განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, ფანატიმზმი არის, რაიმე რწმენით, აზრებით უკიდურესი გატაცება, ბრმადმორწმუნეობა. ზოგიერთის აზრით, მართლმადიდებლურ რელიგიაში ღრმად განმტკიცებული ადამიანიც (ჭეშმარიტი მორწმუნე) ფანატიკოსია.
დეკანოზითეოდორე გიგნაძე ცხადად წარმოადგენს იმ განსხვავებას, რაც ქრისტეს მორწმუნე ადამიანსა და სხვა რაიმე რწმენით “შეპყრობილს” შორის არის: “მართლმადიდებლობა ცოცხალ ღმერთთან კავშირის ერთადერთი საშუალებაა. ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ღმერთი სიყვარულია. ამიტომ მართლმადიდებელი ადამიანი, როგორც ღმერთთან დაკავშირებული, თავადაც სიყვარულის მატარებელი ხდება; ფანატიკოსი, ამის საპირისპიროდ, სიძულვილის მატარებელია. მართლმადიდებლობა სიცოცხლეა, ვითარცა სიცოცხლის წყაროსთან, ცოცხალ ღმერთთან დამაკავშირებელი; ფანატიზმი სიკვდილია (ეტიმოლოგიურადაც ამ მნიშვნელობისა). მართლმადიდებლობა სულის სიხარულია; ფანატიზმი მწუხარება. მართლმადიდებლობა სხვებში კეთილის დანახვის უნარია; ფანატიზმი სხვათა ცუდის მაძიებელია. მართლმადიდებელი საკუთარ ცოდვებს ხედავს; ფანატიკოსი სხვებისას. მართლმადიდებელი სხვათა სათნოებას ხედავს; ფანატიკოსი საკუთარი ნების მორჩილია; მართლმადიდებელი სარწმუნოებაში მის არსს ჭვრეტს; ფანატიკოსი ფორმის იქით ვერაფერს ხედავს. მართლმადიდებელი ყოველ ადამიანში ქრისტეს შვილს ხედავს; ფანატიკოსი თითქმის ყველაში ღვთის მოწინააღმდეგეს. მართლმადიდებლისათვის სჯული ადამიანისთვისაა; ფანატიკოსისთვის ადამიანია სჯულისათვის. ამიტომ მართლმადიდებელი, როგორც სჯულის შინაარსის გამგები, მოწაფეა ქრისტესი; ხოლო ფანატიკოსი, ვითარცა სჯულის კერპადმქცეველი, ქრისტეს ჯვარმცმელია. მართლმადიდებლობა სიმდაბლით იკვებება; ხოლო ფანატიზმის მიზეზი სატანის ცოდვაში, ანუ სიამაყეშია საძებნი”.
რა განსხვავებაა მართლმადიდებელ მორწმუნესა და ფანატიკოსს შორის
ამ კითხვაზე “ამბიონი” მართლმადიდებელი მოძღვრის და ფსიქოლოგის განმარტებებს გთავაზობთ.
ნინო ტაბუცაძე (ფსიქოლოგი): “ფანატიზმი არის ავადმყოფური მდგომარეობა, იგი ხასიათდება რომელიმე იდეისადმი აკვიატებული რწმენით და ამ იდეის სხვებისთვის თავსმოხვევის ზღვარგადასული სურვილით.
ფანატიკოსები არიან ადამიანები, რომლებიც თავს აფარებენ ფანატიზმს, ცდილობენ დამალონ თავიანთი შინაგანი კონფლიქტი და ამით გამოწვეული აგრესია, არასრულფასოვნების კომპლექსი და ეგოიზმი.
ფანატიზმის სახეობათა შორის მომეტებული საშიშროებით გამოირჩევა რელიგიური ექსპანსია, რომელსაც ახასიათებს, რომელიმე რელიგიის მთელ მსოფლიოში გაბატონებისკენ სწრაფვა, რასაც თან ახლავს ძალადობრივი მეთოდების გამოყენება, ასეთ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს ისლამური ფუნდამენტალიზმი, რომელსაც იდეის განხორციელების მეთოდად ოფიციალურად აქვს აღიარებული ტერორიზმი”.
ალექსანდრე გალდავა (მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი): “ფანატიკოსი საკუთარ თავს ჭეშმარიტებასთან აიგივებს. იგი მისი აზრით ხდება სუბიექტი, რომელიც ჭეშმარიტების მატარებელია და ამიტომაც სხვა დანარჩენი ასევე მისი აზრით, არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტებაში. ამიტომაც ფანატიკოსს ყოველთვის სჭირდება მტრის ხატი, რომელსაც იგი უნდა ებრძოლოს”.
ნინო ტაბუცაძე: “რელიგიური ექსპანსიის გარდა, ცნობილია რელიგიური ფანატიზმის კიდევ რამდენიმე ფორმა. რიტუალიზმი – რომელიც ხასიათდება ცრურწმენით, ღვთისმსახურებისა და ტრადიციებისადმი ფანატური ერთგულებით, ე.ი. რწმენის გარეგნული ნიშნების გაღრმავებით, რასაც არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ რწმენასთან.
პურიტანობა – არასწორად გაგებული ზნეობრივი ნორმებისადმი ერთგულება, რაც არსებითად მათი რწმენის ფანატიურ ფუნდამენტს წარმოადგენს.
პროზელიტიზმი – არის სხვა რწმენის ადამიანთა გადაბირება თავსმოხვეული, შემპარავი და ვერაგული მეთოდებით. ამის მაგალითია, გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში ზოგიერთი სექტის მოღვაწეობა.
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: “ტერმინი ფანატიზმი გაჩნდა შუა საუკუნეების ევროპაში პროტესტანტების დასაკნინებლად. პირველად სწორედ მაშინ იხმარეს კათოლიკეებმა ტერმინი ფანატიკოსი, როდესაც მისი მიმდევრები: გარვინი და ლუთერი გავიდნენ ეკლესიიდან და ჩამოაყალიბეს პროტესტანტული მოძრაობა. მართლმადიდებლობაში ხიბლის გამოვლინების ერთ-ერთი რადიკალური ფორმა არის ფანატიზმი”.
ნინო ტაბუცაძე: “რელიგიური ფანატიზმის წინააღმდეგ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება უარყოფით შედეგს იძლევა. ინდივიდის დონეზე რელიგიური ფანატიზმით შეპყრობილი ადამიანის, როგორც ავადმყოფის განკურნება შეიძლება ფსიქოთერაპიული მეთოდებით, ასეთ ადამიანს უნდა გავაცნობიერებინოთ რომ იგი ავად არის. რაც შეეხება რელიგიური ფანატიზმით დაავადებულ საზოგადოებას, აქ მისი პოლიტიკური, იდეოლოგიური, ძირეული გარდაქმნის გარეშე ავადმყოფობის აღმოფხვრა შეუძლებელია”.
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: “ფანატიზმთან ბრძოლის ორი ფრონტი არსებობს: სახელმწიფო და ეკლესია. სახელმწიფო იმიტომ უნდა ებრძოლოს, რომ ფანატიური გამოვლინებები აფერხებს ადამიანის აზროვნებას და შეურაცხყოფას აყენებენ სხვის უფლებებს.
ფანატიზმი ძალიან რთულად განკურნებადია, თითოეული ასეთი გამოვლინების წინააღმდეგ მეტი რელიგიური სიმკაცრეა საჭირო, ამასთან უნდა არსებობდეს ძლიერი გუნდი, რომელიც ყოველ ასეთ გამოვლინებას საკადრის პასუხს გასცემს”.
მორწმუნე ცხოვრების გზაზე, ადამიანი უნდა უფრთხოდეს ხიბლის მდგომარეობაში ჩავარდნას და აქედან დაბადებული ფანატიზმის ცოდვას.
თავმდაბლობა და მორჩილება არის ის სათნოებები, რომლებითაც შეგვიძლია ამ უკეთურ მდგომარეობას მოვერიოთ.
ქეთი ჭელიძე
http://www.ambioni.ge/zrvari-fanatizmsa-da-rwmenas-soris

Комментариев нет:
Отправить комментарий