წიგნი ეს ის განძია, რომელიც კაცობრიობამ უძველესი დროიდან შექმნა და რომელიც თავის ღირებულებას სამყაროს ბოლომდე მარად შეინარჩუნებს კითხვა საზოგადოების ინტელექტს ამაღლებს. ყოველი ადამიანის მოვალეობაა შეიძინოს ცოდნა, ეზიაროს მსოფლიო ლიტერატურას, მაგრამ ქრისტიანმა ადამიანმა უნდა გამიჯნოს ერთმანეთისაგან, რა არის მისთვის მისაღები და რა – არა. სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი.
მამაო თეიმურაზ, რა თემატიკის საერო ლიტერატურა უნდა იკითხოს მართლმადიდებელმა ქრისტიანმა?
კითხვა აუცილებელია. ამას წმინდა მამები უძველესი დროიდან უდიდეს ყურადღებას აქცევდნენ. ინტელექტი, ზოგადად განათლება, აუცილებელი კომპონენტია რწმენასთან ერთად ქრისტიანის სულიერ ცხოვრებაში. თუმცა, რა თქმა უნდა, მართლმადიდებელი ქრისტიანი მკაცრად უნდა მიჯნავდეს ერთმანეთისაგან ლიტერატურას, რომელიც მისი სულისთვის სასარგებლო და მაცხონებელია და ლიტერატურას, რომელიც მის სულს მხოლოდ დააბინძურებს და ვერც სულიერად და ვერც საერო კუთხით რაიმე ღირებულს ვერ შესძენს. უპირველეს ყოვლისა, ყოველი მორწმუნე ყურადღებას აქცევს მორჩილების ფენომენსა და კურთხევის ძლიერებას, ანუ სულიერი მოძღვრისგან იღებს რჩევა-დარიგებას, რა შეიძლება წაიკითხოს და რა – არა. მართალია, ხშირად კურთხევას ვიღებთ მხოლოდ სასულიერო ლიტერატურის წაკითხვაზე, ესენია: წმინდა წერილები, წმინდა მამათა მოღვაწეობის ამსახველი და სხვადასხვა რელიგიური ლიტერატურა, მაგრამ ეს საერო ლიტერატურასაც ეხება. აქ კი ხშირად გარკვეულ პრობლემებს ვაწყდებით.
http://www.ambioni.ge/qristianoba-da-saero-literatura

Комментариев нет:
Отправить комментарий