოგიურად უსაფუძვლო და უიპოსტატო. ამგვარად ყველა შემთხვევაში ფუნდამენტალისტებთან არ არის და არ იძებნება ჭეშმარიტი ონტოლოგია, რომელიც ქმნის გზას უქმნელისკენ და რის გამოც იზღუდება შესაძლებლობა ადამიანის პიროვნებად სრულყოფისა.

ქრისტიანული სწავლებით კი ადამიანი არ არის დამოუკიდებელი, ავტონომიური, არამედ არსებობს ღმერთთან კავშირში. უკანასკნელი ონტოლოგიური საწყისი ადამიანისა არის „მი ონ“ (არაფერი, არ არსებობა). მისი საწყისი კი ღმერთის შემოქმედებითი სურვილია. ადამიანი არის სულიერი ძალა, შესაძლებლობა და იპოსტასი. მისი სრულყოფა, როგორც პიროვნებისა ხდება მისი ორიგინალური, პირველნაბეჭდის ამაღლებით. ეს ნიშნავს რომ უქმნელი მიიღო, კარი გაუღო მას. ამ ამაღლების გარეშე ადამიანი რჩება დროსა და სივრცეში დაპატიმრებული. ემორჩილება ხრწნასა და სიკვდილს. რადგან ეს ამაღლება ვერ შედგა მისი ცოდვისა და სიკვდილისადმი დამორჩილების გამო, ამაღლების აღსრულება კი ქრისტესგან მონიჭებული ძღვენით ხდება.

ფუნდამენტალიზმი არ ცნობს პიროვნების ჭეშმარიტებას და პიროვნულობას. არ ღებულობს, რომ ჭეშმარიტება, სიმართლე არის პიროვნული და არც იმას, რომ მასში მონაწილეობას აქვს პიროვნული ხასიათი და აღსრულდება პიროვნული რიტმითა და ტაქტით, გულმოდგინებითა და სიბეჯითით და ადამიანის თავისუფლებით. საუბრობს სიმართლეზე, მაგრამ უარყოფს ჭეშმარიტებას როგორც ცხოვრებას და თავისუფლებას. ეს ადვილად გასაგები ხდება, რადგან გრძნობადი ჭეშმარიტებები, ლოგიკური სქემები, კანონითა და ტრადიციით დადგენილი ურთიერთობები და ეთიკური აფორიზმები წარმოუდგებიან დამაჯერებლად და ადვილად მოქმედებენ ადამიანზე. სხვაგვარად, ადამიანი ხშირად ეწებება ფორმას, ნიმუშს, შტამპს, როცა კარგავს არსს. იარაღდება ობიექტური ურყეობითა და სიმტკიცით, რომლებიც მოდიან და აძლიერებენ მის პიროვნულ დაუცველობას. მძიმდება ეთიკურობით, რომ დამალოს, დაფაროს არსებული მოუსვენრობები, აშლილობები. თავს იტყუებს ჯერ კიდევ იდუმალი, სანუკვარი ქედმაღლობით, რომ ინარჩუნებს წმინდას და ღირსეულს და იგივე ღმერთს, აღმოაჩენს რა თავის საკუთარ ცვალებადობას, გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნას. ფუნდამენტალიზმის ისტორია არის ისტორია აგონიაში მყოფი ადამიანის მცდელობისა, რომ დამალოს შინაგანი სიცარიელე ობიექტური გულდაჯერებულობით.

მიუხედავად იმისა, რომ ფუნდამენტალიზმი მიიჩნევა ახალი დროის მოვლენად, ფენომენად, მას აქვს ძველი ძირები, ძველ დროში. ტიპიური ხაზგასმა, მინიშნება და უარყოფა ფუნდამენტალიზმისა ხდებოდა იგივე ქრისტესგან იუდაურ საზოგადოებაში, იმ ეპოქაში. იუდეველები, რომლებიც განიკითხავდნენ ქრისტეს, რომ თითქოს ის არღვევდა და გადადიოდა მოსეს სჯულს და არღვევდა შაბათს, განიხილავენ წმინდა წერილს და უძლურები არიან რომ ჩაწვდნენ მის სულს. (ინ.5,39-40;). იკვლევენ ღმრთის სიტყვას და უგულებელყოფენ იგივე ღმერთს. აბსოლუტიზაციას ახდენენ ადამიანების და სქემების, და უძლურნი არიან გათავისუფლდნენ ამსოფლიური საყრდენებისაგან. ამიტომაც ელოდნენ ქრისტეს როგორც მესიას რომელიც „იქნებოდა საუკუნოდ“, და დაბრკოლდნენ, როცა გაიგეს რომ ძე კაცისა ჯვარს გაეკვრება. (ინ.12,34).

ტრადიციის ობიექტურობაში დარჩენა ყოველთვის არის ადვილი და ფსიქოლოგიურად სარწმუნო გამოსავალი შინაგანი სიცარიელის დამალვისათვის, განსაკუთრებით როცა საქმე კრიზისულ პერიოდს ეხება. განსაკუთრებით რელიგიურ გარემოში, მამათა ნაწერებში, ტიპიკონში და ეკლესიის კანონებში, დამკვიდრებული წესები გადაიქცევიან სიმბოლოებად, მიმდევრების შემოკრებით და შეიარაღება ხდება ამ ყველაფრის დაცვისა და შენარჩუნებისათვის, სუბიექტური არჩევანი და დაცხრილვა და დაჩხვლეტა მოწინააღმდეგებისა. ამ ფორმით იბადება ძლიერი ფუნდამენტალიზმი, რომელიც კლავს რწმენის ჭეშმარიტებას და აღმერთებს ფორმებს და აობიქტურებს მას. ესეთი ფუნდამენტალიზმი უფრო მკაცრია, რამდენადაც დიდია ტრადიციის უეჭველობის რწმენა და მისი დაცულობა. ამ შემთხვევაში ტრადიცია არ ჩანს როგორც ცხოვრების წესი, არამედ როგორც ობიექტური წერილი, რომ დამალოს სულიერი სიცარიელე. სინამდვილეში აქ არ მთავრობს ტრადიცია, არამედ რომელიმე მყარი ნარჩენი მისი. არ არსებობს ტრადიციულობა, არამედ აგრესიული კონსერვატიზმი და შური „არა გონისმიერი“.

მართლმადიდებელი ეკლესია თავისი ბუნებით არის აბსოლიტური. ღმრთის გულმოდგინება გარეთ კი არ იმყოფება არამედ მის გულში. მაგრამ ის არის გულმოდგინება „ცოდნითი“ და შესაბამისობაშია ჭეშმარიტი ღმრთის შემეცნებასთან, (რომ.10,2-3;) რომელიც არის ურთიერთობა სიყვარულის ღმერთთან. მართლმადიდებელი ეკლესია არ ღებულობს ქმნილს როგორც საწყისს, საქმეს რომელიც ხდება ფუნდამენტალიზმში. ამ მომენტიდან, როცა ეს ხდება, წყდება, რომ არსებობდეს მართლმადიდებლობა ან უფრო ზუსტად – საფუძველი მართლმადიდებელი თეოლოგიისა – წყდება არსებობა ქრისტიანობისა, რადგან კერპთაყვანისცემული ხდება ქმნილება. საშიშროება ამ გადახრისა არსებობს ყოველთვის როგორც მუქარა, საშიშროება, საფრთხე მართლმადიდებლობაში.

მართლმადიდებელი ეკლესია საბოლოო ანალიზით არის რადიკალური. და მხოლოდ როგორც რადიკალური შეიძლება არ იყოს ფუნდამენტალისტური. მხოლოდ როცა უარყოფს თავის საფუძველს ქმნილების საფეხურზე და არის ღია უქმნელის მხრივ, იცავს ცოცხალ პიროვნულ ურთიერთობას უქმნელ ღმერთთან, არსებობს როგორც მართლმადიდებელი ეკლესია. ეს უარყოფა, არ ნიშნავს შეფარდებას ან მიტოვებას მისი დოგმატური საფუძვლებისა. მართლმადიდებელი ეკლესია დაინტერესებულია დაწვრილებითი გაგებით დოგმატებისა, და სჯერა რომ „არც ერთი მცირე და უმცირესი ღმერთის შესახებ“ (სქ.5.გვ.267). ყოველივეს მიხედვით მიემართება იქითკენ, რომ უარყოს ყველა ქმნილი ელემენტი, რადგან ისინი თავიანთი ბუნებიდან უძლურები არიან დაიტიონ უქმნელი.

როდესაც მართლმადიდებელი ხედავს იზიარებს, თავისი არსებობის საფუძველს ქმნილების საფეხურზე, ხდება ფუნდამენტალისტი. ამ შემთხვევაში არა მხოლოდ არ იკვებება ეკლესიის ნამდვილი წყაროდან, რომელიც არის პიროვნული ურთიერთობა უქმნელ ღმერთთან, არამედ ზღუდავს ნებისმიერ პიროვნულ ურთიერთობას. საბოლოო ანალიზით ზღუდავს ნებისმიერ ურთიერთობას სიყვარულისა და თავისუფლებისა. მართლმადიდებლური თეოლოგიური კრიტერიუმით, რომელიც ჯამდება ახალი ქმნილების ონტოლოგიაში, ქრისტიანული ფუნდამენტალიზმი წარმოადგენს მორალურ გახრწნას, გარყვნილებას ქრისტიანული ჭეშმარიტებისას, ის არის გაკერპება ქრისტიანიზმისა და უარყოფა ეკლესიის ჭეშმარიტებისა.

კარის გაღება უქმნელისადმი არის კარის გაღება, აბსოლიტური სიყვარულისადმი და აბსოლიტური თავისუფლებისადმი. უზუსტესად, არის გახსნილობა პიროვნული ღმერთისადმი სიყვარულისა და თავისუფლებისა. რწმენა ამ ღმერთისადმი შეუთავსებელია, შეურიგებელია, უკომპრომისოა, ფანატიზმთან და ნახევრად დიდებასთან, შეუთავსებელია ფუნდამენტალიზმთან.

დღეს ასევე გავრცელებულია სამეცნიერო ფუნდამენტალიზმი, რომელიც აჯაჭვებს ადამიანს და მის ცხოვრებას უპიროვნო, არაადამიანურ და მკვდარ სქემებთან. ეს მკაცრი შეუბრალებელი ფუნდამენტალიზმი, რომელიც გამოიყენება დღეს, უარყოფს და ეჭვის თვალით უყურებს ნებისმიერ სულიერ და ეთიკურ სინამდვილეს, რომელიც აიგივებს ადამიანს ბიოლოგიურ ლიტურგიასთან, მოქმედებასთან. ასე ხდება განსაკუთრებით საშიში ადამიანისთვის და მისი კულტურისთვის.

ყოველ რელიგიურ მემკვიდრეობას შეუძლია წარმოადგინოს ფუნდამენტალიზმის შემთხვევები. ყოველი რელიგია ბინძურდება, ფუნდამენტალიზმისგან და მისი მარცვლისგან.
კავშირი ფინდანემტალიზმისა რელიგიასთან არის როგორც კავშირი ენერგიისა უარყოფით ენერგიასთან. როგორც ყოველ წამალს აქვს ჩვენება და უკუჩვენება, ასევე რელიგიაც, როგორც ფენომენი ისტორიისა, საზოგადოებისა და კულტურისა, აირეკლავს გარემოს და გარდაქმნის მას უკეთესობისკენ და შეიძლება უარესობისკენაც. ფუნდამენტალიზმი არის რელიგიური ქმნილება საზოგადოებისა უარესისკენ, რაღაც როგორც კიბო ისტორიისა და პარაზიტი კულტურისა.

რაც შეეხება მართლმადიდებლობის აღორძინებას, შეიძლება ითქვას რომ, ნამდვილ, ჭეშმარიტ რელიგიურობას არანაირი კავშირი არა აქვს და არანაირ საფუძველს ქმნის ფუნდამენტალიზმის აღორძინებისათვის.

ხალხს, რომელიც თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს, ამბობს რომ ისინი იცავენ ჭეშმარიტებას და ამ ჭეშმარიტებას თავისუფლებაზე მაღლა აყენებენ. ეს არის მართლმორწმუნეთა ყველაზე დიდი ცდუნება და ცდომილება.

სწორედ სახარებამ აუწყა ადამიანებს, რომ არ შეიძლება უფალთან ურთიერთობის აწყობა ადამიანებთან ურთიერთობის გარეშე. თუკი ფარისევლებმა დააყენეს შაბათი ადამიანზე მაღლა და გაიკიცხნენ ქრისტეს მიერ, ყველა სხვა ადამიანიც, რომელიც რაიმე განყენებულ იდეას ადამიანზე მაღლა დააყენებს, შაბათის რელიგიის აღმსარებელი იქნება, რომელიც ქრისტემ უარყო.

მართლმორწმუნეთა პათოსს, რომლითაც იკვებება ფანატიზმი, არაფერი საერთო არა აქვს ჭეშმარიტების პათოსთან. ის მისი საპირისპიროა. მართლმორწმუნეობა წარმოიქმნება წარწყმედისა და ხსნის თემის გარშემო. მართლმორწმუნენი თავად არიან შეშინებულნი და სხვასაც აშინებენ. ჭეშმარიტებისთვის კი უცხოა შიში. ჭეშმარიტების იდეა თავისუფლებას გულისხმობს. ჭეშმარიტება არ არსებობს თავისუფლების გარეშე. ჭეშმარიტება მხოლოდ თავისუფლებისას ჩანს. თავისუფლების გარეშე მხოლოდ ანგარებაა და არა ჭეშმარიტება, მხოლოდ ძალაუფლების ინტერესია. მართლმადიდებელი ფანატიკოსი ეძებს ძალაუფლებას და არა ჭეშმარიტებას. მზა ჭეშმარიტება არ ეძლევა ადამიანს და არ აღიქმება პასიურად ადამიანის მიერ. ის არის უსასრულო დავალება. ჭეშმარიტება არის გზა და ცხოვრება, ადამიანის სულიერი ცხოვრება. სულიერი ცხოვრება კი თავისუფლებაა და თავისუფლების გარეშე ის არ არსებობს.

ადამიანი არ უნდა იყოს შემწყნარებელი ყველაფრის მიმართ. თანამედროვე შეუწყნარებლობისადმი, ფანატიზმისადმი, სულაც არ უნდა ვიყოთ შემწყნარებელნი. მათ არ უნდა შევეგუოთ, და თავისუფლების მტერსაც არ უნდა მივცეთ უსაზღვრო თავისუფლება. ჩვენ ერთგვარი რეალური თავისუფლების დიქტატურა გვესაჭიროება.

ამა თუ იმ პიროვნებას ან საზოგადოებას, მორწმუნედაც რომ მიიჩნევდეს თავს, შეიძლება საფრთხე ორი უკიდურესობიდან დაემუქროს. პირველი – ეს არის ფანატიზმის, კარჩაკეტილობის, იზოლაციისა და თვითდაჯერებულობის მდგომარეობა, მეორე კი, პირიქით, მომდინარეობს თავისუფლების უგუნური გაგებიდან, ლიბერალიზმისა და ყველაფრის ნებადართულობის პრინციპიდან.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფანატიზმი და ფუნდამენტალიზმი თანამედროვე საზოგადოების უმთავრეს პრობლემათა რიგს მიეკუთვნება. ამასთან უცილობლად არის დაკავშირებული თანამედროვე ადამიანის ეგოიზმთან, რომლისთვისაც უპირვილესია პირადი სარგებლობა. მთავრობს პირადი გამორჩენის სურვილი და წადილი, უანგარობა იკარგება, ანტაგონიზმი და დაპირისპირება მატულობს, გაუცხოება და გათითოკაცება იზრდება.
„სხვისი სიკვდილი და ჩემი სიცოცხლე“, „დიდი თევზი ჭამს პატარას“, „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“ – ეს არის ის დამახასიათებელი სლოგანები რომელიც თანამედროვე ყოველდღიურობაში მთავრობს. ეს მოწოდებები ახასიათებთ ინდივიდებს, რომლებიც არიან კავშირის გარეშე მყოფი არსებები, არსებები რომლებიც საზოგადოებასთან არ არიან კავშირში, მარტო მყოფი არსებები, რომლებიც არ მონაწილეობენ „საერთოში“. ბაზარში მყიდველები და არჩევნებში ამომრჩევლები, რომლებიც ვერ ხდებიან მოქალაქენი.
ფანატიზმის გამოვლინებას და შედეგს ვხვდებით რელიგიაში ფუნდამენტალიზმით. ყველა შემთხვევაში ერთი მთლიანობა იყოფა ორ ნაწილად: „კარგი“ და „ცუდი“. ამასთან ჩვენს თავს ვაიგივებთ კარგთან და ვდგებით იმ სხვის, მეორის, განსხვავებულის წინაშე, რომელსაც მაშინათვე ვნათლავთ „ცუდად“. ამის მერე კი ვუცხადებთ მას ომს, ცხადია „წმინდა ომს“. ომს ვუცხადებთ ამ „სხვას“, სხვა რელიგიის მიმდევარს, სხვა სქესის წარმომადგენელს, სხვა ეროვნების წარმომადგენელს, სხვაგან დაბადებულს, სხვა ქვეყნის შვილს, არაქრისტიანს, არამართლმადიდებელს, – და რომლებსაც ვახასიათებთ როგორც უკვე „ცუდი“.
ასე და ამგვარად ფუძნდება და ვრცელდება ფანატიზმი და მოქმედებს საზოგადოებაში, სადაც არის კოლექტიური, ჯგუფური ეგოიზმი, მასიური შურიანობა.
ეკლესია რომელიც არის წევრი და შემადგენელი ნაწილი საზოგადოებისა, წარმოაჩენს საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს. ეკლესია ეს არის კრებული ადამიანებისა, რომლებსაც სწამთ აღდგომა ქრისტესი და ცდილობენ იცხოვრონ ამ რწმენით. ეკლესიის წევრი უპირველესად არის წევრი საზოგადოების. ის რაც მას განასხვავევბს საზოგადოების სხვა წევრებისგან ეს არის აღდგომა, რწმენა და იმედი მისადმი. ამდენად მორწმუნენი მონაწილეობენ მუდმივად საზოგადოების ცხოვრებაში და ირეკლევენ მის პრობლემებს.
იგივე რელიგიას შეუძლია იყოს ფუნდამენტალიზმის საპირისპირო. როცა განათლებული და პასუხისმგებელი იერარქია განმარტავს ტრადიციას იმ სულით რომელიც აცოცხლებს და არა ბუკვალურად, რომელიც კლავს. თუკი ცხოვრება ნიშნავს თანაცხოვრებას და მაშასადამე, თუკი სიტყვა არის დიალოგი, არასოდეს მონოლოგი, მაშინ რელიგიას აქვს კანონიერი წადილი, ისტორიული დაინტერესება, რომ გამოჩნდეს როგორც ძალა რომელიც აერთიანებს ვიდრე ყოფს.

ბერძნულიდან თარგმნა ლევან ბუკიამ
წყარო: ა. ΜΑΡΙΟΣ Π.ΜΠΕΓΖΟΣ, ΘΕΟΚΡΑΤΙΑ Η ΔΗΜΟΚΡΑΤΙΑ;
ბ. ΓΕΩΡΓΙΟΥ Ι.ΜΑΝΤΖΑΡΙΔΗ, ΧΡΙΣΤΙΑΝΙΚΗ ΗΘΙΚΗ I, Ο ΚΙΝΔΥΝΟΣ ΤΟΥ ΦΟΝΤΑΜΕΝΤΑΛΙΣΜΟΥ.



მიცვალებულთა ცხედრების დაწვის შესახებ

წინამდებარე წერილი წარმოადგენს მოკლე ახსნა-განმარტებას, დღეისათვის აქტუალურ თემაზე, გარდაცვლილთა სხეულის დაწვაზე.
წერილში შეძლებისდაგავრად, ნათლად და კონკრეტულად, წარმოდგენილია ამ საკითხთან დაკავშირებული ისტორიული, თეოლოგიური, სოციოლოგური თუ სხვა ელემენტები.

1. პირადპირი პასუხი კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მკვდართა სხეულის დაწვა, საეკლესიო ტრადიციაში სამწუხაროდ არ გვაქვს. არც ღმრთივსულიერ წმიდა წერილში და არც მსოფლიო საეკლესიო კრებების გადაწყვეტილებებში.
2. თუკი არ გვაქვს კანონიკური გადაწყვეტილებები და წმიდა წერილის მცნებები, ეს არ ნიშნავს რომ არ გვაქვს ღმერთისგან მოცემული ბუნებითი სჯული ან მის საფუძველზე უძველესი ადამიანური წეს-ჩვეულებითი სამართალი.
იგივე `დაბადებაში~, შექმნის შემდეგ და ადამიანის დაცემის შემდეგ გვაქვს წინასწარმეტყველური, განმსაზღვრელი სიტყვა შემოქმედისა, რომელიც ამბობს: `შენი პირის ოფლით ჭამდე პურს, ვიდრე დაუბრუნდები მიწას, რომლიდანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები.~ (დაბ.3,19). ბუნებრივი გზა _ მკვდარი სხეულისა ეს არის მისი განთავსება მიწაში.
3. შემდეგში, როგორც ჩამოყალიბდა ეს ბუნებითი სჯული ადამიანური მოქმედებიდან და გამოცდილებიდან, კვლავ გვიძღვის გარდაცვლილთა საფლავებისკენ.
იგივე ისრაელში, როგორც ამას მოსეს სჯული და სიბრძნე ზირაქისა გვაუწყებს, უკვე გაბატონებულია მკვდართა დაკრძალვა.
უფრო კონკრეტულად 2სჯ.შენიშნავს: `თუ კაცი სასიკვდილო ცოდვას ჩაიდენს და მოკლავენ, ძელზე ჩამოკიდე. არ უნდა გაათევინო მის გვამს ძელზე, არამედ დამარხე იგი იმავე დღეს. რადგან ღმრთისაგან არის დაწყევლილი ძელზე ჩამოკიდებული. და ნუ შებილწავ მიწას, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს სამკვიდროდ.~ (2სჯ.21,22-23). აღსანიშნავია რომ ხაზგასმა `დამარხე~ არის ასევე სიბრძნე ზირაქის წიგნში: `მიცვალებულს ცრემლი აფრქვიე, შვილო, მოთქმით იტირე, როგორც ტირის სიმწრით შეძრული, საკადრისად შემოსე და დაუმარხავს ნუ დატოვებ.~ (სიბ.ზირ.38,16).
საპირისპიროდ ამისა წმიდა წერილში, კერძოდ ძველ აღთქმაში გვაქვს მოწმობა, რომ მკვდრების დაწვა იყო სასჯელი და დაუფასებლობა, უპატივცემლობა. ასე გვაქვს მაგალითად ლევიტ.20,14-ში, სადაც ნათქვამია: `თუ ვინმემ შეირთოს ცოლად დედა-შვილი, ეს ურჯულოებაა. ცეცხლში დაწვით იგი მათთან ერთად, რათა არ იყოს ურჯულოება თქვენს შორის.~ (იხ. ასევე დაბ.38,24 და ლევიტ.21,9).
4. ყოველივე ამას აღასრულებდნენ ისრაელიანები ღმრთის გადაწყვეტილებით და მოსეს სჯულის მიხედვით და ბრძნეთა მათთა მითითებით. მათთვის დადგენილი იყო ჩვეულება მკვდართა დასაფლავებისა. რაღაც მსგავს გვეუბნება იოანე მახარებელი როდესაც წერს: `აიღეს და შეგრაგნეს იესუს გვამი ტილოებში ნელსაცხებლითურთ, როგორც მოითხოვს იუდეველთა დამარხვის წესი.~ (ინ.19,40). თვით იესუც კი ვერ `გაექცა~ ამ წესაა და ჩვეულებას.
5. აგრეთვე ბერძნებიც, იგივე ბუნებრივი სჯულით მისდევდნენ მკვდართა დაკრძალვას. ისტორიიდან და არქეოლოგიიდან ცნობილია თუ როგორ სწამდათ ძველ ბერძნებს. ასაფლავებდნენ რა ადამიანს, მათ სწამდათ რომ იგი აგრძელებს თავის მიწიერ ცხოვრებას სიკვდილის შემდეგ. ცხადია ტროას ომის დროს იყო: `გვამთა დანმთქმელი კოცონებიც~ (ილიადა,I,52). მაგრამ ეს როგორც ჩანს ხდებოდა ამ საგანგებო სიტუაციაში, ომის გამო და ეს ჩვეულება თუ წესი არ გაბატონებულა შემდეგში. გარდა ამისა, ტროას ომის დროს მეომართა დაწვით ადვილად ხდებოდა მათი ფერფლის ჩამოტანა სამშობლოში.
6. რომაელებშიც ასევე გაბატონებული იყო მკვდართა დამარხვის ჩვეულება. (იხ. ციცერონი-Dე Lეგიბუს 11,22,26, პლინიუსი 1,VII,44.). აქვე უნდა შევნიშნოთ რომ რომაელებში როდესაც იყო მკვდართა დაწვა, ხანგრძლივი თუ მოკლე ომების პერიოდში, გამოწვეული იყო იმით, რომ დაეცვათ გარდაცვლილ თანამემამულეთა ცხედრები მტრების შეურაცხოფისაგან და ასევე გარდაცვლილთა ცხედრებს არ გამოეწვიათ ეპიდემიები და სხვადასხვა დაავადებები.
7. მსგავსად ჰქონდათ მიცვალებულთა დასაფლავების ჩვეულება ეგვიპტელებს, სხვა აღმოსავლელი ხალხების მსგავსად. განსაკუთრებულად ასრულებდნენ ამას ის ეგვიპტელები, რომლებსაც სწამდათ სულის უკვდავება. მოსავდნენ გარდაცვლილებს და ასაფლავებდნენ გამოყოფილ ადგილებში. მეფეთა საფლავებს გამოყოფდნენ ცალკე პირამიდების სახით.
8. შემდგომ ამისა იყო ქრისტიანული ეკლესია. ეკლესია ქრისტესი და 12 მოციქულისა, სამოციქულო ეკლესია და განსაკუთრებით მართლმადიდებელი ეკლესია როგორც ტრადიციული, რომელმაც იმემკვიდრა და დაიცვა ეს წესი `მიქცევისა~ (2ტიმ.4,6) მკვდარი სხეულისა. ამასთან ამ წესის `არჩევა~ ირიბად აჩვენა თვით უფალმა იესუ ქრისტემ როდესაც მიმართა იუდას: `დაანებე თავი. მან ჩემი დამარხვის დღისთვის გადაინახა ის.~ (ინ.12,7).
9. გარდა ზემოთ მოხმობილი მიზეზებისა, ეკლესიამ მიიღო მკვდართა დასაფლავება როგორც წინასწარ უწყება მკვდართა აღდგომისა.
საფლავი არის სიმბოლო, ნიშანი, იმედი და აღიარება რწმენისა: სულის უკვდავებისა, მკვდართა აღდგომისა და საუკუნო ცხოვრებისა. ვნახოთ რას ამბობს პავლე მოციქული: `ითესება ხრწნილებით და აღდგება უხრწნელებით. ითესება დამცირებით და აღდგება დიდებით. ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებაში.~ (1კორ.15,42-44). ამიტომაც იწოდება სიკვდილი `განსვენება~ და `მიძინება~ და საფლავი კი `განსასვენებელად~. (იხ.Iთეს.4,13).
10. ზოგიერთები თვლიან რომ არსებობს სხვა მიზეზებიც, რის გამოც გაბატონებულია დაფლფა მიცვალებულთა. ერთ-ერთი თვალსაზრისი გახლავთ ის, რომ მკვდართა დაწვის პროცესიამ შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება, თუკი არ იქნება სწორი და მართებული საყოველთაო საზოგადოებრივი აზრი ამ მიმართულებით ჩამოყალიბებული.
11. კიდევ ერთი არგუმენტი მკვდართა დამარხვისა არის მგრძნობელობითი და ფილოსოფიური მხარე ამ საკითხისა. ეს არის ის, რომ გარდაცვლილი ადამიანი ხდება `ობიექტი ზრუნვისა, წესის აგებისა და ყვავილებით მორთვისა~, და ჩვენება ამა სოფლის წარმავალობისა. სხვაგვარად, საფლავი არის ის ადგილი რომელიც ხასიათდება როგორც მშობლიური მიწა, და რომელიც ხალხთა და ერთა პატრიოტიზმის საფუძველია. გულს თავისი კანონები აქვს, განსხვავებით გონებისაგან და არ შეიძლება მისი უარყოფა და უგულებელყოფა. როგორც ერთ-ერთი ეთნოგრაფი წერს, წმინდანთა ნაწილებს ჩვენი საჭიროება კი არ სჭირდებათ არამედ ჩვენ უფრო გვჭირდებიან ისინი. მათი დაწვა იქნებოდა გაუჩინარება იმ `ცოცხალი ურთიერთობის~ გაგრძელებისა რომელიც გვინდა რომ იყოს.
12. გარდა ამისა დასაფლავებას აქვს დადებითი მხარე. ხშირად ხდება ისე, რომ გარდაცვლილი ადამიანის ექსპერტიზით შესაძლებელი გახდა დადგენა ადამიანის გარდაცვალების მიზეზისა. მოხდა დადგენა დანაშაულისა. (მკვლელობის ან სხვა უბედური შემთხვევისას და დადგინდა მკვლელი, დამნაშავე.) სხეულის დაწვის შემთხვევაში ამ საშუალების გამოყენება ისპობა, რითაც შესაძლებელია გამრავლდეს და დაუდგენელი დარჩეს დამნაშავეთა გამოვლენა.
13. იგივე ზემოთმოყვანილი და მსგავსი მიზეზებით ეჭვის ქვეშ დგება შემთხვევა, როდესაც დაწვა ხდება გარდაცვლილის ანდერძისა და სურვილის შესაბამისად. ვალდებულია მაშასადამე საზოგადოება ან ეკლესია და ნათესავები რომ აღასრულონ ეს ანდერძი გარდაცვლილისა? მეტიც, როგორ შეიძლება იყოს სერიოზულად აღსაქმელი ბრძანება და ანდერძი გარდაცვლილისა, როდესაც ქრისტიანული კუთხით იქადაგება წმიდა წერილში შემდეგი: `არ იცით, რომ თქვენი სხეულები ქრისტეს ასოებია?. . . ანდა, არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში სულიწმიდისა, რომელიც ღმრთისაგან გაქვთ, და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით? რადგან ფასით ხართ ნაყიდნი. აბა, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულებით, რომლებიც ღმრთისაა.~ (Iკორ.6.15-20).
14. სერიოზულობა და მნიშვნელობითობა პავლე მოციქულის ზემოთმოყვანილი სიტყვებისა, საცნაურდება ნათლად, იმ შემთხვევაში, როდესაც ღმერთის დაშვებით ხდება უამრავი სასწაული უხწნელ ნაწილებთან დაკავშირებით. ეს სასწაულები შეიძლება გახდეს მიზეზი მრავალთა რწმენისა, ღმერთის დაუსაბამო არსებობაში და ყოვლისშემძლეობაში. ამდენად დაწვამ ცხედრისა ამ შემთხვევაში შეიძლება იმოქმედოს საპირისპიროდ ღმრთის ნებისა. გარდა ამისა მორწმუნენი და უბრალო ქრისტიანები მოკლებული იქნებოდნენ და – მოვაკლებდით მათ საღმრთო სასწაულს და ძღვენს წმიდა ნაწილების სახით. მართლაც ქრისტიანები ხშირად, თუ არა ყოველთვის, ხარობენ ურწნელი წმიდა ნაწილების მთხვევით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში კეთილსურნელებას გამოსცემენ და სდით წმიდა მირონი.
ამიტომაც ეკელსია პატივს მიაგებს `მოქმედი~ წმიდანების წმიდა ნაწილებს და ასევე სხეულს, ხორცს ყველა ქრისტიანისას და არ წვავს მათ. საჯაროდ სცემს პატივს საფლავებს და ნიშებს.
15. ყოველივე ზემოთმოყვანილი მიზეზების გამო მიცვალებულთა დასაფლავება ტოლი გახდა ეკლესიის ტრადიციისა და დაიკავა სამართლებრივი, სჯულისმიერი ადგილი ლიტურგიკულ საქმიანობაში. გახდა გაბატონებული წესი, ჩვეულება უკვე უხსოვარი დროიდან და როგორც ცნობილია ამ წესს აქვს სჯულის ძალა.
16. ამდენად შეგვეძლო გვეთქვა რომ გარდაცვლილთა საფლავები ქრისტიანებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ არ ავალდებულებს რადგან არ არის საეკლესიო კრებების მიერ დადგენილი და განსაზღვრული როგორც ეკლესიის კანონი, მაგრამ მითითებულია წმიდა წერილიდან და ბუნებითი სჯულიდან და სამოციქულო მოქმედებებიდან. მიუთითებს და უკარნახებს, რომ ის არის ბუნებითი კანონი და ქრისტიანული წესი და ადათი _ ტრადიცია. რაიმეს შესაცვლელად აუცილებელია განათლება მორწმუნეთა და ამ წესის შესაცვლელად ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ დაწვა გარდაცვლილთა არის უფრო მისაღები და ჯანმრთელი მოქმედება დაკრძალვასთან შედარებით, უფრო მეტად მგრძნობიარე-ემოციური და სამკურნალო და ესქატოლოგიური.
17. არსებული ვითარებების მიუხედავად ეკლესიას შეუძლია გარდაცვლილთა ცხედრების დაწვის ძალით დაკანონებისა და მისი (დაწვის) აუცილებელი მოთხოვნის წინააღმდეგ წავიდეს. არ ინქბა სწორი და მართებული ცხედრების დაწვა მოსთხოვონ მორწმუნეებს, ეკლესიის წევრებს, რომ უარყონ ეკლესიური დაკრძალვა მათთან ერთად, რომლებიც ამჯობინებენ დაწვას ცხედრებისას და რომლებთაც არ სწამთ აღდგომა მკვდართა, არამედ გაქრობა და გაუჩინარება ადამიანისა. აქ, ამ ბოლო შემთხვევაში ყველაზე საინტერესოა ის, რომ ამ შემთხვევაში ადამიანი ხდება არა მხოლოდ ურწმუნო, არამედ ხდება ასევე სჯულის არა მიმდევარი ქრისტიანი, რადგანაც მონათვლის დროს, მან ირიბად თუ პირდაპირ განაცხადა რომ `მოველი აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ~.
18. აქვე შეგვიძლია ვახსენოთ, რომ რომაულ-კათოლიკური ეკლესია კანონიკური სამართლის ახალი კოდექსის 1176-ე მუხლით (1983წ.), ამბობს, მიუხედავად იმისა რომ არ კრძალავს მკვდართა დაწვას, ძალაში ტოვებს და პატივს მიაგებს `კარგი ტრადიციის~ დაცვას, მკვდრთა დაკრძალვისა, მაგრამ კრძალავს დაწვას ცხედრისა განსაკუთრებულად, როდესაც ეს მოქმედება არჩეული ხდება რიგი მიზეზების გამო, მათ მიერ რომლებიც არიან მოწინააღმდეგენი ქრისტიანული ეკლესიის დოგმატური სწავლებისა.
19. ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, არ შეიძლება ითქვას, რომ ის, ვისი ცხედარიც დაიწვება არ აღდგება მკვდრეთით და გაექცევა საყოველთაო განკითხვას მეორედ მოსვლისას.
ასევე არ შეიძლება ვიფიქროთ რომ გაუჩინარდნენ ისინი რომლებიც დაიწვნენ გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში და რომ დაკარგულია იმედი მათი ხილვისა.
და უფრო მეტიც, ნურავინ მიჩნევს რომ წმიდა მოწამენი, რომლებიც მოწამეობრივად დაიწვნენ ცეცხლში არ მონაწილეობენ უფლის საუკუნო მეუფებაში.
20. თუკი ცხედრის დაწვით უჩინარდება ადამიანი (ხორცით და სულით) მაშინ არც მოსე დაუშვებდა ცოდვილ ადამიანთა დაწვას. (დაბ.38,24; ლევიტ.20,14 და ლევ.21,9); არც ღმერთი დაუშვებდა რომ დაეწვათ მართალი მოწამენი და არც წმ. პავლე მოციქული დაწერდა: `აჰა, საიდუმლოს გეუბნებით თქვენ: ყველანი არ განისვენებთ, მაგრამ ყველანი შეიცვლებით ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელ საყვირზე. რადგან დასძახებს საყვირი და მკვდრები აღდგებიან უხრწნელად, ხოლო ჩვენ შევიცვლებით.~ (Iკორ.15,51-52). წმიდა წერილის სიტყვა `ყველანი~ გვიდასტურებს რომ, ყველა, გამონაკლისის გარეშე, გავაგრძელებთ საუკუნო სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ.
21. ბოლოს არც ეგნატე, ანტიოქიის ეპისკოპოსი არ იტყოდა ანალოგიურად. ღირს ალბათ რომ აქ მოვიტანოთ სიტყვები ღმერთშემოსილი მამისა: `მივწერ მე ყველა ეკლესიას და ვამცნებ ყველას, რომ ნებსით ვკვდები ღმრთისათვის, თუკი თქვენს მიერ არ დავბრკოლდები. ამიტომ გევედრებით, უდროო დროს ნუ გამოავლენთ კეთილგანწყობას. მაცადეთ მე, გავხდე მხეცების ლუკმა, რადგანაც მათი გზით ღმერთს მივეახლები. ხორბალი ვარ ღმრთისა და დავიფქვები მხეცთა კბილებით, რომ გავხდე წმიდა პური ქრისტესი. უფრო ის ეცადეთ, ალერსით აწვიოთ მხეცები, საფლავად მექნენ მე და არაფერი დატოვონ ჩემი ხორციდან, რომ დაძინებული არავის ვემძიმო. ჭეშმარიტად მაშინ ვიქნები მოწაფე იესუ ქრისტესი, რაჟამს ჩემს სხეულსაც ვეღარ იხილავს ქვეყნიერება. ლიტანია ჰყავთ ქრისტეს მიმართ ჩემთვის, რომ ამგვარი სახით შევიწირო ღმრთისადმი.~(რომაელთა მიმართ, IV,1-2).
უნდა აღინიშნოს რომ ზემოთქმულიდან გამომდინარე, ტრადიცია დაკრძალვისა მოქმედებს და გრძლედება ისე, რომ მასთან ერთად იქადაგება რწმენა, გარდაცვლილთა სამომავლო საყოველთაო აღდგომისა.


მიცვალებულთა ცხედრების დაწვის შესახებ პანაიოტის ბუმისი ათენის უნივერსიტეტის პროფესორი, თეოლოგი (თარგმნა თეოლოგიის მაგისტრმა-ლევან ბუკიამ)
Posted on April 22, 2015
(თარგმნილია წიგნიდან: ΠΑΝΑΓΙΩΤΟΥ Ι.ΜΠΟΥΜΗ Δ.Θ. ΚΑΘΗΓΗΤΟΥ ΠΑΝΕΠΙΣΤΗΜΙΟΥ ΑΘΗΝΩΝ, Η ΚΑΥΣΗ ΤΩΝ ΣΟΜΑΤΩΝ, Β’ ΕΚΔΟΣΗ. ΕΚΔΟΣΕΙΣ ,,ΕΠΤΑΛΟΦΟΣ’’ ΑΘΗΝΑΙ 1999)

hbardzimi.wordpress.com

ზოგი რამ თეოლოგიის შესახებ.

(„ზოგი რამ თეოლოგიის შესახებ“ გახლავთ სალექციო ჩანაწერების საფუძველზე შექმნილი სტატია, რომლის მიზანია თეოლოგიის, როგორც მეცნიერების რაობაზე უფრო მეტად დაფიქრება.)

            რა არის თეოლოგია და რას გულისხმობს ის როგორც მეცნიერება? რას გულისხმობს თეოლოგიაში ეკლესია? რა კავშირი აქვს თეოლოგიურ მეცნიერებას სხვა მეცნიერებებთან? როგორ შეიძლება განვსაზღვროთ ქრისტიანობა, როგორც რელიგია?

სიტყვა „თეოლოგია“ არ არის ქრისტიანული წარმოშობის. მომდინარეობს წარმართული ბერძნული მწერლობიდან და წარმოაჩენს ადამიანის მცდელობას, რომ ისაუბროს ღმერთზე. პირველად სწორედ ამ მნიშვნელობით გამოიყენა ტერმინი „თეოლოგია“ პლატონმა თავის „სახელმწიფოში“.

ჰეროდოტეს მიხედვით, ჰომეროსი და ჰესიოდე არიან შემოქმედნი ძველ ბერძენთა თეოლოგიური წარმოდგენებისა. არისტოტელე მათ თეოლოგებს უწოდებს. როგორც თეოლოგები ხასიათდებიან ფილოსოფოსები, რომლებიც საუბრობდნენ სამყაროს საწყისზე, როგორებიც იყვნენ ემპედოკლე, ანექსაგორა და სხვები.

ქრისტიანები პირველ საუკუნეებში გაურბოდნენ ტერმინ „თეოლოგიის“ გამოყენებას, რადგან მისი მნიშვნელობა გაიგივებული იყო წარმართულ სამყაროსთან. ამჯობინებდნენ ტერმინ „ფილოსოფიას“, რომ გადმოეცათ ქრისტიანული სწავლება ღმერთის შესახებ. IV ს-ში კაბადოკიელი წმინდა მამების ძალისხმევითა და შემოქმედებითი ღვაწლის შემდეგ დაიწყო ტერმინ „თეოლოგიის“ ფართოდ გამოყენება ქრისტიანული შინაარსით.

ქრისტიანთათვის ტერმინი „თეოლოგია“ გამოიყენებოდა იმის გამოსახატავად რასაც ღმერთი უცხადებს ადამიანებს.

ამ გაგებით თეოლოგია არის ჭეშმარიტება, რომელსაც ღმერთი უცხადებს ადამიანებს საღმრთო საიდუმლოსა და იკონომიის წესით. ეს ზებუნებრივი გამოცხადება დაუნჯებულ იქნა ეკლესიაში მოციქულების მიერ.

XVIII ს-ში თეოლოგია განისაზღვრა როგორც მეცნიერება, რომელიც სწავლობს ქრისტიანულ სწავლებას და მის გავლენას ადამიანთა ცხოვრების წესსა და კულტურაზე. უზუსტესად თეოლოგია სწავლობს ქრისტიანულ ჭეშმარიტებებს, მის საწყისებს, მის განვითარებას და გავლენას ქრისტიანობისა კაცობრიობის მსვლელობის გზაზე და გარდა ამისა ანათლებს სინდისს ეკლესიისას ქრისტიანობის შესახებ. თეოლოგია ჩამოყალიბდა, როგორც ჭეშმარიტი, პრაკტიკული, უეჭველი მეცნიერება.

თეოლოგიის, როგორც მეცნიერების განსაზღვრის შემდეგ  Schleiermacher-მა განსაზღვრა ადგილი თეოლოგიისა სხვა მეცნიერებების გვერდით. თეოლოგია მან მიიჩნია როგორც პრაკტიკული მეცნიერება, რადგანაც აქვს პრაქტიკული მიზანი, ისე როგორც იურისპრუდენციას და მედიცინას. მისი აზრით, რელიგიური მგრძნობელობა ადამიანში არის ბუნებრივი და არ არის საჭიროება მეცნიერული დასაბუთების წარმოდგენისა.

ამასთან ქრისტიანობა და ეკლესია წარმოადგენენ ისტორიულ სინამდვილეს, რომლებიც წარმოგვიდგენენ, გვთავაზობენ პრაკტიკულ საკითხებს, რომლებსაც სჭირდებათ გადაწყვეტა. XVIII ს-ში, როდესაც რაციონალიზმმა უარყო თეოლოგიის მეცნიერული ხასითი, Schleiermacher-მა თეოლოგია კონკრეტული კრიტერიუმებით პრაქტიკულ მეცნიერებებში მოაქცია. მიუხედავად ამისა, სუბიექტი თეოლოგიისა არ არის მხოლოდ ისტორიაში მოცემული, არამედ წარმოდგენილია, გამოცხადებულია ისტორიაში. არსებობს ნათელი სხვაობა თეოლოგიასა და სხვა პრაკტიკულ მეცნიერებებს შორის, რომლებიც ეკუთვნიან პრაქტიკულ მეცნიერებათა რიგს. თეოლოგიაში ზოგადი საწყისები არის მოცემული და არ ექვემდებარება არანაირ კვლევას და არანაირ დაეჭვებას. რწმენით მიიღება საღმრთო საიდუმლოება ღმერთის იკონომიის შესახებ და შემდგომ ამისა ადამიანთა შესაძლებლობისამებრ გამოითქმება სიტყვიერად.   ღმერთი გვთავაზობს შესაძლებლობას, რომ მივიღოთ, გავიგოთ მიუწვდომელი, და რადგანაც ჭეშმარიტება ხორციელად მოდის და მისი პიროვნული სინათლე ანათლებს ადამიანებს, რომ მიიღონ და გაიგონ სინათლე უქმნელისა.

ძალიან მარტივად შეიძლება ვთქვათ, რომ თეოლოგია გვთავაზობს ცოდნას ღმერთის შესახებ.  თეოლოგია ეს არის ღია მეცნიერება, რომელსაც აქვს კავშირი სხვა მეცნიერებებთან.

შეგვიძლია ასევე ძალიან მარტივად ვთქვათ, რომ ქრიატიანობა არ არის რელიგია, ის რელიგიაზე მაღლლაა და ის არის მთლიანად ცხოვრება.

ამ კუთხით „შეცდომად“ შეიძლება მივიჩნიოთ ტრიადოლოგია, კოსმოლოგია, ქრისტოლოგია და ა.შ. რადგანაც არ შეიძლება თეოლოგიის სქემაში მოქცევა, ანუ ძნელია განსაზღვრო სად მთავრდება ერთი და სად იწყება  მეორე, ეს არის მხოლოდ სამეცნიერო ტერმინოლოგია. ამასთან, თეოლოგია არ განისაზღვრება და არ შემოისაზღვრება „მეცნიერული“ კრიტერიუმებით. დოგმატიკა ცდილობს სისტემურად გადმოსცეს თეოლოგია.

უნდა აღინიშნოს, რომ სახელმძღვანელო, შესავალი თეოლოგიაში XIX ს-მდე არ არსებობდა. მისი შექმნა იწყება XIX ს-დან და ისიც დასავლეთის გავლენით. აღმოსავლეთში არასოდეს არ იყო ამის საჭიროება, ანუ აღმოსავლეთს არასოდეს მოუხდენია თეოლოგიის სქემატიზაცია.

და მაინც რას აკეთებს ადამიანი თეოლოგიაში? ადამიანი ღმერთს კი არ უახლოვდება და განმარტავს, არამედ გამოცხადებულ ღმერთს უახლოვდება.

თეოლოგია ამბობს და ხსნის, რომ ყველანი კი არ არიან ღმრთის შვილები, არამედ ყველანი ვართ ღვთის ქმნილებანი, ღვთის შვილები კი არიან ისინი ვინც სინდისიერად, ცნობიერად მისდევენ ქრისტიანობას. რადგანაც ერთია ძე ღმრთისა, ერთი ძე ყავს მამას, და ისინი, ვინც ცხოვრობენ ქრისტეში, ისინი ქრისტეს მიერ ხდებიან მამის, ღმრთის შვილები.

თუკი ყოველდღე არ შეჭამ მოკვდები, ასევე თუკი ყოველდღიური ურთიერთობა არ გვაქვს ღმერთთან მაშინ ვკვდებით და ვინც ეკლესიის საიდუმლოებებში არ ცხოვრობს, მაშინ ის არ არის ქრისტიანი.

ქრისტიანი – ეს არის წოდება, რომელიც ამავე დროს გულისხმობს კარგ ადამიანობას მაშინ, როდესაც კარგი ადამიანობა ყოველთვის არ გულისხმობს კარგ ქრისტიანობას.

დღევანდელი ჩაკეტილი საზოგადოების პრობლემები რა არის: გაუცხოება. ეს არის ჩაკეტილი საზოგადოების სახე, სიკვდილი ამ საზოგადოების, თვისება ამ საზოგადოების. „ურთიერთობა“ ურთიერთობის გარეშე. ეს არის მარტოობის საზოგადოება, ამიტომაც არის ჯოჯოხეთი აქვე, ჩვენში, შიგნით.

აქ უნდა ვიპოვოთ, ვნახოთ ადგილი თეოლოგიისა. ვსწავლობ ანუ ვიმეცნებ ნიშნავს, რომ მაქვს ზუსტი ცნობა შესამეცნებელზე. მეცნიერება კი სწორედ ცოდნის სისტემატიზაციით ყალიბდება. თეოლოგია, როგორც მეცნიერება სწავლობს ადამიანს ქრისტიანობის საფუძველზე. ანოტაცია საღმრთო გამოცხადებაზე არის სწორედ ბიბლია.

თეოლოგია სწავლობს საღმრთო გამოცხადებას ეკლესიაში. ის არის ერთიანი, განუყოფელი, განუწყვეტელი, არა წარსული, აწმყო და მომავალი, არამედ ყველა ერთად. გამოცხადება ყველა ადამიანისთვის ხდება ყოველთვის, და საგანი თეოლოგიისა არის ღმერთის გამოცხადება.

ნამდვილი ადგილი, მდგომარეობა თეოლოგიისა არის ეკლესიის ტრადიციაში. თეოლოგია ცხოვრობს ტრადიციას (ანუ ტრადიცია თეოლოგიისათვის ყოველდღიურობაა)  როგორც დღევანდელობა, და ამას არ აკეთებს არც ერთი სხვა მეცნიერება. ამას აკეთებს მხოლოდ ქრისტიანობა და ჭეშმარიტი თეოლოგია. მოდას აქვს დროულობა, არის დღეს და არ იქნება ხვალ და გახდება წარსული. თეოლოგია არის ზედროული, მას არა აქვს დროულობა, ის არ შეიძლება იყოს „დროული“ რაღაც მომენტში, თუ დროში იქნება ის გახდება ხვალ წარსული. შეხება თეოლოგიისა არის და უნდა იყოს ყველა საკითხთან. ყველა რელიგია წარმოადგენს თავის დასაბამს, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს კავშირს ღმერთსა და ადამიანს შორის.  ადამიანი თავისით არ იქმნება. ის იქმნება: თეოლოგიურად_ღმერთისგან, და ბიოლოგიურად _ მშობლებისაგან. მხოლოდ ქრისტიანობა ამბობს, რომ მე კი არ ვარსებობ, არამედ ვარსებობ იმ გაგებით, რომ ღმერთს სურს ჩემი არსებობა, მე ვსურვარ ღმერთს, რომ ვარსებობდე. და ამას არ ამბობს არც ერთი სხვა რელიგია. ქრისტიანი როდესაც ამბობს არ ვარსებობ, იმიტომ კი არ ამბობს, რომ არ არსებობს, არამედ მისი არსებობა წარმოადგენს საქმეს უქმნელი ღმერთისა. ქმნილი არსებობს მხოლოდ კავშირში და მონაწილეობაში უქმნელი ღმერთის ენერგიებისა.

სიყვარულს, როგორ ვიცხოვრებთ ღმერთის მიმართ, ამაზეა დამოკიდებული  ჯოჯოხეთი და სამოთხე. რომლებიც აქვე იწყება, დედამიწაზე. ცეცხლის მიმართ რა ადგილს დავიჭერთ ამაზეა გავთბებით თუ გავცივდებით. ძაან ახლოს დაიწვები, ძაან შორს გაიყინები.

ეკლესიის კანონები არ არის ბრძანებები, თუ როგორ უნდა იცხოვრო, ის არის რჩევა დარიგებები თუ როგორ შეიძლება უფრო ადვილად ღმერთამდე მისვლა, განღმრთობა. მიზანი თეოლოგიისა სწორედ ეს არის, ჩამოაყალიბოს ღმერთის საზოგადოება, როდესაც საზოგადოება არ ეკლესიურობს.

ის რაც განასხვავებს თეოლოგიურ კვლევას სხვა მონათესავე მეცნიერებების კვლევებისგან არის ცოდნა სულიერების, სინათლის, შემოქმედების შესახებ. ასე მაგ: ხელოვნების ისტორიის სპეციალისტი ვერ გამოიკვლევს ბიზანტიურ ხატს თუ არ იცის ქრისტიანული სწავლება.

თეოლოგია სარგებლობს სხვა მეცნიერებების მიღწევებით, რომელთაც აქვთ საკვლევი საგანი და განმარტავენ მას თავისი საკუთარი განმარტებით, განსხვავებული მიზნისთვის. თეოლოგები კი როცა განმარტავენ, იყენებენ განსაზღვრის ფორმას, რომლითაც ქრისტიანული რწმენა გადმოიცემა ადამიანური მოქმედებებით ადამიანურ შემოქმედებაში.

თეოლოგიის, როგორც მეცნიერების უარყოფა (დაეჭვება) წამოვიდა რაციონალისტებიდან, რომლებიც არ ღებულობდნენ არაფერს, როგორც მეცნიერულს, თუ არ დადასტურდებოდა ცდით და დაკვირვებით, და ადამიანური ლოგიკური კატეგორიებით. რა თქმა უნდა, ფიზიკა წარმოჩნდება ცდების საშუალებით. მაგრამ ასევე ერთი ადამიანის დაკვირვებით, რომელიც მისდევს სახარებისეული ცხოვრების წესს, სიყვარულით და თავგანწირვით, მტერსაც კი შეუძლია დაინახოს ადამიანური ცხოვრების ახალი მხარე, ცხოვრების ახალი წინადადებები.

უმთავრესი განსხვავება ქმნილი და უქმნელი სამყაროსი, ნათლად წარმოაჩენს იმ სიმაღლეებს რომელიც აქვს ადამიანურ შესაძლებლობებს რომ მიწვდეს ღმრთეებას. რადგანაც ღმერთი მაღლაა და მიღმაა ქმნილი სამყაროს ყველა კატეგორიიდან, როგორც ადგილი, დრო, ხრწნადობა, ამიტომაც არ ხდება მისაწვდომი ადამიანური გონებისთვის, რომელსაც მხოლოდ შეუძლია მიწვდეს იმას, რომ ის უძლურია. იგივე ღმერთმა, ყოველგვარი საჭიროების გარეშე, შექმნა სამყარო, მიიღო ადამიანური ბუნება, დაექვემდებარა სიკვდილს, რომ მიეცა, მიენიჭებინა ხრწნადი ბუნებისთვის მკვდრეთით აღდგომა. მოტივი ამისი არის მიუწვდომელი სიყვარული. პირველი მიუწვდომელი სიყვარული არის სამყაროს შექმნა და მეორე ასევე განუზომელი, არის – თერაპია, ხრწნადი და მოკვდავი ადამიანური ბუნების, საღმრთო საიდუმლოს, საღმრთო იკონომიის მეშვეობით. საიდუმლო საღმრთო იკონომიისა არის მიუწვდომელი და აუხსნელი ადამიანური გზებით. ზუსტი კვლევა ამისა წარმოჩნდება ღმერთის წმინდანების ცხოვრების წესში და მათში, რომლებმაც მიიღეს სახარება და აღასრულეს თავიანთ ცხოვრებაში.

დღეს აკადემიურ საზოგადოებაში მიღებულია თეოლოგია და მას აქვს ადგილი სხვა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა შორის.

თეოლოგია არ შემოისაზღვრება არსად. თეოლოგია მთლიანობაში ხედავს ფაქტებსა და მოვლენებს და  არა რაღაც ნაწილს.

რას ნიშნავს თანამედროვე ეპოქაში თეოლოგობა? – ეს ნიშნავს სწორ განმარტებას, თანამედროვე ეპოქაში, როგორ უნდა წარმოაჩინოს, იცხოვროს ადამიანმა ქრისტიანობა. არავის არ შეუძლია ილაპარაკოს, ისაუბროს ღმერთზე, თუკი არ ექნება წინაპირობად ქმნილი და უქმნელი.

დამსჯელი ღმერთის წარდგენა ადამიანისათვის, ამ უკანასკნელს ართმევს თავისუფლებას. განმკითხველი, მოსამართლე ღმერთი აშინებს ადამიანს და ეს წინამძღვრობს მას რელიგიური იძულებისაკენ. საუკეთესო სახე ძალაუფლებისა არის, როდესაც მაღლა დგახარ და დაბლა ჩამოდიხარ და დაბლა მდგომს ემსახურები.

თეოლოგია ათავსებს ერთმანეთთან ჰარმონიულად წარსულს და მომავალს, ეს არის თეოლოგია. იესუს მოწაფეები, მოციქულები არ მისდევდნენ საყოველთაო, ამქვეყნიური ცხოვრების წესს. თანამედროვე მეცნიერების საუბარი თეოლოგიაზე შემდეგია: რას იკვლევთ, რა მეცნიერული საფუძველი გაქვთ, ვერ ხედავთ და არ გაქვთ არანაირი საფუძველი და ისე საუბრობთ.  ფიქრობენ, რომ თეოლოგია არის უძლური და სუსტი, თუკი იგი პროზელიტიზმს არ აწარმოებს. ქრისტიანობა ყოველთვის ახარებდა ადამიანებს იმ სამახარებლო უწყებას რომელიც ადამიანს ანიჭებს  ნამდვილ, ჭეშმარიტ თვისუფლებას. ის ვინც დატყვევებულია და დამონებული საყოველთაო, ცხოვრების წესს, ის უკვე გარდაცვლილია. ასეთი ფარისევლობა ვერ აჩვენებს ადამიანს ქრისტიანობას და ვერ გაათავისუფლებს ადამიანს რომ გახდეს თავისუფალი, ნამდვილად თავისუფალი და ქრისტიანი. ქრისტიანი ყველგან უცხოა და ყველგან მისი სამშობლოა.

საღმრთო მადლის გადაცემა არ არის რაღაც მასალობრივი, არამედ არის სულიერი.

პრობლემა ის კი არაა, როცა ვამბობ, მივდივარ მაშინ როცა ვგრძნობ რომ წავიდე, არამედ რატომ არ მინდა ყოველთვის რომ წავიდე ეკლესიაში. აღსანიშნავია საყოველთაობა ეკლესიისა. ღმერთს არ შეიძლება მხოლოდ ქრისტიანთა ხსნა უნდოდეს. ეკლესიაში იგულისხმება ყველა ადამიანი, ვისაც აქვს ურთიერთობა ღმერთთან, როგორც პირდაპირ, ისე ირიბად. „მსახურებითი სიყვარული, შეწირვითი სიყვარული“, –  ეს არის ყოველდღიურობა. ღმერთი არ ართმევს ადამიანს თავისუფლებას. ადამიანები კი მიელტვიან, რომ მის მოძმეს წაართვან თავისუფლება.

საზოგადოების გაეკლესიურება და არა ეკლესიის გასაზოგადოებრიობა. ვმარხულობ არა იმიტომ, რომ მინდა ვიმარხულო, არამედ ჩემი სინდისი არ მიშვებს სხვანაირად. აღსარების საიდუმლო – ეს არის სინდისის გამოღვიძება. გაიღვიძე, ნუ გძინავს და მარტო არა ხარ. გამოვდივარ საკუთარი მედან და ვუბრუნდები ღმერთს.

მიზანი თეოლოგიისა ადამიანების ხსნაა. ადამიანის ხსნა დაზღვეული ხდება ღმერთთან ურთიერთობით.

ადამიანი, რომელიც არ არსებობიდან არსებობაში მოვიდა „განწირულია“ ურთიერთობისათვის. როგორც ელექტრო ხელსაწყოს სჭირდება დენის წყარო, ასევე ადამიანს სჭირდება საკვები. ცოცხალ- მკვდარია ის ადამიანი, რომელსაც არა აქვს ურთიერთობა ღმერთთან.

თეოლოგია არ შეიძლება იყოს მოწყვეტილი ეკლესიურ, საიდუმლოებით ცხოვრებას. რა არის საიდუმლო? – ეს არის მოქმედება სადაც საღმრთო და ადამიანური ენერგიები მოქმედებს. თეოლოგია განმარტავს, იკვლევს საღმრთო ენერგიებს, ღმერთის გამოცხადებას ეკლესიის საიდუმლოებებში. თეოლოგია განმარტავს და არ იგივდება არაფერთან. ის აკავშირებს ძველ აღთქმას თანამედროვე სინამდვილესთან რაც გრძელდება ეკლესიაში. ყოველ მოქმედებას აქვს საზოგადოებრივი ხასიათი. შვიდი დიაკონის არჩევისას განისაზღვრა მათი დანიშნულება,  და საქმე, თუ რა უნდა ეკეთებინათ. ეკლესიაში უპირველესი არის ეკლესიის მსახურება, ლიტურგია, აღსარება, დამწყვსა ადამიანების, გამომხსნელობითი უწყების ხარება ადამიანებისადმი  და შემდეგ არის საზოგადოებრივი საქმიანობა. საზოგადოებრივი საქმიანობა ეკლესიისა არის მეორეხარისხოვანი მნიშვნელობის.

ამდენად ბიბლიური თეოლოგია, რომელიც ეყრდნობა ღმრთის გამოცხადებას, საღმრთო გარდამოცემას და ბიბლიურ ისტორიას, აქვს სრულიად განსაკუთრებული ხასიათი და ის არის საფუძვლიანად განსხვავებული არაქრისტიანული გაგებისაგან. გამოცხადების თეოლოგია არის, იმყოფება უპირველეს ყოვლისა წმიდა წერილში, ძველ და ახალ აღთქმაში.

რატომ უნდა წავიკითხო წმიდა წერილი? რას იძლევა წმიდა წერილი? – ის იძლევა პასუხს იმაზე, რომ ჭეშმარიტება მოვიდა ამ ქვეყნად, რომ მას შემდეგ რაც ჭეშმარიტება მოვიდა ქვეყნად, ეს ნიშნავს, რომ მონაწილენი ვართ სიცოცხლის. და თუ არ მონაწილეობ, მაშინ არ ცოცხლობ. წმიდა წერილი არის ეკლესიისთვის, ეკლესიაში, ეკლესიისგან.

თეოლოგია არ არის დროში, რადგან ის ყოველთვის იკვლევს და განმარტავს, ამიტომაც ის ყოველთვის არის თანამედროვე. წყარო თეოლოგიისა არის ღმერთი. ამდენად თეოლოგია არის მუდმივი, მარადიული და მისი მიზანია ადამიანის ხსნა.

მოამზადა თეოლოგიისა და ისტორიის მაგისტრმა

ლევან ბუკიამ

bardzimi.wordpress.com

воскресенье, 20 августа 2017 г.

სიყვარული - დუტუ მეგრელი

აწმყოზე სრულად გამიტყდა გული,
წარსული კრულვით მაგონდებოდა
და მომავალიც ვერა-რა ნუგეშს,
ვერა-რა იმედს ვერ მპირდებოდა;

თავს უსარგებლოდ ვრაცხდი ქვეყნისთვის;

მთელს ჩემს სიცოცხლეს ვსთვლიდი არა-რად;
ფუჭად მიმაჩნდა ყოველი წამი
და დავეძებდი სიკვდილსა მარად;

როცა შემიპყარ, შენ, სიყვარულო,

და გარდაჰქმენი ჩემი არსება;
კვლავ მომეც ძალა, მაცოცხლებელი,
კვლავ მოანიჭე ჩემს სულს ღვთაება;

კვლავ დაუბრუნე გულსა იმედი,

კვლავ ბნელს სიცოცხლეს სხივი მოჰფინე
და კვლავ გამხადე კაცად, ღვთის ხატად,
კვლავ განმაახლე, კვლავ აღმადგინე!..

ასე ყვავილსა, დამზრალს გოლვისგან

კვლავ განაცოცხლებს ციური ნამი,
კვლავ დაუბრუნებს თავისს შვენებას:
კვლავ დაუდგება მას ტკბილი წამი!




გაზაფხული -გიორგი ქუჩიშვილი.

გაზაფხულო!
გაზაფხულო!
რა კარგი ხარ,
რა კარგი!
ყვავილებით
მორთული,
მზის სხივებით
ნაქარგი!

მოხვალ,
თან მოგყვებიან
მაყრიონი - ჩიტები,
ბულბულები,
მერცხლები,
შაშვები და
გვრიტები!

გაზაფხულო!
გაზაფხულო!
რა კარგი ხარ,
რა კარგი!
ყვავილებით
მორთული,
მზის სხივებით
ნაქარგი!


ტაძარში - ალექსანდრე აბაშელი.

ნოემბრის ქარში ცივ ქუჩაში მოხეტიალეს
შემაკრთობს ზარი და ტაძარში შევალ შემთხვევით.
მოვისმენ ღაღადს. ძველი გრძნობა უცებ იელვებს.
ავანთებ ცრემლით ჩემს წამწამებს და ჯვარს ვემთხვევი.

არ ვიცი ბრძენი განცდას ამგვარს თუ რას დაარქმევს:
არა მწამს ღმერთი და მის სახლში რა მეტირება!
გამოვა მღვდელი. საცეცხლური სურნელს დააკმევს
და ჩემი ფიქრი ცისფერ კვამლში ჩაიძირება.

სიყრმის ბურუსში გაბრწყინდება დრო შორეული:
აღდგომა ღამე. სააღდგომო თეთრი ხალათი.
მამის საფლავზე დედაჩემი ცრემლმორეული.
იქვე სანთელი და საკურთხით სავსე კალათი.

საბრალო დედა! ჩემი გრძნობა უზენაესი
შენს მწუხარ სახეს განუწყვეტლივ გარს ახვევია.
კეთილო დედა! ჩქარა გაქრა ჩემი მაისი,
და ბნელი ღამე, ო, რა მძიმე გასარღვევია!

წკრიალებს ვერცხლის საცეცხლური, და საკმეველი
აღსავლის კარებს ცისფერ ღრუბლად ენარნარება.
მორწმუნეთ შორის ვდგავარ უცხო კათაკმეველი,
მაგრამ "განვედი" ჩემს ოცნებას არ ეკარება.

თავდება ლოცვა. ახსენებენ ჯვარზე ნაწამებს.
დამავიწყდება, რომ შემოველ მე აქ შემთხვევით.
ავანთებ ცრემლის ნაპერწკლებით დახრილ წამწამებს.
გადავდგამ ნაბიჯს მოწიწებით და ჯვარს ვემთხვევი.


იავნანა - ფრიდონ ხალვაში

იავნანავ,
ფრთებით გარწევს ჩვენებური ჟამთადენა,
ზოგჯერ ღმერთიც შეიცვალა,
ვერ შეცვალეს შენი ენა.
ვლოცავ, რა მზეც გამწიფებდა
და გისხამდა რომელი ხეც,
იავნანავ,
ვარდოვნანავ,
მოდი, სულზე მომეხვიე.
ბევრჯერ მიწა გამიგლიჯეს,
შენ კი ზღვარი ვერ დაგიდეს,
ვერ წაართვეს შენი თავი
შავშეთელს და მარადიდელს.
თუმცა ხშირად ბედი ჩემი ჭოროხივით იმღვრეოდა,
ჩადრიანი დედა მაინც იავნანას მიმღეროდა.
მაგონდება მისი თბილი ხმით ნამღერი ნანა ტკბილი, -
ყველა წუთი თენდებოდა
ჩემთვის ამხდარ ნანატრივით.
ზევით ზეცა იყო ღრმა და
სუფთა, როგორც დედის გული,
შიგ ჰყვაოდა ვარსკვლავები,
დედის ხელით მიმორგული.
ნანა, შვილო,
ამ სიმღერით გაიზრდები უფრო კარგი,
გაგალაღებს, აგამაღლებს,
დაგაბრძენებს, გაგამაგრებს.
ლაჟვარდების ლურჯი თქორი,
რომ ალბობდა დედის ღიღინს,
იავნანას თითო ბგერა
სისხლის თითო წვეთად მიღირს;
იავნანავ, გწვეს და მაინც
იმავ დედას შველი ახლა,
ვინც ქართული სიტყვის ცეცხლი
შენს ნაცარში შეინახა.
ჯერ ბევრია საზრუნავი,
გასაკაფი, მოსახნავი,
დღეის ფიქრით დამძიმდი, რომ
დამსუბუქდეს სევდა ხვალის.
ჯერ ბევრია საზრუნავი,
შენი კერა სადაც არის,
შენ ხომ თავად იავნანაც
გყავს მოსავლელ-დასაცავი.
ნანა, შვილო, დღე გეძახის,
ძილი ისეც საკმარია,
შვილო, მთელი საქართველო
დღეს ხომ შენი აკვანია.
ნანა, შვილო, იძილფხიზლე,
დრო-ჟამს ყური მიაპყარი,
საქართველოს ხვალე შენ ხარ,
გახდი მისი წინაპარი.




ქართული ანბანი -ფრიდონ ხალვაში.

ამბობს მეფე ფარნავაზი, -
წიგნსო ქართულს, ვეფეროთ,
აწ და მარად ეს ლამაზი
ანბანია მეფეო.


მტერმა მოსრა სრა-ტაძარნი,
ერთს კი ვეღარ შებედა, -
იქ ანბანი ნახანძრალი
ქართველს ესვა მეფედა.

ავდგებოდით, ვიომებდით
და შევძლებდით შეუძლებს,
და ანბანი ჭრილობებად
გვაჩნდებოდა სხეულზე.

ხან დაშლილა საქართველო
კახურ-სამცხურ-მეგრულად...
მაგრამ ისევ საქართველო
ქართულ ენით შემკულა.

დედა წიგნს ვერ ეზიარა, -
ჭირდა ჭირი დროისა,
მაგრამ წიგნი კერიასთან
მან შვილივით მოისვა.

წაღმა-უკუ ისტორიას
ვერვინ გასწი-გამოსწევს,
ბევრი განძი მიჰყოლია
საუკუნეთ ქაოსებს.

ეს კი - აზრი და სიმწიფე,
ჩვენი სისხლით დამბალი,
იყო ჩვენი სახელმწიფო,
ეს - ქართული ანბანი.



მიყვარს ქართულად.

ტარიელ ჭანტურია - მიყვარს ქართულად

მიყვარს ქართულად, მძულს ქართულად,

ვმღერი ქართულად
მადლობა ღმერთს
ნებადართულად!


შანსი მქონია - არ მომირთხამს

ფეხი თათრულად,
ვზივარ და ფეხი ფეხზე მიდევს,
ეგეც ქართულად!


თარგმნეთ რუსულად, კი ბატონო

თარგმნეთ ფრანგულად,
მაგრამ მე მიყვარს, მე მძულს
მე მწამს, მე ვწერ ქართულად!


მე ყოვლად ქართველს

ყოველივე მიყვარს
ქართული,
ამიტომაც ვარ ქართველებთან
წელგამართული!




თუ სისხლმა აღარ გიყივლა, თუ გული არ ჩაერია.

სწავლის და ცოდნის ძიებას, გაგიხარია, ფასი აქვს,
რომ მოიარო ევროპა, ამერიკა და აზია.
მაგრამ ოქსფორდი, კემბრიჯი, ჰარვარდიც არაფერია,
თუ სისხლმა აღარ იყივლა, თუ გული არ ჩაერია.


თუკი მამულის ტკივილი არ გტკივა და არ გაწვალებს,
შენი სამშობლოს სიყვარულს მარტო წიგნი ვერ გასწავლის.
თუ უცხო ცათა შემყურემ სამშობლოს ცა არ ინატრე,
თუ შენი ქვეყნის ხატება სულში არ დააბინადრე,


თუ არ მოგესმა ხანდახან ყეფა ალგეთის ლეკვების,
არ მოგენატრა წინანდლის ვარდი კი არა, ეკლებიც,
თუ შენი გული და ფიქრი კრწანისმა აღარ დანაღმა,
თუ არ მოგინდა დიდგორის და ბასიანის დანახვა,


თუ ენამ რუსთაველისამ შენი სათქმელი არა თქვა,
თუ აღარ გაგადიდგულა იმ ცხრა ძმამ და იმ მარაბდამ,
თუ გულს ჭრილობად არ დარჩა ის ცხრა აპრილის იარაც,
თუკი "შავლეგოს" სიმღერამ ძარღვებში არ გაგიარა,


ამაო არის ყოველი სწავლა, გარჯა და წვალება,
მამულზე ფიქრი მარტოდენ წიგნებით არ ისწავლება.
უნდა შენს ხალხთან ილხინო, უნდა შენს ხალხთან იწვალო
და სიყვარული სამშობლოს შენი ხალხისგან ისწავლო.

ნოდარ ჯალაღონია.




ქართველები.

ნოდარ ჯალაღონია - ქართველები.

დროს და წლების ქარიშხლებს სულ ფეხდაფეხ მოვყვებით,
აღარ გვაკლდა არასდროს არც მტრები, არც მოყვრები.
ისტორიის გზებზე და ბეწვის ხიდზეც ვაირეთ,
ანალებში ვტოვებდით ჩვენს სახელს და იარებს.

რადგან ჩვენს გაჩენაში უფლის ხელი ერია,
ვერც წლები და ვერც მტრები ვერა, ვერ მოგვერია.
ისტორიას აღვიძებს ჩვენი სისხლის წვეთები,
შემერები, მოსხები, ხალიბები, ხეთები,

კოლხები და ლაზები, იბერები, ქართები,
ქართველებად გავჩნდით და ქართველებად დავრჩებით.
ევროპას და აზიას ისევ მოველანდებით
ჩვენი სიგელ-გუჯრებით, ძველი ფოლიანტებით.

ჩვენი ოქროს საწმისით, ლეგენდებით, მითებით,
ქართველები ვიყავით, ქართველები ვიქნებით.
არ მოაკლებს უფალი მამულს შვილებს ერთგულებს,
შვილებს აღმაშენებლებს, შვილებს თავდადებულებს.

ჩვენი ჯიშით, ჯილაგით, რწმენითა და ფიქრებით
ქართველები ვიყავით, ქართველები ვიქნებით.
არც არასდროს გავქრებით, არც არასდროს დავშრებით,
ქართველებად გავჩნდით და ქართველებად დავრჩებით!




четверг, 17 августа 2017 г.

სიტყვავ, ბატონო!

ზურაბ გორგილაძე - სიტყვავ, ბატონო!

სიტყვავ!
შენ,
რჯულის სულო ბებერო,
ნეტა სანამდე უნდა გეფერო.
შენ!
მთების ფშინვავ, ველის ნიავო, -
სანამდე უნდა გელოლიავო!
შენ, ჩემო ფესვო და ასპარეზო,
სანამდე გფუთნო და გეალერსო.
შენ, ლოდის ჯვარო, სხვენის მტევანო,
ხან ჩონგურო და ხან სატევარო.
შენ, -
მწვერვალების ყელის ეჟვანო,
ხან ყიჟინო და ხან კაეშანო.
შენ, -
მსხმოარე სისხლო ხნიერო,
რა გამაჩნია სამაგიერო!

 სიტყვავ!
შენ, ჭვანგო კლდეს მიჭვანგულო,
ხან გაბასრულო, ხან გაჟანგულო.
ხან დაეკლილო, ხან დადაფნულო,
შენ, შვინდავ ჩემო, ჭირში ჩაფლულო.
ხან ხელის გულზე – შავო მერცხალო,
ხან იის წვეთო, ხან ნაკვერცხალო.
შენ, ქოხის კვამლო, ჯვარის ღადარო,
ზოგჯერ მტყუანო, ზოგჯერ მართალო.
მაღალ ბალახში ირმის თქარუნო,
ხან სიძულვილო, ხან სიყვარულო.
მჟაველას კლერტო, ხრამის ყვავილო,
მთიდან ცალთვალა დევის ბღავილო.
შენ, მწარე წყევლავ და ძუძს ლოცვავ, -
დედა ქვეყანას ჰპირდება როცა.


სიტყვავ!...
შენ, ყალყზე მდგარო მხედარო,
ნეტა სანამდე უნდა გედავო.
შენ, -
ჩვენი სიბრძნის ტყეო უღრანო,
სანამდე გსინჯო და გებურღაო.
სიტყვავ ღარიბო,
სიტყვავ მდიდარო,
ნასახლარო და ნასიმინდარო,
ნაგზაურო და ნავენახარო,
ბალახო, ყველა მზეზე მაღალო.
სანამდე უნდა ვკრიფო მოთმენით,
ნაფშხვენი შენი ცხელი ზოდების.
ნაფშხვენი შენი მკვრივი გრანიტის,
შენი ნახშირის, თუ მარგალიტის.
რომ ცას ვახარო და გავაგონო, -
აი, გიპოვნე, მუზავ ბატონო!
და რასაც ვნახავ, რასაც ვიპოვნი,
მტვერი იქნება შენი კიდობნის,
ბუღი იქნება შენი ქალამნის
და, ღმერთმა ნუ ქნას, ისიც ჰარამი,
რამეთუ შენი ხსენი მპატრონობს,
ქართულო სიტყვავ, სიტყვავ ბატონო!

 ვინ არ გაგიდო ტლანქი ურდული,
იყავ დაჭრილი და გაქურდული,
გამობოლილი, გამოჭვარტლული,
შენ, ლოდიძირის წყალით ნათლული.
ჩამოთენთილი, ჩამოფლეთილი,
მაგრამ ყოველთვის მაღალ ღმერთივით,
გამოშიგნული, გამოჯიქნული,
მაგრამ ყოველთვის მხნე და ჯიქური.
და როს სინათლის ჟამი გიდროვე,
მოველ და აკვნის თავთან გიპოვე,
ჩაშლილ კედლების კირში გიპოვე,
და ძველთა ძვლების ძირში გიპოვე,
მუხის ძირკვებს და ქვებს ქვეშ გიპოვე,
წისქვილებში და გზებში გიპოვე, 
და დრო როდესაც გამოგიგლოვე,
მანდილის გაფსკვნილ ყურში გიპოვე.

შენს საფეთქლებთან და შენს მაჯებთან
უდაბნოს სიცხე დაალაჯებდა.
თვით ბედუინის ცხენმა ინება,
შენს წითელ სისხლში დაჭიხვინება.
სურდათ მოედოთ შენთვის აღვირი,
რომ გადაესხათ სისხლი გარყვნილი.
რომ გულმოღლეტილს ველურ ალერსით
გეცეკვა ბუღში და ტრამალებში.
რომ მორეოდა შენს გულს ქლოშინი,
რომ ყოფილიყავ ყველას მორჩილი.
რომ მიმონგრეულ შენს სარეცელთან
საჭურისებს და ლომებს ეცეკვათ.
რომ შენი მკერდის თეთრი ჩირაღდნით
სხვისთვის მიგეცა ჯიშიც, ჯილაგიც.
მაგრამ გადარჩი!
ღმერთით, გადარჩი,
იმდენ დელგამში, იმდენ ავდარში,
მამის მჯიღში და დედის კალთაში,
მამის ჯვარში და დედის მაჯაში,
ღმერთით გადარჩი...
ღმერთით გადარჩი!...
სიტყვა დღვანელი, სიტყვა ხულელი,
სამას წელიწადს ნამარხულევი.
სიტყვა ყაჩაღი, სიტყვა ფირალი,
სამას წელიწადს ნაბორკილარი.
სიტყვა მჟრჟოლავი, სიტყვა მსუსხავი,
სამას წელიწადს ღვინოუსვამი.
ვაი, რამდენი რამ მოვიგონო,
შე, ქოჩახელას მწვანე ჭიბონო!

დღეს შენი ჯიშის, შენი მუხლების,
ქართული ლექსის მადგას უღელი,
დღეს შენი ფესვით, შენი ფრჩხილებით,
ხორცს ისხამს ყველა საგნის ჩრდილები,
მძულხარ, როდესაც ვამბობ ქართულად,
თითქო სამყარო ცეცხლში ჩანთქმულა,
თითქო ტაძრები ცად აღმართულა,
მიყვარხარ, როცა ვამბობ ქართულად.
ლოცვა, კურთხევა, კოცნა ურიცხვი,
ამ ორად-ორი სიტყვის გულისთვის.
სიტყვავ რუსთველის ხელში ნაქონო,
სიტყვა მერანის ნალში ნაქონო,
სიტყვავ მინდიას ჯამში ნაქონო,
ვინ გინდა ამ ცას, რომ გამოხეთქო,
ან ამ მწვერვალებს გადმოაქროლო!?

 მე რასაც ვნახავ, რასაც ვიპოვნი,
მტვერი იქნება შენი კიდობნის,
ბუღი იქნება შენი ქალამნის
და, ღმერთმა ნუ ქნას, ისიც ჰარამი, -
რამეთუ შენი კვერთხი მპატრონობს,
ქართულო სიტყვავ, სიტყვავ ბატონო!