ღმერთი

ღმერთი

понедельник, 1 июля 2013 г.

ორთა უფალთა მონება

მაცხოვარი გვასწავლის: არავის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად. ეს სიტყვები არც ჭეშმარიტად გულმოდგინე ქრისტიანებს ეხება, რომელნიც მხოლოდ იმისთვის იღვწიან, რომ სათნოეყონ ღმერთს და არც იმათ, რომელთაც ქრისტიანი მხოლოდ სახელადღა შერჩათ, თორემ ისე მხოლოდ ამ სოფლისათვის ზრუნავენ და მხოლოდ მამონას ემორჩილებიან. ეს სიტყვები ეხება მესამე ნაწილს ქრისტიანებისა, რომელიც რიცხოვრიბად პირველ ორზე უმრავლესია. ისინი ორთა უფალთა – ღმრთისა და მამონას შორის ირევიან და თუმცა ღმრთის მონობა სურთ, მაგრამ ამასთან, ვერც მამონას უღელი გადაუგდიათ. ასეთი ქრისტიანები გვანან იმ ებრაელებს, რომელნიც ურჯულო მეფე აქაზის შიშით ბაალის კერპს სცემდნენ თაყვანს, მაგრამ საიდუმლოდ ჭეშმარიტი ღმრთის სამსახურსაც აღასრულებდნენ. მაშინ ღმერთმა მათ დიდი წინასწარმეტყველი ილია მოუვლინა, რომელმაც მერყეობაში ჩავარდნილ ხალხს უთხრა: როდემდის უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით, თუ ჭეშმარიტი ღმერთი გწამთ, მას ემსახურეთო. ზემოხსენებულ მერყევ ქრისტიანებსაც იგივე უნდა ვუთხრათ. უფალი ჩვენგან იმას კი არ მოითხოვს, რომ ყოველგვარი ამსოფლიური ზრუნვა და ფიქრი დავუტეოთ, არამედ ის, რომ სოფელს, ანუ მამონას არ დავემონოთ და თაყვანისცემა და პატივი მხოლოდ ღმერთს მივაგოთ. მაგალითად, როცა ადამიანი კვირას წირვა-ლოცვაზე დასწრების ნაცვლად, რომელიმე სხვა ამსოფლიურ საქმეს აკეთებს, ან დილით ადრე ადგომა ეზარება, ეს მამონის მონობაა და არა ღმრთისა.. ღმრთის მონა და მსახური ისაა, ვინც სიმართლით, გულწრფელად ცხოვრობს და ვისაც სინდისი აქვს, ხოლო ვინც უსამართლო, ცუდი ხასიათისაა, მცონარე, შურიანი და მოძულე, იგი მამონას ემონება და არა ღმერთს.

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი


Комментариев нет:

Отправить комментарий