ცილისმწამებელი შენვე გიმზადებს დიდ საზღაურს (მათე 5, 11-12).
ცილისმწამებელსა და მის მსმენელს - ორივეს ეშმაკი ჰყავს - ერთს ენაზე და მეორეს - ყურებში.
კარგია, რომ არც ძალიან გეშინოდეს უსამართლო ბრალდებებისა, მაგრამ არც სრულიად უგულებელსყოფდე მათ.
საკუთარი თავის გამოსასწორებლად მტრის ცილისწამებითაც უნდა ისარგებლო.
უფრთხილდი ცილისმწამებელს, როგორც უფრთხილდები ჭირის წყლულით დაავადებულ ადამიანს, რათა თვითონაც არ დაავადდე და არ დაიღუპო.
ცილისმწამებლებს და მაშ შორის, ვინც მათ სიამოვნებით უსმენს, ისეთივე დამოკიდებულებაა, როგორც დამნაშავესა და მის თანამზრახველებს შორის.
მტერზედაც არ გვაძლევს ნებას უფალი იესო ქრისტე შურისძიებისა და ცილისწამებისას და თუ კეთილისმყოფელისა ვინმემ იკადრა ცილისწამება, დაბეზღება და შესმენა, სადღა დაემალება იგი განკითხვასა ღვთისასა?
ვინც ცილისმწამებელთან ან უგუნურთან საუბრობს და მასთან ურთიერთგაგებას ცდილობს, თავისთავად ამჟღავნებს, რომ მასშიაც ყველაფერი რიგზე ვერ არის, რადგან ავზნიანი კაცი უგუნურზე უარესია, რამეთუ მისი გონება ბოროტებითა და ეგოიზმითაა დაბნელებული.
ცილისმწამებლის შხამიან ბაგეებზე მოყვასის მამაცობა კადნიერებაა, კეთილგონიერება - სიმხდალე, მოკრძალება - სისუსტე, სიმტკიცე - სისასტიკე, გულახდილობა - უკრძალველობა, სიფრთხილე - თავის მოჩვენება, მომჭირნეობა - სიძუნწე, დიდსულოვნება - მფლანგველობა.
თუკი ცილს დაგწამებენ და შემდეგ განცხადდება შენი სიმართლე, ნუ იამაყებ, არამედ მორჩილად ემსახურე უფალს, რომელმაც გამოგიხსნა შენ ცილისწამებისაგან.
ფიზიკურის გარდა, არის სხვა სახის მკვლელობაც: შეურაცხყოფით, ცრუმოწმეობით, დასმენით, ცილისწამებით... წმიდა იოანე ღვთისმეტყველი წერს: "ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი კაცის-მკვლელი არს და იცით, რამეთუ ყოველსა კაცის-მკვლელსა არა აქუს ცხორებაჲ" (I იოანე 3,15).
ხუმრობით დანით მიყენებული ჭრილობა არანაკლებ მტკივნეულია, ვიდრე ის, მტერი რომ განზრახ დაგაწყლულებს, - ამგვარადვე, მოყვასის ღირსება, რომლის შესახებაც რაიმე მცდარი, ხუმრობით ნათქვამი სიტყვის გამო ბოროტი ხმები ვრცელდება, არანაკლებ ილახება, ვიდრე - წინასწარგანზრახული ცილისწამების შედეგად.
ნეტარია კაცი, ვინც სიმსუქნეს დააღწია თავი, უფლის იწრო გზას შედგომია და თან სხვისი მათარაც მიაქვს (ცილისწამებები და ა. შ.), და სხვებს საშუალებას აძლევს ცილისწამების მეშვეობით მისთვის გვირგვინი დაწნას, რადგან ასეთნაირად იგი სიმდაბლით მოსილ სიბრძნეს ავლენს, რომელიც არა იმაზე დარდობს, თუ სხვები რას ამბობენ მასზე, არამედ – რას იტყვის ღმერთი განკითხვის დღეს.
რამდენი ადამიანი აჰყოლია ამაო ხმებსა და ცილისწამებას! მრავალ უკეთილშობილეს, უჭკვიანეს კაცსაც კი ამ მიზეზით უდიდესი ბოროტმოქმედებები ჩაუდენია, რის გამოც ავის მოსურნისა და უკეთურის იარაღად ქცეულა. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ მათ დაივიწყეს ყოველი სათნოების საფუძვლის – ღმრთის სათნო განსჯის არსებობა, განსჯის დავიწყებას კი თავისთავად მოსდევს განუსჯელი მოქმედება.
ქურდბაცაცაზედ უარესნი არიან ისინი, ვინც იმოდენად ხელს იღებენ თავზედ, რომ ცილისწამებით, ხმების დაყრით, ჩუმად და იდუმალად უბღალავენ თავის მოპირსპირეს პატიოსნებას და ნამუსსა. რაკი ჯავრი ვისზედმე ჩაიდეს გულში, მაშინ იმათთვის მოსარიდებელი აღარა არის-რა: კაცია, თუ ქალია, არ მოერიდებიან, რომ ყოველგვარი ლაფი თავს გადაასხან და ერთსაც და მეორესაც სახელი გაუტეხონ, სახელი დაუმხონ.
ცილისმწამებლის ენა მსგავსია გველის შხამისა. უმჯობესიც კია გველისა და მორიელის გვერდით ცხოვრება, ვიდრე ცილისმწამებელთან ახლო ყოფნა, რადგანაც იგი თავისი სენით სხვასაც აავადებს და ისინი ერთად განიკითხებიან ღვთის სამსჯავროზე. ღმერთი მოწყალეა, მაგრამ იცოდეთ, ცილისწამების ცოდვა ძნელად შეენდობა კაცს. ამიტომაც, "ნუ შეგრცხვებათ ასეთი ადამიანებისაგან განზე განდგომისა, თორემ მათი შხამით თქვენც დაავადდებით" (ანტონი დიდი).
მეცხრე მცნება კრძალავს ცილისწამებას, რომელიც ყველაზე უფრო აღმაშფოთებელი შეურაცხყოფა არის მოყვასისა, იგი მკვლელობის ტოლფასია. თვით დავით წინასწარმეტყველიც კი ასე ლოცულობს: „მიხსენ მე ცილისწამებისაგან კაცთაისა და დავიცვნე მე მცნებანი შენნი“ (ფს. 118.134). თუ ასეთი რამ ჩაგიდენიათ, ცრემლით შეინანეთ უფლის წინაშე, ითხოვეთ შეწყალება მკვლელთა თანაბრად და დაუყოვნებლივ, ვისაც მისწვდებით, საპირისპირო უთხარით, გააბათილეთ ცილისწამება, რათა ინებოს უფალმა, რომ თქვენი შეცოდებით გამოუსწორებელი ბოროტება არ ჩაიდინოთ.
ყოვლისმცოდნე, ყოვლისმხედველი და ყველგანმყოფი ღმერთი ამბობს: "გარდავიდე და ვიხილო" - მივიდე და ვნახო, მართლა ხდება თუ არა სოდომ და გომორაში ის დიდი უსჯულოებები, მე რომ მესმის. ამ სიტყვებში იგულისხმება: "არ მჯერა ხმების, მინდა საკუთარი თვალით დავრწმუნდე". ამავე სიტყვებშია ჩადებული დარიგება ჩვენთვის, რომ ადვილად არ ვენდოთ ცილისმწამებელს, არ ვიჩქაროთ მოყვასის განკითხვა, განსჯა და დასჯა; არ დავეშუროთ სიმკაცრესა და სისასტიკეს – ჯალათის ხელობას, ვიდრე ჩვენ თვითონ არ ვიხილავთ და არ დავრწმუნდებით იმის სისწორეში, რაშიც კაცს ადანაშაულებენ.
არა-ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
ეს მცნება ჩვენგან მოითხოვს სიმართლის გზით სვლას. მძიმე ცოდვად ითვლება: ცრუმოწმეობა, ცილისწამება, დაბეზღება, მოძმის განკითხვა...
ღირსი მამა ანტონი დიდი წერს: ურჩხულის ენა ნაკლებ საშიშია, ვიდრე ენა ცილისმწამებელისა, რადგან ასეთი კაცი ჩხუბსა და განხეთქილებას აგდებს მშვიდობით მცხოვრებ ადამიანებს შორის, თესავს ბოროტებასა და ღვარძლს ახლობლებში, არღვევს ერთობას. ვინც ასეთ პიროვნებას სახლის კარს გაუღებს, თვითონაც ცოდვის მორევში ჩავარდება. ასეთ კაცთან ურთიერთობა მკვლელთან ურთიერთობას ნიშნავს.
უგუნურ, ქარაფშუტა, უძლურ სულს სჩვევია ადვილად მიენდოს ცილისმწამებელთა სიტყვებს, განურისხდეს მას, ვისაც ბრალი დასდეს, შურისძიება ჩაიდოს გულში ისე, რომ არ გამოიძიოს, სამართლიანად შეისმინეს თუ არა კაცი. ხშირად ხდება, რომ ბოროტის გესლი სათავეს უდებს მითქმა-მოთქმას, ზერელე კაცთა მიამიტობა კი ხელს უწყობს მის გავრცელებას. ამგვარი უკეთური ზოგჯერ ტყუილს იგონებს და გულუბრყვილოებს გადასცემს დასათესად, ზოგჯერ კი ვინმეს უბრალო შეცდომას, უმნიშვნელო მარცხს ათას ტყუილსა და მართალს დაურთავს და საშინელ შეცოდებად აქცევს, თანაც ამ გამონაგონს გესლიანი დაცინვითა და ბოროტი ვარაუდებით აზავებს. ამგვარად, სათნოება კაცთა წინაშე ცოდვად წარმოსდგება, ბეწვისოდენა ნაკლი კი – დირედ.
დამნაშავეთა განკითხვასა და დასჯას წინ განსჯა უნდა უძღოდეს. ეს დაავიწყდა მოციქულთა სწორ იმპერატორ კონსტანტინესაც, რომელმაც სიკვდილით დასაჯა თავისი კეთილშობილი, ყველასათვის საყვარელი ძე – კრისპოსი. კრისპოსს დედინაცვალმა იმავე მიზეზით დასწამა ცილი, რომლითაც იოსებს – ეგვიპტელმა ქალმა. ამის შემდეგ სიმართლე გამომჟღავნდა, მეფე ღრმა მწუხარებას მიეცა, ტირილი და გლოვა დაიწყო, შეინანა თავისი დაუფიქრებელი საქციელი და მოვალედ მიიჩნია თავი, რაკი უდანაშაულო მოკლა, ახლა დამნაშავე დაესაჯა. ფავსტა მოაკვდინეს. ამგვარად, უკვე ორი მკვლელობა მოხდა: ერთი უსამართლო, მეორე – სამართლიანი, ორივეს მიზეზი კი ღმერთისგან ნამცნები განსჯის დავიწყება და ნაჩქარევი, წინდაუხედავი მოქმედება იყო.

Комментариев нет:
Отправить комментарий