ინდოეთი (ჰინდი: भारत bhārat, हिन्दुस्तान - ჰინდუსტან) — მოსახლეობის რიცხოვნობით მეორე ქვეყანაა მსოფლიოში. ორ საუკუნეზე მეტი კოლონია იყო, „ბრიტანეთის იმპერიის გვირგვინში ჩასმული თვალ-მარგალიტი“. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანამ გადალახა ეკონომიკური იზოლაცია და ჩამორჩენილობა და ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ იქცა.
მისი სახელწოდება ჰინდის ენაზე არის „ბჰარატ“. იგი მომდინარეობს არიელთა ძველინდური ტომის ბჰარატასაგან, რომელთაც ძვ.წ. VI საუკუნეში მძლავრი სახელმწიფო შექმნეს. ევროპულ ენებზე მისი სახელი მდინარე ინდიდან მომდინარეობს (სანსკრიტულად Sindhu ).
ვედური ცივილიზაცია
ვედური კულტურა ეს არის ინდურ-არიული კულტურა, რომელიც ასოცირდება ვედებთან - ვედურ სანსკრიტზე შედგენილ ინდუიზმის წმინდა წერილებთან. მეცნიერებაში მიღებული თვალსაზრისით ვედური ცივილიზაცია არსებობდა ძვ, წ. II ათასწლეულის შუა ხანებიდან I ათასწლეულის შუა ხანებამდე. ეს თარიღი საკამათოა ზოგიერთი ინდოელი და დასავლეთელი ისტორიკოსისა და მეცნიერისათვის, რომლებიც ვედური პერიოდის დასაწყისად მიიჩნევენ ძვ. წ. IV ათასწლეულს და ინდურ ცივილიზაციას აიგივებენ ვედურთან. სწორედ ვედურ პერიოდში ჩამოყალიბდა ინდური კულტურა, ენა და რელიგია. ვედური პერიოდის პირველი 500 წელი (ძვ.წ.1500-1000წ.წ.) ემთხვევა ინდოეთის ბრინჯაოს ხანას, ხოლო უკანასკნელი 500 წელი (ძვ. წ. 1000-500წ.წ.) რკინის ხანას. XIX საუკუნეში ევროპელმა კოლონიზატორებმა წამოაყენეს ინდოეთის არიული დაპყრობების თეორია, რომლის თანახმად, ჩვ. ერამდე II ათასწლეულის დასაწყისში ინდოეთის სუბკონტინენტი მოექცა მომთაბარე არიული ტომების ერთდროული მასიური დაპყრობის ქვეშ, რომელთაც თან მოიტანეს საკუთარი ვედური კულტურა. თუმცა, უკანასკნელმა არქეოლოგიურმა მონაცემებმა და ლინგვისტურმა კვლევებმა უარყო ეს ჰიპოთეზა. მის ნაცვლად მეცნიერებმა წამოაყენეს "ინდოარიული მიგრაციის" სხვადასხვა თეორია. ამ თორიის დამცველთა თანახმად, ინდო-არიული ტომები განსახლდნენ ინდოეთის სუბკონტინენტის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში და ასიმილაცია განიცადეს ადგილობრივ მოსახლეობასთან გადასცეს რა მათ საკუთარი ენა და ვედური კულტურა. სხვა მოსაზრებით, ინდოეთიდან წასვლის თეორიის მომხრეები ამტკიცებენ, რომ არიელები თავდაპირველად იყვნენ ინდოეთის სუბკონტინენტის ძირძველი მოსახლეობა და რიგი მიგრაციების შედეგად მოგვიანებით განსახლდნენ მის ფარგლებს გარეთ. მას შემდეგ, რაც ჩვ. ერამდე II ათასწლეულში ჰარაპას ურბანული ცივილიზაცია წავიდა დაქვეითებისკენ, თანდათანობით უფრო მნიშვნელოვანი როლის თამაში დაიწყო მიწათმოქმედებამ, ხოლო ორგანიზაციულ-საზოგადოებრივ სტრუქტურაში - კასტებად დაყოფამ. ჩვ. ერამდე X საუკუნისათვის ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დაიწყო რკინის ხანა. ამ პერიოდს მეცნიერები უკავშირებენ "ატჰარვა ვედის" შექმნას. ეს არის პირველი ძველინდური ტექსტი, რომელშიც ნახსენებია რკინა. ითვლება, რომ ამ გვიან ვედურ პერიოდშო მოხდა მრავალრიცხოვანი მცირე სამთავროების ე. წ. მაჰაჯანაპადების ჩამოყალიბება. ამავე პერიოდით ათარიღებენ მეცნიერები ძველი ინდური ეპიკური პოეზიის ძეგლებს "მაჰაბჰარატას" და "რამაიანას".
ვედური პერიოდის დასასრულს ინდოეთის სუბკონტინენტზე გაჩნდა რიგი მცირე სამეფოებისა და ქალაქ-სახელმწიფოებისა, რომელთაგან მრავალი მოხსენებულია ძვ. წ. მე-10 საუკუნის შემდგომ პერიოდით დათარიღებულ ვედურ და ადრეინდურ ლიტერატურაში. ამ დროს ქალაქ-სახელმწიფოთა უმრავლესობა მოიხსენებოდა ჯანაპადებად. ჯანაპადების მოსახლეობის დიდ ნაწილს შეადგენდა სუსტად განვითარებული პოლიტიკური და სოციალური სტრუქტურის მქონე ტომები. ბრაჰმანული თეორიის მიხედვით, როგორც ჩანს, ბუდას პერიოდის საზოგადოებას არ გააჩნდა კასტური სისტემა. ის წარმოადგენდა სუსტად სტრუქტურირებულ საზოგადოებას, სადაც არ არსებობდა სრულფასოვანი მონარქია. უფრო მეტიც, ის ემსგავსებოდა ოლიგარქიას ან ზოგიერთი ფორმით, რესპუბლიკას.
ჩვ. ერამდე მე-5 საუკუნისათვის წარმოიქმნა 16 სამეფო ან „რესპუბლიკა“ ცნობილი მაჰაჯანაპადებად - ქაში, ქოსალა, ანგა, მაგადჰა, ვრიჯი, მალა, ჩედი, ვამშა, კურუ, პანჩალა, მატსია, შურასენა, ასსაკა, ავანტი, განდჰარა და კამბოჯა. ისინი გადაიჭიმნენ ინდ-განგის დაბლობზე, თანამედროვე ავღანეთიდან მაჰარაშტრამდე და ბენგალიამდე. ამ პერიოდში დაიწყო ინდური ცივილიზაციის შემდეგ მეორე მძლავრი ურბანიზაციის პერიოდი. სუბკონტინენტის დანარჩენ ნაწილზე, როგორც ჩანს, არსებობდა მრავალი სხვა მცირე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომელთა შესახებ ცნობები გვხვდება ლიტერატურაში. ზოგიერთ მათგანში სამეფო ხელისუფლება გადადიოდა მემვიდრეობით, ზოგიერთში კი თავად ირჩევდნენ საკუთარ მმართველებს...ძირითადი სალაპარაკო ენა მოსახლეობის ზედაფენებში იყო სანსკრიტი, ხოლო დაბალი სოციალური ფენები ჩრდ. ინდოეთში ურთიერთობდნენ განსხვავებულ ადგილობრივ დიალექტებზე ე.წ. პრაკრიტზე. ჩვ. ერამდე მე-5 საუკუნეში ე.ი. ბუდას დაბადების მომენტისათვის 16 სამეფოთაგან მრავალი გაერთიანდა და წარმოიქმნა ოთხი შედარებით მსხვილი გაერთიანება - ვატსა, ავანტი, ქოშალა და მაგადჰა.
იმ პერიოდის რელიგიურ პრაქტიკაში ძირითადი იყო ბრაჰმანების მიერ შესრულებული რთული ვედური რიტუალები. ითველბა, რომ ზუსტად ამ პერიოდში, ძვ. წ. მე-VII - მე-V საუკუნეებში ჩაიწერა უპანიშადები - გვიანი ვედური პერიოდის რელიგიურ-ფილოსოფიური ტექსტები. უპანიშადებმა უდიდესი გავლენა მოახდინა ინდური ფილოსოფიის ფორმირებაზე და თითქმის ერთდროულად წარმოქმნილმა ბუდიზმმა და ჯაინიზმმა საკუთარ თავში განასახიერეს ამ პერიოდის აზროვნების ოქროს ხანა. ჩვ.წ. აღ.მდე 537წ. სიდჰართა გაუტამამ მიაღწია „ გასხივოსნებას“ და გახდა ბუდა - „ზიარებული“ . ბუდიზმისა და ჯაინიზმის დოქტრინებში აქცენტირებული იყო ასკეტიზმი და ვრცელდებოდა პრაკრიტის ენებზე, რაც ფართო მასებზე გავლენის მოხდენას ემსახურებოდა. მათ უდიდესი გავლენა მოახდინეს ინდურ ტრადიციულ რელიგიურ პრაქტიკაზე. კერძოდ, ვეგეტარიანელობაზე, ცხოველთა მოკვლის შეზღუდვაზე და ა. შ. ამავე დროს, ჯაინიზმის გეოგრაფიული გავლენა შემოიფარგლა მხოლოდ ინდოეთით, ხოლო ბუდისტმა ბერებმა ბუდას სწავლება გაავრცელეს ტიბეტში, შრი-ლანკაზე, ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე.
სპარსული და ბერძნული დაპყრობები
ბუდიზმი
ბუდიზმი (ასევე დჰარმა ან ბუდა დჰარმა, დაახ. ნიშნავს: კანონი, ან გაღვიძებულის კანონი), რელიგია, პრაქტიკული ფილოსოფია, ასევე ზოგიერთი წარმოდგენით ფსიქოლოგია, რომელიც ემყარება ბუდა შაკიამუნის (სიდჰარტა გაუტამას) სწავლებას. მომდინარეობს ძველი ინდოეთიდან, დაახ. ძვ. წ. VI - V საუკუნეებიდან. ბუდიზმი ინდოეთის სუბკონტინეტზე გავრცელდა ხუთი საუკუნის განმავლობაში ბუდას გარდაცვალებიდან, შემდგომ ორ ათასწლეულში კი დომინანტური რელიგია გახდა ცენტრალურ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ აზიაში. ამჟამად ბუდიზმი იყოფა სამ ძირითად ტრადიციად: თერავადა (სანსკრ. შთავირავადა), მაჰაიანა და ვაჯრაიანა. მსოფლიოში დაახ. 708 მილიონი მიმდევარი ჰყავს და ერთ-ერთ მსოფლიო რელიგიად ითვლება. მიმდევართა რაოდენობით მეხუთეა მსოფლიოში ქრისტიანობის, ისლამის, ინდუიზმის და ტრადიციული ჩინური რელიგიის შემდეგ.

ბუდას ბერძნულ-ბუდისტური სტატუეტი I-IIს.ს. განდჰარა

ბუდას ქანდაკება, ტავანგ გომპა, ინდოეთი
ინდუიზმი
ინდუიზმი (სანსკრ. सनातन, वैदिक, वर्णाश्रम धर्म sanātana, vaidika, varṇāśrama dharma ”მარადიული, ვედური, ვარნების და აშრამების კანონი”, ჰინდი: हिन्दू धर्म hindū dharma, იხ. დჰარმა) — მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი რელიგია, რომელსაც დღესდღეობით ინდოეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი (84%) ისლამის, ქრისტიანობის, სიქიზმის, ჯაინიზმისა და ბუდიზმის გვერდით აღიარებს.
ინდუიზმი სათავეს იღებს ჰარაპის, ანუ ინდის ცივილიზაციიდან, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე III-II ათასწლეულებში არსებობდა ინდის დაბლობში. ამ ცივილიზაციის რელიგია ეფუძნებოდა იმ ღვთაების თაყვანისცემას, რომელსაც ბევრი საერთო აქვს ინდუისტურ ღმერთ შივასთან. დაახლოებით II ათასწლეულის შუა პერიოდიდან ინდოსტანის ჩრდილო–დასავლეთში არიულმა ტომებმა დაიწყეს შემოღწევა. მათ ენას მოგვიანებით ვედური სანსკრიტი ეწოდა. არიელების შემოჭრას წინ უძღვოდა ინდოევროპულ ენებზე მოლაპარაკე ხალხების გადასახლებების ხანგრძლივი ისტორია. არიელებმა მოიტანეს მსხვერპლთშეწირვის რთული რიტუალი – იაჯნა, რომლის დროსაც ღმერთებს მსხვერპლად სწირავდნენ საქონლის შემწვარ ხორცს და ჰალუცინოგენურ სასმელს „სომას“.
ტერმინი ინდუიზმი ევროპული წარმოშობისაა. ინდოეთში რელიგიას ჰინდუ–სამაია ან ჰინდუ–დჰარმა ჰქვია. ინდუიზმი ფაქტიურად ერთ მთლიან რელიგიას არ წარმოადგენს, არამედ არის ადგილობრივი ინდური სარწმუნოებების კრებული სისტემა. ინდუიზმი პოლითეისტურია, მიუხედავად იმისა, რომ ვედანტა პანთეისტური რელიგია იყო. ინდუიზმში მთავარი ღვთაებებია – ბრაჰმა, ვიშნუ და შივა, რომლებიც ღვთიურ სამებაში – ტრიმურტიშია გაერთიანებული.
Комментариев нет:
Отправить комментарий