ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 18 августа 2013 г.

სიღარიბე.

ჯობს, ყველაფერი დაკარგო ქვეყანაზე, ვიდრე დაკარგო იესო ქრისტე; ყველაფრის დაკარგვას იგი ასმაგად გიზღვავს, მისი დაკარგვა კი მთელი სამყაროს დაუფლებითაც კი ვერ ანაზღაურდება.



სჯობს ითხოვო, ვიდრე მიიტაცო.


დაინდე ღატაკი და შენც დაგინდობს უფალი.


ნუ შეურაცხჰყოფ ღატაკს: იგი უფალთან იჩივლებს.


სჯობს დაკარგო, ვიდრე სამარცხვინო გზით მოიპოვო.


ვინც სიმდიდრის ვნება დათრგუნა, ყველაზე მდიდარია.


სიღარიბე არასწორად მოპოვებულ სიმდიდრეზე უმჯობესია.


შინაგანად მდიდრები გარეგნულ სიღარიბეს ვერ გრძნობენ.


ქრისტეს მხედარი ის არაა, ვინც თავის ხვედრზე წუწუნებს.


ნეტარია, ვინც იმისათვის მარხულობს, რომ ღარიბებს აჭამოს.


ღარიბი ის ქრისტიანია, ვისაც ამა სოფელში გამდიდრება სურს.


დაბალ მდგომარეობაშიც ცხოვრობენ მშვიდად და კეთილდღეობით.


ამქვეყნად უკიდურესი სიღატაკეა ადამიანის უღმერთოდ ყოფნა.


უმჯობესია მცირეოდენი, სიმართლით, ვიდრე ბევრი, - უსამართლობით.


სიღატაკემ ცოტას თუ დააკარგვინა გონება, სიმდიდრემ კი - მრავალს.


ღარიბია ის ქრისტიანი, ვინც ამქვეყნად ბევრს ეძებს და იმარაგებს.


მდიდრებს ცათა სასუფეველში მხოლოდ ღარიბები შეიყვანენ (ლუკა 16,9).


მცირედზე კმაყოფილებით ცხოვრება ნიშნავს ჭეშმარიტად მდიდარი იყო.


დიდი სიკეთის ღირსი ისაა, ვინც თავს იმის უღირსად მიიჩნევს, რაც აქვს.


ყველა მდიდარი არ წარწყმდება ისევე, როგორც ყველა ღარიბი არ ცხონდება.


ბევრის მქონეს ხშირად არა აქვს ის, რაც შენ გაქვს, თუნდაც უმცირესი იყოს.


რთი მდიდარია, მაგრამ მწუხარებს: სხვა თუმც ღარიბია, მაგრამ - მხიარულია.


სჯობს სიღატაკეში იცხოვრო, ვიდრე - არამართებულად მოპოვებულ სიმდიდრეში.


კმაყოფილი გული და კეთილი სინდისი ადამიანს ყველა ვითარებაში ამდიდრებს.


ყველაზე დიდებული სიმდიდრე ისაა, რომ არ გქონდეს სიმდიდრის მოთხოვნილება.


სიყვარული გამოულეველი საუნჯეა, ვინც ამ საუნჯეს ფლობს, მდიდარია, ვინც არა - ღარიბი.


ის კი არ არის მდიდარი, ვისაც შენზე მეტი აქვს, არამედ ის, ვინც მცირედითაც კმაყოფილია.


ადამიანი, რომელიც იესოსთანაა, მდიდარია, თუნდაც ნივთიერი თვალსაზრისით ღარიბი იყოს.


მდიდრები ღატაკებს საარსებო წყაროს აძლევენ, ღარიბები კი - მათი ცხონების საშუალებას.


სიღარიბე კეთილზნეობრივი ადამიანისთვის სიმდაბლის მოხვეჭის საუკეთესო საშუალებაა.


ღატაკის მაწყენარი იმას ჰგავს, ვინც წყალში ჩავარდნილს კიდევ უფრო მეტად ფლავს წყალში.


ზედმეტს ნუ მოვისურვებთ: მცირედითაც კმაყოფილნი ვიყოთ - და ყოველთვის მდიდრები ვიქნებით.


თუკი არ ვიდარდებთ იმაზე, რაც არ გვაქვს, მაშინ ვისწავლით, ვმადლობდეთ იმისთვის, რაც გვაქვს.


სახარებისეული სიგლახაკე უქონლობას კი არ გულისხმობს, არამედ ქონებისადმი მიჯაჭვულობის დაძლევას.


მდიდარი გაწყენინებს და თავადვე დაგემუქრება; ღატაკს აწყენინებენ და თვითონ უნდა იყოს დამცირებული.


თუ ადამიანებს სიღარიბის გამოყენება არ შეუძლიათ, ამაში ადამიანები არიან დამნაშავე და არა - სიღარიბე.


აქ მდიდრები ხშირად მფარველობენ ღარიბებს; იქ (მომავალ ცხოვრებაში) ღარიბი იქნება მდიდრის შუამდგომელი.


შემოქმედის მიერ ბოძებული ბედით სიღარიბე უკეთესი ცხოვრების პირობებს ქმნის, რაც სიმდიდრეს არ გააჩნია.


ღარიბები მდიდრებთან შედარებით უპირატესნი არიან არა მხოლოდ ცხოვრებისეულ, არამედ სულიერ საკითხებშიც.


ქოხი, რომელშიც სიხარული და მხიარულება სახლობს, უმდიდრეს სასახლეებს სჯობს, რომლებშიც ტირიან და წუწუნებენ.


როცა სახლის ზღურბლთან ღატაკი მათხოვრის ღარიბულ სამოსს დაინახავ, დაფიქრდი, შეიძლება, ხვალვე მასზე ღატაკი აღმოჩნდე.


უპირველეს მდიდარს, ისევე როგორც უკანასკნელ გლახაკს, მარადისობაში მხოლოდ მისი საქმეები გაჰყვება, კეთილი ანდა ბოროტი.


ღარიბი იმდენად არ არის განაწყენებული თავისი სიღარიბით, რამდენადაც შურიანი მოყვასის კეთილდღეობით; რა შეიძლება იყოს ამაზე საძაგელი?


მდიდრები ღარიბების გარეშე ვერ ცხონდებიან. ღმერთი მათ სასუფევლის კარს გაუღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ღარიბთათვის ხელს გამოიღებდნენ.


თუ ღარიბი და საწყალი ხარ, ვის აბრალებ ამას? ღმერთი არ არის ამის მიზეზი. არამედ, იქნება შენვე, შენი ცოდვა, სიზარმაცე, ანუ სხვა რომელიმე სოფლიური გარემოება.


სიჩუმის დროს ელოდე ქარიშხალს, ჯანმრთელობის ჟამს - ავადმყოფობას, სიმდიდრისას - სიღატაკეს, სიამოვნებისას - შიმშილს, და თავსდამტყდარი უბედურება ვერ გაგტეხს.


მოწყალების გულუხვი გაცემით როდი კოტრდებიან და ღარიბდებიან მდიდრდები, არამედ იმისაგან, რომ ღარიბებისთვის მცირედიც ენანებათ, საკუთარი ვნებებისთვის კი არაფერი.


უფალი ჩვენი ყოველთა ღარიბთა, საწყალთა და უბედურთა კაცთა აძლევს დიდსა ნუგეშსა, ასწავლის მხნეობასა და სულგრძელებასა მისთვის, რათა მოთმინებითა იტვირთონ ყოველი თვისი უბედურება.


მაცხოვრის სწავლება უხვეჭელობის შესახებ ( მათე 6, 19) ეხება არა მხოლოდ მდიდრებს, არამედ ღარიბებსაც, რადგან ღარიბიც ასევე შეიძლება მიეჯაჭვოს გულით ერთ გროშს, როგორც მდიდარი – ათასებს.


არიან ათასობით და ათიათასობით ადამიანები, რომლებსაც შენზე ნაკლები აქვთ, თუმცაღა საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილნი არიან და იმ ათასობით ადამიანზე ბედნიერნი არიან, ვისაც შენზე მეტი აქვთ.


წმიდა წერილში ღატაკი ლაზარეს სათნოებების შესახებ არაფერია ნათქვამი. მხოლოდ ის ჩანს, რომ არასდროს ყვედრიდა მდიდარს, არამედ მადლიერებით ატარებდა სიღატაკის უღელს. ამისთვის ლაზარე აბრაამის წიაღში მიიღეს.


განა ბევრი რამ არის საჭირო ამ ცხოვრებაში? წმიდანები ხომ მცირედითაც კმაყოფილდებოდნენ. ის მცირედი, რაც ბოძებული გვაქვს, ფუფუნებაა იმასთან შედარებით, როგორც წმიდანები ცხოვრობდნენ. გვრცხვენოდეს ჩვენი უგუნურების.


სიგლახაკითა და უბედურებითა შენითა შენ უადვილესათ შეგიძლია მიაღწიო დიდსა მას ბოლოსა, რომელი დაუნიშნა ღმერთმა ყოველსა ადამიანსა, მაშინ ოდეს მდიდარი იგი, მისდა საუბედუროდ, თვით სიმდიდრითა თვისითა დაჰკარგავს მას.


როცა ღმერთი იმდენს არ გაძლევს, რამდენიც შენ გინდა, ან შენს თავს სხვებს ამჯობინებს, ამით ნუ განაწყენდები, თავი უღირსად მიიჩნიე ამ ძღვენისა, იმითაც კმაყოფილი იყავი, რაც გაქვს, ადიდე შემოქმედი უფლის განგება, რამეთუ იგი ყოველთვის წმიდაა და სამართლიანია, თუნდაც შენთვის ეს გაუგებარი იყოს.


ესეც გახსოვდეთ: "არც სიმდიდრე, არც სიღარიბე, არც ავადმყოფობა თავისთავად არც გვაცხოვნებს და არც წარგვწყმედს. მთავარია, როგორია ჩვენი სულის მდგომარეობა; თუ მდიდარი ხარ, მოიპოვე ცხონება მოწყალებით, გაჭირვებულის თანადგომით, თავმდაბალი გულუხვობით და შეიძენ სიმდიდრეს ღმერთში. თუ ღარიბი, ან სნეული ხარ, მოიპოვე ცხონება მოთმინებით, ღვთის ნებისადმი სრული მორჩილებით. ეძიე არა შენთვის, არამედ ღვთისთვის სასურველი და ამასთან ეცადე, სიკეთე მიაგო ყველას, ვინც შენს გზაზე შეგხვდება"


გამოცდილება მოწმობს, რომ ზოგიერთი ამქვეყნად წარჩინებული ადამიანი ღვთის წინაშეც ჩინებული იყო. იყვნენ მეფენი, თავისი ღვაწლით უფალს რომ სათნო ეყვნენ, და იყვნენ ადამიანები, ყოველგვარ ძალაუფლებას მოკლებულნი, მთელი სიცოცხლის განმავლობაში უფალს რომ განარისხებდნენ;
  იყვნენ შეძლებულნი, კეთილი საქმეებით და სარწმუნოებით რომ ცხონდნენ და უპოვარნი, სროტისა და ურწმუნოებისათვის მკაცრად რომ დაისაჯნენ;
იყვნენ განსწავლულნი, რომელთაც სარწმუნოება დაიცვეს და სათნოებებშიც წარემატნენ და იყვნენ უწიგნურნი, ერთიც და მეორეც რომ უარყვეს.


Комментариев нет:

Отправить комментарий