გახსოვდეთ, ადამიანი კი არ კვდება, გარდაიცვლება მხოლოდ. მისი სული უკვდავია, იგი თხოულობს ჩვენგან დახმარებას. ამავე დროს, ისიც შეგვეწევა ღვთის წინაშე თავისი ლოცვით.
მამა გაბრიელ, რა დრო დადგა, ქელეხზე თითქმის ყველა ჯდება სუფრასთან.
კი მაგრამ მიცვალებულის სახელზე ამდენ ხალხს რომ დააპურებ, ხომ მადლია. ეს მიუდის მიცვალებულს.
ჯოჯოხეთში მყოფთათვის საკურთხზე რომ პანაშვიდი გადაახდევინო ისეა, როგორც პატიმარი გამოიყვანო დღის სინათლეზე, ხოლო თუ შეკვეთილ წირვას გადაუხდი, როგორც არწივი, ისე ამოფრინდება იქიდან.
მიცვალებულს ჯვარი აუცილებლად უნდა ჩავატანოთ?
მიცვალებულს გულზე აუცილებლად უნდა ეკეთოს ხის ჯვარი, ხელშიც ხის ჯვარი უნდა ეჭიროს. ოქროსგან ან სხვა ისეთი ნივთებისაგან გაკეთებული ჯვარი, რომელიც მიწაში არ იშლება, არ უნდა ჩავატანოთ.
რამდენად შეეწევა მიცვალებულთა სულებს მათ სახელზე აღვლენილი შეკვეთილი წირვები?
წმიდა მსხვერპლშეწირვა უაღრესად შეეწევა ადამიანთა სულებს. ამიტომ მიცვალებულთა სულები ითხოვენ კიდეც, რომ მათ მოსახსენებლად აღსრულებულ იქნას წირვები.
სასარგებლოა თუ არა მიცვალებულთა სულთათვის პანაშვიდების გადახდა და შინ მოხსენიება პირად ლოცვებში?
პანაშვიდი და პირად ლოცვებში მოხსენიება დიდად შეეწევა მიცვალებულთა სულებს, ისევე როგორც კეთილი საქმეები და მოწყალების გაცემა, აგრეთვე შეწირულობები ეკლესიებში მათ მოსახსენებლად.
მშობლების გარდაცვალების შემთხვევაში, ვლოცულობთ კი გულმოდგინედ მათთვის, გავცემთ მოწყალებას მათ სახელზე, მოვიხსენიებთ მათ ეკლესიისაგან დადენილ დღეებში, დავდივართ საფლავებზე, ვუვლით მათ? არის თუ არა ჯვარი მათ საფლავებზე? შეინანეთ უფლის წინაშე, ვისაც გავიწყდებათ ამის გაკეთება, ან თავს იმართლებთ მოუცლელობით. არა, ეს დაკავებულობა კი არ არის, არამედ თავის შეუწუხებლობა გარდაცვლილ მშობლებზე ზრუნვით.
შეიძლება თუ არა წირვაზე ისეთი ადამიანის მოსხენიება, რომელიც სიკვდილამდე წვალებასთან ერთობაში იყო მხილებული?
თუნდაც იგი მამა იყოს შენი, თუნდაც დედა, თუნდაც ძმა ან სხვა ვინმე – სიკვდილამდე წვალებასთან ერთობაში მხილებული, არ უნდა იქნეს მოხსენიებული წირვაზე... როგორ შეიძლება, რომ ვინც სიცოცხლეში მწვალებელთა თანაზიარი იყო და ასეთ მდგომარეობაში მიაბარეს მიწას, შეტანილ იქნეს მოსახსენიებელში მართლმადიდებელთა მღვდელმსახურებისას?
თუკი ადამიანმა სიკვდილის წინ თავისი ოჯახის წევრებს დაუბარა მისი ქონებიდან ნაწილის მოწყალებად გაცემა, შეეწევა თუ არა მის სულს ამგვარი ქველმოქმედება?
თუკი სიცოცხლის განმავლობაში ვერ მოასწარი ყოველივე კეთილად რომ წარგემართა, რაც შენი სულის ცხონებას ეხება, მაშინ უკიდურეს შემთხვევაში აღსასრულის წინ მაინც სთხოვე შენს ახლობლებს, რომ გარდაცვალების შემდეგ მოწყალება გაიღონ შენივე მონაგებიდან (ქონებიდან) და ამგვარი კეთილი საქმეებით შემწეობა გაუწიონ შენს სულს.
ყოველი შაბათი მიცვალებულთა დღეა. ნუ დაივიწყებთ გარდაცვლილ მშობლებს, წინაპრებსა და ახლობლებს. ამ დღეს გაკეთებული საკურთხი ეკლესიაში წაიღეთ და პანაშვიდზე მოძღვარს მოახსენებინეთ მათი სულები.
*
მიცვალებულისთვის ლოცვის ძალა.
წმიდა ათანასია იღუმენიამ (ხსენება 12 აპრილს) გარდაცვალების წინ თავისი მონასტრის დედებს ანდერძად დაუბარა, როცა მოვკვდები, ორმოც დღემდე გლახაკებისთვის ტრაპეზი გააწყეთ ხოლმეო. მოხდა ისე, რომ დედებმა მხოლოდ ათ დღეს შეასრულეს წინამძღვრის ანდერძი. ასეთმა ურჩობამ და უდებებამ წმიდა დედა აიძულა, მათთან მისულიყო - ორ ანგელოზთან ერთად რამდენიმე მონაზონს გამოეცხადა და მკაცრად ჰკითხა:
-რატომ არ ასრულებთ ჩემს ანდერძს? იცოდეთ, თუ ვინმე მიცვალებულისთვის ორმოც დღეს მოწყალებას გასცემს და მშიერს დააპურებს, ამით მოწყალეს გახდის უფალს. თუ მიცვალებულნი ცოდვილნი იყვნენ, ამით ღმერთი მათ ცოდვებს მიუტევებს, ხოლო თუ ცოდვები არ ჰქონდათ, მათთვის გაღებული სიკეთე მის მქმნელს სულის ხსნაში შეეწევა
რა ძალა აქვს მიცვალებულთა მოხსენიებას წირვისას?
ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წირვის დროს მიცვალებულთა მოხსენიება, ჩანს შემდეგი შემთხვევიდან: ერთხელ წმ. თეოდოსი ჩერნიგოველის წმ. ნაწილების შემმოსველი ბერი დაიღალა და იქვე, წმ. ნაწილებთან მიიძინა. უცებ ბერს წმინდანი ეჩვენა, რომელმაც უთხრა: „მადლობელი ვარ შენი, ჩემთვის რომ დაშვრები, მაგრამ გთხოვ, წირვის აღსრულებისას ჩემი მშობლებიც მოიხსენიეო“. „როგორ შეიძლება შენ, ეპისკოპოსის ლოცვას მევედრო, როდესაც თავად წარდგომილხარ ზეციური ტრაპეზის წინაშე და ადამიანებს ღვთის მადლით შეწევნას უგზავნი“? – ჰკითხა მღვდელ–მონაზონმა. „დიახ, ეს მართალია, მაგრამ წირვაზე მსხვერპლშეწირვისას მოხსენიებას იმდენად დიდი ძალა შესწევს, რომ ჩემს ლოცვას აღემატება“ – მიუგო წმ. თეოდოსიმ.
მიცვალებულთა მოხსენიების სარგებლიანობაზე.
დეკანოზი გრიგოლ უტრობინი ყვებოდა, რომ 1870 წელს კეთილკრძალულმა დედაკაცმა პარასკევამ ერთი ამბავი უამბო:
"საუბედუროდ, მამაჩემი უეცრად, აღსარება-ზიარების გარეშე გარდაიცვალა. ვიცოდი, რომ ცოდვილი კაცი იყო, მრავალგზის სცოდავდა, განსაკუთრებით სიმთვრალის ჟამს, რასაც მისი ეს უეცარი სიკვდილი მოჰყვა. ორმოცი დღე განსაკუთრებით ვლოცულობდი მისი სულისთვის, მის სახელზე შეძლებისდაგვარად გავცემდი მოწყალებას და მოძღვრებს წირვაში, კვეთაში მოხსენებას ვთხოვდი. მეორმოცე დღეს ვიხილე ბნელ ადგილზე მდგომი მამაჩემი, რომელიც ტანით ძალზე დაბალი ჩანდა. უეცრად მან მითხრა:
-პარასკევა, მე ცოცხალი ვარ!
-ასეთი პატარა ტანის რატომ ხარ? - ვკითხე მე.
-ჩემი ცოდვების გამო, - მიპასუხა მან, - ოღონდ შენ განაგრძე ჩემი სულისთვის ლოცვა და გამოკვება; განსაკუთრებით წირვაზე, კვეთისას ჩემს მოხსენიებას ნუ დაივიწყებ და გავიზრდები.
-ილოცე ჩემთვის, შვილო, მე ხომ ცოცხალი ვარ, - და ამით ჩემი ხილვაც დასრულდა.
წმიდანის ლოცვა-კურთხევა.
ვოლოგდის გუბერნიის ერთ ღარიბ სოფელში იყო წმიდა ნიკოლოზის სახელობის ხის ეკლესია. მაგრამ დროთა განმავლობაში ისე დაძველდა, რომ მასში ღვთისმსახურება შეუძლებელი გახდა. სოფლის მცხოვრებლებმა საერთო კრებაზე გადაწყვიტეს, ახალი ხის ტაძარი აეგოთ და ვოლოგდის მთავარეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით ერთი ღვთისმოსავი მოხუცი საჭირო თანხის მოსაგროვებლად გაგზავნეს.
ერთ მშვენიერ დღეს მოხუცმა მიიღო სოფლის მღვდლის ლოცვა-კურთხევა და გზას გაუდგა. ოცდაათიოდე ვერსის გავლის შემდეგ იგი დაიღალა და დასასვენებლად ჩამოჯდა. ძილბურანში იხილა ზეციური ნათლით გაბრწყინებული წმიდა ნიკოლოზი. მან მოხუცს ალერსიანი ხმით ორად-ორი სიტყვა უთხრა:
-წადი რიბნაში, - და კვლავ უჩინარი შეიქმნა.
მოხუცი გამოფხიზლდა, დაფიქრდა, თუ რას ნიშნავდა წმიდანის მიერ ნათქვამი „რიბნა“ - ქალაქი იყო სადმე ასეთი თუ სოფელი. ეს სიტყვა ადრე არასოდეს სმენია. განაგრძო გზა. ყველა შემხვედრს ეკითხებოდა ამის შესახებ, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ერთმა შემხვედრმა უთხრა:
-ეს, ალბათ, იაროსლავლის გუბერნიაში მდებარე ქალაქი რიბინსკიაო, - და მოხუცმაც იქით გასწია.
ქალაქში დილით ჩავიდა, როცა ეკლესიის ზარები მლოცველებს წირვაზე უხმობდნენ. მოხუციც ტაძრისაკენ გაეშურა, ილოცა და სტოაში დადგა მოწყალების მისაღებად. მასთან ერთი მწუხარე სახის ხანდაზმული მანდილოსანი მივიდა და სთხოვა, წირვის შემდეგ დალოდებოდა, რადგან მასთან აუცილებელი საქმე ჰქონდა. მოხუცმა თანხმობის ნიშნად მდაბლად დაუკრა თავი.
წირვა დამთავრდა. ხანდაზმული მანდილოსანი სულ ბოლოს გამოვიდა ტაძრიდან, მიუახლოვდა მოხუცს და სთხოვა, შინ გაჰყოლოდა. ისინი მდიდრულად მოწყობილ სახლში მივიდნენ. ქალმა მოხუცი ძვირფასი სტუმარივით მიიღო და კარგად გაუმასპინძლდა. სადილის შემდეგ ფულით სავსე ქისა გამოიტანა, მოხუცს გადასცა და უთხრა:
-დღეს ორმოცი დღე შესრულდა ჩემი ქალიშვილის, მარიამის გარდაცვალებიდან. მე ღმერთს აღთქმა მივეცი, რომ მთელ მის მზითევს - ოცდაათი ათას მანეთს გადავცემდი ტაძრის ასაგებად მოწყალების მთხოვნელ პირველსავე კაცს. ასეთი შენ ხარ და ჩემი ქალიშვილის სახელით, რომელიც დიდ პატივს სცემდა წმიდა ნიკოლოზს, მიიღე ეს ფული. მე ძალზე მოხარული ვარ, რომ ტაძარი, რომლის ასაგებადაც შენ ფულს აგროვებ, წმიდა ნიკოლოზის სახელობის იქნება.
მოხუცი მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და ყველას მოუთხრო ეს ამბავი. მთელი სოფელი მადლობდა ღმერთსა და წმიდა ნიკოლოზს. იმ ფულით, რომელიც მოხუცმა ჩამოიტანა, არა ხის, არამედ ქვითკირის ტაძრის მშენებლობა დაიწყეს.

Комментариев нет:
Отправить комментарий