ღმერთი

ღმერთი

четверг, 27 февраля 2014 г.

ქრისტიანობის მდევნელთ ბევრჯერ ეგონათ, რომ მას საბოლოოდ

მოუღეს ბოლო. ქრისტიანობა კი ძალას იკრებდა და ყვაოდა. მიუხედავად ამ ისტორიული გამოცდილებისა, ზოგიერთ ჩვენ თანამედროვეს დღესაც ჰგონია, რომ ქრისტიანობა შესაძლებელია ძალით აღმოიფხვრას. ამ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ მის წინააღმდეგ ყველა საშუალება არაერთხელ იქნა გამოყენებული და ყოველთვის უშედეგოდ.




ამ ქვეყნად არ არსებობს სარწმუნოება, რომელსაც ესოდენ სასტიკი დევნა, წამება, ცილისწამება განეცადოს, ვიდრე ჩვენი წინაპრების სარწმუნოებას. გარედან მას წარმართები დევნიდნენ, შიგნიდან - ერეტიკოსები. მთელი ისტორიის განმავლობაში ყოველი მისი ნაბიჯი ურიცხვი მსხვერპლით არის აღბეჭდილი და უდანაშაულოთა სისხლით მორწყული. განა არ ვიცით, რომ სიკეთე ფასდაუდებელია და რომ საუკეთესო ყველაზე მეტად ფასობს.



ქრისტიანულ რწმენას თავისი ძალით არაფერი აღემატება. მრავალი მახვილი, მას რომ ებრძოდა, გაცვდა. მეფეებს, მის აღმოფხვრას რომ ლამობდნენ, ბოროტად აღმოხდათ სული; სამეფოები, მას რომ ებრძოდნენ, აღიგავნენ პირისაგან მიწისა; ქალაქები მას რომ უარყოფდნენ, ნანგრევებად იქცნენ; ერეტიკოსები, მის გაუკუღმართობას რომ ლამობდნენ, ანათემას მიეცნენ და სულითა და ხორცით წარწყმდნენ. ქრისტიანული რწმენა კი დღემდე ჰგიეს.



იულიანე განდგომილი ქრისტეს ეკლესიას დაუნდობლად ებრძოდა, მაგრამ ბასილი დიდი და ათანასე დიდი მას არ შეუშინდნენ. უშჯულო იმპერატორს მათ ბოროტი აღსასრული უწინასწარმეტყველეს, რაც აღსრულდა კიდეც. "გადაივლის ეს ღრუბელი", ეუბნებოდა წმინდა ათანასე თავის სამწყსოს და მართლაც გადაიარა. ასე გადაივლის უღმერთოების ყველა ღრუბელი.




ქრისტიანობა იმისათვის არ გაცხადებულა, რომ ახალი ცივილიზაცია გაებატონებინა. მოვიდა იმისთვის, რომ კაცობრიობისთვის ახალი რელიგიური სული შთაებერა, განეწმინდა და განეცხოველებინა ადამიანური სინდისი.
სრულყოფილ ქრისტიანულ სულს ძალა შესწევს იარსებოს როგორც ყოველგვარი ცივილიზაციის გარეშე, ასევე მსოფლიო ცივილიზაციის მსხვილ ცენტრებში.





ჩვენი წინაპრები ათასწლეულების განმავლობაში წარმართულ სიბნელესა და ბუნების სტიქიათა მონობაში ცხოვრობდნენ. მონობას მათ დიდი ჯაფით დააღწიეს თავი, სულიერად ამაღლდნენ და ცოცხალი ღმერთის თავისუფალ შვილებად შეიქმნენ. როგორც პეპელა არ დაუბრუნდება ჭუპრს, საიდანაც ამოფრინდა, ასევე ჩვენც არ დავბრუნდებით წარმართული სარწმუნოების ხრწნად ნაჭუჭში.



წმ. ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)







Комментариев нет:

Отправить комментарий